ძებნის რეზულტატი:

პუტინმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა - ბორის ჯონსონი

პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ახლა NATO-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე გააკეთა. წერს independent.  „ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა, ახლა NATO-ზეა-ზეა დამოკიდებული რომ დავინახოთ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა დაიცვან თავი. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური მარწუხების გასაძლიერებლად, ძალიან მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად სწრაფად, ერთად ვიმუშაოთ საქმეების დასასრულებლად, რომ სანქციები იყოს უფრო მკაცრი", - თქვა ბორის ჯონსონმა. ცნობისათვის NATO-ს საგანგებო სამიტზე ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით  „უფრო მეტად დავეხმარებით უკრაინელებს" და უფრო სწრაფად დამთავრება ომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა

იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლად, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. „ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს NATO-ს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ჯო ბაიდენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

„რიყის დოქები“ გაიყიდა

Europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუსასტურეს, რომ ე.წ „რიყის დოქები“  ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაიყიდა.  ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განთავსებული 14 591კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად „Global Victory Trust“-მა იყიდა. „აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში. ცნობისათვის, აქამდე ე.წ. რიყის დოქების გაყიდვის მიზნით აუქციონი 6-ჯერ გამოცხადდა და უშედეგოდ დასრულდა. თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი. რიყის დოქები მე-7 მცდელობაზე გაიყიდა. 

შარლ მიშელი: ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები

ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტინის დასამარცხებლად ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უნდა განვახორციელოთ სანქციები, რათა კრემლზე ზეწოლა მოვახდინოთ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვართ მტკიცედ ერთიანები, რადგან ომი უნდა შეწყდეს. ეს ფუნდამენტურია საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიული პრინციპების დასაცავად და მისი ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს

ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ამის შესახებ Reuters წერს.  ჟოზეპ ბორელის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებას მოლაპარაკება და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ჯერ არ აინტერესებს.  „ახლა რუსეთს არ სურს მოლაპარაკება, მისი მიზანია ტერიტორიების ოკუპაცია“, - აცხადებს ბორელი.  მისი თქმით, რუსეთის მიზანია მოლდოვის საზღვრამდე მოწყვიტოს სანაპირო და უკრაინას ზღვაზე გასასვლელი შეუზღუდოს. „რუსეთი მოლაპარაკებაზე მხოლოდ მაშინ წამოვა, როცა პოზიციებს გაიმყარებს“, - აღნიშნა ბორელმა.  მისი თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები უკრაინის არმიას სამხედრო დახმარებას განაგრძობენ. „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ეს უკრაინელების წინააღმდეგობის უნარზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს       

NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში

NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ამასთან, ნატო-მ რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა. „ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ NATO-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - ნათქვამია NATO-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

დიეგო კოლასი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია

საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი, თავისი მიზნების მისაღწევად, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. „ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი -  ეს არის რუსეთის და ბელორუსიის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვართ უკრაინის პარტნიორები და უზრუნველვყოფთ ყველანაირ  მხარდაჭერას მათ შორის სამხედრო მხარდაჭერას, ასევ, შეიარაღების უზრუნველყოფას რათა დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს.“ - განაცხადა დიეგო კოლასმა. ელჩმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ სექტორული მიმართულებებით დაწესებულ სანქციებზე და იზოლირების სტრატეგიაზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ კოლექტიური ძალისხმევის ნაწილია. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის დამოუკიდებლობას. ეს არის სუვერენული ქვეყნების არჩევანი და ამის ხელყოფა მიუღებელია“, - განაცხადა ელჩმა. მისი თქმით, საქართველოს და საფრანგეთს აქვს ახლო კოორდინაცია არსებული კრიზისის მიმართ. „ჩვენ ერთად მივაღწიეთ ძალიან კარგ შედეგებს. კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს საკუთარ მოწყვლადობას და ახორციელებს ფრთხილ ქმედებებს. საქართველო თავისი სიტყვებით და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ ამ კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.“ - განაცხადა მომხსენებელმა. ელჩმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა. „ჩემი შეხედულებით, უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვის მიერ განაცხადის გაკეთება იყო სწორი გადაწყვეტილება. ევროპული კომისიისგან მოსაზრების მოთხოვნა ეს არის პოლიტიკურად ერთ-ერთი პოზიტიური წინსვლის გზა“, - განაცხადა დიეგო კოლასმა. დიპლომატმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თავდაცვისუნარიანობის საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს სწავლება აჩვენებს ალიანსის ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“- ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწავლება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, აჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალები ერთმანეთის მხარდამხარ გადიოდით სწავლებას. თქვენ ერთად მუშაობთ, რათა აიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა, გაზარდოთ საერთო მზადყოფნა და გააძლიეროთ ნდობა. ეს სწავლება, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, უჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. შეიარაღებული ძალების წვრთნა და განათლება – ეს NATO-ს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა. წელს სწავლება გართულებული გარემოების ფონზე წარიმართა. პრეზიდენტი პუტინი სასტიკად და სრულიად გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. მან შეაჩერა მშვიდობა ევროპაში. პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს მიზნის მიღწევას. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა თქვენს ქვეყანაში 2008 წელს. ჩვენ ეს ვნახეთ ყირიმში 2014 წელს და ჩვენ ამას კვლავ ვხედავთ დღეს – ომის სახით უკრაინაში. ეს არის ყველაზე საშინელი სამხედრო აგრესია ევროპაში ბოლო ათწლეულების მანძილზე, რაც ყოველდღიურად იწვევს სიკვდილსა და განადგურებას. ეს საფრთხესა და გამოწვევას უქმნის უსაფრთხოებას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ წესრიგს. NATO-ს მოკავშირეები მკაცრად გმობენ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი. ჩვენ ყველა რესურსს მივმარათავთ უკრაინისკენ და მივესალმებით ჭეშმარიტ დიპლომატიას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავ გავაგრძელოთ კრემლისთვის მძიმე ზომების დაწესება, რათა დასრულდეს ეს სასტიკი ომი. ამავე დროს, ნატო-ს მოკავშირეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ვეხმარებით ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის უფლება. ჩვენ ასევე, განვაგრძობთ ჩვენი სხვა პარტნიორების – საქართველოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს თბილისთან და საპასუხოდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვისას. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის ომმა უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოება ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რადგან ფუნდამენტური პრინციპები ძალის გამოყენებას დააპირისპირა. „ამ ახალ ეტაპზე NATO-ს მოკავშირეები ერთად დგანან პარტნიორებთან და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნეთან ერთად. ჩვენ ერთობლივად ვიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის უფლებას, აირჩიონ საკუთარი კურსი. ეს საქართველოს უფლებაც არის და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ძლიერი და ქმედითი შეიარაღებული ძალები უმთავრესი პირობაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ნატო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებით, დემოკრატია ყოველთვის ბატონობს ტირანიაზე, სადაც ადამინები არიან თავისუფალი, ცხოვრობენ უსაფრთხოდ და წარმატებულად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს. სწავლება სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ის უკვე მესამედ გაიმართა. ასევე წაიკითხეთ  სალომე ზურაბიშვილი: NATO-საქართველოს სწავლებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს რეგიონში საქართველოს როლზე NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას

დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს უპრეცედენტო საფასურს დაუწესებენ. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა გზავნილით, სადაც მადლობა გადაუხადა NATO-ს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა  მეტი სამხედრო დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას", - განაცხადა მან. NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ერთი წლით გაახანგრძლივა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ერთი წლით გაახანგრძლივა. იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს 2023 წლის 30 სექტემბრამდე შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს სწავლება აჩვენებს ალიანსის ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომელიც 400-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.  „ვაცხადებ დამატებით სანქციებს რუსული ელიტის, საკანონმდებლო ორგანოს 400-ზე მეტი წარმომადგენლისა და თავდაცვის კომპანიებზე უკრაინაში ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკიდან და უნდა გაიზიარონ ტკივილი”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.  სანქციები შეეხება Sberbank-ის ხელმძღვანელს და ვლადიმერ პუტინის მრჩეველს, ჰერმან გრეფს, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოს, მის კომპანიებსა და ოჯახის წევრებს, ასევე რუსული ფინანსური ინსტიტუტის, Sovcombank-ის გამგეობის 17 წევრს.  თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის კომპანიებს შორისაა რუსული ვერტმფრენები, ტაქტიკური რაკეტების კორპორაცია, მაღალი სიზუსტის სისტემები, NPK Tekhmash OAO და Kronshtadt.  შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

პუტინი ბირთვულ იარაღს მხოლოდ პროვოცირების შემთხვევაში გამოიყენებს - რუსი დიპლომატი

გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილე ამბობს, რომ NATO-ს მიერ „პროვოცირების” შემთხვევაში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. დიმიტრი პოლიანსკი, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი დიპლომატი შეერთებულ შტატებში, Sky News-ს ესაუბრა. მანამდე ვლადიმერ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ბირთვულ ღილაკზე დაჭერა, თუ ქვეყანა იგრძნობს, რომ “ეგზისტენციალური საფრთხის“ წინაშე დგას.  კითხვაზე, მართალი იყო თუ არა პუტინი დანარჩენ მსოფლიოსთან ბირთვული ომის პერსპექტივაზე საუბრისას, პოლიანსკიმ განაცხადა: „თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას ახდენს, თუ რუსეთს თავს ესხმის, რატომაც არა, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“.  შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ  დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი  პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:36 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ეპიცენტრი სოფელ სამების მიმდებარედ იყო. მიწისძვრის სიძლიერემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.

კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ამ გასული 30 წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველით მომავალ წლებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საამაყოა ის წარმატება, რომელსაც აშშ-მა და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მიაღწიეს. „დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ამ 30 წელში მივაღწიეთ. მე ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მე ამ ამას ვხედავ იმ სკოლებში, რომლებიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მეშვეობით ერთად ავაშენეთ; ვხედავ იმ პროდუქციაში, რომელსაც ფერმერები აწარმოებენ და ახალ ბაზრებზე უფრო მაღალ ფასად ყიდიან; ვხედავ იმ არაჩვეულებრივ საქმიანობაში, რასაც სანაპირო დაცვის, სასაზღვრო პოლიციის, საბაჟოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები ასრულებენ. რა თქმა უნდა, ვხედავ ძლიერ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მამაც წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრებს იცავენ. ნამდვილად მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობას. ჩვენთვის პატივია, რომ ამ დღის აღსანიშნ ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ამ გასული 30 წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველით მომავალ წლებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

NATO-ს საგანგებო სამიტზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს

ბრიუსელში გამართულ NATO-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის წევრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შეკავებასა და ალიანსის წევრების მოსახლეობის დაცვაზე, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე. „ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დღეს შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მუქარაა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეარყია მშვიდობა ევროპაში და შედეგად, ადამიანების განუზომელი ტანჯვა გამოიწვია. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინიდან. ასევე მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს ამ ომში მონაწილეობა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედოს. რუსეთმა უნდა აღასრულოს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მის მიერ უგულებელყოფილი საერთაშორისო სამართლის ნორმები მსოფლიოს რისკის ქვეშ აყენებს. პუტინის მუქარისშემცველი რიტორიკა უპასუხისმგებლობაა და დესტაბილიზაციას ემსახურება. უკრაინელების მამაცი ბრძოლა რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმას, მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და მოწყვლად ადამიანებზე. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა რუსეთს ადამიანის უფლებების შელახვისთვის, ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის, სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ვაფრთხილებთ რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ბირთვული ელექტროსადგური. ჩვენ მუდამ წინ აღვუდგებით რუსეთის სიცრუეს, ფაქტების გაყალბებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რაც რეალურად უკრაინაში ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ვაფრთხილებთ რუსეთს, ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელია და ამას მძიმე შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს რეალურ შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში უკრაინასთან, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაიწვიოს ჯარი უკრაინიდან. ჩვენ მივესალმებით უკრაინის მონდომებას მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობისა და უშიშარი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ. პატივს მივაგებთ დაღუპულებს და პატივისცემას გამოვხატავთ ომში დაშავებულების, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია როგორც ამ ხალხის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვა უკრაინის ფუნდამენტური უფლებაა, რასაც გაერო-ს ქარტია განსაზღვრავს. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, გადავამზადეთ უკრაინის თავდაცვის ძალები, გავაძლიერეთ მათი სამხედრო შესაძლებლობები. ალიანსი ამ სახის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, რათა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას კიბერუსაფრთხოების სფეროში და გადავცემთ აღჭურვილობას, რაც უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული იარაღისა და რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავს. ალიანსი ასევე მზადაა დაეხმაროს უკრაინას ჰუმანიტარული კრიზისის მართვაში. ჩვენ ერთიანი ვართ და ერთობლივი ძალებით ვეწინააღმდეგებით რუსეთის მცდელობას ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მხედველობაში გვყავს ბელორუსიც, რუსეთთან ერთად. სანქციების ძლიერი წნეხი, რომელიც რუსეთს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე გაგრძელდება. მჭიდრო კავშირი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ამ კრიზისის აღმოფხვრაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და გაერო-ს ქარტიით გათვალისწინებულ სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნისა, პატივი სცეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს რუსეთის მხარდაჭერისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში. ჩვენ გვაშფოთებს ჩინეთის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ კრემლის დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება როგორც მიმდინარე ომის, ასევე NATO-ს შესახებ. მოვუწოდებთ, შეიმუშაონ სამშვიდობო რეზოლუცია კონფლიქტის დასრულების მიზნით. ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული, რაც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩო, გარეშე აქტორების უხეში ჩარევისგან დამოუკიდებლად. ვრჩებით ერთგული NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი განსაზღვრავს. ჩვენ ურყევად მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, რომელთაც რუსეთიდან საფრთხე ემუქრებათ. გავაძლიერებთ ამ პარტნიორების დახმარებას, რათა მათი წინააღმდეგობის უნარი რუსული მავნე გავლენისადმი ამაღლდეს. ეს დახმარება ჩვენ გრძელვადიან პარტნიორობას და ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობის დაცვას, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, NATO-მ თავდაცვის ახალი გეგმა შეიმუშავა. NATO-მ განათავსა 40 ათასი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელთაც ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო სამხედრო ძალა. არსებულ ოთხ საბრძოლო ჯგუფს დავამატეთ ოთხი საბრძოლო ჯგუფი, რომლების ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განთავსდება. ყველა ნაბიჯი, რაც ალიანსმა თავდაცვის მიზნით გადადგა, არის პრევენციული და ესკალაციას არ ისახავს მიზნად. არსებული სახიფათო გარემოდან გამომდინარე, რუსეთის შეკავებისა და ალიანსის თავდაცვის გრძელვადიან პროგრამაზე დავიწყეთ მუშაობა, რაც კოლექტიურ თავდაცვაზეა ორიენტირებული. ალიანსი ზრდის მის კიბერშესაძლებლობებს, რათა ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მავნე გავლენისგან დავიცვათ. მზად ვართ, პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც ჩვენ კიბერსივრცეში შემოიჭრება, მზად ვართ, წინ აღვუდგეთ დეზინფორმაციას. ვზრდით ჩვენ მზაობას, წინ აღვუდგეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ზემოთხსენებულთან დაკავშირებით, დამატებით გადაწყვეტილებას ივნისში მადრიდში დაგეგმილ სამიტზე მივიღებთ. რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის დიდი გამოწვევა ჩვენი ფასეულობებისა და წესრიგისთვის, რომელმაც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება უზრუნველყო. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, იერიში მიეტანა უკრაინაზე სტრატეგიული შეცდომაა, რაც რუსეთსა და რუსეთის მოსახლეობას ძალიან ძვირი დაუჯდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ვინარჩუნებთ ერთიანობას უკრაინის მთავრობისა და ხალხის დახმარების პროცესში, ვინარჩუნებთ ერთიანობას ალიანსის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში. ასევე წაიკითხეთ NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.  „დღეს, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, გაიმართა სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა. ტყვედ ჩავარდნილი 10 დამპყრობლის სანაცვლოდ, 10 ჩვენი ჯარისკაცი გამოვიყვანეთ. ასევე დღეს რუსებთან გავაგზავნეთ 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესასთან ჩაძირული გემიდან გადავარჩინეთ. ამის შედეგად სახლში დაბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემიდან, რომელიც დატყვევებული ჰყავდათ ოკუპანტებს კუნძულ ზმეინიდან ჩვენი სამხედროების გაყვანის მცდელობისას.  გაცვლის პირობების თანახმად, უკრაინას დაუბრუნდება თავად სამაშველო ხომალდი და თურქეთის პორტში გაიგზავნება", - აცხადებს ვერეშჩუკი. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მხარეებმა ტყვეები პირველად გაცვალეს.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

ზურაბიშვილი უკრაინელებს: ქართველები მხარს გიჭერთ, თქვენ ახლა ჩვენთვისაც იბრძვით 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე უკრაინელ ხალხს მიმართა.  „ქართველი ხალხის სახელით მსურს, მივმართო ჩვენს მეგობარ უკრაინელებს, რომლებიც ახლა იბრძვიან, წინააღმდეგობას უწევენ რუსებს და იცავენ თავიანთ ქალაქებს. მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომელთაც უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს ქვეყნის დასახმარებლად. აგრეთვე, მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, მათ შორის საქართველოშიც. მინდა გითხრათ, ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ და თქვენ გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად იბრძვით ბოლო 29 დღის განმავლობაში. ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც თქვენ რუსეთთან უკვე მოიპოვეთ. თქვენ გვაჩვენეთ, რომ როგორც ბევრი ფიქრობდა, სუპერძალები სულაც არ არის საკმარისი უკრაინელების დასამარცხებლად და მითუმეტეს უმოკლეს დროში, როგორც ეს რუსებს წარმოედგინათ. მთელი გულით მინდა გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები. თქვენ იბრძვით საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ასევე იბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული არჩევანისთვის. დიდი მადლობა და დიდება უკრაინას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

ზელენსკი: სჯობს ახლა დაგვეხმაროთ იარაღით, ვიდრე მერე ეძებოთ საქართველოსთვის, მოლდოვასთვის

სჯობს უკრაინას ახლა დაეხმაროთ იმ იარაღით, რაც მართლა გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის - საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ბრიუსელში ვიდეოფორმატის რეჟიმში G7-ის ლიდერებს მიმართა.  „რაც უფრო მალე მოხდება ზუსტად ისე, როგორც ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია. ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესშია. თავისუფლება შეიარაღებული უნდა იყოს. სიცოცხლემ სიკვდილს უნდა აჯობოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.  დღეს ბრიუსელში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობს. 

ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა

გამოქვეყნდა ENKA Insaat-ის 2021 წლის ფინანსური ანგარიში, რომლიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფოსა და ENKA Renewables-ს შორის “ნამახვაჰნესის” მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად არის გაწყვეტილი. ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ “ნამახვანის” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა $40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. ამის შესახებ bm.ge წერს. ENKA საქართველოში ჯამში $800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.ENKA-მ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ “ფორს-მაჟორის” გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ENKA-ს ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რათა კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.“ჯგუფის 90%-იანი მფლობელობის ქვეშ მყოფმა შპს ENKA Renewables-მა გაწყვიტა 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ფლობა, ოპერირების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან, ესკოსთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან.ხელშეკრულების გაწყვეტა მოხდა საქართველოს მთავრობის მხრიდან პირობების დარღვევის და ფორს-მაჟორის გამო. იმის გამო, რომ საწარმოო დანადგარები და აღჭურვილობა ასევე სხვა საკუთრება ვერ იქნება გამოყენებული, კომპანიამ ის საბალანსო ღირებულებით - $40,389,000 ჩამოწერა,”- ნათქვამია ENKA INSAAT-ის ფინანსურ ანგარიშში.შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. მთავრობამ გამოაცხადა “მორატორიუმიც” და კომპანიას გარკვეული პერიოდით კაშხლის მშენებლობის დაწყებაც აუკრძალა. აქედან რამდენიმე თვეში ENKA-მ ფორს-მაჟორის და კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ განაცხადა და ხელშეკრულების გაწყვეტისთვის დაიწყო მზადება.საქართველოს მთავრობამ პროექტზე ბოლო კომენტარი 21 თებერვალს გააკეთა, მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მოლაპარაკებები იურისტების დონეზე მიმდინარეობდა.“კომპანია ენკას თავისი პრეტენზია გააჩნია, ისინი შეფერხდნენ მუშა პროცესში. მათ ასევე გარკვეული წინადადებები აქვთ, საიდანაც რაღაცას ვითვალისწინებთ, რაღაცას არა. ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვიდრე არ იქნება სამართლებრივი პროცესის პროგრესი, ჩვენ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ჩვენი მხრიდან ჩართულია საექსპერტო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიები,"-განაცხადა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ  ეკონომიკის მინისტრი: მთავარი ამოცანაა, ENKA-სთან შეთანხმება ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე მოხდეს  თეა წულუკიანი: ENKA-სთან ხელშეკრულების შეწყვეტა ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის ეკონომიკაახალი ამბები ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან

დიდი შვიდეულის სამიტზე გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის უკანონო აგრესიისა და პრეზიდენტი პუტინის დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. „ჩვენ გაერთიანებულნი ვართ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხში”, - აღნიშნა შარლ მიშელმა. დიდი შვიდეულის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მტკიცედ განწყობილნი არიან მძიმე შედეგები დააკისრონ რუსეთს, მათ შორის, უკვე დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური ზომების სრულად განხორციელებით. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენება. “ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან”, - აღნიშნავენ დიდი შვიდეულის ლიდერები. G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ.