ძებნის რეზულტატი:
1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ - საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს შემდეგი პოსტით ეხმაურება: „1801,1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით დგას
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას „14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ევროკავშირი გმობს რუსეთის განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
უკრაინა: რუსეთის არმიამ ბელორუსში დამატებითი ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები განათავსა
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამატებით ძალებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს ანთავსებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა. მისივე თქმით, მტერმა გამოიყენა ელექტრონული საბრძოლო სისტემები საჰაერო დაზვერვის ჩახშობის მიზნით. ვოლინისა და პოლისიის მიმართულებებით, უკრაინის მოსაზღვრე მიდამოებში, ბელორუსმა დამატებითი ელექტრონული ომის სისტემები განათავსა. ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბი პირველ აგვისტოს იუწყებოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლიეტუვის საგარეო უწყება: 14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიოს მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი
ლიეტუვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს. - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.„14 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. აგრესიამ აჩვენა განახლებული და მუდმივად გაფართოებადი რუსული რევანშიზმი. მსოფლიოს მაშინ უნდა შეეჩერებინა პუტინი. გაკვეთილი ნასწავლი არაა. რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს უკრაინაში. საკმარისია“ , - აღნიშნულია ლიეტივის საგარეო უწყების განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოა
„რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, ფინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ეკუთვნის“ , - აღნიშნა ჰაავისტომ ფინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით. ამასთან, „აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას გმობს“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-14 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების პროგრესირებად ანექსიას“ , - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას. „14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს კაია კალასი. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთი დღემდე აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. „14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. დღემდე ის აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. სლოვაკეთი უარყოფს მსგავს ქცევას და თვლის არაკანონიერად, სახიფათოდ, უსარგებლოდ და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში. კანადის საელჩო საქართველოში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. „რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი ქვეყნები სიამაყით იზიარებენ თანამშრომლობისა და საერთაშორისო მშვიდობისადმი ერთგულებას. მოხარულები ვართ, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების 30 წლისთავს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 14 წელი შესრულდა, ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ჩვენ დავგმეთ მაშინ და ვგმობთ ახლაც. მოლდოვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჯინ შაჰინი: 14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკანონო სამხედრო შეჭრა საქართველოში, რაც გახდა საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ პუტინის ბოდვითი ამბიციების დასაწყისი
აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ამის შესახებ ამერიკელმა სენატორი ჯინ შაჰინი Twitter-ზე წერს. „14 წლის წინ რუსეთმა დაიწყო უკანონო სამხედრო შეჭრა საქართველოში, რაც გახდა საბჭოთა კავშირის აღდგენის შესახებ პუტინის აბსურდული ამბიციების დასაწყისი. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, რომელიც მუშაობს მისი დემოკრატიული მისწრაფებების წინსვლისთვის“, - წერს ჯინ შაჰინი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას. „14 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. როგორც დღეს ვხედავთ, თუ აგრესორს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა, მისი მადა მხოლოდ გაიზრდება. ესტონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ გზას“, - წერს კაია კალასი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
რომის პაპი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამგზავრება იმედის ნიშანია
რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების გამგზავრებას იმედის ნიშანს უწოდებს. შესაბამისი ტექსტი რომის პაპის Twitter-ზე განთავსდა. „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემების გამგზავრება იმედის ნიშანია. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შესაძლოა, ბრძოლა დასრულდეს და ხანგრძლივ მშვიდობას მივიღწიოთ“, - წერს რომის პაპი. დღეს უკრაინის პორტს მარცვლეულითა და საკვები პროდუქტით დატვირთული კიდევ ოთხი ხომალდი დატოვებს. რიგით მესამე ტვირთი 160 000 ტონა მარცვლეულს, სიმინდს, მზესუმზირას, ზეთსა და სხვა საკვებ პროდუქტებს შეიცავს. ხომალდების ნაწილი ოდესიდან, ნაწილი კი, ჩერნომორსკიდან გაემგზავრება და დანიშნულების საბოლოო პუნქტები თურქეთი და იტალია იქნებიან. უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი პირველ აგვისტოს დატოვა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
ირანული ხომალდები ბაქოში ჩავიდნენ
ირანული ხომალდები ბაქოში ჩავიდნენ, იტყობინება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „ირანის საზღვაო ძალების სარაკეტო კატარღები 7 აგვისტოს ბაქოში ჩავიდნენ ზღვის თასის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „საერთაშორისო არმიის თამაშები-2022“ ფარგლებში, აზერბაიჯანის ტერიტორიულ წყლებში კასპიის ზღვაში ჩატარდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
ჩინეთმა ახალი ერთთვიანი სამხედრო წვრთნები დააანონსა
ჩინეთმა კვირას გამოაცხადა, რომ მორიგ სამხედრო წვრთნებს ყვითელ და ბოჰაის ზღვებში ჩაატარებს. ბოხაის ზღვაში სწავლება 8 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე გაიმართება, მეორე კი, ყვითელ ზღვაში - 7-დან 15 აგვისტომდე, ნათქვამია საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის განცხადებაში. პეკინმა დაიწყო მასიური სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო ამ კვირის დასაწყისში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პალატის სპიკერი ნენსი ტაივანს ეწვია. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტაივანის მახლობლად ძირითადი სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ყველაზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა ტაივანის სრუტესთან. ჩინეთის ხუთი ნაბიჯი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთი აშშ-სთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს, მათ შორის, მაღალი დონის სამხედრო დიალოგს აჩერებს. კიდევ რა ზომებს მიმართა ჩინეთმა, Europetime-მა ინფორმაცია საერთაშორისო მედიაზე დაყრდნობით შეკრიბა. 5 აგვისტოს ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა ჩინეთმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ტაივანში ამერიკელი უმაღლესი ოფიციალური პირის ვიზიტი შედგა. განცხადებაში კონკრეტული დეტალები სანქციების ხასიათის შესახებ მითითებული არ არის. 2 აგვისტოს ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანაც შეწყვიტა. 2 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. ჩინეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო გავრცელებული ინფორმაციით, 4 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა თავის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო ზღვებში. BBC-ის ცნობით, სამხედრო წვრთნები 4 აგვისტოს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე (04:00 GMT) დაიწყო. ნენსი პელოსიმ საკამათო ვიზიტის შემდეგ, ჩინეთი 3 აგვისტოს დატოვა. პეკინმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნები ჯერ კიდევ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტამდე, რამდენიმე საათით ადრე, 2 აგვისტოს დაიწყო. ამასთან, ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მობილიზდნენ ტაივანის სამხედრო თვითმფრინავებიც და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სარაკეტო სისტემები, რომლებიც ტაიბეის აშშ-ისგან აქვს მიღებული. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის სამხედრო წვრთნები საყურადღებოა. ბლინკენმა ჩინეთის სამხედრო მანევრებს ტაივანის გარშემო, მნიშვნელოვანი ესკალაცია უწოდა. 5 აგვისტოს კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეკინის ქმედებებს გამართლება არ აქვს. პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა ხუთშაბათს, 4 აგვისტოს დაიბარა ჩინეთის ელჩი, რათა ტაივანის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ესკალაცია დაგმოს და გაიმეოროს, რომ შეერთებულ შტატებს რეგიონში კრიზისი არ სურს, იტყობინება Washington Post-ი. ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა. გაეცანით სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი
დიდი ბრიტანეთის საელჩო: მწუხარებით ვიგონებთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს, ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია
დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო Facebook გვერდზე წერს. „გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია” , - ნათქვამია განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ენტონი ბლინკენი: აშშ დაიცავს ფილიპინებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავდასხმის შემთხვევაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაარწმუნა ფილიპინები, რომ შეერთებული შტატები დაიცავს მას სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე თავდასხმის შემთხვევაში. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მისივე თქმით, ფილიპინები შეერთებული შტატების შეუცვლელი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირეა. „შეიარაღებული თავდასხმა ფილიპინების შეიარაღებულ ძალებზე, საზოგადოებრივ გემებსა და თვითმფრინავებზე გამოიწვევს აშშ-ის ორმხრივი თავდაცვის ვალდებულებების ამოქმედებას, რომლებსაც ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.
ედგარს რინკევიჩსი: თუ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას საერთაშორისო საზოგადოება შეაჩერებდა, ალბათ, უკრაინაში შეჭრა არ გვექნებოდა
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „14 წლის წინ რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. თუ მაშინ აგრესია საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეჩერდებოდა, ჩვენ ალბათ, არ გვექნებოდა რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ლატვია ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ , - წერს ედგარს რინკევიჩსი. ლატვია: გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
სახალხო დამცველის აპარატი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის მოსახლეობა
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გავიდა, თუმცა მის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. მძიმეა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაც, რომელთაც კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, უფრო და უფრო მძიმდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. „1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 289 925 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. უფრო და უფრო მძიმდება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენითა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრებით შემოიფარგლებოდა, ბოლო პერიოდში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები. ამის ნათელი მაგალითია 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს მოქალაქის ქრისტინე თაკალანძის უკანონო დაკავების ფაქტი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაკალანძეს „საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა“ ედება ბრალად. ასევე, აღსანიშნავია წინა წლებში ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, ხვიჩა მღებრიშვილის, ზაზა გახელაძის, ვლადიმერ კანიაშვილის, კახაბერ ნათაძის, მამუკა ჩხიკვაძის, ზაზა მეგრელიშვილის, თამაზ გოგიჩაშვილის და ლაშა ხეთერელის და სხვათა დაკავების შემთხვევები. ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლიდან 2021 წლამდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 3 285 ადამიანი დააკავა. მათგან, 1 325 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 960 ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, ხშირია ოკუპირებული ტერიტორიების დროებით დაკავების იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში პატიმართა ცემის, არასათანადო მოპყრობის და წამების ფაქტები; მაგალითად, როგორიცაა გენადი ბესტაევის, ანრი ატეიბას და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარებაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითაც. ოკუპირებული გალის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, მათ შორის, მე-11 კლასშიც და მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, 2021-2022 სასწავლო წელს, მოსწავლეების არ არსებობის გამო, ერთი ქართული სკოლა დაიხურა. მოქმედი 6 ქართული სკოლიდან, 5-ში ქართულ ენაზე მხოლოდ 9-11 კლასებში ისწავლება. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული ბარიერების გამო, წლიდან წლამდე მცირდება მოსწავლეების რაოდენობა ორივე ოკუპირებულ რეგიონში. განათლების უფლების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი, წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში დეტალურად საუბრობს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით გააძლიეროს ზეწოლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის დროულად გასათავისუფლებლად. საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, საერთაშორისო სტანდარტებით, დე ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განგრძობადად ეფექტური კონტროლის განხორციელების ფაქტს და შესაბამისად, რუსეთის პასუხისმგებლობას ამ ტერიტორიებზე ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ადასტურებს, თავისი 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
გორისა და კარალეთის სკოლებს აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის სახელები მიენიჭათ
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ზაზა ბირთველიშვილისა და ოთარ სუხიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, გორში და კარალეთში მდებარე სკოლებს და კარალეთის სკვერს მათი სახელები მიენიჭათ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შესაბამისი ინიციატივით დაღუპული მებრძოლების მშობლებმა პრეზიდენტს შარშან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას, 8 აგვისტოს პირადად მიმართეს. პრეზიდენტის ჩართულობითა და მხარდაჭერით, გორის მე-7 საშუალო სკოლას კაპრალ ზაზა ბირთველიშვილის სახელი მიენიჭა, ხოლო კარალეთის მე-2 საჯარო სკოლასა და სკვერს კაპრალ ოთარ სუხიტაშვილის სახელი.
მარინა კალიურანდი რუსეთ-საქართველოს ომზე: არასოდეს დავივიწყებთ და ვაპატიებთ რუსეთს
„14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა", - ასე იხსენებს დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტარი რუსეთ-საქართველოს ომს. „2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011). მე გახლდით ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში, პირადად განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით... საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო იმ დროს, როცა მე ელჩი ვიყავი. საელჩოში მიგვქონდა ხოლმე ქართული ღვინო, რომელიც აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის მცირე დიპლომატია“ ვუწოდე“, - საუბრობს Europetime-თან ერთ-ერთ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.
ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავზე კრემლს მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს ახსენებს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს ენტონი ბლინკენი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მას ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების გამო, ბრალდებულმა სამედიცინო დაწესებულებაში, ერთ-ერთ სამუშაო კაბინეტში სცადა კოლეგის მოკვლა მასზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღიდან გასროლით, რაც ვერ განახორციელა საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელშეშლის გამო. დაზარალებულს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით დღეს შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა. ,,ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვა და ვედრება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი აღვავლინეთ ჩვენ სავედრებელი და ვთხოვთ დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა იმ განსაცდელებისაგან, რომელიც აქვს და ეწვევა ხოლმე. ჩვენ ვილოცეთ, მოვიხსენიეთ ჩვენი გარდაცვლილები, ის ადამიანები რომლებმაც თავისი ქვეყნის სამსახურისათვის მსხვერპლად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე" - განაცხადა მეუფე ისაიამ. პრეზიდენთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აგვისტოს ომთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს. „14 წლის წინ, რუსეთმა დაიწყო საქართველოში შეჭრა, აგრესიის უკანონო აქტი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ტერიტორიებია. რუსეთის მიერ მისი მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დასრულდეს. არა ოკუპაციას“, – ვკითხულობთ განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.