ძებნის რეზულტატი:

WSJ : თეთრი სახლის სანქციების სამიზნე ის კომპანიები გახდნენ, რომლებიც რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებს პროდუქციას აწვდიან

Wall Street Journal-ის ცნობით, „თეთრი სახლი“ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ამჯერად მის სამიზნეში ის კომპანიები არიან, რომლებიც რუსეთის სამხედრო და დაზვერვის სამსახურებს საქონელსა და მომსახურებას აწვდიან, მათ შორის ორმაგი დანიშნულების კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება იარაღის წარმოებისთვის.  გამოცემის ცნობით, აშშ-მ ახალი შესაძლოა სანქციები მომავალ კვირას წარადგინოს. ვაშინგტონში ადასტურებენ, რომ შეიარაღების წარმოების პროცესში რუსეთი დიდწილად დამოკიდებული იყო დასავლურ და საერთაშორისო ტექნოლოგიებზე. გამოცემის ცნობით, სანქციების სიაშია Серния Инжиниринг რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის იარაღის მიწოდებით არის დაკავებული და Сертал-ი, რომელიც აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ამზადებდა. აშშ სანქციებს დაუწესებს კიდევ 4 კომპანიას, რომელთა დახმარებითაც Серния და Сертал აწარმოებენ შესყიდვებს. შეზღუდვები შეეხება ამ კომპანიების მიერ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორცილებას, რაც ამ კომპანიებს საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას წაართმევს. თეთრ სახლში ასევე აცხადებენ, რომ გეგმავენ „თავდასხმას“ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში. მათ შორისაა НИИ Вектор, რომელიც აწარმოებდა თანამგზავრებს რადიოლოკაციური დაზვერვისთვის, Микрон - რუსეთში მიკროსქემების მსხვილი მწარმოებელი, Т-Платформы, რომელიც დაკავებულია სუპერკომპიუტერებით. ასევე განიხილება სანქციები iGrids-ის მიმართ, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას ენერგოსისტემების ავტომატური მართვის სისტემებისთვის რუსეთის ფედერაციაში. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა სანქციები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

ილია მეორე: სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო, ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ, ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. პატრიარქის სამძიმრის წერილი საზოგადოებას საპატრიარქო ტახტის მემკვიდრე, მეუფე შიო მუჯირმა ქაშვეთის ტაძარში გააცნო. „სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს“, - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ გარდაცვლილი სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვილი აღავლინა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების დავით რატიანის და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს   

ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთს დიდი დანაკარგების გამო არ სურს ურბანულ ბრძოლებში ჩართვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის არტილერია ქალაქების დაბომბვას განაგრძობს, რადგან სამხედრო ძალის დანაკარგები შეზღუდოს და უკრაინის თავდაცვის ძალების დემორალიზება გამოიწვიოს.  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კვლავ გრძელდება ალყა უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარშემო, მათ შორისაა ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი. "რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანულ ფართომასშტაბიან ოპერაციებს, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას დამცავი ძალების დემორალიზების მიზნით". -  ნათქვამია სამინისტროს ახალ ანგარიშში. როგორც დაზვერვის მასალებიდან ჩანს, რუსეთი განაგრძობს ურბანულ ტერიტორიებზე ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას, რათა შეამციროს საკუთარი, უკვე არსებული, სერიოზული დანაკარგები მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად.  25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „დონბასის სრულად განთავისუფლებაზე“ კონცენტრირდება.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  CNN: რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უკრაინაში გადაჰყავს რუსეთმა უკრაინაში „სპეცოპერაციის“ სამიზნე ისევ შეცვალა - მედია  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს     

რეკრუტებმა ვარძიაში სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა. რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას, ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დადეს. პირადმა შემადგენლობამ ვარძიამდე სიმბოლურად დროშებით 1203 წელს ბასიანის ბრძოლაში მიმავალი ქართული მხედრობის მიერ განვლილი გზა გაიარა.  ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების (BCT) რვა კვირიანი კურსი ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის ცენტრში გაიარეს. პროგრამის ფარგლებში მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური მომზადება ჩაუტარდათ. დღეიდან ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ დუმბაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა შოთა ქურდოვანიძემაც მიმართა.  ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ.

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. ასევე წაიკითხეთ  ნაქერალას უღელტეხილზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კერძოდ, მედვედევის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა„ბირთვული იარაღის“ გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება მოხდება; რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა.  შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა

ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდება

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია „თეთრ სახლზე“ დაყრდნობით წერს.  შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენისა და დიმიტრი კულებას შეხვედრა პირისპირ პირველად გაიმართება.   მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჩაერთო.  პოლონური მედია წერს, რომ აბრამოვიჩი ვარშავაში ჯო ბაიდენთან შესახვედრასდ ფარულად ჩავიდა.  ასევე წაიკითხეთ  რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times    

ზელენსკი: ბირთვულმა სტატუსმა რუსეთს არ უნდა მისცეს უსამართლოდ მოქცევის უფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ დოჰაში, „დელფის ფორუმზე“ ჩართვისას განაცხადა, რომ რუსეთი არ იღებს საკადრის პასუხს ჩადენილი ბოროტებისთვის. „რუსეთი იყენებს ბირთვულ სტატუსს და მთელ მსოფლიოს ემუქრება. ამიტომ საჭიროა საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმირება სამართლიანობის აღსადგენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.   ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 31-ე დღეა სამართალს ვერ პოულობს. „ჩვენ არ შეგვიძლია ვიპოვოთ სამართალი მსოფლიოში უკვე 31-ე დღეა მას შემდეგ რაც ქვეყანა, რომელიც უკრაინაზე 28-ჯერ დიდია, ჩვენთან სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. ჩვენ დამოუკიდებლად ვიცავთ ქვეყანას ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.  22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა

იაპონურმა ბანკებმა Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციები შეაჩერეს

იაპონური ბანკები რუსულ Sberbank-თან დოლარის ტრანზაქციებს აღარ ახორციელებენ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  აშშ-მა Sberbank-ი CARTA-ს სიაში დაამატა. შედეგად, ამერიკულ ბანკებს 26 მარტიდან მისი საკორესპონდენტო ანგარიშების დაბლოკვა დაევალათ. OFAC-ის სპეციალური ნებართვის გარეშე, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ გახსნან და შეინახონ Sberbank-ისა და მისი შვილობილი კომპანიების საკორესპონდენტო ანგარიშები, ასევე მიიღონ ტრანზაქციები მათი მონაწილეობით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და რუს პოლიტიკოსებს, ოლიგარქებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, მოსკოვი ტოკიოსთან სამშვიდობო შეთანხმებაზე  მოლაპარაკებებს წყვეტს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  ცნობისათვის, მოსკოვი და ტოკიო 20-ე საუკუნის 50-იანი წლებიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. მაგრამ კურილის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. კურილის სამხრეთ ნაწილი, საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიითვისა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა - გერმან გალუშენკო

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის გაზსაცავები ევროპული გაზის სტრატეგიული მარაგის მისაღებად მზადაა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  რეგიონის ენერგეტიკული პარტნიორობის ფარგლებში უკრაინა ევროკავშირის ქვეყნებს მიწისქვეშა გაზსაცავებს ბუნებრივი აირის სტრატეგიული მარაგებისთვის სთავაზობს.  „ბუნებრი აირის ერთობლივი შესყიდვა და შენახვა უკრაინის გაზსაცავებში ევროკავშირის ქვეყნებს სახელმწოფო აგრესორისგან თავის დაღწევისა და რესურსების საიმედო მიწოდების საშუალებას მისცემს მთელი ევროპული კონტენტისთვის“, - აღნიშნა გაკუშენკომ.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

europetime-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  „უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - აცხადებენ უწყებაში.  უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - მანამდე ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი და რატიანი საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.   ასევე წაიკითხეთ  გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით.. უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს  

ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდა

შშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი  პოლონეთშუ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.  ამის შესახებ პოლინური მედია წერს.  შეხვედრის ამსახველი ფოტოები Twirrer-ზე დიმიტრი კულებამაც გამოაქვეყნა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯო ბაიდენისა და დიმიტრი კულებას შეხვედრა პირისპირ პირველად გაიმართება.  მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ჩაერთო.  პოლონური მედია წერს, რომ აბრამოვიჩი ვარშავაში ჯო ბაიდენთან შესახვედრასდ ფარულად ჩავიდა.  ასევე წაიკითხეთ  ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდება რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times  

სერგეი შოიგუმ დღეს ოფიციალური შეხვედრა გამართა - მედია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შაბათს, 26 მარტს ოფიციალური შეხვედრა გამართა, ამის შესახებ CNN რუსული სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. რუსული მედია  უკრაინაში მიმდინარე ომის დროს შოიგუს ადგილსამყოფელსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების ფონზე წერს. სამთავრობო სააგენტოს ცნობით, შოიგუ შეხვდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჯარისთვის იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად.  „იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, დასახულ გეგმას ზუსტად მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელთან შედარებით, წელს სახელმწიფო დაფინანსება 15%-ით მეტია, რა თქმა უნდა, ეს რესურსი უნდა მოვახმაროთ იმას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს". - ამბობს სერგეი შოიგუ კრემლის პროპაგანდისტული მედიის ცნობით. 24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“. დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სერგეი შოიგუმ ინფარქტი აქვს და ამიტომ ოფიციალურ შეხვედრებზე არ ჩნდება.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა

არესტოვიჩი: განვასხვავოთ კადიროველები ჩეჩნებისგან, ნუ შეურაცხვყოფთ მუსლიმ ძმებს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი ასტეროვიჩმა ვიდომიმართვა ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ კადიროველები ჩეჩნებისგან, უნდა განვასხვავოთ და „ნუ შეურაცხვყოფთ მუსლიმ ძმებს“.  „კავკასიურ ანდაზას გეტყვით, ამბობენ, რომ ეს ჩეჩნური ანდაზაა: "კაცი ის კი არ არის, ვინც ბრძოლა იცის, კაცი ისაა, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მისი მტერი". მტერს კონკრეტული ნიშნები ახასიათებს. არ აურიოთ ერთმანეთში ჩეჩნები და კადიროველები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ძმებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას მათ, ვინც გვეხმარებიან ფინანსურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად. და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ნახევარ მილიარდ ადამიანს, რომელსაც ისლამის სწამს. არ გინდათ ამის გაკეთება“, - აცხადებს არესტოვიჩი ვიდეომიმართვაში. 

კრემლმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რომან აბრამოვიჩის მონაწილეობა დაადასტურა

კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით ცნობები მედიაში გავრცელდა. სატელეფონო კონფერენციაზე The Wall Street Journal-ის კითხვის პასუხად კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში ჩართული იყო, - „საწყის ეტაპზე ამრამოვიჩი რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ეს სიმართლეა“.  ამის შემდეგ პესკოვმა სხვა დეტალებზე ნაკლებად გაამახვილა ყურადღება, თუმცა დაამატა, რომ „მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს ორ უკრაინულ და რუსულ ჯგუფს შორის“.  ასევე, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში.   მანამდე WSJ-ცნობით, ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.  შეგასხენებთ, რომ რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაცებს შორის მოლაპარაკების 3 რაუნდი გაიმართა ბელორუსში - თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. მოლაპარაკება ახლა ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.  ასევე წაიკითხეთ  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია

ბორელი: ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ირანი და სხვა მხარეები მზად არიან, აღადგინონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც მკაცრი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეზღუდავს თეირანის ბირთვულ პროგრამას.  ამის შესახებ Reuters წერს.  „ახლა ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მიღწეული იქნება,“ - თქვა ბორელმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს.  2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.

ბაიდენი: პუტინი ყასაბია

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. ამერიკის პრეზიდენტმა დღეს ვარშავაში უკრაინიდან ლტოლვილები მოინახულა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კი კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენი პასუხობს: "ის ყასაბია". 16 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავეა. შემდეგ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის კომენტარი ვლადიმერ პუტინზე „მიუღებელი და უპატიებელი რიტორიკაა“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხე: ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინზე: ვფიქრობ, ის სამხედრო დამნაშავეა 

იაპონიის პრემიერ-მინისტრი:  რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება სულ უფრო რეალური ხდება

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. ამის შესახებ Reuters წერს.  „როდესაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება სულ უფრო რეალური ხდება, მჯერა, რომ ელჩი ემანუელის ვიზიტი ჰოროსიმაში და ბირთვული გამოცდილების რეალობაში ხილვა მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის". - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.  22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ  მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა  

მევლუთ ჩავუშოღლუ:  რუს ოლიგარქებს შეუძლიათ ბიზნესსაქმიანობა თურქეთში, რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს თურქეთში რუსი ოლიგარქებისა და მოქალაქეების ჩასვლას მიესალმებიან თუ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სამართალს ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას. ამის შესახებ Reuters წერს.   მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ  Doha Forum-ზე განაცხადა.  „თუ რუსი ოლიგარქები ან რუსეთის მოქალაქეები თურქეთში ჩამოსვლას მოისურვებენ, რა თქმა უნდა მათ ეს შეუძლიათ...თუ გულისხმობთ, შეუძლიათ თუ არა ოლიგარქებს ბიზნესსაქმიანობა თურქეთში –რა თქმა უნდა, თუ ეს კანონიერია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, განვიხილავ. თუ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, მაშინ ეს სხვა ამბავია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  შეგახსენებთ, რომ თურქეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრას მკვეთრად აკრიტიკებს, თუმცა პრინციპულად გამოდის სანქციების წინაარმდეგ, რომელიც NАТО-ს მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს.  ამასთან როგორც მედია წერს, ორი იახტამ რომელიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს უკავშირდება, თურქეთის კურორტების სანაპიროსთან ჩაუშვა ღუზა.   ასევე წაიკითხეთ  თურქეთი რუსეთის სამხედრო გემებს შავ ზღვაში შესვლას შეუზღუდავს - Reuters  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

როგორ იქმნებოდა უკრაინის ჰიმნი - ისტორია

უკრაინის ჰიმნის შინაარსი განსაკუთრებით აქტუალური მთელ მსოფლიოში ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა. ჰიმნი ყველგან ჟღერს, სადაც უკრაინას რუსეთთან ომში სოლიდარობას უცხადებენ.  როგორ იქმნებოდა უკრაინის ჰიმნი უკრაინის ჰიმნის ტექსტის ავტორი გამოჩენილი კიეველი ეთნოგრაფი - პავლო ჩუბინსკია. 1863 წელს ჩუბინსკის ტექსტზე მუსიკა დაწერა დასავლეთ უკრაინელმა კომპოზიტორმა და უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, მიხაილო ვერბიცკიმ. ნაწარმოების პირველი საგუნდო შესრულება ლვივის თეატრ „უკრაინაში“, 1864 წელს შედგა. საბჭოთა კავშირის შექმნისას გადაწყდა, რომ კავშირში შემავალ ყველა სახელმწიფოს საკუთარი ჰიმნის უნდა ჰქონოდა, თუმცა, ჩუბინსკის ლექსი დაიბლოკა, რადგან არ წარმოადგენდა უკრაინას როგორც ,,თანასწორ მოძმე რესპუბლიკას'' და მეტად ახალისებდა ნაციონალურ გრძნობებს. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ, 1992 წლის 15 იანვარს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა სახელმწიფო ჰიმნის მუსიკა, ხოლო უფრო მოგვიანებით, 2003 წელს რადამ მიიღო კანონი სახელმწიფო ჰიმნის შესახებ.  კანონის მიხედვით, ჰიმნად მტკიცდებოდა მიხაილო ვერბიცკის მუსიკა და პავლო ჩუბინსკის ლექსის პირველი სტროფი და რეფრენი, თუმცა ლექსის პირველ სტრიქონში შედიოდა ცვლილება და ფრაზა „Ще не вмерла, Україна, i слава, і воля!“ („არ მომკვდარა უკრაინა, არც დიდება, არც ნება“) იცვლებოდა ფრაზით „Ще не вмерла України і слава, і воля“ („არ მომკვდარა უკრაინის დიდება და ნება). ჰიმნს 1915 წელს ხალხური სიმღერის სახით ასრულებდა ლვიველი უკრაინელი ემიგრანტი, ნიუ-იორკში მცხოვრები მიხაილო ზაზულიაკი. ჰიმნის პირველი ჩანაწერი უკრაინულ ენაზე (მაშინდელი სათაურით „Szcze ne wmerła Ukrajiny ni sława ni wola“) ვინილის სახით 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოსცა Columbia Phonograph Company-მ. ევრომაიდანის საპროტესტო აქციების დროს უკრაინის ჰიმნი პროტესტანტებისთვის რევოლუციური ჰიმნის როლს ასრულებდა. მოძრაობის ადრეულ კვირებში ისინი ჰიმნს საათში ერთხელ მომღერალ რუსლანას ხელმძღვანელობით ასრულებდნენ. 2014 წლის 25 მარტს ხარკიველმა მიკიტა რუბჩენკომ ჰიმნის ინსტრუმენტული, როკ-ვერსია შექმნა.