ძებნის რეზულტატი:

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი: კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. „14 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან, რასაც ათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება მოჰყვა, ბევრი ადამიანი იძულებულია, დღემდე, ოკუპაციის პირობებში იცხოვროს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, დავდგეთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. კანადა დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარება და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გააკეთა. „მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში. ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ანუ ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა არის უფრო ძლიერი, ჩვენი დემოკრატია არის უფრო ძლიერი, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად, ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. დღეს უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი არ უნდა დავივიწყოთ, არ უნდა შევეგუოთ ამ მდგომარეობას, მაგრამ წინ უნდა ვიაროთ. იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ჩვენ ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ. ისიც მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ზაპორიჟიეს ტერიტორიის დაბომბვა. ამის შესახებ მან Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა. The Insider: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე რუსი სამხედროების საეჭვო აქტივობა შეინიშნება, შესაძლოა, ოკუპანტებმა ელექტროსადგური დანაღმეს „რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში და უკრაინის მხარეს გადასცეს ყველა ატომური ელექტროსადგური უკრაინაში”, - წერს ესტონელი დიპლომატი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სარაკეტო დარტყმა გაანხორციელეს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურსა და ამავე ოლქის ქალაქ ენერჰოდარზე.  ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

სალომე ზურაბიშვილი: ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე. ყველა მომხრეა, საქართველო იყოს ერთიანი, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ადამიანები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს ერთიანობაა საჭირო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთობის გარეშე „ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა, ის სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს. უნდა ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ“. სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი დემოკრატია, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი „მინდა, ვთქვა, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის ომის მომხრე, ახალი ომის მომხრე, მეორე ფრონტის, ეს ყველაფერი არის თემები, რომლებიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი, იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოს გაუმარჯოს, ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები, ამ საქართველოსთვის სიცოცხლე დადეს და პატივს უნდა ვცემდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

საქართველოში რუსეთის შეჭრის 14 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველო ელჩი დავით ზალკალიანი განცხადებას ავრცელებს. „14 წლის წინ, რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასობით ათასზე მეტი დევნილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი დღემდე რჩება რუსეთის დროებითი ოკუპაციის ქვეშ. ამ ვითარების ფონზე, რუსეთი კვლავ უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფაა. ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან. საქართველო სრულად ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის ერთგული. ჩვენი მთავრობა განუხრელად განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა. ამ პროცესში, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება უმნიშვნელოვანესია. აშშ უკვე ათწლეულებია, საქართველოს გვერდით დგას, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ. აშშ-ის კონგრესი მუდმივად გამოხატავს ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მათ შორის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტით. კონგრესის მიერ ინიცირებული შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, სენატორი ჯინ შაჰინისა და სენატორიი მიტ რუმნიის ავტორობით ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მზარდ მნიშვნელობას. ჩვენი ახალი ინიციატივები, როგორიცაა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში, ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას და მზარდ თანამშრომლობას. საქართველოში ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, აშშ-თან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება უმნიშვნელოვანესია. აშშ-ის ჩართულობა რეგიონში, ამერიკული იინვეტსტიციების ხელშეწყობა, ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა აუცილებელია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ მხრივ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) რეგიონული ოფისის გახსნა საქართველოში აშშ-ის ინტერესების მკაფიო გამოხატულება და საქართველოსა და რეგიონში აშშ-ის ჩართულობის მტკიცე გზავნილი იქნება. მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, არ დაუშვებს რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და დღეს შექმნილი კრიზისიდან უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

დავით ზალკალიანი: მჯერა, რომ რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას აშშ არ დაუშვებს

„მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, არ დაუშვებს რუსეთის მიერ სუვერენული ერების დასჯას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მისწრაფების გამო“, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩ რუსეთ-საქართველოს 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში საუბრობს. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად და დღეს შექმნილი კრიზისიდან უფრო ძლიერები და ერთიანები გამოვალთ“, - აღნიშნავს დავით ზალკალიანი. უფრო ვრცლად წაიკითხეთ დავით ზალკალიანი: დღეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით წერს, რომ მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. „დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, „გადატვირთვით“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით. შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

Amnesty International-მა უკრაინის შესახებ მისი ანგარიშის გამოქვეყნებით „გამოწვეული ტკივილის გამო“ ბოდიში მოიხადა

Amnesty International-მა ბოდიში მოიხადა ანგარიშის გამო, რომელსაც უკრაინის ოფიციალური პირების აღშფოთება მოჰყვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „Amnesty International-ის პრიორიტეტი ამ და ნებისმიერ კონფლიქტში არის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა. მართლაც, ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი, როდესაც გამოვაქვეყნეთ ეს უკანასკნელი კვლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვიცავთ ჩვენს დასკვნებს, ვწუხვართ გამოწვეული ტკივილის გამო“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია. დმიტრო კულება Amnesty International-ის ანგარიშით უკმაყოფილოა შეგახსენებთ, Amnesty International-ის მიერ 4 აგვსიტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ქმნიან ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯგუფი დაადანაშაულა რუსეთის აგრესიისგან პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაში, ხოლო Amnesty-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა ოქსანა პოკალჩუკმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ დასკვნა იყო პროპაგანდისტული საჩუქარი მოსკოვისთვის. მანამდე ორგანიზაციის უკრაინის ფილიალმა განაცხადა, რომ ხსენებული ანგარიშის მომზადებაში არ მონაწილეობდა. Reuters-ის წერს, რომ რუსეთს დასკვნასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ენტონი ბლინკენი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს სოლიდარობის მიზნით საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთად დგომის საჭიროებას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარულობის საჭიროებას. რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ბლინკენი ამბობს, რომ აშშ საქართველოს ხალხის მტკიცე მხარდამჭერი რჩება, ცდილობენ რა ისინი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“. „თოთხმეტი წლის წინ ამ დღეს რუსეთი შემოიჭრა სუვერენულ საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვახსოვს რუსეთის ძალების მიერ მოკლული და დაშავებული მოქალაქეები. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ცხოვრობენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, ათიათასობით ადამიანი დევნილად იქცა და სიღატაკეშია. მათ საარსებო საშუალება და სიცოცხლე წაართვეს. მიმდინარე წელს, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის ერთმანეთისადმი სოლიდარულობის საჭიროებას. ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ქართველმა ხალხმა კარგად იცის, როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი გადაადგილება გაჭირვებასა და ნგრევას. რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო - გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუბრკოლებლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.  მან ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება. ეს აუცილებელია იმისთვის, რათა ისინი სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ. აშშ მტკიცედ რჩება საქართველოს ხალხის მხარდამჭერი, ცდილობენ რა ისინი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.  2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. უწყების ცნობით, 14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.  2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ირაკლი ღარიბაშვილი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ - საქართველო გაერთიანდება

ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს. "14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის გაცხადება მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.   

პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის აგვისტოში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაშვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე, ასევე, პარლამენტის შენობაზე. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ხავიერ კოლომინა: NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთის ომზე უკრაინის  წინააღმდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 14 წელია, რაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილები. დღემდე რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველი დევნილი გახდა. როგორც 2022 წლის მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, - აცხადებს კოლომინა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონი დაბომბეს - დაიღუპა ოთხი, დაშავდა ექვსი ადამიანი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის ქალაქების დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "ბახმუტის დაბომბვა არ წყდება. რუსმა სამხედროებმა ქალაქები: ბახმუტი, ოპიტნოე, სოლედარი და სელიდოვო დაბომბეს. ასევე, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზები და საზოგადოებრივი ობიექტები", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 27 203 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 27 203 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. "რეგისტრირებულია 12 724 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების 26 190 დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების - 73, ომის პროპაგანდის - 28 დარღვევა და სხვა ტიპის 912 დანაშაული", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ისრაელმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს

ისრაელი და პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადი“ ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ზავის რეჟიმი ძალაში 7 აგვისტოს ადგილობრივი დროით 23:30 შევიდა. The Jerusalem Post-ის ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 8 წუთის შემდეგ, ღაზის სექტორიდან, სამხრეთ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შემდეგ სროლა შეწყდა და ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.  „ისლამური ჯიჰადის“ გენერალური მდივანი ზიად ალ-ნახალე აცხადებს, რომ სროლის შეწყვეტის წინაპირობაა ისრაელის ციხეებიდან დაჯგუფების ორი წევრის გათავისუფლება. მისი თქმით, სროლები გაგრძელდება, თუ ისრაელი შეთანხმების თავის ნაწილს არ შეასრულებს.  ისრაელი 5 აგვისტოდან, ღაზის სექტორში ოპერაცია „განთიადს“ ახორციელებდა, რომლის მიზანიც იყო „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერების განადგურება. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ღაზას სექტორში 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-მდე დაიჭრა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით მოკლულია 15 ტერორისტი.  ამასთან, „ისლამური ჯიჰადის“წარმომადგენლებმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვეს. უმეტესობა ისრაელის თავდაცვითმა სისტემა „რკინის ფარდამ“ გაანეიტრალა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ არის.    

ყაზახეთი და საქართველო კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს გაცვლიან

ყაზახეთი და საქართველო, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს, ორი ქვეყნის დაინტერესებულ ბიზნეს სტრუქტურებში შემდგომი გავრცელებისთვის გაცვლიან. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის როგორც Trend-ს ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში განუცხადეს, კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიების გადაცემას, ახლახან ხელმოწერილი საგზაო რუკა ითვალისწინებს, რომელის მიხედვითაც 2023-2026 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის დიაპაზონი უნდა გაფართოვდეს.  უწყების ცნობით, დოკუმენტი, რომელიც 27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტისას გაფორმდა, მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და სავაჭრო სექტორში თანამშრომლობის გაფართოებისკენაა მიმართული. „ამგვარად, საგზაო რუკის აქტივობები ითვალისწინებს საექსპორტო პოტენციალის შესწავლას, ორივე ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებისა და ორგანიზაციების ინფორმირებას, რათა დადგინდეს ორმხრივი ვაჭრობის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე კონკურენტუნარიანი სიების გაცვლა. შემდგომ კი ყაზახეთისა და საქართველოს დაინტერესებულ-ბიზნეს სტრუქტურებს შორის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდეს,“  - აცხადებენ სამინისტროში. გარდა ამისა, საგზაო რუკა ითვალისწინებს ორივე ქვეყნის დაინტერესებული ექსპორტიორების იდენტიფიცირებასა და ამ ინფორმაციის გავრცელებას დისტრიბუტორებსა და შემსყიდველ ცენტრებს შორის, ასევე ინფორმაციის გაცვლას ყაზახური და ქართული საქონლის იმპორტით დაინტერესებული მხარეების კომპანიების შესახებ.  

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. „2008 წლის აგვისტოში საქართველომ უმძიმესი დღეები გამოიარა. დღეს, პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებასა და მომავალს სიცოცხლე შესწირეს. ისინი საქართველოს ყოველთვის ემახსოვრება. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკარგულ ტერიტორიებს მალე დაიბრუნებს,“ - აცხადებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

პრემიერი: თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ჩვენ ყველა იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ სპეკულაციებს თარიღებზე, გთხოვთ, ყველამ თავი შევიკავოთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, „რატომ არ აღნიშნავს ის ომის თარიღს 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის არმია შემოვიდა საქართველოში“. უხერხული ხომ არ არის, რომ მედვედევის რიტორიკის საპასუხოდ მოდიხართ აქ?  - მიმართა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს, რომელიც დღეს დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. „თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ (მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. რედ.) ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ, უხერხულია, ჩვენი გმირების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა პროვოკაციული უწოდა შეკითხვას მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.