ძებნის რეზულტატი:
კულება: რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის გამო, უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
უკრაინამ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებებით მემორანდუმი შეიტანა, სადაც რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევის ფაქტებია წარმოდგენილი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. გაეროს დამოუკიდებელი კომისია უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა „ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ გენოციდის შესახებ კონვენცია დაარღვია. გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა, მნიშვნელოვანია ნაბიჯია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად პასუხისმგებლობა დაეკისროს“, - ნათქვამია კულებას განცხადებაში. ცნობისათვის, გაეროს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისია, რომელიც უკრაინაში დარღვევებს გამოიძიებს, პირველი მისიით კიევს 7-დან 16 ივნისს ეწვია. მარტში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უმრავლესობით დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის სამხედრო მოქმედებების დროს უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევას გმობს. მაშინ ამ ფაქტების გამოძიების მიზნით სპეციალური კომისია შეიქმნა. მაისში, რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სავარაუდო დარღვევაზე, რადამ გამოძიების დაწყებას მხარი დაუჭირა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.
პუტინის განცხადებით, სანქციები რუსეთსა და ბელორუსს გაერთიანების დაჩქარებისკენ უბიძგებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის ზეწოლა რუსეთსა და ბელორუსს აიძულებთ „დააჩქარონ გაერთიანების პროცესები“. ამის შესახებ მან რუსეთისა და ბელორუსის რეგიონების IX ფორუმის მონაწილეებს მიმართა, იტყობინება კრემლის ვებგვერდი. „უპრეცედენტო პოლიტიკური და სანქციების ზეწოლა ე.წ კოლექტიური დასავლეთის მხრიდან გვიბიძგებს, დავაჩქაროთ გაერთიანების პროცესები. ყოველივე ამის შემდეგ, ერთად უფრო ადვილია უკანონო სანქციების ზარალის მინიმუმამდე დაყვანა, უფრო ადვილია მოთხოვნადი პროდუქციის წარმოების დაუფლება, ახალი კომპეტენციების განვითარება და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოება“, - განაცხადა პუტინმა. ალექსანდრ ლუკაშენკომ, თავის მხრივ, ვიდეომიმართვაში თქვა, რომ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები „გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით“, „თუ, რა თქმა უნდა, მათ სურთ შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“. 2021 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო 28 საკავშირო პროგრამაზე შეთანხმდნენ, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთისა და ბელორუსის ინტეგრაციას. მოლაპარაკებების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ პროგრამები, სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა ზოგად მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ინფორმაციის უსაფრთხოებას, საბაჟო გადასახადებს, გადახდის სისტემების ინტეგრაციასა და მონეტარული პოლიტიკის ჰარმონიზაციას. რუსეთსა და ბელორუსს შორის მჭიდრო ინტეგრაცია 1990-იანი წლებიდან განიხილება. ამრიგად, განიხილებოდა საერთო პარლამენტის, კონსტიტუციის, ერთიანი ვალუტის შექმნა, მაგრამ ასეთი შეთანხმება ვერ მიიღეს. 2019 წელს, რუსეთის ინიციატივით, მოლაპარაკებები განახლდა.
უკრაინამ გერმანიიდან €1 მილიარდი მიიღო
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტმა გერმანიიდან €1 მილიარდი ევროს ოდენობით გრანტი მიიღო. უწყების ცნობით, საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გახსნილი სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიშის მეშვეობით გადაირიცხა. შემოსული თანხა მოხმარდება საომარი მდგომარეობის დროს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საომარი მდგომარეობის შემოღების დაწყებიდან უკრაინას ფინანსური და საბიუჯეტო სისტემის მხარდასაჭერად გერმანიიდან უკვე 1,3 მილიარდი ევრო აქვს მიღებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 24 ივნისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს. მანამდე პარასკევს, ევროკომისიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით, მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო ნორვეგია, დაახლოებით იგივე რაოდენობის დახმარებას 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დაჰპირდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაემიჯნა ელჩის კომენტარს, რომელსაც პოლონეთში უკმაყოფილება მოჰყვა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის სიტყვებისგან დისტანცირება მოახდინა. ანდრეი მელნიკმა უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, სტეპან ბანდერასთან დაკავშირებით, გერმანელ ჟურნალისტ ტილო იუნგთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რომ "ბანდერას მებრძოლების მიერ ასიათასობით ებრაელის დახოცვის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს" და ამაზე რუსული მხარე ლაპარაკობდა. "ბანდერა ებრაელებისა და პოლონელების მასობრივი მკვლელი არ ყოფილა", – თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ხოცვა-ჟლეტვაში პირადად ბანდერას მონაწილეობა არ დასტურდება. ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინაში პოლონელების სასაკლაოებთან დაკავშირებით, მელნიკმა უპასუხა, რომ პოლონელები ასევე ხოცავდნენ უკრაინელებს. "ეს იყო ომი", – თქვა მელნიკმა. მელნიკის სიტყვებმა პოლონეთში უკმაყოფილება გამოიწვია. "ასეთი მოსაზრება და სიტყვები აბსოლუტურად მიუღებელია". –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანდრეი მელნიკის მოსაზრებას გაემიჯნა და შესაბამისი განცხადება გაავრცელა. "მოსაზრება რომელიც გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანელ ჟურნალისტთან ინტერვიუში დააფიქსირა არის მისი და არ ასახავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას", – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ესაუბრა და მას მადლობა გადაუხადა. Dw ცნობით, 1930-იან წლებში სტეპან ბანდერა იყო პოლიტიკური მკვლელობების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რისთვისაც პოლონეთში გაასამართლეს და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში განთავისუფლდა. მალე უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია (OUN) გაიყო ზომიერ და რადიკალურ ფრთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბანდერა (OUN-B). ნაცისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის მომზადების დროს, ბანდერას თანამებრძოლებმა დაიწყეს თანამშრომლობა ბერლინთან ორი უკრაინული ბატალიონის: „ნახტიგალისა“ და „როლანდის“ შემადგენლობაში
ნორვეგია უკრაინის აღსადგენად და ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს
ნორვეგია უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს დაამტკიცებს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა კერძოდ, ნორვეგია გამოყოფს ერთ მილიარდ ევროს გაჭირვებულთა დასახმარებლად და უკრაინის აღდგენის ღონისძიებების მხარდასაჭერად. შტორემ განაცხადა, რომ ეს ომი საერთაშორისო სამართლისა და მისი ძირითადი პრინციპების დარღვევაა. 29 ივნისს, ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას, გაერთიანებული სამეფოს დახმარებით მიაწოდოს სამი M270 მრავალჯერადი სარაკეტო სადგური და 5000 155 მმ ჭურვი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
ევროკომისიამ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური ტრანშის გამოყოფის შესახებ გამოაცხადა
ევროკომისია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას სთავაზობს. მაკროფინანსური ტრანშის პირველი ნაწილი მაისში გაიცემა. დღევანდელი წინადადება არის ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილი, დაეხმაროს უკრაინას დაუყოვნებლივი საჭიროებების გადაჭრაში რუსეთის მხრიდან არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის პირობებში. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება €9 მილიარდიანი პაკეტის ნაწილია. „ასეთი ძლიერი მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინას! იმედი მაქვს შემდგომი ურყევი დახმარებისთვის!“, - აღნიშნავს დენის შმიგალი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
თურქეთი თურქმენეთთან სავაჭრო ბრუნვის $10 მილიარდამდე გაზრდას გეგმავს
თურქმენეთში თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები გაფორმდა. ვიცე-პრეზიდენტი ოქტაი და თანმხლები დელეგაცია თურქმენეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ბატირ ატდაევს თურქმენეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვდნენ. შეხვედრაზე ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და განათლების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს კი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ადგილობრივი პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში, ოქტაიმ განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობა აქამდე კარგი იყო, მაგრამ ამიერიდან ის კვლავაც გაგრძელდება. ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკურ, სავაჭრო, სატრანსპორტო, კულტურულ და სოციალურ სფეროებში კიდევ უფრო გაიზრდება“. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელი მოაწერეს 72 პუნქტიან შეთანხმებას სხვადასხვა მიმართულებით: „ეს არის საგზაო რუკა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ ჩვენი მიზანი და $5 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა $10 მილიარდის მოცულობამდე გავზარდოთ“, - განაცხადა ოქტაიმ.
უკრაინელების 90% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 73% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების დაახლოებით 90% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 73% მხარს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. კვლევის თანახმად, დასავლეთ უკრაინაში გამოკითხულთა 94%-ს, ცენტრალურ და ჩრდილოეთში 93%-ს და ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში 84%-ს სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ამავდროულად, დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლების 82%, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში - 79%, აღმოსავლეთში - 59%, სამხრეთში - 65% ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. კვლევა 2-11 მაისს ჩატარდა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მიღებულია NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.
თურქეთმა „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ მაუწყებლობა დაუბლოკა
აშშ-ის რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ და გერმანიის „დოიჩე ველეს“ თურქულენოვანი სამსახურების მაუწყებლობაზე თურქეთის მედიის კონტროლის ორგანომ, წვდომა შეაჩერა. რასაც მოჰყვა ბრალდება, რომ თურქეთში მედიას ცენზურას უწესებენ. თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უზენაესმა საბჭომ აამოქმედა თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც უცხოურ მედიას, რომელიც თურქულ ენაზე მაუწყებლობს ინტერნეტით, ავალდებულებს, განაცხადი შეიტანოს მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად. 30 ივნისს, გვიან საღამოს, სასამართლომ ანკარაში გადაწყვეტილება მიიღო, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფ „ამერიკის ხმას“ და „დოიჩე ველეს“ შეეზღუდოთ წვდომა ვებსაიტებზე. თავის განცხადებაში, „დოიჩე ველე“ იტყობინება, რომ მას არ შეუსრულებია ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნა, რადგან ეს „თურქეთის მთავრობას ნებას მისცემდა, სარედაქციო შინაარსისთვის ცენზურა დაეწესებინა“. გენერალურმა დირექტორმა პეტერ ლიმბურგმა თქვა, რომ ამის შესახებ დაწვრილებით აუხსნეს თურქეთის რადიო და ტელევიზიის საბჭოს. საბჭოს წევრმა, ილჰან თასქიმ, რომელიც თურქეთის მთავარ ოპოზიციურ, რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში ირიცხება, განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია ორი უცხოური მაუწყებლის ბლოკირებისა. საბჭოში უმრავლესობა აქვთ თურქეთის მმართველ პარტიის წარმომადგენლებს და მის ნაციონალისტ მოკავშირეებს. საბჭო ხშირად აჯარიმებს კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს. თურქეთის ჟურნალისტთა კავშირმა გადაწყვეტილებას ცენზურა უწოდა. „შეწყვიტეთ მცდელობები, აკრძალოთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ, ეს საზოგადოება თავისუფლებას ითხოვს“, - დაწერა მან ტვიტერით. თებერვალში გამოცხადდა, რომ საბჭომ გამოავლინა სამი საიტი, რომლებსაც არ ჰქონდათ ლიცენზიები. მათ შორის Euronews-ი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ მაუწყებლობს პირდაპირ თურქულ ენაზე, არ ავრცელებს ვიზუალურ ბიულეტენებს და ამიტომ მას არ ეხება ლიცენზიის მოთხოვნა. თებერვალში „ამერიკის ხმა“ აღნიშნავდა, რომ მაშინ, როცა მაუწყებლობის ლიცენზირება ნორმაა, რადგან ეთერი შეზღუდული რესურსია, ინტერნეტს არ აქვს შეზღუდული გამტარობა. „ინტერნეტში გავრცელებისთვის ლიცენზირების მოთხოვნის ერთადერთი შესაძლო მიზანი არის ცენზურის აღსრულება“, - ნათქვამია „ამერიკის ხმის“ განცხადებაში. რაც შეეხება მაუწყებლობას, „მთავრობებს აღიარებული პასუხისმგებლობა აკისრიათ სპექტრის რეგულირებაზე, რათა უზრუნველყონ მისი გამოყენება ფართო საზოგადოების ინტერესებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. თბერვალში, როდესაც ლიცენზირების რეგულაცია გამოქვეყნდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტვიტერში დაწერა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საბჭოს გადაწყვეტილებით, გააფართოოს მთავრობის კონტროლი თავისუფალ მედიაზე. საპასუხოდ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თანჩუ ბილგიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა თურქეთის სახელმწიფო ინგლისურენოვანი მაუწყებლის, TRT World-ის რეგისტრაცია „უცხოურ აგენტად“ კანონის მიხედვით, რომელიც განკუთვნილია უცხოური მთავრობებისთვის მომუშავე ლობისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმებისთვის. 2021 წელს, Freedom House-ის ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით, თურქეთი შეფასდა "არათავისუფალ" ქვეყნად, სადაც დაბლოკილია ასობით ათასი დომენი და ვებმისამართი. ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, თურქეთს 180 ქვეყნიდან 149-ე ადგილი მიაკუთვნა პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში და თქვა, რომ „ყველა შესაძლო საშუალება გამოიყენება კრიტიკის დასაძლევად“, მათ შორის ჟურნალისტებისთვის პრესბარათების ჩამორთმევა, ინტერნეტცენზურა, სასამართლო პროცესები და დაპატიმრებები.
ქუთაისში მკვლელობა მოხდა
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ
1-ელ ივლისს ვენაში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის სერდარ კილიჩისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მხარეები, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ და ამ კუთხით საჭირო პროცედურების დაჩქარებას გეგმავენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ტვირთების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და დაადასტურეს მათი განზრახვა გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ევროპაში 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა
ევროპაში, 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა, $1 600-ს გადააჭარბა, აღნიშნულს ლონდონის ბირჟის მონაცემები ადასტურებს. ნიდერლანდებში, აგვისტოს ფიუჩერსის ფასმა 1 000 კუბურ მეტრზე $1 606,5 შეადგინა. ჯამში, ვაჭრობის დაწყებიდან 1 000 კუბური მეტრი გაზის ფასი 6,5%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე კვირაა რუსეთმა გაზის მიწოდება შეუმცირა იტალიას, გერმანიას, საფრანგეთსა და ავსტრიას. მოსკოვმა თქვა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ბალტიის ზღვის ქვეშ გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენის სიმძლავრე უნდა შეეზღუდა, მაგრამ გერმანიამ მიწოდების შემცირებას უწოდა "პოლიტიკურად მოტივირებული" და განაცხადა, რომ „გაზპრომის“ ქმედება მიზნად ისახავს ფასების გაზრდას. რუსეთიდან გაზის მოცულობის შემცირება დაემთხვა აშშ-ში LNG-ის ძირითადი ქარხნის გაჩერებას, რომელიც ევროპისთვის მიწოდების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. უახლოეს თვეებში ატლანტის ოკეანეში ნაკლები საწვავი შემოვა, რაც კიდევ უფრო იმოქმედებს კრიზისზე. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd.-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, ოდესის საპატიო მოქალაქე გახდა. დაჯილდოებულია გრიგორი მარაზლის I, II, III ხარისხის სამკერდე ნიშნით. ამის შესახებ RBC-Ukraine ოდესის მერის გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბრიტანეთის, მისი პრემიერ-მინისტრის დახმარებას. ამიტომ, მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომ ბორის ჯონსონს გრიგორი მარაზლის სახელობის I, II, III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნები მიენიჭა", - განაცხადა ტრუხანოვმა. ამრიგად, ჯონსონი ავტომატურად იღებს ოდესის საპატიო მოქალაქის ტიტულს. მერის თქმით, უკრაინის მთავარი მოკავშირე და მეგობარი დიდი ბრიტანეთია.
წალენჯიხაში პოლიციელის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, წალენჯიხაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ ყოფით ნიადაგზე, მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტს საჰაერო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება. "რუსებმა ქალაქს ქვემეხებიდან ესროლეს, შედეგ კი საჰაერო დარტყმა მიიტანეს. დაჭრილებს შორის არის 11 წლის ბავშვი", - აცხადებს კირილენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შსს-მ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 პირი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს. შსს-ს ცნობით, 26-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე მამა-შვილი – გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.
ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა
ირანის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციიას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს რიცხვები შეიძლება გაიზარდოს. 5.7 და 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ქალაქ ხამირიდან 61 კილომეტრში დაფიქსირდა.
იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობა დაიწყო
პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი განხილვა უწყებათაშორის ფორმატში იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა. პროცესის ფარგლებში მოხდება სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაცია; გადაისინჯება როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. შედეგად, მოხდება სრულიად ახალი პატიმრობის კოდექსის პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო რეფორმის პირველ ეტაპზე სამინისტრომ განახორციელა დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კრიტიკული ანალიზი და ცვლილებების საკუთარი ხედვა წარმოადგინა. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს − კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს – აგრეთვე, მომდევნო ფაზაში, აკადემიურ წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო მისიებს სამინისტრო შესაბამის სამართალშემოქმედებით პროცესში აქტიურ მონაწილეობას სთავაზობს. განსაზღვრულ ვადებში მოხდება მოსაზრებებისა და წინადადებების გაცვლა, ინტენსიურ რეჟიმში გაიმართება სამუშაო შეხვედრები. სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედების განვითარება და პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნის რეალიზებისთვის უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები − დაფუძნდა სამართლებრივი სამეცნიერო ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის მეორე ნომერი უკვე მზადაა გამოსაცემად; იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“); არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი ჩართულობისათვის გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებით, რომლის ფარგლებში, ჯამში, 14 პროექტი დაფინანსდა; უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, შესაბამისი მემორანდუმები უკვე არაერთ უნივერსიტეტთან გაფორმდა. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილე და სხვა მოწვეული სტუმრები.
რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა. რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს „ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის“,- განაცხადა ვადიმ ლიახმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.