ძებნის რეზულტატი:
ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს
არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ, - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი, თითოეული მათგანი ბრძანდება ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობენ. „ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში... და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება გააცნოთ უცხოელთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რასაც ეწევით, რათა დახმარება გაუწიოთ აქ მყოფ თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ბევრჯერ მითქვამს, წყალობის გამცემი ხელი ცარიელი არასოდეს დარჩება და თქვენც, მატერიალურ სიკეთესთან ერთად, ღვთის წყალობაც გექნებათ. არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ იმასაც,რომ თითოეული თქვენგანი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნის სახე, უძველესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნის სახე იქ, სადაც ახლა ცხოვრობთ. ყოველმხრივ ეცადეთ, არ შელახოთ საქართველოს სახელი. ხოლო ვინც მრუდე გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას, დიდ დანაშაულს ჩადის, რადგან ვნებს როგორც საკუთარ თავს, ისე სამშობლოს. იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ქვეყანაში მისი დროებითი, მაგრამ ღირსეული მოქალაქენი. დროებითს ვამბობ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში დაბრუნდებით, მანამდე კი ეცადეთ, აქ შეიძინოთ მიწები და უპატრონოთ მას. სამშობლოს თქვენ უყვარხართ. სამშობლოს თქვენ ძალიან სჭირდებით. ყოვლადწმინდა სამებამ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოგაკლოთ, ამინ“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
ზელენსკი დასავლეთს: შეწყვიტეთ რუსეთთან თამაში, დაასრულეთ ომი
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა დასავლეთს შეწყვიტოს თამაში რუსეთთან და დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვისთვის, რათა უკრაინაში მისი "უაზრო ომი" დასრულდეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა პრიორიტეტი რუსულ ნავთობზე ემბარგოა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი „ეს კატასტროფული მოვლენები, მაინც შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში ვითარებას ისე შეხედავდა, როგორც საკუთარს, თუ სახელმწიფოები რუსეთს არ ეთამაშებოდნენ, არამედ რეალურად იმოქმედებდნენ ომის დასასრულებლად" - თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. ზელენსკის კრიტიკა დასავლეთთან მიმართებით ბოლო დღეებში გამძაფრდა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს შორის რუსეთის ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დარჩება დამოუკიდებელია, თუმცა ერთადერთი კითხვაა ის, თუ რის ფასად შეძლებს ქვეყანა სუვერენიტეტის შენარჩუნებას. "უკრაინა ყოველთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო იქნება - ეს არ დაირღვევა. ერთადერთი საკითხია ის, თუ რა ფასი უნდა გადაიხადოს ჩვენმა ხალხმა თავისუფლებისთვის და რა ფასს გადაიხდის რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის". - ამბობს ზელენსკი. ზელენსკიმ ევროკავშირის შიგნით მე-6 პაკეტში რუსულ ნავთობზე ემბარგოს საკითხისგან გამოწვეულ უთანხმოებაზე ისაუბრა და EU-ს ჰკითხა, თუ რატომ აძლევდნენ ზოგიერთ ქვეყანას გეგმის დაბლოკვის უფლებას. "კიდევ რამდენ კვირას გაგრძელდება მოლაპარაკებები ევროკავშირის მე-6 პაკეტზე? რუსეთზე ზეწოლა ფაქტობრივად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ყოველი გაჭიანურება, სისუსტე, კამათი თუ აგრესორის "დასამშვიდებლად" შემუშავებული წინადადება, მხოლოდ უკრაინელების მკვლელობას ნიშნავს", - თქვა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, რიგი ქვეყნების მხარს არ უჭერენ ევროკომისიის წინადადებას, რომ რუსულ ნავთობზე სრული ემბარგო დაწესდეს. მათ შორის არის უნგრეთი. 9 მაისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ამასთან, წყაროები წერენ, რომ უნგრეთის გარდა, ევროკავშირი სლოვაკეთისა და ჩეხეთის ნავთობემბარგოსგან გათავისუფლებას 2024 წლამდე აპირებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილია დარჩიაშვილი: მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, შეიძლება ითქვას, მოსახლეობის მეხუთე დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება
დღეს, როდესაც საზეიმოდ აღვნიშნავთ ქართული დიასპორის დღეს, 27 მაისს, ათასობით ჩვენი თანამემამულე იმედითა და ერთიანობის სულისკვეთებით გვადევნებს თვალს უცხოეთიდან, სადაც ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზთა და გარემოებათა გამო აღმოჩდნენ, თუმცა მათივე სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამშობლოსთან კავშირი არ დაუკარგავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე, შეიძლება ითქვას, მოსახლეობის მეხუთედი, დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფება, თუმცა როდესაც ქართულ დიასპორაზე ვსაუბრობთ, სიმრავლეზე მეტად, სწორედ ზემოთხსენებული სულისკვეთება და სამშობლოსთან მათი ერთიანობის სურვილია უმთავრესი. ასევე მნიშვნელოვანია დიასპორის, როგორც ერთიანი სხეულის ორგანიზებულობა, რისთვისაც ბოლო პერიოდში სახელმწიფომ და დიასპორამ ერთობლივად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს (დღეისთვის მსოფლიოში ქართული დიასპორული ორგანიზაციების რაოდენობა 300-ს აჭარბებს)“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიმბოლურია და ბუნებრივიც, რომ ქართული დიასპორის დღე 27 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას. „ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემთვის დიდი პატივია, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად მოგილოცოთ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომლის ყოველწლიურად აღნიშვნაც უკვე სასიამოვნო ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ დავუბრუნდით ჩვეულ რიტმს და გვეძლევა საშუალება, დღევანდელი დღე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, პირისპირ შეხვედრით აღვნიშნოთ. დღევანდელი ჩვენი ფორუმის სახელწოდება და, რაც მთავარია, სულისკვეთება, სრულ თანხვედრაშია იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გადადგა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის ევროპულ ღირებულებათა ფასი, იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რის მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის წევრობას. შესაბამისად, ღონისძიებების ფორმატი და შინაარსი ითვალისწინებს ისეთი თემატიკის წამოწევას, რომელიც ეხმიანება საერთო ქართულ-ევროპულ ღირებულებებს და მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირის ამჟამინდელი თანამშრომლობის გაღრმავებას, ქმნის პერსპექტივებს ახალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. დღევანდელი ღონისძიება, შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული და მრავალ-მიმართულებიანია. ტრადიციულ პანელებთან, როგორიცაა – კულტურა, ბიზნესი და ეკონომიკა, წარმოდგენილი იქნება ახალი თემატური მიმართულებები – „ქართული ენის კონფერენცია“ და „ციფრული დიასპორა“. შედეგებზე ორიენტირებული, მაღალი დონის ღონისძიების უზრუნველსაყოფად, ჩვენთან იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული თანამემამულეები, რომლებსაც მაღალი კვალიფიკაციით და გამოცდილებით თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის განვითარების საქმეში. მადლობას ვუხდი მათ და ვუსურვებ ნაყოფიერ, საქმიან, სასარგებლო სამუშაო პროცესს“, – განაცხადა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის ქართულ დიასპორასთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ჩართულობით გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ქვეყნის უკეთეს მომავალს. „აქვე მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი ერთგული პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების – მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანადგომა და მხარდაჭერა, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში. დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, მზად არის თქვენთან მუდმივი თანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ჩართულობით გადავლახოთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ღრმად მწამს, თითოეულ ჩვენგანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი ერთიანობა, როგორც არასდროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
მარიო დრაგი: პუტინთან საუბრისას უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში მშვიდობის დამყარების იმედი ვერ დაინახა. დრაგის განცხადებით, პუტინთან შავი ზღვის პორტებში შექმნილ კრიზისზეც ილაპარაკა და რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ სასურსათო კრიზისში დასავლეთის სანქციებია დამნაშავე. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად „მე ვთვლიდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო, გამომეჩინა ინიციატივა ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმის გამო, რომელმაც შეიძლება, გავლენა იქონიოს მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ხალხზე”, - განაცხადა დრაგიმ პრესკონფერენციაზე. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას მისი თქმით, იტალია შავი ზღვის პორტებში დაბლოკილი მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას ცდილობს. „ასეთი მცდელობები პუტინს ბუნდოვნად ეჩვენება, მაგრამ სიტუაციის სიმძიმის გათვალისწინებით, ამის გაკეთება აუცილებელია“, - აღნიშნავს დრაგი. მარიო დრაგიმ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში პორტებში დაბლოკილი ხორბლის საკითხს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე და ხორბლის მეხუთე ექსპორტიორი ქვეყანა იყო. ხორბლით გლობალური ვაჭრობის თითქმის 30% მხოლოდ რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 19 მაისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ პირველ რიგში აუცილებელია რუსეთის ექსპორტზე სანქციების მოხსნის საკითხის განხილვა და რომ რუსეთზე დაწესებული შეზღუდვები ხელს უშლის ნორმალურ თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის საკვები პროდუქტების, ხორბლისა და სასუქების ჩათვლით. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: პროგნოზის გაკეთება რთულია
ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან „საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება“. „აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. „ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 30 მაისს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. ამასთან, 31 მაისიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმების გამო ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ გამოიდარებს და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი. ასევე, თბილისში 28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 30 მაისიდან მომავალი კვირის ბოლომდე +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ღამის და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
AP: დასავლეთმა რუს ოლიგარქებს უკრაინის აღდგენის დაფინანსების სანაცვლოდ, შესაძლოა, სანქციები მოუხსნას
კანადის ფინანსთა მინისტრი, ხრისტია ფრილანდი რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნის ინიციატივით გამოვიდა. სანაცვლოდ, სანქცირებულმა რუსმა მილიარდერებმა უკრაინის აღდგენა უნდა დააფინანსონ. ამის შესახებ Associated Press-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ავსტრიამ, სანქცირებული რუსი ოლიგარქების €254 მილიონის აქტივები გაყინა სააგენტოს წყაროების ცნობით, ხრისტია ფრილანდმა ეს საკითხი გასულ კვირას G7 -ის ფინანსთა მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე დააყენა. თუმცა მანამდე ეს თემა, რუს ოლიგარქებთან განიხილა. ზოგიერთ მათგანს ფრილანდი იმ პერიოდიდან იცნობს, როცა ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და გამოცემა Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელობდა. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ სააგენტო წერს, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა იცოდნენ ამ საკითხის განხილვის შესახებ. ამასთან დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რუსი ოლიგარქები პრეზიდენტ პუტინის „დაშორდნენ“ და ამავდროულად უკრაინის აღდგენა დააფინანსონ. სააგენტოს წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ წინადადებაა და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც AP წერს, ეს ვარიანტი, შესაძლოა დაეხმაროს იურიდიული დაბრკოლებების მოხსნაში იმ ქვეყნების ხელისუფლებებს (მაგალითად, გერმანია), სადაც გაყინული აქტივების კონფისკაციის პროცედურა ძალიან რთულია. „თუ რუსი ბიზნესმენები ნებაყოფლობით დათმობენ თავიანთი ქონების ნაწილს საზღვარგარეთ, ეს გაამარტივებს ამოცანას“, - მიიჩნევენ სააგენტოს თანამოსაუბრეები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ამ დრომდე სანქციების ქვეშ მოექცა რუსული ბიზნესის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ევროკომისიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებმა, რუს ოლიგარქებს თითქმის 10 მილიარდი ევროს მოცულობის აქტივები გაუყინეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პრემიერ-მინისტრი: საპატრიარქოსთან მჭიდრო კოორდინაციით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში
საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების გაძლიერების აუცილებლობასა და ამ მიზნით საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები, ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედაეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს, პირადად, ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ლიდერი რეფორმატორი ქვეყანაა
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ცალსახაა და ეს ევროკავშირის ოფიციალური ანგარიშებით, განცხადებებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის დონითაც დასტურდება, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც არის განპირობებული. „ევროკავშირი საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მოიაზრებს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, განხორციელებული რეფორმები, ასევე ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი, საქართველოს აძლევს საფუძველს ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ „საქართველოს მომავალი ევროპულია და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია“. ამ კუთხით, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გასულ კვირას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებულ ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებსა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში მათი მიმართულებებით გადასადგმელ ნაბიჯებს განსაზღვრავს. „დღის წესრიგი ნათლად ასახავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძალიან მაღალ დონეს და მასში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელსაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
NATO-ში კანადის დელეგაცია: კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს
კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, - NATO-ში კანადის დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დაგვიანებით ვულოცავთ NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, მათ შორის NATO-ში საბოლოოდ წევრობას“, – წერს NATO-ში კანადის დელეგაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის პრემიერი: მჯერა, რომ აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც მოემსახურება
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილშია აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ და არსებული თანამშრომლობა, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას. „ნება მომეცით, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები. აზერბაიჯანსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებთ ისტორიულად ჩამოყალიბებული ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. დღეს ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული მაღალი დონის ურთიერთობა ეფუძნება ამ დიდი ტრადიციების ერთგული ჩვენი ხალხების ნებას. მჯერა, რომ ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივად განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროექტები და თანამშრომლობა, რომელიც დღითიდღე უფრო ფართოვდება, მომავალშიც მოემსახურება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობას. სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრებს და გულწრფელ განხილვებს. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობათაშორისი კომისიების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებისა და მიღწეული შეთანხმების რეალიზება ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატებები თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს ვუსურვებ მარადიულ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს
„საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისალოც ტექსტში აცხადებს. სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის - საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით. რთულ ისტორიულ ჟამს, ჩვენ, მეგობრობის სულისკვეთებით, ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი და ურთიერთსასარგებლო მიღწევებით, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღეობას, დაგვეხმარება რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყოფს წინსვლას. გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას. მოძმე ქართველ ერს კი ვუსურვებ კეთილდღეობას და მშვიდობას“, - აღნიშნულია მილოცვაში.
რუსეთმა ხორვატიის ხუთი დიპლომატი გააძევა
რუსეთის ხელისუფლებამ, მოსკოვში ხორვატიის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა ერთი დღით ადრე რუსეთმა დაადანაშაულა ხორვატია ორმხრივ ურთიერთობებში მტრულ და დესტრუქციულ მიდგომაში, რაც ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს. აპრილში ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს, მათ შორის 18 დიპლომატს, უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკი აგრესიის“ გამო ქვეყანა დაატოვებინა. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს. ექიმები ხელფასის 100%-ით მატებას ითხოვენ. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირაკლი ამირანაშვილის თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა. „დღეს, ჩვენ სასწრაფოს ადმინისტრაციასთან შევიკრიბეთ. სასწრაფოში დასაქმებულები ხელფასის 100%-ით ზრდას ითხოვენ. ჩვენ წინა კვირას მინისტრის ორ მოადგილესა და დამსაქმებელთან შეხვედრა გვქონდა. ისინი შეგვპირდნენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ახალ მოდელს შეიმუშავებდნენ და დატვირთვიდან გამომდინარე დაითვლებოდა. შესაბამისად, მათი ხელფასი გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ ეს დაპირება ვერ მივიღეთ“, -განაცხადა ამირანაშვილმა.
გიორგი ბადრიძე: თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა
უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება. გეოპოლიტიკური ფუნქციის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოებას ინიციატივებს და პროექტებს სთავაზობენ. სად არის საქართველოს როლი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში? დასავლელი პარტნიორების შემოთავზებული მხარდაჭერის გარდა, რა საკითხების ინიცირებას უნდა ახდენდეს საქართველო? გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად, გაზრდიდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ანაკლიის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. გიორგი ბადრიძე: უკრაინის ომის შედეგი არის ის, რომ უკრაინულად და რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები გაერთიანდნენ, უკრაინელი ერის კონსოლიდაცია მოხდა. მივიღეთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული, გაძლიერებული ერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გარდა ამისა, მივიღეთ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ხშირად ამორალურობასთან ზღვარზე მყოფი ფლირტი რუსულ რეჟიმთან საბოლოოდ დაასრულა. უფრო მეტიც, არამარტო დასავლურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ პოზიცია, არამედ რუსეთის პოტენციური მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმებიც მთელ მსოფლიოში კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ, რაც რუსეთმა გააკეთა და თან წარმატებასაც ვერ მიაღწია. წარმატების შემთხვევაში, რუსეთის და ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ეს თანამშრომლობა მინიმუმზეა. ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავარ მეტოქედ, კონკურენტად მიიჩნევს თავს, მაგრამ მისთვისაც არ არის მისაღები რუსეთის პირდაპირი შეტევა არა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, არამედ, სწორედ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემაზე. ჩინეთს ეს არ აწყობს. იმიტომ, რომ მისი მთავარი არგუმენტი ტაივანის შემთხვევაში არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპს შეუტია რუსეთმა და მგონია, რომ კბილებს იტეხავს. ET: რუსეთის წინააღმდეგ სანქცია და ბევრი სახის დახმარება რაც უკრაინამ მიიღო, ინიცირებული იყო თვითონ უკრაინის მხრიდან. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო და მოლდოვაც საფრთხის წინაშე არიან. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, საქართველომ რა საკითხების ინიცირება უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რასაც, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თვითონ გეგმავენ და გვთავაზობენ? ომის დაწყებამდე უკრაინული დიპლომატია უკიდურესად პროაქტიური იყო. მაგალითად, პოლონეთთან და ბრიტანეთთან ერთად, ახალი რეგიონული ალიანსის ჩამოყალიბება ომამდე გამოცხადდა. საქართველომ ამ ახალ რეგიონულ ალიანსთან, არათუ შეერთებაზე არ გამოიჩინა ინიციატივა, ან ინტერესი, საერთოდ კითხვებითაც არ მიუმართავს ამ სამი ქვეყნის მთავრობებისთვის. რას წარმოადგენს ეს ალიანსი, რა შინაარსით არის დატვირთული. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა ის საფრთხე ემუქრება, რომლის წინაშეც უკრაინა მოქმედებდა. მეორე, როდესაც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ, მან ალბათ პირველად გააოცა დანარჩენი მსოფლიო, როცა გამოაცხადა, ევაკუაციაში დახმარება არ მჭირდება, თქვენგან მხოლოდ იარაღით დახმარებას მივიღებ, რადგან არასად არ მივდივარ და ჩემი ერის დაცვას ვუდგები სათავეშიო. უკრაინამ რაღაც პერიოდი მარტომ იბრძოლა. მართალია მას პარტნიორებისგან უკვე მიღებული ჰქონდა გარკვეული თავდაცვითი შეიარაღება, თუმცა საკმაოდ მარტივი. მიუხედავად ბარიერებისა, რომლებიც იარაღის მიღებას ხელს უშლიდა, გმირულად, პროფესიონალურად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა. იარაღის მწარმოებელი ქვეყნები, საკუთარ მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვა სახელმწიფოს მარტივად ვერ ანდობენ. ნდობა უნდა დაიმსახურო. უკრინამ აჩვენა, რომ არამარტო შეიძლება, ანდონ ეს იარაღი, არამედ, ის ყველაზე საუკეთესო ფორმით იქნება გამოყენებული. ამ ფონზე, საქართველო უკრაინასთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის მერე, ვინც მომიყვება რომ ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ძალიან სამწუხარო ფაქტები შემიძლია, დავუდო. ერთადერთი გამონაკლისი, არის ხმის მიცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართველი ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან, ოფიციალურად, არამარტო მხარდაჭერა არ გამოხატულა, უკრაინის ხელისუფლებასთან პრაქტიკულად, ცივი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ათას სხვადასხვა წვრილმან თუ სერიოზულ საკითხში მათი დადანაშაულება ხდება. მართლაც რომ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გვერდზე უნდა გადადებულიყო. პირველ რიგში, მორალური და ზნეობრივი პოზიციიდან, მეორე - წმინდა სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ბედი უკრაინასთან ასე პირდაპირ არის მიჯაჭვული. უკრაინას იმ სამ დღეში, რომ წაეგო ომი, როგორც ეს რუსეთს წარმოედგინა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში ღია პრორუსული რეჟიმი გვექნებოდა. დღეს თუ რაღაც შეფარული პრორუსულობა გვაქვს, დახურული სატელეფონო არხებით საუბრობენ, მგონია, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ რუსული რეჟიმი გვექნებოდა აქ. ET: საექსპერტო საზოგადოებას რა ინიციატივები აქვს, თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით? პირველ რიგში ვიტყვი, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე, როდესაც იძაბებოდა ვითარება, ეროვნული უსაფრხოების საბჭოს სხდომის მოწვევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ სერიოზულ ვითარებას ვერ ხედავდა, რომ საჭირო იქნებოდა, ჩვენი, სხვადასხვა უწყების და პოლიტიკური ინსტიტუტის ერთმანეთთან კოორდინაცია და აზრების შეჯერება?! მეორე საკითხი - როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის მოზღვავება დაიწყო, ასევე, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ შემოიღებდნენ. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ შარშანაც გვქონდა რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის შემოდინება, არის აბსურდი დაძალიან სულელ ადამიანებზე გათვლილი. თუ თვითონ არ ესმით, მაშინ მე უნდა გავაგებინო, რომ ეს ხალხი არა ტურისტები, არამედ, რუსი მიგრანტები არიან, რომლებმაც თვითონაც არ იციან, უკან როდის დაბრუნდებიან. არ იციან შემოსავალი გაუგრძელდებათ თუ არა და შეძლებენ თუ არა დაქირავებული ბინების ქირის გადახდას გარკვეული დროის შემდეგ. მათ შორის, ვინ რას წარმოადგენს, ამის გარკვევას სჭირდება ელემენტარული კონტორლის მექანიზმი, თუნდაც, ელექტრონული ვიზის შემოღება. მესამე - საბაჟო პროცედურების რაიმე ახალი ფორმის დამატებითი კონტროლის დაწესება. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბელორუსის ნაცვლად, ახალი რომელიმე დერეფანი სჭირდება? არ იცის, რომ რუსეთი საქნცირებული ტვირთების შესატანად და გამოსატანად ახალი დერეფნის გამოყენებას ეცდება? სხვადასხვა ფინანსური თუ სერვისების განსახორციელებლად, რუსეთი აშკარად ეცდება საქართველოს გამოყენებას. როდესაც კატეგორიულად ამბობ, რომ რუსეთთან საბაჟო კონტროლზე არაფერს შეცვლი, ამით რა სიგნალს უგზავნი საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პირველად არის ასეთი მობილიზებული, რუსეთისგან მისი დემოკრატიული მეზობლების დასაცავად. 1991 წლიდან 2014 წლამდე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა, ჩვენ მიმართ და სხვა მეზობელების მიმართ, რადგან დასავლეთში რუსეთის პრიორიტეტი არსებობდა. ჯერ ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ამაში უნდა დახმარებოდნენ. 1996 წლის არჩევნებზე ბორის ელცინის პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც კომუნისტების ლიდერი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ან არ ესმოდათ. მერე, პუტინს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უბედავდნენ და ყველაფერი შერჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად, 2014 წელს, პუტინს სანქციები დაუწესეს. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისგან და უკრაინული სანქციებისგან აქტიური გამიჯვნა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში სააკაშვილის ფაქტორი ჯერ არ არსებობდა. იმის ძახილი, რომ ჩვენ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ ჩვენი ოპოზიციონერები შეიფარეს, თუნდაც ძებნილები და ა.შ, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე შინაარსს. უკრაინისგან დისტანცირება და ანტიუკრაინული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკად, ჯერ კიდევ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამდე იქცა. ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის არაფრის მოთხოვნა და ინიცირება არ სურს. ნორმალური ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს, ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შეცვლილ პოზიციას და უკრაინასთან საერთო ბლოკის შექმნას შეეცდებოდა. ამ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდნენ არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ საქართველოს გამოც. უკრაინაში ახალი არაფერი გაუკეთებია, რაც მანამდე საქართველოში არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ მიზანმიმართულად გავემიჯნეთ 2014 წლის სანქციებს. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ის კორესპოდენტს სრულიად გასაგებად ჩამოუყალიბა პოზიცია. პროდასავლური ხელისუფლება აქტიურად შექმნიდა ბლოკს უკრაინასთან და აქტიურად მოითხოვდა იმას, რასაც დღეს უკრაინა დასავლეთისგან. თუ ამის ადრე მიხვედრა გაუჭირდა, ომის და დასავლეთის პოზიციის ფონზე მაინც უნდა მოეხერხებინა და აქტიური კონსულტაციები უნდა დაეწყო ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინულ ბლოკთან, ევროკავშირთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან. პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ვიდრე საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებდა. შემდეგ, იმ ბარიერების გადალახვაზე დისკუსიებს დაიწყებდა, რომელიც ჩვენ, NATO-ს წინაშე აღმოგვაჩნდა. თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა, რომელთანაც დღეს უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენ. ET: ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს რას მოუტანდა ანაკლიის პორტის და ნაბუქოს, ახლა უკვე „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის მსგავსი პროექტები? პატარა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის ის, რომ მხოლოდ ისეთი მცირე სახელმწიფოები ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებსაც საერთაშორისო ფუნქცია აქვთ. გეოგრაფიულად, საქართველოს ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს, დამაკავშირებელია კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღის რეგიონებს შორის. თეორიულად, თუ თეირანი დასავლეთან ურთიერთობებს მოაგვარებს, შესაძლოა, ირანისთვისაც კი, შავ ზღვაზე გასასვლელი დერეფანი გავხდეთ. ჯერჯერობით, ირანი ისევ სანქციებშია და ვნახოთ. შეიძლება, რუსეთის ამბებმა გეოპოლიტიკური ვითარება ბევრ ადგილას შეცვალოს. ამის იმედად ვერ ვიქნებით და ვერ დაველოდებით. საქართველოს უნდა ჰქონოდა უნარი დიდი ოკეანური კონტეინერმზიდები მიეღო, ღრმაწყლოვან პორტში. რომელიც დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის გამო არ გვაქვს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ შემდგარიყო. მეორე, როდესაც შენ ხარ ერთადერთი გასასვლელი შავ ზღვაზე, აზერბაიჯანისთვის სომხეთისთვის და იქით ცენტრალური აზიის ქვეყებისთვის, რომელთა ეკონომიკა, დიდწილად შეფერხებულია იმის გამო, რომ რუსულ სატრანსპორტო კავშირებზე არიან მიჯაჭვული; როდესაც რეგიონში შავ ზღვაზე გასასვლელის მხრივ, მონოპოლისტი ხარ, ამ დროს შენი რკინიგზის სისტემა ბანკროტია, უვარგისი, ჩამოშლილი, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი მავნებლობის შედეგი. საქართველოს აქტიურად უნდა ემუშავა საკუთარი ინფრასტრუქუტურის განვითარებაზე, ასევე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან მათი ტვირთების მოსაზიდად, რაც მარტო ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ შედეგებსაც მოიტანდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი, მათი რეალური პოლიტიკური სუვერენიტეტი რეალური შინაარსით დაიტვირთება. ვიდრე ისინი ეკონომიკურად, ექსპორტის დერეფნით, რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთმა ამ ქვეყნების არჩევანს ბევრი არაფერი შემატა. ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რეალურ სანდო დერეფანს მოიპოვებენ, ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ საკითხს და ძალიან უნდა გინდოდეს რომ ეს არ შედგეს. უფრო გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რომ გვქონოდა, რაში გამოგვადგებოდა ეს - როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდიოდა, ავღანეთიდან მილიონობით ტონა ტვირთი წამოვიდა და ჩვენ პრაქტიკულად, ვერ შევასრულეთ ერთ-ერთი გადამზიდავის ფუნქცია, რომელიც საქართველოს უზარმაზარ შემოსავალს და გეოპოლიტიკურ ფასეულობას მოუტანდა აშშ-ის თვალში. ბევრ სხვადსხვა პროექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთ მთავარზე შევთანხდეთ, ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო გადადებულია, არამედ, მოკლული, რაც საქართველოს უმცირებს იმ საერთაშორისო ფასეულობას, რომელზეც ვისაუბრეთ. ამის გარეშე საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ იქნება იმდენად ფასეული, როგორც სხვა შემთხვევაში. მარტო ის რომ, ჩვენ ვატარებთ ნავთობს და გაზს, კი მნიშვნელოვანია, თან ამ ფუნქციის გაზრდაც შეგვიძლია, თუკი გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ევროპელ პარტნიორებთან, თურქმენული გაზის ყაზახური ნავთობის დასამატებლად, ჩვენი გავლით საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ნავთობის და გაზის ხანა დიდხანს არ გასტანს. ჩვენ ამისთვის უნდა დაგვემატებინა სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთებისთვის, რომელიც შეიძლება, ჩინური ტვირთების მარშუტად განიხილებოდეს. უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული და რის გამო? არაფრის გამო! იმისათვის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, თავის მომკვდარუნების პოლიტიკას. რა იმედით? რუსეთის მიზნები შეიცვლება საქართველოს მიმართ?! იმის ძახილი, რომ აი, ნახეთ თავს არ გვესხმის. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი არ გერჩის. ესეიგი მისი სცენარით მოქმედებ და რეალურად, უპერსპექტივობაში მიდიხარ. ET: ანაკლიის პორტის აშენება, იგივე სახმელეთო სტრანსპორტო დერეფნის მასშტაბების გაზრდა, გაზრდიდა თუ არა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებსაც? რა თქმა უნდა! მთავარი აზრი სწორედ ამაშია. იმისთვის, რომ მცირე ზომის სახელმწიფომ მოკავშირეების მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს, ამისთვის რაიმე ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, სწორედ ამგვარი ფასეულობის გამო, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სატრანზიტო, სატრანსპორტო ფუნქციის შესრულების გამო, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო უფრო ფასეული პარტნიორი და იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უფრო აქტიურად შეძლებდნენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუენბას, თუ რატომ იმსახურებს საქართველო სამხედრო უსაფრთხოების და ფინანსურ დახმარებას. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ასე მარტივად ვერ წყვეტენ მსგავს საკითხებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ უნდა დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისგან. აქ ორი მთავარი საკითხის კომბინაციაა. ერთი, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად რაღაც ფასეულობას წარმოადგენს და მეორე, იმიტომ, რომ იმსახურებს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება. ბოლო წლებში, ორივე ამ კომპონენტში გავქვს სრულიად გამოკვეთილი და მიზანმიმართული უკუსვლა. ჩვენი ინფრასტრუქტურა დღეს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, ჩვენი დემოკრატია რეგიონშიც კი მოწინავე აღარ არის. ET: ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, როგორ ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რა ეტაპზეა? საქართველო აშშ-ის ფინანსურ დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ზოგჯერ, 100 მილიონსაც აჭარბებდა. განსაკუთრებულ პერიოდებში, მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ბევრად უფრო დიდი დახმარება მივიღეთ. მაგრამ წლების განმავლობაში ამ დახმარების შემცირებას ვხედავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი დიპლომატიური ურთიერთობებით და იმის ჩვენებით, რომ მისი დემოკრატიული რეფორმები, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფასეულობა ასაბუთებს იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა სთხოვოს. ჩვენ ამის არგუმენტები არ გვაქვს. უფრო მეტიც, მე ვივარაუდებ, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აკვირდებიან იმას, თუ რა კონტაქტები აქვს საქართველოს რუსეთთან, სულ მცირე რუსულ ბიზნესებთან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. აკვირდებიან, საქართველოს გარკვეული სტრუქტურები და ცალკეული ადამიანები სანქციების პირობებში ხელის მოთბობას ხომ არ ცდილობენ.
აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პარლამენტების დეპუტატები სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ფარგლებში, ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა. „მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დავიწყოთ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საპარლამენტო ასამბლეის შექმნა, რაც ჩვენს საპარლამენტო ურთიერთობას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, - განაცხადა სამხარაძემ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ ფორმატში შესაძლებელი გახდება რეგიონის პრობლემების საკანონმდებლო დონეზე განხილვა, ასევე გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ქმედებების შეთანხმება. სამხარაძის თქმით, სამ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქამდე არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უკვე მრავალი წელია, ავითარებენ სამმხრივ ურთიერთობებს. 2009 წლიდან ქვეყნები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ამ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კი ერთობლივ მოლაპარაკებებს 2011 წლიდან აწარმოებენ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 26 მაისის ჩათვლით რუსული მხარის დანაკარგების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი ცნობით, უკრაინის დამცველებმა 29 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რომელიც გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 150 ჯარისკაცს მოიცავს. „შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1322 ტანკი, 3246 ჯავშანტექნიკა, 623 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 206 საბრძოლო თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 503 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 115 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2226 სხვადასხვა მანქანა და ტანკერი, 48 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: გაერო: უკრაინაში ომის შედეგად 8691 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ სამ რუსულ სამაუწყებლო კომპანიას წევრობა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ სამ რუსულ სამაუწყებლო კომპანიას: „ერტეერს“, „პერვი კანალსა“ და რადიო „დომ ოსტანკინოს“ განუსაზღვრელი ვადით წევრობა შეუჩერა. ამასთან, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და მისი ვადა გადახედვას დაექვემდებარება. გადაწყვეტილების მიღებისას აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა, რომ სამივე წევრს აქვს უფლება, საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წესდების შესაბამისად, თუმცა აპელაციის გადაწყვეტილებამდე წევრობის შეჩერება ძალაში იქნება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი კობახიძე: კრიმინალები დღეს ეწევიან აგიტაციას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს
საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები - საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში. კრიმინალები პოლიტიკაში დამაზიანებელია დემოკრატიული სისტემისთვის და ქვეყანაში ბევრ რამეს აფერხებს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „საქართველოში, სამწუხაროდ, არიან კრიმინალები პოლიტიკაში, ამას მიჩვეული ვართ. ეს აზიანებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, ეს არის მოცემულობა. კრიმინალები პოლიტიკაში არის ის, რაც, რა თქმა უნდა, არის დამაზიანებელი დემოკრატიული სისტემისთვის და მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ოპოზიციურ სპექტრში არ იყვნენ კრიმინალები წარმოდგენილი. ის, რომ კრიმინალები არიან ოპოზიციაში, ბევრ რამეს აფერხებს ქვეყანაში. კრიმინალები დღეს ეწევიან აგიტაციას იმისათვის, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. პირდაპირ აანონსებენ რაღაცებს, მათ შორის, პროტესტს და ა. შ. კრიმინალები, რომ არიან ოპოზიციაში ეს, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს აფერხებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით, თუმცა, გადამწყვეტ ზიანს ისინი ჩვენს ქვეყანას ვერ მიაყენებენ, რადგან ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა კობახიძემ.
კომპანია Step’n ჩინეთში, კრიპტობოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდებას შეუზღუდავს
კომპანია Step’n-ის ცნობით, 15 ივლისიდან იძულებული იქნება, ჩინეთში Step’n ბოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდება შეუზღუდოს. კომპანიამ გადაწყვიტა, მარეგულირებელ პოლიტიკაზე აქტიური რეაგირების მიზნით, Step’n პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების [Software Users] ინვენტარიზაცია ჩაატაროს. „თუ ჩინეთში მომხმარებლებს აღმოვაჩენთ, Step’n, გამოყენების პირობების შესაბამისად, შეწყვეტს GPS-ის მიწოდებას მათი ანგარიშებისთვის 2022 წლის 15 ივლისის 00:00 საათზე”, — წერია Step’n-ის განცხადებაში. კომპანიის ამ განცხადებამ გავლენა მოახდინა ტოკენზე. გამოცემა CryptoSlate-ის ინფორმაციით თამაშში არსებული ტოკენის, GST-ის ფასი 40%-ით დაეცა. ამჟამად მისი ფასი 1.66 აშშ დოლარია. ამასთან, დაეცა GMT ტოკენის ფასიც.CryptoSlate-ის ცნობით, ერთ დღეში GMT-მ 37%-ით დაიკლო. Step’n პირველი Move to Earn (იმოძრავე, რომ გამოიმუშაო) აპლიკაციაა, სადაც მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია კრიპტო ან სხვა ვალუტაში. Step’n-ის შემთხვევაში ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გადაადგილებაზე.