ძებნის რეზულტატი:

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება

"უახლოეს პერიოდში ომის ახალი ფაზა დაიწყება, რომლის ძირითადი ფრონტი ქვეყნის სამხრეთში დაახლოებით 350 კილომეტრზე, ზაპოროჟიედან ხერსონამდე გადაიჭიმება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი. „რუსული ჯარი სამხედროებს უკრაინის სამხრეთ ნაწილში აგროვებს. ემზადება ან უკრაინის კონტრშეტევისთვის, ან თავად აპირებს შეტევას. რუსი სამხედრო სატვირთოების, ტანკებისა და არტილერიის გრძელი კონვოი დონბასიდან სამხრეთით მიემართება“,- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. The Times-ი ცნობით, მიკოლაივის ალყაში მოქცევის მიზნით უკრაინის სამხრეთში 25 000 რუსი სამხედროა მობილიზებული ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ქ. ქუთაისში, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე გაიმართა. საიუბილეო თარიღი ბრიგადის პირად შემადგენლობას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლიამ მიულოცა. ღონისძიებაზე სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გენერალი მაზნიაშვილი“. მე-3 ქვეითი ბრიგადა, 1992 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად, 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი უძველესი დანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში, რომელიც შექმნისთანავე აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში აქტიურად ჩაება. 2008 წლის აგვისტოში მე-3 ქვეითი ბრიგადა მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც. სხვადასხვა დროს მისი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.  

ექიმი: კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

"კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა. შსს კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელის გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს მისივე თქმით, პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს. „პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება ითქვას, დამაკმაყოფილებელი. ამჟამად მკურნალობა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გრძელდება, თუმცა სტაბილური მდგომარეობით", - განაცხადა ნიკოლიშვილმა. ცნობისთვის, გუშინ კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

ენტონი ბლინკენს მთიანი ყარაბაღის საკითხზე, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთანდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება იყო. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბლინკენმა ლიდერებს აშშ-ს მზაობის შესახებ აუწყა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს. „დღეს ვესაუბრე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე. მოვუწოდე თავშეკავებულობისკენ და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ, საკითხების მოგვარების მიზნით“, - განაცხადა ბლინკენმა.  ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიან-ყარაბაღში ვითარებას.  

პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი და შვიდი ზრდასრული. გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა. ამასთან, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო. ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი თურქეთში, უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სტამბოლში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ მედიასთან, სოჭში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.  ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ „მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია, მისი და ბატონი ზელენსკის შეხვედრას ვუმასპინძლოთ. განვაგრძობთ დიალოგს ჩვენს შავიზღვისპირა მეზობლებთან. მათ შორის რუსეთთან ყველა სფეროში, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში გლობალური მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.  რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ ერდოღანმა, გამოთქვა იმედი, რომ სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება. ამისთვის თურქეთის პრეზიდენტმა პოზიტიურ მაგალითად, „ხორბლის დერეფნების“ ამოქმედება დაასახელა და განაცხადა, რომ აუცილებელია მხარეები სტამბოლში მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ.  რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.   

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში $765 მილიონის რუსული აქტივების კონფისკაცია განხორციელდა

უკრაინაში, ჯამში $765 ღირებულების რუსული აქტივის კონფისკაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „გავმართე სხდომა სანქციების პოლიტიკის შესახებ, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას ეხება. როგორც სახელმწიფო მოხელეებმა მაცნობეს, უკრაინაში უკვე განხორციელდა $765 ღირებულების რუსული აქტივის კონფისკაცია. ამ მიმართულებით, საქმიანობა გაგრძელდება. კიდევ 900 ობიექტია, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის და ამის კონფისკაციაც უნდა განხორციელდეს. მაგრამ თუ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გარდა, უკრაინაში მისი რეზიდენტების აქტივებსაც შევაფასებთ, საქმე ეხება 36 ათას ობიექტს, რომელიც კონფისკაციას დაექვემდებარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Reuters: აშშ უკრაინისთვის დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის დასახმარებლად დამატებით $1 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ Reuters-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.  გამოცემა წყაროზე დაყრდნობოთ წერს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში მძიმე იარაღი შედის. ამასთან, დახმარების პაკეტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას თეთრი სახლი 8 აგვისტოს გაავრცელებს. ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დამატებით $1 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტზე ჯერ ხელი არ მოუწერია და ხელმოწერამდე პაკეტის მოცულობა და მასში შემავალი იარაღის ნუსხა შესაძლოა, შეიცვალოს.  მანამდე, აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა.  პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო. პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს

მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს

მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქალი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი და მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. ამასთან, რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მთიან ყარაბაღში სტრატეგიული სიმაღლის აღების შესახებ განაცხადა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ყარაბაღში კონფლიქტის ზონაში, ბუზდუხის მთაზე სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. ნიკოლ ფაშინიანმა „მთიან ყარაბაღში“ რუსი „სამშვიდობოების“ ალტერნატივაზე ისაუბრა „ბუზდუხის მთა და მიმდებარე სიმაღლეები აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ბუზდუხი 2374 მეტრის სიმაღლეზე, სოფელ ვანქთან მდებარეობს, რომელიც აზერბაიჯანის კალბაჯარისა და ყოფილი აგდერეს (ამჟამად არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მარტაკერტის რაიონი) რეგიონების კვეთაზეა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცახდებაში. მედია: აზერბაიჯანმა ლაჩინთან კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მთის აღება, მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-დასავლეთით აზერბაიჯანის არმიის პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს, - წერს აზერბაიჯანული მედია. 3 აგვისტოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინოფრმაცია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხედროს სიკვდილის შემდეგ, ლაჩინის მიმართულებით მთიანი ყარაბაღის სომხური დაჯგუფებების წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.  სომხურ მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 აგვისტოს 09:00-ზე აზერბაიჯანულმა მხარემ დაარღვია, ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 სამხედრო. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და სეპარატისტულ მთიან ყარაბაღს აკავშირებს.  მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში განსათავსებლად, რუსი სამშვიდობოების ალტერნატივა უნდა მოიძებნოს იმ შემთხვევაში, თუ  მათი იქ ყოფნისას დაგეგმილი ამოცანა ვერ შესრულდება.   

პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა

ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პაკისტანში სულ მცირე 549 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამასთან, წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია 46 200 სახლი.  ამასთან, ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, რომ სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად მეტი სახსრებია საჭირო და დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.    

ტაივანი ჩინეთის უახლეს სამხედრო წვრთნებს „იმიტირებულ თავდასხმას“ უწოდებს

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სამხედრო სწავლებისას ჩინეთმა ფლოტისა და ავიაციის გამოყემებით, ფაქტობრივად კუნძულზე „იმიტირებული თავდასხმა“ განახორციელა. ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეას ზღვაში რაკეტების გასროლით „მიბაძა“ უწყების ცნობით, ჩინეთის რამდენიმე გემი და თვითმფრინავი ტაივანის ყურეში, მისიას ანხორციელებდა. ამასთან, რამდენიმემ ტაივანსა და ჩინეთს შორის დემარკაციის არაოფიციალური ხაზი გადაკვეთა.   ამასთან ტაივანის არმიამ, ჩინეთის საპასუხოდ საჰაერო ძალებითა და გემებით პატრულირება დაიწყო და სანაპიროზე ბაზირებული რაკეტები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.  ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტაივანი თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს და მჭიდრო კოორდინაციაში იქნება შეერთებულ შტატებთან და სხვა თანამოაზრე ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნები დაიწყო. ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი ტაივანის გარშემო თავის ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს იწყებს აშშ ეწინააღმდეგება ტაივანის სტატუს-კვოს შესაცვლელად ნებისმიერ ცალმხრივ მცდელობას, განსაკუთრებით ძალის გამოყენებით. ამასთან, შეერთებული შტატების პოლიტიკა ტაივანთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პნომპენში, კამბოჯაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ქალი, რომელიც თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა

ქალი, რომელიც დღეს, თბილისში, მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს, დაიღუპა. ამის შესახებ Europetime-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის დროს ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამასთან, რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, იდენტიფიცირებულია თუ არა დაღუპულის ვინაობა.  

ევროპარლამენტარები: კრემლს ტერიტორიის 20%-ის გარდა, საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპირება სურს

ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ევროპარლამენტარები საქართველოს სუვერენიტიტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართმხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ. "[აგვისტოს ომი] იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ მოახდინა მკაფიო და ადეკვატური რეაგირება კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა განაგრძო სამხედრო პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია, ხოლო კიდევ 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ... წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციის მისაღწევად", - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები. ამავე განცხადებაში ევროპარლამენტარები საუბრობენ რუსეთის მიზნებზე საქართველოში და ხელისუფლებას აკრიტიკებენ.  "რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას. ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" ლიდერების ქმედებებს და განცხადებებს, რომლებიც ჩნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში", - წერია განცხადებაში.  ამასთან, ევროპარლამენტარები საქართველოში პოლიტიკურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის შემოთავაზებული 12 პირობა შესრულდეს.  

ისრაელის არმია ღაზას სექტორზე იერიშებს განაგრძობს

ისრაელის თავდაცვის არმიამ (ცახალ) ღაზას სექტორში 7 სამიზნეზე იერიშის მიტანის შესახებ, 6 აგვისტოს დილიდან განაცხადა.  თავდაცვის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ იერიში ისლამური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ, ავიაციის, ტანკებისა და შვეულმფრენების გამოყენებით განხორციელდება.  ისრაელის ქალაქებში საჰაერო განგაშის ხმა ისმის. ღაზის სექტორიდან 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს - მედია  ისრაელის სამხედროების ნასროლი რაკეტით სამი საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა, რომელთაგან ერთი მთლიანად განადგურდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 125 დაიჭრა. თავის მხრივ, პალესტინამ ისრაელის მიმართულებით მომხდარზე საპასუხოდ სულ მცირე 160 რაკეტა გაისროლა. ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ შეაჩერა.  ცნობისთვის, ვითარების გამწვევებას წინ უძღოდა იორდანის დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე პალესტინური „ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება. გავრცელებული ინფორმაციით, მის დაკავებას პალესტინისა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება და მსხვერპლი მოჰყვა.  

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადის 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადის 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა.  უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატები, რომლებიც ოფიციალური მივლინებების შემდეგ არ წარადგენდნენ დიპლომატიურ პასპორტებს, საგარეო უწყება საბუთის ანულირებას მოახდენს. „ამბობენ, რომ ზელენსკი გაბრაზებულია, რადგან დეპუტატები, ომის დროს უცხოეთში უსაქმოდ დადიან“, - წერს  მედია.   მედიის ცნობოთ, დიპლომატიური პასპორტი გაუუქმდა დავით არახამიას, ელიზავეტა იასკოს, ოლექსი გონჩარენკოს, მაქსიმ ბურჟანსკისა და სხვებს.  Unian-ის ცნობით, სახალხო დეპუტატები ომის დროს, უკრაინას ტოვებდნენ და მივლინებებში მიდიოდნენ. „სახალხო დეპუტატების ვიზიტები იყო რეზონანსული. მაგალითად „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშენკო ჩეხეთში საქველმოქმედო ვახშამზე დააფიქსირეს, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.   

ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდღოანმა დაადასტურა, რომ თურქეთი იმპორტირებული რუსული ბუნებრივი აირის ნაწილის საფასურს რუბლებში დაფარავს.  რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ „სოჭში ვიზიტისას, კარგი მომენტი იყო ის, რომ პუტინთან „რუბლზე“ შევთანხმდით,“- განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით „რუბლებში ვაჭრობა, როგორც თურქეთისთვის ისე რუსეთისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა ერდოღანმა.  თუმცა არც ერდოღანს და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, გაზის რა ნაწილის საფასურს დაფარავს თურქეთი რუბლებში.  ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული გაზის რუბლში ყიდვა, თურქეთს კონვერტირებადი ვალუტის რეზერვების შემცირებისგან დაიცავს. ცნობილია, რომ თურქეთის მთავრობამ რეზერვებიდან ლირის მსყიდველუნარიანობის შესანარჩუნებლად მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა. ბოლო 12 თვეში ლირის მსყიდველობითი უნარი 55%-ით შემცირდა, ხოლო ინფლაცია 80% გაუტოლდა.  შეგახსენებთ, 5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.   

შსს-მ მეტრო „მარჯანიშვილთან“ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

შსს-მ თბილისში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.  „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, -აცხადებენ შსს-ში. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ არის გადაღებული და სადაც 2 პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული.  

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისში „ჰუალინგის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე ჰექტარით გაფართოვდება. შესაბამის შეთანხმებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „ჰუალინგს“ შორის მოეწერა ხელი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობთ, როგორც შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, „ჰუალინგის“ ქუთაისის ინდუსტრიული ზონის გაფართოება საშუალებას მისცემს კომპანიას განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები და დაასაქმოს ასობით მოქალაქე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბება, სადაც  ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ მოხდეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და მოსახლეობის დასაქმება. კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ რამდენიმე მილიონიანი დამატებითი ინვესტიცია განახორციელოს სწორედ ამ შესაფერისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და ასობით ადამიანი დაასაქმოს უახლოეს წლებში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „გაფართოების შედეგად დამატებით შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს მოკლე დროში შეძლონ სხვადასხვა საწარმო-გადამამუშავებელი პროექტების თუ სასაწყობე მეურნეობის შექმნა ჰუალინგის თიზ-ის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.  ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

რომის პაპმა უკრაინის ელჩთან კიევში შესაძლო ვიზიტი განიხილა

რომის პაპმა ფრანცისკმა, ვატიკანში უკრაინის ელჩთან ანდრეი იურაშთან, უკრაინაში შესაძლო ვიზიტი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.   რომის პაპი: მე ახლოს ვარ უკრაინელ ხალხთან, რომელიც ყოველდღე რაკეტების წვიმაშია „მე ძალიან ახლოს ვარ უკრაინასთან და მინდა ჩემი სიახლოვე ამ ქვეყანაში ვიზიტით გამოვხატო“ - ესაა პაპი ფრანცისკეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელიც მან დღევანდელ შეხვედრაზე წარმოთქვა. უკრაინა ბევრი წელია და განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ ელოდება პაპის ვიზიტს. მოხარული ვიქნებით, თუ მის ყაზახეთში ვიზიტამდე პაპს უკრაინაში შევხვდები,“- წერს იურაში Twitter-ზე.  რომის პაპი: ვლოცულობ, რომ ეს შეშლილი ომი მალე დასრულდეს მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა.