ძებნის რეზულტატი:
უკრაინის გენშტაბი: დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ შვიდი შეტევის მოგერიება შეძლეს
ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. "დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ შვიდი შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 10 ტანკი. შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი დაჯავშნული მანქანა და საბრძოლო მასალის საწყობი. უკრაინის არმიამ შეძლო ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება. ამასთან უკრაინის ავიაციამ დარტყმები მიიტანა რუსეთის არმიის პოზიციებზე, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შეკრების ადგილებზე ხერსონის ხუთ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის ზოგიერთი ავიაკომპანია სანქციებისგან თავის დასაღწევად ბიზნესის თურქეთში გადატანას განიხილავს - მედია
რუსეთის ზოგიერთი ავიაკომპანია თავისი ბიზნესის თურქეთში გადატანას განიხილავს, რათა თავიდან აიცილოს სანქციები, რომლებიც მათ თვითმფრინავების იჯარით აღებაში, მომსახურებასა და შეკეთებაში ხელს უშლით. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. „როსავიაციის“ წარმომადგენელი: ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი თქვა გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეაჩერა რუსმა ტუროპერატორებმა Pegas Touristik და Anex Tour, რომლებიც ფლობენ Nordwind-სა და Azur Air-ის ავიახაზებს, შესაძლოა ახალი კომპანიები გახსნან თურქეთში და მათ უკვე აწარმოეს მოლაპარაკება სალიზინგო კომპანიებთან თვითმფრინავების მისაღებად, იტყობინებიან გამოცემის წყაროები. ვინაიდან Nordwind-სი და Azur Air-სი არ ექვემდებარებიან ინდივიდუალურ სანქციებს, იურიდიულად თურქული ავიახაზების შექმნა არ დაარღვევს სანქციების რეჟიმს. Bloomberg-ის ცნობით, Anex Tour-მა შესაძლოა შექმნას ახალი განყოფილება თურქეთში, ანტალიაში და იჯარით აიღოს ბოინგის გემების ფლოტი; გარდა ამისა, გადამზიდავი აწარმოებს მოლაპარაკებებს ბაზრის რამდენიმე სხვა მონაწილესთან, კერძოდ, tailwind ჩარტერულ ავიაკომპანიასთან. Pegas Touristik, თავის მხრივ, განიხილავს ახალი ავიაკომპანიის, Southwind-ის შექმნას, რომელსაც შეუძლია პირველი ფრენები თურქეთიდან ამ ზაფხულს დაიწყოს. ტუროპერატორი სომხეთში საჰაერო ტრანსპორტის საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობასაც განიხილავს. გამოცემა წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, თურქეთი ცდილობს თანაბარი პოზიციის შენარჩუნებას, თუმცა კიევში იარაღის ექსპორტის ნებას რთავს. ამავდროულად, ანკარა არის დამოკიდებული რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე, რომელთა რიცხვი 2021 წელს, მიუხედავად COVID19-ის პანდემიისა, 5 მილიონი იყო.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ამასთან, ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს
ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს. ამის შესახებ Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინას სავარაუდოდ გარკვეულ პირობებს წაუყენებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. რაც შეეხება უკრაინისთვის ამ სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან დანია და ნიდერლანდები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა მზად არ არის. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, იტალია მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის უპირობოდ გადაცემას, ხოლო გერმანია გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა
ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ანგარიშშია აღნიშნული. „ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას. რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა არასტაბილურია, სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზე შეფერხებები გრძელდება“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაკრონი მზადაა, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება მიაწოდოს - მედია
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას უფრო მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინული მედია ელისეის სასახლის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს. საფრანგეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და თვითმავალ „ჰაუბიცებს“ მიაწვდის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი უკრაინის მხარეს რჩება. მან პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინის საჭიროებების, მათ შორის მძიმე იარაღის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მობილიზებულია. საფრანგეთმა ათი ათეული „კეისრის“ ჰაუბიცები უკრაინას უკვე მიაწოდა და საფრანგეთში უკრაინელ ჯარისკაცებს ამ იარაღის მართვა შეასწავლა. 155 მილიმეტრიანი კალიბრის „კეისრის“ ჰაუბიცებს შეუძლიათ, გაანადგურონ სამიზნეები 40 კილომეტრამდე მანძილზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, კატრინ კოლონამ მაისის ბოლოს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნაზე მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ „კონკრეტული პასუხი“ იქნება. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბექა ოდიშარია იტალიელ კოლეგებს შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშერია, რომელიც იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზილატისთან და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან შეხვედრებში. ინფორმაცია პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. შეხვედრებზე იტალიის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობების პირებმა კიდევ ერთხელ, სრული და მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ. საქართველოს დელეგაციის სრულ შემადგენლობასთან შეხვედრის დროს, ბექა ოდიშერიასა და რობერტო ფიკოს შორის გამართული დიალოგისას, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, წარსულში ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობის მაღალ ხარისხს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო თვისობრივად განმტკიცების მიზნით, გამოთქვა ინიციატივა, საქართველოს და იტალიის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის გაფორმდეს ღრმა პროტოკოლი. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშერიამ მადლობა გადაუხადა იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წარმომადგენლებს და იტალიელ ხალხს, ქართული დიასპორის მიმართ განსაკუთრებული ზრუნვისა და დამოკიდებულების გამო.
კარპენტერი: „ნაცისტი“ რუსეთში ნიშნავს ნებისმიერ უკრაინელს, რომელიც ომს მხარს არ უჭერს
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკრაინელების განადგურების სურვილის შესახებ განცხადებებში რუსეთის პოლიტიკის ნამდვილი მიზანი უკრაინის მიმართ მკაფიოდ გამოხატა. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა მაიკლ კარპენტერმა ხუთშაბათს, 9 ივნისს, ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა დაამატა, რომ კრემლი წინ უძღვის გეგმას, რომელიც მედვედევმა აშკარად ჩამოაყალიბა. „ენა, რომლითაც რუსეთის წარმომადგენლები საუბრობენ, მათ შორის ამ საბჭოში, აშკარად ემთხვევა რუსეთის ძალების მოქმედებებს ადგილზე. მართლაც, სიტყვა „ნაცისტი“ რუსულ ოფიციალურ ენაზე უბრალოდ ნიშნავს ნებისმიერ უკრაინელს, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კარპენტერმა. აშშ-ის ელჩმა გააკრიტიკა რუსეთის დელეგაცია ეუთოში და ტყუილში დაადანაშულა, მათ შორის რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და ომის დანაშაულების უარყოფა. „აქ ყველამ იცის, რომ ბუჩა და ბოროდიანკა, მარიუპოლი და ხერსონი ისტორიაში დარჩებიან, როგორც ომის ენით აუწერელი დანაშაულების ადგილები“, - განაცხადა კარპენტერმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
"უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ომის დაწყების შემდეგ ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა, დაახლოებით, 31 900-ს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. "24 თებერვლიდან, შეიარაღებულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს 1409 ტანკი, 3450 ჯავშანტექნიკა, 712 საარტილერიო სისტემა, 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 212 საბრძოლო თვითმფრინავი, 178 ვერტმფრენი, 572 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 125 ფრთოსანი რაკეტა, 13 გემი/კატერი, 2438 სხვადასხვა საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი, 54 ერთეული სპეციალური ტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს კარა მაკდონალდს შეხვდა. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „მძიმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას". „ცხადია, დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ გაუარესებული ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ნამდვილად იმსახურებს მორიგ პოზიტიურ პასუხს ევროპარლამენტისგან, ევროკომისიისგან", - განაცხადა იმნაძემ. „ჩვენ გადავეცით საიას და „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მომზადებული შეფასება ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც ის ძალიან კარგად იყო ინფორმირებული. ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორ უშლის რეალურად ქვეყენას ხელს", - აცხადებს თავის მხრივ, საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის განცადებით, აშშ დეტალურად ინფორმირებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელიც რეფორმების კუთხით ერთ დროს რეგიონის ლიდერი იყო. ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.
ტრამპი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს
ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენისას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე საჯარო მოსმენა კონგრესში პირველად გაიმართა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა წაახალისა. კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ბენი ტომფსონმა კი აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის შტურმმა აშშ-ის დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა. სხდომის ფარგლებში აჩვენეს ინტერვიუები დონალდ ტრამპის კაბინეტის ყოფილ წევრებთან. მათ შორის იყო აშშ-ის ყოფილი გენერალური პროკურორის უილიამ ბარის შეფასებით, ტრამპის ბრალდება იმის შესახებ, რომ თითქოს 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, საფუძველს მოკლებულია. საჯარო მოსმენაზე ასევე აჩვენეს ტრამპის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის ჩვენების ჩანაწერიც, რომელშიც ის აშშ-ის გენერალური პროკურორის შეფასებას ეთანხმება. კონგრესში მიმდინარე თვეს სულ ექვსი სხდომაა დაგეგმილი. დონალდ ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, კომიტეტის წევრებს „პოლიტიკური ბანდიტები“ უწოდა.
შვედეთის ელჩი: მივესალმებით საქართველოს ევროპულ არჩევანს
შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს. კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. „სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი. გასული ორი ათწლეულის მანძილზე ფინანსურად თუ პოლიტიკურად ვმონაწილეობდით თქვენს განვითარებაში. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩართულობის დონეც ასევე მნიშვნელოვანია. შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად. ჩვენ წამოვიწყეთ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებით დაბოლოვდა საქართველოსთვის", - განაცხადა ტიდესტრომმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია
ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლის აღდგენაში, რეკონსტრუქციის გეგმა უკვე მუშავდება. შესაბამის ინფორმციას უკრაინული მედია ავრცელებს. საქალაქო საბჭო ციტირებს ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას აღადგენს. „ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაა”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „ჩვენ არ ვკარგავთ დროს და უკვე შევიმუშავებთ მარიუპოლის აღორძინების მასშტაბურ გეგმას. მარიუპოლი არის გმირების ქალაქი, გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითი და იმსახურებს, იქცეს აღორძინების სიმბოლოდ“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ. ოკუპირებული მარიუპოლი ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის ძალების დაბომბვების შემდეგ, ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოთარ შამუგია: რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას არ გამოიწვევს
ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შევჯერდეთ, რომელიც პურის გაძვირებას ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გამოიწვევს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "ქვეყანაში ხორბლის შემოტანა და წისქვილკომბინატების მუშაობა პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წისქვილკომბინატებმა იმუშაოს, თუმცა არსებული მდგომარეობა რაც არის შექმნილი, რა თქმა უნდა, არის რთული და ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. გამოწვეულია იმ გადასახადებით, რომელიც დაწესებულია იმპორტზე, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს, ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ისეთი გზები შევიმუშაოთ, ამ საკითხის ისეთი გადაწყვეტა მოვძებნოთ, რომელიც პირველ რიგში, არ გამოიწვევს პურის გაძვირებას ჩვენი მოსახლეობისთვის. სწორედ ამაზე მიდის ამ ხნის განმავლობაში მსჯელობა," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ჩვენი მთავარი მიზანია სხვა მეზობლების მოზიდვა და იმ ქვეყნების პატარა კავშირის შექმნა, რომელთაც სურთ, ევროკავშირის ნაწილი გახდნენ - თურქეთის ელჩი
„ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ, გახდნენ ევროკავშირის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო და თურქეთი ნამდვილად არიან ევროპული ქვეყნები. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი საპარლამენტო ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ „ჩვენს რეგიონში თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ სხვა მეზობლების მოზიდვა და პატარა კავშირის შექმნა იმ ქვეყნებისა, რომელთაც სურთ გახდნენ ევროკავშირის ნაწილი. ვთვლი, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ისევე, როგორც თურქეთი. მჯერა, რომ ჩვენ [თურქეთი და საქართველო] დავიმსახურეთ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, მაგრამ ამ მოლოდინში საჭიროა ჩვენს ქვეყნებში განვავითაროთ ეს მოდელი და დავიწყოთ მისი განხორციელება. ეს პროცესი უკვე დავიწყეთ კიდეც ჩვენ ქვეყნებს შორის საზღვრების მოხსნით. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ პასპორტისა და ვიზის გარეშე გადასვლა, ასევე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენთვის მთავარია, რომ ერთმანეთს მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა IPN-ის ცნობით.
უკრაინის ვიცე-პრემიერი: სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა გაურკვევლობას ზრდის
"ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი. სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა. „ჩვენ განაცხადი მარტში წარვადგინეთ. ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ფორმალური პოლიტიკური ვალდებულება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის ნაწილი და ახლა ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ნაბიჯი ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ ითამაშოს დაპირებების თამაში. სტატუსის მინიჭებაზე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ერთ კალათაში მოქცევა ზრდის გაურკვევლობას და არის დამატებითი მოწოდება სკეპტიკოსებისთვის, რომ თქვან „არა“, – განაცხადა ბრიუსელში ვიზიტისას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ. ცნობისთვის, 9 ივნისს, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და ევროკავშირს მოუწოდეს, უკრაინას და მოლდოვას მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და იმუშაონ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ სამიტზე, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.
კარენ დონფრიდი: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
„მოხარული ვარ, რომ აქ თქვენთან ერთად აღვნიშნავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ისევე როგორც ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს. დღეს, ასევე განსაკუთრებით მოხარული ვარ, მივესალმო საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაშინგტონში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდიმ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ასევე, აშშ-თან 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე „ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას მისი აღდგენის დღიდან. შემდგომში კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა გამძლეობა და მონდომება ქვეყნის თავისუფლების შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად იდგა ამ გზაზე აღმავლობისა თუ სირთულეების პერიოდში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო რამდენიმე თვემ მთელ მსოფლიოს შეახსენა კრემლის სისასტიკე და საერთაშორისო წესრიგის წესების აშკარა უგულვებელყოფა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამ რეალობით ცხოვრობდა წლების განმავლობაში, რაც 2008 წლის ომმა მკაფიოდ აჩვენა. ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რაც გამოიხატა უკრაინის მიმართ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ხალხი და მთავრობა დარჩნენ ერთიანები და გამოხატონ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დაყოფა მხოლოდ კრემლს მოუტანს სარგებელს, რადგან რუსეთი განაგრძობს არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ახორციელებს აგრესიას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს დემოკრატიის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მედიის თავისუფლებას. ეს არის ნაბიჯები თქვენი ევროატლანტიკური მომავლისკენ და ეს ნაბიჯები აძლიერებს თქვენს მდგრადობას კრემლის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო განვითარებული. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბევრი სამუშაო რჩება. შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიული და განვითარებული მომავლისკენ. ამიტომაც იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ცოტა ხნის წინ თბილისში და ამიტომაც მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს“, - განაცხადა კარენ დონფრიდიმ „იმედის“ ცნობით.
ნიდერლანდები საქართველოს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუკსტრამ ქართველ კოლეგას დავით დარჩიაშვილს უმასპინძლა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს განიხილეს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული მისწრაფებები. „მე ხაზი გავუსვი ჰოლანდიის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნიდერლანდები მოწოდებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი. გარდა ამისა, მე ხაზი გავუსვი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას თბილისში, მომავალ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით. ამ ღონისძიების დაწყებამდე და მის შემდეგ, ლგბტიქ+ ადამიანებს უნდა შეეძლოთ, თავიანთი უფლებების თავისუფლად, ღიად და უსაფრთხოდ გამოხატვა“, - აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მის მიერვე გამოქვეყნებულ განცხადებაში. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებუ ოფიციალურ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მასზე, ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში. „ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერის შესახებ და იმ პოლიტიკური თუ ჰუმანიტარული ხასიათის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რაც უკვე გადაიდგა ამ მიმართულებით. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინისადმი და მადლობა გადაუხადა კოლეგას ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომისთვის. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმებითა და ინტეგრაციის პროცესით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ამ პროცესის პოზიტიურ ზეგავლენას ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის აღიარება და ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადზე სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნიდერლანდების მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი და გამოთქვა მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ქვეყნის პრაქტიკული დახმარება ამ მიმართულებით“, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების პირადად შესასწავლად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს კარა მაკდონალდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის გზა მათ მისაღწევად.
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა
ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლების აყვანა სცადა და სალაროს გახსნა მოითხოვა. ამ ეტაპზე ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. „საქართველოს ბანკის“ აღნიშნულმა ფილიალმა მუშაობა უკვე განაახლა.