ძებნის რეზულტატი:

ჯუანშერ ბურჭულაძე: დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „პირველ ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ, ცივილურმა სამყარომ დღეს ალბათ საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია, ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი, თუ სხვა ორგანიზაციები“, – განაცხადა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, თავიდან ვერ აიცილეს ომი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლა გაიმეორა, რომ „მოღალატე პოლიტიკურ ძალას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა კვლავ სურს. პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უპასუხა. „მე გეტყვით მთავარს - თქვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები. დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ პატრიოტობაზე, მინდა მათ შევახსენო, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსული სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. მაშინ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს ერთი; მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მესამე - ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს გარკვეული სანქციები დაკისრებოდა ოკუპაციის გამო, ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გააუქმეს უვიზო რეჟიმი, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და შემდეგ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მიუხედავად მრავალი მცდელობისა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი ასე ვთქვათ და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ, რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? - აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ აწესებს საქართველო სავიზო შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება

მინდა, ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენის სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. „ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, მათ ღირსეულად დაიცვეს თავი, დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათი რეალური ისტორიები, გმირობის ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომელიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს სპეკულაციებს, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი-რვა აგვისტო საერთოდ არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის რვა აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. მთავარი არის არის შემდეგი, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაასწორეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

შალვა პაპუაშვილი: 14 წელი გავიდა ომიდან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს

14 წელი გავიდა ომიდან. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს. ეს წლები არის, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულთა ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხედროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. „სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2008 წელს საერთაშორისო რეაგირება არ ჰქონდა ამ ამბავს, 2014 წელს ვნახეთ რა მოხდა უკრაინაში, შემდეგ 2022 წელს. ეს არის ერთი, მთლიანი აგრესიის ნაწილი. მნიშვნელოვანია, ამ გადმოსახედიდან ვიცოდეთ, რამხელა რისკებია საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნობიერებით იმოქმედა ჩვენმა სახელმწიფომ.  მნიშვნელოვანია NATO-ს უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ აჩვენოს მზაობა NATO-ს წევრობის და ვფიქრობ, დღეს არსებობს კონსესუსი, რომ საქართველო მზად არის, იყოს NATO-ს წევრი ქვეყანა, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური უსაფრთხოების ქოლგა და სწორედ ამიტომ, გაკეთდა განაცხადა ევროკავშირის წევრობაზე. ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად თანხმობაა, რომ საქართველოც იმსახურებდა, მიეღო კანდიდატის სტატუსი ახლავე. მთავარია ახლა ამ პირობების შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

კლინიკის დირექტორის დაჭრის ფაქტზე დაკავებული ექიმი: გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა

"გიორგი გალდავას შეშინების მიზნით ვესროლე, მისი მკვლელობის მიზანი არ მქონდა - მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი", - ამის შესახებ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულმა ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა „შეშინება მინდოდა და კუთხეში გავისროლე, ამ დროს ადგა და მხარში მოხვდა, მისი მკვლელობა რომ მდომოდა, ექიმმა კაცმა გული სად არის და თავი სად არის, ვიცი. სამსახურიდან უმიზეზოდ გამათავისუფლა, კონდიციონერის პულტი არ მივეცი, რადგან ჩემი იყო, ამაზე განაწყენებულმა გამათავისუფლა, როგორც შვილი, ისეა ჩემ ხელში გაზრდილი. კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი, სხვაგან გადამიყვანა, 4 კაბინეტი შემაცვლევინა, მითხრა, ერთ კვირაში ახალ კონდიციონერს დაგიდგამო და ამაზე დაიწყო უშვერი სიტყვები. ამ ასაკის კაცს, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, იარაღს სახლში არ ვტოვებდი, მეშინოდა შვილიშვილების, სამსახურში ვინახავდი, ვიფიქრე, შევაშინებ-მეთქი. განზრახ მკვლელობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. არც დამალვა მიცდია, იარაღი ბუჩქებში ჩავაგდე და ვუჩვენე. დამნაშავედ ვცნობ თავს, მან მიბიძგა დანაშაულისკენ. პოლიციაშიც ნამყოფი არ ვარ, სპორტსმენი ვარ ძველი, ცხოვრებაში ცუდი არაფერი გამიკეთებია“, - განაცხადა ბეჟანიძემ. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.  

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა, 42 340 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა, 42 340 რუსი სამხედრო მოკლეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 27 203 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა „უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1811 ტანკი, 4070 ჯავშანტექნიკა, 960 ერთეული საარტილერიო სისტემა, 261 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 132 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 საბრძოლო თვითმფრინავი, 192 ვერტმფრენი, 754 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2993 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 86 ერთეული სპეცტექნიკა და 182 ფრთოსანი რაკეტა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: ორმხრივი გადაწყვეტილება იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯერ კიდევ მოქმედმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობიდან წასვლაზე ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება ჯანდაცვის მინისტრისა და მისი „ორმხრივი გადაწყვეტილება“ იყო.  ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვებაზე: დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები „ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე, რომ არ იყოს მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს... [პოსტის დატოვება] ორმხრივი გადაწყვეტილება იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.  5 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის. ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.   

ლიეტუვის პრემიერი: აგვისტოს ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასდროს მიღწეულა

ლიტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა სიმონიტე Twitter-ზე რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს ეხმაურება. „2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი საქართველოში შეიჭრა. 11-დღიანი ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასდროს მიღწეულა, რადგან დაშოშმინება მხოლოდ აგრესორის მადას კვებავს. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს სიმონიტე სოციალურ ქსელში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი სახსრების განთავსებისა და სხვადასხვა, ერთი შეხედვით მაღალშემოსავლიან, სქემებში ინვესტირების რისკებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2013 წლიდან პერიოდულად აფრთხილებს მოქალაქეებს. კერძოდ, კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ კონტროლდება რომელიმე საზედამხედველო ორგანოს, მათ შორის ეროვნული ბანკის მიერ, შესაძლოა ფიზიკურ პირებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში თანხის დაბანდებას სთავაზობდნენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, “ფინანსური პირამიდის” კლასიკური მოდელის ნიშნებსაც ატარებს. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში გააქტიურდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ “ფინანსური პირამიდის” კლასიკური მოდელისგან განსხვავებით, აღნიშნული კომპანიები თანხის გამომუშავებისთვის მომხმარებლებს არ სთავაზობენ ფინანსურ ინსტრუმენტებს, მაგალითად ანგარიშზე/დეპოზიტზე თანხის განთავსებას, შესაბამისად, მათგან ფულად სახსრებს პირდაპირ არ იზიდავენ. თუმცა, თანხის გამომუშავების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა მოქმედებების შესრულებას თხოვენ, რაც, მათ შორის, შეიძლება მოიცავდეს კომპანიის სხვადასხვა მომსახურების გამოწერას, ონლაინ სივრცეში სარეკლამო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გაცნობას, გავრცელებას და ამავე მიზნით ახალი მონაწილეების მოწვევას. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის საქმიანობის მთავარი მიზანი, ფინანსური პირამიდის მსგავსად, სქემაში რაც შეიძლება ბევრი ახალი წევრის ჩართვა და მათი სახსრების არაპირდაპირი გზით მოზიდვა და არა ბიზნესის განვითარებაა. ამასთან, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება, მით უფრო იზრდება სქემის სიცოცხლისუნარიანობა. ასეთი პირამიდული სქემები, რომლებიც შესაძლებელია მრავალი სახით არსებობდეს, გარკვეულწილად მდგრადია მისი შექმნის მხოლოდ საწყის ეტაპზე, მანამ, სანამ სქემაში ახალი მონაწილეების მოზიდვის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ჩანს ასეთი კომპანია დროის რომელიმე მომენტში, სქემა აუცილებლად იშლება, როდესაც შეუძლებელი ხდება ახალი წევრის და/ან დამატებითი თანხის მოზიდვა და, შედეგად, კომპანია ვეღარ ისტუმრებს წევრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს. საგულისხმოა, რომ უკანასკნელ პერიოდში პოპულარული მსგავსი სქემების შესახებ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მომხმარებლისთვის ცნობილია სქემის რისკიანობის შესახებ, ხშირად ისინი შეგნებულად ერთვებიან ამ სქემებში იმის იმედით, რომ მათ მიერ ინვესტირებული თანხის გამომუშავებას სქემის დაშლამდე შეძლებენ. თუმცა, მსგავსი მიდგომა მაღალი რისკის შემცველია, რამდენადაც სქემის დაშლის მომენტის წინასწარ განჭვრეტა პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, საკუთარი თანხების დაბანდებამდე, მათი დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, უპირველეს ყოვლისა, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის, ასევე მისი გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ, გაარკვიონ რეგულირდება თუ არა ასეთი კომპანია რომელიმე უწყების მიერ, და მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.  

თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის 15-მდე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. თბილისში, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე ერთ-ერთ სკვერს მიენიჭება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი. „ეს არის ჩვენი უახლესი წარსულის ძალიან ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი გმირების ქმედებები ნამდვილად არის ჩვენთვის, ყველასთვის საამაყო. შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, მათი სახელების უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პატივი და შესაძლებლობა იმისა, რომ მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. თბილისის საკრებულო ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განახორციელებს სახელდებას და თბილისში ჩვენი 15 გმირის სახელდებას სხვადასხვა ქუჩებზე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად განვახორციელებთ სახელდებას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ. აღნიშნული ინიციატივას ხვალ საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინაში შესვლა 50 წლით აეკრძალებათ - მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლის თანახმადაც რუსებს უკრაინაში შესვლა 50 წლით უნდა აეკრძალოთ. მედიის ცნობით, ელექტრონულმა პეტიციამ, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული, 8 აგვისტოს მდგომარეობით, 25 ათასი ხმა უკვე მოაგროვა. პეტიციის თანახმად, უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებს შესვლა მომავალი 50 წლით აეკრძალებათ. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ  ზომის მიღება თითოეული უკრაინელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა საჭირო. „სამწუხაროდ, ბოლო 8 წელიწადში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დივერსანტებისგან დაცვა, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო მუდმივად ჩამოდიოდნენ. ჩვენ ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლედ დაგვიჯდა. თითოეული უკრაინელის უსაფრთხოების მიზნით, ახლაც და მომავალშიც, ჩვენ გთავაზობთ სრულად დაიხუროს რუსეთის მოქალაქეებისთვის მომავალი 50 წლის გამავლობაში უკრაინაში შემოსვლა და არ გაიცეს მათზე ბინადრობის უფლება. აკრძალვა არ შეეხებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ,“- ნათქვამია პეტიციაში. პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე 23 მაისს დარეგისტრირდა. გეგმის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია უახლოესი 16 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. 1-ელი ივლისიდან უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ამოქმედდა. ახლა რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შესვლა მხოლოდ მოწვევის საფუძველზე შეუძლიათ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების წარმოებას იწყებს

თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში Bayraktar-ის უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანას ააშენებს. Baykar Defence-მ უკვე დააფუძნა კომპანია უკრაინაში და მიწის ნაკვეთი იყიდა, მზადაა ქარხნის პროექტიც. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა მედიასთან განაცხადა.  თურქული კომპანია Baykar Defence უკრაინაში დრონების ქარხანას და სერვისცენტრს ააშენებს ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად 2021 წლის ოქტომბერში გამოიყენა. უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით. უკრაინა თურქეთისგან დამატებით 24 უპილოტო საფრენ აპარატს შეიძენს  

ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას - ზელენსკი

ბახმუტის დაკავება რუსეთს დონეცკის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტებისკენ გაუხსნის გზას, სწორედ ამიტომ განაგრძობენ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვესმის, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ ისინი წინ წაწევას შეძლებენ. ისინი შეიძლება, კრამატორსკისკენ წავიდნენ, შეიძლება, სლავიანსკისკენ. ბახმუტის შემდეგ რუსებისთვის გაიხსნება გზა დონეცკის მიმართულებით უკრაინის სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ დგანან იქ ჩვენი ბიჭები“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს

ექსკლუზივი Europetime-თან ინტერვიუში დეტალურად იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის (2005–2009 წლებში) თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კურირებდა აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, რუსეთმა პროვოკაციული ქმედებები ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო. „არასდროს დამავიწყდება ის დღე და 2008 წლის აგვისტო, როდესაც საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა შემატყობინა, რომ რუსეთის ძალებმა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტებმა ქართულ ჯარს ცეცხლი გაუხსნეს. სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გზად იყო ვაშინგტონისკენ, მე ვიყავი მთავარი კოორდინატორი და რა თქმა უნდა, დავურეკე სახელმწიფო მდივან რაისს. მან მითხრა - „დავარწმუნოთ ქართველები, რომ საპასუხო სროლა არ განახორციელონ“. ამის შემდეგ, ისევ დავურეკე მინისტრ ტყეშელაშვილს, რომელმაც მიპასუხა - „კარგი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ“. რამდენიმე საათის შემდეგ, მინისტრმა ისევ დამირეკა და შემატყობინა - „ჩვენ აღარ შეგვიძლია ცეცხლის შეკავება, რადგან საარტილერიო ჭურვებს ისვრიან ჩვენი ჯარების მიმართულებით, ინტენსივობა სულ უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ რეაგირებას“. ჩემთვის ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ სროლა და ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს იყო რუსეთი და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტები. უფრო ადრე, რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოცირებას. მე მახსოვს 2004 წლის ივნისი, როდესაც სარწმუნო ცნობა მივიღეთ, რომ რუსეთმა დაიწყო ტექნიკის გარკვეული გადაადგილება ტყისკენ, ჯავისა და „სამხრეთ ოსეთის“ ირგვლივ“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, კრემლის პროვოკაციები გრძელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ სეპარატისტული რეგიონების „პასპორტიზაციით“. „შემდეგ, რუსეთის მთავრობამ ჩამოაგდო უპილოტო ქართული თვითმფრინავი ოკუპირებული აფხაზეთის თავზე. რუსეთი ბომბავდა და ესროდა საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემას საქართველოში, „სამხრეთ ოსეთის“ სიახლოვეს. თუ არ ვცდები, ეს 2008 წლის მაისში უნდა ყოფილიყო. 2008 წლის ივნისში ან ივლისში განალაგა ჯარები აფხაზეთში, კოდორში... ასე რომ, რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. და, ამ მზარდი დაძაბულობის პერიოდში, ჩემი ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები საქართველოს ადანაშაულებდნენ პროვოკაციაში და მე მთხოვდნენ, მეპოვა გზა, საქართველოს ლიდერების დასამშვიდებლად. ვუთხარი, რომ რუსეთს სურს ომი და ჩვენ არ გვჭირდება ქართველების დამშვიდება და პირიქით, გვჭირდება ომის თავიდან ასაცილებლად იმის დემონსტრირება, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევდა. ჩემი ეს ხედვა არ აღმოჩნდა პოპულარული და ჩვენ მუდმივად ვცილობდით, საქართველოს მთავრობა და განსაკუთრებით, პრეზიდენტი სააკაშვილი დაგვერწმუნებინა დაძაბულობის დეესკალაციაში, როდესაც სინამდვილეში, რუსეთი აკეთებდა ყველაფერს დაძაბულობის ესკალაციისთვის და იმედობნებდა, რომ საქართველო პირველი გახსნიდა ცეცხლს. ომის შემდეგ, ევროკავშირმა მალევე, გაკვეთილი ვერ ისწავლა და განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამრიგად, ტრანსატლანტიკური საზოგადოების დაუყოვნებლივი დასკვნა არასწორი აღმოჩნდა. ამ დროს, მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მომლაპარაკებელი იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტის მიღებისას, (ეს დოკუმენტი სრულიად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ინტერესებს და რუსეთს აძლევდა ხელს) აღიარა, რომ რუსეთის ინტერვენცია საქართველში, რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტი იყო და  თავის ერთ-ერთ ოპედში, რომელიც Washington Time-ში გამოქვეყნდა, ამბობდა, რომ თუ რუსეთი მომავალში შეიჭრებოდა უკრაინაში, მაშინ ევროკავშირი სერიოზულ ხარჯებს დაუწესებდა მოსკოვს. ამავე დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობდა, რომ ახლა რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. შემდეგი კი, ყირიმი იქნებოდა“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ბრაიზას შეფასებით, საფრანგეთმაც ვერ გამოიტანა სწორი დასკვნები და ამის ერთ-ერთ მაგალითად, „მისტრალის“ საკითხზე შეთანხმებას ასახელებს. „შეერთებული შტატების პასუხიც ძალიან ფრთხილი იყო. საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვის სისტემები, თავდაცვითი იარაღი, თუმცა ჩვენ მას „ჯაველინები“ და სატანკო სისტემები არ მივაწოდეთ. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საბოლოოდ, უკრაინას მივაწოდეთ „ჯაველინები“ (ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ტანდემური კუმულაციური ქობინით). მსოფლიომ გაიღვიძა არა უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, როდესაც სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ საკმაოდ სუსტი იყო, არამედ, საბოლოოდ, უკრაინაში მოსკოვის მეორედ შეჭრის შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს - კონკრეტულად, თუ პრეზიდენტი პუტინი არ შეჩერდება ბრძოლის ველზე, ის გააგრძელებს წინსვლას როგორც შეუძლია და დაემუქრება უფრო მეტ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ისევ საქართველოს და მოლდოვასაც. ასე რომ, ის უნდა შეჩერდეს.საბოლოოდ, ვფიქრობ, ამას აღიარებს როგორც შეერთებული შტატები, ისე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრობი, მაგრამ გერმანიას და საფრანგეთს ისევ სურთ, ბიზნეს ურთიერთობა რუსეთთან. და, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ცდილობს, შეინარჩუნოს სოლიდარულობა NATO-ს მოკავშირეებში, რათა აბსოლუტურად მკაფიო გახდეს რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომ ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში და არასოდეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის შემდეგ დაემუქროს მოკავშირეებს და ალიანსის მთავარ პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოს“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ.   სხვა ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. უილიამ ჰარისონ კორტნი - ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ -ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს, რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით. ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - მიიჩნევს უილიამ კორტნი.  Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს.  პოლ გობლი  - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში. მას სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე ეკავა დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიცია. „ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა განიხილოს საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ გადადგა. ვშიშობთ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - ამბობს პოლ გობლი. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

უკრაინის პორტებიდან ერთ კვირაში 350 ათასი ტონა მარცვლეულით დატვირთული ათი გემი გავიდა

22 ივლისის შეთანხმების საფუძველზე ამოქმედებული „ხორბლის დერეფნის“ ფარგლებში უკრაინის პორტებიდან 10 გემით, 350 ათასი ტონა მარცვლეულით გავიდა. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.  უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ილია დარჩიაშვილი: რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება

რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.  „დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა. ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც გმირულად დაეცა ჩვენი თავისუფლებისთვის. რუსული ოკუპაციის დასასრულებლად და აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ხიდების აღსადგენად საქართველოს სამშვიდობო ძალისხმევა გრძელდება“, – წერს დარჩიაშვილი. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.  

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „აზერბაიჯანი და საქართველო სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობით, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვაზე", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

უილიამ კორტნი: დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს

ექსკლუზივი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს  -  კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის უილიამ კორტნის შეფასებით, დასავლეთმა საქართველოში რუსეთის 2008 წლის ინტერვენციის მნიშვნელობა 2014 წელს უფრო მკაფიოდ იგრძნო, როდესაც კრემლი უკრაინაში შეიჭრა. ახლა კი, უილიამ კორტნის განცხადებით, უკრიანის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულმა მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა კიდევ ერთი ცვლილება - დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. „2014 წელს უკრაინაში რუსეთის პირველი შეჭრის შემდეგ, უფრო ნათელი გახდა, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის ინტერვენციას. ადრე დასავლეთი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რამდენად განსაკუთრებულ ფაქტთან ჰქონდა საქმე 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმის სახით. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით მასხრად იგდებდა კრემლს და პირადად, პრეზიდენტ პუტინს. უკვე 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის იერიშის შემდეგ, დასავლეთმა საქართველოში შეჭრა აღიქვა, როგორც რუსეთის უწყვეტი ნაბიჯი სტაბილური ევოლუციის, უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკისა და უფრო რეპრესიული შიდა პოლიტიკის მიმართულებით.  ერთად რომ ავიღოთ ეს ორივე ინტერვენცია, ასეთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეორე მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. ეს ცვლილება მიმდინარე ომმა და დასავლეთის ძლიერმა მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ, ყველაზე შესამჩნევი გახადა“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა.  ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

პოლიციამ თბილისში, ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. თბილისში დააკავეს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.  

პოლ გობლი: ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა

ექსკლუზივი საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 14 წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების კვლავ გაანალიზება რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე გვიწევს. ამერიკელ დიპლომატები და ყოფილ ოფიცილურ პირები, რომლებსაც Europetime ესაუბრა, თვლიან, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის მნიშვნელობა და კრემლის საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო აგრესიულობისკენ გადახრა, დასავლეთისთვის უფრო ცხადი გახდა მაშინ, როდესაც 6 წლის შემდეგ, 2014 წელს კრემლი უკვე უკრაინაში შეიჭრა. უილიამ კორტნი: დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს ამჟამად კი, ისევ ამ ქვეყანაში აწარმოებს ომს - ამან Europetime-ის რესპონდენტებს ახალი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა მისცა. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ დასავლეთი ახლა უფრო მეტად მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს მეზობლებს, რომლებმაც დემოკრატიულ წინსვლას მიაღწიეს. აქვე ყურადღებას ამახვილებენ ერთ დეტალზე - მოსკოვის ინტერვენციები ადასტურებს ერთ რამეს  -  კრემლი თვლის, რომ დემოკრატიული პროგრესი მეზობელ ქვეყნებში, საფრთხეს უქმნის რუსების ტოლერანტულ დამოკიდებულებას ავტორიტარული მმართველობისა და შეზღუდული თავისუფლებების მიმართ. მეთიუ ბრაიზა: მსოფლიომ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ გაიღვიძა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა გაკვეთილი ისწავლეს Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პოლ გობლი ამბობს, რომ დასავლეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ 2008 წლის რუსეთის აგრესია საწყისი ნაბიჯია იმისა, რასაც კრემლი ახლა უკრაინის წინააღმდეგ აკეთებს.  „ის, რაც პუტინმა საქართველოს გაუკეთა, დასავლეთმა უნდა აღიქვას საწყის ნაბიჯად იმისა, რაც რუსეთმა ახლა უკრაინის წინააღმდეგ ჩაიდინა. ვშიშობ, დასავლეთში ამ ხაზს ერთმანეთთან ცოტა ვინმე თუ აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები ხსენებულ საკითხს რაც შეიძლება მაღალ დონეზე წამოწევენ“, - განუცხადა პოლ გობლმა Europetime-ს. ცნობისათვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.