ძებნის რეზულტატი:
უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა
უკრაინის ომბუდსმენის, ლიუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა. მისივე განმარტებით, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ასევე წაიკითხეთ: ნიდერლანდების სამეფო ოჯახი საგვარეულო სასახლეს უკრაინელ ლტოლვილებს დაუთმობს
იაპონიის მსხვილმა ჰოლდინგმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაპონიის მსხვილი ჰოლდინგის Eneos Holdings Inc-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდის. ამის შესახებ Reuters ქარხნის ხელმძღვანელ ცუტომო სუგიმორიზე დაყრდნობით წერს. სუგიმორიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ამ ქვეყნის კომპანიებთან დადებული კონტრაქტები შესრულდება, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ რუსულ მხარესთან ხელს არცერთ კონტრაქტზე არ მოვაწერთ. Eneos Holdings - იაპონიაში ერთ-ერთი მსხვილი ენერგოკორპორაციაა, რომელიც ენერგოსექტორში ჩართულ საწარმოებს მართავს, რესურსებს და ნედლეულს აწვდის. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა. ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა. ასევე წაიკითხეთ Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-ი რუსეთში მუშაობას წყვეტსახალი ამბებიუცხოეთი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს ენტონი ბლინკენი: ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეწყვიტონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
"უკრაინაში შეჭრის დღიდან, რუსეთმა 62 სამედიცინო დაწესებულებაზე მიიტანა იერიში, რომლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, პოლონეთში გადასულ ნახევარ მილიონამდე ლტოლვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ამასთან, მედიცინის მუშაკთა ინფორმაციით, უკრაინიდან გადმოსულ ბავშვებსა და დედებს გამოფიტვისა და დეჰიდრაციის ნიშნები აქვთ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა
პუტინის პრესმდივანმა აღიარა, რომ მოსახლეობის ნაწილი უკრაინაში „სპეცოპარაციას“ არ ეთანხმება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს პირველად აღიარა, რომ რუსეთის მოსახლეობის 25%-ზე ნაკლები უკრაინასთან ომს ეწინააღმდეგება. პესკოვის ციტატა „ინტერფაქსმა“ გაავრცელა. „ასეთები ცოტაა. მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, და ეს დასტურდება სტატისტიკითა და გამოკითხვებით, 75%-ზე მეტი მხარს უჭერს ოპერაციას, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს", - თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ "ეს უდავო ფაქტია. „პესკოვის თქმით, რუსების 25%-ზე ნაკლები არ ეთანხმება "სპეცოპერაციას". შეკითხვაზე, ესმით თუ არა ამ ხალხის კრემლში, პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა: „აზრს ისმენენ, მაგრამ მაინც უმცირესობა- უმცირესობაა ". რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს არ დაუზუსტებია თუ რომელი გამოკვლევიდან აიღო ეს მონაცემები. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა
ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, უკრაინასა და რეგიონში არსებული პრობლემური ვითარება და გამოწვევები განვიხილე
მიხარია, რომ ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. „საუბრისას შევეხეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გერმანიასთან არსებულ ორმხრივ თანამშრომლობას”, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ცხრა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სასჯელს ოპოზიციის ლიდერი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ნავალნი თაღლითობასა და სასამართლოს უპატივცემულობაში ცნო დამნაშავედ. პროკურატურა 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. 45 წლის ალექსეი ნავალნი 2021 წელს მაშინ დააკავეს, როდესაც ნერვული აგენტით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ გერმანიაში რეაბილიტაცია დაასრულა და მოსკოვში დაბრუნდა. დასავლეთის მთავრობები მკვლელობის მცდელობაში პუტინის სადაზვერვო სააგენტოებს (FSB) ადანაშაულებდნენ. კრემლი დანაშაულში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
კულტურის მინისტრი: ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „ჩვენი ერის მიერ არის ისტორიულად გაკეთებული არჩევანი, რომელიც ევროპული არჩევანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე ვდაგავართ, ვდგავართ მყარად და პარალელურად, ვატარებთ ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
სანქციების გამო საზღვარგარეთ რუსული ავიახაზების 78 თვითმფრინავი დააკავეს
რუსული ავიაკომპანიების 78 თვითმფრინავი სანქციების გამო საზღვარგარეთ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია „მინტრასის“ ხელმძღვანელ ვიტალი საველიევზე დაყრდნობით წერს. საველიევის განცხადებით, ავიალაინერები „მეგობარ ქვეყნებშიც“ დააკავეს. მათ შორის - თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. მანამდე კი ქვეყნის 111 გადამზიდავი 1367 თვითმფრინავს ფლობდა. რუსეთი ცდილობს მოელაპარაკოს აღმოსავლეთის სალიზინგო კომპანიებს და ახალი თვითმფრინავების წარმოება დაიწყოს. ამ დროისთვის ავიაპარკის რუსეთის რეესტრში გადატანა მიმდინარეობს. რეესტრში 800 ავიალაინერია აღრიცხული. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის თქმით, რომი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ეს არის გრძელი პროცესი, რომელიც რეფორმების გატარებას საჭიროებს. „გვსურს, უკრაინა ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს: ეს არის გრძელი პროცესი, რომელიც აუცილებელი რეფორმების გატარებისგან შედგება. იტალია ამ პროცესში უკრაინის გვერდითაა. იტალიას სურს, უკრაინა ევროკავშირს შეუერთდეს“, - განაცხადა მარიო დრაგიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა
საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოვა
მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, Pfizer-ის მიერ შექმნილი - „პაქსლოვიდი“ შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის განცხადებით, ეს პრეპარატი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს. „პაქსლოვიდი“ უფასო იქნება ყველასთვის, ვინც პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების მიმდინარეობისას, აგრეთვე ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. „ყველა, პოტენციურად ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირებისას და ქრონიკული დაავადებები ახლავთ თან, ყველას დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება“,- განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს. „უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა. უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთში ცხოვრობს.“, - განუცხადა გუტერეშმა ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: იტალიის პრემიერი: მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი: მკაფიო მტკიცებულება არსებობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან
"მკაფიო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადიან", - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. „რუსეთი აგრესორია აქ და ჩვენ ნამდვილად დავინახეთ მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ რუსი სამხედროები სამხედრო დანაშაულებს სჩადიან“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ. ასევე წაიკითხეთ: ანტონიო გუტერეში: აბსურდული ომი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრით დაიწყო, უნდა შეწყდეს
რუსეთს IT სპეციალისტები მასობრივად ტოვებენ
რუსეთიდან 50-დან 70- ათასამდე IT სპეციალისტმა დატოვა. შესაძლოა მათი რიცხვი 100 ათასამდე გაიზარდოს. ამის შესახებ რუსეთი ელექტრონული კომუნიკაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა სერგეი პლიგოტარენკომ სახელმწიფო დუმის პროფილურ კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია კადრების გადინების შეჩერება. ყველაზე ნეგატიური პროგნოზია, რომ მეორე ტალღის შემდეგ ქვეყანა შესაძლოა კიდევ 100 ათასმა IT სპეციალისტმა დატოვოს“, - განაცხადა პოლუგოტარენკომ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა გადაუდებელი ღონისძიებების გატარება, რათა ტენდენცია შეიცვალოს. ჯერჯერობით უცნობია კადრების გადინების შესაჩერებლად რა „გადაუდებელ ღონისძიებებს“ გაატარებს რუსეთის მთავრობა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ ბაჰამის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა $3 მილიარდის რუსული აქტივები გაასაჯაროვა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ფონდის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელიც უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტზე დაყრდნობით წერს. „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ამასთან, როგორც კი რუსული შემოტევა შეწყდება, მხარი დაუჭიროს დემოკრატიული უკრაინის აღდგენას. ამ მიზნით, ევროპული საბჭო თანახმაა, შექმნას უკრაინის სოლიდარობის ფონდი“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტში. ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში 24-25 მარტს გაიმართება. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს
საქართველომ COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტ „პაქსლოვიდის“ პირველი პარტია მიიღო
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება და ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ. „პაქსლოვიდი“ COVID19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტური წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარის შეზღუდვას ახდენს. „პაქსლოვიდის“ ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან. „პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი ხუთ დღეს მოიცავს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კლინიკური ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ის პრიორიტეტული პაციენტები განისაზღვრა, ვისთვისაც მედიკამენტებია განკუთვნილი. პრეპარატის გამოყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იმ პაციენტებში მოხდება, ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვთ, როგორიცაა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ. პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და მისი მიწოდება ბინაზე მოხდება“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში. მათივე ცნობით, „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტი კომპანია Pfizer-მა შექმნა. „პაქსლოვიდი“ აღიარებულია, როგორც აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ. პრეპარატი უკვე ფართოდ გამოიყენება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის ქვეყნებში. ასევე წაიკითხეთ ზურაბ აზარაშვილის თქმით, COVID19 დასასრულს უახლოვდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება
უმსხვილესი გადამზიდავი Maersk-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს
მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა გადამზიდავმა, Maersk-მა რუსეთის ბაზარზე საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ რუსული მედია კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. კომპანიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის და განვითრებული მოვლენების გამო, ბაზარს ტოვებენ და რუსეთში აქტივების გაყიდვას გეგმავენ. ამასთან კომპანია აღარ მიიღებს ახალ შეკვეთებს და რუსეთის ფედერაციაში ყველა სერვისს აჩერებს. გადამზიდავი A.P. Moller-Maersk A/S მსოფლიოს 130 ქვეყანაში საქმიანობს და ჰოლდინგში 80 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მანამდე ცნობილი გახდა, რომ Maersk-მა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტა. რუსეთის ბაზარი საერთაშორისო ჯგუფმა KCA Deutag-მა დატოვა და სანქციებს შეუერთდა. ამასთან რუსეთში ინვესტიციების შეჩერების შესახებ განაცხადა ნავთობის სექტორის გიგანტმა და მსოფლიო ოთხეულის წევრმა Baker Hughes-მა. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად იახტები თურქეთში გადაიყვანა
რუსმა მიალიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის არიდების მიზნით თურქეთში უკვე მეორე იახტა გადაიყვანა. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამასთან გამოცემა წერს, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ. Eclipse, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა162.5 მეტრის (533 ფუტი) სიგრძით, კურორტ მარმარისში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, საბერძნეთის კუნძულებზე გავლით მოხვდა. იახტა ბერმუდის დროშის ქვეშ ცურავს. აბრამოვიჩის მეორე იახტა Solaris $600 მილიონი ღირს. იახტაზე 100 ადამიანი ეტევა. ეს იახტა ერთი დღით ადრე კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, რათა თავიდან აირიდოს ევროკავშირის ქვეყნების წყლები, რომლებიც სანქცირებული ტერიტორიაა რუსი ოლიგარქებითვის. ცნობილია, რომ თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაიანაში, მაგრამ მაინც ეწინააღმდება NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ასევე წაიკითხეთ რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
Reuters: პოლონეთმა აშშ-ს „დიდი ოცეულიდან“ რუსეთის გარიცხვა შესთავაზა
პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრის, პეტრ ნოვაკის განცხადებით, ვარშავამ აშშ-ის ოფიციალურ პირებს შესთავაზა, რუსეთი „დიდი ოცეულის“ ფორმატიდან გარიცხონ და ამ შეთავაზებას „დადებითი გამოხმაურება“ მოჰყვა. ამის შესახებ Reuters წერს. „ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე, მათ შორის აშშ-ის ვაჭრობის მდივან, ჯინა რაიმონდოსთან შეხვედრაზე გამოვთქვით ინიციატივა რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვის თაობაზე, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ახლა ეს საკითხი პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა გადაეცეს“, - აცხადებს ნოვაკი. ამერიკული მხარე ამ საკითხზე ოფიციალურ განმარტებებს არ აკეთებს. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ადგილი მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების ფორმატში სწორედ პოლონეთმა უნდა დაიკავოს, რომელმაც კომუნისტური ქვეყნიდან ღია ეკონომიკისკენ „30-წლიანი გარდამავალი პერიოდი წარმატებით დაასრულა“. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვი „დიდი რვიანის“ ქვეყნების ფორმატიდან გარიცხეს. „დიდი ოცეული“ გაცილებით უფრო ფართო ჯგუფია, რომელშიც ინდოეთი, ჩინეთი და ბრაზილიაც შედიან, ამიტომ რუსეთის გარიცხვა უფრო რთული იქნება.
CNN: ბელორუსი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს
აშშ და ნატო თვლიან, რომ ბელარუსი შეიძლება „მალე“ შეუერთდეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ CNN აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით იტყობინება. ნატოს სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სულ უფრო და უფრო სავარაუდო ხდება, რომ "ბელორუსი კონფლიქტში ჩაერთვება". ამასთან CNN-ი ბელარუსის ოპოზიციურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბელორუსის საბრძოლო ნაწილები მზად არიან უახლოეს დღეებში უკრაინაში შესაჭრელად. წყაროების განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ბელორუსი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბელარუსმა მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებაში და ომში ამ ფორმით ჩართოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ ლუკაშენკო: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
ილონ მასკმა გერმანიაში პირველი ქარხანა ცეკვით გახსნა
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა გერმანიაში Tesla-ს პირველი ქარხანა ოფიციალურად გახსნა. ამის შესახებ cnbc წერს. მასკმა 30 მომხმარებელს და მათი ოჯახის წევრებს გერმანიაში დამზადებული Tesla ცეკვით წარუდგინა. 2021 წელს Tesla-მ 930 422 ელექტრომობილი გამოუშვა და 935 172 მანქანა გაყიდა. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი. ეს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემებზე თითქმის ორჯერ მაღალია. Forbes ბოლო მონაცემით, ილონ მასკის ქონება $266 მილიარდს აღემატება.