ძებნის რეზულტატი:
დეტექტივის მიმართ პატიმრობის შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
დეტექტივის მიმართ პატიმრობის შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. „2022 წლის 21 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ ე.წ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ე.წ.-ს ბრალად ედება იარაღის გამოყენებით მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული, როგორც საქართველოს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს, მე-4 სამმართველოს უფროსი დეტექტივი, 2022 წლის 18 აპრილს, მეწყვილესთან ერთად ახორციელებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას დაბა წყნეთში. დანაშაულის შესახებ, მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ბრალდებული მივიდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესაძლო ფაქტის ადგილას და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობის არარსებობის მიუხედავად, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივ - საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შეეცადა ზ.გ.-ს დაკავებას. ზ.გ. არ დაემორჩილა ბრალდებულის მოთხოვნას და მისი შებოჭვის გზით დაკავებისას, მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა ზ.გ.-ს მიმართულებით, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხეები და თითოეული ამ საფრთხის ინტენსივობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 2022 წლის 9 ივნისს გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ
ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ, – უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ფაქტობრივად, ჩვენ არ გვყავს სამხედრო თვითმფრინავები, ჯერ არც ერთი თვითმფრინავი არ მოუწოდებიათ. ჯერჯერობით გვაქვს ის, რაც გვაქვს. გვაქვს თარიღები, გვაქვს გარანტიები, მაგრამ ჩვენ ჯერ გვინდა, მივიღოთ, შემდეგ კი მადლობელი ვიქნებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინული მედია: სერგეი შოიგუმ „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა, – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული მედია ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დღეს კრემლში გაკეთებული განცხადებების შესახებ. "რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს „მარიუპოლის გათავისუფლების შესახებ“ აცნობა, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ქალაქში კვლავ რჩება 2 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი", - აღნიშნავს უკრაინული მედია. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: სერგეი შოიგუ: რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა"
21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი იქნება
21-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21-22 აპრილს დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსი იქნება, ხოლო 23-24 აპრილს +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 25 აპრილს საქართველოს ცალკეულ რეგიონში სითბოს ფონზე ისევ გაწვიმდება. თბილისში 21-22 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 23-25 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში
"ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის განხილვა ადასტურებს, რომ საქართველო მუდმივად დგას საერთაშორისო დღის წესრიგში", - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ანგარიშში ასახულია 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. „ანგარიშში აღნიშნულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, როგორიც არის სიცოცხლის ხელყოფა, თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ასევე თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე, ახალგორის მიმართულებით ე.წ. „გადასასვლელი პუნქტის“ დახურვით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას უკანონო დაკავებაზე, ასევე ხანგრძლივი უკანონო პატიმრობის შედეგად გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გარდაცვალების ფაქტზე. ამასთან, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა პროგრესის მიღწევა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა, ასევე, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის საჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელება, ისევე როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისკენ მიმართულ ძალისხმევა და პანდემიის დროს აღმოჩენილი დახმარება. ამასთან, აღნიშნულია ევროპის საბჭოს როლი და ჩართულობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებს არ ეძლევათ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობის შესაძლებლობა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ასახავს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მუდმივად დგას საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვერაზე: საქართველო უკრაინის გვერდით დგას და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია
უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი ,საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი, მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო უკრაინას აქტიურად უდგას გვერდით და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ესპანეთისა და დანიის პრემიერები კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. როგორც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ხარკოვის მერი: უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა
უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერზე იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით დასავლური მედია აქვეყნებს. „ძლიერი აფეთქებები - რუსეთის ფედერაცია გააფთრებით ბომბავს ქალაქს. დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი რჩება ქალაქში, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 30%, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები, ევაკუირებულები არიან“, - აღნიშნა ტერეხოვმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
კიევში მაკრონის ჩასვლის საკითხზე ფრანგული მხარე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს
საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონი მზადაა კიევში წასასვლელად. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაბრიელ ატალმა განაცხადა. ამ თემაზე საფრანგეთის მხრიდან უკვე მეორე კომენტარი გაკეთდა. ატალმა ტელეარხ France Info-სთან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუწყობს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ამასთან, თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა მაკრონი კიევში მისი პირველი სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს პრეზიდენტად ხელახალი არჩევის შემთხვევაში. შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაკრონი უკრაინაში გენოციდის მტკიცებულებების სანახავად მიიწვია. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პრეზიდენტმა გენოციდზე ბაიდენის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ტერმინ გენოციდთან ფრთხილად იქნებოდა, რადგან რუსები და უკრაინელები ძმები არიან“. ამ საკითხთან დაკავშირებით, CNN-თან ზელენსკიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სურს, რომ რუსეთთან დიალოგი უზრუნველყოს. უბრალოდ ვუთხარი, მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, ეს სხვა არაფერია, თუ არა გენოციდი. მე მას ვუთხარი, ჩამოვიდეს, როცა ამის შესაძლებლობა ექნება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაიგებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ზელენსკის მიერ ემანუელ მაკრონის უკრაინაში მიწვევას გამოეხმაურა
ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ტრადიციულად მხარს უჭერს. კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? NDI-ის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის 82%-ისთვის მისაღებია, 9%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 8%-მა. ამასთან, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს. მისაღებია თუ არა ეს გადაწყვეტილება - 83% ამბობს, რომ მისაღებია. 5% - მიუღებელია, 11%-მა არ იცის. ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი). კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 71%-ისთვის მისაღებია, ხოლო 15%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 13%-მა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია. NDI-ის მიერ იანვარში ჩატარებული კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, NATO-ში გაწევრიანებას კი 77% უჭერდა მხარს. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
Forbes: რუსი მილიარდერების რიცხვი 123-დან 88-მდე შემცირდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულის სანქციების ფონზე რუსი მილიარდერების ქონება 42%-ით შემცირდა და $353 მილიარდი შეადგინა. უმდიდრესი ბიზნესმენების რიცხვი კი 123-დან 88-მდე შემცირდა. Forbes-ის რუსულმა რედაქციამ 2022 წლის უმდიდრესი რუსი ბიზნესმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. Forbes-ის ბრენდის არსებობის 18-წლიანი ისტორაში პირველად, 2022 წლის მაისის ნომერში ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი მრგვალი რიცხვით არ იქნება წარმოდგენილი. 2004-2010 წლებში Forbes რუსი მილიარდერების „ოქროს ასეულს“ აქვეყნებდა, ხოლო 2011-2021 წლებში კი რეიტინგში 200 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენი შევიდა. „წელს გადავწყვიტეთ მაისში ჩვენი მთავარი რეიტინგი არ გამოვაქვეყნოთ და 88 რუსი მილიარდერით შემოვიფარგლოთ, რომელიც აპრილის დასაწყისში ამერიკული Forbes-ის გლობალურ სიაში მოხვდა“, - აცხადებენ რედაქციაში. შეცვლილია ლიდერი მილიარდერების ჩამონათვალიც. მაგალითად, „სევერსტალის“ მფლობელი ალექსეი მორდაშოვი ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაშია და შესაბამისად რუს მილიარდერთა რეიტინგში პოზიციების დათმო. მან რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა $13,2 მილიარდის ქონებით. ახლა Forbes რუსული სიაში ვლადიმერ ლისინი ლიდერობს და მისი ქონება $18,4 მილიარდად არის შეფასებული. რეიტინგში მეორეა „ნორნიკელის“ მფლობელი ვლადიმირ პოტატინი, რომლის ქონებაც $17,3 მილიარდია. მესამეა Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი $15,1 მილიარდის კაპიტალით. მეოთხეა „ნოვატეკის“ თანამფლობელი ლეონიდ მიხელსონი, რომლის ქონებაც $14 მილიარდად არის შეფასებული. რუსი მილიარდერების TOP-10 1. ვლადიმერ ლისინი - ფოლადის მწარმოებელი საერთაშორისო ჯგუფი NLMK-ს ერთ-ერთი მფლობელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 87 ქონება: $18.4 მლრდ დოლარი ცვლილება: -$7.8 მლრდ; 2. ვლადიმერ პოტანინი -„ინტერროსისა“ და „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 97 ქონება: $17.3 მლრდ; ცვლილება: -$9.7 მლრდ; 3. პაველ დუროვი - Telegram-ის დამფუძნებელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 123 ქონება: $15.1 მლრდ დოლარი; ცვლილება: -$2.1 მლრდ 4. ლეონიდ მიხელსონი - რუსული გაზის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Novatec-ის მმართველობის ხელმძღვანელი; ადგილი გლობალურ რეიტინგში: 130 ქონება: $14 მლრდ; ცვლილება -$10.9 მლრდ 5. ალექსეი მორდაშოვი და ოჯახი - ფოლადის მწარმოებელი კომპანია „სევერსტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; ადგილიო საერთაშორისო რეიტინგში: 138 ქონება: $13.2 მლრდ; ცვლილება: -$15.9 მლრდ 6. მიხეილ ფრიდმანი - საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ LetterOne-ის დირექტორთა საბჭოს ყოფილი წევრი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 161 ქონება: $11.8 მლრდ ცვლილება: -$3.7 მლრდ 7. ალიშერ უსმანოვი - მეტალურგიული, სამთო მოპოვებითი, ტელესაკომუნიკაციო და ტექნოლოგიური ბიზნესების აქტივების მმართველი ჰოლდინგის USM-ის დამფუძნებელი; ადგილი გლობალურ რეიტინგში: 167 ქონება: $11.5 მლრდ ცვლილება: -$6.9 მლრდ 8. გენადი ტიმჩენკო - კერძო ინვესტორი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 173; ქონება: $11.3 მლრდ ცვლილება: -$10.7 მლრდ 9. ანდრეი მელნიჩენკო - Eurochem Group-ის დამფუძნებელი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 177 ქონება: $11.1 მლრდ ცვლილება: -$6.8 მლრდ 10. ვაგიტ ალეგპეროვი - ნავთობკომპანია „ლუკოილის“ პრეზიდენტი; ადგილი საერთაშორისო რეიტინგში: 188 ქონება: $10.5 მლრდ ცვლილება: -$14.4 მლრდ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშაბა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ ჯეიკ სალივანი: მივიღებთ ინფორმაციას იმ სუბიექტების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში აშშ-მ სანქციების არიდებაში დახმარებისთვის კრიპტო-მაინინგის რუსულ კომპანია Bitriver-სა და მის 10 აფილიატს სანქციები დაუწესა
გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI
თქვენი აზრით, ვისი ბრალია უკრაინაში ომი? ამ შეკითხვას NDI-ის მიერ გამოკითხულებმა უპასუხეს. 67% - რუსეთი პუტინი - 11% აშშ-9% უკრაინა - 5% NATO-3% ევროკავშირი - 2 % საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა (67 პროცენტი) და პუტინის (11 პროცენტი) ბრალია. ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის (98 პროცენტი), ასევე უკრაინის მთავრობის (87 პროცენტი) მიმართ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ომზე საპასუხო ქმედებებს დადებითად მოსახლეობის 63 პროცენტი აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებებს - 46 პროცენტი. „კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული“, - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი. მისი თქმით, კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს. „ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა - მოგვარებისკენ მიმართონ.” ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი). ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უფრო უნდა შეზღუდოს. ამ პოზიციას გამოკითხულთა 39% ემხრობა. ომის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 23% იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გამოკითხულთა 53% უჭერდა მხარს, წინააღმდეგი იყო 25%. გამოკითხულთა 27% ომის დაწყების შემდეგ ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები არ უნდა შეცვალოს. ომამდე ამ პოზიციას გამოკითხულთა 16% ემხრობოდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მოკლე ვადაში დასრულების მიზნით, ყველა უწყება კოორდინირებულად და აქტიურად მუშაობს, პროცესს კი პირადად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ასოცირების შეთანხმების (AA) დღის წესრიგით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ხაზი გაესვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გერმანიის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების საკითხებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამ პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
დანიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები ბოროდიანკაში ჩავიდნენ
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდნენ. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „შეძრული ვარ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებისა და სისასტიკეების ნახვით. ჩვენ არ დავტოვებთ უკრაინელ ხალხს მარტო“, – წერს პედრო სანჩესი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდნენ. როგორც ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება. ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან - NDI
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით. NDI-ს ინფორმაციის თანახმად, უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „საგულისხმოა ისიც, რომ 16 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა). მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზარდა და უკმაყოფილოა ამ ფაქტით. მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას (80 პროცენტი), პრორუსული ძალების გააქტიურებასა (57 პროცენტი) და რუსეთის სამხედრო აგრესიას (52 პროცენტი) ელის. ასეთი მოლოდინების ფონზე, მოქალაქეთა უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას კვლავაც მყარად უჭერს მხარს და ევროკავშირს ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკური პარტნიორად ასახელებს. ევროკავშირში გაწევრიანებას ჯამში 82 პროცენტი ემხრობა, რის მიზეზადაც, ძირითადად, ეკონომიკურ სარგებელსა და მეტ უსაფრთხოებას ასახელებენ. საქართველოს მოქალაქეები ფიქრობენ, რომ უკრაინაში ომი რუსეთისა (67 პროცენტი) და პუტინის (11 პროცენტი) ბრალია. ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას დადებითი დამოკიდებულება აქვს როგორც უკრაინელი ხალხის (98 პროცენტი), ასევე უკრაინის მთავრობის (87 პროცენტი) მიმართ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის ფონზე, მოქალაქეების უმრავლესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ემხრობა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ომზე საპასუხო ქმედებებს დადებითად მოსახლეობის 63 პროცენტი აფასებს, ხოლო პრემიერ-მინისტრის ქმედებებს - 46 პროცენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის ერთგული რჩება. საზოგადოების ამგვარი თანმიმდევრული განწყობები, ქვეყნის დასავლური კურსის მიმართ, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდებად უნდა იყოს აღქმული. კვლევიდან ისიც ჩანს, რომ მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ეკონომიკურ შედეგებზე წუხს. ამის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკოსებმა ძალისხმევა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების - სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა - მოგვარებისკენ მიმართონ“, - აცხადებს NDI საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა ნატოსთან მიმართებაშიც. „მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ ნატოში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი). NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ“, -ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს
გამოკითხულთა 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 66% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთის მოქალაქებიისთვის სავიზო რეჟიმი უნდა შემოიღოს. კითხვაზე, "თქვენი აზრით, უნდა შემოიღოს თუ არა საქართველოს მთავრობამ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის?", 66%-მა უპასუხა, რომ უნდა შემოიღოს, 23% წინააღმდეგია, 11%-მა არ იცის, ხოლო კითხვას უპასუხოდ 1% ტოვებს. NDI წერს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერები, კაცები და 55+ ასაკის მოქალაქეები არ უჭერენ მხარს. კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მხარდაჭერთა 34% ამბობს, რომ მთავრობამ სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოიღოს, ხოლო 49% სავიზო რეჟიმის შემოღებას ეთანხმება. ოპოზიციის მხარდამჭერთა 19% ეწინააღმდეგება სავიზო რეჟიმის რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოღებას, 75% - თანახმაა. გამოკითხულთა 64% არ ასახელებს მათ მხარდაჭერილ პარტიას და მათგან - 20% სავიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგია, 69% კი თანახმა. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, სავიზო რეჟიმის შემოღებას ყველაზე მეტი წინააღმდეგი - 28% 55+ ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს. ამავე ჯგუფში, 59% მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის დაწესებას. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს NDI: მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან
ირინა ვერეშჩუკი: რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს
"რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. უკრაინაში დაბრუნდა 10 სამხედრო (მათ შორის 2 ოფიცერი) და 9 სამოქალაქო პირი", - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკიმ განცხადა. „რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს. გათავისუფლებულ პირთა შორის დაჭრილებიც არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ისინი სრულყოფილ მკურნალობას მიიღებენ და რეაბილიტაციის კურსს გაივლიან“, - აცხადებს ვერეშჩუკი. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
რა შეიცვალა საზოგადოების განწყობებში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ - NDI
როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით. გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს (ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23 პროცენტიდან 39 პროცენტამდე გაიზარდა). უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ: საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს; გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს; შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე; მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს; გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში რუსეთისა და პუტინის ბრალია - NDI NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვას საქართველოს მეტი მოქალაქე უჭერს მხარს NDI: მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან გამოკითხულთა 66% რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მომხრეა - NDI
ჯუანშერ ბურჭულაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰეიდი გრაუს ელჩად დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შვეიცარიის კონფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საუბარი შეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტად. მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საგანმანათლებო შესაძლებლობები, რომელსაც შვეიცარია უწყების თანამშრომლებისთვის რეგულარულად უზრუნველყოფს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა და შვეიცარიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება.