ძებნის რეზულტატი:

რეზნიკოვმა და ოსტინმა უკრაინისთვის NATO-ს სამხედრო დახმარების საკითხი განიხილეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი NATO-ს წევრი ქვეყნებისგან. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე განაცხადა. „NATO-ს სამიტის წინა დღეს, სატელეფონო ზარი მქონდა ჩემს მეგობართან, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა „NATO-ს ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მიმართ“, - წერს რეზნიკოვი.

ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, როგორიც არ უნდა იყოს ეს და როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ უნდა განვადევნოთ ოკუპანტები ჩვენი მიწიდან. ჩვენ ამას გავაკეთებთ, რამდენადაც შეგვიძლია. ჩვენთვის ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი გზა“, - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ აქვს უფლება, წააგოს რუსეთთან, რადგან ამ შემთხვევაში დემოკრატია წააგებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

კანადა უკრაინას $150 მილიონიან სესხს გამოუყოფს

კანადა უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეშვეობით გადასცემს 200 მილიონ კანადურ (დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარი) სესხს, რათა დაეხმაროს გადაუდებელ საჭიროებებს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომელმაც G7 სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ტრუდომ გამოაცხადა 73 მილიონი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ, რომელსაც კანადა უკრაინას დაჰპირდა 2022 წლის 9 აპრილს. კანადამ ახლა გამოყო ეს დახმარება უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში კრიზისის მოსაგვარებლად. ტრუდომ აღნიშნა, რომ კანადა მხარს უჭერს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიენიჭოს უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ კანადას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მამაცურად იცავს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალებს სამოქალაქო პირების განზრახ მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალებს სამოქალაქო პირების განზრახ მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს. ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება - ვოლოდიმირ ზელენსკი "კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგად დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი, ათობით პირი კვლავ დაკარგულია. რუსეთის რაკეტა ამ ადგილს მოხვდა ზუსტად. განზრახ. ... ნათელია, რომ რუსმა მკვლელებმა ეს ზუსტი კოორდინატები მიიღეს. მათ ადამიანების დახოცვა სურდათ", - თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 4731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 4731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რეალური მაჩვენებლები საგრძნობლად მაღალია, რადგან ბრძოლების გამო მათი რიცხვის დადგენა რთულია. ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა ოთხშაბათს, 29 ივნისს უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ამ კვირის მდგომარეობით, ჩვენ დავაფიქსირეთ 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ, მათგან 4,731 ადამიანია გარდაცვლილი”, - განაცხადა ბოგნერმა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის იყო 1812 კაცი, 1225 ქალი, 134 გოგო და 155 ბიჭი. 41 ბავშვისა და 1364 ზრდასრულის სქესი ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, პროფკავშირებთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ხელფასების 100%-ით ზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ. ამასთან, სასწრაფოში დასაქმებულები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. "ჩვენი უკიდურესი მოთხოვნაა ხელფასების მატება. ჩვენ გვინდა პრემიერ-მინისტრს ხმა მივაწვდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ნამდვილად ჩაერევა და ადეკვატურ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  

ლიზ ტრასი: რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები

"რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები", - უკრაინული მედიის  ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ საჯარო ფორუმზე განაცხადა. „რუსეთი ჯერ უნდა დავამარცხოთ და შემდეგ გავმართოთ მოლაპარაკებები. ჩვენთვის აუცილებელია, უზრუნველვყოთ რუსეთის დამარცხება უკრაინაში. ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი გზა ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად“, – განაცხადა ლიზ ტრასმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წიაკითხეთ: ბორის ჯონსონი: პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში გიჟური ომი არ დაიწყებოდა  

საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი - ლევან დავითაშვილი

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ევროპულ პრინციპებთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან.  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს  მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან  ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.  „პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც  საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და  გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება - განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში. მთავრობის წარმომადგენელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან იყო. ბიძგების სიძლიერემ 3.1 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.  

კელი დეგნანი: აშშ ეხმარება საქართველოს, განავითაროს განახლებადი ენერგია, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე

„30 წელია, რაც შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა განავითაროს მისი სუფთა, საიმედო, განახლებადი, ხელმისაწვდომი ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი USAID-ისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც განახლებად ენერგიაში ინვესტიციებს ეძღვნებოდა.  „30 წელია, რაც შეერთებული შტატები მუშაობს საქართველოსთან, რათა განავითაროს მისი სუფთა, საიმედო, განახლებადი, ხელმისაწვდომი ენერგია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა საქართველო იყოს უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი და არ იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე. განახლებადი ენერგია და განახლებად ენერგიაში ინვესტიციების გაფართოება ასევე ეხმარება საქართველოს, გაუმკლავდეს კლიმატის გამოწვევებს, რაც სულ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის. აქ, საქართველოში, სადაც თქვენ გაქვთ ასეთი ლამაზი გარემო და ეკოლოგია, განახლებადი ენერგია გეხმარებათ დაიცვათ ეს მშვენიერი, ლამაზი გარემო და ეკოლოგია. ეს ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული შემოსავლებისთვისაც, რაც უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს უნიკალურობის შენარჩუნებას კერძო ინვესტიციების მეშვეობით“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად იმოქმედოს, როდესაც ამის სურვილი აქვს

ბრალდებულს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა, 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ერთი პირის განზრახ მკვლელობის და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კ.ს.-მ ეჭვიანობის საფუძველზე, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გასროლით თანასოფლელ მამაკაცს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. „სამართალდამცავებმა კ.ს. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11პრიმა, 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ პრიმა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ბორის ჯონსონი: გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა. ამის შესახებ ჯონსონმა მადრიდში, NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა. „მოვუწოდებ პარტნიორ სახელმწიფოებს, რომ განაგრძონ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა. გლობალური გამოწვევების აღმოფხვრასა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოს შენების საქმეში, ბრიტანეთი, როგორც ალიანსის წევრი, ყოველთვის ისტორიულ როლს თამაშობდა“, - აღნიშნა ჯონსონმა. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. მადრიდის სამიტი განსაზღვრავს NATO-ს სტრატეგიულ მიმართულებას მომდევნო ათწლეულისთვის და შემდგომში, რაც უზრუნველყოფს ალიანსის ადაპტაციას ცვალებად სამყაროსთან და მილიარდი ადამიანს უსაფრთხოების დაცვას. როგორ იმოქმედა რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა შეჭრამ უკრაინაში და ევროპაში უსაფრთხოების ახალმა რეალობამ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის მიდგომაზე? რას აკეთებს ალიანსი სხვა გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა ჩინეთის მზარდი გავლენა და უსაფრთხოებაზე გავლენის შედეგები? რა შედის NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაში, როგორია ალიანსის მომავალი ადაპტაციის გეგმა უფრო კონკურენტუნარიან სამყაროში, სადაც ავტორიტარული ძალები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე. ეს მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომლებსაც NATO-ს ლიდერები მადრიდის სამიტზე განიხილავენ. მადრიდის სამიტთან ერთად, საჯარო ფორუმი გაიმართება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს ალიანსის მომავლის შესახებ დისკუსიისთვის იწვევს. მას მასპინძლობს ოთხი წამყვანი სამოქალაქო ორგანიზაცია - ელკანოს სამეფო ინსტიტუტი, გერმანიის მარშალის ფონდი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია და ატლანტიკური საბჭო - საჯარო ფორუმზე გამოვლენ ექსპერტები და გადაწყვეტილების მიმღებები მთელი მსოფლიოდან. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი ესპანეთი სამიტს მასპინძლობს NATO-ში გაწევრიანების 40 წლისთავზე. ესპანეთი გახდა მე-16 ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ალიანსს 1982 წლის 30 მაისს.  მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას“, - განუცხადა ექსკლუზიურად Europetime-ს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 27 ივნისს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა  იენს სტოლტენბერგმა.  უფრო ადრე, ამ მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. ცნობისთვის, სამიტზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის მონაწილეებს ვიდეოჩართვით მიმართავს. 

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „გასული დღეების მანძილზე, პარტიის ლიდერებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გვქონდა სერიოზული დისკუსია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მოვლენების შესახებ ჩვენი და გუნდის სხვა ლიდერებისა და წევრების შეფასებები სრულად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა, ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთზე - რა დოზით უნდა ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, დიდწილად გვესმის კოლეგების, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისას თავშეკავებაა საჭირო. თუმცა, დღეს დადგა მომენტი, როდესაც საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ბევრად მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ქართული პოლიტიკის კულისებში. აქ სასწორზე დგას არა ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული ჩვენგანის, არამედ სახელმწიფოს და ხალხის ბედი. შესაბამისად, დროა, საკუთარი თავის და ქვეყნის დაცვა უშუალოდ ხალხს უფრო მეტად მივანდოთ. არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე. ამისათვის შედგა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი. ამისათვის შემოიტანეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემაც. ცხადია, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დღეს სრულიად არარელევანტურია. რუსული სამხედრო აგრესიის გამო, ქვეყანა ცეცხლის ალშია გახვეული, ქვეყანა ნადგურდება, ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი იღუპება და ასეთ დროს, კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყნისთვის, ბუნებრივია, მცირე ნუგეშადაც კი არ გამოდგება. იგივე ეხება მოლდოვას, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ასეულობით ათას უკრაინელ ლტოლვილს იფარებს და უმძიმეს ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ერთადერთი, რისთვისაც კანდიდატის თემა დასჭირდათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფონის დამძიმება და რევოლუციური მუხტის ხელოვნურად შექმნა იყო. კანდიდატის თემა იყო ერთგვარი „სათაგური“, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს. ამ საქმეში თავდაპირველად სალომე ზურაბიშვილი ჩართეს, რომელიც ბრიუსელიდან ამ თემით დასაჩუქრებული გამოუშვეს. პირველადი გათვლით, საქართველოს მიერ განაცხადის შეტანის შესახებ განცხადება პარლამენტში სწორედ ზურაბიშვილს უნდა გაეკეთებინა. ამის გამო, მან კონსტიტუციის დარღვევით პარლამენტის სხდომის დაანონსებაც კი იკადრა. თუმცა, გუნდმა სწორად იმოქმედა და ეს სცენარი ჩაშალა. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები აამუშავეს და განაცხადის შესახებ კამპანია მათ ააწევინეს, რის შემდეგაც ხელისუფლებამ განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად რაციონალურად მიიღო. ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ და საქმეში ჩახედული კაცისთვისაც არ უნდა ყოფილიყო რთული გამოსაცნობი, რომ კანდიდატის სტატუსს მისცემდნენ უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი სტატუსის გარეშე დატოვებდნენ და ეს მოლოდინი სრულად გამართლდა. ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, მოვლენებიც ზუსტად ისე წარიმართა, როგორც ამას წინასწარ პროგნოზირებდნენ გუნდის წევრები. ბაკურიანის შეკრების მონაწილეები მყისიერად გამოვიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. ნაცმოძრაობის რევკომს ორი ტერმინი აკერია პირზე: დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ტერმინი ჯერ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა, ხოლო მოგვიანებით ევროპული კომისიის დასკვნაშიც გადაიტანეს. ეს ტერმინები მათ მიერ მარტივად ითარგმნება: დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას, ხოლო დეპოლარიზაცია - სააკაშვილისა და გვარამიას ციხიდან გამოშვებას. რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული: ერთი მოკლევადიანი და მეორე შედარებით გრძელვადიანი. მოკლევადიანი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე იყო გათვლილი. ცნობილი რეზოლუციით და ევროპარლამენტარების განცხადებებით საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს და ხალხში ემოციური ფონის შექმნას ამით შეეცადნენ. თუმცა, მოკლევადიანი სცენარი ჩავარდა და პირველ ცდაზე რევოლუცია არ შედგა. მეორე სცენარი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე არის გათვლილი. კანდიდატობაზე უარის თქმით, შექმნეს გარკვეული ემოციური ფონი, რასაც, მათი გათვლით, უნდა მოყვეს იმ ე.წ. რეფორმების თავს მოხვევა, რომელთა ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ცვლილება და ქართული სასამართლოს მისაკუთრებაა. ერთ-ერთ ევროპარლამენტარს, მიხაელ გალერს ათქმევინეს კიდეც, პარტიები ახალი პოლიტიკური შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონო. ანუ კიდევ ერთხელ უნდა გაგვიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან უნდა წავიდეს. ამით უნდათ კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება. დაუშვებელია იმ ადამიანებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, რომლებიც სახელმწიფოს, ხელისუფლებას, არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს არ ცნობენ. იმავე გალერს ისიც ათქმევინეს, ივანიშვილი თუ პატრიოტია, ქვეყნიდან უნდა წავიდესო. გალერის ამ ფრაზიდან ნათლად იკითხება მათი სულისკვეთება და მთავარი მიზანი: პატრიოტები, ადამიანები, რომლებსაც საქართველო უყვართ, ქვეყანას უნდა მოშორდნენ და ქვეყნის სადავეები არაპატრიოტებს, უსამშობლო და უღმერთო ხალხს უნდა დარჩეს. უსამშობლო და უღმერთო ადამიანები კი იმიტომ უნდათ, რომ ისინი ნებისმიერ დავალებაზე მოაწერენ ხელს. რაც მთავარია, თვალდახუჭული დაიწყებენ ომს, რაც მთელი ამ სცენარის მთავარი მიზანია. სწორედ ამის გამო იყვნენ ზელენსკი და არახამია რევოლუციური მიტინგის პერსონაჟები, რაც, ასევე, აკერმანის სცენარის ნაწილი იყო. ფაქტია, რომ საქართველო მხოლოდ საომრად ჭირდებათ და ქართველ ხალხს საზარბაზნე ხორცად განიხილავენ. კარგად ესმით, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი გაიმეტებს ქვეყანას და ხალხს საბედისწერო ომისთვის და არც ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას ამის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას განადგურებისთვის უპრობლემოდ გაიმეტებენ. სწორედ ასეთები არიან ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ენჯეოების ლიდერები თუ სატელევიზიო სახეები. ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს. როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამისათვის, საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცეებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ. ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გვაკისრია. გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი. გვესმის, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის. ამიტომ, გვიწევს პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება და დამოუკიდებლად მოქმედება. თუმცა, ვრჩებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და გუნდს ყველანაირად დავეხმარებით ყველა საქმეში, რომელიც ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ არის გასაკეთებელი“. ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო. ასვე წაიკითხეთ: სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე  

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა, რაც პუტინის ახლო წრეს დააზარალებს

29 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი „სანქცირებულთა შორის არის ვლადიმერ პოტანინი - რუსეთის მეორე უმდიდრესი ადამიანი და მსხვილი კონგლომერატის, Interros-ის მფლობელი. პოტანინი აგრძელებს სიმდიდრის დაგროვებას, რადგან ის მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს და ყიდულობს Rosbank-ს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პერიოდში“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ სანქცირებულია ანა ცივილევა, პუტინის ბიძაშვილი და ცნობილი რუსული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, სს Kolmar Group-ის პრეზიდენტი. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება

რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს

ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ამასთან რომის პაპმა რუსული ძალების მიერ კრემენჩუკში, ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში განხორციელებული თავდასხმა დაგმო. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალებს სამოქალაქო პირების განზრახ მიზანში ამოღებაში ადანაშაულებს „ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს და მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, ნუ დავიღლებით მშვიდობისთვის ლოცვით. ყოველდღე გულით ვატარებ ძვირფას და წამებულ უკრაინას, რომელიც განიცდის ისეთ ბარბაროსულ თავდასხმებს, როგორიც იყო კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმა”, - განაცხადა პაპმა ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა. განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და  საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.   ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით

საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და NATO-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს. „სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.   ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.  

ზელენსკი NATO-ს სამიტის მონაწილეებს: უკრაინამ რუსეთის არტილერიის უპირატესობა უნდა დაძლიოს, რათა თავიდან აიცილოს ომის გაჭიანურება

უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასეთი სისტემების მიწოდება დაარღვევს ქალაქების განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ტაქტიკას. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადრიდში NATO-ს სამიტზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე პირველ რიგში არტილერიას ეყრდნობა. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია რუსეთის საარტილერიო უპირატესობის დაძლევა, რათა არ მოხდეს ომის გაჭიანურება და ამ მიზნით უკრაინას გაცილებით მეტი ასეთი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია სჭირდება. „ეს ფუნდამენტური რამ არის. მანძილი კიევიდან მადრიდამდე ნაკლებია, ვიდრე დღეს ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული რაკეტების დიაპაზონი. შეუძლია თუ არა ერთ სახელმწიფოს უპასუხოს ასეთ საფრთხეს პარტნიორების დახმარების გარეშე? თქვენ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ ეს დახმარება. ჩვენ მადლობელი ვართ იმ დახმარებისთვის, რომელიც უკვე გაგვიწიეთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება. მისი განცხადებით, ახლა ქვეყანას თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი სჭირდება და ეს ასევე ფუნდამენტური საკითხია. „უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ უკრაინასთან ერთადაა შესაძლებელი. ახლა მხოლოდ ერთ ფაქტზე დაფიქრდით: დღეს NATO-ს არაწევრი ქვეყანა, თუმცა თქვენი მხარდაჭერით, ოთხ თვეზე მეტია, აკავებს სახელმწიფოს, რომელსაც თქვენ ყველა, ოფიციალურად ასახელებთ თქვენს მთავარ საფრთხედ. ჩვენ ვაკავებთ რუსეთს ჩვენი განადგურებისგან და თქვენი განადგურებისგან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. NATO-სამიტი მადრიდში, 2022 წლის 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უსაფრთხოების ახალ გარემოში, რომელიც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით შეიქმნა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.   საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.   „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.   შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციამ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.   შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რომლებიც ორი ქვეყნის  სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებს მოიცავს. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.    შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურადაა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.   პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის კონგრესის სენატორები: დიკ დარბინი, კრის კუნსი, როი ბლანტი, დიბ ფიშერი და ჯონი ერნსტი.   ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.