ძებნის რეზულტატი:

სომხეთმა სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აკრძალა

სომხეთში ხორბლის, მესლინის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და წიწიბურას ექსპორტზე 6-თვიანი აკრძალვა დაწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 26 მაისს სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნულია, რომ ადგილობრივი წარმოების გამო სომხეთი ამ პროდუქტზე ბაზრის შიდა მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს, რაც ძირითადად, იმპორტითაა განპირობებული. აკრძალვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება. ევრაზიული კავშირის წევრები არიან სომხეთი (2015 წლის 2 იანვრიდან); ბელორუსი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყაზახეთი (2015 წლის 1 იანვრიდან); ყირგიზეთი (2015 წლის 12 აგვისტოდან); რუსეთი (2015 წლის 1 იანვრიდან).

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მარცვლეულის საექსპორტო დერეფნის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ბოსფორის სრუტის გავლით დერეფნის გახსნაზე, თურქეთის ხელისუფლება რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება Reuters-ი თურქეთის იფიციალურ პირზე დაყრდნობით. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად „თურქეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც რუსეთთან, ასევე, უკრაინასთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე. მას შემდეგ, რაც თურქეთიდან დერეფანი გაიხსნება, ამ მარცვლეულზე მოთხოვნა სამიზნე ბაზრებზე შესაღწევად გაჩნდება. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დაამატა, რომ მოლაპარაკებები კონფიდენციალურია. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა   პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას   უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ილია II: გილოცავთ ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს. ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს თითოეული თქვენგანი! ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო!“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი. ენტონი ბლინკენი: აშშ მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს მისი თქმით, კოალიცია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა უკრაინაში, ერთგვარი მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ, ჩინეთიდან წამოსულ გამოწვევებთან გამკლავება. „ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებების ჩათვლით, რომ საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა განავითაროს. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა. მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის აშკარად მობილიზებული იყო, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა არსებობს, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“. ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა შეუძლია - როდესაც მომავალი ეკუთვნით მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და ყველა ქვეყანა თავისუფალია, იძულების გარეშე აირჩიოს საკუთარი გზები. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ახალ ცივ ომს. პირიქით, ჩვენ გვსურს ამის თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ პუტინის ომი გრძელდება, ჩვენ, საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შექმნილი გამოწვევა“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.  

მოლდოვის ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა შეეფარდა

კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს კორუფციასა და ღალატში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მანამდე, მოლდოვის პროკურორმა პეტრ იარმალიუკმა მედიას განუცხადა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლებიც დოდონის ქვეყნიდან წასვლის განზრახვას ადასტურებს.  კერძოდ, მისი თქმით, იგორ დოდონს ჩხრეკისას თვითმფრინავის ბილეთები და უცხოურ ვალუტაში არსებული დიდი ოდენობით თანხა აღმოუჩინეს.  24 მაისს, მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა იგორ დოდონი 72 საათის განმავლობაში დააკავეს. სოფელ სადოვაში ექსპრეზიდენტის და მისი დედის სახლი გაჩხრიკეს. მეორე დღეს, დოდონს ბრალი პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მეშვეობით პარტიის დაფინანსებასა და სამშობლოს ღალატში წაუყენეს.  

პერუში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პერუში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ასანგაროს ჩრდილო-დასავლეთით, 13 კილომეტრში დაფიქსირდა.  მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ენრიკო ვალვო: საქართველოს ვუსურვებ ნათელ მომავალს და განვითარებას დიდ ევროპულ ოჯახში

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენაზე ვიდეომიმართვა ჩაწერა. იტალიელი დიპლომატი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად ვულოცავ ქართველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ამ დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანას, დიდ ევროპულ ოჯახში ნათელ მომავალს და განვითარებას ვუსურვებ. იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის გადმოსახედიდან, სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. გილოცავ საქართველო“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

მსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა

ამერიკელი კინომსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, მსახიობი დომინიკის რესპუბლიკაში, გადაღებებზე იყო ჩასული.  რეი ლიოტას ყველაზე ცნობილი კინოროლი 1990 წელს მარტინ სკორსეზეს კინოფილმ „დიდებულ ბიჭებში“ აქვს შესრულებული.  ლიოტა 1988 წელს ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. 

უკრაინაში, სევეროდონეცკთან მძიმე ბრძოლებია

რუსი დამპყრობლები სევეროდონეცკში შეღწევას ცდილობენ. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის (OVA) ხელმძღვანელი სერჰი გაიდაი Telegram-ზე ავრცელებს. მისი თქმით, 26 მაისის საღამოს მდგომარეობით, რუსები ბოროვსკოეს მიმართულებით გადაადგილდებიან. მძიმე ბრძოლები სევეროდონეცკის მიდამოებში გრძელდება. მტერი ქალაქში შეჭრას ცდილობს. „რეგიონულ ცენტრს არტილერია და თვითმფრინავი ანადგურებენ. ჩვენი დამცველები ზოლოტესა და ეკატერინოვკას მიდამოებში არიან გამაგრებულნი. ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი მტრის თავდასხმის ქვეშაა, მის გასწვრივ გადაადგილება სახიფათოა. ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილების და მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა არ დაკარგულა“, - აცხადებს სერჰი გაიდაი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ვაშინგტონის მერი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ზალკალიანს სპეციალური განცხადებით მიესალმება. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დავით ზალკალიანმა აშშ-ში უკრაინის ელჩთან რუსეთის აგრესიული ქმედებები განიხილა

აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა აშშ-ში უკრაინის ელჩთან, ოკსანა მარკაროვასთან. საელჩოს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია და ამ ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული ვითარება. დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. უკრაინის ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ელჩს. ასევე, მან მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს უკრაინის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა საერთო გამოწვევებს გაუმკლავდებიან და ერთად მშვიდობიან მომავალს შექმნიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს

ქუთაისის დავით აღმაშენებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს. მგზავრების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იყვნენ და არც კომპანიამ და არც აეროპორტმა ყურადღება არ მიაქცია. მგზავრების ნაწილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება, ისინი ბილეთების გადაცვლას ცდილობენ, რადგან თუ დროულად არ ჩაფრინდებიან მილანში სამსახურს დაკარგავენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ, რომ რეისის გაუქმება თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართავობის გამო მოხდა და აღნიშნულ საკითხზე კომენტარს კომპანია Wizz Air გააკეთებს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასში დამპყრობლების შეტევის შედეგად, შესაძლოა, ეს რეგიონი გაუკაცრიელდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლების მიერ დონბასის ქალაქები ცეცხლშია გახვეული, რამაც შესაძლოა, ამ რეგიონის გაუკაცრიელება გამოიწვიოს. უკრაინაში, სევეროდონეცკთან მძიმე ბრძოლებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს „ოკუპანტებს სურთ, ვოლნოვახასა და მარიუპოლის მსგავსად, პოპასნაია, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი პირდაპირ ფერფლად აქციონ. რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლო ქალაქებში დონეცკში, ლუგანსკში მათ ჯარში მიჰყავთ ყველა, ვისაც საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილის დაკავება შეუძლია. ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა არის რუსეთის მიერ განხორციელებული აშკარა გენოციდის პოლიტიკა“ , - განაცხადა ზელენსკიმ. კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ სერგეი რუდცკოი: რუსეთის შეიარაღებული ჯარები დონბასის სრულად გათავისუფლებაზე კონცენტრირდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გაერო: უკრაინაში ომის შედეგად 8691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის შედეგად 8691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. დაღუპულია მინიმუმ 3998 და დაშავებულია მინიმუმ 4693 მშვიდობიანი მოქალაქე. "მსხვერპლი ძირითადად გამოწვეულია ასაფეთქებელი იარაღების გამოყენების, ასევე მძიმე არტილერიითა და სარაკეტო დანადგარებით დაბომბვის შედეგად", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპანტები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 27 მაისს გავრცელებული ცნობებით, რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. უკრაინაში, სევეროდონეცკთან მძიმე ბრძოლებია ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასში დამპყრობლების შეტევის შედეგად, შესაძლოა ეს რეგიონი გაუკაცრიელდეს კერძოდ, ოკუპანტებმა პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რამდენიმე სოფელი აიღეს. „მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები სევეროდონეცკზე ზეწოლას განაგრძობენ, უკრაინა რამდენიმე დაცულ ტერიტორიაზე კონტროლს ინარჩუნებს. შესაბამისად, რუსეთი დონბასს სრულად ვერ აკონტროლებს. კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ სერგეი რუდცკოი: რუსეთის შეიარაღებული ჯარები დონბასის სრულად გათავისუფლებაზე კონცენტრირდება „რუსეთის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფის (SGF) მთავარი დავალება სამხრეთ უკრაინის ოკუპაციაა. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტანკები საწყობიდან SGF-ის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62-ები ტანკსაწინააღმდეგო იარაღის წინაშე დაუცველი იქნება და მათი ბრძოლის ველზე ყოფნა რუსეთის თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის ნაკლებობაზე მიუთითებს", - ნათქვამია ანგარიშში. 19 აპრილიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. რუსეთის ჯარმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო. როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი მოიპოვონ, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით მთავრობის ოთხ წევრს, მათ შორის პრემიერს მოუსმენენ. „27 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.  

ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ზეციური მფარველის დღე მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს „მისი ზეციური მფარველის, მოციქულთასწორის წმინდა კირილეს ხსენების დღე"მიულოცა. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე მილოცვა 24 მაისს გამოქვეყნდა.  „თქვენო უწმინდესობავ! მიიღეთ თქვენი ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი ჩვენი გულითადი მილოცვა. მოციქულთასწორთა წმინდა ​ კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში", - წერს ილია მეორე კირილს.

თეა წულუკიანი: იან კელიმ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა

ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი წერს. თეა წულუკიანის თქმით, იან კელის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა. „ორიოდე სიტყვა იმის შესახებ, თუ როგორ „უყვარს“ იან კელის ჩვენი ქვეყანა. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო.სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს გახლდათ აზრთა გარკვეული მიმოცვლა ამა თუ იმ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის გარშემო, იმხანად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ჩემი ხელმძღვანელობით რომ ატარებდა. პირველად სწორედ იმჟამინდელი ურთიერთობისას გამიჩნდა აზრი, რომ ბატონ იან კელის არაფერი ეცხო იმ ამერიკელებისა, საქართველოს დიდი და გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ და დღესაც არიან. ქვეყნის გულშემატკივარი რომ იყო, მისი ხალხის ტკივილის გაგება უნდა გსურდეს და ამისთვის, ოდნავი სიყვარული მაინცაა საჭირო. საქართველოში მოვლენილი ეს აწ უკვე ყოფილი დიპლომატი კი ყოველთვის და განუხრელად უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებანი ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბატონი იან კელი ღიად ემხრობოდა და დღესაც მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას (2003-2012 წწ.), მოსამართლეს გენერალური პროკურორის დანამატად მიიჩნევდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ პატიმრებს, ასეულობით არასრულწლოვან ბავშვს, მათ შორის გოგონებს, მრავალი წლით უშვებდნენ ციხეში, ატერორებდნენ ბიზნესს და, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ქმნიდნენ აღმშენებლობის „ფეიკს“, საკუთარ თავზე ირგებდნენ კონსტიტუციას და ამკვიდრებდნენ ე.წ. „კეთილი ბიძიების“ ინსტიტუტს, რაც ციხისგან თავისუფლების სანაცვლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთარი უძრავ-მოძრავი ქონების „ჩუქებას“ ნიშნავდა. ბატონი იან კელი, როგორც ელჩი, ასეთი პოლიტიკურ ძალების („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დაშლის შემდეგ წარმოქმნილი დაჯგუფებები) დამცველად გვევლინებოდა. ამით, ის აქტიურად იყო ჩართული ქართულ პოლიტიკაში და გავლენას ახდენდა ქართველი ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული საქართველოდან თან გაჰყვა ბატონ იან კელის და მისი ცხოვრების მეგზურად იქცა. ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს „პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას.  თავი კიდეც რომ დავანებოთ იმას, რომ ელჩს მიუკერძოებლობის დაცვა ევალება და შიდა საქმეებში მისი ჩარევა ქვეყნის სიყვარულად ვერ მოინათლება, ბატონ იან კელის არასოდეს უცდია, დაემახსოვრებინა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის დღემდე ჰყვარობს და თავგამოდებით იცავს, ჩვენი ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველთმოძულეებს უწოდებს. მაშასადამე, თუ დავიჯერებთ, რასაც ბატონი იან კელი თავის ინტერვიუში ამბობს, გამოდის, რომ მას უყვარს საქართველო და, იმავდროულად, მხარს უჭერს იმ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თვითონ არ გამოირჩეოდა საკუთარი ქვეყნის სიყვარულით, მეტიც: ხელისუფლებაში ყოფნისას, ულმობლად „ჩარეცხავდა“ ხოლმე ყველაფერს, რასაც ისტორიული, ტრადიციული და ქართული ერქვა. საზოგადოებას კარგად ახსოვს ელჩი იან კელის კრიტიკაც, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, საქართველოს პარლამენტის თაოსნობით, სააკაშვილის მიერ დამახინჯებული და საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია ევროპული სტანდარტის დოკუმენტით ჩაანაცვლა. იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციის ძირეული ცვლილების ურთულესი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოს მოსიყვარულე ბატონ იან კელის გახარებოდა (ან არ გახარებოდა, მაგრამ დუმილი აერჩია), მან საჯაროდ დაიწყო როგორც რეფორმის პროცესის, ისე მისი შედეგის დაკნინება, რითაც, როგორც მახსენდება, ჩვენსავე პოლიტიკურ გუნდში შფოთი და გაუგებრობა დათესა. ახლაც, თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ითხოვს, რომ დასაჯონ საქართველო (რომელიც უყვარს), ვინაიდან მისმა მთავრობამ საკუთარი ქცევის წესად არ აქცია ოპოზიციასთან გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმების ტექსტი. მე კი მგონია, რომ ბატონი იანი იმიტომაც სცემს უფრო მეტ პატივს „პოლიტიკურ ქაღალდს“, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციას, რომ მას ეს „ქაღალდი“ კვლავ იმ ძალების გასაცოცხლებლად და მხარდასაჭერად სჭირდება, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან საკუთარი ნებითა და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ მოიცილა. თავის ინტერვიუში, ბატონი იან კელი ტაშს უკრავს მისი პოლიტიკური მეგობრის ნიკა გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამომტანი მოსამართლის დისკრიმინაციას და აცხადებს, ჩემი ქვეყნის გადასახადის გადამხდელს არ ესიამოვნება ასეთი მოსამართლის ტრენინგის დაფინანსებაო. ქართველებს ხომ, რას ბრძანებთ, სიამოვნების ჟრუანტელი მოგვგვარა ჩვენი ქვეყნის მოსამართლის დაკნინების თქვენეულმა მცდელობამ, ბატონო იან!... მაგრამ მე არ მიკვირს. არ მიკვირს, რადგანაც 2013-2018 წლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სასამართლოს ძირეული რეფორმის სამი ფუნდამენტური ტალღისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ინიციატორი გახლდათ და ბატონმა იანმა ისე ჩაამთავრა ელჩობა, რომ მის კმაყოფილებასა და სიხარულს ვერ ვეღირსე. არადა, ეს რეფორმები ხომ იმ ქვეყანას დარჩა სასიკეთოდ, ასე რომ ჰყვარებია, თურმე. ქართველებს გვიყვარს უცხოელებისთვის ანგარიშის გაწევა და ამით თავსაც ვიწონებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. შეიძლება, ყური დაუგდო წარმატებულ ადამიანს, ნამდვილ პროფესიონალს. ბატონმა იან კელიმ კი, ელჩობისას, ისეთი არაპროფესიონალიზმი აჩვენა, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, დიპლომატის კარიერა ვეღარ გააგრძელა და ხელმოცარულად დარჩა. ინტერვიუში, თავადვე ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატი თავისი ქვეყნის მთავრობის კრიტიკით იყო დაკავებული. ყოველივე ეს კი იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა. ბატონი იან კელი ახლა ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლის და იმდენი დრო კი აქვს, რომ საქართველოს და მის ხალხს ხან ერთ თემაზე დაარიგოს სოციალურ ქსელში ჭკუა და ხან - მეორეზე. მას ყველაფერზე აქვს თავისი „კომპეტენტური“ აზრი და, ალბათ, შორს არა ვართ იმ დროისგან, როცა ტვიტერით „განდაგანას“ ილეთებსაც აგვიხსნის. არც ეს მიკვირს, რადგან როდესაც შენს კარიერაში საქართველოში ელჩობა ფიასკო იყო, მერე რაღაც უხილავი ძალა ისევ წარუმატებლობის ადგილისაკენ გექაჩება და დაშვებული შეცდომების გამოსწორების ცრუ იმედს გაძლევს. სამწუხაროდ, მისი ეს მცდელობები ახალ-ახალი ფიასკოა და უკვე გამაღიზიანებელიც მკითხველისა თუ მსმენელისათვის. თორემ, სხვა მხრივ, ჩვენს საქმეში ანგარიშგასაწევი როგორ იქნება კაცი, რომელიც თავისსავე საქმეში ერთი ხელმოცარული ვინმეა?! ანგარიში როგორ გავუწიოთ კაცს, რომელიც გამოდის და უსამართლოდ გვსაყვედურობს, გვერდში რატომ არ უდგახართ უკრაინას, როცა მასზე მხეცური თავდასხმააო! ამბობს ამას და არ აზუსტებს, თუ მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ. ბატონო იან, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ მეტი? მე კი ვხვდები, რისი თქმაც გსურთ, მაგრამ ნუ გერიდებათ, გვითხარით! არასოდეს გერიდებოდათ რიხით საუბარი და ახლაც გვითხარით, რომ თქვენ უფრო მეტი ჟინი გექნებოდათ, „გეტვიტათ“ და „გეპოსტათ“, თუ ამ პატარა საქართველოში იქნებოდა ცეცხლი და ომი და რომ სწორედ ესაა თქვენთვის უკრაინის „გვერდში დგომა“. ჩვენ, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, მრავალ განსაცდელს გამოვლილი ჩვენი ხალხი ამისთვის აღარ გვემეტება და თუ ეს ჩვენს მაგივრად გსურთ, გვითხარით! სხვაგვარად გაუგებარია, რა უნდა გააკეთოს პატარა საქართველომ იმაზე მეტი უკრაინისთვის, ვიდრე აკეთებს. ყველაზე წინ ვართ უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის ოდენობით, გულითადად ვიღებთ უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, ვხსნით უკრაინულ სკოლებს, ვაწყობთ სოლიდარობისა და საქველმოქმედო ღონისძიებებს, აქტიურად ვართ ჩართული ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესებში - როგორც უკრაინის, ასევე, ჩვენივე ოკუპირებული ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად... და ბოლოს, სამართლიანობა მოითხოვს, აუცილებლად აღვნიშნო ის, რასაც ელჩი კელი საუკეთესოდ აკეთებდა საქართველოში: ის მუდამ გვეუბნებოდა, დიდი ინტერესით გაკვირდებითო. მაგრამ კარგი ელჩობისთვის, ეს არ კმარა. საბედნიეროდ, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, მრავალჯერ გვქონია ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ელჩებთან ურთიერთობის პატივი და სიამოვნება“ - წერს თეა წულუკიანი Facebook-ზე.  

საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია ვიდრე დიდ ქალაქებში. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს. აბსოლუტური სიღარიბე განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. აბსოლუტური სიღარიბე ხასიათდება საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის ნაკლებობით.  რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ცნობით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-იან ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს.ჯინის კოეფიციენტი შემცირებულია მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით - 0.36-დან - 0.34-მდე, ხოლო მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.42-ს.2021 წელს მედიანური მოხმარების 60% ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40%-ის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 7.4% შეადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. "ძალიან კარგად მესის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. მეც როცა ვიყავი სტუდენტი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება და მე ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მე რამდენიმე აქცენტს გავაკეთებდი, რაც ჩემი დაკვირვებით და შემდეგ უკვე მთავრობაში მუშაობის დროს გამოიკვეთა – არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან განვიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება“, – განაცხადა პრემიერმა.