ძებნის რეზულტატი:
ნინო ლომჯარია: სასამართლო სისტემის „კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ ჩინჩალაძის კიდევ ერთი ვადით დანიშვნას გამოეხმაურა. მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ, მეორე ვადით აირჩიეს მისი თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემაში არსებული "კლანის" წევრები ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე უარის მიღებაში ლომის წვლილი აქვთ. ლომჯარია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ისინი პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანი პირადი ინტერესებია. „სწორედ მათი ამ ტიპის გადაწყვეტილებების და ამ ტიპის კლანური მმართველობის გამო, საქართველოს ცოტა ხნის წინ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა და ლომის წვლილი იმაში, რომ ჩვენმა ქვეყანამ ასეთი შეფასება დაიმსახურა არის სწორედ ეს ადამიანები, ეს პერსონები და მათი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ან უბრალოდ მართლაც ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პერსონალური პასუხისმგებლობა ძალიან დიდია ამ ყველაფერში, ან უბრალოდ ამ პროცესებს ძალიან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი ინტერესები და გავლენები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. ცნობისათვის, 27 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 5 წლის ვადით კვლავ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია.
ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის - კელი დეგნანი
აშშ-ის ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, ახლა საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო არ არის. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეთ სანქცირებული ტვირთის მქონდე გემის ბათუმის პორტში შესვლასა და უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით არახამიას განცხადებებზე, რომ თითქოს, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. კელი დეგნანის განმარტებით, ასეთ საკითხებზე მსჯელობა მთავრობებს შორის დიპლომატიური არხებით უნდა მიმდინარეობდეს და არა საჯაროდ. ამასთან ელჩის თქმით, საქართველოსა და უკრაინას შორის მსგავსი განცხადებების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ რუსეთს ასარგებლოებს. „გეთანხმებით, ეს ძალიან სერიზული ბრალდებებია და როგორც ადრეც განვაცხადე, ვფიქრობ, ასეთი სახის მსჯელობა, მთავრობებს შორის უნდა მიმდინარეობდეს და არა მედიის მეშვეობით, მედიისთვის საწყენად არ ვამბობ. მაგრამ ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთს უკრაინაში ომი აქვს გაჩაღებული, მთავრობებს შორის უნდა განიხილებოდეს. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ამ ბრალდებებს, რომ ბატონ არახამიას არ წამოუდგენია მტკიცებულებები. მე მოვუწოდებდი მათ, ეს საკითხები დიპლომატიური არხებით განიხილონ და შეწვიტონ საჯარო განხილვა, ვინაიდან საქართველო-უკრაინას შორის ამ საკითხებზე გაცვლა-გამოცვლით სარგებობს მხოლოდ რუსეთი. უკრაინა თითოეული ქალაქისთვის, თითუეული სიცოცხლისთვის იბრძვის და საქართველოსა და უკრაინისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ყოფნის დრო ახლა არ არის, ახლა ამ ქვეყნების გაერთიანების დროა ორივე ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩი USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდა. 27 ივნისს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტით და მისგან მიღებული ტვირთით, თუმცა აღნიშნა, რომ საბაჟო სამსახურს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია. მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტია განთავსებული, ტვირთთან ერთად ბათუმის ნავსადგურს ტოვებს. ინფორმაცია ბათუმის პორტში თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემის შესვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, დატვირთული იყო რუსული კომპანია „როსნეფტის" 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით, კვირას, „მთავარმა არხმა" გაავრცელა. ამას მოჰყვა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას კომენტარი, რომ, „აშშ-ში მათი დელეგაციის სამუშაოს ცალკე ნაწილი შეეხებოდა მოკავშირეებისთვის იმ სქემების შესახებ ინფორმირებას, რომლითაც მისი თქმით, რუსები სარგებლობენ სანქციებისგან თავის ასარიდებლად. არახამიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს იურისდიქციის გამოყენებაა. ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა.
„თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში კინოჩვენების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული
„თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული. კლუბში „ხიდი“ ქვიარ ფილმის - „სველი ქვიშა” ჩვენება მიმდინარეობს. ჩვენებას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. „პრაიდის კვირეული სამი ღონისძიებისგან შედგება. პირველი ღონისძიებაზე გაიმართება ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება სახელწოდებით “სველი ქვიშა”. მეორე ღონისძიება იქნება კონფერენცია, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები აღმოსავლეთ ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საუბარი იქნება საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე. მესამე ღონისძიება კი იქნება “პრაიდ ფესტივალი”, სადაც შეიკრიბებიან ლგბტ ადამიანები და მათი მხარდამჭერები.მოეწყობა სხვადასხვა გამოფენები, გაიმართება კონცერტი და ამ დახურული სოციალური და კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ ლგბტ თემის ღირსების კვირეულს”, - განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელია. იქვე იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. საპროტესტო აქციას „ბავშვთა უფლებათა დაცვის საზოგადოება“, „ალტ-ინფო" და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“ მართავს. „თბილისი პრაიდი” დაგეგმილი ღონისძიებების გამართვას დახურულ რეჟიმში აპირებს, თუმცა „პრაიდის” მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კვირეული გამართვის საშუალებას მათ არ მისცემენ. ცნობისთვის, თბილისი პრაიდის კვირეულის შესახებ განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშბულია, რომ 28 ივნისს პრაიდის კვირეული იხსნება.
ნატახტართან ორი მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტართან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა. შეერთებულმა შტატებმა აკრძალა რუსული ოქროს იმპორტი, სანქციების სიაში კი 70 სუბიექტი და 29 ფიზიკური პირია. სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი სანქცირების სამიზნეა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კონგლომერატი Rostec-ი და რამდენიმე ბანკი, მათ შორის მოსკოვის ბანკი, ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციაში. აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ ასევე სანქციები დაუწესდა United Aircraft Corporation-ს - რუსული MiG-ისა და Sukhoi-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების მწარმოებელს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეს მიზნად ისახავს, „შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობა, განაგრძოს საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე“. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში არიან ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და მისი ოჯახის წევრები. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია, გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ჯოზებ ბორელი
ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში წერს. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დააჩქარა ისტორია მრავალი თვალსაზრისით. მან ასევე გაამძაფრა დებატები ევროპის წესრიგსა და მის საფუძველში არსებულ პრინციპებზე. მრავალი ქვეყნისთვის, უკრაინიდან დაწყებული, ეს არის სტრატეგიული მომენტი, რათა გააკეთონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკუთარი მისწრაფებების შესახებ და მიიღონ აღიარება თავიანთი ამბიციებისთვის. უკრაინის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მთავარი პრიორიტეტი იყო. თქვენ ხედავთ მსგავს მსჯელობას მოლდოვის მთავრობის მხრიდან. და ბოლოს, ამას ხედავთ საქართველოს მთავრობის მოთხოვნაში და ათიათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც ამ კვირაში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში. ამავდროულად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა სრულიად სამართლიანად მოითხოვეს, რომ მათი გაწევრიანების პროცესი შეფასდეს მათი დამსახურებით. თითქმის 20 წლის წინ, ევროკავშირმა თესალონიკში განაცხადა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია ამიტომ, მათი მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა, რბილად რომ ვთქვათ, გასაგებია“, - აღნიშნავს ბორელი მისივე ბლოგში. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობეს ტოვებენ. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, რომ მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან?
პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. „ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დიდი შვიდეული“ ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
G7-ის ლიდერებმა მოუწოდეს ჩინეთს, მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ ნათქვამია შვიდი ჯგუფის (G7) ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელობის ერთობლივ კომუნიკეში. სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი „რადგან რუსეთი აწარმოებს თავის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის კანონიერი ბრძანება და დაემორჩილოს გაეროს შესაბამის რეზოლუციებს, შეაჩეროს სამხედრო აგრესია დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან“, - ნათქვამია კომუნიკეში. აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ ერთობლივ განცხადებაში G7-ის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რომ ომი ზამთრამდე დასრულდეს და მოუწოდა G7-ის ლიდერებს, შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე; მან ასევე მოუწოდა უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის, საზენიტო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღდმეგ შემდგომი სანქციების შემოღებისკენ. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს „ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც ეს მას დასჭირდება“, - ნათქვამია G7-ის განცხადებაში. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ უკრაინის გადასაწყვეტია დიპლომატიური გზის განსაზღვრა. „მზად ვართ, მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინის უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 27 ივნისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, ბავარიაში მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტს ვიდეოჩართვით მიმართა. „დიდი შვიდეულის“ რიგით 48-ე სამიტს გერმანია ხელმძღვანელობს. ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში მიმდინარე სამიტს გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კანადის, იტალიისა და იაპონიის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესწრებიან. სამიტის მესამე სესია უსაფრთხო პოლიტიკას ეთმობა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს
სოზარ სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს. სუბარმა განაცხადა, რომ „ზოგჯერ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ხალხს უფრო მეტი უნდა უთხრა და მმართველი გუნდის პოზიციიდან ამის თქმა არ გამოდიოდა, რადგან იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს, მეგობრებს“. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ უფრო მეტს უახლოს მომავალში იტყვის. „რთული პერიოდი დგას ჩვენს რეგიონში ზოგადად და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას. იყო ამის პირდაპირი მცდელობები, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია ჩვენ ეს საფრთხე აგვაცილოს თავიდან, ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე და მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგართ - ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, ყველაფერი განზე დაგვრჩება, ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს მეტი სიმართლე“, - განუცხადა სუბარმა „ტვპირველს“. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ
მაკრონი: რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია
საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინაში სავაჭრო ცენტრზე და პირობა დადო, რომ დასავლეთის მხარდაჭერა კიევისთვის ურყევი იქნება. მაკრონმა განაცხადა, რომ მოსკოვმა რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში, მას გამარჯვება არ შეუძლია. გერმანიაში, „დიდი შვიდეული“ სამიტის ბოლოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შვიდი წამყვანი ინდუსტრიული დემოკრატია მხარს დაუჭერს უკრაინას და შეინარჩუნებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ „სანამ საჭირო იქნება, საჭირო ინტენსივობით“. „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა გაიმარჯვოს”, - განაცხადა მაკრონმა. სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას მაკრონმა „ახალი ომის დანაშაული“ უწოდა. 27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს. არიან დაღუპულები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბულგარეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 თანამშრომელი გააძევა
ბულგარეთმა განაცხადა, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის პერსონალიდან 70 წარმომადგენელს ჯაშუშობის გამო აძევებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის განცხადებით, დიპლომატების გაძევება არ არის რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ აგრესია. „ეს არ არის აგრესიის აქტი რუსი ხალხის მიმართ. როდესაც უცხოური მთავრობები ცდილობენ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას, ჩვენ გვყავს ინსტიტუტები, რომლებიც უპასუხებენ“, - განაცხადა პეტკოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთი ამცირებს რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის რაოდენობას 48-მდე და გაძევებულ რუს დიპლომატებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა კვირას, სამ ივლისს. „კვირას ჩვენ ველოდებით სავსე თვითმფრინავს, 70-ადგილიანს, რომელიც მოსკოვში გაფრინდება“, - განაცხადა პეტკოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბულგარეთი ასევე დროებით ხურავს თავის დიპლომატიურ მისიას რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში და მოელის, რომ რუსეთი დროებით შეაჩერებს საკუთარი მისიის საქმიანობას ბულგარეთის ქალაქ რუსეში.
თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
BBC-ის ცნობით, თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტოს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდელენა ანდერსონის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოთხმხრივი შეხვედრა მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც „სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად". მემორანდუმი დასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. „დღეს მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე, შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამ კვირაში მადრიდის სამიტზე მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის მოწვევას ალიანსში. კონკრეტულ ნაბიჯებზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია. ჩვენ გავხდებით NATO-ს მოკავშირეები და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ვალდებულებას. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. ფინეთი მუდმივად სერიოზულად ეკიდებოდა ამ შეშფოთებას. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი სრულად დაიცავს NATO-ს დოკუმენტებსა და პოლიტიკას კონტრტერორიზმის შესახებ. როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, იარაღის ექსპორტისა და ექსტრადიციების საკითხებში, ბუნებრივია, ფინეთი აგრძელებს მუშაობას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი NATO-ში ფინეთის წევრობის გზაზე. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ საუბრებს NATO-ში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან აქ, მადრიდში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „მე მტკიცედ მივესალმები ამ სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერას და მტკიცედ მივესალმები კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სამივე ქვეყანამ გამოიჩინა მოლაპარაკებების დროს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისა და შვედეთისთვის, კარგია NATO-სთვის და კარგია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან. „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა. ანკარა ოფიციალურად ითხოვდა: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება
სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო. არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ დატოვებაზე: ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ აქვს. „ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ, ხუნდაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ყველაფერზე თანხმდებიან, გარდა ერთი საკითხისა, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე. სუბარი „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზს განმარტავს „ჩავთვალე ამ ეტაპზე, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრდასხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა თემაზე ვთანხმდებით, გარდა ერთისა - ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკურ ველზე, ამ რეალობაში. ამიტომ, საკითხებზე, რომლებიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომლებიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ, ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - აღნიშავს დიმიტრი ხუნდაძე. თავის მხრივ, პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შემდეგ ექნებათ მეტი საშუალება, საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ ისე, რომ ამით „ქართული ოცნება" არ დააზიანონ“. „ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ „ქართული ოცნება“. არის საკითხები, რომლებიც გაჟღერდება ხვალ, ამ საკითხებზეც გვექნება მსჯელობა, მივაწოდებთ, რომ იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ სიმართლე, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა, რომ გვქონდეს საერთო აზრი, მით უმეტეს ჩვენს ამომრჩეველთან. რიგ საკითხებში მანამდეც გვქონდა დისკომფორტი, რომ საჭიროა, მეტი ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად, არის უამრავი თემა, ამ 12 პუნქტთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან ურთიერთობები... ჩვენ გვექნება თავისუფლება, რომ საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაახმაურა. ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
გიორგი ვოლსკი სამი დეპუტატის მიერ„ქართული ოცნების“ დატოვებაზე: მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს, მაგრამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს მმართველი პარტიიდან წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა, რომ თემებზე, რაზეც ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი საუბრობენ, კიდევ მიმდინარეობს პოლემიკა. „დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების. მეგობრობა მუდმივია და არ მგონია, ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ ამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია. ჯერჯერობით, ამ საკითხზე სრული კომენტარი არ მაქვს, რა არის ისეთი საკითხები, მაგრამ მე შემიძლია, თქვენთან ერთად გავაანალიზო, რამდენად ეფექტური იყო საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შემდეგ მოგიყვეთ, რა საკითხმა გამოიწვია ჩვენ შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, ასე დავარქმევ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კიდევ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რომლებიც ასოცირების გეგმაშია გაწერილი და კონფრონტაციის იმ ხარისხმა, რომელიც შეიძლება, ამ საკითხებზე საუბარმა გამოიწვიოს, შესაძლოა, არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა იმ პროცესზე, საიდანაც ქვეყანა 2012 წლიდან ასეთი ინტენსივობით მიისწრაფის. შეგახსენებთ, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ გაახმაურა. ინფორმაციისთვის, სოზარ სუბარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარეა; დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ ყაველაშვილი კი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარე. მათ მიერ მმართველი გუნდის დატოვების შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაში" 81 დეპუტატი რჩება. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ფორმირებისთვის პარლამენტის 76 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ზელენსკი ვიდეოჩართვით შეუერთდა
ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო და მასში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის განსახილველად არის მოწვეული, იუწყება უკრაინული მედია. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შესაბამისი დღის წესრიგით წარმართვა, ქალაქ კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმამ და უკრაინის ქალაქებზე რუსეთის გაძლიერებულმა სარაკეტო თავდასხმებმა გამოიწვია. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა 27 ივნისს, 15:50 საათზე, რუსულმა ძალებმა კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრს ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმის დროს შენობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაშავდა, მათგან 25 საავადმყოფოში გადაიყვანეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. ნამსხვრევების გაწმენდა გრძელდება. სამშაბათის დილის მდგომარეობით, დაღუპულთა რიცხვი 18-ს შეადგენს, 36 დაკარგულად ითვლება და ათობით დაშავებულია. უკრაინის ხელისუფლება სავაჭრო ცენტრზე დარტყმას ტერორისტულ თავდასხმას და სამხედრო დანაშაულს უწოდებს. რუსეთმა კრემენჩუკზე სარაკეტო თავდასხმა აღიარა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო
მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. NATO-სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 1) 28 ივნისს, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები, NATO-ს გენერალური მდივნის შუამავლობით, შეთანხმდნენ შემდეგზე: 2) NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპებსა და უსაფრთხოების განუყოფლობაზე, ასევე, საერთო ღირებულებებზე. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ვაშინგტონის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ. 3) ალიანსისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ურყევი სოლიდარობა და თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 4) როგორც NATO-ს პერსპექტიული მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთს, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით, ფინეთი და შვედეთი არ დაუჭერენ მხარს YPG/PYD-ს და ორგანიზაციას, რომელსაც თურქეთში FETO ("ფეთულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია")უწოდებენ. თურქეთი ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფინეთსა და შვედეთს მათი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ და მკაცრად გმობენ ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, ფინეთი და შვედეთი ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთის წინააღმდეგ და გამოხატავენ ღრმა სოლიდარობას თურქეთისა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ. 5) ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ PKK არის აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, აღკვეთონ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი გაფართოება, ისევე ამ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირების და ქსელების ქმედებები. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ამ ტერორისტული დაჯგუფებების აქტივობის თავიდან ასაცილებლად. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ ამ ტერორისტული ორგანიზაციების მიზნებს. 6) გარდა ამისა, ფინეთი მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ბოლო ცვლილებაზე, რომლითაც ახალი აქტები შევიდა ძალაში. კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ბოლო ცვლილებები, რომლითაც ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის ფარგლები გაფართოვდა. ამავდროულად, ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებული საჯარო წაქეზება კრიმინალიზებული გახდა, როგორც ცალკეული დანაშაული. შვედეთი ადასტურებს, რომ ახალი, უფრო მკაცრი, ტერორისტული დანაშაულების შესახებ კანონი ძალაში შედის პირველ ივლისს და რომ მთავრობა ანტიტერორისტულ კანონმდებლობას გააამკაცრებს. 7) თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ შეიარაღებაზე ეროვნული ემბარგო არ არსებობს. შვედეთი ცვლის შეიარაღების ექსპორტის ეროვნულ მარეგულირებელ ჩარჩოს NATO-ს მოკავშირეებთან მიმართებით. სამომავლოდ, თავდაცვის ექსპორტი ფინეთიდან და შვედეთიდან განხორციელდება ალიანსის სოლიდარობის, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლის სულისკვეთების შესაბამისად. 8) დღეს თურქეთი, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე: • ერთობლივი, სტრუქტურირებული დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება ხელისუფლების ყველა დონეზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო სააგენტოებს შორის, გააძლიერებენ თანამშრომლობას ტერორიზმის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ, როგორც ამას ისინი გადაწყვეტენ. • ტერორიზმთან ბრძოლას ფინეთი და შვედეთი განსაზღვრავენ დებულებებისა და NATO-ს პოლიტიკის შესაბამისად და გადადგამენ ყველა საჭირო ნაბიჯს ამ მიზნით შემდგომი შიდა კანონმდებლობის გამკაცრებისთვის. • ფინეთი და შვედეთი განიხილავენ თურქეთის მოსალოდნელ დეპორტაციას ან ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის მოთხოვნას დაჩქარებული და საფუძვლიანად. მხედველობაში მიიღებენ თურქეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დაზვერვის მონაცემებს და აუცილებელი ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოების შექმნით ხელს შეუწყობენ ექსტრადიციას და უსაფრთხოების თანამშრომლობას თურქეთთან ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად. • ფინეთი და შვედეთი გამოიძიებენ და აკრძალავენ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებას და მათი გაფართოებას, მათ შორის შვილობილი ორგანიზაციების, ჯგუფების ან ქსელების, როგორც ეს აღწერილია მე-5 პუნქტში. • თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ვალდებულნი არიან, ებრძოლონ დეზინფორმაციას და არ დაუშვან მათი შიდა კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის ისეთი ქმედებებით, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ძალადობას წაახალისებს. • ფინეთი და შვედეთი უზრუნველყოფენ, რომ იარაღის ექსპორტის მარეგულირებელი ჩარჩოები მოკავშირეების წინაშე ახალი ვალდებულებების აღების საშუალებას იძლევა და ასახავს მათ, როგორც NATO-ს წევრის სტატუსს. • ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ თურქეთისა და სხვა ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების მაქსიმალურად სრულ ჩართულობას არსებულ და ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პერსპექტიული ინიციატივებში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობას PESCO-ს სამხედრო მობილობის პროექტში. 9) ამ ნაბიჯების განსახორციელებლად, თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შექმნიან მუდმივ ერთობლივ მექანიზმს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, დაზვერვის სამსახურებიდან და უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან ექსპერტების მონაწილეობით. მუდმივი ერთობლივი მექანიზმი ღია იქნება სხვებისთვისაც. 10) თურქეთი ადასტურებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მრავალწლიან მხარდაჭერას და თანახმაა, მხარი დაუჭიროს 2022 მადრიდის სამიტზე, ფინეთისა და შვედეთის NATO-ს წევრებად მოწვევას. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს
მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატოს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში, NATO-ს სამიტში მონაწილეობს.