ძებნის რეზულტატი:
თეა ახვლედიანმა კელი დეგნანს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული ხედვა გააცნო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა აშშ-ს ელჩს ინფორმაცია მიაწოდა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის მიმდინარეობაზე; მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აღნიშნული პროცესის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები, რაც შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თეა ახვლედიანი და კელი დეგნანი სტრატეგიული გადახედვის ფარგლებში, ისევე, როგორც უწყების კომპეტენციაში შემავალ სხვა აქტუალურ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაგრძელებთ კონსულტაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განახლების საკითხებზე, რაც უფრო ფართო – საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ნაწილია. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, რომელთანაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაკავშირებს, გავაცანით შერიგების პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, მის ფარგლებში შემუშავებული ხედვები, მიდგომები, პრიორიტეტები, რაც არსებულ რეალობას და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საჭიროებებს დაეფუძნება,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას კიდევ ექვს Ph2000 ჰაუბიცას მიაწვდიან
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 155 მმ-იან Panzerhaubitze 2000 (Ph2000) ჰაუბიცას მიაწვდიან. ამის შესახებ NATO-ს სამიტის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა და ნიდერლანდების კასია ოლლონგრენმა განაცხადეს, იუწყება Sky News. გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა კერძოდ, მათი თქმით, რომ გაგზავნილი 12 ჰაუბიცის გარდა, თითოეული ქვეყანა უკრაინას კიდევ 3-ს გაუგზავნის. „ჩვენ ვავლენთ მონდომებასა და ერთგულებას უკრაინასთან მიმართებით და არ დავთმობთ რუსული აგრესიის წინაშე“, - განაცხადა ოლონგრენმა. მანამდე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რომ პირველი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitze2000 უკვე ფრონტზე იყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, როგორ იყენებენ იარაღს ოკუპანტების წინააღმდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია, რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს
"აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია. რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს", - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. „ლისიჩანსკში და მის გარშემო ვითარება ახლა ძალიან რთულია. არ არის წყლის ცენტრალური მიწოდება, არ არის გაზი, არ არის დენი. საბრძოლო მოქმედება მუდმივად მიმდინარეობს. მთელი ეს რუსული ურდო მიმართულია ლისიჩანსკის შტურმისაკენ. სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურული დაწესებულებები, საავადმყოფოები, საგანგებო დახმარების ბაზები, სადაც ხალხი იკრიბება ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული შტაბები, რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს“, - განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი პესკოვი: უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება
ლიეტუვამ რუსული გაზის იმპორტი ოფიციალურად აკრძალა
ლიტუვის სეიმმა რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალვა კანონიერად უზრუნველყო. ამის შესახებ, ინფორმაცია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი ამრიგად, ლიეტუვის სეიმმა მიიღო ცვლილებები ბუნებრივი გაზის კანონში. კანონს ემატება დებულება, რომელიც არეგულირებს, რომ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის ოპერატორს არ აქვს უფლება გაანაწილოს და/ან გამოიყენოს ტერმინალის სიმძლავრე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ქვეყნებიდან და მიმწოდებელი კომპანიებიდან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამავდროულად, მოთხოვნა არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე. ცვლილებები სეიმის 123-მა წევრმა დაამტკიცა, ორმა თავი შეიკავა.
ბორის ჯონსონი: პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში გიჟური ომი არ დაიწყებოდა
"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, უკრაინაში „გიჟურ, მაჩო ომს“ არ დაიწყებდა", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განცხადა. „პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, რაც აშკარად არ არის, მაგრამ რომ ყოფილიყო, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის წამოიწყებდა შეჭრისა და ძალადობის გიჟურ, მაჩო ომს. თუ გინდათ ტოქსიკური მასკულინიზმის შესანიშნავი მაგალითი, ეს არის ის, რასაც ის აკეთებს უკრაინაში,“- აღნიშნა ჯონსონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია
მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პუტინი უფრო მეტ NATO-ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან - სტოლტენბერგი
„მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პრეზიდენტი პუტინი მიიღებს მეტ NATO-ს რუსეთის საზღვრებთან“,, - ამის შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, თურქეთისა და შვედეთის მიერ სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს ამრიგად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები პუტინისთვის ნათელი გზავნილია. „დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ალიანსის კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთა ნახვაც რუსეთის ფედერაციას არ სურს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
კელი დეგნანი: საქართველოს მთავრობას შეუძლია, სწრაფად იმოქმედოს, როდესაც მას ეს სურს
ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად განახორციელოს კანონმდებლობა, სწრაფად მიიღოს კანონები. აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა. კელი დეგნანი: დროა ხელისუფლებისთვის, იმუშაოს ყველა მხარესთან - ეს არის ცალსახა გზა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად „ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია, იმოქმედოს სწრაფად, როდესაც სურს კანონმდებლობის მიღება, ჩვენ ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ასევე, სხვადასხვა კანონის დაჩქარებული წესით მიღება, ასევე ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია, სწრაფად მოქმედება, როდესაც ეს სურს და ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების სწრაფად განხორციელება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. აშშ მზადაა და გამოხატავს სურვილს, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს ამ პროცესში. მომდევნო ექვსი თქვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დასაწყებად, დასაკარგი დრო არ არის, არის ბევრი დაინტერესებული მხარე, ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური პარტიები, ასევე, მთავრობის ზოგი წევრი, რომელიც მზადაა ამ რეკომენდაციების განხორციელება დაიწყოს, ყველას სურს საქართველოს შესახებ დადებითი ანგარიშის მოსმენა", - განაცხადა კელი დეგნანმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
კელი დეგნანი: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ
ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვას უპასუხა. ელჩის განმარტებით, აშშ მსგავს აქტივობებს აკვირდება. „ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ ვაკვირდებით ამგვარ აქტივობებს ყველგან. ჩვენ ვმუშაობთ სამთავრობო სტრუქტურებთან, საბაჟო და შემოსავლების სამსახურთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამგვარ ანგარიშებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამას სერიოზულად ეკიდება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სანქციებისთვის თავის არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას გავაგრძელებთ", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 28 ივნისს, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს. 27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.
აშშ-ის საელჩო: აშშ მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას
დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში, - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ამ თვეში ჩვენ ლგბტქი+ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები ისეთებს გიღებთ, როგორიც ხართ - ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით დგას, მათ წინააღმდეგ მიმდინარე შეუმწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის ბრძოლაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს.
„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე - რომან გოცირიძე
„ქართულ ოცნებას“ გამოეყო კიდევ უფრო ანტიდასავლური ნაწილი, იქნება თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე“,- საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნებიდან“ და საპარლამენტო თანამდებობებიდან სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლის ფაქტს გამოეხმაურა. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ „უფრო რადიკალური ნაბიჯები იქნება გადადგმული. ისინი ფარდის ამხდელები არიან. რა ფარდაც ვერ ახადა და ვერ გაბედა ღარიბაშვილმა, მის საქმეს გააკეთებენ. ყვავებს გამოეყვნენ ქორები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ესენი იქნებიან პარლამენტში ბიძინას ხმა. რასაც ფიქრობს ბიძინა გაახმოვანებს ეს ჯგუფი. საქმე ბოლოს იქამდე მივა, რომ თავად ბოლომდე ჩამოხსნიან ნიღაბს და დააჩქარებენ მის სანქცირებას“, - განაცხადა გოცირიძემ. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
თბილისსა და შიდა ქართლში ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.მ. და 1992 წელს დაბადებული ხ.კ. და 1980 წელს დაბადებული ლ.ტ. დიდი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 1993 წელს დაბადებული ლ.შ. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. 1963 წელს დაბადებული თ.გ. კი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს – 1987 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფ.ზ.-ს, იგი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დანაშაულები რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, ბრალდებულების მითითებით ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ჯამში ამოღებულია: 33 შეკვრა „კოკაინი“, 155 გრამი „მეტადონი“, 85 გრამზე მეტი „ჰეროინი“, ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 295 აბი „სუბუტექსი“, 1 040 აბი „ოქსიკოდონი“ და 690 აბი „ლირიკა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით.
იენს სტოლტენბერგი: ეს იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ჩვენი ალიანსისთვის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტი იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ალიანსისთვის. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა ის მიმართულებები, რომლებზეც NATO მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „ჩვენ ვხვდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვხედავთ ალიანსი ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ძლიერად და ერთიანად პასუხობს. ეს იქნება გარდამტეხი სამიტი, რადგან ჩვენ მივიღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც არის გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ NATO მომავალში უფრო კონკურენტუნარიან და საშიშ სამყაროში, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე და დაახლოებით მილიარდი მოქალაქე. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ ცვლილებაზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით. მზადყოფნაში მყოფი უფრო მეტი საბრძოლო ძალებით. ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უდიდესი ტრანსფორმაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც შეთანხმდება ამ სამიტზე. და მესამე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს სიტყვით მიმართავს ყველა ლიდერს. ჩვენ ასევე შევთანხმდებით უკრაინის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე. NATO და NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უკრაინას უჭერდნენ მხარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემოჭრის შემდეგ ჩვენ ყველანი გავძლიერდით. შემდეგ კი ლიდერები მიიღებენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად. ეს ეფუძნება გუშინ ფინეთს, შვედეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. და ეს კარგი შეთანხმებაა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი და ბოლოს, ჩვენ ხელახლა დავადასტურებთ და შევაფასებთ იმ უზარმაზარ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, გაზრდილია თავდაცვის ინვესტიციები მთელ ალიანსში ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე მივიღებთ ბევრ სხვა გადაწყვეტილებას, კლიმატის ცვლილების და კიბერ სფეროში. ჩვენ დავაარსებთ ახალ საინოვაციო ფონდს. მაგრამ მთლიანობაში, ეს ნამდვილად იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი, რომელიც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას და NATO-ს უნარს ადაპტირდეს, როცა სამყარო იცვლება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია, რუსები სრულად ანადგურებენ ყველაფერს „უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 1572 ტანკი, 3720 ჯავშანმანქანა, 781 საარტილერო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 103 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 640 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 142 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2598 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი პესკოვი: უკრაინელი სამხედროები თუ იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება
იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა
2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო, ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე, ევროსასამართლოში საჩივრები გაიგზავნა. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებმა, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ", გუშინ, 28 ივნისს წარადგინეს სტრასბურგში. საქმე ეხება 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ - ფაილებში აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, დაადასტურეს. საჩივრების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა. მათივე განცხადებით, საჩივრების ერთ-ერთი სადავო საკითხია 2021 წლის პირველი აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიება. მომჩივნების თქმით, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა უმოქმედოა. "შიდა ინსტანციები რაც გავიარეთ, პროკურატურის, სასამართლოს თვალსაზრისით, აღმოჩნდა არადამაკმაყოფილებელი და ცალსახად არაობიექტური. ქვეყნის არცერთი ინსტანცია ამ საქმეზე არ რეაგირებს. გაყინულია პროცესები, უცნობია, საერთოდ რას აკეთებენ", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი. ცნობისთვის, გასული წლის 12 სექტემბერს გვიან ღამით, სავარაუდოდ, სუსის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.
კარლ ჰარცელი: ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, ხელიდან არ იყოს გაშვებული
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიღებას კიდევ ერთხელ აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, ხელიდან არ იყოს გაშვებული. „რამდენიმე დღის წინ საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, ხელიდან არ იყოს გაშვებული”, - აცხადებს ელჩი. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსოდან სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს
მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. სუს-ის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებზე დანიშნულია ექსპერტიზა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, დუშეთის რაიონში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული სათავსო შენობიდან სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის სავარაუდოდ სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს“,- ნათქვამია განცხადებაში.
ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთს, შვედეთს და თურქეთს სამმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერას ულოცავს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს NATO-ს ალიანსს და კოლექტიურ უსაფრთხოებას. „ეს შესანიშნავი გზაა სამიტის დასაწყებად“, - მიიჩნევს ჯო ბაიდენი. ვულოცავ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს სამმხრივ მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც გზას უხსნის მოკავშირეებს, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ში, მადრიდის სამიტზე. როდესაც გასულ თვეს მივესალმე პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ მინისტრ ანდერსონს თეთრ სახლში, ვუთხარი მათ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მათ წევრობას. ფინეთი და შვედეთი ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნებია მაღალკვალიფიციური სამხედროებით. მათი გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. მოუთმენლად ველი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ჩვენს მოკავშირეებთან და კონგრესთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ სწრაფად მივესალმოთ მათ ჩვენს ალიანსში. როდესაც ჩვენ ვიწყებთ NATO-ს ამ ისტორიულ სამიტს მადრიდში, ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
დიმიტრიოს კერიდასი: საბერძნეთი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყოველმხრივ დაეხმაროს
საქართველოს პარლამენტის საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები საბერძნეთში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებენ. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა საბერძნეთის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრიოს კერიდასთან, სადაც საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებისა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე იმსჯელეს. დიმიტრიოს კერიდასი საქართველოს პროგრესს მიესალმა და განაცხადა, რომ საბერძნეთი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით, აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარებთან. შეხვედრას საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დავით დონდუა ესწრებოდა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან. დეპუტატები საბერძნეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 30 ივნისს დაასრულებენ.
ინდონეზიის პრეზიდენტი კიევშია
უკრაინული მედიის ცნობით, ინდონეზიის პრეზიდენტი რუსული ჯარების მიერ განადგურებულ ირპენს ეწვია. „ომით განადგურებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი Irpin Lypky ჩემ უკანაა. ირპენის მერთან, ალექსანდრე ჰრიჰოროვიჩ მარკუშინთან ერთად, მე პირადად დავინახე ომის შედეგად დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა“, - წერს ვიდოდო სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. ხუთშაბათს, ინდონეზიის პრეზიდენტი მოსკოვში გაემზგავრება, სადაც პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს. როგორც ცნობილია, ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეტნო მარსუდიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ ინდონეზიის პრეზიდენტი და G20-ის თავმჯდომარე ჯოკო ვიდოდო ივნისში ეწვევა უკრაინასა და რუსეთს. ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქში სამშვიდობო მიზნით ჩადის. „პჟემიშლის რკინიგზის სადგური, პოლონეთი, დავიწყე ეს სამშვიდობო მისია პირდაპირი მატარებლით უკრაინის დედაქალაქ კიევში“, - დაწერა ვიდოდომ Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიას არ აქვს ინფორმაცია აზოვსტალის დამცველების ბედის შესახებ - HRMMU-ს ხელმძღვანელი
გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში (HRMMU), არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას აზოვსტალის დამცველების ბედზე. ამის შესახებ HRMMU-ს ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა. მისივე თქმით, მისიის დამკვირვებლებს ჰქონდათ შეუფერხებელი წვდომა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. „მეორე მხრივ, ჩვენ არ მოგვეცა წვდომა რუსეთის შეიარაღებული ძალების და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - განაცხადა HRMMU-ს ხელმძღვანელმა. „აზოვსტალის დამცველების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ არის. ჩვენ გვაქვს იგივე ინფორმაცია, რაც მედიაშია. ვცდილობთ, დავაკვირდეთ სიტუაციას, დავუკავშირდეთ ოჯახებს და მივიღოთ სხვა ინფორმაცია, მაგრამ რეალურად არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია მათი ბედის შესახებ“, - განაცხადა მატილდა ბოგნერმა, HRMMU-ს ხელმძღვანელმა ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე დღეს. ბოგნერმა ასევე გამოხატა ღრმა შეშფოთება თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ე.წ. „უზენაესი სასამართლოს“ მიერ სამ ადამიანის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის გამო. „სამართლებრივი პროცესი, რომელიც გაიარეს ამ ადამიანებმა, არ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს ამ გარემოებებში“, - განაცხადა ბოგნერმა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუშაობს მარიუპოლის დამცველების სახლში დაბრუნებაზე. ამ პროცესს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატი ხელმძღვანელობს. 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს იცავდნენ. 16 მაისს დაიწყო ქალაქის დამცველების ევაკუაცია რუსი ოკუპანტების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ფოლადის სამუშაოებიდან. უკრაინული მედიის ცნობით, ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ, შეთანხმებების მიხედვით, ისინი გაცვლას ელოდებიან.