ძებნის რეზულტატი:
გერმანიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ეწვია
გერმანიის ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს ეწვია ენერგოეფექტიანობის პროგრამის მიმართ გერმანიის, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მტკიცე მხარდაჭერის გამოსახატად. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის ღია პროგრამის“ დაფინანსების ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაში. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. "დაფინანსების ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს, ერთი მხრივ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის მთავრობის სახელით და მეორე მხრივ, საქართველომ, რომელიც წარმოდგენილი იყო ფინანსთა სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ამ ხელშეკრულებებით ხელმისაწვდომი ხდება 55,85 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება, რომელიც გამიზნულია საჯარო შენობების რეაბილიტაციისთვის მათი ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დასაახლოებლად. „ღია პროგრამის“ მთავარი ამოცანაა სკოლის შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალი საჯარო სკოლის შენობების განახლებაში ენერგოეფექტიანობის ახალი სტანდარტების გამოყენების გზით, ეს პროექტი ხელს უწყობს ენერგოეფექტიანობის მექანიზმის გაუმჯობესებას და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების განხორციელებას. განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას სამიზნე შენობებში. გარდა ამისა, ამ ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონე. ეს კი შესაძლებლობას მისცემს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეების, იმუშაონ და ისწავლონ უკეთეს პირობებში. ეს პროექტი გააფართოებს ენერგოეფექტიანობის მასალებისა და ტექნოლოგიების ბაზარს და ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორების, მათ შორის სამშენებლო კომპანიების შესაძლებლობების განვითარებას. პროექტი დაეხმარება საქართველოს, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებიც ეხება ყოველწლიურად მინიმალური რაოდენობის საჯარო შენობები განახლებას. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული 55,85 მილიონი ევროს დაფინანსება, საიდანაც 43,2 მილიონ ევროს გერმანია უზრუნველყოფს, შედგება KfW-ს 40 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი კრედიტისგან, გერმანიის მთავრობის 3,2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისგან თანმხლები ღონისძიებებისთვის და ევროკავშირის 12,65 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისგან. პროგრამის თანადაფინანსებაში მონაწილეობს საქართველოს მთავრობა, ხოლო მას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. „ღია პროგრამა“ ევროპის გუნდის უფრო ფართო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის მონაწილეობით შემუშავებული ერთობლივი ინიციატივის შემადგენელი ნაწილია. მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 40 მილიონ ევრომდე ოდენობის კრედიტი გამოყო, ხოლო ევროკავშირმა 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი, რომლებიც ამ პროგრამის განხორციელებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შალვა პაპუაშვილი: გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული
საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა. ,,მადრიდის სამიტიდან მივიღეთ კიდევ ერთი სიგნალი ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გვქონდა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და საჭირო არის უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით გადადგმული არ არის. საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიის დროს და ყველგან სადაც NATO-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება NATO, NATO-ც იყოს სწორად იქ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კელი დეგნანი: რუსეთია, ვინც სცადა ქართული ენის განადგურება, რუსეთია, ვისაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა
„რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები, რომელსაც შემდგომ ცხოველთა სადგომებად იყენებდნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება. რუსეთია, ვინც თქვენი ეკლესიები წაბილწა და გამოიყენა ისინი ცხოველთა სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
რუსეთი აცხადებს, რომ გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნძულ ზმეინიდან, „კეთილი ნების ნიშნად“ რუსული ჯარი გაიყვანეს. რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს „ამით, მსოფლიო საზოგადოების წინაშე მოხდა იმის დემონსტრირება, რომ რუსეთის ფედერაცია არ უშლის გაეროს ძალისხმევას, რომ ორგანიზება გაუკეთოს ჰუმანიტარულ დერეფანს, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანის მიზნით“, - ამტკიცებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახლა ხორბლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდების აღსადგენად, უკრაინულმა მხარემ შავი ზღვის პორტებთან, სანაპირო და აკვატორია უნდა განაღმოს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს 10-ზე მეტი ზუსტი დარტყმა განახორციელეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შალვა პაპუშვილი: ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავადაა, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია
ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ოპოზიცია პოლარიზაციის გამღვივებელი თავად არის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სხვა არაფერია, თუ არა პოლარიზაციის არათუ გაღვივება, არამედ პიკში აყვანა. ოპოზიციას უნდა, სიტუაცია პოლარიზაციის პიკისკენ წაიყვანოს. როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, დემოკრატიის ლეგიტიმაციის არმქონე მთავრობის შექმნას ცდილობ და ოპოზიციას შემდეგ უკვირდეს, რომ პოლარიზაციაა და შეიძლება, ადგილზე მოქალაქეებთან შეხვედრებისას კონფლიქტი ჰქონდეს, არათუ არათანმიმდევრულია, არამედ პარადოქსული დამოკიდებულებაა. „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მხარს უჭერს მილიონი მოქალაქე. რა თანხმობაზეა საუბარი, როცა პროტესტით უნდათ მთავრობის შეცვლას მიაღწიონ. თანხმობა თავშივეა გამორიცხული, რადგან ამბობენ, ვიღაც უნდა აიძულონ, გადადგეს, ვიღაც უნდა აიძულონ, რაღაცას დათანხმდეს. ეს თავისთავად პარადოქსია. როგორ იქნება ეროვნული თანხმობა, სადაც არის იძულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კელი დეგნანი: ომში ჩათრევის შესახებ ნარატივი FSB-ს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა
„როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ის არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა თავდაპირველად, NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია. ეს გამოჩნდა იმ მაღალი დონის დელეგაციითაც, რომელიც საქართველოდან მადრიდის სამიტს დაესწრო. ამ სამიტზე გამოჩნდა ისიც, რამდენად ძლიერია ალიანსის ერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის წინაშე. ეს იყო დადასტურება NATO-ს მიზნებისა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში და მის მიღმა. ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვისაა მოთხოვნილი. ამ რეფორმების შესრულება წაადგება NATO-ში ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური სტანდარტები. აშშ და მისი მოკავშირეებს მზად არიან, დაეხმარონ საქართველოს იმ პროგრესის მიღწევაში, რაც წევრობისთვის დაეხმარება. კელი დეგნანი: ის რომ, თითქოს, აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩათრევა და მეორე ფრონტის ხაზის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა როდესაც ვსაუბრობთ თავდაცვაზე, მინდა, გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, გრძელდება და როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდანაა. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში. აშშ-ს არ სურს, იხილოს ამ ომის გაფართოება არანაირი ფორმით. აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად შეაჩეროს. ეს იყო პუტინი, რომელმაც წამოიწყო ეს აგრესიული და ძალადობრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ და სწორედ პუტინს შეუძლია მისი შეჩერება. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები, რომლებმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გავაკეთეთ ყველაფერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. რუსეთია ის, ვინც სცადა თქვენი ენის განადგურება, რუსეთია, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები და გამოიყენა ისინი ცხოველების სადგომებად. თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ნახავთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა. კელი დეგნანი: რუსეთი იყო ის, ვინც ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთი იყო ის, ვინც შეურაცხყო ეკლესიები „მე ეფესბეს სახელმძღვანელო წაკითხული არ მაქვს. არ ვიცი, ვის რა აქვს წაკითხული", - განუცხადა თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც კელი დეგნანის კომენტარის შეფასება სთხოვეს.
რეზნიკოვი: უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ვიდრე მადრიდში NATO-ს სამიტი იმართება, უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება, ამიტომ, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსული აგრესიის შესაჩერებლად. „უკრაინის არმია სტაბილურად გადადის დასავლურ იარაღზე და მათი გამოყენების ახალ ტაქტიკაზე. რუსული არმია იძირება ქვის ხანაში, მაგრამ მაინც აღემატება ჩვენს რაოდენობას. ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი! მაშინ, როცა მადრიდში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა გრძელდება. NATO-ს შეუძლია და უნდა იმოქმედოს ამ აგრესიის შესაჩერებლად!“, - აღნიშნა რეზნიკოვმა. NATO-ს სამიტი მადრიდში, 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების გზებს განიხილავენ.
1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის
დივიდენდების გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე „გაზპრომის“ აქციების ღირებულება 32%-ით დაეცა. რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს Reuters: „გაზპრომი“ პირველი რუსული კომპანიაა, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟა დატოვა კომპანიის წარმომადგენლის სერგეი კუპრინოვის ცნობით, „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ₽1,244 ტრილიონის დივიდენდის გაცემის შესახებ, აქციონერებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, შექმნილ ვითარებაში 2021 წლის დივიდენდების გაცემა არამიზანშეზონილია. ამ გადაწყვეტილებას, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე მყისიერი რეაქცია მოჰყვა და რუსული ენერგოგიგანტის აქციები მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ცნობისათვის, 1998 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომპანიის აქციონერებმა დივიდენდების გადახდას მხარი არ დაუჭირეს.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. „NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
ისრაელის პარლამენტი დაიშალა, პრემიერ-მინისტრის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს
ქნესეთმა პარლამენტის დაშლას და მომდევნო არჩევნების ნოემბერში ჩატარებას მხარი დაუჭირა. პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ბენეტმა პარტიის წევრებს უკვე აცნობა. იუწყება Timesofisrael-ი სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით. მმართველი კოალიციის შეთანხმების შესაბამისად, ამ პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს. ისრაელში ახალი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, პოლიტიკას დატოვებს. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს. ისრაელის დეპუტატებმა პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მანამდე, ისრაელის მთავრობა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა დატოვა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში უმრავლესობა დაკარგა. კიდევ ერთი დეპუტატის წასვლის შემდეგ კი კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდა.
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება. როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. „დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუღძღვებიან. მისამართი: დედაენის პარკი, 16:00 საათი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება. ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა
მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით სრულდება NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებებით, ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას, ხალხის და ღირებულებების დაცვას. „ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - ასეთია ალიანსის გზავნილი. სტოლტენბერგმა ისტორიული სამიტის შედეგები და გადაწყვეტილებები შეაჯამა. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა „ჩვენ შევთანხმდით ფუნდამენტურ ცვლილებაზე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. შევთანხმდით, რომ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში გასაწევრიანებლად.შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ასევე - NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. შევთანხმდით, რომ გავძლიერდეთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, უნდა შეიქმნას ახალი ინოვაციების ფონდი. ჩვენ შევთანხმდით NATO-ში მეტ ინვესტირებაზე და NATO-ს ბიუჯეტის გაზრდაზე; ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან, განსაკუთრებით, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებში. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ჩვენი ბოლო სესია მადრიდის სამიტზე ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში დაუცველობა პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი ახალი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. პირველად, ჩვენ ახლახან შევთანხმდით მავრიტანიისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პაკეტზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით ტუნისისთვის დამატებითი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაზე, ასევე, იორდანიის მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე შევეხეთ გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგია. მისი გავლენები მძიმეა. მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე დაუცველ ადამიანზე. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში სურსათზე ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ბევრი ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული ხორბლისა და სხვა საკვების მნიშვნელოვანი იმპორტისთვის. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა კრიზისის შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში. ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მას ვუპასუხებთ ერთიანობით და გადაწყვეტილებით. მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირებულებების დაცვას. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებაზე NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, გაძლიერებული თავდაცვითი და საბრძოლო ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობის გაზრდა 300 000-მდე - ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის ისტორიულ სამიტზე მიიღეს. მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, გაძლიერებული ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის დამტკიცებით. ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ის ასახავს NATO-ს მიდგომას რუსეთისა და სხვა საფრთხეების მიმართ, მათ შორის ტერორიზმის, კიბერ და ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ. პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის სათბურის გაზების ემისიების შემცირებასა და 2050 წლისთვის ნულოვან ნუშნულამდე დაყვანაზე.
პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დაასრულა
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დასრულებულია. პოლონელმა მესაზღვრეებმა ღობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნეს. ლიეტუვა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა ღობის მშენებლობა 2022 წლის იანვარში დაიწყო. დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით. ცნობისათვის, ბელორუსის საზღვარზე დამცავ ღობეს ლიეტუვაც აშენებს. 500-კილომეტრიანი კედლის მშენებლობისთვის, რომელიც 2022 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, 152 მილიონი ევროა გამოყოფილი. ღობეზე მავთულხლართიანი ბარიერებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის დამონტაჟება იგეგმება.
Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს
Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას განაახლებს. ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს ინფორმაციას. „პირველი აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით. ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები პირველი აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში უმაღლესი ღირებულება ადამიანია, რუსეთში კი, იარაღი
უკრაინის პრეზიდნეტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში უმაღლესი ღირებულება ადამიანია, მაშინ, როდესაც რუსეთში უმაღლესი ღირებულება იარაღია. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ ვიბრძვით აგრესორის წინააღმდეგ, რომლისთვისაც უმაღლესი ღირებულება იარაღია“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი და ომის შედეგად დაშავებული ადამიანებისა და განადგურებული შენობების ფოტებს აქვეყნებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით $22.1 მილიარდია
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია: 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 942.6 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მლრდ აშშ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. ა ქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 130.6 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
კელი დეგნანი: შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად
შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ, - საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ავრცელებს. კელი დეგნანი დღევანდელ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულში ჩასვა. ყოველდღე აქ, საქართველოში და მთელ მსოფლიოში ჩვენ ვმუშაობთ მთავრობებთან და ადამიანის უფლებათა დამცველებთან, ყველასთვის თანასწორი მოპყრობის უზრუნველსაყოფად. პლურალისტური დემოკრატიის ნამდვილი ტესტი არის უმცირესობებისა თუ სხვა მხრივ საზოგადოებისგან გარიყულთა უფლებების დაცვა.შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ ყველა ადამიანს უნდა მოეპყრონ პატივისცემითა და ღირსეულად. ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან ისინი ან ვინ უყვართ მათ. პატივს მივაგებთ რა გამძლეობას ლგბტქი+ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვიან ავთენტური და თავისუფალი ცხოვრებისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს რწმენას, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კელი დეგნანმა რეგიონულ ლგბტქი+ კონფერენციაზე. ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა
უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „გასულ ღამეს, სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა წარმატებით. უკრაინულმა ძალებმა რუსული გარნიზონის წინააღმდეგ მიიტანეს იერიში, მტერმა მოახდინა მისი გარნიზონის ევაკუაცია ორი ჩქაროსნული ხომალდების საშუალებით“, - იუწყება ოპერატიული სარდლობა. „ამჟამად გველების კუნძულზე ხანძარია და აფეთქებების ხმა ისმის. სამხედრო ოპერაციის საბოლოო შედეგები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ გველების კუნძულზე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სარადარო სისტემა, საჰაერო თავდაცვის რამდენიმე სარაკეტო და იარაღის სისტემა Pantsir-S1, სხვა სამხედრო ტექნიკა და პერსონალი გაანადგურეს. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უკრაინის შეიარაღებული ძალები კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა - ოპერატიული სარდლობა უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინზე რუსული გარნიზონის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს
ლევან დავითაშვილი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც ვინარჩუნებთ
„საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების შეფასებისას მედიასთან განაცხადა. „მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 26 პროცენტიანი ზრდა გვქონდა შარშან მაისის თვეში, შესაბამისად, არამხოლოდ 2021 წლის აპრილი, რომელიც 40 პროცენტზე მეტი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა არამედ მაისის თვეც იყო განსაკუთრებით სწრაფად მზარდი. შესაბამისად, ამ პირობებში, ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მეორე წლის განმავლობაში და მიმდინარე წლის შედეგები 5 თვის ფარგლებში, სადაც გვაქვს ორნიშნა, 11 პროცენტზე მეტი ზრდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის შეფასებით, ეს მონაცემები არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, წლის პერსპექტივაშიც, მოგვიანებით გადაიხედოს. „ნახეთ, რომ ის პესიმისტური შეფასებები, რომლებიც ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, შეცვლილილია - მსოფლიო ბანკმაც გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და ვფიქრობთ, რომ ამ ტენდენციების გაანალიზების შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისშიც გრძელდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკური ზრდის მაღალი (25.8%-იანი) ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მაისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 25.3%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,930 ერთეულს გაუტოლდა, რაც 93.5 პროცენტით მეტია 2021 წლის მაისის თვის მონაცემზე. 2022 წლის მაისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის, მომსახურების და მრეწველობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. 2022 წლის მაისში მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა: ტრანსპორტის და დასაწყობების, ენერგეტიკის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების, მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და ინფორმაციის და კომუნიკაციის საქმიანობების სექტორებში. 2022 წლის მაისში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - 2022 წლის მაისში ექსპორტი გაიზარდა 54.3 პროცენტით და 524.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) 63.3 პროცენტით გაიზარდა და 391.9 მლნ. დოლარი შეადგინა. გაჯანსაღების ტენდენციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტურიზმის სექტორში, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე მაისში (პანდემიამდე 2019 წლის მაისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 96 პროცენტი იყო და 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის მაისში ფულადი გზავნილების მოცულობა 169.4 პროცენტით გაიზარდა და 505.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მხარდაჭერის ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიული მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობის და სამუშაო ადგილების ზრდაზე. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 2022 წლის მაისში 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა.
მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ
იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში უმაღლესი ღირებულება ადამიანია, რუსეთში კი, იარაღი „იმისათვის, რომ მოსკოვმა კეთილი ნება გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ. მოკლედ - მეტი იარაღი და უფრო მალე მშვიდობა ნაცისტური სიმბოლო Z-ს გარეშე,“- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.