ძებნის რეზულტატი:
ქალაქის მერის მრჩეველი: მარიუპოლში, შენობის ნანგრევებში 70 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ქალაქ მარიუპოლში, შენობის ნანგრევების გატანისას, კუინჯის ქუჩაზე, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე, კიდევ 70 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ Telegram-ზე მარიუპოლის მერის თანაშემწე პეტრო ანდრიუშენკო ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინელების 82% ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია - გამოკითხვა უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია „მიზეზი იგივეა. დაბომბვის შემდეგ ხალხი ნანგრევებში ჩაკეტეს. ოკუპანტებმა ცხედრები პოლიეთილენის ტომრებში ჩააწყვეს და სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ სასაფლაოზე დასაკრძალად წაიღეს. ოკუპანტებს ცხედრების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ". - ამბობს ანდრიუშენკო. მერის მრჩეველი: მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია მანამდე, ოკუპანტებმა მარიუპოლში, შენობის ნანგრევებში კიდევ 200 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ ვესაუბრე, რომელიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღეს
ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპული შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ
CNN: დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა, რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს
დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს. რუსეთი, აწარმოებს ომს უკრაინაში, აქეზებს გენოციდს და ახორციელებს ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის განადგურებას, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ანალიტიკური ცენტრის New Lines Institute for Strategy and Policy-სა და კანადის რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრის ერთობლივ ანგარიშში. შესაბამისი პუბლიკაცია CNN-მა დოკუმენტის ასლზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. ოლექსი არესტოვიჩი: რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდითაა დაკავებული მარიუპოლის მერი: ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი გენოციდი თანამედროვე ისტორიაში ანგარიშის შედგენაში, გენოციდის საკითხებში 30 წამყვანი იურისტი და ექსპერტი მონაწილეობდა. მათ დაასკვნეს, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს კონვენციის რამდენიმე მუხლი. დამოუკიდებელი ექსპერტების ანგარიშში ნათქვამია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი დანაშაულები, გამყარებულია მტკიცებულებებით - მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, ძალადობა, დეპორტაცია და ანტიუკრაინული რიტორიკა. ერთ-ერთ დადასტურებულ მტკიცებულებად მოყვანილია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომ უკრაინას სახელმწიფოდ არსებობის უფლება არ აქვს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: პუტინი უკრაინაში „გენოციდის სპეციალურ ოპერაციას“ აწარმოებს დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე: ეს გენოციდია ბორის ჯონსონი:ქალაქ ბუჩაში ახლო მანძლიდან გადაღებული სხეულების ხილვა გენოციდისგან არაფრით განსხვავდება ანგარიშის ავტორები პირდაპირ ადარებენ უკრაინაში არსებულ ვითარებას სრებრენიცაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას და მოუწოდებენ მსოფლიო ლიდერებს გავლენა მოახდინონ რუსეთზე, სანამ ძალიან გვიან არ არის. ეს არის პირველი დამოუკიდებელი ანგარიში უკრაინაში გენოციდის შესახებ ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის ქმედებები უკრაინაში ესტონეთის, ლატვიისა და კანადის პარლამენტებმა ოფიციალურად გენოციდად აღიარეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვითარება იგივე სიტყვით შეაფასა და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს იურიდიული კვალიფიკაცია შესაბამისმა ექსპერტებმა უნდა მისცენ. მანამდე, სტრატეგიისა და პოლიტიკის New Lines Institute for Strategy and Policy-მა და რაულ ვალენბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა ცენტრმა გენოციდის შესახებ, ჩინეთის სინძიანის პროვინციასა და მიანმარში მოხსენებები მოამზადეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ
სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა და სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლები აპრილის თვის ფულად დანამატს უახლოეს დღეებში მიიღებენ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი. „ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები იქნა მოსმენილი და გათვალისწინებული. უნდა აღინიშნოს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება არ შემცირებულა, მათ მოეხსნათ მხოლოდ ის ფულადი დანამატი, რომელიც კოვიდპანდემიის დროს გაიცემოდა გაზრდილი გამოძახებებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. ხაზგასასმელია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები კოვიდპანდემიის დადებითი დინამიკის ფონზე, მნიშვნელოვნად შემცირებულია. თუმცა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება. სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება 1 200 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს. საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2 000 ლარს, ექიმის 1 700 ლარს, ექთნის 1 300 ლარს, მძღოლის 1 200 ლარს შეადგენს. მათი სამუშაო გრაფიკი მოიცავს ოთხ დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში საშუალოდ 7-ჯერ). აღსანიშნავია, რომ მათ ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები. ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების პროცესი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრის ავტოპარკისა და სამედიცინო აღჭურვილობის განახლება, არსებული ფილიალების რემონტი და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა. მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხდეს უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი ანაზღაურების გაცემა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა მზად არის, გააგრძელეს თანამშრომლებთან შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რათა საქართველოს მოქალაქეთა და ცენტრის თანამშრომელთა საუკეთესო ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, – აცხადებენ უწყებაში. ასევე წაიკითხეთ: სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად აქცია გამართეს
მედია: ჯონსონი ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნას სთავაზობს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის EU-ს ალტერნატიული ალიანსის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით, Corriere Della Sera-მ დაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ამ ალიანსში უკრაინისა და ბრიტანეთის გარდა, გაწევრიანების შესაძლებლობა ექნებათ პოლონეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიეტუვას და მოგვიანებით თურქეთს. გამოცემის წყაროების ცნობით, ჯონსონმა ზელენსკის ეს იდეა 9 აპრილს უკრაინაში ვიზიტისას გაუზიარა. „ალიანსი დააკავშირებს იმ ქვეყნებს, რომელთაც ბრიუსელისადმი უნდობლობა აერთიანებთ, ასევე არ მოსწონთ გერმანიის პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინაში“, - წერს გაზეთი. ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა 2014 წელს, უკრაინას არ დაეხმარა გამოცემის ცნობით, კიევს ამ შეთავაზებასთან მიმართებით, აქტიური პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა არც საწინააღმდეგო აზრი გამოუხატავს. „როგორც ჩანს, ზელენსკი ელოდება ევროკავშირის სამიტს, რომელიც 23 ივნისს იმართება და 27 ქვეყნის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, მიანიჭონ თუ არა უკრაინას კანდიდატის სტატუსი“, - წერს მედიასაშუალება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს
თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების ცნობით, დაახლოებით ხუთის ნახევარზე თხუთმეტამდე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე ინფორმაციით, დაინახეს ორი პირი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიქცნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია. შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით (236-ე და 118-ე) (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს.
საპარლამენტო ოპოზიციამ 7-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ევროპასთან დასაახლოებლად და რეფორმების განსახორციელებლად შვიდპუნქტიანი წინადადების პაკეტი წარადგინეს. გეგმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ წაიკითხა: ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში; საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ, მეორე და მესამე მოსმენით მიღება; შეწყდეს დასავლელ პარტნიორებზე, დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებსა და ელჩებზე თავდასხმა; უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული უკრაინაში; მთავრობამ მოამზადოს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას; ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა; მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა; დეპუტატების თქმით, ეს სია აერთიანებს იმ კონკრეტულ ამოცანებს, რომელთა შესრულებაც მომდევნო 3 კვირის განმავლობაში პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე
„დღევანდელი დღე არის „შეაყარე კედელს ცერცვი, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრის მოსმენას პარლამენტში. ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით პარლამენტში მოუსმინეს. ვაშაძის თქმით, ვერანაირი გეგმა ვერ მოისმინეს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება დარჩენილ 2 კვირაში იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ჩვენ გვქონდა კონკრეტული წინადადებები, 7 - პუნქტიანი გეგმა, რომელიც შევთავაზეთ, თუმცა, მათგან პასუხი არის მხოლოდ ტყუილი, ცრუ ბრალდებები და მუქარები. მარტივად რომ შევაჯამოთ, დღევანდელი დღე არის - "შეაყარე კედელს ცერცვი", ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. იგონებენ ტყუილებს და ამაზე საუბრობენ. გული მწყდება, რომ ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც ერთიანობაზე ამბობს უარს, გახლეჩილობაზე დებს ფსონს და რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი ხმა უნდა გავაგონოთ დასავლელ პარტნიორებს, რომ საქართველომ ისტორიული შანსი არ უნდა გაუშვას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ევროკავშირს სჭირდება ნათელი გზავნილი, უჭერს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მხარს სანქციების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს რუსეთთან მიმართებით - ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პრემიერს. „როდესაც აცხადებთ, რომ სანქციების პოლიტიკა არ არის შედეგის მომტანი, ამიტომ გვეუბნებიან, რომ გაგვიჭირდება თქვენთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. აქ რომ არის მოსული ივანიშვილის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰქვია, ბრიუსელში გრძელი სია რომ გადასცეს, ნუ მაიძულებთ, რომ გამოვაქვეყნო ის სია. იმ გრძელ სიაში გვარამიას დაპატიმრება, რაც ბრიუსელში თქვენი ჩასვლის დღეს მოხდა, არის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად წარმოჩენილი. საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ასე გექცევათ, გამოიყენეთ შეწყალების უფლება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. დღეს ამ დარბაზში მოვიდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ ბრიუსელში ჩასვლისას თავზე ნაცარს იყრიდეს, რადგან მის ქვეყანაში დამოუკიდებელ მასმედიას დევნიან და თავად იყო წამახალისებელი 5 ივლისს მომხდარი ძალადობის და დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია და პირველ საკითხად არის შესული პრობლემების სიაში, რომელიც გადმოგვცეს, ამის ნაცვლად, ის აცხადებს, რომ ქვეყანაში პრობლემები არ გვაქვს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. მისმა კოლეგამ ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს ჰკითხა, რა გარანტიები აქვთ დღეს მოქალაქეებს, რომ საქართველოში შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. ანა ნაცვლიშვილი დაინტერესდა არის, თუ არა იმის გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი“ არ არსებობს. „ბატონო პრემიერო, თუ სწორად გავიგე, თქვენ ამ დარბაზში აღიარეთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს სანქციების ნაწილს ლუგანსკთან და დონეცკთან მიმართებით შეუერთდით. მაშინ, რატომ ატყუებდით საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც ამბობდით, რომ თუ საქართველო სანქციებს შეუერთდება, ეს იქნება ქვეყნის ომში ჩათრევა. მაშინ ტყუოდით თუ ახლა ტყუით? ხომ აბრალებდით ოპოზიციას, რომ სანქციების მიერთებას ითხოვთო. ჩვენ სანქციების მიერთებაზე კითხვა არ გამოგვიგზავნია, არც უკრაინასთან მიმართებით გამოგვიგზავნია კითხვა. როგორც ჩანს, კითხვა ვერ გაიგეთ ჩვენ გკითხეთ, როგორ არის დაცული საქართველო იმისგან, რომ რუსეთმა არ გამიყენოს ჩვენი ქვეყანა და არ გადააქციოს ის „შავ ხვრელად“, რა გარანტიები აქვთ დღეს, საქართველოს მოქალაქეებს,რომ აქ შექმნილი „შავი ხვრელით“ არ ფინანსდება უმძიმესი დანაშაულები უკრაინაში. გვაქვს თუ არა გარანტია, რომ ასეთი „შავი ხვრელი არ არსებობს“. არსებობს თუ არა სისტემა, რომელიც დაიცავს საქართველოს. თქვენ, აქ, 15 წუთის განმავლობაში იდექით და ვერ თქვით, რომ სისტემა არსებობს. ბატონო პრემიერო, თუ თქვენ არ იცით, მე გეტყვით, რომ სახელმწიფო არ იმართება ზეპირი განცხადებებით, სახელმწიფო არც დაპირებებით იმართება. სახელმწიფო იმართება დოკუმენტებით და საკანონმდებლო აქტებით. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმით, რომ ასეთი ფაქტები შავი ხვრელი არ არსებობს, თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, მერწმუნეთ, რომ აქედან სახლში არ წახვალთ. ძალიან ცუდ ადგილას წახვალთ და მე, გულწრფელად არ გისურვებთ,რომ იმ ადგილას წახვიდეთ. კითხვა მიემართება იმას, რომ სახელმწიფომ რა სამართლებრივ-ადმინისტრაციული ნაბიჯები გადადგა, გაქვთ თუ არა სამოქმედო გეგმა, შესაბამისი კანონმდებლობა, მონიტორინგის სისტემა და ბოლოს და ბოლოს, გაქვთ თუ არა კოორდინაციის სისტემა სახელმწიფო ორგანოებს შორის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რუსეთი შეეცდება საქართველო გამოიყენოს „შავ ხვრელად“? რუსეთის კეთილშობილების მტკიცებას იმედია, არ დაიწყებთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „თქვენ საერთოდ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, ემსახურებით საქართველოს, ემსახურებით სხვა სახელმწიფოს, თუ სახელმწიფოებს. ამაზე გიფიქრიათ საერთოდ ოდესმე?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცეს პასუხი ყველამ“, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას. ღარიბაშვილის განცხადებით უკრაინის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და გაუგებარია, თუ როგორ არ უჩნდებათ მათ ელემენტარული პროტესტი. „ჩვენ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მორიგი აღიარება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რეალურად რა ხდება და რატომ არის ეს არაფრისგან გამოწვეული აჟიოტაჟი. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი გამოვიდა და თქვა, რომ სურვილი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ადამიანმა თქვა გამოსვლისას, არამხოლოდ მათი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ მეორე ფრონტი უნდა იყოს საქართველოსა და მოლდოვაში. ამის შემდეგ თქვენ მოგმართავთ, ამ შემთხევაში როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორ არ გიჩნდებათ ელემენტარული პროტესტი, რომ ამის შემდეგ იგივეს აგრძელებთ?! მინდა კიდევ ერთი შეგახსენოთ: ასეთი პიროვნებაა ერთი, თუ არ ვცდები, არესტოვიჩი, გამოვიდა და თქვა, რომ ეს მთავრობა არ არის ომის მთავრობა, აქვე მოიყვანა მაგალითი, სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, რუსეთთან ომს გამართავდა, დღეს ეს ხელისუფლება არ წავიდა ომზე რუსეთთან. ეს, ფაქტობრივად, მეორე აღიარებაა. თქვენგან არავითარი რეაქცია და რეაგირება არ გამიგია. თქვენ ჩამოყალიბდით, ვის ემსახურებით, საქართველოს თუ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოებს?! ამაზე გიფიქრიათ საერთოდ?! ეს არის მთავარი კითხვა და ამაზე უნდა გასცენ პასუხი ყველამ!? , - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერებს.
პრემიერი: უკრაინის დაზვერვის ორი უარგუმენტო განცხადება გავრცელდა სანქციების გვერდის ავლაზე, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი რეაქცია?
„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს, საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში პრემიერის დაბარების ინიციატორი „ლელო“ იყო. მოსმენა სამ საათს გაგრძელდა. მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე
ავსტრიის კანცლერი: პუტინი მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს
ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი ბუნებრივი აირის მიწოდების ვალდებულებებს შეასრულებს და მზადაა, უკრაინასთან პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილოს. ასევე, მხარეებმა უკრაინის პორტებში დაბლოკილი ხორბლის საკითხზე ისაუბრეს. პატიმრობაში მყოფი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლას სთხოვს ავსტრიის ლიდერის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პუტინს სურს, ჰქონდეს მყარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც მოლაპარაკებების დროს გამოიყენებს. პუტინმა ხორბლის გლობალურ ბაზრებზე ტრანსპორტირების შეფერხებაში რუსეთის დადანაშაულებას უსაფუძვლო უწოდა და "ანტიდასავლური სანქციები" ხელისშემშლელ ფაქტორად დაასახელა. ზელენსკი: კიევი მზადაა რუსი ტყვეები „აზოვსტალის“ სამხედროებზე გაცვალოს უკრაინამ და რუსეთმა ამ დრომდე ტყვეები 6-ჯერ გაცვალეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინა და საქართველოც მიიწვიეს
15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან.ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
დავითაშვილი: მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკის 6%-იან ზრდას ელოდება. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3%-3.5%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა ახლა ელის, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტების მიერაა პროგნოზირებული. „ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედეთ და ვთვლიდით, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3%-3.5%. ამაში გვეთანხმებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ეკონომიკური გუნდი და მთლიანად მთავრობა, მობილიზებული ვიყავით, რომ პოტენციური დანაკარგი რაღაცით დაგვეკომპენსირებინა. შესაბამისად, ვფიქრობ, მთავრობის მობილიზებული პოზიციიდან გამომდინარე, იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება შევძელით, რომელიც ეკონომიკაში წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა დეფიციტის შემცირებას განიხილავს. დავითაშვილის თქმით, წელს, სავარაუდოდ, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 4.4%-დან 3.5%-მდე შემცირდება. უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა . სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა.
დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს "ბორჯომის აქციების" ნაწილს, რის შემდეგაც კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იქნება. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს მის თქმით, პროცესის იურიდიული ნაწილი დასრულებული არაა და სახელმწიფოს მიერ „ბორჯომის“ აქციების ნაწილის ფლობა დროებით ვერ მოხერხდება. „სანქციებისთვის გვერდის ავლაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივაწოდეთ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს ბორჯომის აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს, თუმცა აქ ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია. თითოეულ მათგანს იმ მარეგულირებლებთან, გავდიოდით, რომლებმაც სანქციები შემოიღეს. ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს, ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. უახლოეს ხანებში მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა კონკრეტული არის ის, რომ საკუთრებაში ავიღებთ და ეს არ იქნება დროებითი, "ბორჯომის" აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან, იმისთვის რომ კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. 19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, მოსკოვის საპატრიარქოსგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება უკრაინის ეკლესიის სინოდმა დღეს მიიღო. დოკუმენტი გმობს ომს უკრაინაში და გამოხატავს უთანხმოებას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის პოზიციასთან უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. სინოდმა ასევე მოუწოდა კიევსა და მოსკოვს, გააგრძელონ მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი და „მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა, რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას“. სინოდმა დაისახა მიზნად, სულიერი მზრუნველობის გარეშე არ დატოვოს ლტოლვილები, რომლებმაც უკრაინა დატოვეს ბოლო სამი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა, უკრაინის სქიზმატური მართლმადიდებლური ეკლესიას შესთავაზა დიალოგის განახლება.
ჩინეთმა რუსული ავიახაზების Boeing-სა და Airbus-ს ცა დაუხურა
ჩინეთმა, რუსეთის იურისდიქციაში რეგისტრირებული ავიაკომპანიების კუთვნილი Boeing-ისა და Airbus-თვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ამის შესახებ რუსულმა მედიამ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. იტალია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს საბერძნეთმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მაისში ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა მოქმედ ავიაკომპანიას, მათ შორის რუსულს, სთხოვა, განეახლებინათ ელექტრონული დოსიეები (ინფორმაცია თვითმფრინავების, ავიახაზების მფლობელების, კონტრაქტების შესახებ). გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთში მოქმედმა რუსულმა ავიაკომპანიებმა ინფორმაცია წარადგინეს, თუმცა ჩინეთის მთავრობამ მოითხოვა დადასტურება, რომ თვითმფრინავები ოფიციალურად მოხსნილია საერთაშორისო რეგისტრაციიდან. რუსულმა ავიაკომპანიებმა ასეთი დოკუმენტები ვერ წარადგინეს, შესაბამისად, ჩინეთმა მათთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.
რუსეთი ბრინჯის ექსპორტს აჩერებს
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნიდან ბრინჯის ექსპორტი შეზღუდა.უწყების დადგენილებით, ბრინჯის ექსპორტი 1-ელი ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე შეიზღუდება. ადგილობრივ ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტი 30 ივნისამდე შეჩერდება, თეთრი და ლერწმის შაქრის ექსპორტი მესამე ქვეყნებში 31 აგვისტომდე. 19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება. 12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა ყაზახეთმა ფქვილისა და ხორბლის ექსპორტი შეზღუდა ინდოეთმა შაქრის ექსპორტი შეზღუდა სომხეთმა სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის ექსპორტი აკრძალა
თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ჩავა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 28 მაისს ერთდღიანი ვიზიტით, აზერბაიჯანს ეწვევა. ვიზიტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევის საფუძველზე იმართება. 28 მაისს აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თურქეთის პრეზიდენტი, ბაქოში ავიაციის, კოსმონავტიკისა და ტექნოლოგიის ფესტივალს დაესწრება. ფესტივალი თურქეთის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება.
რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლის შემდეგ პატიმრების საჩივრები აღარ შესულა
„2013 წლიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოდან პატიმრების არცერთი განცხადება არ მიუღია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც მას ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. რატი ბრეგაძის თქმით, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით და უწყება კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას პენიტენციური სისტემის რეფორმირების მიმართულებით. „თუმცა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე, რათა დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ“, – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას და პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.
რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - მეთიუ ბრაიზა
ექსკლუზივი 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - სამი თვე უკრაინის ომიდან - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიმოიხილავს არსებულ სურათს უკრაინაში რუსეთის ომიდან სამი თვის შემდეგ: ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცი გასამართლდა მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია NATO-ში გაწევრიანებას ფინეთი და შვედეთი ცდილობენ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან განიხილავს. ამერიკელი დიპლომატი საუბრობს, თუ რა აჩვენა მსოფლიოს ამ ომმა. „ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები საოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია, დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმიაც. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ“, - აღნიშნავს ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. პოლიტიკური კონტექსტის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი, რუსეთის მიმართ უცხოელი აქტორების დამოკიდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. მეთიუ ბრაიზა, რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობის გადახედვასაც პროგნოზირებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ვხედავთ, ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორიც რუსეთს ჰყავს უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს. ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში ალბათ დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, მას სურს, რუსეთი გაძევებული იყოს უკრიანის ტერიტორიიდან, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. უკრაინის მაგალითზე, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შიგნით სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ბოლოს დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ოპოზიციას თუ მთავრობას, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა. საქართველოც ძვირფასია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, თუმცა რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. დროა, საქართველომ ამ მხრივ, ვითარება გამოასწოროს. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა, იაზრებს, რომ თქვენ, ისტორიის არასწორ მხარეს არ იქნებით. უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა. როგორც აღვნიშნე, ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, თუმცა პირველ რიგში - ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში - 2008 წელს. ჩვენ ასევე გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად, სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩვენ, სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის სურვილის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა“, - მიიჩნევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია - მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ
უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ გავანადგურეთ, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტში ვიდეოჩართვისას განაცხადა. „უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ, არმიის, რომელსაც თითქოს რამდენიმე დღეში შეეძლო დაეპყრო ნებისმიერი, ვისაც მოისურვებდა. მაგრამ უკრაინა არის ქვეყანა, რომელშიც რუსული არმია აგრძელებს ომს, რომლის დასრულება არ სურს. ახლა რუსეთი მთელი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს, მაგრამ ჩვენ საკმარის სიძლიერეს ვგრძნობთ, რომ ვიფიქროთ მომავალ უკრაინაზე, რომელიც ღია იქნება მსოფლიოსთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.