ძებნის რეზულტატი:

ირანი მზადაა, სირია-თურქეთს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად პოლიტიკური გადაწყვეტის გზები მოიძიოს

ირანი მუშაობს პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რათა თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა შემცირდეს. ამ მიზნით, სირიაში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი. „ჩვენ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაცია არ განხორციელდეს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა და დაამატა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ასევე ისაუბრა თურქეთის ოფიციალურ პირებთან. „მზად ვართ დაგეხმაროთ ამ კუთხით“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ალ-მოქდადმა განაცხადა, რომ დამასკო მიესალმა ირანის ძალისხმევას. ანკარამ პირობა დადო, რომ ახალ შეტევას განახორციელებს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიებზე, რათა „განდევნოს ქურთების მეთაურობით მებრძოლები, რომლებსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს“. თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 2016 წელს დაიწყო, რასაც დამასკო მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.

კიევის რეგიონში 346 ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს

კიევის რეგიონში ექსპერტებმა 346 ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს. ამის შესახებ კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა. როგორც ცნობილია, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინაში განეიტრალდა 152 328 ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის, 1997 საჰაერო ბომბი. „გასული დღის განმავლობაში, 86,32 ჰექტარი ტერიტორია გამოიკვლია. შემოწმდა ოთხი ობიექტი, განეიტრალდა 346 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ნიკოლოზ სამხარაძე: მჯერა, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ  პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. „რუსეთს სურს, შავი ზღვა გარდაქმნას შიდა წყლებად, სადაც მას ექნება მოქმედების სრული თავისუფლება. ეს გარემოება კი, თავისთავად, შეამცირებს სატრანზიტო პროექტების და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს და გაზრდის რუსეთის წვდომას რეგიონში არსებულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ დერეფნებზე, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, პარტნიორებმა ევროპასა და აშშ-ში კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავიანთი წარმომადგენლობა რეგიონში და გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის ოკუპაციას შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და უკრაინაში. „მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ არის - რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რუსეთის ექსპანსიონიზმის და მისგან მომდინარე სხვა შესაძლო საფრთხეების შესაკავებლად იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მჯერა, რომ NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება იქნება საუკეთესო საშუალება რუსეთის ექსპანსიონიზმის შესაკავებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

მეუფე შიო: დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარჩევა, რა არის მთავარი და რა - არა. დღეს კაცობრიობის მთავარი სენი არის უკმაყოფილება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მესამე კვირას, ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარჩევა, რა არის მთავარი და რა არა. მეუფე შიომ აბიტურიენტები დალოცა. მისი თქმით, დღეს კაცობრიობის მთავარი სენი არის უკმაყოფილება. „უფალი ბრძანებს, რომ „ნუ ზრუნავთ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ, რით შევიმოსოთ, ვინაიდან ამ ყველაფერს წარმართები ეძებენ. ხოლო თქვენ პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და ეს ყველაფერი თქვენ მოგეცემათ“. ამ სიტყვებით უფალი იესო ქრისტე სულაც არ ამბობს, რომ საერთოდ არ ეძიოს ადამიანმა მატერიალური სარჩო - რა ჭამოს, რა სვას, როგორ არჩინოს ოჯახი, არ გაისარჯოს ამისთვის და არ იშრომოს, ამას არ ამბობს უფალი; რამეთუ თავად უფალი ბრძანებს წმინდა წერილში: „ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“. ასევე, წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“. ამიტომ ამ შემთხვევაში უფალი ამბობს სიტყვას „პირველად“, იგი ამბობს „ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა“, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოგეცემათ თქვენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ პირიქით გვაქვს ცხოვრების წესი, რომ, უპირველესად, ვეძიებთ, როგორ წარვემატოთ მატერიალურ, მიწიერ ცხოვრებაში, ხოლო უკვე ამის შემდეგ ვეძიებთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა. და სწორედ ეს არის მიზეზი, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ბევრი არაფერი დიდებული და აღსანიშნავი ჩვენ სულიერ ცხოვრებაში არ გვაქვს, ნამდვილი ქრისტიანობა გვაკლია, იმიტომ რომ, როდესაც ადამიანი ეძიებს მხოლოდ მატერიალურ, ამქვეყნიურ კეთილდღეობას, აი, ამ ცათა სასუფევლისა და ღვთის სიმართლის ძიების გარეშე, მაშინ მას ეს მატერიალურიც არ ერგება. ხალხში არის ასეთი გამოთქმა, რომ ყელში ამოსდისო. აი, რაღაც მსგავსი ხდება. გახსოვთ, ასევე მაცხოვარი ამბობს სახარებაში, რომ „დარჩება სახლი თქვენი ოხრად“, არ ერგება ადამიანს; ხოლო თუ ამ მატერიალურს - რა ჭამოს, რა სვას, რით შეიმოსოს და ა.შ. - ადამიანი ეძიებს ცათა სასუფევლის შემდეგ, საღვთო სიმართლესთან ერთად, მაშინ ყველაფერი ჯეროვნად აღესრულება, უფალი ყველაფერს გვაძლევს თავის დროზე. იმიტომ ბრძანებს უფალი ამ სიტყვებს, რომ მას თვითონ სურს, ჩვენზე იზრუნოს, მას შეუძლია ეს, მაგრამ მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი ენერგია და ძალები დავხარჯოთ უმთავრესზე, უაღმატებულესზე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ფასეულობას. თქვენ ახლა აბარებთ უმაღლესებში და ემზადებით დიდი ცხოვრებისთვის. ეს ეხება ყველა ფასეულობას, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა არის მთავარი - საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი თუ სიმართლე ღვთისა? რა თქმა უნდა, ღვთის სიმართლე. რა არის მთავარი - კაცობრიობის ცივილიზაცია, კულტურა, და ყველაფერი ის, რასაც ადამიანი ქმნის, თუ საღვთო სიმართლე? რა თქმა უნდა, სიმართლე ღვთისა არის მთავარი, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვქმნით რაიმეს, ჩვენი აზრით, ფასეულს, ვიმეორებ, ამის გარეშე უმადლოა. ამიტომ არის, რომ გადის საუკუნეები და მიუხედავად მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა, არ იკლებს არც სიძულვილი, არც ომები, არც აგრესია, არც მკვლელობა, არც გარყვნილება და არც მძიმე ცოდვები. თუ საზოგადოებაც, ადამიანიც ქმნის ამ ფასეულობებს, ვიმეორებ, საღვთო სიმართლის ძიების შემდეგ და ძიებასთან ერთად, მაშინ ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი ეძლევა, სულ სხვა ფასი აქვს და გვაძლევს დიდ სიკეთესა და ნაყოფს. რა არის ეს სიკეთე? ეს არის მშვიდობა, ეს არის სიხარული სულიწმიდაში. აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ საოცარი სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ წავიკითხეთ. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ მადლი, რომ ჩვენს პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირველად ვეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი ჩვენ მოგვეცემა; და მოგვეცემა, როგორც გითხარით, მშვიდობა, ჭეშმარიტება, სიმართლე, რომელზეც საუბრობს მაცხოვარი და სიხარული სულიწმიდაში. ეს სამი რამ არის სწორედ სასუფეველი ცათა, რომელიც ჩვენ უნდა ვეძიოთ და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ ჩვენშია, პირველ რიგში, ჩვენში უნდა ვეძიეთ ეს ყველაფერი, თუმცა გარეთაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენში ვეძიოთ, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს საკმარისი და იმიტომ არის, რომ დღეს მთავარი სენი კაცობრიობისა არის უკმაყოფილება, მიუხედავად თითქოს ამქვეყნიური განვითარებისა, უკმაყოფილება არ იკლებს, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად არ იცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი სასოება დავამყაროთ უფალზე და ვევედროთ მას, რომ არ მოგვაკლოს წყალობა თვისი და სასუფეველი ღვთისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.

გერმანიის ელჩის თქმით, არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ელჩი „მოხარულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოთქმულ 12 პირობასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო“. „პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა გამოხატოს მზადყოფნა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში. არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. „ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელია. 4 წელია, თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ყველა, იქნება ეს მთავრობისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც ყველა მხარის მიერ, ერთად უნდა განხორციელდეს “, -  განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა ქართული მედიის ცნობით. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად

უნგრეთი თავდაცვის განვითარების პროგრამას დააჩქარებს

უნგრეთი პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ფრონტის ხაზი ჯერ კიდევ შორს არის უნგრეთისგან, თუმცა სიტუაცია შეიძლება, შეიცვალოს. ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა რადიკალურად უნდა გაზარდოს თავდაცვის შესაძლებლობები ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთს არ სურს მოლაპარაკება ევროკავშირის რაიმე პოტენციურ ემბარგოზე ან რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვაზე, რადგან ეს უნგრეთის ეკონომიკას დაანგრევს. „საჭირო იქნება არა სანქციები, არამედ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.   

ოლენა ზელენსკა: უკრაინაში არ არსებობს ქალაქები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს, ხალხი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს

უკრაინაში არ არსებობს ქალაქები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება, ჩაითვალოს, ხალხი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომელიც იტალიურ Porta a Porta-ს ესაუბრა. „უკრაინელი მოზარდები და მათი შვილები ყოველდღე იძინებენ და არ იციან, გაიღვიძებენ თუ არა ხვალ, რადგან რუსული რაკეტა მათ ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეთ, როგორც ეს მოხდა წინა დღეს, ოდესაში, მიკოლაისა და კიევში“, - ამბობს პირველი ლედი ინტერვიუში. პრეზიდენტის მეუღლეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ეშინია თუ არა სიკვდილის. „მეჩვენება, რომ ყველას აქვს ეს (სიკვდილის შიში - რედ.). მე ყოველთვის მეშინოდა ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ სიკვდილის. ეს უბრალოდ არასწორია. „ეს ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. თუ არ გეშინია სიკვდილის, არც სხვისი სიკვდილის გეშინია. მეჩვენება, რომ ეს არის განსხვავება ჩვენსა და რუსებს შორის. ჩვენ განვიცდით თითოეული ჩვენი მოქალაქის გარდაცვალებას და ვაფასებთ თითოეულ სიცოცხლეს, მაშინ, როცა ისინი თავიანთ ჯარისკაცებს ამ ომში ისე რთავენ, რომ არ აფასებენ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად აღემატებიან ჩვენს რაოდენობას, ჩვენი სული უფრო ძლიერია, ამიტომ იმედს ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ. უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ 24 თებერვლის შემდეგ, ბევრმა კოლეგამ და მეგობარმა შესთავაზა დახმარება, მათ შორის, სხვაგან გადაადგილება, მაგრამ უარი თქვა. „არასდროს მინანია, რომ არსად არ წავსულვარ, რადგან მართლა ვერ მოვისვენებდი. აქ თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

უკრაინა: რუსეთმა სლოვიანსკი დაბომბა, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

სლოვიანსკში ინტენსიურად იბომბება. ოფიციალური ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა. სლოვიანსკის სამხრეთით - კრამატორსკი ასევე მოექცა თავდასხმის ქვეშ. სლოვიანსკი და კრამატორსკი დონეცკის რეგიონის ორი უდიდესი ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ქალაქის მერმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა, რომ ქალაქში 15-მდე ხანძარია. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლისიჩანსკი არ არის რუსეთის ძალების „სრული კონტროლის ქვეშ“  ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლისიჩანსკი არ არის რუსეთის ძალების „სრული კონტროლის ქვეშ“, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს. ლისიჩანსკზე თავდასხმა არ წყდება, რუსეთის ძალები ალყაშემორტყმულ ქალაქს ყველა მხრიდან უახლოვდებიან - გუბერნატორი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

უკრაინის გენერალური შტაბი: ჩვენი მოკავშირეების მიერ გადმოცემული ჰაუბიცები მტრის ძალებს წარმატებით ებრძვიან

ფრონტის მთელ ხაზზე 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები ინტენსიურად მოქმედებენ. ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის პრესსამსახური იტყობინება. პოლონეთმა უკრაინას თანამედროვე თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა „ჩვენი მოკავშირეების მიერ გადმოცემული 155 მმ-იანი M777 ჰაუბიცები დღეს ინტენსიურად მუშაობენ ფრონტის ხაზზე. მათ წარმატებით გაანადგურეს მოწინააღმდეგის მოწინავე სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავი, მტრის ტექნიკის საარტილერიო ბატარეები", - ნათქვამია განცხადებაში. ნორვეგიამ უკრაინას 20-ზე მეტი თვითმავალი ჰაუბიცა და საბრძოლო მასალა გადასცა გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა M777 - 155 მმ ბუქსირებადი ლულიანი საარტილერიო სისტემა. გამოიყენება ავსტრალიის, კანადის, ინდოეთის, საუდის არაბეთის და აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ. მისი საბრძოლო დებიუტი ავღანეთის ომში შედგა. M777-ს აწარმოებს BAE Systems-ის გლობალური საბრძოლო სისტემების განყოფილება.

ზელენსკი: მივესალმები ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა უკრაინის მოქალაქეებისთვის

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ისრაელის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს მთავრობას, გააუქმოს შეზღუდვები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესდა. ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა. „მივესალმები ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ისრაელის მთავრობას, გააუქმოს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა უკრაინის მოქალაქეებისთვის. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ზუსტად ის, რაც გამოარჩევს ჭეშმარიტ, განვითარებულ დემოკრატიას!", - წერს ზელენსკი.  

რუსი ჰოკეისტი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავეს

სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების ბრალდებით, რუსი ჰოკეისტი 25 წლის ივან ფედოტოვი დააკავეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ რუსეთის ნაკრების მეკარე პეტერბურგიდან სევერომორსკში გადაიყვანეს. პონომარეევმა ასევე განაცხადა, რომ ფედოტოვმა მისი გაწევვის შესახებ კომისარიატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სასამართლო სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება.

სტეფანჩუკი შვეიცარიაში ჩავიდა უკრაინის „მარშალის გეგმის“ განსახილველად

უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შვეიცარის ქალაქ ლუგანოში ჩავიდა, რათა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად განიხილოს უკრაინის „მარშალის გეგმა“. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენ ვიწყებთ უკრაინის აღდგენის პროცესს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება დიდი აღდგენა ჩვენი მეგობრების ეკონომიკური დახმარების წყალობით", - წერს რადას სპიკერი. ზელენსკი: უკრაინის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში სტეფანჩუკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ექნება საკუთარი „მარშალის გეგმა“, რომლის მიხედვითაც უკრაინელი ხალხი მთელ მსოფლიოსთან ერთად აღადგენს ყველაფერს, რაც აგრესორმა გაანადგურა. 2 ივლისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რეკონსტრუქციის ეროვნულ ხედვას შვეიცარიაში, სპეციალურ კონფერენციაზე წარადგენს.

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია იმართება

სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება. აქციას შეუერთდნენ რეგიონებიდანაც. პროტესტში მონაწილეობენ სტუდენტები. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც ესრწრებიან. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადებიან. „ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე! სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება. 

უკრაინის ელჩის თქმით, თურქეთმა რუსული სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა

უკრაინა აცხადებს, რომ თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკა რუსული სატვირთო გემი, რომელსაც მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა. „ჩვენ გვაქვს სრული თანამშრომლობა. გემი ამჟამად დგას პორტის შესასვლელთან, ის თურქეთის საბაჟო სამსახურმა დააკავა", - განაცხადა ელჩმა ვასილ ბოდნარმა. მისივე თქმით, გემის ბედს ორშაბათს გამომძიებლების შეხვედრა გადაწყვეტს. უკრაინა მარცვლეულის კონფისკაციას იმედოვნებს. უკრაინა რუსეთს ადანაშაულებს მარცვლეულის მოპარვაში იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსულმა ძალებმა თებერვლის ბოლოს მოსკოვის შეჭრის დაწყების დაიკავეს. კრემლი ბრალდებებს უარყოფს. 2 ივლისს, უკრაინამ თურქეთს სთხოვა, დაეკავებინა რუსეთის დროშის ქვეშ მდგარი სატვირთო გემი, რომელსაც მათი ინფორმაციით, მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება იგივე, რაც NATO-ს რომელიმე წევრისთვის

კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში „ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც NATO-ს რომელიმე წევრისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინეს

სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად როგორ უნდა შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციების პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულება: 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავონ ოპოზიციის წევრებმა. ამასთან, ერთ-ერთი მუდმივი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წევრი უნდა იყოს. პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით მიიღოს არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და პროფესიული წევრები დაინიშნოს პარლამენტის ორი მესამედის მიერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური დეპოლარიზაცია და ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. მართლმსაჯულების რეფორმის ნაწილი მოიცავს: მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ორმაგი 2/3-ის საფუძველზე (ამ პრინციპის მიხედვით, გადაწყვეტილება საჭიროებს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობას). გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დანიშვნა, ამისთვის საჭირო იქნება მაღალი კვორუმის დაწესება (დეპუტატების 3/5-ის მხარდაჭერა); პარლამენტმა უნდა დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები; შეფასდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ყველა ბოლოდროინდელი დანიშვნა და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები; გენერალური პროკურორი პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა უნდა დანიშნოს. კორუფციასთან ბრძოლა - უნდა შექმნას იმ ტიპის ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც შეითავსებს იმ ფუნქციებს, რომელიც ახლა გაფანტულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საჯარო სამსახურის ბიუროში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი უნდა შეიცვალოს და აუცილებელი უნდა იყოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსენსუსი. შესაძლებელია აირჩიოს პარლამენტის სული შემადგენლობის 3/5-მა.დეოლიგარქიზაცია - 12-პუნქტიანი ჩამონათვალის დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება ავტომატურად გამოიწვევს ამ პირობის შესრულებას. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკაში უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც საკანონმდებლო ბაზა აძლევთ.მედიის თავისუფლება - ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს გამოძიება მედიის წარმომადგენლების მასიური ფარული მიყურადება/თვალთვალის საქმეებზე. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე - ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი უფრო ეფექტური გახდეს. ქართულ სასამართლოებში სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინება - საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის გაიდლაინების მიღება, რომელიც მოითხოვს ECHR პრაქტიკის პროაქტიულ გამოყენებას. სახალხო დამცველის არჩევა - კანდიდატის შეთანხმება უნდა მოხდეს მრავალპარტიული კონსულტაციების გზით. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთი ვალდებულების შესრულება მყისიერად არის შესაძლებელი. ვალდებულებების შესრულების მაქსიმალურ ვადად კი 3 თვეა მიჩნეული. ხელმომწერი ორგანიზაციები:  ღია საზოგადოების ფონდი დემოკრატიის ინდექსი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ლიბერალური აკადემია თბილისი მედიაომბუდსმენი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს გუშაგი საფარი სამოქალაქო იდეა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი  რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი სატელევიზიო ქსელი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უფლებები საქართველო მედიის განვითარების ფონდი ევროპულ-ქართული ინსტიტუტი 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება. 

შავქათ მირზიოევის თქმით, უზბეკეთში დემონსტრაციებს მსხვერპლი მოჰყვა

უზბეკეთის პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის განცხადებით, შუა აზიის ქვეყანაში იშვიათი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამართალდამცველები დაიღუპნენ. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა უზბეკეთის საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ათასობით ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია. ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში მირზიოევმა აღნიშნა, რომ მეამბოხეებმა განახორციელეს "დესტრუქციული მოქმედებები" ქალაქ ნუკუსში, ჩრდილო-დასავლეთ ყარაყალპაკეთში, რეგიონის დედაქალაქში, მათ შორის, ქვების სროლით, ხანძრის გაჩენით და პოლიციაზე თავდასხმით. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული დაღუპულთა რაოდენობა. თუმცა ოპოზიციის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. პროტესტის შემდეგ, უზბეკეთი ყარაყალპაკეთის ავტონომიის შეზღუდვის გეგმაზე უარს ამბობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში შეტაკებები იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კიევში შეხვდა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკს კიევში შეხვდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გააკეთა. ავსტრალის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია „მოხარული ვარ მივესალმო ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს ენტონი ალბანესს კიევში. ეს არის ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ჩვენს დედაქალაქში. ჩვენ ვაფასებთ და მადლობელი ვართ თქვენი აქ ყოფნისთვის, ამ დროს - უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ომის პერიოდში“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ზე დაწერა, რომ ეს ენტონი ალბანესის პირველი ვიზიტია უკრაინაში.  

ავსტრალია უკრაინას დამატებით $100 მილიონის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას გამოუყოფს

ავსტრალია უკრაინას დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას, ასევე, 14 ჯავშანტრანსპორტიორს და 20 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ავსტრალია ასევე აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. ავსტრალია კიდევ 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს, რაც ავსტრალიის მიერ სანქცირებული რუსი პირების საერთო რაოდენობას 843-მდე გაზრდის. ავსტრალის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია გარდა ამისა, ავსტრალიური მხარე გააგრძელებს უკრაინის მესაზღვრე ჯარების მხარდაჭერას, კერძოდ, უზრუნველყოფს მათ უკეთესი აღჭურვილობით, გააუმჯობესებს კიბერუსაფრთხოების დონეს და საზღვრებზე კონტროლს. ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს კიევში შეხვდა ალბანესის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით სამხედრო აღჭურვილობას და დრონებს. საერთო ჯამში, ავსტრალიამ უკრაინას უკვე 390 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია. უკრაინას გადაცემული Bushmaster-ის ტიპის მანქანების საერთო რაოდენობა 60-ს მიაღწევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, თავდაცვის ძალები ლისიჩანსკიდან გადიან - გენერალური შტაბი

ქალაქ ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პოზიციების დატოვება მოუწიათ. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა. ლისიჩანსკზე თავდასხმა არ წყდება, რუსეთის ძალები ალყაშემორტყმულ ქალაქს ყველა მხრიდან უახლოვდებიან - გუბერნატორი „რუსული საოკუპაციო ძალების მრავალჯერადი უპირატესობის პირობებში არტილერიაში, ავიაციაში, MLRS-ში, საბრძოლო მასალასა და პერსონალში, ქალაქის დაცვის გაგრძელება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანს. უკრაინელი დამცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება გაყვანის შესახებ“, - ნათქვამია ანგარიშში. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ „მყარი ნება და პატრიოტიზმი არ არის საკმარისი წარმატებისთვის: საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები". „ლუგანსკის ოლქისა და უკრაინის სხვა რეგიონების დამცველები გმირულად ასრულებენ თავიანთ სამოქალაქო და სამხედრო მოვალეობებს. ჩვენ დავბრუნდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნეს გენერალურ შტაბში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.