ძებნის რეზულტატი:

4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს. „ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ მარშრუტებზე მოძრაობის ინტერვალების შემცირებას. მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის ამოქმედდება ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა. დაგეგმილია შემდეგი საავტობუსე მარშრუტების ამოქმედება: N293 მარშრუტი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის; N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N444; ასევე, N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N546; N296 მარშრუტი ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N544-ის მარშრუტს; N297 ავტობუსი კი, ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N425-ს; ამასთან, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი: N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას. N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას, ხოლო N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტამდე“ იმოძრავებს.  

რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელის იანვარ-აპრილში უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და ეკონომიკის 45%-იანი ვარდნის მიუხედავად, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მე-9 ადგილზეა. 2021 წელს კი მე-5 ადგილს იკავებდა.   როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა და რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში - Europetime-ს საქსტატმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. 2022 წლის იანვარ-აპრილი:  ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი; იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი; ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი; 2021 წლის იანვარ-აპრილი:  ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი; იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი; ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი. სხვაობა $74 მილიონი რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო უკრაინაში ექსპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი  სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი            მსუბუქი ავტომობილები                                           ფეროშენადნობები                                                   ეთილის სპირტი არადენატურირებული სპირტიანი სასმელები                                                მინერალური და მტკნარი წყლები                                 ყურძნის ნატურალური ღვინოები                                  მანქანები და მექანიკური მოწყობილობები                      პირადი ნივთები                                                       ნარჩენები და ჯართი სპილენძისა                                  ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული                            დანარჩენი საქონელი                                               იმპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი  (ათასი აშშ დოლარი) სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს შემცვლელები                   სამკურნალო საშუალებები დაფასოებული                        ფეროშენადნობები                                                       კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას                       ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ბამბა საფეიქრო მასალებისაგან                                       შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები                                                   სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები                           ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან                                                                                                           პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი                          დანარჩენი საქონელი                                                     რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება ამ საკითხზე Europetime „ჯეო ქეისის“ მკვლევარ, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? უკრაინის, როგორც სავაჭრო პარტნიორის როლი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქეთთან ერთად, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ემბარგო გამოგვიცხადა. შესაბამისად იმ პერიოდში, თუ ვინმეს იმედი გვქონდა, ეს იყო ორი ქვეყანა - თურქეთი და უკრაინა. თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა და ამ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა კიდევ შემცირდა, ეს ავტომატურად ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოზე უარყოფითად აისახება, რადგან რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი. ჩვენი ბიზნესი კი ვერ გამოვიდა პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან.  ET: ყველაზე მეტად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება რა სექტორებზე იგრძნობა? დღეს უკრაინის ეკონომიკა გაჩერებულია. სტატისტიკის თანახმად, არის 45%-იანი ვარდნა. არის დაახლოებით ის ვითარება, რაც საქართველოში 90-იან წლებში შეიქმნა. პროდუქცია ვერ გადის ექსპორტზე უკრაინიდან. უკრაინა, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2021 წელს მე-5 ადგილზე იყო. სახეზეა ექსპორტ-იმპორტის შემცირება. ასევე საქართველოს დააკლდება შემოსავალი ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. ასევე მოიშალა მიწოდების ჯაჭვი, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებს გააძვირებს. უკვე დაფიქსირდა საშენ-მასელებზე, კოფტონზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ომი კონცენტრირდა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში და მაისიდან შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. ET: ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას რა გაძლევთ? უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში მარცვლეული და სასურსათო პროდუქტები დაბლოკილია, ამ შემთხვევაში როგორაა შესაძლებელი უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება? საქართველო ძირითადად პროდუქციას იღებდა უკრაინული პორტებით, რომელიც ახლა დაბლოკილია. ამ პორტების განბლოკვა არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აწუხებს ისევე აწუხებს დანარჩენ მსოფლიოს. თუ უკრაინის პორტები არ განიბლოკება შეუძლებელია, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა უკრაინასთან რამე ფორმით გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა გაძვირდება. ალტერნატიული ბაზარი არის, მაგრამ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება, განიხილება რამდენიმე სცენარი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.  ET: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მაშინ როცა პანდემიის და შემდგომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ახალი ტენდენციები გამოიკვეთა?   გეთანხმებით, პანდემიის შემდგომმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, შექმნა მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, რომელიც აყალიბებს ახალ მსოფლიო ფასებს. არავინ არ იცის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი. შესაბამისად საქართველომ უნდა მოახდინოს ორიენტირება არა რუსეთზე, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ რუსეთის ბაზრის გარეშე. თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ბაზარზე ქართული ბიზნესის დამოკიდებულება გაიზარდა. მაგალითად აშშ აქცენტს აკეთებს, იმაზე თუ როგორი ურთიერთობა ექნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან. მნიშვნელოვანია ბაიდენის ვიზიტი სამხრეთ კორეაში, იაპონიაში აქ ცდილობს ურთიერთობების დალაგებას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან არცერთი არაა აშშ-ის მეზობელი, მაგრამ ისინი ფართოდ იყურებიან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტიდან, რომ ჩვენი მეზობელია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი, ჩვენი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი. რუსეთის ბაზარი თანდათან უნდა დავტოვოთ. ბუნებრივია ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, მაგრამ დროთა განმავლობაში, საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს. p.s. 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი).  უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

აშშ-ის დაზვერვა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადაზე საუბრობს

აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის პორტებში ფაქტობრივად ყველა საზღვაო ვაჭრობა შეაჩერა რუსეთი ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინა  მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქვეყანას შავი ზღვის პორტებიდან ტოვებს. WFP-ი (მსოფლიო სასურსათო პროგრამა  უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია) აცხადებს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს, რადგან რამდენიმე ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის იმპორტზე. ამასთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტს ახდენენ, განსაკუთრებით დაზარალდებიან საზღვაო ტვირთებზე ხარჯების გაზრდის გამო.გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხელახლა გახსნას უკრაინის პორტები ექსპორტისთვის, რათა არ დაუშვას ბავშვების შიმშილი მთელ მსოფლიოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის სიდიდით მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. გასულ კვირას CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და მოკავშირეები დისკუსიებს აწარმოებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ უკრაინიდან მარცვლეულის ტრანსპორტირების მარშრუტები გლობალური საკვების მიწოდების შეშფოთების ფონზე.  უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

თეა წულუკიანი ევროკავშირის წევრობაზე: ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად

დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე

ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი;მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს. „ახლა საკითხი ასე დგას: გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას. აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა. ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა გაგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს გვქონდა. ამასთან, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას, ეს არაჩვეულებრივია. ეს არის მთელი მსოფლიოს, ცივილური მსოფლიოს ძალიან ძლიერი რეაქცია. ჩვენ, ქართველებმა ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ჩვენ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა და 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ამ ომების შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებით ოკუპაცია. გვესმის ის შეშფოთება, რაც ევროკავშირში არსებობს, მათ არ სურთ ამ პრობლემების ევროპულ ოჯახში „იმპორტირება“, მაგრამ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას. მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის „ასოცირების შეთანხმება“. მაგრამ ჩვენ გვსურს სიცხადე და ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ევროკავშირისგან,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.  

ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალარ კარისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ალარ კარისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია, ევროინტეგრაციის გზაზე კი საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.  

ზელენსკი: არასაფრენი ზონის საკითხი ჩვენ არ გვავიწყდება

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცის დახურვის საკითხი უკრაინაში არ დავიწყებიათ. „დიდი ხანია, ვიბრძვით არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად. შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს საკითხი დავიწყებას მიეცა. ვიღაცამ დაივიწყა - ჩვენ არ დაგვიწყებია. აქვს თუ არა დასავლეთს თავდაჯერებულობა? არ არსებობს ნდობა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს უკრაინის თავზე ცის დახურვის თხოვნით მიმართა.   NATO-ს წევრი ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. 14 მარტს ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელითა გაეროს წევრ ქვეყნებს, მოუწოდა დაკეტონ ცა უკრაინის თავზე.  17 მარტს ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც გაეროს ქვეყნებს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს

„გუშინ ღამით მთავრობამ გასცა ლიცენზია, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვის ნებართვას იძლევა”, - ამის შესახებ დაწერა „ტვიტერზე“ ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა კულტურის, მედიისა და სპორტის საკითხებში ნადინ დორისმა. ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებიდან რუსი მფლობელი, რომან აბრამოვიჩი სარგებელს ვერ მიიღებს. ცნობისთვის, „ჩელსის“ გაყიდვით სრულდება აბრამოვიჩის მიერ კლუბის ფლობის თითქმის ოცწლიანი ისტორია. კრემლთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა. შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წელს 140 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ - ევროპა ლიგა, ხოლო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები ჯამში რვაჯერ. ამასთანავე აბრამოვიჩმა გუნდის წარმატებისთვის უამრავი მილიონი დახარჯა ფეხბურთელების შესაძენად.  ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა  

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, ერთადერთი საკითხია, რომელ პრეზიდენტთან შედგება ეს მოლაპარაკებები. „სამხედრო ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი, იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია, ვისთან გამართავს მოლაპარაკებებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის სურვილზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სტუ-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა უნივერსიტეტის კუთვნილი ₾1.3 მლნ მიითვისა - პროკურატურა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა უნივერსიტეტის კუთვნილი ₾1.288 მლნ მიითვისა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე, დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად - საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მათივე ცნობით, მ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.  

ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა

ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი მიიღო, მიზანი კლაიპედას პორტიდან პროდუქტის შემდგომი გადაზიდვაა. ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია LTG-მ განაცხადა. რუსეთის შეჭრის შედეგად უკრაინული პორტების ბლოკირების შემდეგ, დაახლოებით 25 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტირება ვერ ხერხდება, რაც საკვებზე ფასების ზრდას იწვევს. „ჩვენ, უკრაინიდან დღეში თითო მატარებელს ველით, დაახლოებით, 1,500 ტონამდე მარცვლეულითა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით, რომლის ექსპორტის კლაიპედას პორტით საშაულებით მოხდება“, - განაცხადა LTG-ის სპიკერმა მანტას დუბაუსკასმა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად

მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა რუსეთი მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო გამოვიდა. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც გემებს უკრაინიდან უსაფრთხო მარშრუტის საშუალებას მისცემს, თუ სანქციები მოიხსნება. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, უკრაინის პორტებში ფაქტობრივად, ყველა საზღვაო ვაჭრობა შეაჩერა. რუსეთი ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო კრიზისს. უკრაინა  მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს უზრუნველყოფს, რომელთა დიდი უმრავლესობა ქვეყანას შავი ზღვის პორტებიდან ტოვებს. პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას WFP-ი (მსოფლიო სასურსათო პროგრამა  უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია) აცხადებს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ფასების ზრდა, ეს საფრთხეს უქმნის რეგიონს, რადგან რამდენიმე ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული მარცვლეულის იმპორტზე. ამასთან, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც საკვების მნიშვნელოვანი რაოდენობის იმპორტს ახდენენ, განსაკუთრებით დაზარალდებიან საზღვაო ტვირთზე ხარჯების გაზრდის გამო. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ხელახლა გახსნას უკრაინის პორტები ექსპორტისთვის, რათა არ დაუშვას ბავშვების შიმშილი მთელ მსოფლიოში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის. "მსოფლიო ჯანდაცვის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა. ჯანდაცვის წლევანდელი ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“. 2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ამერიკის საელჩო: ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში

აშშ-ის საელჩო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ირგვლი შექმნილ ვითარებას მოკლე განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომლებიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“, - აცხადებს ამერიკის საელჩო. „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძის განცხადევით, ოპოზიციამ აშშ-ის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში - აშშ-ის დუმილი კი იმას ნიშნავს, რომ რასაც ოპოზიცია ავრცელებდა, დემაგოგია და სიცრუეა. 24 მაისს, კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა აშშ-ის საელჩოს, განცხადება გაევრცელებინა, რათა მისი თქმით, მოსამართლე ჩხიკვაძეზე სპეკულაციები დასრულდეს. კობახიძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება რბილად რომ ვთქვა, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა.  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც წესი, მისი პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარს არ აკეთებს.

ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებებია

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. დამატებითი ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, სადაც მიმართულება შეიცვლება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. ასევე, რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს, 06:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. გარდა ამისა, ცვლილება შეეხება ავტობუს N308-ს პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას. აღნიშნული ავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ განაგრძობს, ხოლო უკუმიმართულებისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით, ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, კოსტავას ქუჩით გზას უკვე დადგენილი სქემით განაგრძობს. ავტობუსი - N359 ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას კოსტავას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებისას, ავტობუსის მოძრაობა უცვლელი დარჩება. გარდა დამატებითი ცვლილებებისა, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობაზე უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები: „მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია, ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვებია გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, შეძლებენ, ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N388, N397 ასევე მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541, მელიქიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან რუსთაველის გამზირზე ზეთის ხილის ხემდე, რომლის შემდეგაც, მობრუნებით განაგრძობენ სვლას ჯავახიშვილის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. ავტობუსები: N301, N306, N331, N337, N345, რომლებიც ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან და ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდებოდნენ რუსთველის გამზირზე, ბარათაშვილის ხიდიდან სვლას გააგრძელებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, შემდგომ კი იხელმძღვანელებენ არსებული სქემით. მიკროავტობუსები: N472, N540 ბარათაშვილის ხიდის გავლით, გადაინაცვლებენ ბარათაშვილის ქუჩაზე და შემდეგ თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსესა და ჯავახიშვილის ქუჩებით გადაადგილდებიან მეტროსადგურ „რუსთაველთან“. შემდგომ მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ. ავტობუსები: N344, N350, N371 და მიკროავტობუსები: N547, N580, გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებენ მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნის, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით. ავტობუსები: N305, N320, N325, N309, N393, N359 მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, პუშკინის ქუჩის მიმდებარედ მობრუნებით. ავტობუსები: N324, N380, N390, N374, N316 და N382, რომლებიც თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მოძრაობას ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ) დაასრულებენ. ასევე, ავტობუსი N383, რომელიც ჭონქაძის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, მოძრაობას დაასრულებს ამაღლების ქუჩაზე (N11-ს მიმდებარედ). ავტობუსი - N364 ამაღლების ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებს კოსტავას, ჭოველიძის, ბელინსკის, ბარნოვისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით. შემდგომ, სვლას განაგრძობს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით, ბარნოვის ქუჩიდან იმოძრავებს შანიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

26 მაისის საღამოდან 28 მაისის დილამდე თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 26 მაისს, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N26-თან წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები 26 მაისს საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება. "აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 26 მაისს, 22:00 საათიდან 28 მაისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში - ნუცუბიძის I-V მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, გელოვანის, გამრეკელის, ძმები ზალდასტანიშვილების, დელისის, ჩიქოვანის, ქავთარაძის, ჯიქიას, იოსელიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის და მიმდებარე ქუჩებს; წყნეთის გზატკეცილს, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, უჩანეიშვილის II შესახვევს. ლორთქიფანიძის, გაზაფხულის, უნივერსიტეტის I შესახვევს, თხინვალას I-II აგარაკს; დიღომი 7-ს. წყნეთს, წავკისს, შინდისს, კიკეთს, კოჯორს, ტაბახმელას, ბეთანიას, ახალდაბას, კვესეთს. სოფელ დიღომში - ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს, დიდგორის, ათონელის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს. გლდანის რაიონში - ნატახტარს, წეროვანის დასახლებას, წიწამურს; ზაჰესში - წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს; ქალაქ მცხეთას. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ზურაბ ბატიაშვილი: შესაძლებელია, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მსგავსი ალიანსი შეიქმნას

უკრაინის ომით გამოწვეული  გეოპოლიტიკური პროცესების ცვლილება, ჩვენს რეგიონშიც შეინიშნება. მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციების გაზრდას და გაძლიერებას სახელმწიფოები უკვე აქტიურად ცდილობენ. როგორი შეიძლება, იყოს მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები? რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ არქიტექტურაში და რა სახის ახალი ალიანსები შეიძლება, შეიქმნას? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.  ET: უკრაინის ომში რა მოცემულობა გვაქვს დღეს, არსებული სიტუაცია რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა? - სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ გარკვეულწილად, ჩიხური მდგომარეობა შეიქმნა და არცერთ მხარეს, გადამწყვეტი უპირატესობა არ აქვს. კარგი ის არის, რომ დრო უკრაინის მხარეს მუშაობს, რომელიც დასავლურ შეიარაღებას და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. ეს შეიარაღება დიდი რაოდენობით, უკრაინაში მაისის ბოლოსკენ იქნება.  რაც უკრაინულ მხარეს, კონკრეტულ ადგილებზე კონცენტრირების შესაძლებლობას მისცემს, შემდგომში საარტილერიო დუელების გასამართად. ძალიან მარტივად პროგნოზირებადია, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ერთმანეთს უპირსპირდება მე-20 საუკუნის საბჭოთა ტექნიკა და 21-ე საუკუნის დასავლური ტექნოლოგიური მიღწევები. ძნელი გამოსაცნობი არ არის უპირატესობა,  რომელ მხარეს ექნება. შემდგომში, სწორედ ამ უპირატესობის რეალიზაცია იქნება საჭირო, ანუ, ისევ იმ ტანკებით და იმ ჯავშანმანქანებით შეტევა მოხდება, რომელსაც ასევე დასავლეთი მიაწვდის უკრაინას. რეალურად, სადღაც მომავალი ერთი თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია ასეთი იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ახალი ძალების მოზიდვას შეეცდება. ეს შეიძლება, გააკეთოს მობილიზაციის სახით, ან გამოუცხადებელი ფარული მობილიზაციის სახით, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი „საზარბაზნე ხორცის“ გამოყვანა იქნება და მეტი არაფერი. დასავლურ ტექნოლოგიურ მიღწევებს ვერ გაუჩერდება, მით უმეტეს, ძველი შეიარაღებით და ნაკლებად მოტივირებული ჯარით. უკრაინელებმა რუსეთს კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილები უკვე გაუნადგურეს და ახლა ვისაც გამოიყვანს, ნაკლებად მომზადებული სამხედრო ნაწილებია. რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებად მომზადებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანა მოუწევს. ამიტომ, შეიძლება, ომის მესამე ეტაპიც დაიწყოს. მესამე ეტაპი რუსეთის სამხედრო ნაწილების სასაკლაო იქნება. ET: ამერიკული დაზვერვა გაჭიანურებულ ომზე მიანიშნებს. რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს შეშლილი მეთაურის და სახელმწიფო მანქანის მოქმედებების პროგნოზირება რა თქმა უნდა, რთულია. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ, ამის ნიშნები არ ჩანს. ომი მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ვიდრე ვიღაც რუსეთში  პუტინის წინააღმდეგ არ იტყვის რამეს და არამხოლოდ იტყვის, ქმედებებსაც დაიწყებს.  ET: როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სად არის საქართველოს ადგილი და როგორ უნდა მოიპოვოს ეს ადგილი? ომი ისევ მიმდინარეობს და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჯერ მხოლოდ კონტურებს ვხედავთ, რომელიც ამ ომის შემდეგ შეიქმნება. ძირითადად, ეს იქნება ის, რაზეც უკრაუნული მხარე საუბრობს ხოლმე. ეს არის მცირე ალიანსების საკითხი, როგორიცაა, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომელიც მომავალში, შეიძლება გაიზარდოს. ასევე, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებსაც უკრაინა ითხოვდა და ითხოვს - როდესაც რამდენიმე ძლიერი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტად გამოდის და მასზე თავდასხმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვალდებულებას იღებს, უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში, ყველანაირად დაეხმაროს. ვამბობ ამ არქიტექტურის მონახაზს. ეს ახალი არქიტექტურა რა სახის იქნება, ჯერ არავინ იცის. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობიდან გარიცხავენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ გაერომ საბოლოოდ ამოწურა თავისი თავი.  ახალი ალტერნატიული გაერთიანების შექმნაც განიხილება. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „ერთა ლიგა“ შეიქმნა.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ამ ლიგამ თავის თავი ამოწურა და გაერო შეიქმნა. რუსეთ-უკრაინის ომიც, ამ მასშტაბის  მოვლენაა. უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც სწორედ ამიტომ საუბრობენ და სრულიად შესაძლებელია, ახალი ასეთი ორგანიზაციები შეიქმნას, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ვნახეთ, გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა საკუთარი შესაძლებლობებით ეს უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს. უსაფრთხოების სფეროში შექმნილ გამოწვევებს ვერ უპასუხეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ საგარეო პოლიტიკაში, უფრო  მეტად აქტიური იყოს და არა პასიური. რაც შეიძლება ხშირად გაიტანოს ის თემა, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, ჯერ აფახაზეთის ომით, მერე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით და  სწორედ ამის გაგრძელებაა უკრაინის ომი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად მსოფლიო დღის წესრიგში იყოს. მუდმივად უნდა ვითხოვდეთ დეოკუპაციას და იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩაბმას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ სულ ახლახან დაიწყო მასზე საუბარი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები უნდა ვიყოთ. თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ამ არქიტექტურის კონტურები, შემდგომში ის დაგვანახებს, საქართველომ უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აუცილებლად იქნება, არის ის, რომ საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს, თუნდაც, ტვირთების ტრანსპორტირების საკითხში და ანაკლიას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. ანაკლიის პორტი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩქარდება. შექმნილმა სიტუაციამ ეს შესაძლებლობა მოგვცა და  საქართველოსთვის ძალზედ ბევრი პერსპექტივა შეიძლება, შეიქმნას, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მხოლოდ იდეები კი არ უნდა გამოვთქვათ, არამედ, მთელი სახელმწიფო მანქანა, დიპლომატიური კორპუსი მზად უნდა იყვნენ ამ საკითხების გასატანად და დასაყენებლად. ET: აზიის ქვეყნები, ევროპისკენ სახმელეთო, სარკინიგზო  ტვირთგადაზიდვებისთვის, ძირითადად, რუსეთის სატრანსპორტო დერეფანს იყენებდნენ. ამ ომის შემდეგ, რა იცვლება სატრანსპორტო დერეფნების კუთხით და საქართველომ  ეს პერსპექტივები როგორ უნდა გამოიყენოს? რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განეხორციელებინა და მომავალში რა უნდა განახორციელოს? ეს რეალურად შეცვლილიც არის, ბოლო პერიოდში საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა 28 პროცენტით გაიზარდა,  რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გავლით, აზიური ტვირთების გადამისამართება უკვე ხდება. რუსეთი-ბელორუსის გავლით ტვირთების გადაზიდვა უსაფრთხო აღარ არის. თან უკვე რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციებიც მოქმედებს, ამიტომ, სხვა ალტერნატივა არც რჩებათ. ტვირთების გადამისამართება ჩვენს ქვეყანაზე გავლით ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც უფრო მეტად დაიტვირთა, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად არა, უფრო დიდი  პოტენციალიც აქვს. დღეს თუ შევხედავთ, მსოფლიოში, აშშ-ის გარდა, ორი დიდი ეკონომიკური ბაზარია, რომელიც ვითარდება - ჩინეთი და ევროპა, მათ შორის დამაკავშირებელი უმოკლესი და სწრაფი  გზა კი საქართველოზე გადის. ეს გზა  გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვები. ET: იყო საუბარი იმაზე, რომ თუ ამერიკამ ირანს დაწესებული სანქციები მოუხსნა, შესაძლოა, ირანმა  საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება მოისურვოს. რამდენად რეალურია და ამის დადებითი და ასევე, საფრთხეების შემცველი მხარეები რა შეიძლება იყოს? -ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ირანმა და აშშ-მ მოლაპარაკება შეძლონ. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ძალზედ მძიმედ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, ხელშესახები პროცესი არ არის. ირანს სანქციებს თუ მოუხსნიან, საქართველო ამით მხოლოდ იხეირებს, არამხოლოდ  ტრანსპორტის მიმართულებით,  თუნდაც ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის ექსპორტის მხრივ, ირანს დიდი პოტენციალი აქვს. ET: როდესაც ევროპა რუსული გაზის და ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას ცდილობს, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ამ ფაქტორმაც შეუწყოს ხელი? რამდენად შეიძლება, იქონიოს გავლენა, ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სანქციების მოხსნაზე? ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი ფაქტორი, რომლის გამოც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვალის დახუჭვას შეძლებენ. დასავლეთის მხრიდან სერიოზული ეჭვია, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დროს, ხომ არ ხდება მისი სამხედრო დანიშნულებითაც გამოყენება. დასავლეთს და მის მოკავშირე ისრაელს არ სურს, რეგიონში, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო გაჩნდეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა და ამის ხარჯზე სანქციების შემსუბუქება ვერ მოხდება. ET: უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, თურქეთის პოზიცია რას ცვლის რეგიონში? ომის შემდგომ, ჩვენს რეგიონში თურქეთის როლი როგორი შეიძლება იყოს და საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს? რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით, ორი რამ არის გასათვალისწინებელი. თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც შავ ზღვაზე თავისი ინტერესები აქვს და ასევე, საბჭოთა კავშირის აღდგენაც არ სურს. აქედან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ, უკრაინას მხარს უჭერს და შეიარაღებასაც აწვდის. ეს ერთი განზომილებაა. მეორე განზომილებაა, რომ  თურქეთს ახლა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ამიტომ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა არ სურს. ამასთან, ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულია. ასევე, ტურიზმის სფეროში, რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელი გახდება ომის პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა. ამიტომ, თურქეთი ყოველთვის სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ერთ-ერთი შეხვედრაც თურქეთში გაიმართა. მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩაკეტილი აქვს როგორც დარდანელის, ასევე, ბოსფორის სრუტე, რის გამოც, სირიაში ბაზირებული რუსული სამხედრო ფლოტი, შავი ზღვის გავლით ომში რუსეთის დახმარებას ვერ ახერხებს.   ამ ომის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია რა თქმა უნდა შეიცვლება. ზუსტად არავინ იცის, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველას ახალ რეალობაში მოუწევს არსებობა,  ფიქრი და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, სადაც თურქეთს რა თქმა უნდა, თავისი როლი ექნება. იმისთვის, რომ ამ ახალ არქიტექტრაში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ თურქეთთან ერთად მუშაობა აუცილებლად მოგვიწევს. მეზობელი ქვეყნები ვართ, NATO-ში გაწევრიანება გვსურს, თურქეთი კი NATO-ს წევრი ერთადერთი უშუალო მეზობელ ქვეყანაა. ამიტომ, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება. იმ ახალი  უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც ამ  გეოგრაფიულ გარემოში უნდა არსებობდეს, თურქეთის  და საქართველოს მონაწილეობით, შესაძლებელია ისეთივე ალიანსი შეიქმნას, როგრიც არის ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი. თურქეთთან ერთად ახალ ალიანსში, შეიძლება, იყოს ბრიტანეთიც. ამას უბრალოდ იდეის დონეზე ვამბობ, ან შეიძლება უკვე არსებულ ამ სამი ქვეყნის ალიანსს  მიუერთდეს თურქეთიც და საქართველოც. ET: რაც შეეხება 3+3 ფორმატს. ამ ომის შემდგომ, შესაძლოა თუ არა, ამ ფორმატის იდეაც შეიცვალოს და ახალი მოცემულობა მივიღოთ, რუსეთის გარეშე? 3+3 საქართველოსთვის, ყოვლად მიუღებელი ფორმატი იყო, რადგან რუსული პროექტია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ითვალისწინებდა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ სხვადასხვა ფორმატზე მოლაპარაკება და ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება შეუძლებელია. რაც შეეხებ რუსეთის გარეშე რაიმე ფორმატს. რუსეთის გარეშე, მის გარეშე  ყველა ქვეყანასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობებს რაიმე ფორმატი რომ არ დავარქვათ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პრინციპები. რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს თანამშრომლობა. თუ რომელიმე ქვეყანა, შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაშინ როგორ უნდა მიიღო მასთან თანამშრომლობა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება საუბარი და ასევე შეიძლება საუბარი იმაზეც,  რომ 3+3 ფორმატს, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დაემატონ - ევროკავშირი ან აშშ. თუმცა, აქ პრობლემა არის ის, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანაა და მასთან ამ ეტაპზე ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის წარმოება  შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენი ყოველწლიური ვაჭრობა ირანთან, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 80 მილიონია, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა კი, 2 მილიარდია.  ირანსაც აქვს იმის პოტენციალი რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ამ დონეზე გაიზარდოს. თუმცა ეს ვერ მოხდება, ვიდრე სანქციების ქვეშ არის, სანქციები პოლიტიკურ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. ამ რეგიონული თანამშრომლობის სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ ისევ არ არის დამყარებული. საკითხები და პრობლემები ბევრია. ET: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები რა ეტაპზეა? - ამ წუთას  მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. კარგი ის არის, რომ თუ აქამდე მათი შეხვედრები რუსეთის სპონსორობით ხორციელდებოდა, ახლა ბოლო შეხვედრა, ბრიუსელში, ევროკავშირის ეგიდით შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ, საინტერესო რამ მოხდა. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს, რასაც სომხეთში პრობლემები მოჰყვა. დღესაც გამოსვლებია და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რადგან მის ამ განცხადებას ყარაბაღის ჩაბარებად მიიჩნევენ. სომხეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეებს შორის, ურთიერთობის ნორმალიზაციის  პროცესი დაწყებულია და შედეგებს დაველოდოთ, ვნახოთ. პრობლემები, სირთულეები ბევრია, მაგრამ მეზობლებს ალტერნატივა არ აქვთ. თუ მეზობელთან არ საუბრობ და არ თანამშრომლობ, მაშინ მისი ალტერნატივა ომია. ომი კიდევ არავის გვაწყობს. რეალისტები უნდა ვიყოთ, რეალურად შევხედოთ მოვლენებს. ვფიქრობ მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობაც ყველაზე ლოგიკურ შედეგამდე მივლენ. ET: ევროკავშირის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანის ეს განცხადება ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ახლა სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და სომხეთი, კონკრეტულად კი ფაშინიანი, ამით სარგებლოს? რა შეიძლება, შეცვალოს ამ გარემოებამ? რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ფაშინიანის ოპოზიცია რამდენად შეძლებს მოლაპარაკების ამ პროცესის შეფერხებას? რუსეთს სომხეთისთვის ახლა ნაკლებად სცალია, მაგრამ სომხეთში მაინც არიან პორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ და ფაშინიანის წინააღმდეგ, საპროტესტო პროცესი მაინც დაწყებულია. თუმცა მეორე მხრივ, ყველა უყურებს და აკვირდება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მათ შორის რუსეთის ახლო სამეზობლოდ მიჩნეული ტერიტორიებზე შემდგომი კონფიგურაცია. ისევე როგორც ამ ომის შემდეგ სრულიად ახალი მსოფლიო გვექნება. ET: მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაზრდელად რა უნდა გაკეთებულიყო აქამდე და რა უნდა გაკეთდეს მომავალში? რა შესაძლებლობები დავკარგეთ და რა პერსპექტივების გამოყენება შეგვიძლია ჯერ კიდევ? ბევრი რაღაცისთვის მზად არ ვიყავით, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. კონკრეტულად, აზიიდან წამოსული ტვირთების ტრანსპორტირებას რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენს მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს და ამ დროს, უკვე რამდენი წელია, საქართველოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გზა ვერ გავაკეთეთ. 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ იმაზე, რომ სატრანსპორტო ფუნქცია უნდა გვქონდეს და ქვეყნის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლომდე შესაბამისი გზა ჯერ კიდევ არ გვაქვს.  

რუსეთი სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას ითხოვს, მაგრამ ამ თამაშს არავინ არ უნდა აჰყვეს - კულება

"რუსეთი მსოფლიოს უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების მოხსნას სთხოვს და რუსეთის ამ თამაშს არავინ უნდა აჰყვეს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. იყენებს თუ არა სასურსათო კრიზისს რუსეთი მის წინააღმდეგ სანქციების შესამსუბუქებლად „რუსეთი ახლა მსოფლიოს აშანტაჟებს სანქციების მოხსნის მოთხოვნით უკრაინის სურსათის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ. ნებისმიერმა უცხოელმა პოლიტიკოსმა ან ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შეიძლება იფიქროს ამ თამაშის მიღებაზე, ჯერ უნდა მოინახულოს მოკლული უკრაინელი ბავშვების საფლავები და გაესაუბროს მათ მშობლებს“, - წერს კულება სოციალურ ქსელში. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

26 მაისს, 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც

თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებით გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. ხვალ, 26 მაისს, ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან. წლევანდელ ღონისძიებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის ელჩი მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს. „საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად, დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელივ არის მოდერნიზებული. ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“, - აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.