ძებნის რეზულტატი:
მარკ რუტე: ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები
"ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები და მოკლე დროში ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. „ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, გაზზე დამოკიდებულება კი კიდევ უფრო უარესია. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ხვალ ამას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა რუტემ.
რუსული Avtovaz-ი ნაწილების დეფიციტის გამო წარმოებას აჩერებს
რუსული ავტომწარმოებელი Avtovaz-ი აცხადებს, რომ 21-25 მარტს ტოლიატსა და იჟევსკში მდებარე ქარხნებში წარმოებას ნაწილობრივ აჩერებს. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ინფორმაციით, წარმოების შეჩერების მიზეზი ნაწილების დეფიციტია. Avtovaz-ი, რომელსაც ფრანგული ავტომწარმოებელი Renault აკონტროლებს, ნაწილების დეფიციტის გამო, მიმდინარე თვეში მუშაობას პერიოდულად აჩერებს. Renault იჟევსკში ადგილობრივი ბაზრისთვის, LADA-სთან ერთად, ორ მოდელს - Logan-სა და Sandero-ს უშვებს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის უდიდესი აეროპორტი „შერემეტიევო“ სანქციები გამო პერსონალის 40%-ს სახლში უშვებს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი აკრძალა
რუსეთში, სასამართლომ Instagram-ი და Facebook-ი „ექსტრემისტული საქმიანობის“ გამო აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსკოვის სასამართლომ მიიღო. ამით სასამართლომ რუსეთის გენერალური პროკურატურის სარჩელი დააკმაყოფილა კომპანია Meta-ს აკრძალვის თაობაზე. ამასთან, როგორც რუსეთის პროკურატურაში განმარტავენ, რომ აკრძალვა WhatsApp-ის მესინჯერზე არ ვრცელდება.
გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს
გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გერმანიას ცდილობს, რომ ნაკლებად დამოკიდებული იყოს რუსეთის ენერგოწყაროებზე, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება კვლავ დაგვჭირდეს რუსული გაზი წელს, მომავალში ეს ასე აღარ იქნება. და ეს მხოლოდ დასაწყისია", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა, დოჰაში ვიზიტისას. ამასთან, კატარმა განაცხადა, რომ გერმანიისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე მუშაობას დათანხმდა. როგორც QatarEnergy-ის განცხადებაშია ნათქვამი, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა კვირას დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მისი მთავრობა გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ორი ტერმინალის პროგრესის დაჩქარებას გეგმავს. გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე. ასევე წაიკითხეთ ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა
საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის და ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. „ჩვენ 22 მლრდ ევროს მოცულობის ცენტრალური ბანკის აქტივები გავყინეთ, ასევე ფრანგულ დაწესებულებებში 150 მლნ ევროს ფიზიკური პირების რესურსები გავყინეთ“, - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს
ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს
ლატვიის მთავრობა მზადაა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს საკუთარი პორტები დაუკეტოს. ამის შესახებ რუსული მედია ტალის ლინკაიტასზე დაყრდნობით წერს, რომელმაც TV3-ს ინტერვიუ მისცა. „რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები დღემდე შემოდიან ლატვიის პორტებში. არ ვფიქრობ, რომ ეს მისაღებია, ამიტომ ჩვენ რელევანტური გადაწყვეტილების მიღებას ვგეგმავთ“,- განუცხადა ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა TV3-ს. მინისტრის თქმით, პორტების ადმინისტრაცია მთავრობის ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ ითვალისწინებს. ლინკაიტსის განმარტებით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ლატვიის პორტების დაკეტვა, ვენტსპილსის პორტში ტვირთბრუნვას 2/3-ით, რიგაში 45%-ით, ხოლო ლიეპაეში 20-30%-ით შეამცირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთს საჰაერო სივრცე დაუხურა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა
ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „ბრესტის 38-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტში მას შემდეგ დაბრუნდნენ რაც ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების გამაგრების დავალება წარმატებით შეასრულეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ცნობილია, რომ ბრესტის მედესანტეებმა სამი კვირა გაატარეს უკრაინის საზღვართან. ბელარუსის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მათ საზღვრის დაცვის გაძლიერება ჰქონდათ დავალებული. უკრაინული მხარე კი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მედესანტეები ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდნენ. ასევე წაიკითხეთ ლუკაშენკo: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელორუსის ტერიტორიებიდან დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ბრიტანეთი „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაციას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება „გაზპრომის“ ადგილობრივი სამმართველოს დროებით ნაციონალიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. Gazprom Marketing & Trading Retail Ltd დაახლოებით 30 ათას ბიზნეს-მომხმარებელს ემსახურება. გამოცემის ცნობით, Gazprom Marketing & Trading Retail Ltd-ს ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებს უკავშირდება. ენერგოკომპანიები სულ უფრო ხშირად აქცევენ ზურგს „გაზპრომს“ და უარს ამბობენ ბუნებრივი აირის შესყიდვებზე. რუსულ ენერგოგიგანტთან სულ რამდენიმე კომპანია დებს არასაბირჟო გარიგებებს. ცნობისათვის, Gazprom Marketing & Trading-მა 2020 წელს ბრიტანეთის მეხუთედი ნაწილის გაზმომარაგება უზრუნველყო. „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის მართვა ლონდონისა და მანჩესტერის ოფისებიდან ხდება. გამოცემა წერს, რომ ამ საკითხზე Bloomberg-თან კომპანიის თანამშრომლებმა კომენტარი არ გააკეთეს. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსული მხარე ამჟამინდელ პირობებში არ აპირებს იაპონიასთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებას, რადგან შეუძლებელია ორმხრივი ურთიერთობების განმსაზღვრელი ფუნდამენტური დოკუმენტის ხელმოწერა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ღიად არამეგობრულ პოზიციებს იკავებს და ცდილობს ზიანი მიაყენოს ჩვენი ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „იაპონელები სამხრეთ კურილებზე უვიზოდ გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ". "ორმხრივი თანამშრომლობისა და იაპონიის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ტოკიოს, რომელმაც შეგნებულად აირჩია ანტირუსული კურსი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და კეთილმეზობლობის განვითარების ნაცვლად", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა. ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა
Reuters: ფილიპ გორდონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლად ინიშნება
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, პრეზიდენტის თანაშემწედ და მის მრჩევლად ეროვნული უშიშროების საკითხებში ფილიპ გორდონი დაინიშნება. ამის შესახებ Reuters წერს. ის აქამდე 14 თვის განმავლობაში, მისი მრჩევლის თანაშემწის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ფილიპ გორდონი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე იყო და თეთრი სახლის კოორდინატორი ( 2013-15 წლებში) ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის საკითხებში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწე (2009-2013 წლებში) და ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპული საკითხების დირექტორი (1998-99 წლებში). სამთავრობო პოზიციების მიღმა, მას დიდი გამოცდილება აქვს კვლევით ინსტიტუტებში. ფილიპ გორდონი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში რამდენჯერმე ესტუმრა საქართველოს.
Financial Times: მსოფლიო ბაზარზე რძე გაძვირდება
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე რძის ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემის ცნობით, უკრაინა და რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და მსხვილფეხა პირუტყვის საკვების მსხვილი მომწოდებელია. უკრაინაში რუსეთის შეჭრა და განვითარებული მოვლენები ამ სეგმენტზე გავლენას მოახდენს და დანახარჯებს გაზრდის. „შესაბამისად ეს რძის ფასზე აისახება“, - წერს გამოცემა. საგულისხმოა, რომ მსხვილფეხა პირუტყვის საკვებზე ფასის ზრდა რძის მწარმობელი ფერმერებისთვის პრობლემას წარმოადგენს და დანახარჯების 70-80%-ია. ამასთან სხვა ნეგატიური ფაქტორები მსოფლიო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილ მომწოდებელს პრობლემებს შეუქმნის. მეწარმეები შიშობენ, რომ ომი უკრაინაში, სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და პანდემიის გამო გაწყვეტილი მსოფლიო ლოჯისტიკა რძისთვის საჭირო ნედლეულის ფასს გაზრდის, რაც კვების მრეწველობისთვის დამატებითი წნეხია, რადგან რძე და რძის პროდუქტები მთელ მსოფლიოში კვების რაციონში ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტია. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს ბულგარეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
იტალიურმა კომპანი loro Piana-მ, მათი ბრენდის ქურთუკის გამო, რომელიც პუტინს ეცვა თავი იმართლა
იმ ქურთუკის გამო რომელიც ვლადიმერ პუტინს მოსკოვის „ლუჟნიკის“ სტადიონზე, 18 მარტს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის მერვე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქცია-კონცერტზე ეცვა, იტალიურ ბრენდ loro piana-ს თავის მართლება მოუწია. ამის შესახებ ilfattoquotidiano წერს. ქურთუკი მილიონ ნახევარი რუბლი, დაახლოებით 13 000 ევროს ეკვივალენტი ღირს. როგორც loro piana აცხადებს, ეს ძველი კოლექციის მოდელია და მათმა კომპანიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ეს ბაზარი დატოვა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. ისინი სოლიდარულები არიან უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ და მაქსიმალურად ეხმარებიან ჰუმანიტარული კუთხითაც. გამოცემა წერს, რომ იმ ფონზე როცა ომის ეპიცენტრში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი თავის ხაკისფერი მაისურით და ქურთუკით, უბრალო და გასაგები ენით ყოველდღიურად ესაუბრება თავის ხალხს და მთელი მსოფლიოს ლიდერებს. სოციალური ქსელების პლატფორმიდან, სელფებით თუ ვიდეო ჩანაწერებით, სენატის, კონგრესის, ევროპარლამენტის თუ ბუნდესტარგის ტრიბუნიდან, ამ დროს პუტინი ან მონტაჟის მეშვეობით ან ცნობილი ბრენდების ქვეშ დაფარული ბრონჟილეტებით ჩნდება პუბლიკასთან. რაც შეეხება პუტინის დიდ გატაცებას ბრენდულ სამოსთან დაკავშირებით, ცოტა ბუნდოვანია როგორ შეძლებს მომავალში ამას პუტინი, იმ ფონზე როცა ყველა ცნობილი და დიდი ბრენდი შეუერთდა დაწესებულ სანქციებს და გავიდა რუსეთის ბაზრიდან, ხოლო მათ კი რომლის სამოსითაც შეიძლება გამოჩნდეს პუტინი უხერხული მდგომარეობა ექმნებათ და თავის მართლება უწევთ..როგორც ეს ,,loro piana-ს შემთხვევაში მოხდა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
ლატვიაში Yandex Go-ს აპლიკაცია დაბლოკეს
ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს. ლატვიაში მიიჩნევენ, რომ რუსეთში კომპანიის სერვერებზე, მომხმარებელთა მონაცემების გადაგზავნა ხდება, რაც მათი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. „23 მარტიდან ოპერატორები Yandex Go-ს მობილური აპლიკაციით ვეღარ ისარგებლებენ და ეს მომწოდებელი ლატვიის ტერიტორიაზე მომსახურებას ვეღარ განახორციელებს. ხოლო ის მძღოლები და გადამზიდავები, რომლებიც აკრძალულ აპლიკაციას გამოიყენებენ დაჯარიმდებიან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს. ასევე წაიკითხეთ კომპანია LG Electronics რუსეთის ბაზრიდან გადის ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს ბაიდენის განცხადებების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა
ვლადიმირ პუტინზე ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამონათქვამების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს ჯონ სალივანის საპროტესტო ნოტა გადასცა. სამინისტროს 21 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დემარში გამოაცხადა და ელჩს გადასცა ნოტა, სადაც გამოხატულია პროტესტი რუსეთის პრეზიდენტის მისამართით თეთრი სახლის ხელმძღვანელის, ჯო ბაიდენის „მიუღებელი გამონათქვამის“ გამო. „აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ამგვარი გამონათქვამმა, რომელიც არ შეეფერება მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს, აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა გაწყვეტის პირას მიიყვანა,“ - დასძენენ ნოტის ავტორები. ბაიდენმა 16 მარტს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის პრეზიდენტს „ომის დამნაშავე უწოდა“. ერთი დღის შემდეგ მან პუტინს უწოდა „ნამდვილი ბანდიტი“ და „მკვლელი დიქტატორი“. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“
ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონის გამოყოფას, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ ენერგოემბარგოსგან თავი შეიკავეს. მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელიმ ახალი ფინანსური პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა. „მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, დამატებით €500 მილიონის გამოყოფას ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში. მიგვაჩნია, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, რომელსაც სჩადიან რუსეთის შეიარაღებულ ძალები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ეს არ შეიძლება დარჩეს უპასუხოდ. სწორედ ამიტომ მივესალმებით გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და შეგახსენებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განკარგულებას რუსეთის მიმართ, შეწყვიტოს ინტერვენცია უკრაინაში“, – განაცხადა ბორელიმ. რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, ბორელის განცხადებით, მინისტერიალზე ზოგიერთმა ქვეყანამ დააყენა ენერგორესურსების საკითხი, თუმცა გადაწყვეტილებების მიღების დღე არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, მინისტრებმა გააანალიზეს შესაძლო შემდგომი ზომები და არ ფიქრობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ფორმალური გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში მიიღონ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავდნენ. ასევე წაიკითხეთ Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „ხალხს მოუწევს აზრის გამოთქმა და კომპრომისის ამა თუ იმ ფორმაზე პასუხის გაცემა. როგორი იქნება ეს კომპრომისები რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებისა და ურთიერთგაგების საგანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმზე გასატანი საკითხები უსაფრთხოების გარანტიებს, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ყირიმს შეეხება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არიან NATO-ს წევრები, რომლებსაც სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რაც ნატოს უნდა გაეკეთებინა, უკრაინა რომ ალიანსის წევრი ყოფილიყო. „მივიჩნევ, რომ ეს ნორმალური კომპრომისია“, - განაცხადა მან. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
რუსეთის საგარეო უწყებამ შტატების ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა. ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გასულ კვირაში ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებულ განცხადებას, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს სისხლიანი დიქტატორი უწოდა. „ამგვარი განცხადებები არ შეეფერება ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს და რუსეთ- ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ახალი სამხედრო შენაერთი ეყოლება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი, რომელიც 2025 წლიდან იქნება ბრძოლის უნარიანი და რომლის ბირთვს გერმანია უზრუნველყოფს. "ამ ნაბიჯით ევროპის კავშირს ექნება ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები“, რათა გახდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ ნატოსთან ერთად" - დაწერა ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.
უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა
უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან, ტელეფონით განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ჯო ბაიდენს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს, იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა
გაერთიანებული სამეფო Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა რუსული სახელმწიფო კომპანიის Gazprom-ის ადგილობრივი განყოფილების - Gazprom Energy-სა და Marketing & Trading Retail-ის დროებით ნაციონალიზაციას გეგმავს.Bloomberg-ის ინფორმაციით, Gazprom Energy ქვეყნის მასშტაბით 30 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ემსახურება. ამასთან, მთავრობის განმარტებით, გაერთიანებული სამეფო ნაკლებადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, რადგან მისი წილი მიწოდების საერთო მოცულობაში 4%-ზე ნაკლებია. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში, Gazprom Energy-ს წილი საკმაოდ მაღალია და ის 20%-ს აღწევს.