ძებნის რეზულტატი:
პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა - ევრილ ჰეინსი
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელის ევრილ ჰეინსის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობის გეგმაზე უარს არ ამბობს. ამის შესახებ Reuters წერს. „ჩვენ ისევ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური მიზნები არ შეცვლილა. რაც იმას ნიშნავს, რომ მას უკრაინის უმეტესი ნაწილის დაპყრობა ისევ სურს“, - განაცხადა ჰეინსმა აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროსთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, ამერიკის დაზვერვამ მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთ-უკრაინის ომის განვითარების სცენარი შეიმუშავა. „ყველაზე სავარაუდოდ მიიჩნევა „ჩაძირული კონფლიქტის“ სცენარი, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მხოლოდ მცირე მოგებას მიაღწევს. სხვა სცენარებია - რუსეთის ფართომასშტაბიანი გარღვევა ან ფრონტის ხაზის წარმატებული სტაბილიზაცია უკრაინული ძალების მიერ. შესაძლო, მაგრამ უმნიშვნელო წარმატებებით ხერსონის რეგიონში და სამხრეთ უკრაინის სხვა დასახლებებში. „მოკლედ, სიტუაცია საკმაოდ რთული ჩანს“, - განაცხადა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით
ალიანსი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ს კიბერწვრთნებში ქვეყნის მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეხვედრა NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან, ევროკავშირთან, საქართველოსთან, ფინეთთან და შვედეთთან, და პირველად, NATO-ს სამიტზე, ჩვენი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა. მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ახალი პაკეტით, რათა დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და მედეგობის გაძლიერებაში, მათ შორის NATO-ს კიბერწვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფას. შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა ელემენტები, როგორიცაა თბილისში წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სხვა ელემენტები, რომლებსაც შეუძლია საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. რაც შეეხება წევრობის საკითხს, ჩვენ ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი, თუმცა რაიმე თარიღს ვერ დავასახელებთ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ახლა ჩვენ წინაშეა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქა. ჩვენ ასევე მეტს გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. გუშინ მოკავშირეებმა დაამტკიცეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის აღჭურვასა და გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან. მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა. ჩვენ დავეხმარებით მათ საკუთარი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში. NATO-ს პარტნიორობამ ევროკავშირთან უკვე მიაღწია უპრეცედენტო დონეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. პირველად, მოკავშირეები დღეს შეთანხმდნენ მავრიტანიის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტზე. ჩვენ დავეხმარებით მათ გაუმკლავდნენ უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოებას, არალეგალურ მიგრაციას და ტერორიზმს. მავრიტანიის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მხარდაჭერას გავამახვილებთ უამრავ ძირითად სფეროზე.მათ შორის სპეცოპერაციები, საზღვაო უსაფრთხოება და დაზვერვა. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
NATO: ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში
რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა რუსეთმა მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში მოკავშირეები მუშაობენ მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ბელორუსმა კი უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უმკაცრესად. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. რუსეთის შემზარავმა სისასტიკემ გამოიწვია უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და ხალხის მასობრივი, იძულებით გადაადგილება, რამაც არაპროპორციულად იმოქმედა ქალებსა და ბავშვებზე. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე. რუსეთმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო, შეუფერხებელი და მდგრადი ჰუმანიტარული წვდომა. მოკავშირეები მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ, მათ შორის კონფლიქტებთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე პასუხისმგებელნი. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა რუსეთმა ასევე მიზანმიმართულად გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რამაც გავლენა მოახდინა მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის მისი სამხედრო მოქმედებებით. მოკავშირეები მჭიდროდ მუშაობენ, რათა მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად და გლობალური სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის ტყუილებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და უარვყოფთ მის უპასუხისმგებლო რიტორიკას. რუსეთმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ამ ომში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
რუმინეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი გადაბრუნდა - მედია
ოთხშაბათს ნაშუადღევს რუმინეთის სარკინიგზო ჩიხ იასში, მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინულ მარცვლეულს გადაჰქონდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუმინულ ტელეარხ Pro TV-ზე დაყრდნობით იუწყება. რუმინეთის რკინიგზაში აცხადებენ, რომ ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 17:20 საათზე მოხდა. მატარებელი შედგებოდა 32 „უკრზალიზნიცის“ ვაგონისგან, რომელთა წონა 733 ტონაა. ავარიის შედეგად მატარებლის 11 ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა და ამობრუნდა. Pro TV-ს წყაროების ცნობით, მატარებელი რუმინეთის პორტ კონსტანცადან კრისტესტის სადგურში ბრუნდებოდა, სადაც უკრაინიდან მარცვლეული იყო დატვირთული. ავარიის წინასწარ მიზეზად რკინიგზის ცუდ მდგომარეობას ეძახდნენ, თუმცა ვაგონებთან პრობლემას არ გამორიცხავენ. რუმინეთის რკინიგზამ უარი თქვა ინფორმაციის დადასტურებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ავარიის გამო ალტერნატიული სარკინიგზო მარშრუტების ორგანიზება დაიწყო. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე დიმიტრი სენიკმა განაცხადა, რომ საზღვაო ბლოკადის პირობებში, უკრაინას ხორბლის ექსპორტისთვის ორი არხი აქვს - პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი: უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას
უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას , - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს. „უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერი. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: დამატებით გამოყოფილი £5 მილიონი, საქართველოს, საერთო უსაფრთხოების კონტექსტში, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება
NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი ერთგულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ჯო ბაიდენის შეფასებით, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. „ჩვენ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ „ერთის წინააღმდეგ თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ჩვენ ვაგზავნით უტყუარ მესიჯს, NATO არის ძლიერი, ერთიანი და ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ამ სამიტის დროს ვდგამთ, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს კოლექტიური ძალას. შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს ძალებს ევროპაში და უპასუხებს შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს, ასევე გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამ წლის დასაწყისში ჩვენ გამოვიყვანეთ 20 000 აშშ-ის დამატებითი ძალები ევროპაში, რათა გაეძლიერებინა ჩვენი ალიანსი რუსეთის აგრესიული ნაბიჯის საპასუხოდ, რამაც ევროპაში ჩვენი ჯარის რაოდენობა 100 000-მდე გაზარდა. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი განლაგების კორექტირება საფრთხის საფუძველზე, ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციით. აქ, ესპანეთში, ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა გავზარდოთ აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებლების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულნი არიან ესპანეთის როტას საზღვაო ბაზაზე. კერძოდ - ოთხიდან ექვს გამანადგურებლამდე. პოლონეთში ჩვენ ვაპირებთ, შეიქმნას აშშ-ის მეხუთე არმიის კორპუსის მუდმივი შტაბი და გავაძლიეროთ აშშ-ნატო-ს თავსებადობა მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ დამატებითი როტაციული ბრიგადა, რომელიც შედგება 3000 მებრძოლისგან და კიდევ 2000 პერსონალისგან, საბრძოლო ჯგუფში აქ ევროპაში, რომლის შტაბ-ბინა რუმინეთშია. და ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი როტაციული განლაგება ბალტიის ქვეყნებში. ჩვენ ვაპირებთ, გავაგზავნოთ ორი დამატებითი F-35 ესკადრონი დიდ ბრიტანეთში, და განვათავსოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობები გერმანიასა და იტალიაში. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ NATO მზად არის, შეხვდეს საფრთხეებს ყველა მიმართულებიდან: ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. იმ მომენტში, როდესაც პუტინმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში და თავს დაესხა წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ჩვენ ვაპირებთ ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ NATO ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ის ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.
ვიქტორ დოლიძე: ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება საქართველოსთვის კარგი მაგალითია
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია „ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში თურმე, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
უკრაინა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის შესაქმნელად მუშაობას იწყებს
ფრაქცია „ხალხის მსახურის" ხელმძღვანელმა დავით არახამიამ Virgin Galactic-ის დამფუძნებელ, ბიზნესმენ რიჩარდ ბრენსონთან ახალი Mriya თვითმფრინავის აგების საკითხი და კოსმოსურ სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. „ჩვენი An-225 Mriya არის მსოფლიო ლეგენდა და უკრაინის ერთ-ერთი სიმბოლო... ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ პროექტზე ახალი თვითმფრინავის ასაშენებლად, რომელიც ომის შემდეგ კიდევ ბევრ რეკორდს დაამყარებს“, განაცხადა არახამიამ უკრაინული მედიის ცნობით. „ბრენსონმა გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს პროექტის განხორციელებას, სასიამოვნოდ გაოგნებული იყო ჩვენი ოპტიმიზმით და იმით, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ვფიქრობთ, როგორ წავიწიოთ წინ“, - აღნიშნავს არახამია. ბრენსონი კიევის ოლქის ქალაქ ჰოსტომელს ეწვია, სადაც ანტონოვის სახელმწიფო საწარმოს აეროდრომს, მისი განახლების შესაძლებლობებს გაეცნო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს განაცხადა, რომ კიდევი კიდევ ერთი MRIYA თვითმფრინავის შექმნას გეგმავს და პროექტს მარიუპოლის თავდაცვის დროს დაღუპული პილოტების ხსოვნას მიუძღვნის. მსოფლიოში ყველაზე დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავი MRIYA 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ჰოსტომელის აეროპორტისთვის ბრძოლების დროს განადგურდა. An-225 MRIYA არის საავიაციო გიგანტი, რომელსაც ყველაზე მეტი კომერციული ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ეს არის ავიაციის ისტორიაში ყველაზე გრძელი თვითმფრინავი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს
უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. „ხარკოვის მიმართულებით მტერი აგრძელებს ადრე დაკავებული პოზიციების დაცვას. უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. ოკუპანტები უკუიქცნენ. ავიადარტყმები განხორციელდა პრუდიანკასა და ვერხნი სალტივის მახლობლად. მოწინააღმდეგე ახორციელებდა დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან ქალაქ ხარკოვის რაიონებში, პიტომნიკის, უკრაინკას, პერემოჰას, დემენტიევკას, პრუდიანკას, კორობოჩკინისა და რუბიჟნეს დასახლებებში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინა სირიასთან ურთიერთობას წყვეტს
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სირიასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც დამასკომ უკრაინის ორი სეპარატისტული რესპუბლიკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. „უკრაინასა და სირიას შორის არანაირი ურთიერთობა აღარ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მისივე განცხადებით, სირიაზე სანქციებით ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რუსეთმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული სახელმწიფოების დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა„. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნაფტალი ბენეტმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა - მედია
პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა გადაწყვიტა, მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამის შესახებ ბენეტმა პარტიის წევრებს უკვე აცნობა. იუწყება Timesofisrael-ი სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით. ისრაელში ახალი არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, პოლიტიკას დატოვებს. ისრაელში სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება 20 ივნისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს. თუ პარლამენტი კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ისრაელი საპარლამენტო არჩევნებს ბოლო 3,5 წლის განმავლობაში მეხუთედ ჩაატარებს. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, ვადამდელ არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტს საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს. ისრაელის დეპუტატებმა პარლამენტის (ქნესეთი) დათხოვნის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცეს. მანამდე, ისრაელის მთავრობა მმართველი კოალიციის ორგანიზატორმა, იდით სილმანმა დატოვა. შედეგად, კოალიციამ ქნესეთში უმრავლესობა დაკარგა. კიდევ ერთი დეპუტატის წასვლის შემდეგ კი კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდა.
ბადრი ჯაფარიძე ყვარელში მომხდარ ინციდენტზე: ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს
"ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ", - ამის შესახებ პარტია „ლელოს"ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განცხადა. მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს. „ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა იმისათვის, რომ ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები გაგვეცნო და ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხელი შეეშალა. ყველანი არიან იდენტიფიცირებულები. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეუშალეს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, 29 ივნისს, სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
"ომის დაწყებიდან დღემდე, 35 600 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: უკრაინელმა დამცველებმა დემენტიევკას დასახლების ტერიტორიაზე მტრის თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1573 ტანკი, 3726 ჯავშანმანქანა, 790 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 104 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 641 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 143 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2602 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია
გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, - ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. "გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია. მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთის თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე ომის აშკარა დანაშაულია - Amnesty International
რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", BBC-ის ცნობით, ამის შესახებ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა განაცხადა. ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსულმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა განახორციელეს. ანგარიშის თანახმად, რუსულმა ძალებმა "სავარაუდოდ განზრახ დაუმიზნეს" შენობას, რადგან იცოდნენ, რომ ეს იყო სამოქალაქო ადგილი, მათ სავარაუდოდ, გამოიყენეს ორი 500 კგ-იანი ბომბი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მოხვდნენ და ერთდროულად აფეთქდნენ. Amnesty-მ ასევე განაცხადა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა დამაჯერებელი მტკიცებულება სხვა შესაძლო „მტკიცებულების“, მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადების დასადასტურებლად, რომ თავდასხმა განხორციელდა შენობის შიგნიდან, როგორც „ცრუ დროშის" ოპერაციის ნაწილი. „რამდენიმეთვიანი გამოძიების, სატელიტური სურათების ანალიზისა და ათეულობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ დავასკვენით, რომ დაბომბვა იყო აშკარა სამხედრო დანაშაული, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ჩადენილი. ამ დაუნდობელი თავდასხმის შედეგად, ბევრი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. მათი დაღუპვა სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ რუსულ ძალებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები მიზანში ჰყავდათ ამოღებული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და ყველა სხვამ, რომელთაც ამ კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია აქვთ, ეს თავდასხმა უნდა გამოიძიონ, როგორც ომის დანაშაული. ასეთ სისასტიკეზე ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა აგნეს კალამარმა. Amnesty International-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2021 წელს საქართველოში, 9000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2020 წელს - მიზეზები
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. (2020 წელს 50 537). გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები ჭარბობს, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 37.0 პროცენტი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8 პროცენტი) და სიმსივნეები (12.8 პროცენტი). ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ასაკთან მიმართებაში, გარდაცვალების მიზეზები ძირითადი კლასების მიხედვით იცვლება. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა. 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19).
რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება 97%-ით შემცირდა
2022 წლის მაისში, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების წარმოება წლიურ ჭრილში 96,7%-ით დაეცა. ამის შესახებ რუსული მედია, „რუსსტატზე“ დაყრდნობით წერს. აპრილთან შედარებით წარმოება 81,3%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ-მაისში რუსეთში სულ 268 ათასი მსუბუქი მანქანა აწარმოებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,4%-ით ნაკლებია. ამასთან, მაისში, სატვირთო მანქანების წარმოება 39.3% - ით შემცირდა. მედიის შეფასებით, მანქანების წარმოების ვარდნა, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს და შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.
დავით ნარმანია: იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ
ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია - ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი წარმოებით სრულად არის დაკმაყოფილებული ადგილობრივი მოხმარება. "ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი გვაქვს ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი და არჩევანი კეთდება შედარებით იაფ ენერგიაზე, რათა ტარიფზე ზეწოლა არ იყოს დიდი. ჩვენ გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით უფრო იაფია. ამასთან, ტარიფის სენსიტიურობიდან გამომდინარე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიური წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს. იმ შემთხვევაში თუ გაფარდოვდება სანქცირებულთა წრე და შესაძლოა „ინტერ რაოს“ ჯგუფიდან მისი შვილობილი კომპანიები თბილისში, მაგალითად, „თელმიკო“ და სხვა მოხვდებიან სანქცირებულთა სიაში, ეს ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით შემაფერხებელი ვერ იქნება, რადგან მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მთავარი როლი და ფუნქცია არის ის, რომ დანიშნოს სპეციალური მმართველი ასეთ შემთხვევაში და შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელდეს გადახდები, ოპერაციები და ამას მომხმარებელი ვერ იგრძნობს“, - განაცხადა ნარმანიამ.
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს
ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ანკარა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დაეთანხმა. თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. „აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა ბრიფინგზე. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
კელი დეგნანი: ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოში ლგბტ საზოგადოების პრობლემებს გამოეხმაურა. ამერიკელი დიპლომატი „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობს. შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში კინოჩვენების პარალელურად, პოლიციაა მობილიზებული „ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ „თბილისი პრაიდის“ რეგიონულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის გამოწვევები და პრობლემები, რის წინაშეც დგას საქართველოში ლგბტ საზოგადოება. მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციას ადამიანების უფლებები აქვს პრიორიტეტულ რანგში, საგარეო პოლიტიკაში და მთავარი აქ გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, მას ეპყრობოდნენ ღირსებით, ჰქონდეს თავისუფალი ცხოვრება შიშის გარეშე. მათი ეს უფლება არანაირად არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არ ლახავს სხვის კულტურას ან ტრადიციას. აქ საუბარია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, რომლებიც განმტკიცებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე საქართველოს კონსტიტუციაში და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების კონვენციაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ საკითხი დგას ასე, ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსებით, თავისუფლად და მიმღებლობით“, - განაცხადა კელი დეგნანმა. „თბილსი პრაიდის“ კვირეული 28 ივნისს გაიხსნა.