ძებნის რეზულტატი:

მოლდოვის ელჩი უკრაინაში: ომის პირველი დღეებიდან უკრაინის გვერდით ვართ საქმით და არა ლამაზი სიტყვებით

მოლდოვის ელჩი უკრაინის ვიცე-პრემიერის კრიტიკას გამოეხმაურა. „მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინის გვერდით ომის პირველი დღეებიდან დგას, კონკრეტული საქმეებით და არა ლამაზი სიტყვებით. შემიძლია ვთქვა, რომ ათობით ათასი ლტოლვილი ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენ ქვეყანაში. დეკლარაციები, რომლებიც ემოციებსა და დარღვეულ რეალობას ეფუძნება, კი არ დაეხმარება, არამედ პირიქით, მხოლოდ დაპირისპირებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, - წერს მოლდოვის ელჩი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Jurnal TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა ძალიან ცოტას აკეთებს უკრაინისთვის. მანამდე, კიევის გაღიზიანება მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ მოლდოვას არ აქვს საკმარისი აღჭურვილობა უკრაინის დასახმარებლად. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

IMF: უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება, რუსეთის - 8.5%-ით

IMF-ის შეფასებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის ფედერაციაზე უმძიმესი გავლენა ექნება და 2022 წლის ბოლოს რუსეთის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 8.5%-ით შემცირდება. ორგანიზაცია ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკის 35%-ით შემცირებას ვარაუდობს. სავალუტო ფონდს უკრაინის შესახებ მშპ-ის ვარდნის პროგნოზის გარდა, სხვა ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირება უჭირს, რის გამოც ცხრილში ეკონომიკური პარამეტრების უმეტესობაზე საკუთარ პროგნოზს არ წერს, მათ შორისაა მშპ ერთ მოსახლეზე, ინფლაცია და სხვა პარამეტრები. უმუშევრობა რუსეთში 9,3%-მდე გაიზრდება. 2021 წელს უმუშევრობის დონე 4,8%-ს შეადგენდა.  რუსეთის ეკონომიკა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსა და მესამე კვარტალში სტრუქტურული ტრანსფორმაციის აუცილებლობის წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების ზრდა გარკვეულ პროდუქტებზე და მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ 18 აპრილს, სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად, 17.5%-ით გაიზარდა და რუსი ხალხის შემოსავლებზე ინფლაციის გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობას გადასახადების ინდექსირებისკენ მოუწოდა. თუმცა, მისი მტკიცებით, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციების დაწესებით თავის გეგმას მაინც ვერ მიაღწია. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 18 აპრილს საკუთარ ბლოგში დაწერა, რომ  დედაქალაქის 200 000 მცხოვრები სამუშაოს დაკარგვის საფრთხის  წინაშეა, იმ ფონზე, როცა დასავლეთის კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ქვეყანა დატოვეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი

Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს

ინტერნეტთან წვდომის გლობალური სატელიტური სისტემა Starlink-ი უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. მინისტრმა უკვე დაავალა შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ სერტიფიცირების, გაზომვების და სიხშირეების მიწოდების აუცილებელი პროცედურები. „ახლა უკრაინის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია Starlink-ის თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება უკრაინელებისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დადებითი სიახლე: Starlink-მა დაიწყო მუშაობა უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე", - იტყობინება მინისტრი. ფედოროვის თქმით, დღეს Starlink-ი ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაკავშირებასა და სპეციალური ოპერაციების განხორციელებაში. ასევე, სადგურები მხარს უჭერს კრიტიკული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ობიექტების, ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებას და თესვის სეზონსაც კი. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.

კანადამ პუტინის შვილებსა და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთის ფედერაციის 14 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ეხებათ ბიზნესმენებსა და მათი ოჯახის წევრებს. სანქცირებულთა სიაში არიან ვლადიმერ პუტინის შვილები მარია ვორონცოვა და ეკატერინე ტიხონოვა. ასევე, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა. სანქცირებულთა სიაშია ბიზნესმენი მიხაილ გუცერიევი, მეწარმე ალექსანდრ პონომარენკო, ასევე Finstar Financial Group-ის პრეზიდენტი ოლეგ ბოიკო, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ტორშინი, საერთაშორისო კომპანია „არეტის“ მფლობელი გორ მარკოვი. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლ-შვილი, ასევე, Alfa Group-ის თანამფლობელები მიხაილ ფრიდმანი, პეტრ ავენი, გერმან ხანი, ვიოლონჩელისტი და ბიზნესმენი სერგეი როლდუგინი. „ჩამოთვლილი პირები წარმოადგენენ რუსული რეჟიმის მომხრეებს, რომლებიც არ აღიარებენ უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - აცხადებენ კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში. კანადა სანქცირებული პირების ქონებას დააყადაღებს და ამ ადამიანებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს  

იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური (NBC) დაცვის საშაულებებს, ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდებს გაუგზავნის, რათა დაეხმაროს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ 19 აპრილს გაავრცელა. „უკრაინელების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დასაცავად კვლავ გრძელდება. იაპონია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

აღიარებს თუ არა აშშ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს, რაც დამატებით სანქციებსა და შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უწყების პრესსპიკერ ნედ პრაისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყურადღებით ვაკვირდებით ფაქტებს. ვითვალისწინებთ კანონს. იქნება ეს უფლებამოსილება, იქნება ეს რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია კანონის შესაბამისად, ჩვენ მას გამოვიყენებთ, თუ ეს იქნება ეფექტიანი და შესაბამისი“, - განაცხადა ნედ პრაისმა. ამ სტატუსს სახელმწიფო დეპარტამენტი ანიჭებს ქვეყნებს, რომლებმაც „არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც ამჟამად აშშ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ასახელებს. ესენია ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კუბა და სირია. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  ამავე თემაზე Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ბაიდენს სთხოვა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს

დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გაზის მოპოვებას ზრდის

დანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და განახლებადი ენერგიის მიწოდებას გაზრდის.  ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა. „ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის მოპოვებას ჩრდილოეთის ზღვაში. დარწმუნებულები ვართ, რომ სჯობს მოვიპოვოთ გაზი ჩრდილოეთის ზღვაში, ვიდრე რესურსი ვლადიმერ პუტინისგან ვიყიდოთ“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, დანიას აქვს შესაძლებლობა რუსული გაზისგან დამოუკიდებელ ქვეყნად იქცეს, ჩრდილოეთის ზღვიდან გაზის ტრანზიტის გაზრდის შედეგად. „რადგან ჩვენ ვართ ევროპის გაზის ქსელის წევრი, ასევე საჭიროა, რომ სხვა ქვეყნებმაც მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა“, - აღნიშნა ფრედერიქსონმა. დანიის ხელისუფლებამ ასევე წარმოადგინა ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის [ქარი, მზე] წყაროების ზრდის გეგმა, რომლის მიზანიცაა ენერგოიმპორტის ჩანაცვლება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო Reuters: ბრიტანეთი ევროპას უფრო მეტ გაზს მიაწვდის

ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისიის სპიკერმა Europetime-ის შეკითხვას ექსკლუზიურად უპასუხა. ევროკომისიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მოლოდინები აქვს ევროკომისიას უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დააბრუნა შევსებული კითხვარი და როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკომისია მზადყოფნას ადასტურებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. მანამდე, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს უკრაინისგან ოთხი კვირის განმავლობაში ელის.  „ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მივიღეთ. ჩვენ ველით, რომ კითხვარის მეორე ნაწილზე ოთხი კვირის განმავლობაში (მაისის შუა რიცხვებამდე) მივიღებთ პასუხებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. პასუხები დაეხმარება კომისიას, მოამზადოს შეფასება უკრაინის განაცხადის შესახებ, წევრობის კრიტერიუმების გათვალისწინებით. კითხვარები გახლავთ შიდა დოკუმენტები, რომლებიც კომისიას მოსაზრებების მომზადებაში ეხმარება, ამიტომ, ეს დოკუმენტები არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. ევროკომისიის მიერ მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის საბჭოს ხელშია“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ოფისის თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს და რუსეთის ბაზარს ტოვებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. მედიის ცნობით, დილერებმა უკვე მიიღეს შეტყობინება ავტომანქანებისა და ნაწილების მიწოდების შეჩერების შესახებ. General Motors-მა რუსეთიდან წარმოება 2015 წელს გაიტანა, როცა აგრესორი ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიჭრა. ამის შემდეგ ამერიკული კონცერნი რუსეთის ბაზარს მხოლოდ ძვირადღირებული  Chevrolet-ისა და Cadillac-ის მოდელით ამარაგებდა. 11 მარტს ლუქსის მოდელების ექსპორტი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საფუძველზე შეჩერდა. ბოლო კვირებში GM სანქციების თაობაზე აშშ-ის რეგულატორის პასუხს ელოდა. პასუხის მიღების შემდეგ კი რუსეთის ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ მოსკოვის მერი: ადგილობრივი ბაზრიდან დასავლეთის კომპანიების გასვლის შემდეგ, საფრთხეშია 200 000 სამუშაო ადგილი

უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს

უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს, განაცხადა დეპუტატმა ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის წევრმა ფედირ ვენისლავსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ელოდება რუსეთის ხელმძღვანელობის რეაქციას მედვედჩუკის წინადადებაზე. შეგახსენებთ, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი და ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს.

რუსული ქვანახშირის ექსპორტი აპრილში 20%-ით შემცირდა

რუსული ქვანახშირის ექსპორტი აპრილში 20%-ით შემცირდა. წლის დასაწყისში კლება 9%-ი იყო, ამის შესახებ „მინენერგო“ იუწყება. რუსული მედია წერს, რომ ევროკავშირის სანქციების გავლენა ამ დარგზეც იგრძნობა. კუზბასის ქვანახშირის წარმოების სამინისტროს ცნობით, რეგიონში ქვანახშირის მოპოვება მარტში 9%-ით 19 მილიონ ტონამდე შემცირდა. 2022 წლის დასაწყისიდან იანვარ-მარტში კუზბასში მოპოვებულია 57 მილიონი ტონა ქვანახშირი. ასევე შემცირებულია ნედლეულის სარკინიგზო გადაზიდვები დასავლეთის მიმართულებით 23,9 მილიონი ტონიდან 3,1 მილიონ ტონამდე. ხოლო აღმოსავლეთის მიამრთულებით გაზრდილია 0,6 მილიონი ტონიდან 14,1 მილიონ ტონამდე. 15 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს

აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის. CNN-ის ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა აშშ უკრაინისთვის უფრო მეტი არტილერიის მიწოდებას, ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი უზრუნველყოფა. შეხვდრაში მონაწილეობდნენ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულჯა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს ვერნერ იოჰანისი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. „დღეს დილით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ მზად, ვართ გავაგრძელოთ ჩვენი დახმარება და დავაკისროთ მძიმე ეკონომიკური ფასი რუსეთს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის Twitter-პოსტში. დღესვე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.  ასევე წაიკითხეთ ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს

IMF: მშპ-ს მოცულობით საქართველო რეგიონში მეხუთეა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2%-ით გაიზრდება და მიმდინარე ფასებში $20.9 მილიარდს მიაღწევს. ამასთან, IMF-ის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ $603 გაიზრდება და $5,618 გაუტოლდება. 191 ქვეყანას შორის საქართველოს 2022 წლის მშპ ერთ მოსახლეზე რიგით 105-ე ადგილზეა პარაგვაისა და მოლდოვას შორის. რეგიონის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე ასე ნაწილდება: რუსეთი - $12,575, 69-ე ადგილი; თურქეთი - $8,081, 87-ე ადგილი; აზერბაიჯანი - $7,165, 91-ე ადგილი; საქართველო - $5,608, 105-ე ადგილი; სომხეთი - $4,741, 114-ე ადგილი; უკრაინა - IMF პროგნოზს ვერ აკეთებს.

ბორის ჯონსონი უცხოელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უცხოელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრის დეტალებზე წერს. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. „დღეს შუადღისას მე ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა უცხოელ ლიდერებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. მე მათ მოვახსენე ამ თვის დასაწყისში კიევში ჩემი ვიზიტის შესახებ და ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშაოთ უსაფრთხოების საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რათა უკრაინაზე აღარასოდეს განხორციელდეს ასეთი თავდასხმა“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.  ამავე თემაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა

ირაკლი შოთაძე სომხეთში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის გენერალურ პროკურატურაში სამშაბათს გაიმართა ორი ქვეყნის გენერალური პროკურორების შეხვედრა. სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გენერალურ პროკურატურებს შორის ნდობის მაღალი დონე საშუალებას იძლევა, გადაიჭრას გადაუდებელი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთსამართლებრივ დახმარებასთან და ექსტრადიციის პროცესებთან. მთიანი ყარაბაღის ომის ფონზე ქართული მხარის წვლილი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამახვილდა. თავის მხრივ, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხების ძმობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვაჭრობა და ორმხრივი ვიზიტები დინამიკურად იზრდება და საქართველო სომხეთს რეგიონში მნიშვნელოვან საყრდენად განიხილავს. შოთაძემ ასევე მიიწვია დავტიანი საქართველოში, სექტემბერში, დედაქალაქ თბილისში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. შეხვედრის შედეგად არტურ დატთიანმა და ირაკლი შოთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთისა და საქართველოს პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ.  

მოსკოვი და ერევანი ურთიერთობებს აღრმავებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „შეშფოთება გამოთქვეს რიგი ქვეყნების მიერ ცალმხრივი სანქციების დაწესების გამო“. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში, რომელიც მოსკოვში შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. ფაშინიანმა და პუტინმა საერთო ინტერესების ფარგლებში, საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა და რეგიონული თემები განიხილეს. „გაცვალეს მოსაზრებები პოლიტიკურ, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებზე, ასევე ორმხრივი ფართო დღის წესრიგის შესახებ. მხარეებმა გამოთქვეს განზრახვა ხელი შეუწყონ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთისა და სომხეთის პროვინციებსა და რეგიონებს შორის. მიაღწიეს შეთანხმებას ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარების წახალისების შესახებ. პუტინმა და ფაშინიანმა აღნიშნეს რეგულარული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა. ამ კუთხით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის აქტუალურობა და მნიშვნელობა, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაამყაროს ორმხრივად მომგებიანი პოლიტიკური კონტაქტები, გააღრმაოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესები ევრაზიის რეგიონში, უზრუნველყოს სამხრეთ კავკასიაში საკითხების მოგვარება და სტაბილურობის გაზრდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოსკოვსა და ერევანს შორის ბიოუსაფრთხოების საკითხებში მიღწეული შეთანხმებების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას (...). დადასტურდა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნება გამოყოფილი მესამე ქვეყნების მიერ გამოსაყენებლად ბიოუსაფრთხოებაში ერთმანეთის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებების განსახორციელებლად. მხარეები ინარჩუნებენ საერთო მიდგომებს საერთო წარსულის მიმართ და გამოთქვეს განზრახვა, განაგრძონ ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვისა და ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ. მხარეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ნეონაციზმთან, ასევე ეროვნების, ენის ან რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდა

ოლექსი არესტოვიჩი: ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს

ჩვენმა სამხედროებმა ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეიპყრეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა გავცვალოთ. იმდენი ტყვე გვყავს და მათ შორის არიან ისეთი პერსონაჟები, რომლებზეც თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ, ძალიან ღირებული“, – თქვა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: უკრაინა მზადაა, ვიქტორ მედვედჩუკი მარიუპოლის მცხოვრებლებსა და დამცველებში გაცვალოს

ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს: შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა

"რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში გამარჯვების საშუალება არ უნდა მიეცეს", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ განცხადა. ამასთან, კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა, უკრაინაში ომი შეაჩეროს. "შეაჩერეთ უკრაინის ქალაქების დაბომბვა. მიეცით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის რეჟიმის დაწესების საშუალება და გამოიყვანოთ თქვენი ჯარები. შეაჩერეთ ეს საშინელი ომი", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: მზარდი კრიტიკის ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ ემხრობა - Reuters

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ Twitter-ზე დაწერა. „ნიდერლანდი უკრაინას მიაწვდის უფრო მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას მძიმე შეიარაღებით დამატებით მომარაგების შესახებ“, - წერს მარკ რუტე. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: იაპონია უკრაინას რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის საშუალებებს მიაწვდის