ძებნის რეზულტატი:

აბრამოვიჩი დუბაიში ახალ აპარტამენტებს ეძებს – Bloomberg

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ახალ აპარტამენტებს დუბაიში ეძებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობით, გასილ ლვირას ის უძრავი ქონებით ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე (ხელოვნური კუნძულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) დაინტერესდა.   ამ დროისთვის რუსი მილიარდერის ადგილსამყოფელი უცნობია. მისი კერძო თვითმფრინავი მარტში დუბაიში შენიშნეს, თუმცა უცნობია იყო თუ არა ბორტზე თავად ოლიგარქი.  ბრიტანეთმა და ევროსაბჭომ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა, თუმცა  არაბთა გაერთიანებულ საამიროები ამ სანქციებს არ მიუერთდა.  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა აქვთ და ამიტომ სანქციების დაწესებისგან თავს იკავებენ.  Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ  დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters  სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან.  „ჩემთვის, როგორც ცნობილია, NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რაზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია". - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.  ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებები გრძელდება. "მთელი ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს მშვიდობის ატმოსფეროს შექმნას ორი ლიდერის გასაერთიანებლად".  21 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისების საკითხი რეფერენდუმზე გადაწყდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს        ვოლოდიმირ ზელენსკი: მზად ვარ პუტინთან შესახვედრად  

რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში წინსვლას უარყოფენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „უკრაინსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში არ დაადასტურა შეთანხმებების არსებობა, რომლებზეც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა ილაპარაკა.  მისი თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებების დაყვანა აღნიშნულ ექვს საკითხზე. კერძოდ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინული ენა უნდა დარჩეს ერთადერთ სახელმწიფო ენად. მისი თქმით, უკრაინა მოითხოვს პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს. რუსეთთან მოლაპარაკებების მსვლელობაზე მან თქვა, რომ ისინი მძიმედ მიმდინარეობს. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა თურქეთს ომის შეწყვეტისკენ მიმართული დიპლომატიური მცდელობისთვის. მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთისთვის საკმარისი არ არის უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსი. მოსკოვი მოითხოვს „კომპლექსურ ხელშეკრულებას“, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის მოთხოვნები, რომლებიც მან უკრაინაში შეჭრამდე წამოაყენა - ე.წ. დენაციფიკაციის, დემილიტარიზაციის, ყირიმის სტატუსისა და დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამის გარეშე „შეთანხმების მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა“, თქვა მედინსკიმ. მან უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დასდო ბრალი. საგულისხმოა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებული განაცხადება, რომ ჯარი „დონბასიის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინულმა მედიმ რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით დაწერა. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა ომში თავის მიზნებს შესაძლოა რალუად გადახედოს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ერდოღანი: უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულებისთვის 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის

საიუველირო კომპანია Tiffany რუსეთის ფედერაციაში მოპოვებულ ალმასებს აღარ იყიდის. წერს  Bloomberg. გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზია საერთაშორისო ზეწოლა კომპანიაზე, რომ გაყიდვებიდან რუსული პროდუქცია ამოიღოს.  „კომპანიის აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ ახლა მოპოვებულ ძვირფას ქვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ბრილიანტები Tiffany-ის მაღაზიებში ჯერ ხელმისაწვდომი იქნება. რადგან ქსელში ის პროდუქციაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე იყიდებოდა“, - წერს გამოცემა.  Tiffany-იმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აკრძალვა ვრცელდება რუსეთში 21 მარტამდე მოპოვებულ ძვირგას ქვებზე. კომპანიაში არ ახსნეს, თუ რატომ აირჩიეს ეს თარიღი.  ,,Tiffany & Co” საიუველირო კომპანია დაარსდა 1837 წელს ჩარლ ლუის ტიფანის და ჯონ იანგის მიერ. პირველი მაღაზია დაარსდა მანჰეტენზე და მათი საფირმო ფერი გახდა ფირუზისფერი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა. ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. "საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო". - წერია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე სკოლაში უკვე ჩარიცხულია. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და აქვთ სურვილი, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. 

ბრიტანეთის პრემიერსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და ჩინეთს პრეზიდენტ სი ძინპინს შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „გულახდილი საუბარი“ შედგა. ინფორმაციას euronews ბორის ჯონსონის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.  „ლიდერებმა სხვა საკითხებთან ერთად ილაპარაკეს ვითარებაზე უკრაინაში. ეს იყო გულახდილი საუბარი, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში ისევ ილაპარაკებენ“, - განაცხადეს ჯონსონის ოფისში.  ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ჯონსონს უთხრა, რომ ჩინეთი კონსტრუქციულ როლს შეასრულებს უკრაინაში მშვიდობის აღსადგენად.  „სი ძინპინმა გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრინციპული პოზიცია, რომ მსოფლიო საზოგადოებამ უნდა გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა შექმნას პოლიტიკური საფუძვლები უკრაინის საკითხის გადასაჭრელად, ასევე უკრაინაში მშვიდობის დასაბრუნებლად. ჩინეთი მზადაა ამ საკითხთან მიმართებით, კონსტრუქციული როლი შეარულოს“, - ნათქვანია გავრცელებულ ინფორმაციაში.  შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინი გააფრთხილა, რომ თუ სანქცირებულ რუსულ ბიზნესს დაეხმარება პასუხს აგებს.  18 მარტს აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩინეთიის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მოგვიანებით ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დაეკისრება პასუხისმგებლობა თუ ჩინეთი უკრაინასთან ომში რუსეთს მატერიალურად დაეხმარება.      ასევე წაიკითხეთ აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ რუსეთისთვის „მაშველი რგოლის“ ფუნქცია შეასრულოს აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი გააკრიტიკა კრემლი ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია

Reuters: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატის მიერ  Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურები შეურაცხმყოფელია

რუსეთის ელჩი ალექსეი მეშკოვი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტოში Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურების გამო დაიბარეს. ამის შესახებ Reuters წერს.  საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ რუსი დიპლომატის მიერ  Twitter-ზე გამოქვეყნებული კარიკატურები შეურაცხმყოფელია.  „ჩვენ ვეცდებით რუსეთთან დიალოგისთვის შევინარჩუნოთ არხები ...თუმცა ასეთი პუბლიკაციები მიუღებელია. ჩვენ ამის შესახებ საკმაოდ ნათლად ვუთხარით რუსეთის ელჩს“, - აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. გამოცემის ცნობით, მეშკოვმა Twitter-ზე რამდენიმე კარკატურა გამოაქვეყნა, სადაც ევროპა „ავადმყოფი პაციენტია“ და აშშ და ევროკავშირი ინექციებით „აწამებენ“. ესაა „ნეონაციზმის“, „რუსოფობიის“ და COVID19-ის ინექციები.  რუსეთის საელჩომ გამოვცემას დაუდასტურა, რომ ალექსეი მეშკოვთან საფრანგეთის საგარეო სამინისტროში სხვა საკითხებთან ერთად Twitter-ზე გამოქვეყნებულ კარიკატურაზეც ილაპარაკეს.  „ჩვენ დავრწმუნდით, რომ პარიზში აქტიურად კითხულობენ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, სადაც რიგ საკითხებზე რუსეთის ოფიციალური პოზიციაა გამოხატული“, - აცხადებენ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს პრეს-სამსახურში. 

CNN: რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს

რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს, ამის შესახებ CNN აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.  CNN-ის წყაროს ცნობით „პენტაგონს“ აქვს ინფორმაცია ჯარების გადაადგილების შესახებ. „ახლა ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ რუსებს  ჯარები საქართველოდან უკრაინაში გადაჰყავთ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვვის მაღალჩინოსანმა. თუმცა კონკრეტულად რომელი ოკუპირებული ტერიტორიიდან ხდება ჯარის გადაყვანა არ სახელდება.  დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

ბაიდენი მარიუპოლზე: რაც იქ ხდება საშინელებათა ფილმში გვინახავს

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი ნამდვილი ომის დამნაშავეა და ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მისი შეჩერებისა და უკრაინის დახმარებისკენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს პოლონეთში, ჟეშუვეში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს ეხმარებიან.  ამასთან ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ომის გამო იძულებით 10-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. აქედან 3,8 მილიონი ბავშვი ქვეყნიდან გავიდა.  „მე ვნახე ეს კატასტრფა, ბავშვები, ჩვილები, დედები... არაა საჭირო მათი ენის ცოდნა, საკმარისოა მხოლოდ თვალებში ჩახედო და დაინახო ტკივილი, რომელიც მათ თვალებშია...არაფერია მშობლებისთვის იმაზე მძიმე, ვიდრე ბავშვების ტანჯვა“, - აღნიშნა ბაიდენმა.  მისი თქმით ის რაც ხდება მარიუპოლში წარმოეუდგენელია, „ეს მხოლოდ საშინელებათა ფილმებში გვინახავს“.  უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

სერგეი რუდცკოი: რუსეთის შეიარაღებული ჯარები დონბასის სრულად გათავისუფლებაზე კონცენტრირდება

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული მართვის ხელმძღვანელის, სერგეი რუდცკოის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში შეჭრისას დიდი ქალაქებზე თავდასხმა არ იყო და მთავარი ამოცანად დონბასის რეგიონის სრული გათავისუფლება რჩება.„თუმცა ასეთ შესაძლებლობას [დიდი ქალაქების თავდასხმას] ჩვენ არ გამოვრიცხავთ, იმისდა მიხედვით როგორ შესრულდება ცალკეული დაჯგუფებების მიერ მათ წინაშე დასახული ამოცანები, ისინი კი სრულდება წარმატებით, ჩვენი ძალები და სახსრები იქნება კონცენტრირებული მთავარზე – დონბასის სრულ გათავისუფლებაზე". – თქვა რუდცკოიმ.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ფარულად ჩამოვიდა. ამის შეასახებ პოლონური businessinsider წერს. გამოცემის ცნობით, რუსი ოლიგარქი პოლონეთში უკრაინიდან „სპეციალური მატარებლით“ ჩავიდა. „ის პოლონეთში 24 მარტს უნდა ჩამოსულიყო და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე შემოწმებისას პორტუგალიის პასპორტი უნდა წარმოედგინა“, - წერს გამოცემა.   businessinsider ვარაუდობს, რომ რუსი ოლიგარქი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა, რადგან პოლონეთში უკრაინიდან შემოვიდა და არაა გამორიცხული, რომ მანამდე პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელინსკისაც შეხვდა.  WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.  Forbes-ის შეფასებით, აბრამოვიჩის ქონება 13.3 მილიარდი დოლარია. მას გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ “ჩელსიში”, რომელიც 1.5 მილიარდად არის შეფასებული. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ  დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters  სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა

პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა, - ამის შესახებ Forbes,  Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.  Financial Times-ს ეს ინფორმაცია ორმა წყარომ დაუდასტურა.  „აბრამოვიჩი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებს მხარეებს შორის მოლაპარაკების ორგანიზების საკითხზე. რის შემდეგაც მხარეებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სავარუდო გეგმა“, - წერს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.   აბრამოვიჩის მოლაპარაკებებში მონაწილეობას ადასტურებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. „მე შემიძლია დავადასტურო, რომ აბრამოვიჩი აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - განუცხადა არახამიამ Financial Times.  „მილიარდერი მოლაპარაკებებში საერთაშორისო ებრაული თემის ინიციატივით ჩაერთო“, - დასძინა არახამიამ.  WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.  შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.  ასევე წაიკითხეთ  რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია

ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.   საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა

ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევაა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს. „შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან", - წერს გერაშჩენკო. მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს „ბურდენკოს“ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. 24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

სერგეი ლავროვი: აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს დასავლეთმა ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ მალავენ და საჯაროდ აცხადებენ, რომ მათი მიზანია გაანადგურონ, დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა და მთლიანად რუსეთი. ლავროვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას“. „რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა და თუ გავითვალისწინებთ მოსახლეობის რაოდენობას, ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი,“- აღნიშნა ლავროვმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა - მედია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს.  აბდულაჰიანი ლიბანში სირიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა, სადაც ქვეყნის  საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა ბუჰაბიბს შეხვდა.  მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიბანის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ „ბირთვული გარიგება“ მთელი რეგიონის ინტერესშია.  „ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან გარიგებისთვის, მაგრამ ამასთან უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი „წითელი ხაზები“, - აღნიშნა მინისტრმა.  2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დავით რატიანი ქაშვეთის ტაძარშია დასვენებული, გია ბერიაშვილი კი თემქის სასაფლაოზე მდებარე ტაძარში. უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს დღეს სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს, ქალაქ ირპენთან რუსული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. მათი ცხედრები სამშობლოში 24 მარტს ჩამოასვენეს. გმირებს აეროპორტში მოქალაქეები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. ცერემონიალში მონაწილეობდა საქართველოს პრეზიდენტი. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ბახვა ჩიქობავას ცხედრის გადმოსვენება, რომელიც მარიუპოლში დაიღუპა. ასევე წაიკითხეთ  გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 836 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 527 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 309 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 658 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 959-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.7% ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 478 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 615 166-მდე.  ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 704 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა - 37, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 31, შიდა ქართლი - 46, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.  ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 14 063 საიდანაც, 665 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 357, აჭარაში - 53, იმერეთში - 121. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 184 პირი, მათ შორის, თბილისში - 105, აჭარაში - 30, იმერეთში - 27. 13 398 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიციამ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 13 წევრი დააკავა

პოლიციამ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 13 წევრი დააკავა, რომლებიც ტურისტებს მოტყუებით შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს ახდევინებდნენშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - 13 პირი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია. პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ., ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ. მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში - „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან - ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან - ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს. სამართალდამცველებმა, კლუბი "როიალის" ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები - 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მძღოლის ფული აღარ მაქვს, ცოლს უნდა ვთხოვო სამსახურში მატაროს -  სანქცირებული რუსი ბიზნესმენი

სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, პეტრე ავენი  Financial Times- თან ვრცელ ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაწესებულ სანქციებზე საუბრობს.  „ალფა ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სანქციების გამო ძალიან გაუჭირდა და ახლა 30 წლიანი ბიზნესი წყალში ეყრება. „ბიზნესი სრულად გამინადგურდა, რასაც 30 წელი ვაშენებდი, წყალში ჩაიყარა. ახალი ცხოვრება როგორ დავიწყო? მძღოლისა და და დამლაგებლის ფული აღარ მაქვს, მანქანის მართვა არ ვიცი, ცოლს ან გერს უნდა ვთხოვო, სამსახურში მატარონ. არ ვიცი, ასე როგორ გაგრძელდება“,– ამბობს ავენი. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ავენის ქონება $5 მილიარდად იყო შეფასებული. ახლა ბიზნესმენი ლონდონში ცხოვრობს და მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია.  რუსი მეწარმე და „ალფა-ბანკის“ დამფუძნებელი, მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი Bloomberg-თან აცხადებს, რომ სანქციების გამო ანგარიშების გაყინვის და საბანკო ბარათების დაბლოკვის შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის