ძებნის რეზულტატი:
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი
G7-ის ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი. აღნიშნულის შესახებ, დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა უკრაინისადმი და დაგმეს რუსეთის მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებზე განხორციელებული თავდასხმები და მიესალმნენ რუსეთის არმიის ქმედებების გამოძიებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინაში საკუთარი ქმედებებით საფრთხე შეუქმნა ბირთვულ ობიექტებს, რის გამოც შესაძლოა განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდეს მოსახლეობა და გარემო. „ჩვენ ვაფრთხილებთ რუსეთს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების მუქარის შესახებ. ამასთან, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას სხვა ქვეყნებისა და აქტორების მიმართ, რომლებმაც გააფართოეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ „არ დაიშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინს და ამ აგრესიის არქიტექტორებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსის ლუკაშენკოს რეჟიმს, დაეკისროთ პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებზე“. ასევე, განცხადების მიხედვით, ქვეყნები გეგმავენ, განახორციელონ შემდგომი ნაბიჯები რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მათ ჩასანაცვლებლად. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მრავალმხრივმა ფორუმებმა რუსეთთან ჩვეულ რეჟიმში აღარ უნდა აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, რისთვისაც პარტნიორებთან იმუშავებენ მჭიდროდ და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან პუტინი ბირთვულ იარაღს მხოლოდ პროვოცირების შემთხვევაში გამოიყენებს - რუსი დიპლომატი დმიტრი პესკოვმა თქვა, თუ როდის შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი პენტაგონის პრესსპიკერი: დიმიტრი პესკოვის გაკეთებული განცხადება სახიფათოა
გაერომ მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთი თვის განმავლობაში მეორედ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწინააღმდეგო რეზოლუციას. ახალ რეზოლუციას მხარი 140-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაუჭირა. 38 ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს კრემლის ტრადიციულმა მოკავშირეებმა, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ერითრეამ. ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში გაეროს გენერალური ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრამ შექმნა ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც "საერთაშორისო საზოგადოებას ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავს". ამ რეზოლუციის პროექტი წარადგინეს უკრაინამ და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ. „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - ამ სახელწოდებით პირველი რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2022 წლის 2 მარტს მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. წინააღმდეგ იყო ხუთი, 35-მა თავი შეიკავა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა
შვეიცარიის მთავრობამ ამ დროისთვის სანქცირებული რუსების $6.17 მილიარდი ღირებულების აქტივები გაყინა. „დღეს 5.75 მილიარდი შვეიცარული ფრანკის ოდენობის თანხებისა და აქტივების გაიყინა". - თქვა ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელმა, ერვინ ჰოლინჯერმა. 1-ელ მარტს შვეიცარიამ ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. 15 მარტს შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი
ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს; იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი; დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვისაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს მუდმივად მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. „ელჩო დეგნან, ელჩო კოულმენ, აშშ-ის საელჩოს დიპლომატებო და თანამშრომლებო, საქართველოს მთავრობის წევრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ელჩო დეგნან, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებით ამ დიდ საქმეს და წვლილი შეგაქვთ ამ მუდმივად მზარდ პარტნიორობაში.მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში USAID-ის მისიის დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გამოყო 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი. მთავრობის მეთაურმა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე იზაბელ კოულმენს და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა. „ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მტკიცე პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვმსახურობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ცხელ წერტილებში. ქართველები ამაყობენ თავიანთი როლით, როგორც შეუცვლელი პარტნიორები შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას. მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება: ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ განსაცდელი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მხოლოდ გააძლიერებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის კიდევ უფრო მედეგ და ყოვლისმომცველ პარტნიორობას ჩვენს დიდ ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყნებს ამ შესანიშნავ იუბილეს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო! „ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ამერიკის შეეთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენმა. მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე წაიკითხეთ კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კანადის ხელისუფლება სანქციებს აწესებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს 160 წევრს. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ NATO-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მანამდე კანადის ხელისუფლებამ რუს ბიზნესმენებს რომან აბრამოვიჩსა და ალიშერ უსმანოვს, ასევე რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ელა პამფილოვას სანქციები დაუწესა. ამასთან, ფედერალურმა ხელისუფლებამ 32 რუსულ კომპანიას და სამთავრობო ორგანიზაციას აუკრძალა კანადიდან თავდაცვის აღჭურვილობისა და მარაგის მიღება. საპასუხოდ, რუსეთმა კანადის 313 წარმომადგენელი „შავ სიაში“ შეიყვანა და ტრუდოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დღეს აშშ-მ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალი სანქციები დაუწესა. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
სომხეთი: აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და ერთი სოფელი დაიკავა
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა აკონტროლებდა. დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანი. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა შეთანხმება რუსეთის პასუხისმგებლობის ზონაში დაარღვია. „აზერბაიჯანის ეს აგრესიული მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო განაგრძობს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, უნდა შემწყდარიყო დაპირისპირება და მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ მათ მიერ უკვე დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო კონტაქტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ. მოველით, რომ რუსი სამშვიდობო ძალები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, გადადგამენ ნაბიჯებს, რათა აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 2020 წელს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, გვევლო დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზით. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მყარ პარტნიორობას. მინისტრმა ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებზეც. „წარმოუდგენელია, რომ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და გვიწევს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და ჩვენი უფლება, ავირჩიოთ საკუთარი ადგილი ცივილიზებული ერების მსოფლიო თანამეგობრობაში,"- განაცხადა ზალკალიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და რომ როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა აგრძელებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 30 წლის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარების შესახებაც. „90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო წინსვლა, შეერთებული შტატები საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებდა. წლების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც განათლება შეერთებული შტატების წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღეს. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა თაცდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თავდაცვის ძალების მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილშიც გამოიწრთო. ახლახანს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ფაზას გულისხმობს, კიდევ უფრო განამტკიცებს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიამ, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა, ორი ქვეყნის მეგობრობას ოფიციალური სახე მისცა და პარტნიორობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მინისტრის თქმით, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რათა სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს პარტნიორობა გვთავაზობს, საერთო ინტერესების სასიკეთოდ. „ამ გადამწვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე პარტნიორობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საერთო მიღწევების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მომდევნო წლებში ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის," - აღნიშნა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ
newsweek : სერგეი ლავროვის გერს პოლინა კოვალიოვას ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და ქონება დაუყადაღეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთის მთავრობის მიერ 24 მარტს გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გერი პოლინა კოვალიოვა მოხვდა. ამის შესახებ newsweek წერს. გამოცემის ცნობით, პოლინა კოვალიოვა ფლობს 4 მილიონ ფუნტად შეფასებულ ქონებას ლონდონში. ჩანაწერების თანახმად, ის ცხოვრობს კენსინგტონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი პარკებით, ძვირადღირებული მაღაზიებითა და მუზეუმებით. დოკუმენტების მიხედვით, მან ქონება 2016 წელს, იპოთეკის გარეშე იყიდა. newsweek-ის ინფორმაციით, ლავროვის გერს ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და და ძვირადღირებული ქონებაც დაუყადაღეს. პოლინა კოვალიოვა რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომში“ მუშაობდა. შემდეგ კი სამთომოპოვებით კომპანია Glencore-ში. გამოცემის ცნობით ის სერგეი ლავროვს თითქმის ყველა ვიზიტისას თან ახლდა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა. ასევე წაიკითხეთ ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ვეღარ შეძლებს ევროპის შანტაჟს თავისი ენერგორესურსებით. მისივე თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებს არ მიეცემათ უფლება მოითხოვონ გადახდა რუბლებში, რადგან ეს იქნება სანქციების რეჟიმის ფაქტობრივი დარღვევა. „ასეთი გადაწყვეტილება იქნება ცალმხრივი, რაც არის შეთანხმების პირობების დარღვევა. ეს არის სანქციების გვერდის ავლის რეალური მცდელობა. ჩვენ არ დაგვიწესებია სანქციები, რათა მათი გვერდის ავლა სცადონ. გავიდა ის დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და ლატვიის გაზის გამანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელმა აიგარს კალვიტისმა განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა რუბლებში გადახდის შესახებ არის ხელშეკრულებების დარღვევა. კალვიტისმა პირდაპირ განაცხადა, რომ ლატვია არ გადაუხდის გაზპრომს რუბლებში. "რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. უცხოური მედია ავრცელებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. ასევე წაიკითხეთ ვლადიმერ პუტინი: რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს Shell-ი რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას წყვეტს ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv
ემანუელ მაკრონი: ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ამ სანქციების სრულად გაკონტროლებას იწყებს
ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. "ევროპული და ამერიკული სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპა ახლა ამ სანქციების სრულად აღსრულების გაკონტროლებას იწყებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით შეზღუდვებს თავი არ აარიდოს. პუტინს მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ უნდა დარჩეს", - განაცხადა მაკრონმა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება. ცნობითვის, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ამასთან, ილია II-ს უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენი, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს ჩავა, სადაც ლტოლვილებს მოინახულებს. ამასთან, როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ვარშავაში საღამოს გაემგზავრება, სადაც, უკრაინაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ბრიფინგსაც გამართავს. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის
ევროკავშირმა პირობა დადო, დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "რუსული სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად", - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა
ამინდის პროგნოზი
25 მარტს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ნაწილობრივ მზიანი დღე. ქუთაისში +9 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ფოთში. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღე და +6 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ბორის ჯონსონი: პუტინს არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა
პუტინს არ შეუძლია უკრაინა დაიმორჩილოს. არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა. „გარკვეული თვალსაზრისით, პუტინი უკვე დამარცხებული და წაგებულია. მას, ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ. პუტინს სრულიად არასწორად ესმოდა, რა არის უკრაინა და ახლა მისთვის ეს თვალსაჩინო გახდა. არ შეუძლია დაიმორჩილოს უკრაინა. არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 675 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 243 PCR ტესტით.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადების მიხედვით, სანქციები 25 ფიზიკურ და 81 იურიდიულ პირს დაუწესდა. მათ შორის არიან: პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის შვილები, პუტინის ყოფილი თანაშემწე იგორ შუვალოვი და მისი ოჯახი; რუსი მილიარდერი ალექსეი მორდაშოვი; რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ოჯახის წევრები სერგეი კირიენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე. ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა 81 რუსულ კომპანიას და მათი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ
რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ერს. „თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ“, - ნათქვამია უკრაინელი ხალხისადმი, პრეზიდენტის სპეციალურ მიმართვაში. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს
პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. "პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ეს არის ჟანგბადის მთავარი წყარო რუსული ომის მანქანისთვის. სანქციები არის ერთადერთი გზა ომის შესაჩერებლად. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინაში NATO-ს ჰუმანიტარული მისიის გაგზავნას. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ხალხის ასეთი ხოცვა ხდებოდეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული პასუხის გარეშე. უკრაინელი ჯარისკაცები ნამდვილი მებრძოლები არიან", - განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ. ასევე წაიკითხეთ: G7-ის ლიდერები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს სამხედრო ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე ვადით აირჩიეს. არჩევნები ბრიუსელში გუშინ, NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ ჩატარდა. ცნობისთვის, შარლ მიშელი, რომელიც წარსულში ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეორე ვადის უფლებამოსილების შესრულებას 1 ივნისს დაიწყებს და ამ პოსტს 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე დაიკავებს.