ძებნის რეზულტატი:

პენტაგონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ახალ შესაძლებლობებს განიხილავს

პენტაგონი ამერიკელი იარაღის მწარმოებლების 1000-ზე მეტი წინადადებიდან ირჩევს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების ყველაზე ეფექტიან საშუალებებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. უ რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი წინადადებები ეხება ძირითად სფეროებს მათ შორის საჰაერო თავდაცვის, ჯავშანტექნიკის, პერსონალის საწინააღმდეგო, სანაპირო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო, უპილოტო საჰაერო სისტემებს, კონტრ ბატარეას და უსაფრთხო კომუნიკაციებს, რომლებიც უკრაინამ მთავარ სამხედრო საჭიროებებად დაასახელა. „აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ახლა განიხილავს 1300 წინადადებას 800 კომპანიისგან, ახალი ინოვაციური იარაღისა და კომერციული შესაძლებლობების შესახებ, რომელთა განვითარება და წარმოება შესაძლებელია უკრაინისთვის, რათა კიევმა ის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს“, - წერს CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. 30 ივნისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მალე გამოაცხადებს კიდევ 800 მილიონიაან ახალ დახმარებას, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და შეტევით იარაღს. უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) 23 ივნისს მიიღო.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე. „ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი. ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ლისიჩანსკის მიმართულებით მტერი ქვემეხებიდან და არტილერიიდან ბომბავს ჩვენს პოზიციებს

დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარები კონცენტრირებული არიან ლისიჩანსკის ტერიტორიაზე უკრაინული ძალების ალყაში მოქცევაზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. რუსულმა ძალებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს, დაიღუპა - 17 ადამიანი, დაშავდა - 30 „ლისიჩანსკის მიმართულებით მტერი ქვემეხებიდან და არტილერიიდან ბომბავს ჩვენს პოზიციებს სივერსკის, ბელოგოროვსკის, ლისიჩანსკის და ვოლჩოიაროვკას დასახლებების ტერიტორიებზე. ისინი ცდილობენ კონტროლის დაწესებას ბახმუტ-ლისიჩანსკის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მაგრამ უშედეგოდ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ემანუელ მაკრონი: უკრაინის ბრძოლა NATO-ს ბრძოლაა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ შეჩერდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მადრიდში, NATO-ს სამიტის შემდეგ განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მალე მიიღებს დამატებით თანამედროვე ჰაუბიცებს, ასევე, სხვა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. „უკრაინის ბრძოლა ევროკავშირისა და NATO-ს ბრძოლაა", - აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი თანამდებობას დროებით დაიკავებს, მანამდე სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება. თავად ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. ბოლო ოთხ წელიწადში რიგით მეოთხე ვადამდელი არჩევნები ისრაელში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოქმედი კოალიციური მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ხელმძღვანელობდა, დაიშალა. ცნობისთვის, ისრაელში  პირველ ნოემბერს ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამავე თემაზე ისრაელის პარლამენტი დაიშალა, პრემიერ-მინისტრის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს  

უკრაინიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ინდონეზიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდეტს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადასცა. ვიდოდოს თქმით, მის ქვეყანას სურს, რომ ომი მალე დასრულდეს და მას სურს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას ხელი შეუწყოს. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ვიდოდო მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. „მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, მაინც მნიშვნელოვანია ღია დიალოგისკენ სწრაფვა. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აღადგინონ თანამშრომლობის სულისკვეთება“, - განაცხაად ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ინდონეზიის პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა წერია პუტინისთვის გადაცემულ გზავნილში, მაგრამ დაამატა, რომ მან გამოთქვა „მზაობა“, დაეხმაროს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა

ჩინეთი NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. ახალი სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი ფაქტებს უგულვებელყოფს. მისივე თქმით, რომ „კონცეფციის შინაარსი ხელს უწყობს კონფლიქტს და სავსეა ცივი ომის აზროვნებითა და იდეოლოგიური ცრურწმენებით".  მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის გადაწყვეტილებების შეჯამებისას განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. „ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მიიღებენ მონაწილეობას. სესიის ფარგლებში დებატები პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, გარემოსდაცვის, მეცნიერების, ტექნოლოგიების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ გაიმართება. ასამბლეის წევრები, ასევე, უკრაინასა და მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე და ეუთოს სივრცეში არსებულ უსაფრთხოების სხვა გამოწვევებზე იმსჯელებენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები, პლენარულ და კომიტეტების სხდომებში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია მიმდინარე წლის 2-6 ივლისს ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულმა ძალებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს, დაიღუპა - 17 ადამიანი, დაშავდა - 30 „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1577 ტანკი, 3736 ჯავშანმანქანა, 796 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 186 ვერტმფრენი, 645 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2610 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა. თურქული გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.  შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. ამ დროისათვის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. სტიქიის ადგილას კი მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.  

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობის დატოვებაზე: დანიშვნის პირველივე დღიდან ხორციელდებოდა პოლიტიკური ზეწოლა

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია გადადგა. ამის შესახებ განცხადებას კატუკია Facebook-ის საკუთარ ავრცელებენ. გამოქვეყნებულ განცხადებაში კატუკია აღნიშნავს, რომ დანიშვნის პირველივე დღიდან მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა “ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო,დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1-ელ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს 1-ელ ივლისს.მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით.ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა მხოლოდ და მხოლოდ დიდ პასუხისგებლობას უკავშირდებოდა. დაკისრებული მანდატის შესრულების განმავლობაში ჩემს მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ინტერესების მაქსიმალური დაცვა, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, და საფრანგეთსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება.გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა.იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 25 წელიწადი გავატარე საფრანგეთში და ვფლობ საფრანგეთის მოქალაქეობას, თანამდებობაზე დათანხმებისას არ მიფიქრია, რომ საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდებოდა საზღვარგარეთ ჩემი განვლილი პროფესიული გზა და ჩემი პოლიტიკური მიუკერძოებლობა.პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია.ღრმად მჯერა, ზემოთაღნიშნული ქმედებები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, არ ასახავს ქართული საზოგადოების რეალობას. ჩვენი საზოგადოების მისწრაფებები ეფუძნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ღირებულებებს - იმ ფასეულებებს, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ფუნდამენტური და განუყოფელია, და რომლებიც გვაკისრებენ ერთიანობისა და პასუხისმგებლობის ვალდებულებას.აღნიშნულ მდგომარეობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია დაკისრებული მისიის შესრულებაში, რა თქმა უნდა, დიდი პირადი ძალისხმევის ფასად და COVID19-ის პანდემიის გამო საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვის პირობებში. ჩემი მანდატის მანილზე მტკიცედ ვაგრძელებდი საფრანგეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას. აღნიშნული მისია განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა და ატარებს იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი,” - ნათქვამია ყოფილი ელჩის განცხადებაში. თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.  

ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო

ივნისში, ისტორიაში პირველად, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, ევროკავშირში გაზის მიწოდებით გაუსწრო. ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ზამთარში საცავის შევსების დრო გვქონდეს, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება გაზის მოხმარების შემცირება. ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო „რუსეთის ბოლოდროინდელი მკვეთრი შემცირება ბუნებრივი აირის ნაკადში ევროკავშირში ნიშნავს, რომ ეს არის ისტორიაში პირველი თვე, როდესაც ევროკავშირმა აშშ-დან LNG-ით უფრო მეტი გაზი შემოიტანა, ვიდრე რუსეთიდან მილსადენით",- ამის შესახებ Twitter-ზე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა დაწერა.  საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ივნისში აშშ-დან ევროკავშირში იმპორტირებული LNG-ის მოცულობა თითქმის 4.5 მილიარდი კუბური მეტრს აღწევს, რაც  რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობაზე რამდენიმე მილიონით მეტია.  

სეს-მა თბილისში 600 კილოგრამამდე ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სეს-ის ცნობით, სამ ობიექტს კრიტიკული შეუსაბმობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი. კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან: შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 - ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ი/მ - ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი; შპს კობა, ს/კ 435434558 - ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.  

დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“დაწერა. უკრაინა რუსებისთვის სავიზო რეჟიმს შემოიღებს „მიერიდან რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, წინასწარ დაასაბუთოს უკრაინაში გამგზავრების მიზანი. თუმცა, მინდა, გავაფრთხილო რუსეთის მოქალაქეები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზას მიიღებთ, ნუ მოდუნდებით. ეს არ უზრუნველყოფს უკრაინაში დაუბრკოლებლივ შესვლას, რადგან ვიზის მფლობელები უნდა პასუხობდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებსაც. მესაზღვრეები მათ აუცილებლად შეამოწმებენ. დასაბუთებული საფუძველის არსებობის შემთხვევაში კი, ვიზა ადგილზევე გაუქმდება“, – წერს დეინეკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში

კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ზმეინის კუნძული სტრატეგიული წერტილია და ის მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ის ჯერ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, ჯერ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მათ განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან და ჩვენი ციდან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ოპერატიული სარდლობის მიერ, 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინული ექსპორტი „ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყაროა, უკრაინას კი, ძალიან საჭირო შემოსავლებს მოუტანს“. „ასე რომ, ჩვენ ორივე ვსარგებლობთ”, - განაცხადა ლაიენმა. ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას ბლოკისთვის, რომელიც მხარს უჭერს კიევს მოსკოვის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის იტალია და გერმანია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, თუმცა ალტერნატივებს ეძებენ. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.

ავსტრალიამ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, სანქციები რუსეთის 16 მოქალაქეს დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნათესავები, ოფიციალური პირები და ბიზნესმენები, ასევე ალინა კაბაევა, რომელიც პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ინფორმაცია ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ავსტრალიამ რუს სენატორებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა ავსტრალიამ რუსეთში ალუმინის და ალუმინის მადნების, მათ შორის ბოქსიტის ექსპორტი აკრძალა CNN: ავსტრალია რუსეთსა და ბელორუსში დამზადებული პროდუქციის იმპორტზე 35%-იან დამატებით ტარიფს აწესებს სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი, მშენებლობისა და საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი ირეკ ფაიზულინი, ბავშვთა უფლებების კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა, NPF "გაზფონდის" პრეზიდენტი იური შამალოვი, „სოგაზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი მიხაილ კლიშინი, სს "როსგეოლოგიის" გამგეობის თავმჯდომარე სერგეი გორკოვი, კიევის პლოშჩადის კომპანიის თანადამფუძნებელი რიკ ნისანოვი, AFK "სისტემას" ყოფილი პრეზიდენტი ევგენი ნოვიცკი, გრიგორი ბერეზკინი, ESN კომპანიების ჯგუფის მფლობელი, კომპანიების ჯგუფის "მერკური" პრეზიდენტი იგორ კესაევი, ბიზნესმენები ალექსანდრე პლეხოვი და იგორ პუტინი, Sogaz-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ პუტინი, რომან პუტინი.  ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა ავსტრალიამ რუსეთსა და ბელორუსს ახალი სანქციები დაუწესა შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას და ამ პირებს ქვეყანაში შესვლაც ეკრძალებათ. მანამდე ავსტრალიამ აუკრძალა ქვეყანაში შესვლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და სხვებს.  

გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისს დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ უკრაინის პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთობლივ დოკუმეტზე ხელმოწერას იგივე მნიშვნელობას აქვს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერას. ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 63%-ით არის შესრულებული, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ათობით მნიშვნელოვანი კანონის მიღება. „ჩვენი გაწევრიანების გზა ათწლეულები არ უნდა გაგრძელდეს.  ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გავხდებით ევროკავშირის წევრები. ჩვენ სრულყოფილად უნდა შევასრულოთ ჩვენი წილი ვალდებულებები, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, გააკეთონ იგივე სწრაფად, მიიღონ ჩვენთვის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ერთობლივ განცხადებას ასევე მოაწერეს ხელი უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

კანადა უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა მუშაობს ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორით უზრუნველყოფს. ეს არის NATO-ს მცდელობის ნაწილი უკრაინის ხელახალი შეიარაღებისა და მისი სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის. „მოხარულები ვართ, რომ უკრაინას დავეხმარებით და ვაპირებთ, მივაწოდოთ ის, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა ტრუდომ NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ.