ძებნის რეზულტატი:

ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ვერტმფრენი გაუჩინარდა

ჩრდილოეთ იტალიაში გაუჩინარდა სამოქალაქო ვერტმფრენი, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ  ANSA იუწყება.   ადგილობრივი კომპანია Avio-სგან იჯარით აღებული ვერტმფრენი, რომელიც ტურისტულ და კომერციულ ფრენებს ახორციელებს, ტოსკანის ქალაქ ლუკადან ვენეტოს პროვინციაში ტრევიზოში მიემართებოდა.   ვერტმფრენმა მთებზე კონტაქტი 9 ივნისს, დილით, უამინდობის გამო დაკარგა. კომპანიის განცხადებით ვერტმფრენს გამოცდილი 33 წლის პილოტი მართავდა.    თურქული მედია წერს, რომ მგზავრებს შორის იყო თურქეთის ოთხი მოქალაქე - თურქული კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც გამოფენაზე უნდა წასულიყვნენ. დანარჩენი ორი სავარაუდოდ ლიბანის მოქალაქეა.    

ლონდონი მზადაა უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. ინფორმაციას თურქული მედია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა „ეს ვიზიტი გამოხატავს დიდი ბრიტანეთის შეუფერხებელ მხარდაჭერას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც განხორციელდება (შეიარაღებული ძალების) საჭიროებებისა და ოპერაციების სფეროში ცვლილებების შესაბამისად“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.   ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა მხარი დაუჭირონ კიევის უკანონო რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლების მიზნებს. გარდა ამისა, განიხილეს ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული აღჭურვილობისა და წვრთნების თემა, ასევე დამატებითი მხარდაჭერის ვარიანტები, რომლებიც დაეხმარება უკრაინულ ძალებს თავიანთი ქვეყნის დაცვაში.   გარდა ამისა, ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება.    ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.   14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების – ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავას და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – აღნიშნავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უკრაინაში რუსეთთან ომში 14 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია, გიორგი გრიგოლია, კირილ შანავა, დანიელ გერლანია.  

ოლაფ შოლცმა სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა სერბეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს, რუსეთის წინააღმდეგ ევროპული საზოგადოების სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა პარასკევს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ ველით, რომ სანქციები ასევე განხორციელდება იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არიან“, - განაცხადა შოლცმა. სერბეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანიის კანცლერმა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს „მკაფიოდ მოითხოვა, რომ სერბეთი შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს“. ვუჩიჩმა თქვა, რომ სერბეთმა დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და სხვაგან, მაგრამ მისმა ქვეყანამ „ბევრი მიზეზის გამო“ სანქციებთან მიმართებით განსხვავებული პოზიცია დაიკავა. ვუჩიჩის თქმით, სერბებს „საუკუნეების მანძილზე განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდათ რუსულ მხარესთან“ და მისმა ქვეყანამ ახლა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ენერგომომარაგების თვალსაზრისით „ძალიან რთულ ვითარებაშია“. როგორც ცნობილია, შოლცი პარასკევს გაემგზავრა დასავლეთ ბალკანეთში სამოგზაუროდ. პირველი გაჩერება კოსოვო იყო. შემდეგია სერბეთი და ჩრდილოეთ მაკედონიაა. ვიზიტების ძირითადი თემები ძირითადად ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და უკრაინაში რუსეთის დამპყრობლურ ომს უკავშირდება.

Severstal-ის მთავარი აქციონერის სანქცირების შემდეგ, რუსული ფოლადის მწარმოებლების აქციები გაუფასურდა

აშშ-ს ფინანსურმა დეპარტამენტმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 2 ივნისს სანქციები დააწესა Severstal-ის მთავარი აქციონერის ალექსეი მორდაშოვის, მისი ოჯახის წევრებისა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების ქვეშ მოექცა ფოლადის მწარმოებელი Severstal-ი და ოქროს მომპოვებელი Nord Gold-ის.    ამის შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე Severstal-ის აქციები 15%-ით დაეცა და ვარდნა 3 ივნისს განაგრძო. მათ მოჰყვა ფასის ვარდნა სხვა მსხვილი მეტალურგიულ კომპანიების აქციებზე.   2 ივნისს ვაჭრობის დაწყებასთან შედარებით MMK-ის აქციები 10%-ით, NLMK-5%-ით, Severstal-ის 22%-ით დაკლებულია.   Severstal-მა Forbes-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აღარ მუშაობს ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის მიერ მორდაშოვისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.  „დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ემიჯნება ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს. სტუდენტების ამ ჯგუფთან არაერთი შეხვედრა გამართა რექტორმა, რექტორის მოადგილემ, კანცლერმა, ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტების წარმომადგენლებმა“, - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, თსუ-ს პირველ კორპუსში სტუდენტები რამდენიმე კვირაა აქტიური პროტესტის გზას მიმართავენ და 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.  რომელთაგან ორი დისტანციურად გამოცდების ჩაბარების უფლების მინიჭება და სტუდენტური საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაა. ისინი დღეს რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დაჭირდათ. დაძაბულობისას, ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 

ინდოეთი და ირანი ომანის ყურეში, ჩაბაჰარის პორტის მშენებლობის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

ინდოეთისა და ირანის ხელისუფლება შეთანხმდნენ, გააფართოონ ინდური ინვესტიციები ომანის ყურეში ირანული პორტის ჩაბაჰარის მშენებლობისთვის, რომელიც ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია.   საინფორმაციო სააგენტო PTI-ის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანსა და ინდოეთის ლიდერებს შორის, ნიუ დელიში ვიზიტის დროს მოლაპარაკებებისას შეთანხმება შედგა.    „ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრაზე ჩვენ გამოვთქვით ორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და წარმოვადგინეთ გრძელვადიანი საგზაო რუკა და შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ინდური ინვესტიციები ირანული პორტის ჩაბაჰარის მშენებლობაში.  პორტი მნიშვნელოვანი სატრანზიტო წერტილი იქნება, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ირანსა და ინდოეთს შორის ვაჭრობისთვის“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააგენტოს ხელმძღვანელმა.   აბდოლაჰიანის თქმით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრამანიამ ჯაიშანკართან მოლაპარაკების დროს განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის ბარტერულ ბაზაზე გადასვლის შესაძლებლობა ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებით და ამისათვის სპეციალური საბანკო მექანიზმის შექმნა.   „ასეთი მექანიზმი სრულად შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ის გამიზნულია ვაჭრობის, საბანკო და ფინანსური თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ირანი წარმატებით იყენებს მას ათობით სახელმწიფოსთან ვაჭრობაში", - თქვა აბდოლაჰიანმა.   მან აღნიშნა, რომ „თეირანსა და ნიუ დელის აქვთ დიდი შესაძლებლობები ორმხრივი ვაჭრობის განსავითარებლად, მიუხედავად აშშ-ს ცალმხრივი სანქციებისა, რაც დიდხანს არ გაგრძელდება“.

უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს

ექსკლუზივი NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime-მა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან ინტერვიუ ჩაწერა. უილიამ ჰარისონ კორტნი არის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს, კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. ET: რას გვეტყოდით NATO-ს სამიტამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. როგორ ფიქრობთ, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ხომ არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, რა ხელშესახები შედეგის მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას? NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა. ET: შეერთებული შტატები მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დუჭიროს. ამ მიზნით, 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები გამართა საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავის დასაცავად? როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს. ET: რას ფიქრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას ქვეყნის მიერ შედგენილ კითხვართან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის.

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა

საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ცნობისთვის, რომ 12 ივნისს, „დინამო არენაზე“ ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო მატჩი გაიმართება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს, ვოლნოვახასა და მარიუპოლის მსგავსად

"რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს. და ეს გადაჭარბებული არ არის. ვოლნოვახას მსგავსად, მარიუპოლის მსგავსად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. “რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს. და ეს გადაჭარბებული არ არის. ვოლნოვახას მსგავსად, მარიუპოლის მსგავსად. მთელი ეს ნანგრევები ოდესღაც ბედნიერ ქალაქებში, ხანძრების შავი კვალი, აფეთქებების შედეგად კრატერები ეს არის ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია, მისცეს თავის მეზობლებს, ევროპას, მსოფლიოს. ალბათ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადაციის უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა”, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნეს. ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან შეასრულეს, შემდეგ კი, თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან განახორციელეს. პარაშუტისტების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დაარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტე ხტომები. 

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა, 12-დან 13 ივნისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით, დამატებით ღამის რეისს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თბილისში ოპერაცია ჩაუტარდა

ავარიის შედეგად დაშავებულ ბულგარელ ფეხბურთელს თოდორ ნედელევს თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა. ცნობისთვის, საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა. ავარიის შედეგად ფეხბურთელი თოდორ ნედელევი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.  როგორც ცნობილია, შემთხვევა თბილისში, აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა - ერთ-ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა  

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: სევეროდონეცკში, ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს

სევეროდონეცკში, ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი იუწყება. „რაშისტებმა“ სევეროდონეცკის ერთ-ერთ შენობაში შეხვედრის გამართვა სცადეს, მაგრამ რაღაც არასწორად მოხდა, ბევრი დაღუპულია. ვიცით, რომ ყუმბარები და ჭურვები ფანჯრებიდანაც კი ცვიოდა. მოგვიანებით, ალბათ, გვექნება ინფორმაცია, შეგვიძლია ვთქვათ, ვინ დაიღუპნენ ქიმიკოსთა კულტურის სახლში“, - განაცხადა გუბერნატორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები: მკვეთრად ვემიჯნებით დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტების განცხადებაშია აღნიშნული. თსუ-ს სენატის წევრი სტუდენტები იმ სტუდენტებს და გარეშე პირებს, რომლებიც, მათი თქმით, გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს სჩადიოდნენ, მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტები ვაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას თსუ–ში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიზიარებდით სტუდენტების რიგ მოთხოვნებს და მზად ვიყავით აქტიურად ჩავრთულიყავით ისეთი მწვავე საკითხების მოგვარების პროცესში, როგორიცაა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პრობლემა და სხვა საჭიროებები. თუმცა, გუშინდელი მოვლენების ფონზე, გვსურს განვმარტოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები მკვეთრად ვემიჯნებით იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თსუ–ში ჰქონდა ადგილი. სტუდენტების ჯგუფმა და გარეშე პირებმა ფიზიკურად იძალადეს პროფესორებზე, თავს დაესხნენ დაცვის წევრებს, შეიჭრნენ რექტორატში. გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენთვის, სტუდენტებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია სტუდენტების სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები და მზად ვართ, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის თემაზე დავიწყოთ აქტიურად როგორც თსუ–სთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან მუშაობა. თუმცა მანამდე, გვინდა, მოვუწოდოთ სტუდენტებს და იმ გარეშე პირებს, რომლებიც გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს სჩადიოდნენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: თსუ: სტუდენტების პროტესტისას დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათგან 4 კლინიკაშია გადაყვანილი  

ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ორი კი მკურნალობას კლინიკაში განაგრძნობს. ამასთან, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობდა.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

"უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 150 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ომის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა, დაახლოებით 32 050 -ს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "24 თებერვლიდან, შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1419 ტანკი, 3466 ჯავშანტექნიკა, 712 საარტილერიო სისტემა, 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 212 საბრძოლო თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 579 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2448 სხვადასხვა საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი, 54 ერთეული სპეციალური ტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: სევეროდონეცკში, ოკუპანტებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 287 ბავშვი დაიღუპა

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 287 ბავშვი დაიღუპა, 492 კი - დაშავდა", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ მაჩვენებლები საბოლოო არაა, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?!

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი  განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. „მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა  

ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს კონსტიტუციითაა დადგენილი და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს

საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და წესებსა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პირადად ჩასული ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში, მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, მე საჯაროდ ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ახლახან ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ განაცხადის პერსპექტივაზე. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან აქტიური მუშაობა გვქონდა. პირადად მე, საგარეო გუნდი, ელჩები და დიპლომატიური გუნდი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა