ძებნის რეზულტატი:

სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში

„რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში“, - განაცხადა სენატორმა გარი პიტერსმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. „რუსეთის მთავრობის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობაში.  ტრანსატლანტიკური ალიანსი მტკიცედ და თანმიმდევრულად პასუხობს ვლადიმერ პუტინს და მხარს უჭერს უკრაინის სამხედროებსა და ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეხვედრას ევროპაში, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ

სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია

საქართველოში ჩამოსვლამდე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები გზავნილებით გამოდიან. დელეგაციის წევრები მოუთმენლად ელიან მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გაგრძელდეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა. „იმ ფონზე, როცა პუტინი აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმებს, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობით ისინი [ალიანსები] უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე,” – აღნიშნა სენატორმა კეისიმ. მისივე თქმით, „პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია. „მოუთმენლად ველი მთავარ მოკავშირეებთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავება და საერთო ღირებულებების დაცვა“. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა.  ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად

ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად

„ჩემთვის პატივია მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან დელეგაციაში, რათა კიდევ უფრო გამყარდეს და გაძლიერდეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა ამ არეულობის ფონზე”,-განაცხადა კონგრესვუმენმა ქეთლინ რაისმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში.  „საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მოუთმენლად ველი იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია გავერთიანდეთ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ამ უაზრო ძალადობის დასასრულებლად“. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია

კონგრესმენი დევიდ სისილინი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით, ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას განვამტკიცებთ

„პრეზიდენტ ბაიდენის წყალობით, შეერთებულმა შტატებმა დაიბრუნა ლიდერობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვიზიტის მეშვეობით განვამტკიცებთ ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში უკანონო, დაუსაბუთებელი შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით“, - განაცხადა კონგრესმენმა დევიდ სისილინმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტის წინ საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში.  მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრებს და იმის განხილვას, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესი მომავლის მშენებლობის გაგრძელება, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისიდან გამოსვლის ფონზე. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად

მედია: საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობზე ემბარგოს ემხრობა

საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს ემხრობა და შეეცდება ამაში სხვა ქვეყნებიც დაარწმუნოს. ამის შესახებ Reuters საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერზე დაყრდნობით წერს. ბრუნო ლე მერის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ ნაბიჯის მომხრეა. „იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირებში დავარწმუნებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი", - განუცხადა ლე მერმა რადიო Europe 1-ს. Reuters-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, მსხვილი გლობალური მოვაჭრეები გეგმავენ შეაჩერონ ნავთობისა და საწვავის შესყიდვები რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანიებისგან 15 მაისს, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დარღვევა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირს რუსული ნავთობის იმპორტზე შეზღუდვა არ დაუწესებია, რადგან ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, დიდწილადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ალტერნატივისთვის ინფრასტრუქტურა არ აქვს. ევროპაში ნავთობგადამამუშავებლებს, სულ უფრო ნაკლებად სურთ რუსული ნედლეულის გადამუშავება, რამაც უკვე დააზიანა რუსული ექსპორტი, თუმცა ინდოეთისა და თურქეთის მიერ განხორციელებული შესყიდვებით ამ დანაკლისის კომპენსირება ხდება. რუსული ნავთობის ყიდვას განაგრძობს ჩინეთიც. გადაზიდვების გეგმის მიხედვით,  Rosneft-ისა და Gazprom Neft-ის ბრუნვამ აპრილში 29 მილიონი ბარელი შეადგინა, თითქმის 1 მილიონი ბარელი 24 საათში, რაც  აპრილში რუსეთის დასავლეთის პორტებიდან Urals მარკის ნავთობის მთლიანი ექსპორტის 40% -ია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის ნავთობის მიწოდება მაისიდან შესაძლოა დღეში 3 მილიონი ბარელით შემცირდეს. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.  BBC წერს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაში მზარდი იმედგაცრუება ჩნდება ბერლინის მიმართ, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ ზოგიერთ სანქციას, მაგრამ ჯერჯერობით წინააღმდეგობას უწევს უფრო მკაცრი ქმედებების მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ Reuters: მსხვილი მოვაჭრეები 15 მაისიდან რუსული ნავთობის შესყიდვას შეაჩერებენ ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს DW: გერმანია აცხადებს, რომ პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. „უკრაინის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთივე გარანტიები, როგორიც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლშია გაწერილი. ამ ვარიანტის საწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის, განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ: ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთის ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად გაგრძელდება ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

საბერძნეთმა EU-ს სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით რუსული ტანკერის დაკავების შესახებ განკარგულება შავი ფულის გათეთრებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლმა უწყებამ გასცა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესდა. რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობით დატვირთული ტანკერი „პეგასი“ პელოლონესისკენ მიემართებოდა, რათა უამინდობის გამო ტვირთი სხვა გემზე გადაეტანა, რა დროსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ დააკავა. ტანკერის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ტანკერი ტვირთის გარეშეა დაკავებული. 17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის. ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ესტონეთმა, ბელგიამ და ბულგარეთმა რუსული გემებისთვის პორტები დახურეს  ლატვია რუსული გემებისთვის პორტების დაკეტვას აპირებს დმიტრო კულება: დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის, დახურეთ კრიპტოხვრელები, დააწესეთ ნავთობის ემბარგო

სტეფანი მერფი: განიხილება დამატებითი ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად

საქართველოში ჩამოსვლამდე, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები გზავნილებით გამოდიან, მათ შორის არის კონგრესვუმენი სტეფანი მერფი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის კვალდაკვალ ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კუნსულტაციებს კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. პუტინის უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, ამერიკის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან გავიაროთ კონსულტაციები, ვაჩვენოთ ერთიანობა და განვამტკიცოთ ურთიერთობები. ჩვენი დელეგაცია იმოგზაურებს საფრანგეთსა და იტალიაში – ამერიკის ორ უძლიერეს მოკავშირე ქვეყნებში, და საქართველოში – NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოში. მოუთმენლად ველი დამატებითი ნაბიჯების განხილვას, რომლებიც შეგვიძლია, გადავდგათ უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის მძიმე ფასის დასაკისრებლად. შეგახსენებთ, სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა. ამავე თემაზე სენატორ კრის კუნსის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა სენატორი კუნსი: აშშ წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, ამას მხოლოდ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად შევძლებთ სენატორი პიტერსი: რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობაში სენატორი ბობ ქეისი: პუტინს შეიძლება, ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია ქეთლინ რაისი: საერთაშორისო ალიანსები არის აშშ-ის უმთავრესი იარაღი გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონგრესმენი დევიდ სისილინი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ერთობლივ რეაგირებაზე მუშაობით, ჩვენი ალიანსების მნიშვნელობას განვამტკიცებთ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება“,-აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: წყნეთში პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა კაცი შებოჭა, რა დროსაც, იარაღი გაუვარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, წყნეთში, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელმა, სავარაუდო დანაშაულში მხილებული ახალგაზრდა კაცი შებოჭა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ, წყნეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი. საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენს მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში

საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში, ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზეც და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში საქართველოსა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლზე. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ისტორიულ ხალხთაშორის კავშირებზე. ჩვენ მადლიერები ვართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩემს კოლეგას ასევე დავუდასტურე საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქალბატონ გაფაროვას ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან წელს სრულდება 30-ე წლისთავი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან. თანამშრომლობის 30 წელი მრავალი შედეგის მომტანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაღრმავოთ. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება და მეტი ვიზიტისა და შეხვედრის გამართვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. შეხვედრაზე, ასევე, მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, რეგიონული კონფლიქტები. საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს, დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად ეწვია

საქსტატი: რუსეთში ღვინის ექსპორტი 44%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტში საქართველოდან სულ $12.6მლნ-ს 4.1 მლნ ლიტრი ღვინო ექსპორტირდა. ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ რუსეთია, თუმცა ღვინის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43.7%-ითაა შემცირებული. ტოპ ქვეყნებიქართული ღვინის იმპორტით (რაოდენობა და ბაზრის წილი): რუსეთი - $5.4მლნ - 1.9 მლნ ლიტრი (42.7%); პოლონეთი - $1.6მლნ - 593 ათასი ლიტრი (12.6%); ჩინეთი - $1.5მლნ - 456 ათასი ლიტრი (12%); ლატვია - $555ათასის -169 ათასი ლიტრი(4.4%); ყაზახეთი - $502ათასი- 158 ათასი ლიტრი(4%).

მატეუშ მორავეცკი: პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს

"პოლონეთის ჯანდაცვის სამსახურს, სულ მცირე, 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობის შესაძლებლობა აქვს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთით, ქალაქ ლვოვში დროებით გადაადგილებული პირებისთვის ,,კონტეინერების ქალაქი“ შეიქმნა და მასში თავის შეფარება 300-დან 500-მდე ქალსა და ბავშვს შეუძლია. „ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ, სულ მცირე, 10 000 ჯარისკაცი, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინიდან ყველა დაშავებული ჯარისკაცი მივიღოთ და ვუმკურნალოთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება.  ასევე წაიკითხეთ ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს

საქსტატი: ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორია

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ძირითადად სპილენძის მადნები გადის, მეორე ადგილს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი იკავებს. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი: 1. ჩინეთი - $220 მილიონი, მატება წინა წელთან 18,8% ; 2. აზერბაიჯანი - $125 მილიონი, მატება წინა წელთან 10.7%; 3 რუსეთი - $110 მილიონი, მატება წინა წელთან 9,4%; 4. თურქეთი - $99 მილიონი, მატება წინა წელთან 8,5%; 5. ბულგარეთი - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 8,1%; 6. აშშ - $83 მილიონი, მატება წინა წელთან 7,1%; 7. სომხეთი - $75 მილიონი, მატება წინა წელთან 6,4%; 8. უკრაინა - $49 მილიონი, მატება წინა წელთან 4,2%; 9. უზბეკეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2,1% ; 10. ყაზახეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2% 11. დანარჩენი ქვეყნები – სულ - $267 მილიონი, მატება წინა წელთან 22,8%.

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სხდომა ბაქოში, სწორედ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაიმართა. პრემიერის შეფასებით, სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საკვანძო ფაქტორია, რაც თავის მხრივ რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის. განსაკუთრებულად აღინიშნა სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP). შეხვედრისას ითქვა, რომ აუცილებელია არსებული პროექტების შემდგომი განვითარება, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მეთაურის თქმით, წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიას“. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან ესწრებოდნენ : აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, პარლამენტის წევრები ფაზაილ აგამალი და საბირ რუსტამხანლი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ელმარ ჰუსეინოვი და მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში

საქართველოდან ექსპორტში სპილენძის მადნები და კონცენტრატები ლიდერობს

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. როგორც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 71%-ით, 271 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე მკვეთრად - 91%-ით არის გაზრდილი ფეროშენადნობების ექსპორტი და ის $160 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი: 1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $271 მილიონი, მატება წინა წელთან 71% 2. ფეროშენადნობები - $160 მილიონი, მატება წინა წელთან 91% 3. მსუბუქი ავტომობილები - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 10% 4. აზოტოვანი სასუქები - $77 მილიონი, მატება წინა წელთან 167% 5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $46 მილიონი, მატება წინა წელთან 12% 6. მინერალური და მტკნარი წყლები - $33 მილიონი, მატება წინა წელთან 11% 7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $28 მილიონი, მატება წინა წელთან 49% 8. სპირტიანი სასმელები - $23 მილიონი, კლება წინა წელთან -23% 9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $22 მილიონი, მატება წინა წელთან 75% 10. ოქრო - $21.4 მილიონი, მატება წინა წელთან 26%. სხვა დანარჩენი საქონელი - $396 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%.

20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს

20 აპრილს, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს​ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.  

ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს აშშ-ის მიერ გაგზავნილი „ჰაუბიცების“ გამოყენებაში გადაამზადებენ

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინულ ჯარს მოამზადებს, თუ როგორ გამოიყენონ უკრაინაში გაგზავნილი ჰაუბიცების საარტილერიო სისტემები, განაცხადა ორშაბათს აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა. "ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ტრენინგის დაწყებას მომდევნო რამდენიმე დღეში", - განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს. წვრთნებს სავარაუდოდ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე, პოლონეთსა და რუმინეთში განლაგებული ამერიკული ჯარები ჩაატარებენ.  ამასთან, შესაძლოა, იყოს დამატებითი სასწავლო სესიები სხვა იარაღთან დაკავშირებითაც, რომელიც შედის სამხედრო დახმარების უახლეს პაკეტში. შეერთებულმა შტატებმა რიგი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ თვის დასაწყისში უკვე გაწვრთნა რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. ინფორმაციისთვის, ჰაუბიცა არის საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცები შედიან საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მათი კალიბრი 100 მილიმეტრი და მეტია, შედარებით მოკლე ლულა, ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში, სროლის მანძილი 17 კმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ რეგიონში შექმნილი ვითარება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას მოიწვია, რაზეც საჰიბა გაფაროვამ მზაობა გამოთქვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისათვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე. წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური, თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის, საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება.  

ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟას ოფიციალურად აღარ აღიარებს

დიდი ბრიტანეთი მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX), როგორც ქვეყნის მიერ ოფიციალურად აღიარებული სავაჭრო ბირჟის სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი. აღიარებული საფონდო ბირჟის სტატუსი არის მარეგულირებლის მიერ მინიჭებული კლასიფიკაცია კვალიფიციური საფონდო ბირჟების დაბეგვრის გასაადვილებლად. ფინანსთა მინისტრმა ლუსი ფრეზერმა აღნიშნა, რომ „მოსკოვის საფონდო ბირჟის აღიარების ოფიციალურად გაუქმება არის მკაფიო სიგნალი, რომ რუსეთში ახალი ინვესტიცია არ შემოვა. ბრიტანული მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ასეთი ზომები გამოწვეულია, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის შეზღუდვებით, რომელიც ბროკერებს უკრძალავს აქტივების გაყიდვას არარეზიდენტების სახელით. ეს ნიშნავს, რომ ბირჟა აღარ მუშაობს კომერციული სტანდარტების მიხედვით. სამშაბათს მარეგულირებელმა დაიწყო ორკვირიანი კონსულტაცია, მათ შორის სტატუსის გაუქმების ბრძანების პროექტის განხილვა. ამასთან, დოკუმენტი ისეა შემუშავებული, რომ ბრიტანელმა ინვესტორებმა არ იგრძნონ ცვლილება მოსკოვის ბირჟაზე არსებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა „სამართლიანია და იცავს ბრიტანელი გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს“.