ძებნის რეზულტატი:
უკრაინულმა Kalush Orchestra-მ ევროვიზიაზე მიღებული ჯილდო 900 000 დოლარად გაყიდა
ევროვიზიის კონკურსში გამარჯვებულმა უკრაინულმა ფოლკ-რეპ ჯგუფმა Kalush Orchestra კონკურსში მიღებული ჯილდო 900 000 დოლარად საქველმოქმედო აუქციონზე გაყიდა. ამ თანხად ჯგუფი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამი დრონის შესაძენად გამოიყენებს. უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია „მეგობრებო, საოცარი ხალხი ხართ. ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც შემოწირა ფული ამ აუქციონზე და განსაკუთრებით Whitebit გუნდის, რომელმაც პრიზი 900,000 დოლარად იყიდა. გამოიწერეთ ისინი, ამას ნამდვილად იმსახურებენ. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters
ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კვირას ვერ შეთანხმდა. დიპლომატები კონსენსუსის მიღწევა 30-31 მაისის სამიტის წინ კვლავ შეეცდებიან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 4 მაისს წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მეექვსე პაკეტის ამოქმედება უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დიდი დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ნავთობი სხვა რესურსებიდან მარტივად მიიღოს. მსგავსი შეშფოთება სლოვაკეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს. ცნობისთვის, მეექვსე პაკეტი ასევ მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის (SBMX.MM) გარიცხვას SWIFT-ის სისტემიდან, რუსული მაუწყებლების აკრძალვას და მეტი ადამიანის დამატებას იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივები გაყინულია. ნავთობის ემბარგოზე მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში პროგრესის გარეშე მიმდინარეობდა. ლიდერები ცდილობენ, შეთანხმებას სამიტზე მიაღწიონ, რათა განხეთქილება თავიდან აიცილონ.
ზელენსკი: რუსეთმა მომავალი დაკარგა
რუსეთმა წააგო ბრძოლა არამხოლოდ ხარკოვისთვის, კიევისთვის და ჩრდილოეთ უკრაინისთვის, არამედ მან უკვე დაკარგა მომავალი და მთელი კულტურული კავშირი მსოფლიოსთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რაიონში, ფრონტისპირა ზონაში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა. „დამპყრობლებს დიდი ხნის წინ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ ქალაქის რეკონსტრუქციის გეგმები განიხილა. „ჩვენ უნდა ვიპოვოთ სახსრები, საკრედიტო ხაზები. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს გარანტიები. ქალაქებისა და რეგიონების ლიდერებმა კი, დიდი პროექტებისთვის ფინანსური რესურსები მოიძიონ", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთი და სერბეთი გაზის მიწოდებაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - მედია
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, გაზის მიწოდების ახალ სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა. ფასზე ახლა ვერ ვისაუბრებ, ყველა დეტალი გაზპრომთან იქნება შეთანხმებული“, - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს. სერბეთს 10-წლიანი კონტრაქტი რუსულ გაზპრომთან 31 მაისს ეწურება. სერბეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს მიზნად, ბოლო დროს დასავლეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა, რათა შეუერთდეს ბლოკს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში. 2008 წელს, ბალკანეთის ქვეყნის გაზისა და ნავთობის სექტორები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდა. „გაზპრომ ნეფტი“ და „გაზპრომი“ ქვეყნის ნავთობკომპანიის წილებს იზიარებენ.
ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე ისაუბრეს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კვირას, 29 მაისს სატელეფონო საუბრისას, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომი სანქციები განიხილეს. „ევროკავშირი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის ხელშეწყობას განაგრძობს. შევთანხმდით სანქციების კუთხით წინსვლის აუცილებლობაზე“, - წერს ბორელი. მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე „მოაყალიბებენ, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს და რუსეთის აგრესიის გავლენას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“. ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კვირას ვერ შეთანხმდა. დიპლომატები კონსენსუსის მიღწევა 30-31 მაისის სამიტის წინ კვლავ შეეცდებიან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 4 მაისს წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მეექვსე პაკეტის ამოქმედება უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დიდი დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ნავთობი სხვა რესურსებიდან მარტივად მიიღოს. მსგავსი შეშფოთება სლოვაკეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს. ცნობისთვის, მეექვსე პაკეტი ასევ მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის (SBMX.MM) გარიცხვას SWIFT-ის სისტემიდან, რუსული მაუწყებლების აკრძალვას და მეტი ადამიანის დამატებას იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივები გაყინულია. ნავთობის ემბარგოზე მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში პროგრესის გარეშე მიმდინარეობდა. ლიდერები ცდილობენ, შეთანხმებას სამიტზე მიაღწიონ, რათა განხეთქილება თავიდან აიცილონ.
ზელენსკიმ ხარკოვის ოლქის უშიშროების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა და განაცხადა, რომ ის „ქალაქის დასაცავად არ მუშაობდა“. „ჯარი, პოლიცია, ხარკოვის მერი, რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია – ყველა ნამდვილად მუშაობს გამარჯვებისთვის და ამას ძალიან ეფექტიანად აკეთებს. სამწუხაროდ, ეს არ შეიძლება, რომ ითქვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე. სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რაიონში, ფრონტისპირა ზონაში უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა. პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვის ერთ-ერთი უბანი დაბომბეს. უკრაინული მედია წერს, რომ რუსულმა ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ჟუკოვსკის მიდამოებში ცეცხლი გახსნეს. დაზიანებულია სახლები, მანქანები, მაღაზიები და ავტოფარეხი. ვოლოდიმირ ზელენსკი: ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას, აუცილებლად გავიმარჯვებთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.
CNN: ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. შემთხვევის ადგილებზე ამ მეხანძრეები და მოხალისეები მუშაობენ.
ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა. ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია უკვე სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნება. შემთხვევის შედეგად არავინ დასავებულა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი.
საქართველოს დღეს ლატვიის პარლამენტის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშსპეციალური მოწვევით, დღეს ლატვიის პარლამენტის (საეიმა) საპარლამენტო დელეგაცია, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ულდის ბუდრიკისის ხელმღვანელობით საქართველოს ეწვევა. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ლატვიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადისა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ასევე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან. ლატვიის დელეგაციის წევრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისთან. ლატვიის საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ულდის ბუდრიკისი და საეიმას ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლივა კრეიტუსე.
ანდჯეი დუდა: პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ქვეყანა მზადაა გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი. ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომლებიც მზად არიან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი „ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – თქვა დუდამ. CNN-ის ცნობით, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა ამ საკითხზე შეხედულება შეცვალა. ცნობისათვის, 8 მაისს G7-ის სამიტზე, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა, უკრაინის პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდა, რომ გამხდარიყვნენ, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა
პრემიერ-მინისტრმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. „დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული ფაქტი დამდგარიყო დღეს და ჩვენ ყველანი ვართ ამის მომსწრენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იორდანიის მეფეს და ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმეში. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, ამ საქმეში ჩაერთვება საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს დავავალებ, რომ დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა და კონცეფცია ძალიან მალე იქნება მზად. ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მდინარე იორდანეს სანაპიროზეც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პრინც ღაზისთან ერთად მოინახულა ადგილები, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა და სადაც მაცხოვარი მოინათლა.
ზურაბიშვილი: შეიძლება, პარტიებმა კერ კიდევ ვერ გაითავისეს, რომ საზოგადოების დაკვეთა ერთიანობაა
იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობაა აუცილებელი, ესაა დაკვეთა საზოგადოების, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა. „იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობა არის აუცილებელი. ეს არის დაკვეთა საზოგადოების - შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ის, რომ ასეთი დაკვეთა არსებობს, რამეთუ საზოგადოებას შეიძლება არ აქვს საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიამდე მიიტანოს და გააგებინოს თავისი ხმა. ვიტყოდი, რომ ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა ამ პერიოდში. როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, ახალი არქიტექტურა იქმნება, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება და ამ შემთხვევაში, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა, რომ იყოს გაერთიანებული და მას ვთავაზობდეთ ერთიან ხედვას", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით ფრენა გაუქმდა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონის მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა. მგზავრები აეროპორტის ადმინისტრაციასა და კომპანია Wizz Air-ს მგზავრები უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. როგორც Europetime-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა, ამ ეტაპზე Wizz Air-ს მხრიდან განცხადებას ელოდებიან. შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე დღის წინ რეისი მილანის მიმართულებითაც გაუქმდა. ასევე წაიკითხეთ: ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით რეისი გაუქმდა - 235 მოქალაქე კომიანია Wizz Air-ს უყურადღებობაში ადანაშაულებს
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს. „ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება. იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში. „რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო. საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი. ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს. ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
ევროკავშირის ელჩის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, ერთი რამ უცვლელია - დროა, საქართველომ ამ საკითხზე იმუშაოს
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ევკომისიის დასკვნა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში მიიღება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, უცვლელი რამ: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე. „მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს. მისივე თქმით, საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. „საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმას, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის“, - განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, 21 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი
უკრაინა სევეროდონეცკის შესახებ საკვანძო გადაწყვეტილების წინაშეა - ანალიტიკოსი
თავდაცვისა და უსაფრთხოების ანალიტიკოსი BBC-სთან ამბობს, რომ რუსებმა ძალები ლუგანსკში, განსაკუთრებით სევეროდონეცკში შეტევისთვის გადაიტანეს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ. პროფესორმა მაიკლ კლარკმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინული ძალები საკვანძო გადაწყვეტილების წინაშე დგანან, შეეცადონ, გადაარჩინონ სევეროდონეცკი, რომელიც, „მალე ყველა მხრიდან იქნება გარშემორტყმული“, ან გაიყვანონ ძალები უსაფრთხო ადგილზე, დასავლეთით. „თუმცა როგორც ჩანს, მათ სურთ ბრძოლა. დასავლეთით უკრაინელებს დაახლოებით, ოთხი ბრიგადა ჰყავთ. რუსები მათ უკან შეღწევას ცდილობენ. თუ ეს გააკეთეს, მაშინ ამ ბრიგადებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. რუსეთის ჯარები სიევიეროდონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში შევიდნენ, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა. შესაბამისი განცხადება ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ გააკეთა. ჰაიდაის თქმით, სიევიეროდონეცკისა და ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. „მტერი იყენებს ყველა სახის იარაღს, მათ შორის ავიაციას. თუმცა, უკრაინელი სამხედროები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვას, რათა მტრის უფრო ღრმა წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე არ მოხდეს. რუსული ჭურვების შედეგად სიევიეროდონეცკის ორი მცხოვრები დაიღუპა, ხუთი კი, დაშავდა. მათი უმეტესობა ქალაქის ძველი ნაწილის იმავე საცხოვრებელი კვარტალიდანაა. ეზოში საჭმელს ამზადებდნენ, უეცრად დაბომბვა დაიწყო. სიროტინის ორი მცხოვრები მძიმედ დაშავდა. ყველა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და დონეცკის რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს “, - აღნიშნა ჰაიდაიმ. 29 მაისს, სულ მცირე 12 სახლი დაინგრა სიევიეროდონეცკში, 18 - ლისიჩანსკში, 10 - ვრუბივკაში, სამი - ზოლოტეში, ორი - ნირკოვეში, ორი - მიკოლაივკაში, ორი - ვიქტორივკაში. გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 14 თავდასხმა მოიგერიეს, ორი რუსული საარტილერიო სისტემა და 11 ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. უკრაინის საზენიტო თავდაცვის დანაყოფებმა ორი საკრუიზო რაკეტა და სამი (KUB) უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ქვენის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით - მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
სალომე ზურაბიშვილი: ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია
ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს - მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე" განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდი პერსპექტივები აქვს. „რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა ახალი რეალობა, რომელმაც დაამარცხა რუსეთის ამბიციები და გეგმები უკრაინაში. შეიკრა და გაძლიერდა უკრაინის ეროვნული იდენტობა, შეიკრა და გაძლიერდა ევროკავშირის ერთიანობა და შეგნება, რომ უსაფრთხოებაზე თავად ევროპელებმა უნდა იზრუნონ და მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ნატო-ში დღის წესრიგში ნეიტრალური ქვეყნების გაწევრიანება დადგა, რაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. რუსეთმა კი, კიდევ ერთხელ ყველას დასანახად და გასაგებად აგრესიის და ნგრევის მომტანი, სასტიკი სახე აჩვენა. ამ სისასტიკის მიუხედავად რუსეთმა ვერ მოახერხა დაუმარცხებლობის დემონსტრირება, რითაც იმედოვნებდა ევროპის და მეზობლების დაშინებას. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან, მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს. ძნელი სათქმელია ხვალინდელი ევროპა რა პრინციპებით იხელმძღვანელებს, როგორ გაარჩევს სხვადასხვა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას - უკრაინა, როგორც ცენტრალური ევროპის სტაბილურობის გარანტი, კავკასია, როგორც სტრატეგიული ხიდი აღმოსავლეთთან რუსეთის იზოლაციის პირობებში, თუ კიდევ აღმოსავლეთ ბალკანეთის როლი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით. ამ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დაუქვემდებარებს პოლიტიკურ პრინციპებს თუ გამოიყენებს ერთგვარად შერეულ კრიტერიუმებს, თუ როგორ დააბალანსებს გაფართოების აუცილებლობას და ეკონომიკური, სოციალური გაღრმავების საჭიროებას. ამ მოსალოდნელი ცვლილების ფონზე საჭიროა, რომ ჩვენ დავინახოთ ჩვენი ადგილი და შესაძლებლობები. ჩვენ წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება, ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მოქნილობიდან, როგორც პატარა ქვეყანა, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვას და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს - მთავარია ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა და როგორ გვინდა, მთავარია ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ურყევია - ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს. მთავრობის, თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა, აყენებდეს საფრთხის ქვეშ. მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს და ეჭვს არ უნდა ბადებდეს ჩვენს გულწრფელ არჩევანში და მიმართულებებში. ამგვარად და მხოლოდ ამგვარად დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს ევროპაში, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: იმისთვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს, ერთიანობაა აუცილებელი