ძებნის რეზულტატი:

საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანია დაფუძნდა

დღეის მდგომარეობით, საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანიაა დარეგისტრირებული. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა. საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა მისი თქმით, დაფუძნებული 3 000 კომპანიიდან 1 000 მოქმედია. „მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანში ქართული კაპიტალით 600-მდე კომპანიაა დაფუძნებული. ჩვენი ქვეყნები ახორციელებენ სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობას. ამ მიმართულებით ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, - აღნიშნა ისმაილოვმა.  

აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია - სარჰან ისმაილოვი

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანმა $3,5 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა სარჰან ისმაილოვმა განუცხადა. საქართველოში აზერბაიჯანული კაპიტალით 3 000 კომპანია დაფუძნდა მისი თქმით, განხორციელებული ინვესტიციებიდან $1,5 მილიარდი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ზე მოდის. „აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. ჩვენი კომპანიები, რომლებიც საქართველოში დებენ ინვესტიციებს, ქმნიან ათასობით სამუშაო ადგილს და იხდიან სოლიდურ გადასახადებს“ - აღნიშნა ისმაილოვმა. პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ესპანეთი ლიდერობს

იენს სტოლტენბერგი: თუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან.  დისკუსიებიდან გამომდინარე, გაქვთ თუ არა განცდა, რომ არსებობს კონსენსუსი და ერთიანობა იმის შესახებ, თუ რა არის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად? - ამ შეკითხვით მიმართა სტოლტენბერგს ჟურნალისტმა. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა „ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში - მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.ვხედავთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს მივაგებთ მათ მამაცობას, ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს მესიჯი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ვითარება შეიძლება, გაუარესდეს. თუ ეს გადაიზრდება სრულმასშტაბიანი ომში რუსეთსა და NATO-ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს უკრაინაში ვხედავთ ამას. ამიტომ NATO-ს ორი ამოცანა ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. NATO და NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და ამ სამიტზე შევთანხმდით პაკეტზე. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ NATO არ არის ადგილზე ამ კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი. რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში - 40000-ზე მეტი ჯარისკაცით NATO-ს უშუალო მეთაურობით  - რათა მოვხსნათ ნებისმიერი ვარაუდი არასწორი გათვლებისთვის, NATO დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ეს არის NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან.  ეს არის მთავარი მესიჯი. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას NATO-ს მოკავშირეებისთვის, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანისათვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ლევან დავითაშვილი: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები

"კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია გაწერილი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.  „ვიქნები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი, ბუნებრივია, საქართველოში იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება და გულისწყვეტა, ამავე დროს უსამართლობის განცდაც, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია და ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მთავრობის და მთელი ერის პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს სრული მობილიზება, რათა პირობები, რომლებიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს და შემდეგ საქართველომ მიიღო, შევასრულოთ უმოკლეს ხანში. სრული მზადყოფნა, მობილიზებაა საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მხრიდან, რათა საქართველომ უმოკლეს ხანში გაატაროს პოლიტიკური რეფორმები. ჩვენთვის უმოკლეს სტრატეგიულ-პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ევროპასთან შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს

აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მადრიდში NATO-ს სამიტის დასრულებისას გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინა აშშ-სგან დამატებით, $450 მილიონის უსაფრთხოების დახმარებას მიიღებს Reuters: აშშ უკრაინას დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს თეთრის სახლის ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს დღეებში, ვაშინგტონი უკრაინისთვის $800 მილიონის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის განცხადებით, NATO-ს ქვეყნები მზად არიან, ალიანსის თავდაცვისუნარიანობა გააძლიერონ. „კიევს მხარდაჭერას გამოვუცხადებთ იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება, - განაცხადა ბადენმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

სტრასბურგის სასამართლომ ბაჩანა ახალაიას საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა - იუსტიციის სამინისტრო

მიმდინარე წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა განჩინება საქმეზე – „ახალაია საქართველოს წინააღმდეგ“ და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „მომჩივანი – ბაჩანა ახალაია სტრასბურგის სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ 2012-2014 წლებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა იყო უკანონო, რადგან პატიმრობის საერთო ვადა აღემატებოდა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადას – 9 თვეს. მომჩივანი აგრეთვე აცხადებდა, რომ მისი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ და ემსახურებოდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანს (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) კონვენციის მე-18 მუხლთან (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები) ერთობლიობაში). ევროპული სასამართლოს შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით მომჩივნის პატიმრობა იყო სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში არ ყოფილა გამოძიების განზრახ გაჭიანურება ან რაიმე თვითნებობა საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან. ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით იყო სათანადოდ დასაბუთებული როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნებოდა მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულ საფრთხეებს. რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიებს მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები აშკარად დაუსაბუთებელია, ასევე დაუშვებლად უნდა გამოცხადდეს მომჩივნის პოზიცია, თითქოს მისი დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.  

პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემა ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს. „თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტართა განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მორიგ ერთობლივ განცხადებაში.  პარლამენტის აღნიშნული წევრები ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღზე ოდნავ მაინც რომ იყოს დამოკიდებული, ამგვარ წნეხს და „დედლაინზე“ ზეწოლას მინიმალური ახსნა მაინც ექნებოდა. „მაგალითისათვის, ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება. თუმცა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა არასტანდარტულია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ შემთხვევაში ხდება არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის შინაარსობრივად არის მზად, არამედ დაჩქარებული წესით, პოლიტიკური მიზეზების გამო. როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, სოზარ  სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავენ, რომ დარწმუნებული არიან, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, ვერავინ ახსნის, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება. „შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია. შესაბამისად, 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს. სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არც ერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს“, – ნათქვამია პარლამენტის სამი წევრის ერთობლივ განცხადებაში. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

პროკურატურა: ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ, დაკავების განჩინებები გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწია. „სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია, დღეს უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა. დაკავების განჩინებები გამოიცა მიხეილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავით სანაკოევის მიმართ. მინძაევი დე-ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2005-2008 წლებში, გუჩმაზოვი დე-ფაქტო შს სამინისტროში წინასწარი დაკავების განყოფილებას ხელმძღვანელობდა 2008 წლის ომის დროს, ხოლო დავით სანაკოევი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენელი იყო. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. მათვე ცნობით, წინასასამართლო პალატის მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა. „აღნიშნულ საქმეზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის მიერ გამოძიებით მოპოვებული ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დიდ წარმატებას. უმნიშვნელოვანესია ამ გამარჯვებაში საქართველოს პროკურატურასთან ერთად საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი. აქვე, მადლობას ვუხდით პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს – საგამოძიებო ჯგუფის წევრებს წლების განმავლობაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.  

სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის განცხადებით, ზეწოლის მიუხედავად, ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს

წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.  პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე მეორე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ მათივე თქმით, ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსით ხდბა მთავრობაზე ზეწოლა, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე. „ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა. ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან. რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის  სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ. ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს. გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია. ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით. როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს. წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს“, – აღნიშნულია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაში. დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე? სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან? სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა

NATO-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს ერთიანი და მყარი პოზიცია ტერორიზმთან მიმართებით და ამ ბოროტებასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მადრიდში NATO-ს სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს ბლოკმა მონდომება გამოიჩინა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმასთან ბრძოლაში. რაც უნდა აისახოს რეალურ მოქმედებებში და არ დარჩეს ფურცელზე“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, პოზიცია, რომელიც ანკარამ აჩვენა შვედეთთან და ფინეთთან NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, იმის მაჩვენებელია თუ სად გადის თურქეთისთვის „წითელი ხაზი“ ტერორიზმის საკითხში.  NATO-ს გაფართოების თემასთან დაკავშირებით თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სამმხრივი დეკლარაცია შვედეთთან და ფინეთთან არის თურქეთისა და თურქი ხალხის დიპლომატიური გამარჯვება მოლაპარაკებების რთული პროცესის შემდეგ". 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.   ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს

სახალხო დამცველის შეფასებით, მოძრაობა, „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებზე თავდასხმები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიმ მოძრაობა, „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეების მიმართ შესაძლო თავდასხმებზე განცხადება გამოაქვეყნა. ლომჯარია, ასევე თსუ-ს „მაღლივ კორპუსში" მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „დღეს და გუშინ, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ლოკაციაზე მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის ჩაშლის მცდელობებისა და მასში მონაწილე პირების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმების შესახებ. კერძოდ, მედიის ცნობით, უფლებადამცველებს, სტუდენტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროინტეგრაციისა და 3 ივლისს დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოსახლეობას ხვდებიან, საქმიანობის განხორციელებაში ადგილზე მობილიზებული აგრესიული ჯგუფები უშლიან ხელს. ერთ-ერთ მსგავს ძალადობრივ ინციდენტს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსშიც", - ნათქვამია სახალხო დამცველის  განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გასათვალისწინებელია, რომ კამპანიაში მონაწილე პირებზე თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები, ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა, მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები, ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მნიშვნელოვანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეფექტიანად უზრუნველყოს სტუდენტთა უსაფრთხოება, დაწესებულების ტერიტორიაზე მესამე პირთა დაშვების კონტროლისა და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების გზით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მაღლივი კორპუსის" შესასვლელთან დღეს, 30 ივნისს მომხდარ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. დღეს დილით, 3 ივლისის აქციაზე სტუდენტების მისაწვევად, ახალგაზრდები ბუკლეტებს არიგებდნენ, რაშიც მათ ხელი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შეუშალეს. ადგილზე ისმოდა უხამსი სიტყვები და მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, თეა კატუკიამ თანამდებობიდან გაწვევის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა. როგორც Europetime-ს საქართველოს საგარეო უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ელჩის წარდგენაზე. „გიდასტურებთ საფრანგეთიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის პროცედურის განხორციელებას. მან 18 მაისს ოფიციალურად მიმართა მინისტრს შესაბამისი განცხადებით. ეს გახლავთ დამკვიდრებული პრაქტიკა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, უახლოეს მომავალში, ელჩის ახალი კანდიდატურის წარდგენაზე“, - განუცხადეს Europetime-ს საგარეო უწყებაში. თეა კაკუტია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში მუდმივ წარმომადგენლად 2019 წელს დაინიშნა.  

ყირგიზეთში კაზინოების საქმიანობა ლეგალური ხდება

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყირგიზეთში კაზინოები და სათამაშო აპარატების დარბაზები გაიხსნება - ამჯერად მხოლოდ უცხოელებისთვის. 22 ივნისს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო. ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა კი 30 ივნისს შესაბამის კანონს ხელი მოაწერა.  მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ აზარტული თამაშების ლეგალიზაციას და ამას ეკონომიკური აუცილებლობით ხსნიან. კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კაზინოს გახსნა მოქალაქეებს დააზარალებს. თავდაპირველად ხელისუფლება გეგმავდა ყირგიზეთის ლას-ვეგასის ისიკ-კულში აშენებას, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს ბიზნესი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეხსნათ. კანონის თანახმად, აზარტული თამაშების ზონებში მხოლოდ 21 წელს გადაცილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაიშვებიან. თუ დარბაზში ყირგიზეთის მოქალაქე მოხვდება, კაზინოს ლიცენზია ჩამოერთმევა.  

ყაზახეთის პრეზიდენტი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს, სავაჭრო ჰაბის შექმნას სთავაზობს

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების სავაჭრო ჰაბის შექმნას განიხილავს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თოყაევმა აშხაბადში, კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ხელმძღვანელების მე-6 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ყაზახეთს აქვს პოტენციალი გაზარდოს ხორცისა და რძის პროდუქტების ექსპორტი. ჩვენს სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთქმედების გასაძლიერებლად აუცილებელია თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თანმიმდევრული განვითარება. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებს შექმნას კასპიის სავაჭრო ჰაბი, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორებს მინიმალური დანახარჯებით ორმხრივი ვაჭრობა გაზარდონ“, - განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთში დაიწყო თანამედროვე საბითუმო-სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა, ტექნოლოგიურად განვითარებული კვების პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის სისტემით. „ამ ცენტრების სისტემურმა ინტეგრაციამ კასპიის სავაჭრო ჰაბთან შეიძლება გახსნას ახალი შესაძლებლობები ეფექტური თანამშრომლობისთვის  - ფერმერებს, მყიდველებს, გადამზიდველებს, გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის და რაც მთავარია, ის უზრუნველყოფს ყველა მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციის საიმედო გარანტიებს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  

აშშ-ის საელჩო, „ტვ1“-ის დამფუძნებელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის, მის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - აცხადებს საელჩო. „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც წერეთელი აცხადებს, მას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ხელი დაარტყა. ვატო წერეთელი აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მიმართავს და კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. ანრი ოხანაშვილი, კი „რუსთავი2“-ისთვის მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ, ვატო წერეთელმა მას პროვოკაცია მოუწყო.   

ბორის ჯონსონი: თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა კუნძულ ზმეინზე

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ რუსეთის უკან დახევა გველების (ზმეინი) კუნძულიდან გვიჩვენებს უკრაინის უნარს, გაუძლოს წინააღმდეგობას. „თუ გსურთ უკრაინელების ბრძოლის უნარის მტკიცებულება, ნახეთ, რა მოხდა კუნძულ ზმეინზე, სადაც რუსეთს კვლავ მოუწია მიწის დათმობა. საბოლოო ჯამში, პუტინისთვის შეუძლებელი იქნება, დაიკავოს ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს მის მმართველობას”, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ჯონსონმა ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას „რაც არ უნდა რთული იყოს ეს“. უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა  უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად. „უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის გაზრდის საკითხი გერმანიის პრეზიდენტთან განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განიხილა უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის გაზრდის საკითხი. მანამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრთან, ჯასინდა არდერნთან ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ. „გერმანიასთან დიალოგი გრძელდება. მოლაპარაკებები გაიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხი. ჩვენ ვაფასებთ გერმანელი ხალხის სოლიდარობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მხარდაჭერას აგრესიის წინააღმდეგ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი Twitter-ზე. გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა. გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას კიდევ ექვს Ph2000 ჰაუბიცას მიაწვდიან ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსულმა ძალებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს, დაიღუპა - 17 ადამიანი, დაშავდა - 30

რუსულმა ძალებმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მორიგი ავიაიერიში მიიტანეს. დაიღუპა - 17 ადამიანი, დაშავდა - 30. ამასთან. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტა ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელ ბაზას მოხვდა.  როგორც ცნობილია, სამაშველო ოპერაცია ღამით მიმდინარეობდა. იერიშის შედეგად დანგრეულია სახლის ერთი სადარბაზო. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ოდესაზე იერიში რუსეთის სტარატეგიულმა ბომბდამშენებმა შავი ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

საფრანგეთი უკრაინას კიდევ ექვს ჰაუბიცას გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინა მალე მიიღებს დამატებით თანამედროვე ჰაუბიცებს, ასევე, სხვა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა. „საფრანგეთი სწრაფად მიაწვდის აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავის დასაცავად, მათ შორის ჰაუბიცებსა და სხვა ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.