ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი: პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა
პუტინი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას განაცხადა. „ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, - აღნიშნა ბაიდენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია - მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ
უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „28 მაისის დილის ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 242 ბავშვი და დაშავდა 440. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
კანადელი ფოტოგრაფები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან მედია პროექტის Take your seat-ის ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტური კანადაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურში მონაწილე ფოტოგრაფებმა მცხეთა, სტეფანწმინდა, გუდაური, ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია, უშგული, ბათუმი, ახალციხე, ვარძია, უდე, ასპინძა, ჭობარეთი, წალკა, წინანდალი, სიღნაღი და თელავი მოინახულეს. გადაიღეს ტურისტულად საინტერესო ადგილები. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ფოტო ალბომს Take your seat-ის ვებ-გვერდზე გაეცნობიან, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია კანადაში. „ჩვენი მიზანია მსოფლიო მასშტაბით რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ის ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად უნდა მოვახდინოთ ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და მეტი მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამჟამად ვმასპინძლობთ კანადელ ფოტოგრაფებს. პროექტის მიზანია მომზადდეს ფოტო ალბომი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. „დაიკავეთ თქვენი ადგილი- საერთაშორისო პროექტია. ჩვენ უკვე 14 ქვეყანაში ვიმოგზაურეთ და ახლა საქართველოში ვართ. ჩვენ ამ სკამს რეჟისორის სკამს ვეძახით, რომელიც საშუალებას გაძლევს იყო რეჟისორი, გააკეთო არჩევანი და თავად განკარგო შენი ცხოვრება. საქართველოში ამ სკამით ჩამოვედით და თითქმის მთელი ქვეყანა მოვიარეთ. ინტერნეტით საქართველოს შესახებ ძალიან მაღალი წარმოდგენა შეგვექმნა, თუმცა მას შემდეგ რაც მოვინახულეთ საქართველოს მხარეები და გავიცანით ხალხი დავრწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გამორჩეულია კულტურით, სტუმარმასპინძლობითა და სითბოთი. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ამბობს ტურის მონაწილე ფოტოგრაფი რენდი ვანდერსტარენი. „საქართველოში უკვე 2 კვირაზე მეტია ვიმყოფებით, დაუვიწყარი თავგადასავლები გვქონდა, ჩვენ მოვინახულეთ როგორც დიდი ასევე პატარა ქალაქები. ძალიან მოგვეწონა ბუნება. ჩვენ ამ სკამით, რომელსაც თან ვატარებთ ყველას ვეპატიჟებით, რომ იმოგზაურონ საქართველოში“, – აცხადებს სპენსერ ვანდერსტარენი ფოტოგრაფი კანადიდან. საქართველოში გადაღებული ფოტომასალა ქართულ-კანადურ ფოტოალბომისთვის დაიბეჭდება, რომლის გამოცემაც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმება.
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას. ამასთან, უწყების ცნობით, საგანგებოდ ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში უკვე იმყოფებიან ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, რომლებიც დღეს შეუდგნენ მუშაობას და 31 მაისამდე დარჩებიან საქართველოში. „მათ მიერ შეფასებული იქნება ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები ახალი დროებითი გადახურვის მოწყობასთან დაკავშირებით. ამასთან, ადგილზე იმუშავებს UNESCO-ს ექსპერტების კიდევ ერთი ჯგუფი კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და კედლის მხატვრობის სპეციალისტის მარიო პულიერის შემადგენლობით. ორივე მათგანი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე დააკვირდება. კერძოდ, ალესანდრო მასარი ტაძარში ტენიანობის მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო მარიო პულიერი კედლის მხატვრობის მდგომარეობას გაუწევს მონიტორინგს. შეგახსენებთ, ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ადგილზე მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად. დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ადგილზე UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი უხელმძღვანელებს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. „როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი da ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში კულტურის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პულიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი, კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: რუსეთის არმია იძულებული გახდა, უკან დაეხია
რუსეთის არმია იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ „ტელეგრამში“ განაცხადა. „მტერმა სევეროდონეცკი რამდენჯერმე დაბომბა, ძალიან ძლიერად, ზოგან ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი. ასევე სერიოზულად დაიბომბა სოფელი სინეცკი“, - აღნიშნა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ლიმანის სრულად აღებას ცდილობს
რუსეთი ქალაქ ლიმანის სრულად აღებას ცდილობს, ვინაიდან ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დონბასზე შეტევის შემდეგი ეტაპისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. „ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ მდებარეობს მსხვილი სარკინიგზო კვანძი. გარდა ამისა, ლიმანი უზრუნველყოფს წვდომას მნიშვნელოვან სარკინიგზო და საავტომობილო ხიდებზე მდინარე სევერსკი დონეცზე, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს
შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს!, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო თავმჯდომარევ, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესსა და აღმასვლას. დაე, ჩვენი კავშირები, ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის, კიდევ უფრო განმტკიცდეს შემდეგი ათწლეულების მანძილზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ფოთში, მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანასთან მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან ქარხნის გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს. „ჩვენი აქციები ისევ გაგრძელდება. გუშინ მოხდა აფეთქება, რომელიც ხშირად მეორდება. გარდა იმისა, რომ გვაწუხებს კვამლი, გაზის სუნი, ჰაერის დაბინძურება, დიდი ხმაურია, რაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გუშინ აუფეთქდათ ჟანგბადის ბალონი და არა პატარა ბალონი, როგორც თავად ამბობენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ცნობისთვის, ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში გუშინ აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი.
შალვა პაპუაშვილი სომხეთს რესპუბლიკის დღეს ულოცავს
მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1918 წელს გამოცხადდა. დაე, საქართველოსა და სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობა გახდეს ხანგრძლივი რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის საწინდარი“, – წერს პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
მიხაილო პოდოლიაკი: შესაძლებელია მოლაპარაკება რუსეთთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?!
რუსეთთან ნებისმიერ შეთანხმებას გახვრეტილი კაპიკის ფასიც არ აქვს. შესაძლებელია მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „რუსეთთან ნებისმიერ შეთანხმებას გახვრეტილი კაპიკის ფასიც არ აქვს. შესაძლებელია მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?! რუსეთი ბარბაროსული ქვეყანაა და მისი შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება", - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს: ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, მკაფიოდ თქვით
ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ, – უკრაინული მედიის ცნობით, გამოცემა Nieuwsuur-ს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ ასე მიმართა ნიდერლანდების პრემიერს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს. „მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ. კანდიდატის სტატუსით უკრაინა მიიღებდა სიგნალს, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში გააძლიერებდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ წევრობას მხარი პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ, რადგან მათ ხალხი ირჩევს", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ იმის ალბათობა, უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არცთუ ისე მაღალია.
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება
რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „რუსეთთან დიალოგის წარმოების აზრს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვხედავ, თუ მოლაპარაკება ვლადიმერ პუტინთან გაიმართება. პუტინმა ჩამოაყალიბა სახელმწიფო, სადაც არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები. მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნის თუ არა დელეგაციას ჩვენთან. ეს ხალხი არაფერს ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - მეთიუ ბრაიზა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: მიხაილო პოდოლიაკი: შესაძლებელია მოლაპარაკება რუსეთთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?!
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დამცველებმა 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რომელიც გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულ 250 ჯარისკაცს მოიცავს. „შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1330 ტანკი, 3258 ჯავშანტექნიკა, 628 საარტილერო სისტემა, 203 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 207 საბრძოლო თვითმფრინავი, 174 ვერტმფრენი, 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 116 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2226 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: მიხაილო პოდოლიაკი: შესაძლებელია მოლაპარაკება რუსეთთან, რომელიც ყოველთვის ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?!
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონს მოაწერა ხელი. რუსული მედიის ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს, „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა“ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
ზელენსკი: უკრაინის პორტების ბლოკირება გაკვეთილია სხვა პოტენციური აგრესორებისთვის
უკრაინის კომერციული პორტების ბლოკადა უკრაინაში არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის აგრესია მეორის წინააღმდეგ. ეს არის გაკვეთილი სხვა პოტენციური აგრესორებისთვის, რომლებსაც მეზობლების დაპყრობა სურთ. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთი ამ ყველაფრის გამო არ დაისჯება, მაშინ სხვა ქვეყნები დაინახავენ, რომ საზღვაო ბლოკადა თანამედროვე მსოფლიოში ზეწოლის მისაღები ინსტრუმენტია. „უკრაინა მუშაობს ახალ მარშრუტებზე ევროპული პორტების გავლით, მაგრამ რუსეთი ასევე ცდილობს, ჩაშალოს ჩვენი მცდელობები, როდესაც ის ანადგურებს სარკინიგზო ხიდებს და ლოგისტიკურ ცენტრებს რაკეტებით”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა უკრაინული ხორბალის განსაბლოკად, ლიეტუვამ ბრიტანეთს სამხედრო-საზღვაო კოალიციის შექმნა შესთავაზა
უკრაინულ გამნაღმველ ძაღლს კანის კინოფესტივალის პრემია მიენიჭა
მაშველ ძაღლ პატრონს, რომელიც უკრაინაში განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობს, კანის კინოფესტივალზე Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“) გადაეცა. ამ პრემიას აკუთვნებენ კინოკონკურსში მონაწილე ფილმში გადაღებულ ძაღლებს. „დღეს კანში მაშველ ძაღლ პატრონს გადაეცა Palm Dog Award-ი - ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია, რომელიც ოთხფეხებს ენიჭებათ. პატრონი მსოფლიო ახალი ამბების ვარსკვლავი ბოლო ორი თვის განმავლობაში გახდა. ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჩვენი კუდიანი პიროტექნიკოსი ამ ჯილდოს იმსახურებს", - ნათქვამია კანის ფესტივალიდან მიღებულ შეტყობინებაში. პატრონმა მისი ვარსკვლავის სტატუსის შესახებ დისტანციურად შეიტყო, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, კანს ესტუმრება. 8 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატრონი, სამაშველო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ძაღლი, ამ დრომდე აქტიურად მუშაობს ჩერნიგოვის გამნაღმველებთან.
პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ი.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული ი.კ. და მისი თანასოფლელი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.მ. ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც რ.მ.-მ თანნაქონი დანით ი.კ.-ს სხეულზე ჭრილობა მიაყენა. ამის შემდგომ, ი.კ.-მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი ავტომანქანიდან დანა ამოიღო, რ.მ. მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რ.მ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ი.კ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დმიტრო კულება: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან. დეფიციტის, ფასების ზრდისა და შიმშილობის საფრთხის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რუსმა სამხედროებმა ფიზიკურად დაბლოკეს ჩვენი პორტებიდან 22 მილიონი ტონა უკრაინული საკვების ექსპორტი. მოითხოვეთ რუსეთისგან ბლოკადის შეწყვეტა“, – წერს კულება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეზნიკოვი: უკრაინამ დანიური Harpoon-ებისა და ამერიკული ჰაუბიცების მიღება დაიწყო
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა, დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ დანიისგან ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების, Harpoon-ისა და აშშ-ისგან, თვითმავალი ჰაუბიცებისა მიღება დაიწყო. აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები უკრაინას შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება - Reuters „ჩვენი ქვეყნის სანაპირო თავდაცვა არა მარტო გაძლიერდება Harpoon-ის რაკეტებით, არამედ ამ იარაღს გამოიყენებენ კარგად გაწვრთნილი უკრაინული გუნდები. დარწმუნებული ვარ, Harpoon-ებისა და ჩვენი „ნეპტუნების“ ძმობა გაათავისუფლებს და ჩვენს შავ ზღვას უსაფრთხოს გახდის, დაიცავს ჩვენს ოდესას“, -აცხადებს რეზნიკოვი. ნიდერლანდები უკრაინას მძიმე შეიარაღებას, მათ შორის ჯავშანტექნიკას მიაწვდის დანია უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორებს და მძიმე ნაღმტყორცნებს გაუგზავნის ამასთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ომში წარმატებულად მუშაობს სამი სახეობის 155-MM არტილერიის ჰაუბიცა M777, ჰაუბიცა FH70, САУ CAESAR, ასევე უკრაინამ უკვე მიიღო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი М109. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.