ძებნის რეზულტატი:
მოსკოვში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი დააკავეს
პოლიციამ მოსკოვში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია იაშინი დააკავა. ის „ლუჟნიკის“ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მასტან ადვოკატი არ შეუშვეს. ცნობისათვის, ილია იაშინი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას და ომს უკრაინაში, საჯაროდ და მწვავედ აკრიტიკებს. ინფორმაცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავების შესახებ, პირველმა, წუხელ ჟურნალისტმა ირინა ბაბლოიანმა გაავრცელა. მან ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ილია იაშინთან ერთად სეირნობდა პარკში, სადაც პოლიციელები მივიდნენ და იაშინი წაიყვანეს, გაუგებარია სად. ილია იაშინის ადვოკატის, ვადიმ პროხოროვის ინფორმაციით, მოწმობის და ორდერის მიუხედავად, ის დაკავებულთან არ შეუშვეს. ადვოკატის თანახმად, ილია იაშინს სავარაუდოდ, ბრალს სდებენ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში და სასამართლოში სხდომა დღეს, 28 ივნისს გაიმართება. იაშინს 15 დღით პატიმრობა ემუქრება.
დეპუტატებმა, ისრაელის ქნესეთის დაშლა პირველი მოსმენით დაამტკიცეს
ისრაელის დეპუტატებმა, პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება კენჭისყრაში მონაწილე 53-ვე დეპუტატმა მხარი დაუჭირა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნას. კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვა ოთხშაბათს, 29 ივნისს არის დაგეგმილი. ორშაბათს, 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს.
საფრანგეთი უკრაინას ჯავშანტრანპორტიორებს გაუგზავნის
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ განაცხადა, რომ პარიზი უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორის „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გადაყვანას აპირებს. „იმისთვის, რომ სწრაფად გადავიდნენ მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ჯარებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა. საფრანგეთი გადაიყვანს ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას", - თქვა ლეკორნიუმ გაზეთ Parisien-თან ინტერვიუში, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების საკითხზე საუბრისას. მინისტრის თქმით, უკრაინამ ასევე სთხოვა საფრანგეთს შავ ზღვაში მარცვლეულის ბლოკადის გასარღვევად Exocet-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.„ახლა განიხილება ასეთი რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა“, დასძინა ლეკორნიუმ. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 16 ივნისს კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ პარიზი უკრაინას დამატებით ექვს 155 მილიმეტრიან თვითმავალ საარტილერიო სამაგრს (ACS) CAESAR-ს მიაწვდის. მანამდე პარიზმა 12 ერთეული საარტილერიო სამაგრი გადასცა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 35 250 რუსი სამხედრო მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს: 1567 ტანკი, 3704 ჯავშანტექნიკა, 778 საარტილერიო სისტემა, 243 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 102 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 636 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 14 გემი/ნავი, 2589 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეცტექნიკა და 139 ფრთოსანი რაკეტა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შალვა პაპუაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები საქმედ გადაიქცეს
„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტწლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, NATO-ს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება - მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სრულად თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან და მადრიდის სამიტიდან მკაფიო გზავნილების მოლოდინი აქვს. „საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატოს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით, თავსებადია. იცით, რომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში და ამ მხრივ, საქართველო ამტკიცებს, რომ ის, ისე, რომ არ არის ნატოს წევრი, საკუთარი ქცევით, სწორედ პასუხისმგებლობას იღებს, იმავე პასუხისმგებლობას, როგორსაც იღებენ ნატოს წევრი ქვეყნები და არის, არა მხოლოდ, უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე, მოლოდინები გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო უფრო მკაფიო გზავნილები იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატოს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და ნათელი გეგმა მოგვეცეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება.
კრემლმა ბაიდენის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში, ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცოლი და ქალიშვილი. ასევე "სტოპ ლისტში" არიან სენატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე და მეცნიერები, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა. ყველა მათგანს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსეთის მიერ სანქცირებული აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 1 048-ს მიაღწია. მანამდე, უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა რუსეთში შესვლა თავად ჯო ბაიდენს, მის ვაჟს ჰანტერს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, ასევე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს. სანქცირებულთა შორის არან მარკ ცუკერბერგი და LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და მედუზას ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს
აქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. „ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
უზბეკეთმა შესაძლოა, 2025-2026 წლებში გაზის ექსპორტი შეაჩეროს
უზბეკეთმა შესაძლოა, გაზის ექსპორტზე მთლიანად უარი თქვას. ამის შესახებ „უზტრანსგაზის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ბეჰზოტ ნარმატოვმა განაცხადა. „შესაძლოა, უახლოეს მომავალში უზბეკეთში წარმოებული მთელი გაზი დარჩეს უზბეკეთში, რადგან ქიმიური ქარხნები ფართოვდება, აუცილებელია შიდა ეკონომიკის მხარდაჭერა. დიახ, იყო ექსპორტი, მაგრამ მაინც არ გვაქვს იგივე ეკონომიკური დინამიკა. სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მაგრამ ექსპორტი სუფთა სახით - აბა, რამდენად მომგებიანია ეს ეკონომიკისთვის, როდის შეიძლება მისი დამუშავება და დამატებითი ღირებულების ჯაჭვების შექმნა?“ - განაცხადა ნარმატოვმა და დასძინა, რომ ექსპორტი შესაძლოა 2025-2026 წლებში შეჩერდეს. ამ დროისთვის უზბეკეთში წარმოებული გაზის დაახლოებით 10% ჩინეთში ექსპორტირდება.
COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
გასული ერთი კვირის (20.06.2022-26.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 404 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 57 457, „პისიარ“ ტესტით – 5 847. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 1,67%. წინა კვირის (13.06.2022-19.06.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 482 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს - მერის მრჩეველი
მერის მრჩეველი, გალინა ლიაშევსკაია Facebook-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. ლიაშევსკაიას განმარტებით, კოლიხაევი ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებალეში თანამშრომლებთან მივიდა, რა დროსაც ოკუპანტებმა დააკავეს, შეამოწმეს მისი კომპიუტერი, დოკუმენტები, შემდეგ წაიყვანეს ავტობუსით, რომელსაც Z სიმბოლო ჰქონდა. მერის მრჩეველი წერს, რომ რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა წერილი მიიღო ხერსონის ე.წ. მერისგან, რომელიც თანამშრომლობას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით ემუქრებოდა. კოლიხაევმა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა აღიარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თითქმის ერთი დღის შემდეგ აღიარა, რომ უკრაინის პოლტავას ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა სარაკეტო დარტყმის სამიზნეს წარმოადგენდა კრემენჩუკის „საგზაო მანქანების ქარხანა", სადაც რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახება. „ზეზუსტი“ დარტყმის შედეგად განადგურებულია დონბასში უკრაინის ჯარებისთვის გასაგზავნად საწყობის ტერიტორიაზე კონცენტრირებული დასავლური წარმოების საბრძოლო მასალა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. სარაკეტო დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. ნამსხვრევების გაწმენდა გრძელდება. სამშაბათის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი 18-ს შეადგენს, 36 დაკარგულად ითვლება და ათობით დაშავებულია. უკრაინის ხელისუფლება სავაჭრო ცენტრზე დარტყმას ტერორისტულ თავდასხმას და სამხედრო დანაშაულს უწოდებს. 27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დიმიტრი პესკოვი: უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება
უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. „უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“, – განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსული კომპანიები ყაზახეთში მასობრივად გადადიან
დღეისათვის ყაზახეთში რუსული ბიზნესის მონაწილეობით, 13 000-ზე მეტი საწარმოა დარეგისტრირებული. ინოფრმაცია finprom.kz-ზეა ხელმისაწვდომი. 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში ყაზახეთში მოქმედი უცხოური საწარმოების რაოდენობა 12,7%-ით გაიზარდა და 25 ათასი შეადგინა. ამავდროულად, მათი შემოდინების ზრდა დაიწყო მარტში, როდესაც სექტორის ზრდამ 3,3% შეადგინა. აპრილსა და მაისში ზრდა - 4% იყო. 2021 წელს ყაზახეთში უცხოური კომპანიების რაოდენობის ზრდის საშუალო თვიური მაჩვენებელი მხოლოდ 1,1% იყო. ამგვარად, 2022 წლის ხუთ თვეში რესპუბლიკაში უცხოური კომპანიების რაოდენობა 2,4 ათასით გაიზარდა. ამავდროულად, ყაზახეთის ბაზარზე კომპანიების ძირითადი შემოდინება ხდება რუსეთიდან. პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ უზბეკეთი (ზრდა - 205 ორგანიზაცია) და ბელორუსი (ზრდა 120 ორგანიზაცია). ექსპერტები რუსეთიდან და ბელორუსიდან კომპანიების ძირითად შემოდინებას დაწესებულ სანქციებს უკავშირებენ. მათი აზრით, გეოპოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული არსებული დინამიკის და მომავალი სიტუაციის გაურკვევლობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული კომპანიების შემოდინება ყაზახეთში გაგრძელდება.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სოფელ გომბორში სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალუდა ზვიადაური სოფელ გომბორში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაღუპულ მებრძოლის გამოსამშვიდობებელი სიტყვა წაუკითხა მწერალმა ერეკლე საღლიანმა. ცნობისთვის, ალუდა ზვიადაური, სოფელ გომბორში, მშობლიურ სახლში 26 ივნისს გადაასვენეს. ის უკრაინაში ფრონტის ხაზზე რამდენი კვირის განმავლობაში იბრძოდა. ზვიადაური სევეროდონეცკში იმ დროს დაიღუპა, როდესაც დაჭრილების გამოყვნას ცდილობდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო
ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკომისიის ინფორმაციით, სულ ევროკავშირმა დაახლოებით 110 ათასი ვაქცინა შეიძინა. „ეს ვაქცინების მიწოდების პირველი ეტაპია, დანარჩენ დოზებს ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებენ“, - აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ აღიარებს
რუსეთის სარაკეტო დარტყმა, უკრაინაში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე, არის „სამხედრო დანაშაული“. საფრანგეთი უკრაინას დახმარებას გაუწევს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიაში, G7-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. აშშ-ის სენატის კომიტეტმა, რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად გამოცხადების შესახებ რეზოლუცია მიიღო „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან ჩვენი მხარდაჭერა უკრაინასთან მიმართებით და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდება იქამდე ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. უკრაინის დახმარება გაგრძელდება უახლესი კვირები და თვეები“, - აღნიშნა მაკრონმა. ამასთან საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს“ სტატუსის კვალიფიკაციის მინიჭება, მიუღებელია. „ჩვენ არ გვჭირდება კვალიფიკაციები, იმისთვის, რომ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოვიღოთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ამ შეფასებას, წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდება, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. ცნობისათვის, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადგენს. ამ ჩამონათვალში არიან: კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და სირია.
პრემიერმა საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტის აკრძალვის განკარგულებას ხელი მოაწერა
2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება - შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა უკვე მოაწერა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 1 წლით აკრძალავს როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
კელი დეგნანი: დროა ხელისუფლებისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან - ეს არის ცალსახა გზა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს მოსახლეობა ძალიან ცალსახად გამოვიდა გარეთ 20 ივნისს და გამოკითხვიდან გამოკითხვამდე გამოხატავს თავის მხარდაჭრას ევროკავშირის წევრობასა და ევროპულ გზასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ახლა დადგა მომენტი საქართველოს მთავრობისთვის, რომ იმუშაოს ყველა მხარესთან, მათ შორის ოპოზიურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, რათა შესრულდეს პირობები და რეკომენდაციები, რომლებზეც ევროკავშირის საბჭომ მკაფიოდ განაცხადა. უფრო მკაფიოდ მე ვერ ვიტყვი. ეს არის მკაფიო გზა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის ის ნაბიჯები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, იმედია, წლის ბოლომდე საქართველოს ასევე ექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი ძალიან პირდაპირი პასუხი. საქართველო არის ევროპის ნაწილი და ევროკავშირს სურს, მიესალმოს საქართველოს ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს სჭირდება ერთგულების დემონსტრირება დემოკრატიისა და რეფორმებისადმი. ეს რეფორმები ახალი არ არის. ეს ის რეფორმებია, რომლებზეც საქართველო მუშაობდა და განიცდიდა პროგრეს. ახლა საჭიროა მეტი პროგრესი. ეს არის მომენტი მთავრობისა და საზოგადოებისთვის, გაერთიანდნენ ევროკავშირის წევრობის მიზნისთვის. ვიმედოვნებ, ამას ვნახავთ მომავალ თვეებში“,- განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები: სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის შეფასებით, „რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა ციხეში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ამის შესახებ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც PACE-ს წევრები აწერენ ხელს. განცხადების ავტორები შეშფოთებულები არიან, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა. „სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს“, - აღნიშნულია ტექსტში. „ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნავენ განცხადების ავტორები. მას ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.
თურქული კომპანია უკრაინას, უპილოტო საფრენ აპარატებს უსასყიდლოდ გადასცემს
თურქული კომპანია „ბაიკარი“ უკრაინას სამ უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს. ლიეტუვამ უკრაინისთვის გადასაცემად უპილოტო საფრენი აპარატები იყიდა „ბაიკარისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კამპანიამ, „სახალხო ბაირაქტარმა” წარმატებით შეაგროვა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად სამი უპილოტო საფრენი აპარატის, Bayraktar TV2-ის, გადასაცემად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. „კომპანია „ბაიკარი“ უფასოდ გაგზავნის სამ უპილოტო საფრენ აპარატს უკრაინულ ფრონტზე. ჩვენ ვთხოვთ, რომ სანაცვლოდ, შეგროვილი თანხა მოხმარდეს უკრაინელი ხალხის ბრძოლას “, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, თურქული კომპანიის ეს საჩუქარი $15 მილიონი ღირს.