ძებნის რეზულტატი:

ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ

საქართველოში ვიზიტისას, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე კიბერუსაფრთხოების, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებასაც განიხილავს. 20 აპრილს, პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოსმენამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინაზე შეტევის ნაწილია, ამიტომ, ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის საქართველოსთვისაც, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება. „ჩვენ გვინდა, საქართველოსთან ერთად ვიმუშაოთ და ჩვენ გვაქვს იდეები, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. რაც შეეხება ჰიბრიდულ თავდასხმებს, ეს არის კოორდინირებული შეტევები დეზინფორმაციით, ენერგეტიკული კუთხით და სხვა. ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს იდეები, რომლებსაც უფრო დეტალურად სპეციალისტებთან ერთად განვიხილავ. როდესაც საქმე ეხება ენერგოუსაფრთხოებას, ევროპის ენერგომომარაგებას, საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, იმ ფონზე, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთიდან ენერგიის მიღებას აჩერებენ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც აქ განვიხილავთ, კერძოდ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს უკეთ დაიცვას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა კიბერთავდასხმებისგან, ფიზიკური თავდასხმებისგან და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ თანამშრომლობას ვაპირებთ წელს, მადრიდის სამიტისთვის, სადაც ველი, რომ NATO-ს მთავრობები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, NATO-ს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთვის. ამასთან, გვექნება კონკრეტული იდეები, რათა მეტი გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ომმა უკრაინაში, ფუნდამენტურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების რუკა გრძელვადიან პერსპექტივაში. პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ რთულ გარემოში საჭიროა უფრო მეტის გაკეთება NATO-ს პარტნიორებისთვის. ამავე თემაზე ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა

რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების მიმართულებით, ჯეიმს აპატურაის მასპინძლობს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლელა ჩიქოვანმა და დავით სუჯაშვილმა ისაუბრეს თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. ხაზგასმით აღინიშნა კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების ინიციატივაში NATO-ს და წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი როლი. გამოიკვეთა განგრძობითი და მზარდი თანამშრომლობის აუცილებლობა, როგორც NATO-ს, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და NATO-სთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა საქართველოსთვის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდაჭერის გაძლიერების მიმართულებით, მათ შორის ჰიბრიდული და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ამავე თემაზე ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ  

Bloomberg: იტალია მზადაა, რუსულ გაზში რუბლის გადახდაზე უარი თქვას

იტალია უარს იტყვის გაზის საფასურის კრემლის ახალი პირობებით რუბლში გადახდაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით. „EU-ს წინასწარი შეფასებით, კრემლის პირობები ბლოკის სანქციების პირდაპირი დარღვევაა. იტალიის ხელისუფლება ელოდება, ვიდრე ბრიუსელი დაასრულებს იურიდიულ ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს“, - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ. იტალიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მიესალმებიან ევროკომისიის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებით. შეგახსენებთ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას უფრო მალე დააღწევს თავს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ცნობისათვის, უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს. იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს. 11 აპრილს, იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. როგორც ცნობილია, გაზის ექსპორტზე შეთანხმების შესახებ განცხადება 11 აპრილს, უშუალოდ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ პრესკონფერენციაზე, ალჟირში ვიზიტისას გააკეთა. „ჩვენმა მთავრობებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. ამას ემატება Sonatrach-სა და Eni-ს შორის დადებული ხელშეკრულება იტალიაში გაზის მიწოდების გაზრდაზე. იტალია მზადაა, ითანამშრომლოს ალჟირთან განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე წყალბადის განვითარებაზე“, - განაცხადა დრაგიმ. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განაცხადა, რომ მაქსიმალურად სწრაფად შეეცდება, რუსულ გაზზე ქვეყნის დამოკიდებულება შეამციროს. „ასე ვუპასუხეთ მოსკოვს გაზზე, ამას მოჰყვება სხვა პასუხებიც“, - აღნიშნა დრაგიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ იტალია რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს ემხრობა იტალიური Eni ეგვიპტეში თხევადი გაზის მოპოვებას გაზრდის იტალიამ ალჟირთან გაზის ექსპორტზე ხელშეკრულება გააფორმა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

ლე იუჩენგი: ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $140 მილიარდამდეა გაზრდილი

ჩინეთი „გააძლიერებს სტრატეგიულ კოორდინაციას“ რუსეთთან, რაც არ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ  ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა, ლე იუჩენგმა პეკინში რუსეთის ელჩთან ანდრეი ივანოვიჩ - დენისოვთან შეხვედრის დროს განაცხადა. „როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისთვის, დაიცავს ორი ქვეყნის საერთო ინტერესებს და ხელს შეუწყობს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მშენებლობას”, - ნათქვამია ლე იუჩენგის განცხადებაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა წლის პირველ კვარტალში და მიაღწია დაახლოებით $38,2 მილიარდს. ბოლო წლებში ჩინეთმა გააძლიერა რუსეთთან ალიანსი და ორი ქვეყანა ერთმანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა გაიზარდა 2004 წელს $10,7 მილიარდიდან 2021 წლისთვის $140 მილიარდამდე, იტყობინება Carnegie Moscow Center-ი. მას შემდეგ, რაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა დაგმეს რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო და დაადანაშაულეს ქვეყანა ომის დანაშაულების ჩადენაში, ჩინეთი ცდილობდა უფრო ნეიტრალური პოზიციის დაკავებას. 4 აპრილს Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ  ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს

გაერო: 24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა

"24 თებერვლიდან მოყოლებული, უკრაინა 5 012 708 ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 12,1 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინელების უმეტესობა პოლონეთში გადავიდა, ნაწილი კი უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვაში, რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა 90 პროცენტი ქალები და ბავშვები არიან. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ვან ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საგარეო უწყების ცნობით, ვან იმ ქართველ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამავე ინფორმაციით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დადებით დინამიკას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობას გლობალური პანდემიის დროს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ილია დარჩიაშვილთან საუბრისას, ვან იმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველი კოლეგა ვიზიტის განსახორციელებლად პეკინში მიიწვია.

ჩინეთის ახალ სარკინიგზო მარშრუტში საქართველო მოხვდა

ჩინეთმა რუსეთის გვერდის ავლით, გერმანიის მიმართულებით სამხრეთ კავკასიაზე ახალი სარკინიგზო მარშრუტი აამუშავა. ახალ მარშრუტში საქართველოცაა.  რუსული მედიის ცნობით,  მატარებელი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის ტერიტორიებს გაივლის და ჯამში 11.3 ათასი კილომეტრის დაფარვის შემდეგ, საბოლოო დანიშნულების პუნქტი გერმანული ქალაქი მანჰაიმი იქნება. 13 აპრილს ჩინეთის ქალაქ სიანიდან 42 კონტეინერით დატვირთული პირველი მატარებელი უკვე დაიძრა. მატარებელი სპორტული ნაწარმითაა დატვირთული. მედიის ცნობით, ქალაქ სიანის საერთაშორისო ლოგისტიკის კომპანია „ჟუიანში“ აცხადებენ, ამიერიდან ჩინურ კომპანიებს საშუალება ექნებათ გადაზიდვების ეფექტიანობა გაზარდონ, ხოლო ხარჯი შეამცირონ. ქალაქ სიანის საბაჟო სამმართველო აცხადებს, რომ ახალი მარშრუტი მე-16-ეა სატვირთო მატარებლებისთვის, რომლებსაც ჩინეთის ქალაქიდან ევროპის მიმართულებით, ტვირთი გადააქვს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 31 მარტს საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. „დოკუმენტში ასევე აღინიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი ტრანსპორტის ხელშეწყობისათვის ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი როლი და ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესებისთვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების მნიშვნელობაზე, რაც სარკინიგზო ხაზის გაძლიერებას ემსახურება. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია აღნიშნული მარშრუტით სატრანსპორტო ოპერაციების ხარისხის ზრდისთვის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელოვანი საჭიროება“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

ბულგარეთის პრეზიდენტმა და დმიტრო კულებამ შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის აღდგენის გზებზე იმსჯელეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის საკითხი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „ჩვენ ასევე შევთანხმდით სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა შენარჩუნდეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება", - თქვა კულებამ. ოთხშაბათს Twitter-ზე. დიმიტრო კულება ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფება. 19 აპრილს, დმიტრო კულება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს კირილ პეტკოვს შეხვდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბულგარელ კოლეგა თეოდორა გენჩოვსკასთანაც გამართა მოლაპარაკებები. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის, ონლაინ ფორმატში, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ვადიმ მელნიკმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაფორმებული მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის კოლეგა უწყებას შორის მემორანდუმი გაფორმდა. „მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენ უწყებებს არ შეუწყვეტიათ კომუნიკაცია და მოვახერხეთ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ურთიერთობების ფორმალიზება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება და შედეგიანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამძიმარი გამოუცხადა თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახს, გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ. უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ვადიმ მელნიკმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მემორანდუმის გაფორმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების მოსაზიდად.

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნედლეულზე უარს ამბობს

იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს და მომწოდებლის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ  Reuters კომპანიის ხელმძღვანელ ცუტომუ სუგიმორიზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ მივიღებთ რუსული ნავთობის ალტერნატივას სავაჭრო პარტნიორებისგან, მათ შორის საუდის არაბეთისგან, აბუ-დაბისგან, ქუვეიტისგან. ჩვენ ვცდილობთ მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას, რათა ნაკლებად ვიყოთ მომავალში ახლო აღმოსავლეთზე დამოკიდებული“, - აცხადებს სუგიმორი. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა იაპონიაში Eneos-მა და Idemitsu-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე მიმდინარე კონტრაქტების დასრულების შემდეგ უარი თქვეს. 8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს. 21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.  25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.  ასევე წაიკითხეთ იაპონია: კურილიის კუნძულები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც საერთაშორისო სამართლის ისეთივე უხეში დარღვევაა, როგორც მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ  იაპონიამ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ასევე 49 კომპანიის, ორგანიზაციისა და ბანკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

რუს ჩოგბურთელებს წელს უიმბლდონზე არ დაუშვებენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსი მოთამაშეები წელს უიმბლდონზე არ დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული ახალი ამბების სააგენტო Sportico-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. აკრძალვა სავარაუდოდ, ასევე შეეხებათ სპორტსმენებს ბელორუსიდანაც. ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ორგანიზატორები (AELTC) მაისის შუა რიცხვებში გამოაცხადებენ. ამ ეტაპზე კი, კომენტარისგან თავს იკავებენ. ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა ნაიჯელ ჰადლსტონმა გასულ თვეს განაცხადა, რომ მას არ მოეწონება, თუ „რუსი სპორტსმენი უიმბლდონის მოგებით რუსეთის დროშას ლონდონში ააფრიალებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. "შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი კიევში ჩავიდა  

NATO და საქართველო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ურთიერთობებს აძლიერებენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები საქართველოში ვიზიტით მყოფ, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს NATO-ს გაფართოების გადაწყვეტილების გადაუდებელ საჭიროებაზე და მასში საქართველოს ინტეგრაციაზე. „შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებას, განსაკურებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დღესვე, თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინა. ამავე თემაზე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ

მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს, რომ მოსკოვიდან შეთანხმების წინადადებები მიიღეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მედიასთან დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მოსკოვის წინადადებები მიიღო და ეცნობა. „უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში გადასცა ოპონენტ მხარეს თავისი წინადადებები გადაწყვეტის ფორმულასთან დაკავშირებით. მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, შემდგომში ჩვენს ქვეყანაზე თავდაუსხმელობის უზრუნველსაყოფად. რუსეთის მხარემ შეისწავლა, წინადადებები შემოგვთავაზა და გამოხატა თავისი შემხვედრი პოზიცია. შემდგომში ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკურ-იურიდიული ხასიათისა“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ პოდოლიაკმა.  დღესვე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ, მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში, მოსკოვმა უკრაინას გადასცა დოკუმენტის პროექტი „მკაფიო ფორმულირებებით“ და „პასუხს ელის“. 12 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "ჩიხურ სიტუაციაში" დაბრუნდა 7 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცახდა, რომ კიევი სტამბოლში შემოთავაზებულ შეთანხმების პროექტს შორდება. 29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა. უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ლიზ ტრასი: რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით ან შეცდომების გამეორებით არ უნდა დასრულდეს ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე: ჩვენ არავისი გვჯერა, არცერთი ლამაზი სიტყვის

Bloomberg: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოიტანს

ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის გამოტანას გეგმავს, რომელიც აგრესორის თავდაცვის კომპლექსისა და ოლიგარქების წინააღმდეგ იქნება მიმართული. Bloomberg-ის წყაროს ცნობით, სანქციები რუსი სამხედროებისა და თავდაცვის კომპანიების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ასევე რუსი ოლიგარქებისა და მათთან დაახლოებულ პირებთან მიმართებით. გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კომენტარისგან თავს იკავებს, რადგან ხელისუფლება მომავალ სანქციებს მედიასთან არ განიხილავს. ასევე განიხილება რიგ რუსულ საქონელზე გადასახადების გაზრდის შესაძლებლობა და უახლოეს კვირებში შესაძლებელია კრემლის პროპაგანდისტების წინააღმდეგ სანქციების გაფართოება. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობა კოორდინაციას უწევს G7-ის სხვა ქვეყნებსა და ევროკავშირს. ევროკავშირმა ასევე უნდა გამოაცხადოს სანქციების მეექვსე რაუნდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ. აპრილის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ქალიშვილებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ცოლ-შვილის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო და კოორდინირებულ სანქციების პაკეტს წარადგენს. დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს სანქციები დაუწესა. ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და იგორ შუვალოვი გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიას 3 მარტს დაემატნენ. 24 მარტს ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში „ლუკოლის“ მთავარი აქციონერი და პუტინის შვილის ნათლია მედვედჩუკი მოხვდა

ვლადიმერ პუტინი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე: ორჯერ დაფიქრებას აიძულებს მათ, ვინც გაცხარებული, აგრესიული რიტორიკით ცდილობს, დაგვემუქროს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა პირველად გამოსცადა. რაკეტა არხანგელსკის რაიონში არსებული ბაზიდან კამჩატკაზე მდებარე პოლიგონის მიმართულებით ისროლეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების ცნობით, სარმატის“ ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. რაკეტის გამოცდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. „ამ რაკეტის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და კიდევ დიდ ხანს არ იქნება. ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს გაამყარებს. საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენი ქვეყნისთვის დამუქრებას", – თქვა პუტინმა.  ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

Freedom House: რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი 3.18-დან 3.07-მდე დაეცა. ანგარიში აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. შეფასების კრიტერიუმები შემდეგია: ეროვნულ დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფცია. ქვეყნების შეფასების შკალა 1-დან 7-მდეა, 1 ყველაზე დაბალია და 7 კი დემოკრატიული პროგრესის უმაღლესი დონეა. ქვეყანა 2020 წლის მსგავსად წელსაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაშია.  Freedom House-ის შეფასებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში წარმოადგენს როგორც საშინელ საფრთხეს, ასევე გადაუდებელ შესაძლებლობას დემოკრატიებისთვის გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებში. თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. რეკომენდაციების ნაწილში ასევე აღნოშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირეთ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს. მხარი დაუჭირეთ დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარეთ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინეთ ევროკავშირში ინტეგრაციისას დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.  გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ შეტანილი წევრობის განაცხადების განხილვა. 2020 წლის ანგარიში ამ ბმულზე ნახეთ

შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტისას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შთაბეჭდილებებს მიშელი Twitter-ის მომხმარებლებს უზიარებს. ,,შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში. სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ", - წერს შარლ მიშელი.     უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. „შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმის ფასი, რაც გააკეთა ბოროდიანკაში და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში. დღეს დილით, ბოროდიანკაში წავედი, რათა საკუთარი თვალით მენახა, რა ვითარებაა ადგილზე. შევხვდი ხალხს. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ის უნდა დაისაჯოს და ის დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ იმის ფასი, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ სხვა ქალაქსა და სხვა ადგილებში", - განაცხადა მიშელმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. „შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ  

ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. „ვამბობ პირდაპირ და არაორაზროვნად: დიახ, გერმანია სრულად შეწყვეტს რუსული ენერგომატარებლების იმპორტს“, - განაცხადა ბერბოკმა. „ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - აღნიშნა მან. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე. 13 აპრილს გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. 12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს