ძებნის რეზულტატი:
მედია: ირანი რუსეთისთვის შესაძლოა, სატრანსპორტო ჰაბი გახდეს
ირანი, რუსეთისთვის შესაძლოა, მესამე ქვეყნებიდან საქონლის იმპორტისთვისა რუსეთიდან ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის ექსპორტისთვის სატრანსპორტო ჰაბი გახდეს. ამის შესახებ რუსული მედია, ირანის ელჩზე ყაზემ ჯალალზე დაყრდნობით წერს. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კალინინგრადის ოლქში ტრანზიტის ბლოკირება ომის გამოცხადების ტოლფასია ამასთან, ტვირთების ტრანსპორტირებისთვის საჭიროა საერთაშორისო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განვითარება. „ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ რუსული ხორბალი და მზესუმზირის ზეთი ირანში იმპორტზე გავიტანოთ. სანაცვლოდ კი ირანი რუსეთში სხვა საქონელს შემოიტანს, რაზეც ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ. ირანი შესაძლოა, იქცეს ძალიან კარგ ჰაბად რუსული საქონლის ექსპორტ-იმპორტისთვის. იმ პროდუქციას რასაც ვაწარმოებთ თავად გავგზავნით რუსეთში და თუ რამე კიდევ იქნება საჭირო, იმას შევისყიდით და რუსეთში შევიტანთ. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად განვიხილავთ“, - განაცხადა რუსეთში ირანის ელჩმა. მან აღნიშნა, რომ ტვირთების ტრანსპორტირება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო დერეფნით განხორციელდება, რომელსაც სატრანსპორტო, სარკინიგზო და კომბინირებული საზღვაო მარშრუტები აქვს. როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ მიზნით ირანსა და აზერბაიჯანს შორის რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის საკითხი მუშავდება, სადაც რუსეთის მონაწილეობაც არის მოსალოდნელი. „რკინიგზა იწყება სპარსეთის ყურედან ფინეთის ყურემდე და სანკტ-პეტერბურგამდე. ... ახლა, რა თქმა უნდა, [გზა] არ არის დასრულებული, ვგულისხმობ რაშტსა და ასტარას შორის. ჩვენ ვმუშაობთ ამ მონაკვეთის რუსეთთან ორმხრივ ფორმატში აშენების საკითხზე“, - დასძინა ყაზემ ჯალალიმ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ირანი დაინტერესებულია ქვეყნებს შორის საჰაერო სატრანსპორტო კავშირების განვითარებით, კერძოდ, მახაჩკალასა და თეირანს შორის პირდაპირი ფრენების გახსნით.მისი თქმით, რუსულ კომპანიებს ამჟამად უფრო მეტი შანსი აქვთ რეგულარული ფრენის დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩრდილოეთ-სამხრეთის მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ, რუსეთმა, ინდოეთმა და ირანმა ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერეს ხელი. შეთანხმების რატიფიცირება მოსკოვის მიერ 2002 წელს მოხდა. თუმცა ეს მარშრუტი მხოლოდ ახლა იწყებს უფრო აქტიურად განვითარებას. „ამის სტიმული იყო ევროკავშირის სანქციები და, შედეგად, სხვადასხვა შეზღუდვები და ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვის ვარდნა“, - წერს რუსული მედია.
ვენეცია, მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც ტურისტებისთვის ვიზიტის საფასური შემოიღეს
ვენეციაში, ერთი დღით ჩასულ ტურისტებს დაეკისრებათ ვალდებულება, რომ ვიზიტი წინასწარ დაჯავშნონ და შესაბამისი მოსაკრებელიც გადაიხადონ. ამის შესახებ Guarddian წერს. ვენეციის ხელისუფლებამ 1-ელ ივლისს ვენეციაში ერთი დღით ჩამსვლელი ტურისტებისთვის ახალი წესები გაასაჯაროვა, რომელიც ძალაში 2023 წლის იანვარში შევა. ტურისტებს, რომლებიც არ აპირებენ ღამის გათევას სასტუმროებში ან სხვა საცხოვრებლებში, უნდა დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში იმ დღისთვის, როდესაც გეგმავენ ჩამოსვლას და ერთ ადამიანზე, დაჯავშნის დროიდან და სეზონიდან გამომდინარე 3-დან 10-ევრომდე გადაიხადონ. დამრღვევებს ემუქრებათ 300 ევრომდე ჯარიმა, თუ ისინი შეჩერდებიან და არ წარმოადგენენ მტკიცებულებას, რომ დაჯავშნეს და გადაიხადეს ვიზიტი QR კოდის გამოყენებით. ცნობილია, რომ ტურისტების დაახლოებით 80% ვენეციაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. 2019 წელს, პანდემიამდე ბოლო სრულ ტურისტულ წელს, ვენეციას ეწვია 19 მილიონი დღიური მოგზაური. ვენეციის ტურიზმის კომისარმა, სიმონე ვენტურინიმ უარყო ყოველგვარი წინადადება იმის შესახებ, რომ ღონისძიების მიზანია იტალიის ყველაზე მონახულებადი ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობის შეზღუდვა. „ვინაიდან სასტუმროებისა და პანსიონატების სტუმრები უკვე იხდიან გადასახადს საცხოვრებელზე, ისინი ვენეციაში ვიზიტის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან“, - განაცახდა სიმონე ვენტურინიმ.
თბილისის მერია: აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია
მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, – აცხადებენ თბილისის მერიაში. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები კოჯრის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან. მძღოლებს აღნიშნული მიმართულებით, გადაადგილება შეუძლიათ ორთაჭალიდან, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით. დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ლუკაშენკო უკრაინას ბელორუსის მიმართულებით, რაკეტების სროლაში ადანაშაულებს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინას ბელორუსის მიმართულებით რაკეტების სროლაში ადანაშაულებს. უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ამის შესახებ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა. ალექსანდრე ლუკაშენკო: არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. თუ ვუპასუხებთ, ვუპასუხებთ ისე, რომ ყველა იგრძნობს „ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ. უნდა მოგახსენოთ, სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტი დღის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან სცადეს, დარტყმა განეხორციელებინათ ბელორუსის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე. მაგრამ, მადლობა ღმერთს, „პანცირის“ საზენიტო სისტემებმა მოახერხა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის ჩამოგდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ გასცა ბრძანება, მიზანში ამოიღონ გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მინსკის ოპონენტების დედაქალაქებში. მისი განცხადებით, ბელორუსს არ სურს კონფლიქტში ჩართვა, თუმცა მისი პასუხი იქნება მყისიერი, თუ ვინმე ბელორუსის საზღვარს გადაკვეთს და ბელარუსი ხალხის დახოცვას დაიწყებს. „ჩვენ ვფლობთ იმას, რითაც შევძლებთ პასუხის გაცემას და არა მხოლოდ ის, რაც ცოტა ხნის წინ განვიხილეთ რუსეთის პრეზიდენტთან. ამისთვის დიდი ხანია, ვემზადები. გახსოვთ, მე ვსაუბრობდი სარაკეტო წარმოებაზე, „პოლონეზებზე“ – თქვენ მთლიანად ამ რაკეტების თავდასხმის ქვეშ ხართ. არ დავუწყებ ყურებას, თუ ვინ არის ოფისებში და ვინ ზის სასახლეებში. ჩვენ ვუპასუხებთ მკაცრად და მტკიცედ. მათ, ვისაც აწუხებს კითხვა, იბრძოლებს თუ არა ლუკაშენკო, მინდა, ვუთხრა – მისმინეთ, ჩვენ ვიბრძოლებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ჩვენს მიწაზე შემოიჭრებით, ჩვენს ხალხს დახოცავთ, ჩვენ გიპასუხებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
უკრაინა აშშ-სგან დამატებით $50 მილიონის იარაღსა და აღჭურვილობას მიიღებს - ბლინკენი
„უკრაინა დამატებით დახმარებას მიიღებს შეერთებული შტატებისგან. ქვეყანა ჩვენს დამცველებს $50 მილიონ დოლარამდე ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას გადასცემს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინისთვის კიდევ $800 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადებს „უკრაინელებს კვლავ უწევთ სისასტიკის პირისპირ ყოფნა, რაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ამ კვირაში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმით. ისინი აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის და შეერთებული შტატები აგრძელებს მათი და მათი ღირსეული საქმის მხარდაჭერას. შეერთებული შტატები ემზადება თავისი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. ამასთან, ჩვენ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ტაიფუნის გამო, ჩინეთის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა. არის მსხვერპლი
საინჟინრო გემი, რომელზეც 30 მეზღვაური იმყოფებოდა, ტაიფუნ „ჩაბას“ ეპიცენტრში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც, ჰონგ-კონგის სანაპიროდან 300 კილომეტრში ჩაიძირა. მაშველებმა სამი მეზღვაურის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენი 27-ის ბედი კი, ამ დრომდე უცნობია. ადგილზე ორი სამაშველო თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და სამაშველო გემია მობილიზებული, თუმცა სამძებრო სამუშაოები გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გართულებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე დაახლოებით 144 კილომეტრია საათში, ხოლო ტალღების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს.
თურქეთი, თურქმენული გაზის TANAP-ის გაზსადენით ტრანსპორტირებას განიხილავს
თურქეთი, თურქმენეთიდან ტრანსანატოლიური გაზსადენის (TANAP) გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ აშხაბადის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში თურქეთ-თურქმენული ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის (NEK) სხდომის გახსნაზე განაცხადა. ცნობილია, რა მოცულობის გაზი გაატარა TANAP-მა 4 წლის განმავლობაში „თურქეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია თურქმენული გაზის ანატოლიაში გადატანა TANAP-ის მეშვეობით მისი ამოტუმბვით“, - განაცხადა ფუატ ოქტაიმ. მანამდე თურქულმა კომპანია BOTAŞ-მა განაცხადა, რომ 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, TANAP-ის მილსადენით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების წლიური მოცულობა 10,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, ხოლო ორი ხაზის მთლიანმა გამტარუნარიანობამ 16,2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. TANAP-ი სამხრეთის გაზის დერეფნის ცენტრალური ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის გაზის საბადოს ევროპასთან აკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას. ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა მოხდეს.
ზელენსკი: უკრაინის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის რეკონსტრუქცია მოითხოვს კოლოსალურ ინვესტიციებს: მილიარდებს, ახალ ტექნოლოგიებს, საუკეთესო პრაქტიკას, ახალ ინსტიტუტებს და, რა თქმა უნდა, რეფორმებს. ორშაბათს, უკრაინა ლუგანოში, შვეიცარიაში წარადგენს ეროვნულ ხედვას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი, აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას. „აქტიურად ვემზადებით შვეიცარიაში, ლუგანოში სპეციალური კონფერენციის დაწყებისთვის. კონფერენციის პირველი დღე ორშაბათს იქნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნის აღდგენას მიეძღვნება. აღდგენას ამ სიტყვის ფართო გაგებით. საჭიროა არამხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც გაანადგურეს ოკუპანტებმა, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის ახალი საფუძვლის შექმნა - უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. ამისთვის საჭიროა კოლოსალური ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, მოწინავე გამოცდილება, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ მოვახერხეთ 1027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 24 თებერვლის შემდეგ 10 რეგიონში დაზარალდა ტერიტორიები დაზარალდა და ამ ხნის განმავლობაში 1027 ქალაქი და დაბა გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან. უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას ისაუბრა უკრაინის აღდგენის გეგმაზეც. ზელენსკი: უკრაინის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში „24 თებერვლის შემდეგ 10 რეგიონი დაზარალდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ 1027 ქალაქისა და დაბის გათავისუფლება, კიდევ 2610 კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. მათი უმეტესობა რეკონსტრუქციას საჭიროებს, ასობით მათგანი მთლიანად გაანადგურა რუსეთის არმიამ, მათი აღდგენა რეალურად უნდა მოხდეს ნულიდან. გარდა ამისა, უკრაინის სხვა რეგიონებს ათობით რაკეტებით მოხვდა. განადგურდა ასობით საწარმო. მათ შორის არის ასევე რთული, ძალიან საშიში მრეწველობა - ქიმია, მეტალურგია...რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დავიწყეთ გათავისუფლებულ თემებსა და ტერიტორიებზე ნორმალური ცხოვრების აღდგენა საკუთარი ძალებით, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროტესტის შემდეგ, უზბეკეთი ყარაყალპაკეთის ავტონომიის შეზღუდვის გეგმაზე უარს ამბობს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების გეგმას მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონში შეტაკებები იყო. Deutsche Welle-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა, ზოგიერთმა დემონსტრანტმა კი, რეგიონის დედაქალაქ ნუკუსში ადგილობრივი ხელისუფლების შენობების შტურმიც კი სცადა. რეგიონის დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც გამოქვეყნდა უზბეკეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომელიც, სავარაუდოდ, რეფერენდუმზე გავა უახლოეს თვეებში. რამ გამოიწვია პროტესტი? მოქმედი კონსტიტუციით, ყარაყალპაკეთი აღწერილია, როგორც სუვერენული რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში, რომელსაც აქვს რეფერენდუმის ჩატარებით გამოყოფის უფლება. მაგრამ კონსტიტუციის შემოთავაზებულ ახალ ვერსიაში აღარ იქნება ნახსენები რეგიონის სუვერენიტეტი ან გამოყოფის უფლება. თუმცა, პრეზიდენტ მირზოევის ოფისმა რეგიონში მისი ნაჩქარევი ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ შემოთავაზებული რეფორმიდან ცვლილებები მის სტატუსთან დაკავშირებით უნდა გამოირიცხოს. ყარაყალპაკეთმა თავისი სახელი მიიღო ყარაყალპაკის ხალხისგან. ისინი ახლა უმცირესობას წარმოადგენენ რეგიონში, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანია. შავკათ მირზიიოევის მმართველობის ყველაზე დიდი გამოწვევა დემონსტრაციებმა შავკათ მირზიიოევის მმართველობის ყველაზე დიდი გამოწვევა წამოჭრა. პრეზიდენტი შაბათს ნუკუსში გაემგზავრა და ადგილობრივ დეპუტატებთან მოლაპარაკებები გამართა. მთავრობამ რეგიონში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „მიზეზი „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, კანონისა და წესრიგის აღდგენაა" ტერიტორიაზე“, - დაწერა პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა Telegram-ზე. ხელისუფლებამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტერიტორიაზე ინტერნეტზე წვდომაც შეზღუდა. კიდევ რა ცვლილებებია მოსალოდნელი კონსტიტუციაში? უზბეკეთი, სადაც დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცენტრალური აზიის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა. მათი უმრავლესობა მუსლიმია. რეგიონის სტატუსის ცვლილებების გარდა, უზბეკეთის ახალი კონსტიტუცია ასევე აღადგენს პრეზიდენტობის შვიდწლიან (არსებული ხუთის ნაცვლად) ვადას. დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ეს შესწორება, სავარაუდოდ, სარგებელს მოუტანს შავკათ მირზიიოევს, რომელმაც თავი რეფორმატორად მოიხსენია, მას სურს, შეცვალოს მისი წინამორბედის, ისლამ კარიმოვის პოლიტიკა. მომზადებულია „დოიჩე ველეს“ მიხედვით
სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება
სამოქალაქო მოძრაობის ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია გაიმართება. მოძრაობა „სირცხვილიაში“ აცხადებენ, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დასარჩენად ემზადება. „ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე! იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აქციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებიც დაესრწრებიან. პარტია „ლელო“ აღნიშნავს, რომ მათი ორგანიზებით, საქართველოს 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება ავტობუსები. „3 ივლისს 20:00 სთ-ზე რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად", - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, 20 და 24 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციები ჩატარდა და ანალოგიური შეკრება სამი ივლისისთვისაც დაიგეგმა. მანამდე, სახალხო მოძრაობამ, „შინ ევროპისკენ" მთავრობას ორი მოთხოვნა წაუყენა - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება. 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“ შეფასებით, მმართველი პარტიის გეგმა ზედაპირულია, არ არის შინაარსზე გათვლილი და მხოლოდ პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.
უკრაინა ქვეყნის აღდგენის ხედვას შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზე წარადგენს
უკრაინა ქვეყნის აღდგენის გეგმის წარსადგენად ემზადება. რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილ პირველი კონფერენციას შვეიცარია უმასპინძლებს. „აქტიურად ვემზადებით შვეიცარიაში, ლუგანოში სპეციალური კონფერენციის დაწყებისთვის. კონფერენციის პირველი დღე ორშაბათს იქნება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება ჩვენი ქვეყნის აღდგენას მიეძღვნება. აღდგენას ამ სიტყვის ფართო გაგებით. საჭიროა არამხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც გაანადგურეს ოკუპანტებმა, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის, უკრაინისთვის ახალი საფუძვლის შექმნა - უსაფრთხო, თანამედროვე, მოსახერხებელი, ბარიერების გარეშე. ამისთვის საჭიროა კოლოსალური ინვესტიციები - მილიარდები, ახალი ტექნოლოგიები, მოწინავე გამოცდილება, ახალი ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, რეფორმები. ზელენსკი: უკრაინის აღდგენა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის ქალაქებისა და რეგიონების ევროპულ ალიანსს ქმნის უკვე ორშაბათს, უკრაინა წარადგენს ეროვნულ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეალიზება. სინამდვილეში, ეს ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია ევროპაში და საგანგებო შესაძლებლობები ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა კომპანიისთვის, რომლებსაც ჩვენ უკრაინაში სამუშაოდ მოვიწვევთ, რათა აჩვენონ საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ჩვენი ძალებით დავიწყეთ ნორმალური ცხოვრების აღდგენა გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ასეთი მასშტაბური პროექტის რეალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების ახალი სტანდარტებისა და ცხოვრების ახალი ხარისხის შექმნა, შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო შესაძლებლობების მოზიდვით. უკრაინის მთავრობა ქვეყნის აღდგენის გეგმას წარადგენს ამიტომ, ლუგანოს კონფერენცია შეიძლება, გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის აღდგენისთვის. როდესაც ჩვენ განვახორციელებთ ამ პროექტს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, ეს ღონისძიება შეიძლება, ჩაითვალოს აღდგენის დასაწყისად. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ჩვენი გამარჯვებისთვის და ეს რთული გზაა, რადგან ომი გრძელდება, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აგრესორი დამარცხდეს არამარტო ბრძოლის ველზე, არამედ, ისტორიულად, კონცეპტუალურადაც - ისე, რომ რუსეთში ყველას ახსოვდეს, რომ უკრაინას გატეხვა არავის შეუძლია, მათ შორის სასტიკ ომსაც კი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობილია, რომ უკრაინის აღდგენის გეგმაში ევროპელი პარტნიორები აქტიურად ჩაერთვებიან. „ჩვენ ვეყრდნობით რეგიონულ მიდგომას, რომელიც მოიცავს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყნის მეურვეობას კონკრეტულ რეგიონში, ან ინდუსტრიაში. დანიამ უკვე აიღო მეურვეობა მიკოლაივის რეგიონის აღდგენის შესახებ. ბალტიის სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ჟიტომირის რეგიონის აღდგენას. პორტუგალია აღადგენს უკრაინულ სკოლებს. დეოკუპაციის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება, რეკონსტრუქციის გეგმა შემუშავებულია მსოფლიო ბანკი უკრაინის აღდგენისთვის $4,8 მილიარდს გამოყოფს უკრაინაში ყველამ იცის, რომ დიდი ბრიტანეთი, როგორც პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაგვპირდა, მონაწილეობას მიიღებს კიევისა და კიევის რეგიონის აღდგენასა და განვითარებაში“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანულ-უკრაინულ სამიტზე ონლაინ გამოსვლის დროს, 16 ივნისს.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით უკრაინას ეწვია
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის, იანა ჩერნოჩოვას ხელმძღვანელობით ტერნოპოლის რეგიონს ეწვია. დელეგაციის წევრებმა და რეგიონის ხელმძღვანელობამ დაღუპული ლეგიონერების ხსოვნას პატივი მიაგეს და უკრაინის არმიის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. „ჩეხეთის რესპუბლიკა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი თავდაცვის მინისტრის იანა ჩერნოჩოვას ხელმძღვანელობით ჩვენს რეგიონში ამის კიდევ ერთი დასტურია", - დაწერა Telegram-ზე ტერნოპოლის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ ტრუშმა. გარდა ამისა, განიხილეს სამხედროებისა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა მხარდაჭერის საკითხი.
ლისიჩანსკზე თავდასხმა არ წყდება, რუსეთის ძალები ალყაშემორტყმულ ქალაქს ყველა მხრიდან უახლოვდებიან - გუბერნატორი
უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ლისიჩანსკისთვის ბრძოლა გრძელდება. უკრაინა ამბობს, რომ მისი ძალები რუსეთის ინტენსიურ დაბომბვას იგერიებენ. როგორც BBC წერს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით შევიდნენ ქალაქში და მიაღწიეს მის ცენტრს. რუსულმა წყაროებმა ასევე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ჩანს საბჭოთა დროშის განთავსება ქალაქის დანგრეულ ადმინისტრაციულ ცენტრში, მაგრამ ეს ცნობა არ არის დადასტურებული. ეს არის უკანასკნელი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ ლუგანსკში, ინდუსტრიული დონბასის რეგიონის ნაწილში. რუსეთმა გასულ თვეს, ახლომდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დაიპყრო. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ ლისიჩანსკზე თავდასხმა არ შეწყვეტილა და რუსეთის ძალები ალყაშემორტყმულ ქალაქს ყველა მხრიდან უახლოვდებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ხერსონის რეგიონის ანექსიას შემოდგომისთვის გეგმავს
რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო განახლებაში განაცხადა. „რუსეთის მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომისთვის ჩაატარებენ. რუსეთი, სავარაუდოდ, უპირატესობას ანიჭებს ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას რეგიონზე მისი კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობისას", - აღნიშნავს სამინისტრო. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ მისივე თანახმად, 2022 წლის 28 ივნისს ხერსონის მერის იჰორ კოლიხაევის დაკავების მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის გაწევა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი მერის მრჩეველი, გალინა ლიაშევსკაია Facebook-ზე 26 ივნისს წერდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
უკრაინა იუწყება, რომ მარიუპოლთან რუსული გემი ჩაიძირა
უკრაინული მედია იუწყება, რომ მარიუპოლთან რუსული გემი ჩაიძირა. კერძოდ, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტის პროექტის - 1176 Akula D-106 რუსული სადესანტო ხომალდი 30 ივნისს, მარიუპოლის მახლობლად ნაღმს შეეჯახა. სამი მეზღვაური უკვე მღერის სიმღერას თევზისთვის კობზონთან ერთად“, - წერს ანდრიუშჩენკო. 30 ივნისს, ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერხი ბრაჩუკმა Telegram-ზე დაწერა, რომ შავი ზღვის ფლოტის რუსული ამფიბიური თავდასხმის გემი მარიუპოლთან აფეთქდა. „ჩვენ ველოდებით „კეთილი ჟესტის“ დადასტურებას“, - განაცხადა სპიკერმა. როგორც ცნობილია, 30 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა. ბრიტანეთის დაზვერვა: მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად" მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
დიდი ბრიტანეთი: დღეს, უკრაინის საზღვაო ძალების დღეს და ყოველთვის, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ
უკრაინაში ბრიტანეთის საელჩომ საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით უკრაინელებს ურყევი მხარდაჭერა და პარტნიორობა დაადასტურა. ამის შესახებ საელჩომ Twitter-ზე განაცხადა. „დიდი ბრიტანეთი ამაყობს ჩვენი პარტნიორობითა და მეგობრობით უკრაინის საზღვაო ძალებთან. დღეს, უკრაინის საზღვაო ძალების დღეს და ყოველთვის, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ!", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საელჩო. უკრაინის საზღვაო ძალების დღე ივლისის პირველ კვირას, პრეზიდენტის 2015 წლის 12 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, 2015 წლიდან აღინიშნება.
რუსეთში, ფსკოვის ოლქში ხანძარმა რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი გაანადგურა
რუსეთში, ფსკოვის ოლქში, სოფელ ლიუბანსკში ხანძარმა კომპოზიტორ ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის მშობლიური სახლის 200 კვ.მ. გაანადგურა. ამის შესახებ რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ცეცხლის გაჩენის მიზეზად სარემონტო სამუშაოს დროს გაუფრთხილებლობა სახელდება.
ჩრდილოეთ კორეა: შესაძლოა, ფხენიანს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დასჭირდეს
ჩრდილოეთ კორეამ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება დაგმო და განაცხადა, რომ შესაძლოა, ფხენიანს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება დასჭირდეს. როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, „რეალობა ნათლად აჩვენებს, რომ „ჩრდილოეთ კორეის საფრთხის” შესახებ აშშ-ის ჭორების გავრცელების რეალური მიზანი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე სამხედრო უპირატესობის ლეგიტიმაციაა“. „სიტუაცია უფრო სასწრაფოდ ითხოვს ქვეყნის თავდაცვითი ძალების გაძლიერებას, რათა აქტიურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გარემოს სწრაფ გამწვავებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები გასულ კვირას NATO -ს სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მოიძინო დამატებითი საშუალებები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეკავების გასაძლიერებლად. ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-სამხრეთ კორეა-იაპონიის შეთანხმება „აზიური NATO-ს“ შექმნის შესახებ აშშ-ის გეგმის ნაწილია.
ავსტრალის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ეწვია კიევის რეგიონში რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქებს ბუჩას, ირპენსა და ჰოსტომელს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ Telegram-ზე დაწერა, რომ ეს ენტონი ალბანესის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ავსტრალიამ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა „ალბანესი შოკირებული იყო იმით, რაც ნახა: დანგრეული სახლები, ნაღმების კვალი და დანგრეული ანტონოვის აეროპორტი. ალბანესმა თქვა, რომ ავსტრალია მხარს უჭერს უკრაინას და მოუწოდებს სამართლიანი დასჯისკენ აქ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, - წერს ოლექსი კულება. ავსტრალია უკრაინაში პირველ ოთხ ჯავშანტრანსპორტიორს გზავნის „მადლობელი ვარ ვიზიტისთვის. ომი უკრაინაში - ევროპის ცენტრში, მსოფლიო დღის წესრიგში უნდა დარჩეს", - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.