ძებნის რეზულტატი:

ანდჯეი დუდა გერმანიის მთავრობას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის საკითხზე პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დუდამ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რათა პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის დანაკლისი შეევსო. მანამდე, თავის მხრივ, პოლონეთმა უკრაინას T-72 ტანკები გადასცა. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. არ შეასრულეთ თქვენი დაპირება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობლის პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა ანდჯეი დუდამ. სამშაბათს, ბერლინში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა „გაუგებრობების“ გადასაჭრელად. მისი თქმით, გერმანიას არ შეეძლო მძიმე იარაღის მიწოდება „ღილაკზე ერთი დაჭერით", რადგან ბევრი საკითხი იყო გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ის, თუ რა იარაღია რეალურად ხელმისაწვდომი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის ისეთი დინამიკური, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინისტრმა აღიარა, რომ „ეშმაკი დეტალებშია“. ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა დიზაინის T-72 ტანკები გადასცა იმ მოლოდინით, რომ NATO, აშშ და გერმანია ამ დანაკლისს შეავსებდნენ. გერმანია დათანხმდა რამდენიმე მსგავს გაცვლას მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიცაა სლოვენია და ჩეხეთი, რომლებიც თავის მხრივ, უკრაინაში აგზავნიან საბჭოთა პერიოდის ძველ ტანკებს.

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა

საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და  რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდტის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. „პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდტმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ომის უმოკლეს ვადაში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.  

იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს - ირაკლი ღარიბაშვილი

„ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე აფიქრებინებს“, ამით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. „იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე იასუში კინოშიტას შევხვდი. განვიხილეთ ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმება დადებით ეფექტს იქონიებს და იაპონელ ინვესტორებს აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

უკრაინელების 82% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია - გამოკითხვა

უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები არ უნდა დათმოს. ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის გამოკითხვის შედეგებში ვკითხულობთ. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - სისხლისღვრის პირველი 3 თვე კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს, თუნდაც ამან გაახანგრძლივოს ომი და გაზარდოს უკრაინის დამოუკიდებლობის წინაშე არსებული საფრთხეები. გამოკითხული 2000 ადამიანიდან მხოლოდ 10%-მა მიიჩნია, რომ უკრაინისთვის მისაღებია ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად, ხოლო 8% გადაუწყვეტელია ჯგუფია. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% ეწინააღმდეგებოდა მიწის ნებისმიერ დათმობას. უკრაინის მთავრობა მუდმივად აცხადებს, რომ მოსკოვს ტერიტორიებს არ დაუთმობს. Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

„მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური პისიარ ტესტები შემოვა - ამირან გამრელიძე

„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში დასადგენად საქართველოს მალე სპეციალური პისიარ ტესტი ექნება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს გამყრელიძის თქმით, საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ადამიანი 21 დღის განმავლობაში იზოლაციაში იყოს. NCDC-ს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების კუთხით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნად ითვლება, თუმცა ეპიდზედამხედველობის გაძლიერება მაინც მნიშვნელოვანია. „დღეს არის ეგრეთ წოდებული დაკვირვების და მზადყოფნის რეჟიმი. უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, გვქონდეს სიმძლავრეები, რომ დავსვათ ლაბორატორიული დიაგნოზი. ჩვენთან, ლუგარის ცენტრში გვაქვს საშუალება, გენუმის სეკვენირებით დავადგინოთ ვირუსი. მოვახდინოთ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იდენტიფიცირება. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის 2-3 საათში სადიაგნოსტიკოდ სულ მალე სპეციალური პისიარ ტესტი გვექნება. ჩვენ მაინც დაბალი რისკის ქვეყნად ვითვლებით, მაგრამ უნდა გავაძლიეროთ ეპიდზედამხედველობა და ლაბორატორიული მზადყოფნა. საეჭვო სიმპტომებით თუ გამოჩნდა ადამიანი, აუცილებელად 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია

რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ოლეკსანდრ მოტუზიანიკმა. რუსული ძალები ცდილობენ, ალყა შემოარტყან უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში (სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში), რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცკთან ახლოს მდებარეობს. BBC : უკრაინაში რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი დაიღუპა კვირას, 22 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ რუსული სუ-25 ჩამოაგდეს ლუგანსკის რეგიონში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო. ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC იუწყება უკრაინაში სულ მცირე 31 რუსი სამხედრო მფრინავის დაღუპვის შესახებ. „ეს არის მგრძნობიარე დანაკარგები საჰაერო ძალებისთვის, თუმცა რეალური რიცხვები შეიძლება, უფრო მაღალი იყოს“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად უხელმძღვანელებს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია ჯგუფს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროდან წამყვანი ექსპერტები შეუერთდებიან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი „დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ვქმნით საერთაშორისო საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანია, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და ეფექტიანი გარანტიებისთვის“, - განაცხადა ერმაკმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

Reuters-ი: ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს. სულ მცირე ორი ჭურვი ზღვაში ჩავარდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენი ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდებზე: მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს  

ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

აშშ-ის ტეხასის შტატის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ამის შსახებ ამერიკული მედია ავრცელებს. ტეხასის შტატის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში ცეცხლი 18 წლის სალვადორ რომასმა გახსნა, რომელიც ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა მოკლეს. როგორც ცნობილია, დაიღუპა 19 ბავშვი და 2 ზრდასრული ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირიც.  

მერის მრჩეველი: მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია

"მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია. ომის დაწყების დღიდან ქალაქში მინიმუმ 22 000 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა. „რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია,“ - აღნიშნა პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასვე წაიკითხეთ: უკრაინელების 82% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია - გამოკითხვა უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია  

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს

თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი კაცს ერთ-ერთ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება)და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.  

ჯო ბაიდენი: როცა 18 წლის ბავშვს შეუძლია, იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია

არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლიდან გამოსვლისას განაცხადა, რითაც ტეხასის სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა. „ბავშვის დაკარგვა იგივეა, თითქოს სულის ნაჭერი ამოგლეჯილი გაქვს. არ მითხრათ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტაზე გავლენას ვერ მოვახდენთ. ის, რომ 18 წლის ბავშვს შეუძლია შევიდეს მაღაზიაში და იყიდოს თავდასხმის იარაღი, უბრალოდ არასწორია. ასეთი მასობრივი სროლები იშვიათად ხდება მსოფლიოს სხვა ადგილას. რატომ ვართ მზად, ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? რატომ ვაძლევთ საშუალებას ეს მოხდეს? დროა ვიმოქმედოთ,“- აღნიშნა ბაიდენმა. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა  

ბლინკენი ფაშინიანს სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მდივანმა ბლინკენმა შესთავაზა შეერთებული შტატების დახმარება საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის მცდელობებში და წაახალისა პროგრესი რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარებისთვის. ხაზი გაუსვა ორმხრივი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში გამოწვევების გადასაჭრელად და დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა ევროკავშირის შუამავლობით გამართული საუბრებისთვის. მდივანმა ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლა მდივანმა ხაზი გაუსვა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მნიშვნელობას მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ფართო რეგიონისთვის“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი: ევროპული იდეის მიმართ ქართველი ახალგაზრდების ერთგულებით ყოველთვის მოხიბლული ვარ

როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გურიაში ახალგაზდებთან შეხვედრისას განაცხადა. „ამჯერად, მე ყურადღებას ვამახვილებ ახალგაზრდებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. ჩვენი სტრატეგიის ეს ორი მთავარი ელემენტი საქართველოს მოდერნიზებასა და ევროპასა და მსოფლიოში საკუთარი ღირსეული ადგილის დაკავებაში ეხმარება. დღეს მე სკოლაში დავბრუნდი. ეს არის ადგილი, საიდანაც პროფესიისა და სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა იწყება. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ოზურგეთის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, მათთან ამბიციებსა და გამოწვევებზე საუბარი და ევროკავშირის შესახებ შინაარსიანი დისკუსიის გამართვა. როდესაც საქართველოს ახალგაზრდებთან ვსაუბრობ, ყოველთვის მოხიბლული ვარ მათი ენერგიითა და ევროპული იდეის მიმართ ერთგულებით. ჩვენი დღევანდელი საუბრებიდან ნათელია, რომ ჩვენი საერთო ღირებულებები ღრმად და მყარად არის ფესვგადგმული ქართულ საზოგადოებაში, რაც მისი მომავლის მიმართულებას მკაფიოდ განსაზღვრავს“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.  

ზელენსკი: დონბასში ვითარება უკიდურესად მძიმეა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში განვითარებულ სიტუაციას უკიდურესად რთული უწოდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის იარაღის რეგულარული მიწოდება საუკეთესო სტრატეგიაა გლობალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა „უკრაინისთვის მძიმე იარაღის - MLRS, ტანკების, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და მრავალი მძიმე კრიზისის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია უკრაინის თავდაცვის მაღალჩინოსები აცხადებენ, რომ რუსეთის ომი აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენლთან კარი ჰენრიკსენთან შეხვედრა გამართა.  თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მტკიცე მხარდაჭერისა და ამ კუთხით მიღებული, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო უკანონო დაკავების ფაქტებს და ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ეუთო-ს მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს ყველა მოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას. აღნიშნულ კონტექსტში თეა ახვლედიანმა ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებს და პრიორიტეტებს დაეყრდნობა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამლბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ძალზე დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.  

თბილისში, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 15 ივნისს დაიწყება, რის გამოც ის სრულად ჩაიკეტება

„ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გადაწყვეტილება მიღებულია, პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს, გვყავს კონტრაქტორი კომპანია. სამუშაოების დაწყების თარიღად 15 ივნისი განისაზღვრა“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. „ამ დროისთვის, სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას, რადგან მოგვიწევს ამ ქუჩის სრული ჩაკეტვა, რათა მოწესრიგდეს, განახლდეს მიწისქვეშა კომუნიკაციები. არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები უმძიმეს მდგომარეობაშია და კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.  

ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება €500 მილიონით გაზარდა

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა.  თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა: რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათს რუსული სარაკეტო თავდასხმები დნეპროპეტროვსკის აღმოსავლეთ-ცენტრალურ რეგიონსა და ზაპორიჟიეს  სამხრეთ-აღმოსავლეთით განხორციელდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს. რუსმა სამხედროებმა ოთხშაბათს ოთხი საკრუიზო რაკეტა გაუშვეს, ნათქვამია რეგიონული საბჭოს განცხადებაში. ერთი რაკეტა ქალაქის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. საბჭომ დაამატა, რომ სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. 62 შენობა დაზიანდა ქალაქის საცხოვრებელ ადგილებში. ოთხშაბათს, ცალკე განცხადებაში დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ღამით, თავდასხმის მომასწავებელი სიგნალიზაცია მუდმივად ისმოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება. „ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია და შევეხები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი აბუთიძეს, რომელიც ამ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ტოვებს თანამდებობას და გადასვლას აპირებს კერძო სექტორში. მინდა, გიორგი აბუთიძეს ძალიან მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვო იქ, სადაც მიდიხარ. გულწრფელი მადლობა ჩვენგან გაწეული შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, ნერვიულობისთვისაც, თუმცა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, ეტყობა ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.