ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა
უკრაინაში რასაც ვხედავთ, ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს. ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა დისკუსიაში – „ქალები კონფლიქტებში“. სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს ხვდება მისივე თქმით, ეს არის საზოგადოების ერთიანობის გამოხატულება. სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ქალების სახელით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა. „ალბათ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს სურათებს, რასაც ვხედავთ უკრაინაში უკვე 106 დღის განმავლობაში მიმდინარე ომის დროს. ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს ძალადობრივ ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მოძმე სახელმწიფოდ აცხადებდა. პარადოქსი სახეზეა. შენ არ გაუკეთებ ასეთ რამეს ახლობელ სახელმწიფოს და ხალხს. რუსეთი ამ ხალხს კლავს ყოველდღე, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლი ქალები არიან. ჩვენ გვქონდა ეს გამოცდილება რუსეთის სამი აგრესიის პერიოდში. ქალები იყვნენ მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის, მაგრამ რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ არის ის, რომ ქალებმა საკუთარი როლი შეასრულეს, ისინი არიან მაქსიმალურად მდგრადები და სრულად ჩართული პროცესში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინალური გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობისა. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები ხელმძღვანელობენ, ეს არის ომი, რომელსაც სათავეში უდგას მთელი უკრაინელი ერი, რაც იმსახურებს ჩვენს აღტაცებას. მინდა, უკრაინის პირველ ლედის გადავცე ეს გზავნილი და სოლიდარობა ყველა ქართველი ქალის სახელით, რომელთაც ახლა მე წარმოვადგენ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.
ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან - თავდაცვის მინისტრი
„ის რომ, ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან“, - შესაბამისი განცხადება თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათში მოსმენისას გააკეთა. „საქართველო და პირადად მე, როგორც მინისტრი, ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და მონაწილეობა მივიღე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არ მონაწილეობის შეფუთვა, თითქოს, საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას - არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის რომ, ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან", -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას. მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე „რატომ არ ვიყავით დაპატიჟებული რამშტაინში - იცით, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის ინიციატივით, დონორი სახელმწიფოების წარმომადგენლები იკრიბებიან. ესენი არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიან. ჩვენი განცხადებული პოლიტიკაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს და ვერც ორმაგი დანიშნულების პროდუქციას, თუმცა მომდევნო კვირაში მე დავესწრები ამ შეხვედრას NATO-ს მინისტერიალის შემდეგ, მომდევნო კვირაში“, - აღნიშნა მინისტრმა თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, ომი უკრაინაში რუსეთის რევიზიონისტული ქმედებების გაგრძელებაა, რომლის მსხვერპლი საქართველო არაერთხელ გამხდარა. დღესაც, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. პარალელურად საქართველო წლების განმავლობაში მუდმივად განიცდის ზეწოლას ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, მათ შორის, „მცოცავი ოკუპაციით“, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზეგავლენის მოხდენას“, - აღნიშნა მინისტრმა. მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით დიდია გამოწვევები ევროპის იმ სივრცისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩრდილოატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილი, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანა. აღნიშნული გამოწვევები მოითხოვს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას და ჩვენი საზოგადოების ურყევი ღირებულებითი არჩევანის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული განაცხადი, დაკმაყოფილების შემთხვევაში, არამხოლოდ წინ გადაგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ერის პოლიტიკურ-ღირებულებითი არჩევანის გზაზე, გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობას, არამედ, გააძლიერებს უსაფრთხოების კომპონენტს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გრძელდება
საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფაზე გაამახვილა. მინისტრმა 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვაზე ისაუბრა. „შესყიდვა განხორციელდა 2006-07 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაგალითი მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი გუნდის ეფექტურობას“. „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების სხვა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გრძელდება სამანევრო ბრიგადების აღჭურვა სხვადასხვა შეიარაღებით უცხოური დაფინანსების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით ქვედანაყოფების აღჭურვა. მინისტრმა NATO-ს სტანდარტების ავტომატური G4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესის დაწყებაც გააჟღერა. „ამ ეტაპზე საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს უკვე დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში რამდენიმე ათასი G4 ტიპის შაშხანა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დაამატა, რომ საწარმო მნიშვნელოვნად გადაწყვეტს აღნიშნული შეიარაღებით ქართული ჯარის მომარაგების პროცესს.
საჰაერო სივრცის დაცულობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტს საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს. ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების კუთხით, თავდაცვის უწყების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაიხსენა. თავდაცვის მინისტრმა საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გაძლიერება სამომავლოდაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მომავალ გეგმებზე ინფორმაცია მიაწოდა: „საომარი ვითარების დროს საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის დომინირების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად. ამიტომ, აუცილებელია შესაბამის პროფესიონალებთან ერთად ადეკვატური ტექნიკის არსებობაც. 2020 წლიდან ისრაელის უმსხვილესი სამხედრო ინდუსტრიის, „რაფაელის“ წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, დავიწყეთ „რაფაელის“ წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და მოდერნიზაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. ასევე, უკვე დასრულდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ეტაპისათვის გათვალისწინებული საშუალებების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის მომზადება სისტემის შემდგომი ექსპლუატაციისათვის. დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით. აღნიშნული ცენტრი მოახდენს საქართველოს თავდაცვის ძალების არსებული საჰაერო თვალთვალისა და გაცილების სისტემების, ისევე როგორც კინეტიკური საცეცხლე საშუალებების ინტეგრირებასა და მართვას“, - აღნიშნა მინისტრმა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ავიაციის აღდგენა-მოდერნიზება რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია არსებული რადიოლოკაციური სისტემების აღდგენა და საშუალო და შორი რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო საშუალებების შეძენა: „მიმდინარეობს მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (სტინგერის და მსგავსი ტიპის) შეძენის კუთხით, როგორც საკუთარი სახსრებით, ისე პარტნიორების დახმარებით“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებაზე საუბრისას.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ NATO-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განაცხადა. ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში NATO-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი/კონტრიბუცია ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია NATO-ს ხარისხის მართვის სისტემასთან". ასევე, სკოლა განხილულ იქნა, როგორც როლური მოდელი, რომლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკები, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნას NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებისთვის. DIB სკოლა დღეიდან საქმიანობას განაგრძობს როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ნატომ 6-წლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა თავდაცვის ძალების მშენებლობის საკითხში განსაკუთრებულია. „2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომლის ფარგლებში მომზადდა და აღიჭურვა 9 სამანევრე ბატალიონი. პროგრამის წარმატებით განხორციელებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას, რომლის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში მოვაწერეთ ხელი. გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, შემუშავდა მისი განხორციელების ორმხრივი კონცეფცია (2022-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, შეკავების და NATO-სთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მინისტრმა აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში, 2021 წელს ამერიკულმა მხარემ საქართველოს 35 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, 2022 წელს კი, საქართველომ ჯამში შეერთებული შტატებისაგან 67.4 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. ყურადღება გამახვილდა კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეულ დახმარებაზეც. ამ მიზნით, 2021 წელს აშშ-ის ევროპულ სარდლობასა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, დაახლოებით 6,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების არსებითად გაუმჯობესება მიმდინარეობს. მინისტრმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა პარტნიორული ურთიერთობები დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, ბალტიის, სკანდინავიისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე, აღნიშნა თავდაცვის ძალების მხარდაჭერის მიმართულებით თურქეთის ძალისხმევა და საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.
სახელმწიფო დეპარტამენტი „3+3" ფორმატზე: სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, რუსეთმა საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს მშვიდობას
ექსკლუზივი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, 3+3 ფორმატის საკითხი პირველად თურქეთში, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსა და მისი რუსილი კოლეგის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კვლავ წამოიჭრა, რის შესახებაც მხარეებმა განცხადებები მედიასთანაც გააკეთეს. როგორც ცნობილია, ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით 2020 წლის დეკემბერში სწორედ თურქეთის პრეზიდენტი გამოვიდა. არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საკითხის გააქტიურების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, Europetime-მა შეკითხვით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენი მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. „ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთობლივად იმუშაონ უთანხმოების მოსაგვარებლად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარე აქტორებს შეუძლიათ, შეასრულონ პროდუქტიული როლი ამგვარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, ისინი რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის დაწესებას არ უნდა შეეცადონ. რუსეთმა, რომელიც ამჟამად სასტიკ ომს აწარმოებს უკრაინაში, მოკლა ათასობით ადამიანი და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია, სხვა სადისკუსიო პლატფორმების წამოწყებამდე, ყურადღება უნდა გაამახვილოს რეგიონის ყველა ქვეყნიდან თავისი ჯარების გაყვანაზე და მშვიდობას შეუწყოს ხელი“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით - ექსკლუზივი ცნობისთვის, 8 ივნისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „3+3“ ფორმატი კავკასიაში მოიტანს გრძელვადიან ნორმალიზაციას თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „3+3“ ფორმატის მეორე შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება და კარი ღიაა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. „თქვენ იცით, რომ თურქეთის ინიციატივით შეიქმნა „3+3“ ფორმატი სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი მეზობლების - თურქეთის, რუსეთისა და ირანის მონაწილეობით. პირველი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ მოსკოვში, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით მათი ნახვით“, - განაცხადა ლავროვმა. პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები
რატომ არ იკრძალებიან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, პარლამენტში ოპოზიციონერების ამ შეკითხვას მინისტრის საათს ფორმატში უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, ამ საკითხს აქვს მეორე მხარეც, რომელიც შეიძლება, იყოს ობიექტური. ის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შევძელით და, მგონია, რომ ეს არ არის ცოტა... ავიღეთ ჩვენ თავზე ის, რომ მათ სამხედრო პატივს მივაგებთ, რა თქმა უნდა, ჩამოსვენების დროს, ხვდება ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენ ამ საკითხს პარტნიორებთანაც ვაჟღერებთ და ისინი მადლობას გვიხდიან ამისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია - სალომე ზურაბიშვილი
რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია’’, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები კონფლიქტებში“. ,,სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რასაც 106 დღის განმავლობაში, უკრაინაში ვუყურებთ. სიტყვები არ მყოფნის ამ სასტიკ ომზე საუბრისას, რომელსაც რუსეთი იმ ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს, რომელსაც თავის ძმად და ახლობელ ქვეყანად წარმოაჩენს. პარადოქსი აშკარაა - ეს არ კეთდება ახლობელი ქვეყნისა და ახლობელი ხალხის მიმართ. ეს არის ხალხი ყოველდღე კვდება და კვდებიან ქალები და ბავშვები. იმის თქმა მსურს, რომ კონფლიქტებში პირველი მსხვერპლნი ქალები არიან და საქართველოში, გვაქვს ამგვარი კონფლიქტების გამოცდილება. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულმა სამმა აგრესიამ აჩვენა, რომ ქალები იყვნენ როგორც მსხვერპლები, ასევე ლტოლვილები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინამ გვაჩვენა, რომ ქალებმა შეწყვიტეს მსხვერპლად ყოფნა, ისინი ასრულებენ თავიანთ როლს, დგანან მტკიცედ და სრულად ახდენენ ერის ერთიანობის არაჩვეულებრივ დემონსტრირებას. ეს არ არის ომი, რომელსაც კაცები მართავენ, ეს არის ომი, რომელსაც მთელი უკრაინელი ერი წარმართავს. ეს ჩვენს სრულ აღფრთოვანებას იმსახურებს და მინდა ეს გზავნილი გადავცე ქალბატონ ზელენსკას - ყველა ქართველი ქალის სოლიდარობის გზავნილი, რომელთაც მე აქ წარმოვადგენ. - როგორც ახსენეთ, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული. არებობს საქართველოში განცდა, რომ თქვენ შემდეგი იქნებით? როდესაც რუსული აგრესია გაქვს გამოვლილი, ეს ის კითხვაა, რომელსაც ყოველთვის მისვამენ. ჩემმა ოჯახმა პირველი რუსული, საბჭოთა ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა, რომელიც გრძელდება. როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა - ყირიმის მსგავსად, ანექსიაზე დანიშნული რეფერენდუმი და შემდეგ მისი გაუქმება, რომელიც შესაძლოა, ხვალაც დაბრუნდეს. ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ახლა, აქ, ამ შენობაში მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხეა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნისათვის. ის, რაც არ გაკეთებულა ყირიმსა და საქართველოში რუსული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს და ნაწილობრივ გაკეთდა კიდეც - ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს რუსეთის რეალური სახე და რუსეთის რეალური მიზნები. მაგრამ, ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი - რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას. ბრიუსელში დაგაგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ კონფლიქტში დაზარალებული ქალები და ქალი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ღონისძიების, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.
„ლენდ-ლიზი“ განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრმა მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში უპასუხა შეკითხვას, რატომ არ ითხოვს საქართველო, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამას შეუერთდეს. „ლენდ ლიზი“ განკუთვნილია მხოლოდ უკრაინისთვის, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარება გაორმაგდა. პირველი პრეცედენტია, როდესაც ევროკავშირმა გამოყო დახმარება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ამ კონკრეტული შემთხვევით გამოწვეულ რისკებთან დაკავშირებით. ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს კავშირი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, განცალკევებულად არ ვითხოვთ დახმარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აშშ-სგან მივიღებთ კიდევ დამატებით დახმარებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რატომ არ ვითხოვთ ხმამაღლა, რომ „ლენდ ლიზის“ პროგრამას ჩვენც შევუერთდეთ, სამხედრო დახმარება ჩვენზეც გავრცელდეს და შეიარაღებული ძალები ეფექტურად გადავაიარაღოთ?, - აღნიშნული კითხვით საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ლენდ ლიზი“ ისტორიული შესაძლებლობაა. „ძალიან იშვიათად ხდება - ერთხელ აშშ-ს მხრიდან მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ახლა 80 წლის თავზე ეს შესაძლებლობა ისევ გაჩნდა. ეს არის უზარმაზარი სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც ფარგლებში აშშ მოკავშირეებს მარტივად და შეღავათიანად აიარაღებს“, - მიმართა თავდაცვის მინისტრს ელისაშვილმა. ინფორმაციისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები.
უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს და რუსეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. კერძოდ, სანქციები დაწესდება 35 პირის მიმართ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის, რუსეთის პრემიერ მინისტრის მიხაილ მიშუსტინის, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სანქციებს აწესებს რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 261 ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ასევე აჩერებს კულტურულ გაცვლას, სამეცნიერო თანამშრომლობას, საგანმანათლებლო და სპორტულ კონტაქტებს, გასართობ პროგრამებს რუსეთის 236 უმაღლეს სასწავლებელთან. სანქციები შემოღებულია განუსაზღვრელი ვადით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ვადა 12-ის ნაცვლად, 8 თვე განისაზღვრება. საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. „მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან, სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ და ამით სარეზერვო სამსახურისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მათთვის აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ქვეყნის მზარდ უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებებთან დაკავშირებით, მიჩიგანის გუბერნატორობის კანდიდატი დააკავეს
კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებებთან დაკავშირებით, FBI-მ მიჩიგანის გუბერნატორობის რესპუბლიკელი კანდიდატი (ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთი, GOP) რაიან კელი დააკავა. საჩივარში მოყვანილია ოთხი ბრალდება, მათ შორის აკრძალულ შენობაში დაუმორჩილებლობა ან კანონიერი უფლებამოსილების გარეშე დარჩენა ან ტერიტორიაზე პიროვნების ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედება. გამოძიების თანახმად, კელი იმყოფებოდა იმ ჯგუფთან ერთად, რომლებიც პოლიციელებს ესხმოდნენ თავს. მას შეერთებული შტატების ქონების განზრახ დაზიანებაშიც ედება ბრალი. BBC-ის ცნობით, 40 წლის კელიმ დაადასტურა, რომ 6 იანვარს, ვაშინგტონში იმყოფებოდა, მაგრამ უარყო უკანონო საქმიანობაში მონაწილეობა. კელი ერთ-ერთია იმ ხუთი რესპუბლიკელიდან, რომლებიც აგვისტოს პრაიმერისში მონაწილეობენ. 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.
ევროპაში სულ მცირე 4,8 მილიონი უკრაინიდან დევნილი რჩება - გაერო
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის განახლებული მონაცემებით, ევროპაში სულ მცირე 4,8 მილიონი ლტოლვილია რეგისტრირებული. ოფისმა ევროპის 44 ქვეყანაში რეგისტრირებული ლტოლვილების სავარაუდო რაოდენობა წარმოადგინა 7 ივნისის მდგომარეობით, დაახლოებით 7,3 მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა საზღვარი, ხოლო 2,3 მილიონი ისევ უკრაინაში დაბრუნდა. ოფისმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი რეგისტრირებულია პოლონეთში (1,15 მილიონი), გერმანიაში (780,000) და ჩეხეთში (366,000). UNHCR-ის თქმით, რუსეთში 1,1 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს. ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილთა შორის 200 000-ზე მეტი ბავშვია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვიოლა ფონ კრამონი: ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ
„ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, - მიმართავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ პოლიტიკოსებს. „ჩვენ, საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, -აღშნიან კრამონმა. ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 218 ევროდეპუტატი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაც დიდი ანგარიშით დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგაზე მესამე მატჩი მოიგო. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაც დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. გოლები ზივზივაძემ, კვარაცხელიამ და კიტეიშვილმა გაიტანეს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი ანგარიშით 5:2 დაამარცხა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა
ევროპის ქვეყნების პარლამენტის დელეგაციები უკრაინაში ჩავიდნენ
9 ივნისს, კიევის რეგიონში სამუშაო ვიზიტით ევროპის ქვეყნების პარლამენტის დელეგაციები ჩავიდნენ. რუსეთის სამხედრო შეჭრის შედეგები უცხოელ სტუმრებს კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ ვიტალი ვლასიუკმა გააცნო. დელეგაციებმა რუსი დამპყრობლების მიერ საგრძნობლად დაზიანებული სოფელი ბოროდიანკა მოინახულეს. ქალაქ ბუჩაში დეპუტატებმა ნახეს მასობრივი საფლავები, სადაც რუსი სამხედროების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები დაკრძალეს. ირპენში დელეგაციებს აჩვენეს რაკეტებითა და დაბომბვით განადგურებული საცხოვრებელი უბნები. კიევის რეგიონი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოკუპანტებს დაუპირისპირდა. ათასობით ოჯახი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა ამ ეტაპზე, სევეროდონეცკში რუსული არმიის რესურსის მაქსიმალურად ამოწურვაა - პოდოლიაკი
„უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკა ამ ეტაპზე სვეროდონეცკის რაიონში რუსული არმიის რესურსის მაქსიმალურად ამოწურვა, მტრის ცოცხალი ძალისა და შეიარაღებისთვის მაქსიმალური დანაკარგის მიყენებაა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინა იმედოვნებს, რომ დაუგროვდება პარტნიორების მიერ მიწოდებული იმდენი იარაღი, რომ კიევმა ეფექტიანი კონტრშეტევის განხორციელება შეძლოს. პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ უკრაინას სურს, მიაღწიოს გარკვეულ პარიტეტს რუსეთის არმიასთან, ცეცხლსასროლი იარაღის თვალსაზრისით და ამიტომ, ხსენებულ საკითხს დასავლელ პარტნიორებთან მუდმივად აყენებს. „ქვეყნის აღმოსავლეთში ამჟამად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, რასაც სულ უფრო მეტი უკრაინელი ჯარისკაცის და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის მიზეზი არტილერიის კუთხით აბსოლუტური უთანასწორობაა. რუსეთის ჯარებმა განათავსეს თითქმის მთელი თავისი არაბირთვული იარაღი ფრონტის ხაზზე, მათ შორის მძიმე არტილერია, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები დანადგარები და სამხედრო თვითმფრინავები, რამაც უკრაინულ ძალებს შორის უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვია“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-ში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 3 ადამიანი
აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა კაცმა თანამშრომლებს გაუხსნა ცეცხლი. გასროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 23 წლის კაცმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა დააკავეს. გამოძიებამ თავდასხმის მოტივი ჯერ ვერ დაადგინა. ცნობილია, რომ კაცი ნახევრად ავტომატური იარაღიდან ისროდა.
Bloomberg: უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საკონტეინერო იმპორტი 60%-ით შემცირდა
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს საგრძნობლად შემცირდა საზღვაო გზით საკონტეინერო იმპორტი. რუსეთის წყლებში საკონტეინერო გემების რაოდენობა ნოემბრის პიკებთან შედარებით 60%-ით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. ექსპორტის შემცირების გამო რუსეთში ტყვიის ქარხნები დახურვის პირასაა - მედია სააგენტო იხსენებს, რომ წამყვანმა ლოჯისტიკურმა კორპორაციებმა Maersk-მა, CMA-CGM და Hapag-Lloyd-მა რუსეთში საქმიანობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე შეაჩერეს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შემოჭრის სანქციების გამო რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა იმპორტის მოცულობა და შეიცვალა მომწოდებლები, რის შედეგადაც ბელორუსმა პირველად გაუსწრო გერმანიას აგრესორისთვის მიწოდებული ექსპორტის ღირებულებით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი სანქციების შემდეგ, ასობით მრავალეროვნულმა კომპანიამ დატოვა ქვეყანა, ამიტომ რუსებს მოუწიათ ნედლეულის მოძიება ალტერნატიული უცხოელი მომწოდებლებისგან, ასევე ახალი მარშრუტებისა თუ ხვრელების პოვნა საქონლის მისაღებად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.