ძებნის რეზულტატი:

26 მაისიდან, საქართველოში გამოიდარებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. 26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი. "26-27 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, 28 მაისს +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 29-31 მაისს ზოგან შესაძლოა 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში 1 ივნისამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +24, +26, 28 მაისს +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 29-31 მაისს +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ანდერსონმა ერდოღანის პრეტენზიებს უპასუხა

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს იმართება. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

საქართველოში უკრაინის საელჩოს ცნობით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მათ ანგარიშზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრი კასიანოვის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მათ ანგარიშებზე 2,5 მილიონ ლარზე მეტი ჩაირიცხა. არსებული მონაცემები ანდრი კასიანოვმა მედიას გააცნო. მისივე თანახმად, საელჩოს სხვადასხვა ანგარიშზე ჩარიცხულია 2 380 625 ლარი, 57 ათას დოლარზე და 2600 ევროზე მეტი. ამ ეტაპზე, საელჩოს ანგარიშებზე რჩება 845 ლარი, 21 ათას დოლარზე მეტი და 766 ევრო. რაში დაიხარჯა საელჩოს ანგარიშზე დარიცხული თანხა, ანდრი კასიანოვმა ისაუბრა: შეძენილია 600 "საველე აფთიაქი", რომლის საფასურია 114 ათასი დოლარი; 50 ათასი დოლარი დაიხარჯა ბავშვთა კვების საშუალებებში; 90 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა ტაქტიკური მედიცინის და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად (სისხლდენის შესაჩერებელი ტურნიკეტები, დეფიბრილატორები და სხვა მასალები); 544 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა სურსათის შესაძენად (ქართული და პოლონური წარმოების თევზისა და ხორცის კონსერვები). ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მსოფლიო პატრიარქი რუსეთის პატრიარქ კირილზე: ველოდებოდი, „მსხვერპლს“ გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: უნდა გადავდგე

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსის შეფასებით, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერით, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.  მსოფლიო პატრიარქის თქმით, ის ელოდა, რომ პატრიარქი კირილი გაუძლებდა ამ გადამწყვეტ და ისტორიულ მომენტს. „ყველა ეკლესიისთვის შეუძლებელი იყო, არ დაეგმოთ ძალადობა და ომი უკრაინაში, რუსეთის ეკლესიამ კი, იმედები გაგვიცრუა. არ მსურს, რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილი იყვნენ ეს გამონაკლისები. არ ვიცი, როგორ შეუძლია, მას გაიმართლოს თავი სინდისის წინაშე. ველოდებოდი, რომ ძმა კირილი ადგებოდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და თუ საჭირო იქნებოდა, მსხვერპლად გაიღებდა თავის ტახტს და პუტინს ეტყოდა: „ბატონო პრეზიდენტო, არ შემიძლია, თქვენ დაგეთანხმოთ და უნდა გადავდგე“ , - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.  

საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართა

ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი წერილი ევროინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს საზოგადოებას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანმა გააცნო. „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის კულტურული და ისტორიული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედიათავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის. დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს. მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი, ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას, ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელის მომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. გთხოვთ, დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“, - ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში. წერილთან დაკავშირებით, „ევროპელი სოციალისტების" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი“, - აღნიშნა თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმართვას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დეპუტატებმა მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები. როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს, მეორე ნაწილი კი, 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებისთვის ახალი მექანიზმი აამოქმედეს

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ შექმნილი ჯგუფი უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფთან ითანამშრომლებს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. ახალი ჯგუფის ამოქმედების შესახებ სახელმიწო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. ახალი მექანიზმი, სახელწოდებით Atrocity Crimes Advisory Group (ACA),  უკრაინის გენერალურ პროკურატურას სტრატეგიული რჩევებითა და ოპერატიული დახმარებით უზრუნველყოფს. კერძოდ, ითანამშრომლებს უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალურ დანაყოფთან, რომელიც უკრაინაში ომის დანაშაულებზეა პასუხისმგებელი. „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ მთელ რიგ საერთაშორისო ძალისხმევას, ხსენებულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, (OPG) უკრაინის გენერალური პროკურატურა ომის დანაშაულებსა და სხვა სისასტიკეში მონაწილეების პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ბლინკენმა დაამატა, რომ ACA  იუსტიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით იმუშავებს, რადგან ანგარიშვალდებულების საკითხი აშშ-ის სასამართლოებში სწორედ მას ეხება. ასევე, ACA  რეგიონში განლაგებული საერთაშორისო პროკურორებისა და სხვა სამხედრო დანაშაულების საკითხებში ექსპერტების გუნდს დააფინანსებს.  შეგახსენებთ, 23 მაისს, ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. უკრაინა: აშშ-მ ახალი პროგრამა აამოქმედა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკომისია წინადადებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად ჩაითვალოს. Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ევროკავშირის მთავრობებს, ჩამოართვან აქტივები იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც  მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის შეზღუდვებსთავს არიდებენ. ევროკავშირის სანქციების დარღვევა დანაშაულად ევროკავშირის 12 ქვეყანაში ითვლება, რასაც ზოგი ქვეყანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს, ზოგიც - სისხლის სამართლის დანაშაულად. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებიც შესაბამისად განსხვავებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გადადგა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა  და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა. რადიო თავისუფლების ცნობით, ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.

მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვება დაავალა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დაშვებაზე ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პენიტენციურ სამსახურს დაევალა, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები შეუშვას მიხეილ სააკაშვილის გამოსაკვლევად. ხსენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილება ადვოკატებმა არაერთ სხდომაზე მოითხოვეს. დღეს, 25 მაისის პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის მხრიდან საზღვრის უკანონო კვეთის საქმე უნდა განეხილათ, ადვოკატებმა ეს საკითხი ისევ დააყენეს. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ადგილზე მისულ ექსპერტებს ბრალდებულთან არ უშვებენ და აქამდე არც სასამართლოსგან ჰქონდათ პასუხი მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე. პროკურორის თქმით, ვინაიდან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, მიხეილ სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტების დაშვების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ცენტრ „ემპათიას" წარმომადგენელი მარიამ ჯიშკარიანი ითხოვს, მას და დანარჩენ ექსპერტებს საშუალება მისცენ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მოინახულონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელახლა შეაფასონ. მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“.

ლიეტუვა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას 20 M113 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს. ამასთან ერთად, ლიეტუვამ ასევე გადაწყვიტა, უკრაინას მიაწოდოს სამხედრო სატვირთო მანქანები და 10 SUV განაღმვის ოპერაციებისთვის. „ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია უკრაინის გამარჯვებისა და მისი სუვერენიტეტის დასაცავად. ლიეტუვამ გასწია პირველი დახმარება ომის დაწყებამდე და ახლა ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ დამატებით ეფექტიან მხარდაჭერაზე, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნავს ლიეტუვის თავდაცვის უწყება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს კორუფციასა და სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის 30 დღით დაკავება მოითხოვა. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის სპიკერმა მარიანა ჩერპეკმა განაცხადა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს „დოდონს ბრალი წაუყენეს ოთხშაბათს დაკითხვისას; საქმე აღიძრა [მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის] 324-ე მუხლით (პასიური კორუფცია), 181/2 მუხლით (დაფინანსების მიღება კრიმინალური ორგანიზაციიდან), 337-ე მუხლი (ღალატი) და 330/2 მუხლი (უკანონო გამდიდრება)“, - განუცხადა ჩერპეკმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონა დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.

თურქეთი აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება

თურქეთმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები კონკრეტული ნაბიჯებით არ დაკმაყოფილდება, პროცესი წინ არ წავა. დელეგაციებმა ჩვენი გზავნილი მიიღეს. ისინი ჩვენს მოთხოვნებს თავიანთ ლიდერებთან განიხილავენ და შემდეგ გამოგვეხმაურებიან", - განაცხადა ერდოღანის სპიკერმა. მანამდე, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს გაიმართა. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.  „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით. საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში. საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში“, - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ბლინკენის მილოცვა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ღირებულება. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მუდმივი ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, იღწვოდეს ევროატლანტიკური მომავლისთვის. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 30 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, წინსვლის, მისი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მომავლის კეთილდღეობის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ამ საზეიმო დღეს ყველგან ქართველებისთვის, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების განგრძობით ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობაში მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერია განცხადებაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს. „საქართველოს თავდაცვის ძალები ემზადება 26 მაისის ღონისძიების აღსანიშნავად, დღეს გაიმართება გენერალური რეპეტიცია. ხვალ ყველა დიდ ქალაქში მოხდება ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა, ასევე თბილისის გარდა 5 ლოკაციაზე გაიმართება სამხედრო ფიცის დადება. გვექნება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, როგორც სუ 25-ების, ასევე მი 24-ების და იროკეზების, რომელივ არის მოდერნიზებული. ჩვენი პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იქნება ახალი შეიარაღებით, აღჭურვილობით და სამხედრო ტექნიკით. ერთი ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი დადებს სამხედრო ფიცს“, - აღნიშნა ჯონი ტატუნაშვილმა.  

ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის დღესასწაულია – დამოუკიდებლობის დღე, რომელიც სათავეს 1918 წლიდან იღებს. ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს „1918 წლის 26 მაისს აღსრულდა ყველა ქართველის ოცნება – ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო, რაც ახალი ერის დაბადების ტოლფას მოვლენად იქცა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არასრული სამი წელი იარსება (1918-1921), მისი მემკვიდრეობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოსათვის დღემდე უმნიშვნელოვანეს გამოცდილებად და მომავალი განვითარების ორიენტირად რჩება. გზა, რომელსაც დღეს ვადგავართ და მიზნები, რომლებისთვისაც დღეს ვიბრძვით, სწორედ 1918 წელს დაწყებული საქმის გაგრძელებაა. დღეს საქართველო დემოკრატიული და ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფოა, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ქართველი ხალხისთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს ის მძიმე საფასურია, რომელსაც საქართველო სწორედ თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ სწრაფვისთვის იხდის. საქართველოს გაცხადებული პოლიტიკა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რადგან ეს ის სივრცეა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე, განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელება, ისევე როგორც დღემდე მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება, სიამაყესთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. არაერთი მაგალითი გვახსოვს, თუ როგორ იღებდნენ საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანები, რომელთა სიყვარული და თავგანწირვა სამშობლოს მიმართ ჩვენთვის მასწავლებლად უნდა იქცეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გმირები მხოლოდ წარსულში არ არიან, ისინი ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ, ყოველდღიურად აკეთებენ ქართულ საქმეს და წარმატებული მომავლისთვის იბრძვიან. სწორედ ამიტომ, არჩევანი ისევ ჩვენზეა, რადგან ჩვენ თავად ვართ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემოქმედნი – და ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან. დღეს საერთაშორისო საზოგადოება როგორც არასდროს, ისე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ჩვენს ევროპულ მისწრაფებას! მტკიცედ ვადგავართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!“, – წერს ილია დარჩიაშვილი „ფეისბუქზე“. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო: დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისსა და ქუთაისში დამთვალიერებელს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებს გააცნობს,- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. „26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის მთავარი თემაც წელს საქართველოს ევროპული ინტეგრაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით თბილისსა და ქუთაისში ცალკეული ღონისძიებები გაიმართება, რომელიც საზოგადოებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე მიღწევებს გააცნობს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, რომელიც იყოფა თემატურ ნაწილებად. ერთი ნაწილი ეთმობა საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირებს, სადაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიზუალური მასალა და ცნობები. მეორე ნაწილი უკვე გადმოსცემს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს, 1991 წლიდან დღემდე, სადაც ასახულია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი და მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან. 2022 წელს საქართველოს აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანასთან, შესაბამისად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სივრცეში დამთვალიერებელი ასევე გაეცნობა თუ რომელ ქვეყნებთან აღინიშნება საიუბილეო თარიღი, წარმოდგენილი იქნება ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოს აქვს დიპლომატიური მისიები. პავილიონი ასევე აერთიანებს სხვადასხვა გასართობ აქტივობებს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი იქნება ევროპის ქალაქებში ვირტუალურად მოგზაურობა, 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმოწერა და სამახსოვრო ფოტოს გადაღება და სხვა. ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმალობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება. ცენტრალურ მოედანზე ასევე მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ არსებულ მიღწევებს, ასევე სპეციალური საგამოფენო სივრცე მიეძღვნება ქუთაისს, ისტორიულად მის საზოგადოებრივ, კულტურულ და შემოქმედებით კავშირს ევროპულ ღირებულებებთან და კულტურასთან. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა; ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ხელოვნების ანსამბლების კონცერტი. სტუმრებს ასევე ექნებათ სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა. გაიმართება ტურნირი მოყვარულთა შორის სამაგიდო თამაშებში. პატარებისთვის მთელი დღის განმალობაში დაგეგმილია გასართობი პროგრამა და ასევე თეატრალური წარმოდგენა. 17:10-ზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები კი საღამოს 20:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი ქართველ კოლეგას -  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.„უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. ასევე, დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს -სტაბილურობას და კეთილდღეობას“,- ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან. 26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

აშშ-ის საელჩო: საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო - 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მათი თქმით, საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო და 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჯო ბაიდენი: შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე „საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის. სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“, – ნათქვამია საელჩოს გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.