ძებნის რეზულტატი:
მარკ რუტე: ვროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. „ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი. გაწევრიანების პროცედურების დაჩქარება არ არსებობს. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურს გავხდით, ეს კი არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუტემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ 17“-ის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული რაკეტა პირველად 2020 წელს სამხედრო აღლუმზე წარადგინეს, რომლის მასშტაბებმა სამხედრო სფეროს სპეციალისტებიც კი გააოცა. ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა 2017 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.
რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა
მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „დავრწმუნდეთ რომ მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა. პირელ რიგში უნდა დავაორგანიზოთ ჩვენი საიმიგრაციო პოლიტიკა, რომ გავუმკლავდეთ იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც ომს გაურბიან და საჭიროებენ თავშესაფარსა და დაცვას“, - განაცხადა მეცოლამ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი გარდაიცვალა
ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოკვდა. ინფორმაცია ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. აღნიშნულს ადასტურებს რუსული მედიაც. ცნობისთვის, ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსი პოლიტიკოსი და რლდპ-ს შეუცვლელი ლიდერი იყო 1992 წლის 18 აპრილიდან. 2000—2011 წლებში იკავებდა სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე იყო ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს წევრი და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხუთგზის მონაწილე. 1993 წლიდან იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი.
აშშ-მა და ევროკავშირმა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს
აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა
დავით ზალკალიანი: გაეროს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს თანასპონსორობით და მხარდაჭერით გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კიდევ ერთი ახალი ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ყველა ღონე უნდა იყოს მიმართული, რომ სიტუაცია შემსუბუქდეს ჰუმანიტარული მიმართულებით. „ეს რეზოლუცია და საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით როგორც, პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით. ჩვენ მუდმივად ვიქნებით საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების მხარდასაჭერად უკრაინასთან მიმართებაში“, - განაცხადა ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციაში დაგმობილია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების, ადამიანის უფლებების დარღვევა, ასევე, შეფასებულია ჰუმანიტარული კუთხით არსებული კრიზისული სიტუაცია და განსაზღვრულია ის ნაბიჯები, რომელიც უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაეროს კოორდინაციით იმისთვის,რომ ომის პირობებში ადამიანებს, რომლებსაც შეექმნათ უმძიმესი მდგომარეობა, დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ მათ დახმარება.
კელი დეგნანი: აშშ და საქართველო რუსეთის საქციელს ერთად გმობენ
საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. „მინდა, მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ, თავიანთი მეგობრები დაკარგეს, მებრძოლები უკრაინაში. მინდა, მივუსამძიმრო საქართველოში ოჯახებსაც, ჩვენ ვიცით, რომ თითოეული ოჯახი ძალიან განიცდის მიმდინარე მოვლენებს. საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად გმობენ რუსეთის საქციელს", - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ვართ
მარიუპოლის საქალაქო საბჭო: მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული
უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭო იუწყება. ნანგრევებში მოყოლილთა ამოსაყვანად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური დაბომბვებისა და საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხორციელდებოდა. მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში ჰუმანიტარული ვითარება სულ უფრო მწვავდება. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ომბუდსმენი: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 117 ბავშვი დაიღუპა, 155 მეტი კი დაშავდა
მეუფე შიო: მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია
მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებელი ეკლესია. ეს იყო და არის მთავარი დუღაბი, მთავარი ფარი და დამცველი ჩვენი ერისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილი მსახურების შემდეგ ქადაგებაზე განაცხადა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატიოსანო მამანო, ძვირფასო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დალოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი ლოცვა-კურთხევა", - განაცხადა მეუფე შიომ. ასევე წაიკითხეთ: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
ფინეთი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს
ფინური ოპერატორის VR Group-ის განცხადებით, 28 მარტიდან შეაჩერებს სარკინიგზო მიმოსვლას რუსეთსა და ფინეთს შორის, რომელსაც Allegro-ს მატარებლები ახორციელებენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. Allegro-ს მატარებლები რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგს შორის. 24 მარტს მინისტრმა კერძო საკუთრების საკითხებში ტიტი ტუპურაინენმა ფინესთის სახელმწიფო რკინიგზას განცხადებით მიმართა, რომ რუსეთის მიმართულებით მატარებლების შემდგომი გადაადგილება მიზანშეწონილი არაა. საგულისხმოა, რომ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია "რუსეთის რკინიგზა" აშშ-ისა და ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა. Allegro-ს მართავს VR-ისა და რუსეთის რკინიგზის Karelian Trains-ის ერთობლივი საწარმო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ასევე წაიკითხეთ შვეიცარიამ $6 მილიარდზე მეტი სანქცირებული რუსული აქტივი გაყინა ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
რუსეთში მშენებლობების 40% გაჩერდა
ინვესტიციების შემცირების გამო რუსეთში მშენებლობების 40% შეჩერებულია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბაზრის კვლევა რუსეთის მენაშენეთა ასოციაციამ ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ლოჯისტიკის დარღვევისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მშენებლები იძულებული გახდნენ, რომ რიგი ობიექტების მშენებლობა შეეჩერებინათ. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო ერთ თვეში რამდენიმე დასახელების საშენი მასალების ფასი 80%-ით გაძვირდა. ფასზე გავლენა რუბლის კურსთან ერთად სამშენებლო მასალების დეფიციტმაც იქონია. სტატისტიკის თანახმად რუსეთში 1000-მდე საპროექტო კომპანიაა, აქედან 70% რამდენიმე რეგიონში მუშაობს, 25% კი მოსკოვსა და მის შემოგარენში აშენებს. მოსალოდნელია კომერციული ფართების მშენებლობის 50%-იანი კლება. ექსპერტების შეფასებით ასევე მოსალოდნელია, რომ 2022 წელს საცხოვრებელი ფართების მშენებლობა მინიმუმ 20%-ით შემცირდეს. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ ბრიტანელი ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 14%-იან ვარდნას პროგნოზირებენ
შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს. იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ჩავერთოთ ამ სამუშაოში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა.პროფესიული განვითარების საბჭო თავისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით საბჭო უფლებამოსილია სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება. თებერვლის თვეში ჩატარებულ პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა 9 საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა. ამასთან, სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კიდევ 4 ექიმს და დაევალათ პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. 14 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.
თურქეთის პოზიცია რუსული S-400-ების შესყიდვის თაობაზე უცვლელია - ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე უცვლელია და ეს დასრულებული საქმეა. მან განმარტა, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან ახალი F-16 თვითმფრინავების შესახებ კარგად მიმდინარეობს. ცნობილია, რომ 2020 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა NATO-ს წევრს, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას S-400-ის გამო და გამორიცხა ანკარა F-35 პროგრამიდან. ერდოღანმა NATO-ს სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად განიხილა SAMP-T სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის შესაძლებლობა. ამასთან, ერდოღანმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მ თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზა უკრაინისთვის S-400-ების სისტემის გადაცემა, რასაც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
თურქეთის პრეზიდენტი: მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში
თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო. მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ. ჯერ ერთი, მე ვერ დავტოვებ ჩემს ხალხს ზამთრის სიცივეში. მეორეც, მე ვერ შევაჩერებ ჩვენს ინდუსტრიას. ეს უნდა დავიცვათ. თურქეთს არ შეეძლო, დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული საჭიროებებისა და თანამშრომლობის გამო“, – აღნიშნა ერდოღანმა. ასევე წაიკითხეთ: ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერდოღანმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ანკარა მშვიდობის დასამყარებლად ძალისხმევას განაგრძობს ერდოღანი და ანდჟეი დუდა შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება, რათა უკრაინაში რუსეთის აგრესია დასრულდეს აშშ უკრაინას კიდევ $800 მილიონის ტანკსაწინააღმდეგო და ანტისაზენიტო იარაღს გადასცემს თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters უკრაინამ თურქეთს სთხოვა, რუსული გემები არ გაატაროს ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია
პოლონეთის პრეზიდენტი: პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს
"პოლონეთი მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში, თავს დაიცავს", - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს. როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, პოლონეთის პრეზიდენტი ქვეყანაზე, შესაძლო თავდასხმას პასუხობს. „თუ ვინმეს სურს ჩვენზე თავდასხმა, ჩრდილოეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, თუ ნებისმიერი სხვა მხრიდან, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს. დიდი ქვეყანა გვაქვს და გარწმუნებთ, აგრესორების დასამარხი ადგილი გვაქვს“, – განაცხადა დუდამ. ასევე წაიკითხეთ: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პოლონეთი მხარს დაუჭერს რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ემბარგოს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მეორედ გაასაჯაროვა. „სამწუხაროდ სპეციალური „სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას გვაქვს დანაკარგები. 25 მარტის მონაცემებით დაღუპულია 1351 სამხედრო, ხოლო დაზიანებები მიიღო 3815-მა სამხედრომ“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ პირველად 2 მარტს გაასაჯაროვა. მაშინ განაცხადეს, რომ 24 თებერვლიდან 2 მარტამდე დაღუპულია 498, დაჭრილია 1 500. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 16 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჯეი დუდას თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა. პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან ჟეშუვში მიფრინავდა, სადაც ჯო ბაიდენი დღეს ჩაფრინდა. თუმცა, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს ვარშავაში დაბრუნება მოუწია. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთს ეწვევა
რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს. „უკრაინის თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობა დაეცა, რაც საშუალებას გვაძლევს ძირითადი ძალისხმევა მთავარი მიზნისკენ - დონბასის გათავისუფლებისკენ მივმართოთ. თავდაპირველად ჩვენ არ ვგეგმავდით შტურმს, რათა არ დაგვეშვა ნგრევა და მსხვერპლი მინიმუმამდე დაგვეყვანა შეიარაღებულ ძალებში და მშვიდობიან მოსახლეობას შორის. თუმცა ახლა ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, ცალკეულ ჯგუფებს აქვთ დასახული მიზანი,რაც წარმატებულად სრულდება. ჩვენი ძალები და საშუალებები მთავარზეა კონცენტრირებული, ესაა დონბასის სრულად განთავისუფლება“, - აცხადებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
Reuters: ჩინური კომპანია რუსეთის ფედერაციაში ინვესტიციებს აჩერებს
ჩინური ენერგოკომპანია Sinopec, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და გაზის სეგმენტში საქმიანობს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ევროკავშირისა და აშშ-ს მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აზუსტებს, რომ ჩინური კომპანია რუსეთში $500 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა. ცნობილია, რომ პეკინი უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმება, თუმცა როგორც გამოცემა წერს, „კულისებში“ ჩინეთის მთავრობა ბიზნესკომპანიებს ურჩევს, რომ რუსეთში ინვესტირებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა ჯეიკ სალივანი: აშშ-ს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია