ძებნის რეზულტატი:

Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული

Forbes-მა გამოაქვეყნა მონაცემები, უკრაინის რა ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელა რუსეთმა. 23 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო უკრაინის 43 კვადრატული კილომეტრი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 7%-ია. ახლა ეს მაჩვენებლები 2,9-ჯერაა გაზრდილი და 125 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. 2014 წლიდან რუსეთის არმიამ უკრაინის იმდენი ტერიტორია დაიპყრო, რომლის ფართიც აღემატება უნგრეთის და ბულგარეთის ტერიტორიებს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზევე მიტაცების რეკორდი 2022 წელს დაამყარა. ამ დროისთვის უკრაინის დროებითი კონტროლის გარეთაა ყირიმის ნახევარკუნძული, დონეცკის ნაწილი, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიის მხარეები და ქალაქი სევასტოპოლი. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს კიევის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევსკის, სუმისა და ჟიტომირის ტერიტორიები, რომლის ფართიც უკრაინის 603 548 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დმიტრო კულება: მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება

"რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა. „ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი ბრძოლა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ბრძოლა ევროპის ტერიტორიაზე. მოვუწოდებ პარტნიორებს, დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდება, განსაკუთრებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების, შორ მანძილზე მოქმედი არტილერიისა და ჯავშანტრანსპორტიორების“, – წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

2016 წლის შემდეგ პირველად საქართველოს რკინიგზა მოგებაზე გავიდა

საქართველოს რკინიგზამ 2021 წელი ზარალის ნაცვლად მოგებით დაასრულა. ამის შესახებ bm.ge რკინიგზის ფინანსურ ანგარიშშზე დაყრდნობით წერს, რომელიც კომპანიამ დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელი კომპანიამ 547.9 მილიონი ლარის შემოსავლით და 52.7 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.ეს 2016 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს რკინიგზა ზარალის ნაცვლად მოგებაზე გავიდა. 2016-2020 წლების განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ჯამური ზარალი 1.4-მილიარდი ლარი იყო. მათ შორის 2020 წელს კომპანიამ 164.6 მილიონი ლარით იზარალა.2021 წლის განმავლობაში რკინიგზის მოგებაზე გასვლა კომპანიის გაზრდილმა შემოსავალმა და შემცირებულმა ფინანსურმა ხარჯებმა განაპირობეს.საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ასე ნაწილდება:● სატვირთო გადაზიდვები - 423.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 9%;● ლოჯისტიკური სერვისები - 69.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 28%;● სამგზავრო გადაყვანები - 14.8 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 32%● ვაგონების გაქირავება - 4.6 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 47%● ვაგონების სასაზღვრო მომსახურების საკომისიო - 9.9 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 30%;● სხვა - 25.3 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 115%;● სულ - 547.9 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 12%.რაც შეეხება რკინიგზის საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები. კომპანია ჯამში 12,000 ადამიანს ასაქმებს, რომელთა ანაზღაურებამაც გასულ წელს 180 მილიონი ლარი შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია.რკინიგზის ინფრასტრუქტურის და მოწყობილობების ცვეთის ხარჯმა 58 მილიონი ლარი შეადგინა, ელექტროენერგიის და სახარჯი მასალების ხარჯი 54.5 მილიონი ლარი იყო, “სხვა ხარჯებმა” კი 95 მილიონი ლარი შეადგინა. თავად სხვა ხარჯებში ლოჯისტიკური სერვისების ღირებულებაა 32 მილიონი ლარი, გადასახადები 30 მილიონი ლარი, დაცვის ხარჯები 9.7 მილიონი ლარი.“საქართველოს რკინიგზა” 100%-ით “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაა. კომპანიის აქტივები 2.25 მილიარდ ლარს შეადგენს. სახელმწიფო კომპანიის ვალდებულებები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენს, სადაც წამყვან პოზიციას $500-მილიონიანი ევროობლიგაცია იკავებს, რომელიც კომპანიამ 2021 წელს გამოუშვა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times

დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად და მარცვლეულის ექსპორტისთვის სამხედრო ხომალდების გაგზავნას გეგმავენ. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება გლობალურ სასურსათო კრიზისის შიშს აძლიერებს. ერთ-ერთი გამოწვევაა შიმშილის რისკის შეკავება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე ან ლიბანი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი მარცვლეულის ექსპორტზე. ცნობილია, რომ დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის. დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, უკრაინას სავარაუდოდ, შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება. უკრაინა ზღვიდან იერიშების მოგერიებას შეძლებს. უკრაინა ამ დრომდე ელოდა უფრო მოწინავე იარაღს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაგრამ ჯერჯერობით დახმარების უმეტესი ნაწილი მცირე დისტანციის სისტემებს მოიცავდა, მათ შორის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია. პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters Harpoons (საზენიტო რაკეტები) Boeing Co.-ის (BA.N) მიერ არის დამზადებული და შესაძლებელია, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკუაგდოს, რაც საშუალებას მისცემს კიევს, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი განაახლოს. გავრცელებული ცნობებით, უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთიც მიაწვდიან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მადლიერია დანიის, რომელმაც 23 მაისს განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტების გადაცემით უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში დაეხმარება.   

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 242 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.449 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.397 პროცენტით განისაზღვრა. სებ-ის ცნობით​, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა წარადგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა. თურნავას კანდიდატურის წარდგენის საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი და ის განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. ახლა მასში 7 წევრი შედის. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრი იყო. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. სწავლების სხვადასხვა კურსი გავლილი აქვს აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის, კ. კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის ეგიდით, მოგვიანებით კი გაერთიანებული სამეფოს კუმბრიის საგრაფოს უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დაასრულა და ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი მიენიჭა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ამ ბრძოლაში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და პუტინის აგრესია სტრატეგიული წარუმატებლობა უნდა იყოს

რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „სწორედ ამიტომ, რუსეთის აგრესიის შეკავება მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და პუტინის აგრესია უნდა იყოს სტრატეგიული წარუმატებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ უპირატესობა მოიპოვოს და საკუთარი მომავალი კვლავაც თავად განსაზღვროს. პირველად ისტორიაში ევროკავშირი აწვდის შეიარაღებას ქვეყანას, რომელსაც თავს ესხმიან. ჩვენ ვახდენთ ევროკავშირის ეკონომიკური ძალის სრულ მობილიზაციას. ჩვენი და ცალკეული კომპანიების სანქციები გამოფიტავენ რუსეთის ეკონომიკას და შესაბამისად, ფიტავენ კრემლის ომის მანქანას", - განაცხადა მან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ფილიპინების პრეზიდენტი: ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ვხოცავთ ადამიანებს, მაგრამ მე ბავშვებსა და მოხუცებს არ ვკლავ

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს, - ამის შესახებ ფილიპინების მოქმედმა პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა. როდრიგო დუტერტეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას და პუტინს მკვლელებს უწოდებენ, ისინი განსხვავებულები არიან. ”ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე და პუტინი ერთნაირები ვართ, რადგან ჩვენ ვხოცავთ ადამიანებს. მაგრამ მე ვკლავ კრიმინალებს და არა ბავშვებსა და მოხუცებს. ის, რაც ხდება რუსეთსა და ამერიკაში, განსხვავდება იმისგან, რაც აქ ხდება,“- აღნიშნა როდრიგო დუტერტემ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 234 ბავშვი დაიღუპა გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთისთვის დაწესებული საიმპორტო ტარიფების გაუქმების საკითხს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ტარიფები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, „სავაჭრო ომის“ პერიოდში დაწესდა და ამჟამად ის აღარ შეესაბამება აშშ-ის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს. ეკონომისტების ნაწილი, მიიჩნევს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ბარიერების გაუქმება გაამარტივებს იმპორტს, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მსოფლიო მასშტაბით მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის დონისა და პროდუქციის გაძვირების ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, როგორც ეკონომისტებმა და ანალიტიკოსებმა, ასევე ტრეიდერებმაც პოზიტიურად მიიღეს. განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ჩინური იუანი თითქმის 1%-ით გამყარდა. 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა დაავალა მრჩევლებს გამოიკვლიონ შესაძლებლობები ვაშინგტონის სავაჭრო პოლიტიკის შესაცვლელად. მათ უნდა განიხილონ საკითხი წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ურთიერთობის მიღმა. „მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ჩინეთთან ურთიერთობები ეკონომიკური, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით,” - თქვა სალივანმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის დროს შეერთებულ შტატებში ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულმა ზომებმა ფაქტობრივად გააჩაღა სავაჭრო ომი ქვეყნებს შორის. მაღალმა გადასახადებმა სავაჭრო კავშირების შეწყვეტა გამოიწვია. ჩინეთში, ამის საპასუხოდ, ასევე შემოიღეს მთელი რიგი შეზღუდვები. ბაიდენმა, გაპრეზიდენტებისთანავე თქვა, რომ არ გეგმავს „დაუყოვნებელ მოქმედებას“ ამ სიტუაციის შესაცვლელად. აშშ-მ ჩინეთს 2019 წელს 300 მილიარდზე მეტი ღირებულების საქონელზე საიმპორტო ტარიფები დაუწესა. 

ირანი და ყაზახეთი ერთობლივ კომერციულ დოკს აშენებენ

სერახსის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა მოჰამედ რეზა ბარაჰმანდმა ირანისა და ყაზახეთის მიერ ერთობლივი კომერციული დოკის მშენებლობის შესახებ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. მან აღნიშნა, რომ ირანი და ყაზახეთი გეგმავენ გახსნას პირველი ერთობლივი სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი სერახსის FEZ-ში, რათა უზრუნველყონ დატვირთვა-გადმოტვირთვის სერვისები ბიზნეს-სუბიექტებისთვის და შექმნან ინსტრუმენტი ვაჭრობისა და მიზნობრივი ბაზრის განვითარებისთვის. ყაზახეთიდან ფოთის პორტში სატესტო რეჟიმში 200-ზე მეტი კონტეინერი გამოიგზავნა  ყაზახეთი აქტაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის შექმნას განიხილავს მისი თქმით, ეს პროგრამა უფრო მეტად ეფუძნება სარკინიგზო გადაზიდვებსა და მიწოდების ჯაჭვს, ბაზრის განვითარებას, პროდუქციის დივერსიფიკაციას და მიზნობრივ ბაზრებს, რაც ყველა შემთხვევაში განხორციელდება სერახის FEZ-ის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად. ”სერახსის სპეციალური ეკონომიკური ზონის სტრატეგიული პოზიცია, როგორც კარიბჭე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ეფექტური ამ რეგიონებში, განსაკუთრებით ყაზახეთში, ექსპორტის გაზრდის მიზნით,” - განმარტა მან. ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ ირანი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის ბაზრის მნიშვნელობაზე მიუთითებს, ირანი ცდილობს განავითაროს თავისი სავაჭრო ურთიერთობები ქვეყანასთან. სერახის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ძირითად სავაჭრო ბაზრებს ირანის სამხრეთით, დასავლეთით - ევროპასთან, აღმოსავლეთით - ავღანეთთან და პაკისტანთან.

Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა. „აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონალური ცენტრის პოზიციონირების მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. შეხვედრა მთავრობის მეთაურის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. Adan Group მრავალეროვნული კონგლომერატია და მისი საქმიანობა მოიცავს პორტების მართვას, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებას, სამთომოპოვების, აეროპორტების ოპერირების და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს. Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ, როგორ აქცევს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი ბუნებრივ ჰაბად და იდეალურ ადგილად მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობისთვის, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, კონკურენტული საოპერაციო ხარჯებითა და მასტიმულირებელი ფაქტორებით ისარგებლებენ”,- დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

NCDC: 16-22 მაისს, 2 533 აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კვირის სტატისტიკას აქვეყნებს. 16.05-22.05-ის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 891 402 აცრა. გასული კვირის განმავლობაში ჩატარდა 2 533 აცრა. „სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 368 555 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 47.6%; სრულად ვაქცინირებულია 1 266 826 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 44.1%;​ ბუსტერ დოზით აცრილია 252 360; 12-15 წლის მოზარდებში სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 4 288 (2.42%) სრულად აცრილია – 3 410 (1.92%); 16-17 წლის მოზარდებში სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 12 767 (15.74%) სრულად აცრილია- 11 263 (13.88%); 16-22 მაისს ჩატარდა 2 533 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე, შესაძლებელია, რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.  ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა  

საქართველოს დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო

კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა. ნატოს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.  

ზელენსკი: დონბასში რუსებს 20-ჯერ მეტი აღჭურვილობა აქვთ, სამხედრო ტექნიკა გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დონბასში რუსებს 20-ჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა აქვთ, ვიდრე უკრაინელებს. „ჩვენ არ გვყოფნის ტექნიკა, იმიტომ რომ ვიბრძვით ასეთი დიდ სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავს მრავალრიცხოვანი არმია. მათ [რუსებს] 20-ჯერ მეტი სამხედრო ტექნიკა აქვთ დონბასში. წარმოიდგინეთ როგორი ძლიერები არიან ჩვენი მეომრები და როგორი ხალხი გვყავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საომარი მოქმედებებისას ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა - „ჩვენ გვჭირდება სამხედრო ტექნიკა, რომელიც მოქმედებს დიდ მანძილზე“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - სისხლისღვრის პირველი 3 თვე

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი თვე გავიდა. 24 თებერვლიდან ათასობით ადამიანი გახდა საომარი მოქმედებების მსხვერპლი, ათიათასობით დაშავდა, მილიონობით უკრაინელი კი დევნილად იქცა.  21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგრეთ წოდებული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო 24 თებერვალს დილით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა,  დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში“. ასე დაიწყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.  რუსეთის ჯარები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სეპარატისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გავლით შევიდნენ. ამავდროულად, რუსეთის ტერიტორიიდან ჯარები შევიდნენ ხარკოვის, სუმის და ჩერნიგოვის რეგიონებში, ხოლო ბელორუსის ტერიტორიის გავლით უკრაინის ჩერნობილის რეგიონში. კიევის მახლობლად საჰაერო თავდასხმის ძალები დაეშვნენ და უკრაინის დედაქალაქის ბლოკირებისთვის სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.  ომის მეორე თვეს რუსეთის არმიამ დაიწყო ჯარების გაყვანა კიევიდან და ჩერნიგოვიდან. უკრაინის არმიამ ქვეყნის ამ ტერიტორიებზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, კიევში ცხოვრება შედარებით უსაფრთხო გახდა, თუმცა რუსი სამხედროები უკრაინის სტრატეგიულ რაიონებში შორი დისტანციის სიზუსტის იარაღს აქტიურად დღემდე იყენებენ.  შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების გადაწყვეტილების ფონზე გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება, რუსეთის არმიამ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, გააძლიერა დარტყმები საბრძოლო მანქანებისა და იარაღის საცავებზე.  მოსკოვმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნების მანქანები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, რუსული არმიის ლეგიტიმური სამიზნეა.  მარიუპოლი ნანგრევებად იქცა. უკრაინის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის - ხარკოვის რაიონში კი საომარი მოქმედებები დღემდე არ წყდება. ხარკოვის რეგიონის დასახლებების ნაწილი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.  ხარკოვის მაცხოვრებლების წინააღმდეგობამ მოსკოვს უკრაინის ამ ნაწილზე კონტროლის უზრუნველყოფის საშუალება არ მისცა.  რუსეთის ჯარებმა ომის პირველ თვეს აზოვის ზღვის სანაპიროს დაკავება შეძლეს და მალე აიღეს საპორტო ქალაქი ბერდიანსკი. ერთთვიანი ალყის შემდეგ დაეცა მარიუპოლი - უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი აზოვის ზღვის სანაპიროზე.  მარიუპოლში რუსეთის არმიას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა. ქალაქის ნაწილი, სადაც წლის დასაწყისში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ნანგრევებადაა ქცეული.  მაისის შუა რიცხვებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 2439 უკრაინელმა მებრძოლმა, რომლებიც იცავდნენ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას, იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ.  უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ მებრძოლები ჩაბარდნენ დატყვევებულ რუს ჯარისკაცებთან შემდგომი გაცვლის პირობით.  კიდევ ერთი დიდი ქალაქი, რომელიც რუსეთის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა, არის ხერსონი, ქვეყნის სამხრეთით.  ხერსონში რუსული რუბლი მიმოქცევაში შევიდა და რეგიონის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამოცხადება განიხილება.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ განცხადებაში აღიარა ხერსონის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობა. "უკრაინელი ხალხი თავად განსაზღვრავს თავის ბედს", - განაცხადა რუსეთის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.  ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების დაბომბვა, დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები და არის მსხვერპლი.  მოსკოვის განცხადებებმა დნესტრისპირეთის რეგიონში, მოლდოვას პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ვითარებასთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოიწვია უკრაინის ფარგლებს გარეთ საომარი მოქმედებების გავრცელებასთან დაკავშირებით.  საყურადღებოა ცენტრალური სამხედრო ოლქის (CVO) მეთაურის მოადგილის, გენერალ-მაიორ რუსტამ მინეკაევის გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ „უკრაინის სამხრეთით კონტროლი კიდევ ერთი გამოსავალია დნესტრისპირეთში, სადაც ასევე არსებობს, რუსი მოსახლეობის ჩაგვრის შესაძლებლობა.  ამის შემდეგ, 25 აპრილს, ტირასპოლში „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობიდან ყუმბარმტყორცნიდან გაისროლეს. აფეთქებები ასევე მოხდა დნესტრისპირეთის რიგ სხვა პუნქტებშიც. ზოგიერთმა მშვიდობიანი მოქალაქემ  მზარდი დაძაბულობის ფონზე დატოვა რეგიონი.  ომში დაღუპულთა რაოდენობის სტატისტიკა არ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ ბოლოს მარტის ბოლოს გამოაცხადა მონაცემები, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული არმიის ზარალმა 1351 ადამიანი შეიწირა, დაშავდა 3825 ჯარისკაცი.  ამავდროულად, მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალი იმ დროს შეადგენდა 23 367 ადამიანს.  შემდგომ, ამ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელებულა.  იმავდროულად, უკრაინის გენერალური შტაბი აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის 29 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.  დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ამ დრომდე მონაცემები არ არსებობს.  გაეროს მონაცემებით, უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.  უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სამჯერ ბელორუსიაში და ერთი თურქეთში.  ბელორუსიაში მხარეებმა მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების შეთანხმება შეძლეს კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით 29 მარტს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინულმა მხარემ რუსეთს მომავალი წერილობითი შეთანხმების პრინციპები გადასცა.  შეთანხმება ითვალისწინებდა უკრაინის უარს ნატოში გაწევრიანებაზე, ნეიტრალურ სტატუსს, ატომურ იარაღზე და მასობრივი განადგურების სხვა იარაღზე უარის თქმას, ქვეყანაში უცხოური ჯარებისა და ბაზების განთავსებაზე, სამხედრო წვრთნებს გარანტორი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, თანხმობით. შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იმოქმედებდა ყირიმსა და დონბასის ტერიტორიებზე, სანაცვლოდ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპროტესტებდნენ.  მოგვიანებით, 17 მაისს, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინაში ვითარება მკვეთრად შეიცვალა რუსეთის თავდასმის შენდე შემდეგ და კიევმა შეაჩერა მოლაპარაკებები რუსეთთან.

რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული - Reuters

რეკორდული რაოდენობის, დაახლოებით 62 მილიონი ბარელი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორილ წყლებშია გაჩერებული. ეს მოცულობა ომამდელ პერიოდს სამჯერ აღემატება. ამის შესახებ Reuters-ი ანალიტიკურ ორგანიზაცია Vortexa-ს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. სხვადასხვა დროშის ქვეშ მცურავი გემები რუსული ნედლი ნავთობის მყიდველების მოლოდინში არიან. ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ, კიშინიოვში დააკავეს. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, მარიანა კიორპეკმა განაცხადა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მის სახლში ჩხრეკა უძღოდა წინ. ჩხრეკა ასევე ჩატარდა სავაჭრო ორგანიზაცია მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირში, რომელიც დოდონმა 2022 წელს დააარსა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს. 18 მაისს, მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ დოდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დოდონი მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკისგან ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია, რომ ოლიგარქი ცდილობს, დოდონს გადასცეს შავი პაკეტი, რომელშიც სავარაუდოდ, თანხა იდო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაული თავდაპირველად ვერ გამოავლინა და სასამართლომ საქმის აღძვრაზე უარი თქვა. გასულ კვირას კი, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს საერთაშორისო მედია დოდონს პრორუს პოლიტიკოსად მოიხსენიებს.  ცნობისთვის, დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონი დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.

თურქმენეთმა თავის ტერიტორიაზე, უცხოური მანქანების ტრანზიტი დაუშვა

თურქმენეთმა 2022 წლის 1-ელი ივნისიდან თავის ტერიტორიაზე უცხოური მანქანების ტრანზიტი დაუშვა, იუწყება Trend „თურქმენავტოტრანსპორტის“ სააგენტოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. ცნობილია, რომ უცხოურ მანქანებს მძღოლებთან ერთად საზღვრის გადაკვეთა სარახს-ფარაპ-სარახის მარშრუტზე მთელი რიგი აუცილებელი მოთხოვნების დაცვით ეძლევათ. ამრიგად, ირანიდან ტვირთგადამზიდავები მივლენ უზბეკეთის საზღვართან და შეძლებენ თურქმენეთის სახმელეთო ტერიტორიის გავლით დაბრუნებას. მანამდე ირანულ სატვირთოებს შეეძლოთ თურქმენეთის ტერიტორიაზე შესვლა ინჩე-ბურუნის სასაზღვრო პუნქტის გავლით, საიდანაც საქონელი გადაიტვირთებოდა თურქმენულ სატვირთო მანქანებზე დანიშნულების ადგილამდე გადასაყვანად. ნებართვა გაიცემა „თურქმენეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ეფექტური გამოყენებისა და საერთაშორისო მიმოსვლის მოცულობის გაზრდის მიზნით“.

მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ვიზიტი ისრაელში მნიშვნელოვანია ანკარასა და თელ-ავივის დაახლოების თვალსაზრისით. ამის შესახებ „ანადოლუს“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განუცხადა. „ჩავუშოღლუს ვიზიტი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც ორი ქვეყნის დაახლოების პროცესის ნაწილი“, - განაცხადა ჰაიატმა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ სამშაბათს ჩავიდა რამალაში პალესტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შეხვდა თავის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში. 

პესკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერთებისთვის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი არ გეგმავს რაიმე ნაბიჯების გადადგმას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების მიზნით. ამის შესახებ „რია ნოვოსტი “წერს. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს „ამ თემაზე უკვე ვილაპარაკე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კუთხით რუსული მხარიდან არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და არცაა დაგეგმილი “, - აღნიშნა მან. პესკოვმა ასევე მიუთითა ინციდენტზე, რის გამოც, მისი თქმით, „საჭიროა კანონიერად დაფიქრება ფორმულირებაზე“. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს  „თქვენ იცით, რა თქმა უნდა, თეორიულად, თუ ამას სერიოზულად მივიღებთ, მაშინ ჯერ კიდევ გვჭირდება ამ საკითხის იურიდიულად დასრულება, რადგან თუ სწორად გავიგეთ, რეფერენდუმის საკითხი იურიდიულად არის ჩამოყალიბებული, როგორც ე.წ. სამხრეთის რესპუბლიკის გაერთიანება. ანუ იურიდიულად ესაა კაზუსი, რადგან თუ გაერთიანებაა, მაშინ საუბარია მესამე სახელმწიფოს შექმნაზე, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ამიტომ, ცოტა უნდა იფიქროთ, ალბათ იურიდიულად, მხოლოდ ფორმულირებაზე“, - თქვა პესკოვმა. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი.