ძებნის რეზულტატი:

შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება

საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება. როგორც ლინდემ აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ შვედეთი მოკავშირეებთან ერთად იდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.  „ჩვენმა განაცხადმა NATO-ს წევრებს შორის ფართო მხარდაჭერა მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ თურქეთის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პროგრესს კონსტრუქციული სულისკვეთებით მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ენ ლინდე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა გამოწვევები და შესაძლებლობები, საქართველოს დემოკრატიის განვითარების 30-წლიანი პარტნიორობის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი „ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულშია. ამ საყოველთაო ფუნდამენტური უფლებების აღსრულების მხარდაჭერაში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს ერთგული ვრჩებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.  

დიმიტრი ხუნდაძე: თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ

"თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება", - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა". "მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - განუცხადა ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსს". ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

უკრაინა რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის რეგიონში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. შესაბამისი განცხადება დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ გააკეთა. „ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს მტრის უპილოტო საფრენი აპარატი. ეს არის აგრესორის მეცხრე სკაუტი, რომელიც განადგურდა რეგიონის ცაზე“, - წერს რეზნიჩენკო. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 10 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა 572 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მარიუპოლის მერი: ქალაქში თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე მოკლულს ვპოულობთ

"მარიუპოლში, ნანგრევებად ქცეულ სახლებში გარდაცვლილთა რაოდენობა შემაშფოთებელია. თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე მოკლულს პოულობენ", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. „ნანგრევებად ქცეულ სახლებში გარდაცვლილთა რაოდენობა შემაშფოთებელია. თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე მოკლულს პოულობენ, მარიუპოლში კი 1 300 მრავალსართულიანი სახლია განადგურებული“, – აცხადებს ბოიჩენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთს ვიზიტით ეწვევა

12-13 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტით ჩავა. იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტო და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.  ორშაბათს გენერალური მდივანი შვედეთში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონს და მისი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.   

ზვიად ჭუმბურიძე: ევროკავშირის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის იდეალურია და სტაბილური, სარისკო ექსპორტი რუსეთში კი, კომპანიების განვითარების დონეს აფერხებს

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) 2014 წლიდან საქართველოს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაუხსნა. როგორია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა სავაჭრო შეთანხმებიდან 8 წლის შემდეგ? რა ბარიერს აწყდება ბიზნესი და რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველო DCFTA-ით მოცემულ შესაძლებლობას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს ესაუბრა.  როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ყიდის ET: როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) 8 წლის შემდეგ? ასოცირების ხელშეკრულებამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გაცილებით მეტი პერსპექტივა მისცა ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკას. გააჩინა შანსი, ჩვენი მოკრძალებული ნიშა დავიკავოთ ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს 2017 წელს მიღებულმა სავიზო რეჟიმმა, პრაქტიკულად იდეალური საშუალება მისცა ქართულ ბიზნესს, რომ თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ევროპელ პარტნიორებთან და დამატებითი სტიმული მისცა  უფრო გააქტიურებულიყო ვაჭრობა ევროკავშირთან.  საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა. ET: DCFTA-ის გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ადგილობრივი ბიზნესი ამ ბაზარზე ექსპორტზე უფრო მარტივად გავიდოდა.  თქვენი შეფასებით როგორია რეალობა?  რატომ ვერ ავითვისეთ ამ მიმზიდველი ბაზრის უფრო დიდი ნიშა?  DCFTA-ის გაფორმებიდან 8 წელი გავიდა. უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, რომ ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი უფრო მაღალი იქნებოდა, ევროკავშირის მიმართულებისკენ, მაგრამ ასე არ მოხდა.    ET: ეს ბიზნესის მენტალური პრობლემა უფროა თუ ტექნიკური? აქ სავაჭრო ბარიერებს და ბაზრის რეგულაციებს ვგულისხმობ.  სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ სწორედ ის რეგულაციები, ის მოთხოვნები და სტანდარტები, რაც ევროპულ ბაზარს აქვს, ქართულმა ბიზნესმა ასე მალე ვერ დააკმაყოფილა. ესაა ურთულესი პროცესი, როცა ეკონომიკის სრულ ტრანსფორმაციას ახდენ. ვფიქრობ, რომ ტემპი არაა მაღალი, მაგრამ მაინც სტაბილურად მივდივართ ამ ბაზრისკენ. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები უფრო მაღალი ყოფილიყო. სავაჭრო ხელშეკრულებამდე, ბრუნვა დაახლოებით $400-600 მილიონი იყო, რომელიც განსაკუთრებულად არ გაზრდილა. ესაა პროცესი და როგორც კი დავიკავებთ იმ ნიშას, რომელიც ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესის ინტერესშია, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება სტაბილური ბაზარი საქართველოსთვის. შემდგომ გაცილებით მეტი ინტერესი გაჩნდება, როცა ჩვენი და ევროპული ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა მზარდი გახდება.  ET : თქვენ თქვით, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. ყველაზე მეტად, რა ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივი კომპანიები, ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას?  ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით, მთავრობასთან, ბიზნესთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტისას დაპირისპირების ორი პოლუსი აღმოვაჩინეთ. ერთი - ესაა ევროკავშირის ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად იდეალურია, სტაბილურია და იქ შესაძლებელია ხანგრძლივი ვადით დამკვიდრება და მეორე მხრივ რუსული ბაზარი - მოკლევადიანი, რეგულაციებისა და კონტროლის გარეშე. ევროპულ განზომილებას, სადაც ითხოვენ სერტიფიცირებას,  სურსათის უვნებლობას, სტანდარტიზაციას და სტანდარტებს საქართველოში წარმოებული პროდუქტისთვის. აი ამ მოთხოვნებს უპირისპირდება რუსული ბაზარი, რომელიც უკონტროლოა და აგდებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას... დაბლა სწევს ბიზნესკომპანიების ამბიციებსა და განვითარების დონეს. სამწუხაროდ, ბევრი ქართული კომპანია ვითარების შესაბამისად ცდილობს იქ თავისი პროდუქცია მარტივად გაყიდოს, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მათთვის დამაზიანებელია, რადგან აქტიური ვაჭრობა რუსეთთან, მაღალ რისკებს შეიცავს.  ET: რატომ ვერ თმობს ადგილობრივი ბიზნესი რუსეთის ბაზარს? ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება რაღაც დონეზე ვერ ჩაჭრას და ჰქონდეს კომუნიკაცია ბიზნესს რუსეთის ბაზართან... მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ღვინის კომპანიები დღეს რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ. უკრაინის ბაზარი დაიხურა, რუსეთში ვითარება სანქციების გამო დამძიმდა. აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესები დადგნენ ფინანსური პრობლემების წინაშე. უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია და მოიძებნონ ის პარტნიორები და ბიზნესკომპანიები, რომლებიც მათი პროდუქციის ევროპაში რეალიზებას შეძლებენ.  რას ყიდის საქართველო ევროკავშირში -  TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის -  $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები  $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9  (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი)    $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933  ლიტრი);  მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით  - $ 7,555.7 (2,170.7  ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8   (31.7  ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი -  $56,132.0 ET:  სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული პროდუქციითა წარმოდგენილი. ექსპორტი ამ ბაზარზე ძირითადად მსხვილ ბიზნესს გააქვს. რით არის ეს გამოწვეული?  სხვა პროდუქტისთვის და ბიზნესისთვის რატომ ვერ იხსნება ეს ბაზარი? სამწუხაროდ, 30 წელი დამოუკიდებლობისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა. როგორც პოლიტიკური კულტურა ვერ დალაგდა ქვეყანაში, ზუსტად ისე ეკონომიკაც. რა ვითარებაცაა ქვეყანაში  ისე ვითარდება ეკონომიკა, თორემ როგორ შეიძლება სხვა სექტორები არ იყოს წარმოდგენილი. არაა აუცილებელი იგივე მძიმე ინდუსტრიაზე ვილაპარაკოთ, წარმოდგენილი უნდა იყოს მსუბუქი მრეწველობის დარგებიც, რადგან მართლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოტივაცია. სამწუხაროდ ეს ჯერ ვერ მოხერხდა და ლიმიტირებული შეთავაზებებით ვართ შესული ევროკავშირის ბაზარზე. რიგი პროდუქტები შიდა ბაზარზეც არ არის თვითკმარი. ვფიქრობ, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა მომაგრდეს კომპანია, უნდა გახდეს ცნობადი და შემდეგ იფიქროს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.  ET: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს რა როლი აქვს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებაში?  ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ქართულ ბიზნესს ბაზრის დივერსიფიკაციაში დაეხმარება. 29 ივლისს აზერბაიჯანში ვატარებთ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ ბიზნესკომპანიები შეხვდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის მთავარია ევროპული განზომილება. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში ნიდერლანდებში ჩავატაროთ ბიზნესკონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა სექტორის ბიზნეს კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. ET: ბუნებრივია ევროპის ბაზარზე გასვლის სურვილი უნდა ჰქონდეს ბიზნესს, მაგრამ რა როლი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, ხელისუფლებას? საჭიროა ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. იმ კომპანიების წახალისება, ვინც ევროპულ ბაზარზე შედის. რა თქმა უნდა ყველა გადასახადიდან კომპანიას ვერ გაათავისუფლებ, მაგრამ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად უნდა დაწესდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ და გადიან ევროპის ბაზარზე. მცირე შეღავათიც რომ გაუკეთდეს ესეც მოტივაციაა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრია 100-მდე კომპანია, აქედან 30-35%-ს გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე.  ევროკავშირთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, მხოლოდ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ძალისხმევით ვერ მოხერხდება. საჭიროა მეტი მოტივაცია ბიზნესისთვის, რეალურად ყველაზე მეტად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა ევროკავშირის ბაზარზე სერტიფიცირების და სტანდარტიზაციის საკითხი ვერ დაძლია, ჩვენი ბიზნესი ამისთვის მზად არ იყო. არის პრობლემები ლოჯისტიკის საკითხებში, ერთ-ერთია მწირი ფინანსები, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი და თანამედროვე ტექნოლოგიების არ არსებობა.  

შსს ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, იარაღის დემონსტრირებით, მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბათუმში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა  

პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მან მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.   „ვიმყოფები ბრიუსელში, აქ იტალიიდან ვიზიტის შემდეგ ჩამოვედი იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.    მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო, სადაც შემიძლია, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.    პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულის გარდა სხვა მომავალი არ აქვს. „არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ევროპული მომავლისკენ წინსვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - პრეზიდენტი

არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო „მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი: ევროპარლამენტის რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტს წყვეტს, რადგან ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციაზე ხელისუფლების კომენტარების შემდეგ, ის ევროკავშირში საქართველოს კანდიდატურას ეფექტურად ვეღარ დაიცავს.   სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი - არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - პრეზიდენტი ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად „სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.    მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ, მაგრამ მივიღე კიდევ უარი ამ მოგზაურობაზე, მე თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტომ, გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა

ვაფასებთ ასეთ ნამდვილ, გაერთიანებულ მუშაობას, როდესაც სიტყვები, დაპირებები მუდმივად იქცევა ქმედებებად, - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „იარაღი, ფინანსები, სანქციები ეს სამი რამ არის, რაშიც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერაში თავის ლიდერობას აჩვენებს. ვაფასებთ ასეთ ნამდვილ, გაერთიანებულ მუშაობას, როდესაც სიტყვები, დაპირებები მუდმივად იქცევა ქმედებებად. მადლობელი ვარ თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესისა და მისი გუნდის ამ ვიზიტისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთის მთავრობის, პრემიერ-მინისტრის დახმარებისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

რა გზავნილებით ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მეორე მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდმა სამოქალაქო საზოგადოების და საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ჩამოტანილ გზავნილები საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას შეეხება. „მე ჩამოვედი საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი ამერიკის ღრმა მხარდაჭერის გზავნილით. ეს არის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რაც წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, წარმატების, კეთილდღეობის გარანტს და ამ მისწრაფების გზა ნათელია და ის მოითხოვს მძიმე შრომას, ბევრი რამ მიიღწა, ჩვენ ამის ნაწილად ვგრძობთ თავს, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“,- განაცხადა კარა მაკდონალდა. მისივე თქმით, საქართველოში გამართული შეხვედრების მიზანი იყო, ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები დაენახა. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი „ჩვენ გვქონდა ფართო და პროდუქციული საუბარი დემოკრატიული განვითარების, საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის შესახებ და საფუძვლიანად, იმაზე, როგორ დავეხმაროთ საქართველოს მიზანს, რაც არის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. ასევე, ვაშინგტონიდან ჩამოვიტანე გზავნილი - ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ. რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას ჩემი ვიზიტი ემთხვევა იმ უპრეცედენტო რეგიონულ გამოწვევებს, ეს გახლავთ პუტინის მხრიდან არაპროვოცირებული, გაუმართლებელი ხელახალი შეჭრა უკრაინაში, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოსთვის ძალიან ახლობელია, მაგრამ ეს არის ასევე უნიკალური შესაძლოებლობის დრო საქართველოსთვის და ჩემი გზავნილია არ დაკარგოთ ეს შესაძლებლობა, გაერთიანდით, გაერთიანდით იმის გარშემო რასაც საქართველოს ხალხი და თქვენ ყველანი გძნობთ, რომ გსურთ. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი ამ საქმეში ბევრი მხარდამჭერი გყავთ, ეს შევნიშნე სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელსაც დღეს შევხვდი, შევხვდი ასევე სახალხო დამცევლის ოფისს, ბევრი მხარადმაჭერია საერთაშორისო საზოგადოებაში, თქვენსავე საზოგადოებაში და ამერიკა რჩება თქვენდამი ერთგული. ჩვენ ვრჩებით თქვენი ერთგული“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა ქართული მედიის ცნობით. კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩო: დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს, მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით

სალომე ზურაბიშვილი: არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ, მორჩით სპეკულაციებს!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელში მოკლე შეტყობინება გაავრცელა. „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, - დაწერა ზურაბიშვილმა Facebook-ზე.  მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტს წყვეტს და სამშობლოში ბრუნდება, რათა უკეთ დაიცვას საქართველოს ევროპული მომავალი.  „არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.    

მჯერა, რომ ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის - საფრანგეთის ელჩი

ექსკლუზივი დროა, მაქსიმალურად წინ წავიწიოთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით დიდი შესაძლებლობა ჩნდება და მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველი გაერთიანდეს ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს დიეგო კოლასს საქართველოს მიმართ ორი გზავნილი აქვს. ფრანგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ შიდა უთანხმოება გვერდზე უნდა გადაიდოს და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველა ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს. დიეგო კოლასი თვლის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო დაახლოებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს შესაძლებლობები ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. „მჯერა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი, იხილოს პროცესი, რომელიც დაიწყო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის გაკეთებით. ჩვენ ვნახავთ, კომისია როგორი წინადადებით გამოვა, რომ პროცესმა წინ წაიწიოს. ეს დიდი შესაძლებლობაა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ქართველის გაერთიანება ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ამრიგად, ჩემი გზავნილი ორგვარია: პირველი, ახლა, შიდა დაპირისპირების დრო ნამდვილად არ არის. მეორე - დროა, მაქსიმალურად წინ წაიწიოთ ყველა საკითხთან მიმართებით, რაც საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს და რითაც დამაჯერებლად აჩვენებთ, რომ ქვეყანა მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს მომავალი წევრი სახელმწიფოს უფლებები და მოვალეობები“, - განუცხადა საფრანგეთის ელჩმა Europetime-ს. ცნობისთვის, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ევროპარლამენტმა 9 ივნიის მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტმა მიიჩნია, რომ ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.

აშშ, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ერთიანები ვართ ისე, როგორც არასდროს - კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში მაიკლ კარპენტერმა Europetime-ის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ როცა აშშ-ისა და ევროპის პასუხი რუსეთის ომზე უპრეცედენტოდ ერთიანია, რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამ ერთობაზე რიგი განსხვავებული შეფასებები, მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად. „რეალობა ისაა, რომ შეერთებული შტატები, ჩვენი მოკავშირები და დემოკრატიული პარტნიორები ევროპის ფარგლებს გარეთაც კი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პასუხში, ისე ერთიანები არიან, როგორც არასდროს. ევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი მიიღო. აშშ-ის მხრიდანაც მსგავსი რაოდენობის სანქციებს ვხედავთ და, ერთიანი ვართ ჩვენს მიზანში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას როგორც ჰუმანიტარული დახმარებით, ასევე, იარაღით, რომლითაც უკრაინელებს თავის დაცვა შეუძლიათ. აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის გარდა, როცა ვუყურებ აღმოსავლეთ აზიაში ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს, როგორიცაა, იაპონია, ახალი ზელანდია და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, აშკარაა უზარმაზარი ერთიანობა, რადგან ბოლოს და ბოლოს, ჩვენ აქ მომსწრენი ვართ რუსეთის მიერ არამხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის, არამედ, რუსეთი რეალურად არღვევს გაეროს წესდების და ჰელსინკის დასკვნითი აქტის ყველა ძირითად პრინციპს. ამრიგად, ვფიქრობ, ქვეყნები მთელ მსოფლიოში ამას არამხოლოდ აგრესიის აქტად, არამედ საერთაშორისო სისტემის წესების ცვლილებად აღიქვამენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სიტუაციაში, ტაქტიკაში განსხვავებები მოსალოდნელი იყო, ვფიქრობ, ამ აგრესიის დაგმობის თვალსაზრისით, უზარმაზარი ერთიანობის მომსწრენი ვართ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება. „ის, რასაც ჩვენ 24 თებერვლამდე ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს განუცხადა, რომ ეს იყო "ევროპის 11 სექტემბერი". და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. საოცარ ერთიანობას მივაღწიეთ არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.  

კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილს შეხვდა. რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას  აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი მხარეებმა განიხილეს საქართველოს ვალდებულებები ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების უფლებების დაცვის კუთხით.  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.  

ვოლსკი ხუნდაძის განცხადებაზე: ეს არ არის პარტიის ოფიციალური პოზიცია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დიმიტრი ხუნდაძის განცხადება „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია არაა. დიმიტრი ხუნდაძე: თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ მანამდე ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას. „არავითარი ვნებათაღელვა ამ განცხადებამ არ გამოიწვია.  საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება, რომ უსამართლოა რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად შეუსაბამოა მასში ასახული ფაქტობრივი მონაცემები.  მე ვფიქრობ, ხუნდაძემ ამაზე გარკვეული მოსაზრებები გააჟღერა, თუმცა ეს არ არის პარტიის და პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელსაც ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა მიიღებს. ვფიქრობ,  ეს გადაწყვეტილება დღეს მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული, ანუ საქართველოს ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა და წევრობის კანდიდატი გახდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკის საელჩო: დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს, მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.  კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა „ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით. საქართველოს ოპოზიციური პარტიების შთამბეჭდავი მრავალფეროვნება აქვს და სასიამოვნოა მათი მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი ძალისხმევის ხილვა“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.   რა საკითხები განიხილა კარა მაკდონალდმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი დღეს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ერთგულება პლურალისტული, ინკლუზიური მმართველობის მიმართ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.

ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორმხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ხაზი გაესვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის, საქართველოს მიერ დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კარა მაკდონალდთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. მხარეებმა შეხვედრისას, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაციის მძიმე გავლენა ქვეყნის განვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზაობა გამოთქვეს.