ძებნის რეზულტატი:
მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა
NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „NATO არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. NATO რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად და მოკავშირეებს შორის უსაფრთხოების შესაებ კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების აუცილებელ პლატფორმად. ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მიმართა, მე-5 მუხლის ჩათვლით, ურყევია, უსაფრთხოების ამ რადიკალურად შეცვლილ გარემოში, ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და მისი ადაპტაციის დაჩქარების ეტაპს ასახავს“, - ვკითხულობთ დეკლარაციის ტექსტში. რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, დოკუმენტში ნათქვამია შემდეგი: „ჩვენ აქ მადრიდში შევხვდით NATO-ს ბევრ პარტნიორს. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან, ასევე, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც NATO-ს პრესსამსახურმა Europetime-ს მიაწოდა. მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა მადრიდში გამართული შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას", - წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში დაპატიჟა. პრემიერ-მინისტრი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს
მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება
ექსკლუზივი Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო კომპანია 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით აკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. რა არის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-მ ამ საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზას რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ET: რას ნიშნავს მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რით განსხვავდება სხვა სავაჭრო დერეფნებისგან? აღნიშნული პროექტი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. 6 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაცია მარშრუტზე - ჩინეთი-თურქეთი-ევროპა და პირიქით (ყირგიზეთის; უზბეკეთის; თურქმენეთის; აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით) საკონტეინერო ბლოკმატარებლების ოპერირებაზე შეთანხმდნენ. მათ საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პირობები შეიმუშავეს და ერთიანი გამჭოლი ტარიფები დააწესეს. ეს არის მულტიმოდალური გადაზიდვები, რადგან მარშრუტი საავტომობილო (ჩინეთიდან ყირგიზეთის სარკინიგზო სადგურამდე) და საზღვაო (კასპიის ზღვა) გადაზიდვებს მოიცავს. ET: რა როლი აქვს ამ პროექტში საქართველოს? აღნიშნული მარშრუტზე, პროექტის შექმნის დღიდან საქართველოს რკინიგზას აქვს გადაზიდვების მზარდი ტენდენცია. საქართველოს რკინიგზა არის მარშრუტის შემადგენელი მხარე და მისი როლია დაიცვას ერთობლივი პირობები/შეთანხმებები და გადაზიდვები შეუფერხებლად აწარმოოს. მეტიც, პროექტის შექმნის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია სწორედ „საქართველოს რკინიგზის“ ინიცირებით ქალაქ თბილისში გაფორმდა. ET: რა უნდა გააკეთოს უშუალოდ „საქართველოს რკინიგზამ“ სამომავლოდ,[რეფორმები, ან ცვლილებები] რომ ეს პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს? პროექტი წარმატებით მიმდინარეობს მისი დაარსების დღიდან. აღნიშნული მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო არ არის. მონაწილე მხარეების სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან, იმართება სამუშაო შეხვედრები. მხარეები არსებული მოცულობებისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, გადაზიდვის პირობების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავენ. ET: როგორია მოლოდინი, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გადაზიდვების სეგმენტის ტრაექტორია შეიცვალა. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტიდან რა სარგებელს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ და შესაბამისად სახელმწიფო? საქართველოს რკინიგზის ვარაუდით, ამ მარშრუტზე წლიურად 15 000 ტეუ (პირობითი კონტეინერი) გადაიზიდება, რაც კომპანიისთვის დაახლოებით 4,5 მლნ ლარის შემოსავალია. ამას გარდა, დამატებით შემოსავალს შავი ზღვის პორტებიც მიიღებენ. P.S ივნისიდან მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. ყირგიზეთის ეროვნული კომპანია „ყირგიზ თემირ ჟოლუს“ დირექტორის მოადგილის დასტან უსუბაკუნოვის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს შერეული ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების გავლით: „პროექტის თანახმად, ტვირთის უმეტესი ნაწილის მიწოდება საკონტეინერო მატარებლებით, სარკინიგზო გზით იგეგმება“, - აღნიშნა უსუბაკუნოვმა. საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
ზელენსკი NATO-ს სამიტზე: რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა განადგურებაც სურს. რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული. ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე სიტყვით ვიდეოჩართვის საშუალებით წარსდგა. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ, უკრაინის ადგილი უსაფრთხოების საერთო სივრცეში უნდა მოიძებნოს. ზელენსკი NATO-ს სამიტის მონაწილეებს: უკრაინამ რუსეთის არტილერიის უპირატესობა უნდა დაძლიოს, რათა თავიდან აიცილოს ომის გაჭიანურება „რუსეთი უნდა იყოს იზოლირებული. ის არ უნდა იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა განადგურებაც სურს. არ უნდა იყოს დიალოგი, რომელსაც აზრი არ აქვს, სანამ არ იქნება აღქმა, რომ ამ მოსკოვი ამ დიალოგისკენ ისწრაფვის. მან [რუსეთი] თავად უნდა ეძებოს დიალოგის გზა“, - განაცხადა ზელენსკიმ. NATO-სამიტი მადრიდში, 2022 წლის 28-30 ივნისს იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებისა და ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას უსაფრთხოების ახალ გარემოში, რომელიც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრით შეიქმნა.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია
NATO-მ მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციით დაადასტურა, რომ შვედეთს და ფინეთს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად იწვევს. NATO-ს დეკლარაციის მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აქტიურად იმუშავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მშელის შეხვედრა დღეს, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არამხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და, შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა.
NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს ლიდერებმა ალიანსის ადაპტაციის გასაგრძელებლად შორსმიმავალი გადაწყვეტილებები მიიღეს. მადრიდის სამიტზე, ოთხშაბათს (2022 წლის 29 ივნისი), პირველ სამუშაო სესიაზე მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მოკავშირეებმა ასევე დაუჭირეს მხარი ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც ემყარება გაზრდილ თავდაცვით ინვესტიციებს და საერთო დაფინანსებას, ასევე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია მოკავშირეები შეთანხმდნენ NATO-ს ინოვაციების ფონდის ამოქმედებაზე და სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად მიზნების დასახვაზე. საბოლოოდ, NATO-ს ლიდერებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსის გასაწევრიანებლად. „პრეზიდენტ პუტინის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაარღვია მშვიდობა ევროპაში და შექმნა უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ნატომ უპასუხა სიძლიერით და ერთიანობით. პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობა და გამბედაობა არის შთამაგონებელია ყველა ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია, შემოუერთდეს ჩვენს დღევანდელ შეხვედრას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინა ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას ეყრდნობა. ჩვენი გზავნილი მისადმი თანაბრად მკაფიო იყო. უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - რამდენ ხანსაც სჭირდება. მოკავშირეები გააგრძელებენ დიდ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დღეს კი ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოვლისმომცველი პაკეტის შეთანხმებით. ეს მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს და ჯავშანჟილეტებს. აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და ასობით პორტატულ (anti-drone) სისტემას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს საბრძოლო ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრიგადის დონეზე. ჩვენ გარდაქმნით NATO-ს რეაგირების ძალებს. გავზრდით მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე. დღეს ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას. ეს არის ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ახლანდელი სტრატეგია 2010 წელს იყო შეთანხმებული და ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაზეც მაშინ შევთანხმდით. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან დღევანდელ კონცეფციაში ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსეთი არის „სტრატეგიული პარტნიორი“. ამასთან, მოკავშირეები აცხადებენ, რომ ჩინეთის იძულებითი პოლიტიკა "გამოწვევას უქმნის ჩვენს ინტერესებს, უსაფრთხოებას და ღირებულებებს". კონცეფცია ასევე აყალიბებს ჩვენს ერთობლივ პოზიციას ტერორიზმთან, ასევე კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან მიმართებით“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინამ „აზოვსტალის“ 95 მცველი ტყვეობიდან გამოიხსნა
სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბმა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან ფართომასშტაბიანი გაცვლის დროს უკრაინის 144 დამცველი გაათავისუფლა. აქედან 95 აზოვსტალის მცველია, რომელთა შორის 43 უშუალოდ პოლკ „აზოვის“ მებრძოლია. „აზოვის“ პოლკის მეთაურმა განმარტა, რა პირობებით მოხდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ რას ამბობენ „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი მებრძოლები „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ ლეონიდ სლუცკი: მოსკოვი შეისწავლის მედვედჩუკის აზოვის მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) განცხადებაშია ნათქვამი. ეს უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან ტყვეთა ყველაზე დიდი რაოდენობით გაცვლაა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუშაობს მარიუპოლის დამცველების სახლში დაბრუნებაზე. ამ პროცესს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი დირექტორატი ხელმძღვანელობს. 80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები მარიუპოლს იცავდნენ. 16 მაისს დაიწყო ქალაქის დამცველების ევაკუაცია რუსი ოკუპანტების მიერ დაბლოკილი აზოვსტალის ფოლადის სამუშაოებიდან. უკრაინული მედიის ცნობით, ფოლადის ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ, შეთანხმებების მიხედვით, ისინი გაცვლას ელოდებიან.
დმიტრო კულება: NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით NATO-ს მკაფიო პოზიციას მიესალმა. NATO-მ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მხარი დაუჭირა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი „დღეს მადრიდში NATO-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით მკაფიო პოზიციებს რუსეთის მიმართ, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. თანაბრად ძლიერი და აქტიური პოზიცია უკრაინის მიმართ, ხელს შეუწყობს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვინ არის რუსეთისთვის შემდეგი - მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი?
უკრაინა NATO-ს მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთს მომავალი მსოფლიო წესრიგის კარნახი სურს. შესაბამის მასალას Reuters-ი NATO-ს სამიტზე ზელენსკის გამოსვლას უძღვნის. უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ვიდეოფორმატში მიმართა და რუსეთთან ომში კრემლის უპირატესობის დაძლევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ზელენსკიმ ამისთვის საჭირო იარაღის მიწოდების საჭიროებაზე მიუთითა. უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ბრძოლის ველზე პირველ რიგში არტილერიას ეყრდნობა. აუცილებელია რუსეთის საარტილერიო უპირატესობის გატეხვა, რათა არ მოხდეს ომის გაჭიანურება და ამ მიზნით უკრაინას გაცილებით მეტი ასეთი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია სჭირდება. „უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასეთი სისტემების მიწოდება დაარღვევს ქალაქების განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორზე რუსეთის ტაქტიკა“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი სვამს შეკითხვას - ვინ არის რუსეთისთვის შემდეგი - მოლდოვა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი? და, ამ შეკითხვას თავადვე უპასუხა: „ყველა მათგანი“. მისი თქმით, NATO ამტკიცებს ახალ 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც „უპირველეს ყოვლისა ეხება სტრატეგიას მათი საზოგადოებების, წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებას", ხოლო უკრაინა განიცდის „საკრუიზო რაკეტების იერიშის შედეგად გამოწვულ ტკივილს, კლავენ ბავშვებს და ქალებს აუპატიურებენ".
დღეს აზერბაიჯანი, ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია
„დღეს აზერბაიჯანი ევრაზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრია“, -Trend-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 29 ივნისს აშხაბადში კასპიისპირეთის ქვეყნების მეთაურების VI სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების აღმოსავლეთ-დასავლეთ და ჩრდილოეთ-სამხრეთის განვითარებაში. ჩვენ ვცდილობთ ეფექტურად გამოვიყენოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი. ეს შესაძლებელს გახდის სატრანსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას. კასპიის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ალიევმა.
ნორვეგია უკრაინას 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ბიორნ არილდ გრამის განცხადებით, ნორვეგია უკრაინას სამ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. მისი თქმით, უკრაინისთვის ეს დონაცია გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს მოითხოვს მეტ იარაღს და ეს არის ძალიან საჭირო იარაღი უკრაინისთვის, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებდით დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე“, - თქვა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში
NATO-ს ახალ, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, საქართველოს ნაწილში ხაზგასმულია, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. საქართველო დღეს NATO-ს მიერ მოღებულ ორ დოკუმენტში მოხვდა. პირველი პუნქტი საქართველოზე ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში გვხვდება. „იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით მათ, გააძლიერონ მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ ჩვენი საერთო ინტერესის წინსვლისთვის. ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში. მისივე თანახმად, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და სარგებელს, ხელს უწყობს სტაბილურობას ალიანსის საზღვრებს მიღმა, აძლიერებს ქვეყნების შიდაუსაფრთხოებას და მხარს უჭერს NATO-ს ძირითად ამოცანებს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დღეს გამოცხადებული £5 მილიონზე მეტი დამატებითი დაფინანსება საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან კიბერმხარდაჭერის მომდევნო ფაზას აღნიშნავს. ეს საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე, ევროპულ უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - წერია განცხადებაში.
ბორის ჯონსონი: ქართველი ხალხი ყოველდღე, რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს
ქართველი ხალხი ყოველდღე რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს. პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, აღნიშნული დახმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად
NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად. „ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
შარლ მიშელი: ვკისრულობთ ვალდებულებას, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი წინ წავწიოთ
გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი. ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად საბჭოს სხდომაზე განხილულ იყო არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და NATO-ს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, აღნიშნულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თემატიკა დეტალურადაა ასახული NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში NATO-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.
NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას
NATO-ს ახალ, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში დადასტურებულია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ „ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის“. „იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით მათ, გააძლიერონ მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ ჩვენი საერთო ინტერესის წინსვლისთვის. ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში. მისივე თანახმად, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და სარგებელს, ხელს უწყობს სტაბილურობას ალიანსის საზღვრებს მიღმა, აძლიერებს ქვეყნების შიდაუსაფრთხოებას და მხარს უჭერს NATO-ს ძირითად ამოცანებს. „რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაარღვია მშვიდობა და სერიოზულად შეცვალა ჩვენი უსაფრთხოების გარემო. მისმა სასტიკმა და უკანონო შეჭრამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმეორებითმა დარღვევამ და საზარელმა თავდასხმებმა და სისასტიკეებმა გამოიწვია ენით აუწერელი ტანჯვა და ნგრევა. ძლიერი, დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისთვის. მოსკოვის ქცევა ასახავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს მისი მეზობლებისა და უფრო ფართო ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინააღმდეგ.ჩვენ ასევე ვაწყდებით ტერორიზმის მუდმივ საფრთხეს, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. არსებული არასტაბილურობა, მზარდი სტრატეგიული კონკურენცია და ავტორიტარიზმის წინსვლა ალიანსის ინტერესებსა და ღირებულებებს უპირისპირდება“, - ვკითხულობთ NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციაში. მანამდე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინას შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - რამდენ ხანსაც სჭირდება. მოკავშირეები გააგრძელებენ დიდ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. დღეს კი ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის ყოვლისმომცველ პაკეტზე შეთანხმებით. ეს მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციებს, საწვავს, სამედიცინო მარაგს და ჯავშანჟილეტებს. აღჭურვილობას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ და ასობით პორტატულ (anti-drone) სისტემას. ლიდერების გზავნილი შეხვედრაზე იყო არამხოლოდ ძალიან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულება, არამედ რეალურად გამოაცხადეს იმ დამატებითი სისტემების, იარაღის, აღჭურვილობის შესახებ, რომლებსაც NATO-ს მოკავშირეები ახლა აწვდიან უკრაინას. ჩვენი ყურადღება ახლა უკრაინის მხარდაჭერისკენაა მიმართული. ეს ომი, როგორც სხვა ომების უმეტესობა გარკვეულ ეტაპზე, დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს პირობებზე შეთანხმების მიღწევა, რაც უკრაინისთვისაა მისაღები. ჩვენს ფოკუსშია უკრაინის მხარდაჭერა ბრძოლის ველზე მრავალი სხვადასხვა ტიპის ლეტალური და არალეტალური მხარდაჭერით. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ასევე ვიმეორებთ ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინის წევრობის შესახებ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი აქტიური საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. მადრიდში, 28-30 ივნისს NATO-ს სამიტი იმართება. სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ გზებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად. ოთხშაბათს, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცეს.
ბორის ჯონსონი: დამატებით გამოყოფილი £5 მილიონი, საქართველოს, საერთო უსაფრთხოების კონტექსტში, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება
ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ, - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ Twitter-ზე წერს. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს როგორც ბორის ჯონსონი აღნიშნავს, დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში. „ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მედეგობას რუსეთიდან და ნებისმიერი სხვა წყაროდან მომდინარე კიბერ-შეტევების მიმართ. დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს დაეხმარება ჩვენი საერთო უსაფრთხოების კონტექსტში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.