ძებნის რეზულტატი:

იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე: ბანკი პრინციპულად უზღუდავს ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში

ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში, - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული კომპანია "ემ ქეი დი" Credit Suisse-სთან მიმდინარე დავაზე ავრცელებს. მათივე ცნობით, საბანკო ტრასტები ივანიშვილის უფლებებს არღვევენ და ამასთან, კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს აღარ პასუხობენ. ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა განცხადებას ავრცელებს "საინფორმაციო განახლება კრედიტ სუისს-ის მხრიდან განგრძობადი დარღვევის შესახებ მოგეხსენებათ, საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას კრედიტ სუისს-სთან ურთიერთობისა და ბანკის მიერ ბ-ნი ივანიშვილის მიმართ ჩადენილი დარღვევების შესახებ. ამჯერადაც, განახლების სახით გაცნობებთ შემდეგს, კერძოდ, კრედიტ სუისს-ის ორი საბანკო ტრასტის მხრიდან დარღვევებზე: ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან - ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს. შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, რომელშიც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ ჯერ არ ქცეულა ისტორიად, მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას განაცხადა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე კვლავაც არსებობს. მისივე განცხადებით, აუცილებელია, საერთაშორისო ურთიერთობებში შეიქმნას მსგავსი აგრესიის პრევენციის პრინციპი. ზელენსკის თქმით, 2008, 2014 და 2022 წლებში დაწყებულ ომებს სხვადასხვა მასშტაბი და ხასიათი აქვს, მაგრამ მომხდარს ერთი არსი აქვს - უსაფრთხოების რეგიონულმა და გლობალურმა მექანიზმებმა არ იმუშავეს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელი პრევენციის პრინციპი, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე ითხოვდა. „თუ უკვე ცხადია, რომ სახელმწიფო ამზადებს აგრესიას - უსამართლო, არაპროვოცირებულ, უკანონო, აგრესიას, მაშინ მსოფლიოს რეაქცია მის მომზადებაზე იგივე უნდა იყოს, რაც მომხდარ აგრესიაზე. აუცილებელია მოქმედება ომის თავიდან ასაცილებლად და არა დარტყმებისა და მსხვერპლის ლოდინი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ გაყინული კონფლიქტები არ უნდა დარჩეს. „უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყველაფერი, რაც რუსეთმა დროებით მიიტაცა, ხოლო აგრესორი სახელმწიფო უნდა დაისაჯოს დანაშაულებრივი აგრესიისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „ამ დღეებში იხსენებენ რუსეთის 2008 წლის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ ქცეულა ისტორიად, არ ჩაბარებია წარსულს. იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მსოფლიომ მხოლოდ ახლა დაიწყო ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მისაცემად ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროების გაცნობიერება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ტრამპი აცხადებს, რომ FBI-მ მის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია გაჩხრიკეს. ტრამპის თქმით, სამართალდამცველები მის სახლში გაუფრთხილებლად მივიდნენ და მისი სეიფიც გატეხეს. ტრამპმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი რეზიდენცია „ოკუპირებული იყო FBI-ს თანამშრომლების დიდი ჯგუფის მიერ". „ეს ბნელი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა შეერთებული შტატების ისტორიაში“, - ამბობს ტრამპი. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემას იარაღად იყენებენ, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობას ხელი შეუშალონ. ოფიციალური კომენტარი აშშ-ს უწყებებს არ გაუკეთებიათ. მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა NBC News-ს განუცხადა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებულია რამდენიმე დოკუმენტი.

NCDC: 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე COVID19-ით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. "2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია საჭირო და მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი, მინიმალური ასაკი - 18 წელი, ხოლო მაქსიმალური - 89", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, დროის იმავე მონაკვეთის მიხედვით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა. "ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. შემთხვევათა 82%- ში (95% CI 81.3-82.6) დაავადება გართულებული იყო პნევმონიით. გარდაცვლილთა 79%-ს (95% CI 78.3-79.6) აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 29.1%-ს (95% CI 28.3-29.8), ხოლო 21.7%-ში (95% CI 21.0-22.3) განვითარდა გულის უკმარისობა", - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, პირველი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული იყო 2 903 548 აცრა, საიდანაც 2055 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი) აღირიცხა. "2 055 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა. ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (აქედან 72 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 53 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 26 შემთხვევა - როგორც გაურკვეველი. ამასთან, ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა  

აშშ უკრაინის მთავრობას $4.5 მილიარდს გამოუყოფს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინის მთავრობას 4.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს, რათა უკრაინისთვის გადაუდებელი საჭიროებები დააკმაყოფილოს. პირველ ტრანშს, 3 მილიარდ აშშ დოლარს უკრაინა მიმდინარე თვეს მიიღებს. მათ შორის, პენსიების, სოციალური კეთილდღეობისა და ჯანდაცვის ხარჯების გადასახდელებს, დაიფარება პენსიები, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების ხარჯები, საავადმყოფოებში, სკოლებსა და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარჯები. ასევე, უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, საჯარო მოხელეების, ჯანდაცვის მუშაკებისა და მასწავლებლების ხელფასების გადახდას. უკრაინისთვის გამოყოფილი წინა ტრანშები ივნისში 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ივლისში - 1,7 მილიარდს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის ბიუჯეტის ჯამური მხარდაჭერა აშშ-სგან $8,5 მილიარდი იქნება.  

ივლისის თვეში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

"მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს", - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი. 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით +214% - ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა. 2022 წლის 7 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა, 42 640 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა ძალებმა 42 640 რუსი სამხედრო მოკლეს.  უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 27 203 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1817 ტანკი, 4076 ჯავშანტექნიკა, 964 ერთეული საარტილერიო სისტემა, 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 133 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 საბრძოლო თვითმფრინავი, 193 ვერტმფრენი, 757 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2998 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 87 ერთეული სპეცტექნიკა და 185 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოში COVID19-ით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

პირველი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა, - ამის შესახებ კოვიდ COVID19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. NCDC: 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა "სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა. სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის, უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები", - ნათქვამია ინფორმაციაში. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა  

ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეჩერდეს.  სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ „უნდა შეჩერდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპაში ვიზიტი, ესაა პრივილეგია და არ აქვს კავშირი ადამიანის უფლებებთან“, - დაწერა კალასმა Twitter-ზე.  ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ესტონეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეჩერებულია. „რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე შენგენის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს გასცემენ, მთელი სიმძიმე რუსეთის მეზობელ ქვეყნებზე - ფინეთზე, ესტონეთსა და ლატვიაზე ნაწილდება“, - ამბობს კალასი.  „დროა შევაჩეროთ რუსეთიდან ტურიზმი“, - განაცხადა კაია კალასმა.  ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინაში შესვლა 50 წლით აეკრძალებათ - მედია    

ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.  „ჩვენ აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას მსოფლიოს რუსეთის ბირთვული შანტაჟის - ზაპორიჟიეს ატომური სადგურის დაბომბვის შესახებ. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკვე არის შესაბამისი რეაქცია. მაგრამ აუცილებელია საპასუხო ქმედებების დაჩქარება. რუსეთი ყურადღებას არ მიაქცევს სიტყვებს და შეშფოთებას. საჭიროა ახალი სანქციები ტერორისტული სახელმწიფოსა და მთელი რუსული ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ჩერნობილის კატასტროფა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ჯარები აქტიურად ხსნიდნენ ცეცხლს ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის და ქალაქ ენერჰოდარის მიმართულებით. უკრაინა თვლის, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას. ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია „სრულიად უკონტროლოა“ და დღითიდღე უფრო საშიში ხდება, ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა განაცხადა. რაფაელ გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს რუსეთს და უკრაინას, რომ ექსპერტები ადგილზე სწრაფად დაუშვან, რათა სიტუაციის სტაბილიზაცია და ბირთვული ავარიის თავიდან აცილება შეძლონ.  ესტონეთი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბირთვული ტერორიზმი ზაპორიჟიეში Associated Press-ი წერს, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაკავებამ განაახლა შიში, რომ უკრაინის 15 ბირთვული სადგურიდან უმსხვილესი შესაძლოა, დაზიანებულიყო, რასაც 1986 წლის ჩერნობილის ავარიის მსგავსი კატასტროფა მოჰყვებოდა.

COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა

საქართველოში 1 კვირის განმავლობაში COVID19-ის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. NCDC: 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა "საქართველოში 1 კვირის განმავლობაში COVID19-ის 12 729 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 31 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით 8 პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულ პერიოდში გამოჯანმრთელდა 11 199 პირი. ჩატარდა 67 482 ტესტი. სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა. სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის, უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები", - აღნიშნულია ინფორმაციაში. სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა  

საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის შატო დე ვინსენში შესვლა აიკრძალა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეებს, პარიზთან ახლოს მდებარე შატო დე ვინსენში შესვლა აეკრძალათ.   შატო დე ვინსენში მდებარე ციხე-სიმაგრეში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს არქივი ინახება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გამოიცა დირექტივა, რომლის თანახმადაც რუსეთის მოქალაქეებს, ისტორიული ძეგლის დათვალიერება აეკრძალათ.  ისტორიული ძაგლი პარიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, სადაც თავდაცვის სფეროს ბიბლიოთეკა და არქივია დაცული. მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე სპეციალური წესების დაცვით დაიშვებიან. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „საფრანგეთში, რუსეთის მოქალაქეების სამხედრო ობიექტებზე დაშვება აიკრძალა“. ამასთან, უწყებაში აღნიშნეს, რომ მედიას შეუძლია კონკრეტულ დოკუმენტზე შესაბამისი მოთხოვნა გამოგზავნოს.     შატო დე ვინსენში ციხე-სიმაგრე საფრანგეთის მეფეებისთვის XIV – XVII საუკუნეებში აშენდა.    

ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა, რაც ხელს შეშლის რუსეთს სხვა ქვეყნების ტერიტორიის ანექსიისგან, აკრძალვა რუსებისთვის დასავლეთის ქვეყნებში შესვლის აკრძალვაა. უკრაინის პრეზიდენტი არსებულ სანქციებს არასაკმარისად მიიჩნევს. ზელენსკის აზრით, რუსეთის ყველა მოქალაქე სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და მიმდინარე მოვლენებზე თავისი წილი პასუხისმგებლობა იგრძნოს, რადგან პუტინი სწორედ მათ აირჩიეს და რეჟიმს არ ებრძვიან. ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან ფინეთის პრემიერი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები არის საზღვრების ჩაკეტვა... მათ უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა Washington Post-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კომუნიკაციების კომისია: მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მლნ ლარი იყო

2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 67.4% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 21.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-თაა გაზრდილი. „აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 66.1% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 22.1% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-თაა გაზრდილი. სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.6 მილიონი ლარით შემცირდა და 2.6 მილიონი ლარი იყო. „მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. “პოსტვ”-ის შემოსავალი 1 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. “ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონი ლარი იყო. 0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით „ობიექტივის“ შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეორე კვარტალში 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 82.9% პირდაპირი რეკლამა იყო. სპონსორობის წილი კი 16.9% იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 885 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ 156 ათასი ლარი, „რადიო პალიტრამ“ კი – 91.3 ათასი ლარი მიიღო. „ქართულმა რადიომ“ წინა წლის მსგავსად 77.5 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „მდ ჯგუფს“ – 67.0 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ – 47.9 ათასი ლარის, ხოლო „ჩვენ რადიოს“ 47.3 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ 30.5 ათასი ლარი, „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ – 25.7 ათასი ლარი, კომპანია „მედიასტრიმმა“ – 22.2 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სხვა რადიომაუწყებლებს ჯამში 145.6 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები ჰქონდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

მედია: საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს

საბერძნეთში, 41 წლის ქართველ კაცს 12 ტყვია ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. კაცს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ქალაქის საავადმყოფოშია მოთავსებული. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს. პოლიციამ დამნაშავის დასაკავებლად ძებნა დაიწყო.  

2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ივლისში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% მეტია.   ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრით შემოვიდა, 181 574 ვიზიტი - საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი - სარკინიგზო, ხოლო 1 786 - საზღვაო გზით განხორციელდა.  ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი:1. რუსეთი - 156 737 ვიზიტი;2. სომხეთი - 103 906 ვიზიტი;3. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;4. საუდის არაბეთი - 27 712 ვიზიტი;5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;6. ისრაელი - 22 684 ვიზიტი;7. ბელარუსი - 20 773 ვიზიტი;8. ყაზახეთი - 19 258 ვიზიტი;9. უკრაინა - 18 711 ვიზიტი;10. აზერბაიჯანი - 14 282 ვიზიტი;11. ირანი - 11 787 ვიზიტი;12. ინდოეთი - 7 215 ვიზიტი;13. პოლონეთი - 5 731 ვიზიტი;14. უზბეკეთი - 5 539 ვიზიტი;15. გერმანია - 5 460 ვიზიტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 61 974 ვიზიტორით, მესამე კი 15 373 ვიზიტორით უკრაინაა.2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა.  2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნა1. რუსეთი - 403 886 ვიზიტი;2. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;3. სომხეთი - 299 676 ვიზიტი;4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;5. ისრაელი - 107 261 ვიზიტი;6. უკრაინა - 89 614;7. აზერბაიჯანი - 80 680;8. ყაზახეთი - 64 654;9. ბელარუსი - 62 728;10. საუდის არაბეთი - 57 475;11. ირანი - 49 016;12. უზბეკეთი - 27 871;13. ინდოეთი - 26 343;14. გერმანია - 22 378;15. პოლონეთი - 20 812. ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737, ხოლო ივნისში 90 239 ადამიანი შემოვიდა. წინა თვესთან შედარებით, რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 66 498-ით არის გაზრდილი.  

სენატორი რიში 2008 წლის ომზე: მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ. „გუშინ გავიდა 14 წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. სუვერენიტეტის ამ შელახვამ და მსოფლიოს სუსტმა რეაქციამ მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო და შეიჭრა უკრაინაში ორჯერ, დაეხმარა ასადს სირიაში, შექმნა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები და ბელორუსზე დე ფაქტო კონტროლი დაამყარა“, - წერს ჯიმ რიში Ttwitter-ზე. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ბენ ჰოჯესი: 2008 წელს დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა

CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა. მისი თქმით, დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს. „უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია, შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას“, - ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“. ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს. მისი აზრით, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან. „დროა, საქართველომ გადაწყვიტოს, რა სურს რეალურად. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი, მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესააძლებლობები. სურთ კი, მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? - მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს“, - ამბობს ბენ ჰოჯესი. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

სამხედრო ანალიტიკოსი კარლ მალერი: უკრაინაში რუსეთის დანაკარგების გათვალისწინებით, რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენა ვეღარ შეძლოს

ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთი დღეს საქართველოს ოკუპაციას მცირე ძალებით აგრძელებს. „სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც რუსული ძალები აგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, შედარებით დაბალია. იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც რუსეთს აქვს უკრაინაში, შესაძლოა, მათ საქართველოს ტერიტორიებზე დარჩენა ვეღარ შეძლონ. უკრაინაში მიმდინარე ომი მათ სერიოზულად ასუსტებთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც არ უნდა დასრულდეს კონფლიქტი უკრაინაში რა გავლენა ექნება ამას მეზობელ ქვეყნებზე ამ ეტაპზე უცნობია“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოს კარლ მალერი „ამერიკის ხმასთან“.  

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ნიკოპოლში „გრადიდან“ სამჯერ გაისროლეს, ქალაქში 120 რაკეტა შემოფრინდა

რუსეთის არმიამ ცეცხლით დაფარა ორი რაიონი: ნიკოპოლი და სინელნიკოვსკი. ნიკოპოლში „გრადიდან“ სამჯერ გაისროლეს. ქალაქში 120 რაკეტა შემოფრინდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, დაშავდა 46 წლის კაცი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. „რუსეთის არმიამ ცეცხლით დაფარა ორი რაიონი- ნიკოპოლი და სინელნიკოვსკი. ღამით ნიკოპოლში „გრადიდან“ სამჯერ გაისროლეს. ქალაქში 120 რაკეტა შემოფრინდა! დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, სამი საწარმო, სახელოსნოები... დაშავდა ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელი. 46 წლის კაცი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა რეზნიჩენკომ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა, 42 640 რუსი სამხედრო მოკლეს