ძებნის რეზულტატი:
ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, ჩაერთონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების უსაფრთხო გადაადგილებაში, ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, იუწყება მედია. „იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა შეიძლება დაუშვან" უსაფრთხო გადასასვლელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მარიუპოლიდან", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ნულანდს არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება, სამხედრო ალიანსი ჩაერთოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. თუმცა, ასეთი შეთანხმება „არაერთხელ ჩაიშალა ადრე" და, საბოლოო ჯამში, რუსებმა უნდა დაუშვან უსაფრთხო გადასასვლელი“, დაამატა ნულანდმა. ნულანდის თქმით, მარიუპოლის ალყა მიუთითებს ამ ომის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 20 აპრილს უკონტროლო ვითარების გამო, მარიუპოლში, რიგ ადგილებში ოკუპანტებმა ცეცხლის შეწყვეტა ვერ უზრუნველყვეს და შესაბამისად ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდა. „არაორგანიზებულობისა გამო, ოკუპანტები ვერ უზრუნველყოფდნენ ხალხის დროულ გადაყვანას იმ ადგილზე, სადაც ათობით ჩვენი ავტობუსი და სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა. ხვალ დილიდან ჩვენ განვაახლებთ ძალისხმევას მარიუპოლის მიმართულებით. მივმართავ ჩვენს ხალხს, მარიუპოლი - ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანისთვის! “- დაწერა ვერეშჩუკმა Telegram-ზე. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ვოლოდიმირ ზელენსკი: ალყაში მოქცეულ მარიუპოლში დაახლოებით 120 000 ადამიანია ჩარჩენილი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „რუსეთის ჯარებმა ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს დონბასში. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ ვხედავთ ყველა რისკს და ვხედავთ ყველა ნაბიჯს. ისინი აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს ჩვენს ქვეყანაში. დანაშაულები, რომლებიც იქ ჩადენილია, ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ბოროდიანკაში“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, მიშელთან შეხვედრისას თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ
უკრაინის უმაღლესი რადის წევრი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ მეთაური და მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამია, ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ჩავიდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქში და რუსეთის წარმომადგენლებთან სამხედროების ევაკუაცია განიხილონ, - ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩვენ დღეს დავუკავშირდით უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. კერძოდ, დავიდ არახამიასა და მიხაილო პოდოლიაკს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მზად არიან მარიუპოლში მედინსკისთან და სლუცკისთან დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციის მოლაპარაკებებზე ჩამოვიდნენ", – თქვა კაპიტანმა პალამარმა. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლში ბლოკადის მოხსნის ორი გზა არსებობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ იცის, როდის მოიხსნება ბლოკადა ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ უკრაინა მზადაა, გაცვლის ნებისმიერი ფორმატისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევშიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარიუპოლში ვითარება უარესდება. სამწუხაროდ, იქ არ შეგვიძლია, რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა. [...] ამიტომ, არ ვიცი, როდის შევძლებთ მარიუპოლში ბლოკადის მოხსნას“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, ალყაში მოქცეულ ქალაქში ბლოკადის მოხსნის ორი გზა არსებობს. „პირველი არის სერიოზული მძიმე შეიარაღებით დახმარება, რომლის იმედიც გვაქვს. ჯერჯერობით ეს აღჭურვილობა არ გვაქვს საკმარისი. მეორე გზა არის დიპლომატიური. რუსეთი ამას ჯერჯერობით არ ეთანხმება", - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე მზადაა გაცვლის სხვადასხვა ფორმატისთვის. „მათ [რუსმა დამპყრობლებმა] ცხედრებიც მიმოფანტული დატოვეს და დაჭრილები. ჩვენ მზად ვართ გაცვლის ნებისმიერი ფორმატისთვის ჩვენი ხალხის, სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ მარიუპოლში დარჩენილ ყველა უკრაინელ სამხედროს გამარჯვება სურს და იარაღის დაყრას არავინ აპირებს. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს
ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის სოლიდარობის ფონდს 5 მაისიდან აამოქმედებს
უკრაინის აღდგენისთვის ევროკავშირის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდი 5 მაისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. და ამიტომ ,ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლო ინსტრუმეტს. რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. უახლოეს დღეებში, 5 მაისს, ეს ფონდი, საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ჩატარებით ამოქმედდება. ჩვენ მას მოვაწყობთ პოლონეთთან, შვედეთთან ერთად, ევროკომისიის, ყველა წევრი სახელმწიფოს და მრავალი საერთაშორისო აქტორის მხარდაჭერით“, - განუცხადა მიშელმა.მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა ორგანიზაციები ცდილობენ მხარდაჭერისთვის სახსრების მობილიზებას, რათა უკრაინამ შეძლოს სოციალური დანახარჯების გადახდა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 20 აპრილს კიევში ჩავიდა. შარლ მიშელმა განაცხადა, რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარების მოცულობამ მილიარდნახევარი ევრო შეადგინა. თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში ბლოკადის მოხსნის ერთ-ერთი გზა მძიმე შეიარაღების მიღებაა, რომელიც კიევს ჯერ საკმარისი რაოდენობით არ აქვს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს
აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა
სანქციების არიდებაში დახმარებისთვის, ამერიკის სახელმწიფო და ხაზინის დეპარტამენტებმა, მოკავშირეებთან ერთად, სავიზო და ფინანსური სანქციები დაუწესა 40-ზე მეტ ინდივიდსა და იურიდიულ პირს, მათ შორისაა მსოფლიოში სიდიდით მესამე, კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სი და მისი 10 აფილიატი. სანქციების ქვეშ მოექცნენ კრიპტოვალუტის რუსი მაინერები, ბანკი და ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევის ქსელი. კერძოდ, აშშ-ში აქტივები სრულად გაუყინეს „ტრანსკაპიტალბანკს“ , რომელიც რამდენიმე აზიურ ბანკს საერთაშორისო სანქციების თავიდან ასარიდებლად ვარიანტებს სთავაზობდა. ასევე სანქციები შეეხოთ კრიპტოვალუტის მომპოვებელ კომპანიებს, იმისთვის რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება ვერ შეძლოს. შეზღუდვა შეეხო „ბიტრივერს“ და მის ათამდე შვილობილ კომპანიას. ამასთან „ტრანსკაპიტალბანკმა“ თავის კლიენტებს ტრანზაქციების განხორციელება საკუთარი საბანკო სისტემა TKB Business-ით შესთავაზა, რაც SWIFT-ის ადგილობრივ ალტერნატივას წარმოადგენს. ამის გარდა, აშშ-მ სანქციები დაუწესა ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევს, იმისთვის, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს სანქცირებული, უკრაინის აღმოსავლეთში ტერორისტებს აფინანსებდა. აშშ-მ დაუწესა სანქციები მალოფეევის ქსელს სახელწოდებით „სუვერენული განვითარების საერთაშორისო სააგენტო (IASD). ის პოზიციონირებს როგორც ფინანსური კონსალტინგი, თუმცა პრაქტიკაში რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს ახალი ბიზნესების შეყვანას სანქცირებულ რუსულ კომპანიებში. ამასთან, სანქციების ქვეშ მოექცნენ სააგენტოს „ტოპ ჩინოსნები“ და შვილობილი კომპანიები. სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის კომპანია MarGlo, რომელიც ასევე კავშირშია მალოფეევთან. კომპანიის მიზანი იყო სანქცირებული კომპანიებისთვის ფინანსური მომსახურების გაწევა. მალოფეევის ქსელის მეორე ფრთაა - ორგანიზაცია „ცარგარდი“, რომლის ამოცანაა კრემლის პროპაგანდის გავრცელება და დეზინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისთვის. ეს ორგანიზაცია იყო შუამავალი ევროკავშირში პრორუს პოლიტიკოსებსა და კრემლს შორის. ორგანიზაცია ხელმძღვანელ პავლე კუზმინთან ერთად ახალი სანქციების სიაშია. ღია სააქციო საზოგადოება „კატეჰონი“ მდებარეობს მოსკოვში, რომელიც ანალიტიკური ცენტრის ქოლგის ქვეშ ანტიდასავლურ და კრემლისთვის სასარგებლო პროპაგანდას ეწევა. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 16 აპრილს განაცხადა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში
პენტაგონის განმარტება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე
პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ შეცდომას ნანობს. „შეცდომით ვთქვი, რომ მათ მთლიანი თვითმფრინავი გადაეცათ. ვნანობ შეცდომის გამო. უკრაინელებმა მიიღეს შეერთებული შტატების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მეშვეობით საკმარისი სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. „უკრაინელებმა შეერთებული შტატების მხრიდან კოორდინაციის გზით მიიღეს საკმარისი სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა, რითაც შეძლეს თავიანთ ფლოტში უფრო მეტი ფიქსირებული ფრთიანი თვითმფრინავის ექსპლუატაციაში ჩართვა, ვიდრე მათ ჰქონდათ თუნდაც 2-3 კვირის წინ“, - დაამატა კირბიმ. შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამავე დღეს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, ნაწილებს საჰაერო ძალების გასაძლიერებლად. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. რეგისტრაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 4 მარტის N221866 ბრძანების მიხედვით პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში. I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ. II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ. III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია - 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. IV ეტაპი – 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი პროტესტის ნიშნად „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დატოვა
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა, მისმა კანადელმა და ევროპელმა კოლეგებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი პროტესტის ნიშნად „დიდი ოცეულის“ შეხვედრა დატოვეს. "არ მივიღებ მონაწილეობას შეხვედრაში, თუკი მას რუსეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან", - განაცხადა იელენმა. ამასთან, პროტესტს შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს „დიდი ოცეულის“ ვირტუალური შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად გაიმართა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის სამთავრობო შენობების კომპლექსიდან, სადაც აშშ-ის კონგრესი მდებარეობს, მთელი პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიცია ავრცელებს. ევაკუაციის მიზეზი გახდა თვითმფრინავი, რომელიც კაპიტოლიუმის მახლობლად მდებარეობდა და პოტენციურ საფრთხედ შეფასდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თვითმფრინავს აშშ-ის ჯარის პარაშუტით მხტომელთა ქვედანაყოფის წევრები გადაჰყავდა.
ბორის ჯონსონი: პუტინთან ურთიერთობა ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს
პუტინთან ურთიერთობა ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს, "რომელსაც შენი ფეხი ყბებში აქვს", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, რთულია იმ გზის დანახვა, თუ როგორ შეძლებენ უკრაინელები პუტინთან მოლაპარაკებას მისი აშკარა არაკეთილსინდისიერების პირობებში. "პუტინის სტრატეგია აშკარაა, ცდილობს, მოიცვას და დაიპყროს უკრაინის, რაც შეიძლება დიდი ნაწილი და, შესაძლოა, გამართოს რაიმე სახის მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან". - ამბობს ბორის ჯონსონი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
თეა ახვლედიანი ავსტრიის ელჩს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან თომას მიულმანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში ავსტრიულ მხარესთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. „ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობის და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შერიგებისა ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი: NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა
NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა. „იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. NATO არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
„როდესაც მარიუპოლის სარდაფში იწვა, იყინებოდა და წყალს ითხოვდა...“ - ჰოლოკოსტს გადარჩენილ ვანდა ობიედკოვას მხოლოდ ერთი რამ სურდა გაეგო: „რატომ ხდება ეს?“
სიცოცხლის ბოლო ორი კვირის განმავლობაში 91 წლის ქალმა ფეხზე დგომაც კი ვერ შეძლო. იგი 4 აპრილს გარდაიცვალა, არა მშვიდად სიბერეში საკუთარ საწოლში, არამედ როგორც 21-ე საუკუნის საშინელი ომის მსხვერპლი, რომელმაც მისი მშობლიური ქალაქი მოიცვა. „დედა არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს“, - ამბობს ობიედკოვას ქალიშვილი, ლარისა, ტირილით, ოჯახთან ერთად უსაფრთხო ადგილას მისვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ქალი უმწეოდ უყურებდა დედის სიცოცხლის უკანასკნელ წამებს და ბოლომდე მის გვერდით დარჩა. მას შემდეგ, რაც დედამისი გარდაიცვალა, ლარისამ და მისმა ქმარმა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს, რათა ქალი უწყვეტი დაბომბვის ფონზე, საჯარო პარკში აზოვის ზღვიდან ერთ კილომეტრის სიახლოვეს დაემარხათ. "მთელი მარიუპოლი სასაფლაოდ გადაიქცა", - ამბობს უკრაინის საპორტო ქალაქის მარტოხელა რაბინი. ობიედკოვა და მისი ოჯახი დიდი ხანია რაც მარიუპოლის ებრაული თემის აქტიური წევრები იყვნენ. "ვანდა სემიონოვნა კეთილი, მხიარული ქალი, განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში.” - ამბობს რაბინი. ვანდა ობიედკოვა მარიუპოლში დაიბადა. ის 10 წლის იყო როდესაც ნაცისტები მარიუპოლში შევიდნენ და ებრაელების შეკრება დაიწყეს. სახლიდან წაიყვანეს ვანდას დედა, პატარა გოგონა მტერს მაშინაც სარდაფში დაემალა. 1941 წლის 20 ოქტომბერს გერმანელებმა 9000-დან 16000-მდე ებრაელი მარიუპოლის გარეუბანში თხრილებში სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ობიედკოვას დედა და მისი ოჯახი. პატარა გოგონა მოგვიანებით იპოვეს, მაგრამ ოჯახის მეგობრებმა ნაცისტები დაარწმუნეს, რომ ის ბერძენი იყო. ვანდას მამა არ იყო ებრაელი. სწორედ მან მოახერხა შვილის გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც მარიუპოლის გათავისუფლებამდე დარჩა. ობიედკოვა 1954 წელს დაოჯახდა და მთელი ცხოვრება მარიუპოლში გაატარა. „დედას უყვარდა მარიუპოლი; მას არასდროს სურდა წასვლა აქედან, ”- ამბობს შვილი. როდესაც მარტის დასაწყისში დაბომბვა დაიწყო ოჯახი მაღაზიის სარდაფში გადავიდა. ერთადერთი დახმარება, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიიღეს, რაბინი კოენის სინაგოგიდან და საზოგადოებრივი ცენტრიდან იყო. „არ იყო წყალი, ელექტროენერგია, აუტანელი სიცივე იყო“, - ამბობს ლარისა. შვილი მთელ დროის მანძილზე დედაზე ზრუნავდა, მაგრამ „ვერაფერი შევძელი მისთვის. ჩვენ ცხოველებივით ვცხოვრობდით!” „ყოველთვის, როცა ბომბები ცვიოდა, მთელი შენობა ირყეოდა. დედაჩემი სულ ამბობდა, რომ მსგავსი არაფერი ახსოვდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი...“ „ძალიან ვწუხვარ მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის“, - ამბობს ის. „აღარ არსებობს ქალაქი, სამუშაო, სახლი - არაფერი. რა არის დასაბრუნებელი? რისთვის? ეს ყველაფერი გაქრა. ჩვენს მშობლებს სურდათ, რომ მათზე უკეთ გვეცხოვრა, მაგრამ...“ ლარისა ამბობს, რომ ერთადერთი ნათელი წერტილი მარიუპოლში მათთვის რაბინი კოენი იყო, რომელიც შვიდკვირიანი ჯოჯოხეთის დროს მათი მაშველი იყო. „მადლობა ღმერთს, ჩვენ გვყავს ებრაული საზოგადოება“, - ამბობს ლარისა და აღნიშნავს, რომ დედას უყვარდა ებრაული დღესასწაულები, მათ შორის პასექი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.87%, ბოლო 14 დღის - 1.26% ხოლო 7 დღის - 1.16%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 399 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 634 990. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 26, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 16, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 105 საიდანაც, 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 187, აჭარაში - 12, იმერეთში - 83. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, აჭარაში - 6, იმერეთში - 9. 1 764 ადამიანი სახლში მკურნალობს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 21 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 21 000 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 თებერვლიდან 20 აპრილამდე პერიოდში განადგურდა რუსეთის 829 ტანკი, 2118 ჯავშანტექნიკა, 393 საარტილერიო სისტემა, ხოლო 136- სარაკეტო სისტემა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
"ქართული ოცნება": ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია
ჩვენი ხელისუფლება არის პირველი, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის დაფუძნების 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაავრცელა. მათივე განმარტებით, საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ განამტკიცა მშვიდობა და თვისებრივად აამაღლა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო წინსვლას დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. თვისებრივად გაიზარდა NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის ხარისხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა. პუტინმა აზოვსტალზე თავდასხმის გაუქმება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ახსნა. “ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ მით უმეტეს ამ შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შესვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა ამ სამრეწველო ობიექტების გასწვრივ“, – განაცხადა მან. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
სერგეი შოიგუ: რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა"
რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განუცხადა. „დღეისთვის მთელი მარიუპოლი რუსული ჯარისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება. „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან, საიმედოდ არის ბლოკირებული“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს