ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 614 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 330 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის - 7.19% ხოლო 7 დღის - 4.78%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 143, ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 65, გურია - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 76, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 388, აჭარაში - 55, იმერეთში - 177. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 28, იმერეთში - 33. 24 247 ადამიანი სახლში მკურნალობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ

"ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება", - ამის ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები შეინიშნება. გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9 საჰაერო სამიზნე - 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი. “300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და დატოვა ოპერაციის ტერიტორია 70 ტექნიკით”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ეველინ ფარკასი: თუ უკრაინელები დამარცხდებიან, პუტინს, თუ საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და მასზე კონტროლს აიღებს

"თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და მასზე კონტროლს აიღებს", - ამის შესახებ NATO-ს სამიტის თავდაცვის მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა, ეველინ ფარკასიმ განაცხადა.   "თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, აიღებს მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის გამოიწვევს NATO-ს, ეცდება NATO-ს დაშალას, გამოწვევას მოუწყობს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული", - განაცხადა ფარკასიმ.       ასევე წაიკითხეთ:   უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ დაიბრუნეს კონტროლი კიევიდან დასავლეთით მდებარე ქალაქ მაკარივზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რამდენიმე დღიანი ბრძოლის შემდეგ მათ დაიბრუნეს კონტროლი კიევიდან დასავლეთით მდებარე ქალაქ მაკარივზე. ამის შესახებ საუბარია შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  "უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართულია ქალაქ მაკარივის თავზე, რუსებმა უკან დაიხიეს", - ნათქვამია მათ პოსტში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

კრონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. "28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ღიბრაძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, კორონავირუსის პანდემია დასასრულს უახლოვდება. „დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე, პანდემია დასასრულს უახლოვდება. მოვხსენით დღეს გარე სივრცეებში პირბადე. ორშაბათიდან ამის საჭიროება აღარ იქნება. დარჩა მხოლოდ რამდენიმე შეზღუდვა, შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები. პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, რადგან მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, ასევე შემცირებულია ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. 800-ზე ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც დღეს ჰოსპიტალში მკურნალობს. ასევე სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე ცოტა 7 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აქედან გამომდინარე ყველა ეს დადებითი ტრენდი აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, - განაცხადა აზარაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი თანახმაა კიევში ჩავიდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი თანახმაა კიევში ჩავიდეს, თუ უკრაინას და რუსეთს მართლაც სურთ ცეცხლის შეწყვეტა და მისი ვიზიტი შეთანხმების მიღწევას დაეხმარება. ამის შესახებ წერს ისრაელის ინგლისურენოვანი გამოცემა Ynet-ი. გამოცემის თანახმად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, მიიღოს შესაბამისი ზომები უახლოეს ხანში, კიევში პრემიერ-მინისტრ ბენეტის ვიზიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან, როგორც Ynet-ი წერს, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ზოგიერთი თანამშრომელი შიშობს, რომ აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონაში პრემიერის ჩასვლა სარისკოა.

"სბერბანკს" ჩინურ საგადახდო სისტემაზე წვდომა აღარ აქვს

ფიზიკური პირებისთვის ფულის გადარიცხვები სბერბანკიდან მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი საგადახდო სისტემის Alipay ანგარიშებზე დაიკეტა, მუშაობის განახლების პერსპექტივები ბუნდოვანია. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო kommersant.ru წერს, ბანკს უკვე შეეზღუდა ტელეფონის ნომრების გადარიცხვების განხორციელება აზერბაიჯანსა და მოლდოვაში, ასევე დაკარგა უმსხვილესი პარტნიორი უზბეკეთის საბანკო სისტემიდან.  ამასთან, Alipay–ზე გადარიცხვის შესაძლებლობა გაქრა ასევე სბერბანკის მობილურ აპლიკაციაშიც.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალი შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემცირებულია, დადებითობის მაჩვენებელიც 5%-ს არის ჩამოცილებული, რეპროდუქციის ინდექსიც უკვე დიდი ხანია ინარჩუნებს ერთზე დაბალ ნიშნულს. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობა დღეს ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 7 შემთხვევა დაფიქსირდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურდება, თუმცა, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან ჯერჯერობით გლობალურად ახალი შემთხვევების რაოდენობა მილიონზე მეტი რჩება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ასევე წაიკითხეთ: ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ყველა დევნილის დასაქმების პროგრამას ვიწყებთ

უკრაინის მთავრობა დევნილთა დასაქმების პროგრამას იწყებს. მის ფარგლებში კომპანიები, რომლებიც დევნილებს დაასაქმებენ, ყოველ დევნილზე 6 500 გრივნას მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა.„ყველა დევნილის დასაქმების პროგრამას ვიწყებთ. ამისთვის სახელწმიფო იმ დამსაქმებლებს, რომლებიც დაზარალებული რეგიონების დევნილებს სამსახურში მიიღებენ, თითოეულ დასაქმებულზე 6 500 გრივნას გადაუხდის(220 დოლარი)“, - განაცხადა შმიჰალმა.

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა

შვეიცარიის ხელისუფლებამ ალპებში მდებარე აპარტამენტი დაუყადაღა რუს მილიარდერს, „ალფა ბანკის“ მფლობელ პიოტრ ავენს. Reuters-ის ინფორმაციით, ბერნის კანტონის ქონების მართვის ოფისის თანახმად, აპარტამენტი ავენის საკუთრებაა. ცნობისთვისმ 67 წლის პიოტრ ავენი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა

საბერძნეთი უკრაინას იმ სამშობიარო კლინიკის აშენებას სთავაზობს, რომელიც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა

საბერძნეთი უკრაინას იმ სამშობიარო კლინიკის აშენებას სთავაზობს, რომელიც რუსეთმა მარიუპოლიში დაბომბა. ცნობისთვის, აღნიშნული თავდასხმისას ორსული ქალი და მისი ბავშვი დაიღუპნენ, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა. მომხდარმა გლობალური აღშფოთება გამოიწვია. ასევე წაიკითხეთ: მედია: რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შედეგად, მარიუპოლში 2 357 ადამიანი დაიღუპა

შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას, ვიქნები ბრიუსელში და ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მექნება

მომავალ კვირას პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს სახელმწიფო გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიწყება ქვეყნის შეფასება, ეს ითქვა ცალსახად, ეს იქნება თანაბრად სწრაფი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვისაც. რაც შეეხება ვიზიტებს, არაერთი ვიზიტი განხორციელდა და მომავალ კვირას მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს არის რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

BBC: სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. China Eastern Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 132 ადამიანი იმყოფებოდა, გუშინ სამხრეთ ჩინეთში ჩამოვარდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, Boeing-737-ის თვითმფრინავმა, კატასტროფა განიცადა

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტს: რუსული ელიტიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად, ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პარლამენრს მიმართა და ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.  "რუსული ელიიდან თითქმის ყველა იყენებს იტალიას დასასვენებლად. ნუ იქნებით მკვლელებისთვის კურორტი. დაბლოკეთ მათი ქონება, მხარი დაუჭირეთ ემბარგოს, გადაკეტეთ პორტები. არ დაუშვათ სასურსათო კრიზისი, დაგვეხმარეთ. ეს ომი სწრაფად უნდა დასრულდეს და უნდა აღვადგინოთ უკრაინა", - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ:  იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

უკრაინელების დასახმარებლად ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მედალს ყიდის 

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი უკრაინელების დასახმარებლად პრესტიჟულ მედალს ყიდის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ნოვაია გაზეტა“-მ და მე გადავწყვიტეთ ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს - წერს დმიტრი მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს. „ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. „ნობელის პრემია“ ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოვებენ ადამიანებს კაცობრიობისათვის მნიშნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. 1895 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა, საფუძველი ჩაუყარა „ნობელის პრემიის“ დაარსებას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.                                                 ასევე წაიკითხეთ  WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს    

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

ნიდერლანდების სამეფო ოჯახი საგვარეულო სასახლეს უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმობს

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრემ მის ერთ-ერთ სასახლეში უკრაინელი ლტოლვილების განთავსება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების სამეფო სახლზე დაყრდნობით წერს.  საუბარია მე-15 საუკუნის სასახლეზე, რომელსაც „მონადირის სახლის“ სტატუსი აქვს და სასახლეების კომლექსის „ჰეტ-ლოუს“ ტერიტორიაზეა, ქალაქ აფელდორნის განაპირას. სასახლე აპრილის შუა რიცხვებში 6-დან 8-მდე უკრაინულ ოჯახს მიიღებს. სასახლეში 30-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.  „ჰეტ-ლოუს“ სასახლეების კომლექსი ნაციონალლური მუზეუმია და ამჟამად რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.  ამ დროისთვის 12 000-მდე ლტოლვილი უკრაინიდან ნიდერლანდებშია რეგისტირებული. ხელიუფლება უკრაინიდან 50 000-მდე ლტოლვილის მისაღებად ემზადება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელგიის სამეფო ოჯახმა უკრაინიდან ლტოლვილ სამი ოჯახი შეიფარა.   რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის სპიკერმა პოლ დიონმა განაცხადა, სამი მილიონიდან 1,4 მილიონი ბავშვია, ხოლო 157 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე. ყველაზე მეტი, 1,8 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა. ასევე წაიკითხეთ  გაერო: უკრაინა უკვე სამმა მილიონმა ადამიანმა დატოვა WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს   

საგარეო უწყება: უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინიდან პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების გასაყვანად სპეცრეისები დაინიშნა. „შეგახსენებთ, რომ უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინირებით, დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისები ქ. ლვოვიდან. ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 23 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ​საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების შედეგად, ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. ამის შესახებ უკრაინული მედია ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.  მედიის ცნობით, ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრმა სიგრიდ კაარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივი ბანკებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან რუსული წარმომავლობის აქტივების გაყინვის შესახებ 188 ინფორმაცია შემოვიდა.    გასაულ კვირას ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა საბანკო ანგარიშებზე რუსული წარმომავლობის € 200 მილიონის გაყინვის შესახებ განაცხადა.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა რუსი ოლიგარქების კუთვნილი €850 მილიონი ევრო გაყინა.  პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორავეცკი კი პარლამენტში ოპოზიციასთან რუსული წარმომავლობის ქონების კონფისკაციის საკითხის წამოწევას გეგმავს.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს