ძებნის რეზულტატი:

რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. ამ კონტექსტში, საქართველოს მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი გადამწყვეტი - ჩეხეთის პრემიერი

ჩეხეთი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას მისალოც წერილშია აღნიშნული, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში, საქართველოს სტაბილურობა და მედეგობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - გადამწყვეტი. „გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი ქვეყნის დღესასწაულთან - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან - დაკავშირებით. მსურს გარწმუნოთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ამ გზაზე საქართველოს გვერდით დგომას. გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია მისალოც წერილში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

ჯუანშერ ბურჭულაძე: ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი სამაგალითოა მთელ მსოფლიოში, ისინი ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული. ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე ახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ სამშობლოს და მის თავისუფლებას. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ჩვენი ერის ერთიანობის და სიამაყის დღესასწაული, ეს დღე გამოხატავს ჩვენი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ჩვენი მომავალი განვითარება ეფუძნება. დღევანდელი დღე ამასთანავე გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, დავიცვათ სამშობლო, მისი დამოუკიდებლობა და ვიბრძოლოთ მისი წარმატებული მომავლისთვის. ამიტომ დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს. გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას. გზა ევროპისკენ არის მისი ღირებულებითი არჩევანი. ამაყი ვარ, რომ ქართული ჯარი თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და სამშობლოს სიყვარულით სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ქართველი მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის ერთგულად დაიცავენ ჩვენს სამშობლოს და მის თავისუფლებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მიულოცა ჯარისკაცებს და ვეტერანებს. „მინდა, ჩვენ ჯარისკაცებს და ვეტერანებს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე. დამოუკიდებლობა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვაზე დგას, ქედს ვიხრი ყველა მათგანის ხსოვნის წინაშე, მათი თავდადების წინაშე, ვინც გმირულად დაიღუპა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში. მინდა, დღევანდელი დღე ასევე მივულოცო ჩვენი საზოგადოებისა და ჯარის მნიშვნელოვან, გამორჩეულ ნაწილს, ჩვენს დაჭრილ, დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც ერთგულად და თავდადებულად აგრძელებენ ქვეყნის სამსახურს. მინდა, მივესალმო და დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს რეკრუტებს, რომლებმაც დადეს ფიცი და შეუერთდნენ თავდაცვის ძალებს. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ღირსეულად ატარებთ ქართული ჯარის ფორმას და გააგრძელებთ ჩვენი წინაპრების მხედრულ ტრადიციებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

ელისაბედ მეორემ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

 წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ, - დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულება, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საუკეთესო სურვილებს ვუთვლი საქართველოს მოსახლეობას. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქვეყნები ორმხრივი თანამშრომლობის 30 წელს აღნიშნავენ. გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ“, – აღნიშნულია დედოფალ ელისაბედის მილოცვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოლონეთის, საბერძნეთის, ლატვიის, ბულგარეთისა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მისალოც მიმართვებს უგზავნიან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ, მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და საქართველოს მრავალწლიანი თანამშროლობა აკავშირებთ, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზეა დამყარებული. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის განხილვას, ასევე მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მისალოც წერილში. თავის მიმართვაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი წერს, რომ საბერძნეთსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებულია ყველა მიმართულებით. „საბერძნეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს ნიკოს დენდიასი. „გულთბილი მილოცვა ლატვიისგან საქართველოს, რომელიც დღეს დამოუკიდებლობას აღნიშნავს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი, ქართველ კოლეგას, სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ულოცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისალოც წერილს უგზავნის ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ტეოდორა გენჩოვსკაც. თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ურთიერთობას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ის, ყოველთვის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით ვითარდებოდა. ბულგარელი კოლეგა დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ უდასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.ილია დარჩიაშვილს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამირ აბდოლაჰიანიც. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა „ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. „აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 საათზე მიხეილ სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“. სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმიური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი  

კარლ ჰარცელი: EU-ში გაწევრიანების განაცხადზე პასუხი სავარაუდოდ, 2-3 კვირაში იქნება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპული კომისია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე პოზიციას მალე დააფიქსირებს. ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარადგენს თავის პოზიციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ვვარაუდობ, ეს მომდევნო 2-3 კვირაში მოხდება“, - თქვა ჰარცელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.  

პრეზიდენტი: საქართველო არ აპირებს, „დრო იხელთოს“ და ძალით დაიბრუნოს ტერიტორიები, ეს რუსული დეზინფორმაციაა

ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დრო დადგა, ჩემი თხოვნა და თქვენდამი მუდარა ორ სიტყვად ითქმის - ძალა ერთობაშია სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს მათ წინააღმდეგ. „ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობას, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ, რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივებისა და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

ომის დანაშაულის მეორე სასამართლო პროცესი უკრაინაში: რუსმა ჯარისკაცებმა ბრალი აღიარეს

ომის დანაშაულის რიგით მეორე სასამართლო პროცესზე ორმა რუსმა ჯარისკაცმა ბრალი აღიარა. ორ არტილერისტს, ალექსანდრე ბობიკინს და ალექსანდრე ივანოვს ქალაქის დაბომბვით ომის კანონების დარღვევაში ედებათ ბრალი. პროკურორები ბრალდებულებისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ. მათი თქმით, დაბომბვამ გაანადგურა საგანმანათლებლო დაწესებულება ქალაქ დერჰაჩიში. რა „არგუმენტით“ ცდილობს ადვოკატი ომის დანაშაულში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის გამართლებას „მე სრულიად დამნაშავე ვარ იმ დანაშაულებში, რომლებშიც ბრალს მდებენ. უკრაინას რუსეთიდან ვესროლეთ“, - განუცხადა ბობიკინმა სასამართლოს კოტელვაში, პოლტავას რეგიონში. „ვნანობ და ვითხოვ სასჯელის შემცირებას“, - ამბობს მეორე ბრალდებული ივანოვი. ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები ბრძანებას ასრულებდნენ. რუსი ოფიციალური პირების მხრიდან ამ საქმეზე კომენტარი არ გაკეთებულა. საბოლოო განაჩენი 31 მაისს არის მოსალოდნელი. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა 23 მაისს მიესაჯა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გერმანიის კანცლერი: ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს. პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია

"ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია", -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმ დავოსის ეკონომკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.  "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: პუტინის განკარგულება იურიდიულად ძალადაკარგულია და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება

ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Crimea SOS-ის ანალიტიკოსი, ევჰენ იაროშენკო ამბობს, რომ კრემლის პოლიტიკა „პასპორტიზაციის“ შესახებ შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს მოსკოვის დღის წესრიგს, რომელიც უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაში წვევამდელების ჩართვას გულისხმობს. „რუსული პასპორტის აღებიდან მალევე, რუსეთის ფედერაციამ შეიძლება, გამოიძახოს ასეთი პირი სამხედრო სამსახურში და შემდგომში ჩართოს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში“, - განაცხადა იაროშენკომ. მისივე შეფასებით, ამგვარად, დროებით ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მძევლები ხდებიან. უკრაინის მთავრობამ დაგმო კრემლის ნაბიჯი, დააჩქაროს რუსეთის მოქალაქეობის მიღება უკრაინელებისთვის ორ რეგიონში, სადაც რუსული ჯარები შეიჭრნენ. უკრაინის საგარეო უწყების შეფასებით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებისა და პრინციპების, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევა. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში ოთხშაბათს, პუტინმა ხერსონისა და ზაპორიჟიეს ტერიტორიის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების მიღების პროცესის გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. „განკარგულება იურიდიულად ძალადაკარგულია და არ ექნება სამართლებრივი შედეგები“, - აცხადებს უკრაინის დიპლომატიური მისია ევროკავშირში. ხერსონისა და ზაპორიჟიეს კონტროლი რუსეთს ყირიმზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს - უკრაინის ტერიტორიის, რომლის ანექსიაც მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 25 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 600 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია. "რუსული მხარის დანაკარგი ასევე მოიცავს 1315 ტანკს, 3235 ჯავშანმანქანას, 617 საარტილერო სისტემას, 201 სარაკეტო სისტემას, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 206 თვითმფრინავს, 170 ვერტმფრენს, 502 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატს, 114 ფრთოსან რაკეტას, 13 ერთეულ გემს/კატერს, 2225 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 47 სპეცტექნიკას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ 100 მილიონს პირველად გადააჭარბა  

კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთს კვლავ სურს კიევის აღება

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსეთი მთელი უკრაინის აღებას გეგმავს, რომლის მთავარი სამიზნე კიევია. „აშკარაა, რომ რუსეთი ახორციელებს არა სპეციალურ ოპერაციას, არამედ, გენოციდს უკრაინაში“, - განაცხადა კლიჩკომ ხუთშაბათს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელური  დისკუსიის დროს. მისივე თქმით, უკრაინა იცავს არამხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ ყველა თანამოაზრე ერის სუვერენიტეტს. კლიჩკომ სხვა ლიდერებისგან უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი იარაღის გაგზავნის შესახებ სწრაფი გადაწყვეტილებები მოითხოვა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოლაფ შოლცი: გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად მუშაობს

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასკვნით სიტყვაში გერმანიის კანცლერა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად. მისი თქმით, გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალებს და მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „ევროკავშირი იგივე გზას მიჰყვება“, - განაცხადა შოლცმა. თუმცა, უკრაინა მოსკოვის წინააღმდეგ მაქსიმალურ სანქციებს ითხოვს, მათ შორის რუსული ნავთობისა და ვაჭრობის დაუყოვნებლივ აკრძალვას. ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოები საქართველოში სომხეთის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. „საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩ რუბენ სადოიანის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სომხეთის დედაქალაქ ერევნის ქუჩებში ბანერები საქართველოს დროშის ფერებით გაანათეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

„აზოვსტალის“ მფლობელი ომით მიყენებული ზარალის გამო რუსეთს უჩივის

უკრაინის უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი რინატ ახმეტოვი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს, ომით მიყენებული ზარალის გამო. უკრაინული მედიის ცნობით, როგორც „აზოვსატლის“ მფლობელი აცხადებს, რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრისთვის მისი ბიზნესისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს. უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი ამბობს, რომ ზელენსკისთან უთანხმოება განზე გადადო და უკრაინაში დაბრუნდა ომამდე არსებული მდგომარეობით, რინატ ახმეტოვის საკუთრებაში არსებული სამრეწველო აქტივების ღირებულება $20 მილიარდს აჭარბებდა. ახმეტოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, აქტივები, (Azovstal-ის ფოლადის ქარხანა, Illich Steel-ისა და Iron Works, Avdiivka Coke Plant, Luhansk Thermal Power Plant), და ათობით სხვა სამრეწველო ინფრასტრუქტურა და მწვანე ენერგიის ობიექტი ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, ომამდე მარიუპოლის ორი საწარმოს - Azovstal-ისა და Illich Steel-Iron Works-ის კაპიტალიზაცია დაახლოებით $10 მილიარდი იყო. ახმეტოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა გაანადგურა $1 მილიარდის ღირებულების ნედლეული. მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა რუსული სამხედრო ინტერვენციის დროს მთავარი სამიზნე იყო. „საბოლოო თანხა დადგინდება რუსეთის მიმართ საჩივრის განცხადებაში“, - განაცხადა ახმეტოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს.  თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.

ირანის ნავთობის მინისტრი: რუსეთთან ვაჭრობის გაზრდა $40 მილიარდამდე გვსურს

თეირანი ცდილობს, ირანსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობამ $40 მილიარდს მიაღწიოს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე, ირანში განაცხადა. „ირანის მთავრობა ცდილობს, განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან, რათა სავაჭრო ბრუნვა 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს“, - განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირანის პირველი ვიცე პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი ხელმძღანელობს.  ჯგუფში სხვადასხვა მინისტრი შედის და მის მუშაობას ირანის პრეზიდენტი აკონტროლებს. ნოვაკი ირანში ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩავიდა. ოუჯის გარდა, დაგეგმილია ვიცე-პრემიერის შეხვედრა ირანის ვიცე-პრეზიდენტთან. რუსეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა კვარტალში 10%-ით გაიზარდა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტისას: უკრაინელი ხალხის გმირობით აღფრთოვანებული ვარ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, რომლის ქვეყანაც NATO-ში გაწევრიანების მოლოდინშია, უკრაინაში ვიზიტისას ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, რუსეთის ომის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ქალაქების აღდგენის საკითხიც განიხილა. „ძალიან რთული იყო იმის დანახვა, რაც რუსეთმა გაუკეთა ამ ქალაქებს. ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად, აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისა და მთელი ევროპისთვის“, - ციტირებს სანა მარინს ზელენსკის ოფისი. მარინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ქვეყანას და ხალხს დღეს ძალიან კარგად ესმით უკრაინელების, მათი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. ფინეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „უკრაინისთვის ფინეთის სამხედრო დახმარება ძალიან ღირებულია. იარაღი, სანქციების პოლიტიკა და ჩვენი პარტნიორების ერთიანობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არის ის, რაც  ჩვენი მიწის დაცვას უზრუნველყოფს. მადლობა ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინს ვიზიტისა და თავდადებული მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ განცხადებაში. „დელეგაციამ მოინახულა ის ტრაგიკული ადგილები, სადაც რუსულმა არმიამ მშვიდობიანი უკრაინელების გენოციდი ჩაიდინა.  რუსმა დამპყრობლებმა დაანგრიეს სახლები. ეს არ არის მხოლოდ ომი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის ომი კაცობრიობისა და დემოკრატიულ ღირებულებების წინააღმდეგ. ჩვენ ვგრძნობთ მსოფლიო საზოგადოების დახმარებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნავს  თავის მხრივ, კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია სანა მარინის ვიზიტისადმი მიძღვნილ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, მარინმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს უმასპინძლა. „მოხარული ვარ, რომ ფინეთმა რუსეთიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება შეძლო. ევროკომისიის მიერ გასულ კვირას გამოცხადებული ენერგეტიკული პაკეტი გთავაზობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც მთელ ბლოკს დაეხმარება, შეამციროს დამოკიდებულება რუსეთზე, -  აღნიშნა სანა მარინმა.   შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თეირანი, რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს

ირანის ისლამური რესპუბლიკა რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებისთვის პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.  ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან "უკრაინაში სიტუაციის პოლიტიკურ გადაწყვეტას და მოლაპარაკებებს ვუჭერთ მხარს. გასულ კვირას, მე ვუთხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომ ირანი მზადაა, ორივე მხარისთვის პლატფორმა გახდეს", - ციტირებს ირანული სააგენტო მინისტრის სიტყვებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პირველი სომხური თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვეს

სომხეთის პირველი თანამგზავრი ორბიტაზე ამერიკული კომპანია SpaceX-ის რაკეტით გაუშვეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.  ფაშინიანის თქმით, ეს სომხურ კომპანია Geokosmos-სა და ესპანურ კომპანია SATLANTIS-ის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. თანამგზავრს კლიმატის ცვლილების მონიტორინგისთვის, საზღვრის კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვისთვის გამოიყენებენ. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლომდე სომხეთში სატელიტური მართვის ცენტრი და მიმღები სადგური შეიქმნება.