ძებნის რეზულტატი:

გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონატზე კარატეში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ევროპის ჩემპიონატი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში მიმდინარეობს. გოგიტა არქანია +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა შოტლანდიის წარმომადგენელ გრეგ ანდერსონს 2:0 სძლია.  შეგახსენებთ, რომ გოგიტა არქანიასთვის ეს მესამე ბრინჯაოს მედალია კონტინენტის ჩემპიონატზე.  

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამანის დედოფალ ალიას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

ზაზა კანდელაკი: 300 წლის შემდეგ, მდინარე იორდანესთან, წმინდა მიწაზე ჩვენი ინტერესების წარმოდგენა არის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიური ჩართვა

დღეს ქართველები ისევ დაბრუნდნენ წმინდა მიწაზე და ჩვენი კულტურის ცენტრის სახით, ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც განვითარდება სხვადასხვა მიმართულებით ქართული ღირებულებები, – ამის შესახებ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა, ზაზა კანდელაკმა, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო მისი თქმით, 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე და წმინდა მიწაზე ჩვენი ინტერესების წარმოდგენა, ეს არის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიური ჩართვა. „გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ქართველებისთვის წმინდა მიწას ყოველთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. შესაბამისად, უკვე მე-4 საუკუნიდან ჩვენ აქტიურად ვმოღვაწეობთ წმინდა მიწაზე და პირველი ქართული ეკლესია-მონასტრები სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ხვალ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, ეს არის ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, იმდენად, რამდენადაც არაერთხელ აღინიშნა, რომ 300 წლის მერე, ქართველები ბრუნდებიან წმინდა მიწაზე. ეს ნიშნავს, რომ წმინდა მიწა, ზოგადად, ყველა ქვეყნისთვის არის დიდი პრესტიჟის თემა და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მთელი საუკუნეების მანძილზე. ამავე დროს, ასევე გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ეს არის დიდი მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. წმინდა მიწაზე ჩვენი ინტერესების წარმოდგენა, ეს არის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიური ჩართვა. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით, მაგრამ მთავარია, რომ სწორედ ამ მიწაზე მოღვაწეობდა ჩვენი მაცხოვარი და აქედან გამომდინარე, ამ მიწამ მიიღო ეს უდიდესი დატვირთვა და დღეს ქართველები ისევ დაბრუნდნენ და ჩვენი კულტურის ცენტრის სახით, ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც განვითარდება სხვადასხვა მიმართულებით ქართული ღირებულებები“, – განაცხადა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩმა. როგორც ზაზა კანდელაკმა აღნიშნა, იქნება საზეიმო ღონისძიება, პრეზენტაცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. „კულტურის ცენტრს ექნება, პირველ რიგში, ის დატვირთვა, რომ აქ, წმინდა მიწაზე უნდა წარმოვადგინოთ ჩვენი ტრადიციული, დიდი კულტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ გარემოსთვის. ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სამეცნიერო მუშაობაც იქნება გაწეული. ჩვენი მეცნიერები დაინტერესდებიან მუდმივად აქ ყოფნით, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ ბევრ არქივში შევიდნენ და დღემდე უცნობი ზოგიერთი დოკუმენტი ნახონ, რისი საშუალებაც არის აქ. ვფიქრობ, რომ ეს კარგი ქართული კულტურის ცენტრი შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში“, – განაცხადა ზაზა კანდელაკმა. ზაზა კანდელაკის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ჰქონდათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ასევე იორდანიის მეფე აბდულა მეორეს, პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის არქიეპისკოპოსს.  

შრი-ლანკა კრიზისის ფონზე რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს

შრი-ლანკა 28 მაისიდან რუსული ნავთობის პირველ პარტიას მიიღებს. ბიზნესი ნედლეულით საწვავს აწარმოებს, რადგან დეფოლტის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების დეფიციტია. ამის შესახებ Bloomberg -თან ინტერვიუში ნავთობკომპანია Ceylon Petroleum-ის ხელმძღვანელმა განაცხადა. რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები სხვადასხვა ტერიტორიულ წყლებშია გაჩერებული - Reuters მისი თქმით, მსუბუქი ციმბირული ნავთობი საპუგასკანდას ქარხანაში გადამუშავდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაიხდის შრი-ლანკა მიწოდების საფასურს. შრი-ლანკა ერთ-ერთი უკანასკნელი აზიური ქვეყანაა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იაფი რუსული ნავთობის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა. შრი-ლანკამ დეფოლტი გამოაცხადა აპრილში შრი-ლანკის ფინანსთა სამინისტრომ შეაჩერა საგარეო ვალის გადახდა და ინვესტორები დეფოლტის შესახებ გააფრთხილა. ამან ქვეყანაში უმძიმესი ფინანსური კრიზისი და საკვებისა და ნავთობის დეფიციტი გამოიწვია. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე კაცი დაჭრეს

თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, კაცი დაჭრეს.  როგორც ცნობილია, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი და კლინიკაში სამედიცინო მკურნალობა უტარდება. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.  

გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს, პორტების განბლოკვა და „აზოვსტალის“ დამცველების გათავისუფლება მოსთხოვეს

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციებმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა, ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს. ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტისგან ქარხანა „აზოვსტალის“ 2 500-მდე დამცველის გათავისუფლება და ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა მოითხოვეს. მარიო დრაგი: პუტინთან საუბრისას უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე ავსტრიის კანცლერი: პუტინი მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი 80 წუთს გაგრძელდა, რომელზეც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს. ამასთან, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისთვის, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან აწარმოოს. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ვლადიმერ პუტინს, რომ ომის ნებისმიერი გადაწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მოსკოვსა და კიევს შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დეტალები კრემლმაც გაავრცელა. "რუსეთი მზადაა, მოიძიოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტები, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა მაკრონსა და შოლცს ასევე განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გაზარდოს სასუქებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, თუ მასზე სანქციები მოიხსნება. ეს შეთავაზება რამდენიმე დღის წინ პუტინმა იტალიისა და ავსტრიის ლიდერებსაც წარუდგინა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: EU უკრაინის ექსპორტის განსაბლოკად სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნას განიხილავს

ევროკავშირი, უკრაინის აგრარული პროდუქტების, რუსეთის ბლოკადისგან გასათავისუფლებლად, სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ El Pais წერს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ბრიუსელში იმ ქვეყნებში შექმნილ ვითრებას და შიმშილის საფრთხეს განიხილავენ, რომლებიც უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული. ნედ პრაისი: აშშ არ გააუქმებს სანქციებს რუსეთის ექსპორტზე, უკრაინის პორტების განბლოკვის სანაცვლოდ იყენებს თუ არა რუსეთი სასურსათო კრიზისს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესამსუბუქებლად ევროკავშირი მზადაა ყველა რესურსის მობილიზებისთვის, რათა უკრაინის პორტებში ხორბლის დაბლოკვის შედეგად, მესამე სამყაროს ქვეყნებზე არსებული წნეხი შეამსუბუქოს. განიხილება სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა, რომლის თანხლებითაც უკრაინის პორტებიდან გემებით, ხორბლის გამოტანა განხორციელდება. ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, ასევე გაჟღერდება მოთხოვნა ვლადიმერ პუტინთან მიმართებით, რომ უკრაინას პორტებში დაბლოკილი ხორბლისა და სასურსათო პროდუქტების გამოტანის შესაძლებლობა მისცეს. ამასთან გამოცემა წერს, რომ სამხედრო-საზღვაო მისიის შექმნა და უკრაინული ხორბლის პორტებიდან გამოტანის ოპერაცია, რისკებს შეიცავს, რადგან რუსეთის საზღვაო ფლოტთან დაპირისპირების საფრთხე რეალურია. მაგრამ ბრიუსელი ასეთივე შეშფოთებით უყურებს მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისს, იმ ქვეყნებში, რომლებიც ძირითადად უკრაინულ ხორბალზე არიან დამოკიდებული. ლიეტუვამ უკრაინული მარცვლეული მიიღო. მიზანი კლაიპედას პორტის გამოყენებით ექსპორტის განახლებაა პოლ გობლი: სანქციები არ უნდა მოიხსნას, ვიდრე რუსეთის ძალები არ დატოვებენ უკრაინის მთელ ტერიტორიას ამ დროისთვის, EU მსოფლიოში 18 ოპერატიულ მისიას აწარმოებს, მათ შორის რამდენიმე სამხედრო-საზღვაო მისიაა. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიაზე იარაღის ემბარგოს აღსრულება, ან მეკობრეობასთან ბრძოლა ინდოეთის ოკეანეში სომალის სანაპიროსთან. „მაგრამ ყველა გამოკითხული წყარო აღიარებს, რომ შავ ზღვაში ხორბლის განბლოკვის ოპერაცია უპრეცედენტო რისკია ევროპული ძალებისთვის. ევროკავშირს სურს აჩვენოს შიმშილის წინაშე მყოფ ქვეყნებს, რომ მარცვლეულის დეფიციტი არა ევროპული სანქციები შედეგია, როგორც რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, არამედ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადითაა გამოწვეული“, - ამბობს გამოცემის წყარო.   უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რეზნიკოვი: ომის ცხელი ფაზა ისევ გრძელდება, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უკრაინის სამხრეთით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა, რუსი ოკუპანტების განადგურებული ტექნიკის გამოფენაზე ყოფნისას განაცხადა. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ - სისხლისღვრის პირველი 3 თვე ზელენსკი დასავლეთს: შეწყვიტეთ რუსეთთან თამაში, დაასრულეთ ომი "ნაადრევია დასვენება, შეუერთდე მათ პარტიას, ვინც დაასრულა ომი. ომი გრძელდება და ახლა რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და სამხრეთ უკრაინაში. ორკების დამარცხების კამპანია ჯერ არ დასრულებულა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მსოფლიოს ე.წ. მეორე არმია უნდა განადგურდეს".- თქვა რეზნიკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

შემოსავლების სამსახური: „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავება გადავადდა

„ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავება ისევ გადავადდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. თურქეთის მხარე აცხადებს, რომ „ვალეს“ საბაჟო გამშვები პუნქტზე სამუშაოებს ივლისის ბოლოს დაასრულებს და საბაჟოც იმ დროისათვის გაიხსნება. ამ დროისათვის, საზღვრის კვეთის პროცედურები შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. უწყების ცნობით გაზრდილია ,,კარწახის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟეთა რაოდენობა. მათ შორის გადმოყვანილია მებაჟე ოფიცირების რაოდენობა „ვალეს“ პუნქტიდან. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით "კარწახის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილების რაოდენობა 233 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის მაისის თვის მაჩვენებელს, ხოლო საქართველოდან გატანილი ტვირთბრუნვის მონაცემებში 513%-იანი მატება აღინიშნება.

რუსეთის არმიაში, საკონტრაქტო ასაკობრივი ზღვარი 60-65 წლამდე გაიზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, საკონტრაქტო სამსახურისთვის შესაბამისი ასაკობრივი ზღვარი მნიშვნელოვნად იზრდება. კანონპროექტი სახელმწიფო დუმას 20 მაისს წარედგინა, ხუთი დღის შემდეგ კი რუსეთის პარლამენტის ორივე პალატამ დაამტკიცა. ადრე, კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში პირველი კონტრაქტის დადება 18-დან 40 წლამდე რუსეთის მოქალაქეებსა და 30 წლამდე ასაკის უცხოელებს შეეძლოთ. ახალი კანონით, ამის გაკეთება შესაძლებელი ხდება საპენსიო ასაკამდე: ქალებისთვის - 60 წლამდე, ხოლო კაცებისთვის - 65 წლამდე. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „მაღალი სიზუსტის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად საჭიროა მაღალპროფესიონალი სპეციალისტები. პროფესიონალიზმის ამ დონეს კი სამხედრო პირი 40-45 წლის ასაკში აღწევს,“ - მიიჩნევენ კანონპროექტის ავტორები. რუსეთის არმიაში, საკონტრაქტო ასაკობრივი ზღვარის გაზრდის შესახებ კანონი, უკრაინაში შეჭრიდან სამი თვის შემდეგ მიიღეს. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთი ომში მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწევს, უკრაინაში სამხედრო დაჯგუფების მნიშვნელოვანი ზრდის გარეშე. დასავლურმა და უკრაინულმა მედია ოფიციალურმა პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ მაისის დასაწყისში რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია მზადდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არაა მიღებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

ზელენსკი: პუტინს და მის გუნდს ბევრი დანაშაული აერთიანებთ. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთში რეჟიმი ახლა შეიცვლება

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინისა და მისი გუნდის რეჟიმის შეცვლა რუსეთში ჯერ კიდევ შეუძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკის ამ კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს. ზელენკის პუტინის რეჟიმის ახლა ცვლილებაში ეჭვი ეპარება. ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველ ელიტაში არავინ აპირებს, განუდგეს პუტინს. „ვფიქრობ, რომ მთელი ეს გუნდი [რუსეთის ხელისუფლება] მრავალი წელია, მუშაობს, ისინი ერთმანეთს აძლიერებენ, ბევრი რამით, ბევრი ნაბიჯით, ბევრი დანაშაული აკავშირებთ. ყოველ შემთხვევაში, მათ ჩვენი საწინააღმდეგო ქმედებები აერთიანებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები დანაშაულია. მე ეჭვი მეპარება პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა. ვფიქრობ, რომ მათ პუტინის ეშინიათ, - განაცხადა ზელენსკიმ ჰოლანდიურ მედია Nieuwsuur-თან ინტერვიუში. ექსკლუზივი: რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - მეთიუ ბრაიზა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა უქმდება

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ კანონი მიიღო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსჯავრდადებული სიკვდილით ბოლოს 1981 წელს დასაჯეს. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. აფრიკის ქვეყნებში - გვინეაში სიკვდილით დასჯა 2016 წელს, ჩადში 2020 წელს და სიერა-ლეონეში 2021 წელს გაუქმდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times

The New York Times-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (M31 GMLRS) გაგზავნა დაამტკიცა. წყაროს ცნობით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (Himars) გადაცემას მოიცავს. სააგენტოს წყაროს თქმით, ორივე სისტემას შეუძლია, უკრაინელ სამხედროებს უფრო დიდი მობილურობა შესძინოს, ვიდრე M777 ჰაუბიცებს, რომლებსაც შეერთებული შტატები ჯერ კიდევ უგზავნის უკრაინას. გაურკვეველია, რამდენ ახალ სისტემას მიაწვდის შეერთებული შტატები უკრაინას, მაგრამ ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ახალი დახმარება უკრიანამ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში მიიღოს. შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს სულ მცირე დასჭირდებათ სულ მცირე სწავლება დასჭირდებათ. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ოქტაის თქმით, ბურღვითი სამუშაოების მიმდინარეობისას საკარიას გაზის საბადოზე აღმოჩენილი მარაგი 405 მილიარდი კუბური მეტრია, ხოლო ამასრას საბადოზე მარაგმა 135 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „მინდა თურქეთის ყველა მოქალაქეს ვუთხრა სასიხარულო ამბავი, რომ ისინი 2023 წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაში მოპოვებულ გაზს მოიხმარენ“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის 7 ჭაბურღილზე სამუშაოები დასრულებულია და 4 ჭაბურღილი ბურღვის ეტაპზეა. „შავ ზღვაში საბურღი დანადგარები მუშაობს. მინდა გაცნობოთ, რომ თურქეთის ახალი მე-7 თაობის საბურღი ხომალდი უკვე ჩავიდა ხმელთაშუა ზღვაში“, - დასძინა ფუატ ოქტაიმ.  

გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით

გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს გაუგზავნის და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია Ukrinform. გეპარდის ტანკებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ მათი ყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მთავრობას ექსპორტის ნებართვა სჭირდება. „ვგულისხმობ იმას, რომ თავდაპირველად იყო გაუგებრობები, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი კოორდინაცია გვაქვს იმ სიებზე, რაც რეალურად სჭირდება უკრაინას. ვფიქრობ, ახლა პროცესი დაიწყო და ყველამ იცის, როგორ მიმდინარეობს მუშაობა მძიმე იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია“, - განაცხადა ფელდჰუსენმა. ერმანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის Marder-ის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება არ შეფერხებულა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ  Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა.  რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.

ზელენსკი: ყოველდღე ვუახლოვდებით დროს, როდესაც ჩვენი ჯარი ოკუპანტებს აჯობებს

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ახლოვდება დრო, როცა კიევი ოკუპანტს აჯობებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ მიზნის მიღწევაში პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times „ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს არის უპირველეს ყოვლისა იარაღის მიწოდება. ჩვენ ყოველდღე ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც ჩვენი ჯარი ტექნოლოგიურად და საცეცხლე საშუალებით აჯობებს ოკუპანტებს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორებზე. მათ მზადყოფნაზე, უკრაინას მიაწოდონ ყველაფერი, რაც საჭიროა თავისუფლების დასაცავად. ველოდები კარგ ამბებს უკვე მომავალ კვირას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ერდოღანი: თურქეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის

თურქეთი და აზერბაიჯანი „შუშoს დეკლარაციის“ საფუძველზე, სტრატეგიულ ალიანსს იზიარებენ. თურქეთი, აზერბაიჯანის ძალისხმევას, სომხეთთან ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, მტკიცედ უჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას განაცხადა. მისი თქმით, ორმა ქვეყანამ ორმხრივი კავშირები იმ დონემდე მიიყვანა, რომ ის სამაგალითოა არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი მშვიდობის, ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და ასევე რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას. „ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო სოლიდარობას, კონტაქტს და კოორდინაციას აზერბაიჯანთან ამ მიზნების განსახორციელებლად“, - განაცხადა ერდოღანმა. „შუშoს დეკლარაციას“ 2020 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაზე  ამახვილებს ყურადღებას. ადასტურებს ორი არმიის ერთობლივ ძალისხმევას საგარეო საფრთხეების წინაშე და მათი შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციასა და მოდერნიზაციაზე.  

მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულის“ დაამარცხებით ჩემპიონთა ლიგა მეთოთხმეტედ მოიგო

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანგარიშით 1:0 ლივერპული დაამარცხა და ტიტული მეთოთხმეტედ მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა. მატჩი პარიზში ჩატარდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მატჩი 30 წუთის დაგვიანებით დაიწყო.  

ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში,  გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება. „აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.          თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

იაპონია ორი წლის შემდეგ უცხოელი ტურისტებისთვის იხსნება

პანდემიიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, იაპონია ტურისტებისთვის იხსნება. 10 ივნისიდან ტურისტულ ჯგუფებს ქვეყანაში შესვლა შეეძლებათ. თუმცა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თითქმის 100 ქვეყანა და რეგიონი სამ რისკ კატეგორიად (წითელი, ყვითელი და ლურჯი) დაიყოფა, რაც განსაზღვრავს, შეეძლებათ თუ არა ვიზიტორებს საკარანტინო ზომების გვერდის ავლა. BBC-ს ცნობით, ჩაკეტვამ ტურიზმის ინდუსტრიას მძიმე დარტყმა მიაყენა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 10 მარტს გამოაცხადა. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყნების მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პანდემიის დასასრული ახლოს ჯერ არ არის.