ძებნის რეზულტატი:

საქართველოში COVID19-ით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.14%, ბოლო 14 დღის - 1.32% ხოლო 7 დღის - 1.20%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 591-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 39, ქვემო ქართლი - 7, შიდა ქართლი - 14, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 11, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 281 საიდანაც, 337 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 189, აჭარაში - 13, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 1 944 ადამიანი სახლში მკურნალობს.

თურქეთში, ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ბურსაში ავტობუსის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ავტობუსში ადგილობრივი წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. როგორც ცნობილია, დაშავებულები მიმდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  ამასთან, ამ დროისთვის, აფეთქების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში, ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმებას მივაღწიეთ

უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „მარიუპოლში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ძალისხმევას სწორედ აქ გავამახვილებთ“, - განაცხადა ვერეშჩუკიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მიშელი „ტვიტერზე“ აქვეყნებს. „თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში“, - წერს მიშელი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.  

დღეს საპატიმროს ქვეყნის მასშტაბით 250-მდე პატიმარი დატოვებს

ამნისტიის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დღეს საპატიმროს ქვეყნის მასშტაბით 250-მდე პატიმარი დატოვებს. ამასთან, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური დახვდნენ. ცნობისთვის, 12 აპრილს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო ძალაში. მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ყველას, ვინც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის, ან მსაჯვრედებულის სტატუსით იმყოფებოდ, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდა.  

გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

"უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ოფისის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში დაღუპული 2 072 მშვიდობიანი მოქალაქიდან 169 ბავშვია. ამასთან, დაშავებულია 2 818 პირი, მათ შორის 272 ბავშვი. "ყველაზე დიდი მსხვერპლი დონბასის რეგიონშია 732 ადამიანი, რომელთა შორის 653 უკრაინის მიერ კონტორლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 79 კი პრორუსი სეპარატისტების ტეორიტორიაზე", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში უსმენს

უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. Europetime-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს

ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრი: ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია

"ბრაზილია გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ მოსკოვის წინაააღმდეგ სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგება", - ამის შესახებ ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა, პაულო გუდესისმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ბრაზილია ომისა და სანქციების წინააღმდეგია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და სანქციების გაუქმებას,“ - აღნიშნა ბრაზილიის ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა

უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას; მოვახდინოთ რუსეთზე ზეწოლა, რათა შეწყვიტოს ეს ომი. ამავე დროს, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ახლო პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს და ამიტომაც ვარ აქ. კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად განვიხილავ ენერგოუსაფრთხოების მიმართულებას. კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება. ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე და გარკვეული იდეებით ვართ წარმოდგენილები. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროპის ენერგომომარაგებას, საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებენ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. ჯეიმს აპატურაიმ მადრიდის მომავალ სამიტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დადასტურებას ელის. ჯეიმს აპატურაის თქმით, რაც არ შეცვლილა, არის NATO-ს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. რაც შეეხება სანქციებს და შეკითხვას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ მიმართულებით, აპატურაის თქმით, NATO, როგორც ორგანიზაცია არ მონაწილეობს სანქციებში. „ცხადია, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ და უსაფრთხოების გარემოში. ამასთან, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს სურთ, იხილონ, რომ თანამოაზრე ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა შეწყდეს ეს ომი“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაიმ ასევე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას, ეს ფართოდ არის გამოხატული პოლიტიკურ სისტემაშიც, ჩაწერილია კონსტიტუციაშიც.  „NATO-ს ასევე სურს, იხილოს საქართველოს მხრიდან რეფორმების გაგრძელება, გვსურს, ვიხილოთ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. გვინდა ვნახოთ, რომ მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობენ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური უთანხმოების მიღმა მიიღება. საკმაოდ პოლარიზებული გარემოა და ვფიქრობ, NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები ამას სიფრთხილით ეკიდებიან“, - განუცხადა აპატურაიმ ჟურნალისტებს. Europetime-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ამავე თემაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში უსმენს

უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინას პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები არ მიუღია

"უკრაინას პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები არ მიუღია, მიიღო სათადარიგო ნაწილები", - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია. აშშ-ის მთავრობის დახმარებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები, საჰაერო ძალების ავიაციაში არსებული თვითმფრინავების ფლოტის აღდგენისა და შეკეთებისთვის, რაც საშუალებას მისცემს, მწყობრში ჩააყენოს მეტი ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამავე დღეს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, ნაწილებს საჰაერო ძალების გასაძლიერებლად. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

კელი დეგნანი რუსთავის მერის პირველ მოადგილეს და ქვემო ქართლის გუბერნატორს შეხვდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რუსთავის მერიაში გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების განვითარებაზე და მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს. საუბარი, რუსთავსა და ქვემო ქართლში, ამერიკული მხარისა და დიპლომატიური კორპუსის მიერ განხორციელებულ პროექტებს, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო. გიორგი დოხტურიშვილმა და კახა გურულმა კელი დეგნანს გაწეული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთობლივი თანამშრომლობის პროცესში მხარდაჭერას დაპირდნენ.    

მარია ზახაროვა: უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ ნდობა დიდი ხანია აღარ გვაქვს

რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ. ნდობა ამ ხალხისადმი უკვე დიდი ხანია, აღარ გვაქვს. იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილებები აქვს, გაჟღერდა თხოვნა მოლაპარაკებების წარმოების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან, ხან ჩადიან, ხან არ ჩადიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ“, – განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამატებით 4 რეისს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 რეისს ნიშნავს. დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია: "21 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი–მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი, გაფრენა 14:30 ნატახტარი–ამბროლაური გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20 28 აპრილი, ხუთშაბათი: ნატახტარი –მესტია გაფრენა 13:00, მესტია-ნატახტარი- გაფრენა 14:30 ნატახტარი –ამბროლაური , გაფრენა 16:30, ამბროლაური-ნატახტარი გაფრენა 17:20 ნატახტარი-მესტიის მიმართულებით 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0 დან 3 წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3 დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე.

ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით ჩავა

ჩინეთიდან გერმანიაში მატარებელი რუსეთის გვერდის ავლით, გერმანიის ქალაქ მანჰეიმში ჩავა, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო მედია Xinhua-ს წერს. როგორც „სინჰუა“ წერს, რომ კასპიისა და შავ ზღვებს ახალი მარშრუტი სარკინიგზო და საზღვაო გზებით კვეთს. პირველი შემადგენლობა ამ სარკინგზო ხაზით ტვირთი 13 აპრილს ქალაქ სიანიდან გააგზავნეს. მატარებელს გადააქვს სპორტული პროდუქცია. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი მარშრუტი იმ ქვეყნებსა და რეგიონებს გაივლის, რომლებითაც მანამდე იშვიათად სარგებლობდა ჩინეთის სარკინიგზო შემადგენლობა. საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის, "სიანი", წარმომადგენლობაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი გადაზიდვების ეფექტურობა გაიზრდება, ხარჯები კი შემცირდება. ასეთი მარშრუტი "წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას ჩვენი კომპანიისთვის ექსპორტის სტაბილიზაციისთვის“, - განმარტავს კომპანიის მენეჯერი.

შარლ მიშელი: ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს

ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ბოროდიანკაში. ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი კიევში ჩავიდა  

ამერიკის საელჩო: სისხლის სამართლის ძლიერი სისტემა აუცილებელია დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად და ეკონომიკის განსავითარებლად

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ესტუმრა, დაათვალიერა კრიმინალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბიუროს ხელმძღვანელ მამუკა ჯანგულაშვილს მიმდინარე თანამშრომლობასა და ამ ინსტიტუტის კრიტიკულ მნიშვნელობაზე სასაუბროდ შეხვდა. „სისხლის სამართლის ძლიერი სისტემა აუცილებელია საჯარო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად და ეკონომიკის განსავითარებლად. საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაარსების დღიდან მხარს უჭერს აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ოფისი, რომელმაც $5.5 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოყო ექსპერტიზის თანამედროვე აღჭურვილობის, პროფესიული მომსახურების, საერთაშორისო გადამზადების შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  ფინანთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შედგა და მას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას. აღინიშნა 2020-2021 წლებში ძალიან პროდუქტიული და დასაფასებელი თანამშრომლობა COVID-19-ზე საგანგებო რეაგირების მიმართულებით, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ADB-სგან მიღებული ფინანსური რესურსი, მიემართა ვაქცინების შესყიდვისა და გლობალური პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნება, მათ შორის, ADB-ის მხარდაჭერილ სექტორებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება დაეთმო 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა 2021 წელს თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გლობალური პანდემიის გამო, თარიღმა 2024 წლის მაისში გადაიწია. დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

ამერიკის საელჩო: აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის ძალებს

აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის ძალებს. შესაბამის ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს. „ჩვენი სამხედრო ოფიცრები და სამოქალაქო პირები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებმა თავისი თანამშრომლების წარმატებული კარიერის უზრუნველსაყოფად შექმნას წვრთნის, დაწინაურებსა თუ პირადი მხარდაჭერის შესაძლებლობები. 15 აპრილს აშშ-ის მრჩეველმა მაიკ მეისლიმ ბრწყინვალების მონეტა გადასცა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე ნინო არბოლიშვილს. ამ მონეტით აღინიშნება მისი შესანიშნავი ინიციატივა სამინისტროს რესურსების მართვის სისტემების გასაძლიერებლად, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების მზადყოფნისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

USAID: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ

USAID-ის მიერ განხორციელებული ტრენინგი, რომელიც 200-მდე მოსამართლეს ჩაუტარდა, მოიცავდა როგორც ბავშვთა უფლებების ახალ კოდექსში არსებულ სამართლებრივ საკითხებს, ასევე სოციალური მუშაობისა და ფსიქოლოგიის შესაბამის ასპექტებს. „ჩვენი ძალისხმევა საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის მიმართულია უფრო გამჭვირვალე, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი სისტემის შექმნისკენ“, - აღნიშნულია USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს სასამართლოების გაძლიერებისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, USAID-მა ახალი პროგრამა იანვარში დაიწყო. ასევე წაიკითხეთ USAID: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია ექსკლუზივი: USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და კანონის უზენაესობას

კიევში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული 3 ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

უკრაინაში, კიევში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული 3 ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სხვა ქართველ მეომრებთან ერთად, დაღუპული მებრძოლების – ზაზა ბიწაძის, არკადი კასრაძისა და ალიკა ცაავას ხსოვნას პატივი უკრაინელმა თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა მიაგეს.  ცნობისთვის, სამივე დაღუპულს ვარშავის გავლით საქართველოში გადმოასვენებენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დღეს 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა