ძებნის რეზულტატი:

ლევან დავითაშვილი: პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. ფაქტებს ვერ გავექცევით, აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად 2008 წელს დაიკარგა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ „პოსტზე“ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.  ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის - ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში [2008 წელს] დაიკარგა, - განაცხადა დავითაშვილმა.  „შეიძლებოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმინე, რომ პასუხის გარეშე დავტოვო. ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა, მაგრამ თქვენ, ჩვენ უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დამალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა. ხომ? მადლობთ!,“ - განაცხადა დავითაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით სოცალურ ქსელში პოსტი გამოქავეყნა. „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - დაწერა ღარიბაშვილმა.  

ლევან დავითაშვილი: ყველაზე დიდი მავნებლობაა, როცა ტურიზმის დადებით ტენდენციებს, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უშლიან ხელს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყველაზე დიდი მავნებლობაა, როცა ტურიზმის დადებით ტენდენციებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უშლიან ხელს. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში გადაჭარბებული რაოდენობაა ტურისტების, იმ ტენდენციების დაზიანებაა, რომელიც გვაქვს. „2019 წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მხოლოდ 65.3% აღვადგინეთ. 2019 წელთან შედარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს გვქონდა პიკი. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა სრულად აღვადგინეთ და ვსაუბრობთ ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე, ტურიზმის დარგთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უნდა აღვადგინოთ, ჯერ კიდევ უნდა მოხდეს პანდემიის შედეგების ნეიტრალიზაცია. ამ შემთხვევაში, ის აჟიოტაჟი და ცრუ წარმოდგენების შექმნა, რომ საქართველოში არის გადაჭარბებული რაოდენობა ტურისტების, არის დაზიანება იმ ტენდენციების, რომელიც ჩვენ გვაქვს. საქართველომ მოახერხა მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღწევა. ტურიზმის აღდგენა ჩვენთვის დიდი პრიორიტეტია, ამისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა. ახალი მიმართულებით პირდაპირი ფრენების მოზიდვა მოხერხდა. სპარსეთი ყურესთან გვაქვს გაზრდილი ფრენები, მაგალითად საუდის არაბეთთან 30-ზე მეტი ფრენა გვაქვს კვირის განმავლობაში, იგივე ხდება შუა აზიის ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნებთან”, - განაცხადა დავითაშვილმა. დავითაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტებისა და სხვა ტრადიციული ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია.  „ეკონომიკური ზრდის შემადგენელი ძირითადი კატეგორიებია გაზრდილი ექსპორტი. ასევე გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს აქტივობებში. ასევე უცხოური ინვესტიციები, აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი არიან ლიდერები და, შესაბამისად, ეს არის ობიექტური მოცემულობა. სუბიექტურია ის თუ რა ტიპის ნარატივის დამკვიდრებას ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები და ზოგიერთი საინფორმაციო არხები. დღეს საქართველოში 2019 წელთან შედარებით რუსი ტურისტების რაოდენობა შემცირებულია, ასევე შემცირებულია ტურისტების რაოდენობა სხვა ტრადიციული ბაზრებიდან. მე თვითონ ვნახე კადრები, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და თვითონ ხვდებოდა საზღვარზე. იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ჩვენი ტურისტული სექტორი, რაც დააზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს",- განაცხადა დავითაშვილმა.  

ყვარელში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

ყვარელში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ცნობილია, თელავი - ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის მეორე მხარეს ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა. დაშავებულები კლინიკებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.  

გადაზიდვები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა - საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობოთ, კომპანიას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს. დღეს გამოქვეყნებული 2022 წლის პირველი ექვსი თვის შედეგების მიხედვით, რკინიგზამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება. რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გადაზიდვების მაჩვენებლები ჩინეთის, ყაზახეთის, შუა დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით გაიზარდა. ტვირთების მიხედვით გადაზიდვები კი შემდეგი სახეობის ტვირთებზე მაზუთზე, ნედლ ნავთობზე, მეთანოლზე, კარბამიდზე და შაქრის ნედლეულზე გაიზარდა.„კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.  

დმიტრო კულება: თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა

რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ რუსეთი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, - ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების საიმედო მიმწოდებელი. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ „შიმშილის თამაშებს“ არ ვთამაშობთ. თუ იგი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის სტაბილურობის გარანტიას იძლევა“, - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.  ამასთან, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ავლაბრის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 9 აგვისტოს 00:00 საათიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  კერძოდ, ტრანსპორტი ბარათაშვილის აღმართიდან წურწუმიას ქუჩის მიმართულებით, მხოლოდ ირბახის ქუჩის გავლით იმოძრავებს; წურწუმიას ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება, ირბახის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართის მიმართულებით; მესხიშვილის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ არმაზის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის აღმართისა და ირბახის ქუჩის მიმართულებით. ასევე, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირზე, თელავის ქუჩის კვეთიდან ავლაბრის მოედნამდე, ხოლო თელავისა და ბოჭორმის ქუჩების კვეთიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით. აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ქეთევან დედოფლის გამზირზე მოძრავი ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393  იმოძრავებენ  კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე, ხოლო ავტობუსი N337 კაჩინსკის ქუჩას გაივლის ბოლომდე. ავტობუსები მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ევროპის მოედანს, კვლავ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ბარათაშვილის ქუჩაზე მიიყვანენ. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ გორგასალის ქუჩისკენ და 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, კაჩინსკის ქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან. შემდეგ ავტობუსები იმოძრავებენ დადგენილი სქემით. მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ, შემდეგ, ზურაბაშვილის, წურწუმიასა და ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბართან“ მოხვდებიან და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედნიდან მოძრაობას წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით შეძლებენ, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და ისნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.  

რუსეთში ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთში, კომის რეგიონში ავიაკატასტროფას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, რუსეთში კომის რეგიონში ავიაკატასტროფა განიცადა Cessna-ს მარკის კერძო თვითმფრინავმა, რომელიც ტყის ხანძრის მონიტორინგს ახორციელებდა. "თვითმფრინავმა დასაფრენ ბილიკამდე ვერ მიაღწია და ბილიკამდე 400 მეტრის რადიუსში ტყეში ჩავარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი სამი ადამიანი", - აცხადებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი. აღნიშნულ საკითხზე, სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.      

აგვისტოს ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: ვერაფერი დამავიწყებს და გამინელებს აგვისტოს იმ დღეების ტკივილს... დღეს რუსეთი იმავეს სჩადის უკრაინაში

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე აგვისტოს მძიმე დღეებს იხსენებს და ამბობს, რომ 2008 წელს მსოფლიოს რუსეთ-საქართველოს ომთან მიმართებით სხვა დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა.  ET: მაკა დღეს, როცა რუსეთი უკვე უკრაინაში აკეთებს იმას, რაც საქართველოში 2008 წელს გავიარეთ, როგორ შეაფასებდით ამ მოვლენებს 14 წლის შემდეგ? რა თქმა უნდა ვერასდროს ვერაფერი დამავიწყებს და გამინელებს აგვისტოს იმ დღეების ტკივილს... ჩვენი, მე და გიორგის მეორე შვილი ანა მამამისის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა. მამა არასდროს უნახავს. ანა დღეს 13 წლის არის, ხოლო ლევანი - 14 წლის. ლევანი ხელში ჰყავს მამას აყვანილი, ანას გაცნობა კი ვერ მოასწრო... დღეს რუსეთი იმავეს სჩადის უკრაინაში... 2008 წელს ყველას რომ ერწმუნა მისი სასტიკი სახის, ალბათ, უკრაინაში ეს ომი არ იქნებოდა. ამიტომაა საჭირო ბოროტების წინააღმდეგ  ყველას ერთიანობა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, რუსს სამხედროებს ტყვედ ჩაუვარდა დიდი ხნის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ, დაკითხვას უწყობდნენ, აიძულებდნენ, ინფორმაცია გაეცა, თუმცა მაინც არ გატყდა... რუსულ მედიაშიც კი გაჟონა ინფორმაციამ რომ თავისი თავგანწირვით ოკუპანტებიც კი გააკვირვა. გიორგი ანწუხელიძე რუსმა სამხედროებმა ცხინვალის მე-5 სკოლასთან ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს. ომში რომ წავიდა, მისი ბიჭი - ლევანი 10 თვის იყო, მეუღლე - მეორე ბავშვზე ორი თვის ორსული... „თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ აგვისტოს ომის გმირების გიორგი ანწუხელიძის და შმაგი სოფრომაძის მეუღლეები: ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

გერმანიის კანცლერი: წინ რთული თვეები გველის, მაგრამ უკრაინის მხარეს მტკიცედ ვდგავართ

წინ რთული თვეები გველის, მაგრამ აშკარაა, რომ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა არ შემცირდება, თუნდაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები კიდევ უფრო გაიზარდოს. ”წინ რთული თვეები გველის, მაგრამ აშკარაა, რომ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს და ვდგავართ იმ სანქციების უკან, რომლებზედაც შევთანხმდით ევროკავშირთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერა არ შემცირდება, თუნდაცელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები კიდევ უფრო გაიზარდოს”, - განაცხადა შოლციმ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აგვისტოს ომის გმირის შმაგი სოფრომაძის მეუღლე: ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ჩვენ ისევ გვიჭირს გაერთიანება იმ აზრის გარშემო, რომ რუსეთი ჩვენი დაუძინებელი მტერია

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე ამბობს, რომ „ორი რუსეთი არ არსებობს და დღეს უკვე არსად აღარ დაობენ ამაზე. უკრაინაზე თავდასხმამ ეს მათთვისაც კი ცხადი გახადა, ვისაც მანამდე რაიმე ეჭვი ჰქონდა. „ჩემმა მეუღლემ შმაგი სოფრომაძემ საქართველოს დროშას არ დააბიჯა ფეხი, რასაც აიძულებდნენ ოკუპანტები... წამებით მოკლეს... ორი პატარა შვილი დაგვრჩა, მამით ამაყობენ, თუმცა ცხადია როგორც ყველას, რა თქმა უნდა, მამა მათაც გვერდში ერჩიათ.  მამამისმა გაკვეთილი და მაგალითი დაუტოვა საკუთარ შვილებსაც და სხვებსაც. ომი შენი ნებით არასდროს არ უნდა დაიწყო, მაგრამ თუ თავს გესხმიან, საკუთარი თავი და რაც გიყვარს და ვინც გიყვარს, ღირსეულად უნდა დაიცვა. ჩემზე მეტად არავის ენდომებოდა, მე და ჩემს ქმარს ერთად გაგვეზარდა შვილები, მაგრამ გულის სიღრმეში მიფიქრია, რომ დაეღწია იმ ტყვეობიდან თავი, დაებიჯებინა საქართველოს დროშისთვის, შევძლებდით მერე ერთად ცხოვრებას? ან ცხოვრების გაგრძელებას შეძლებდა თვითონ? მე ვიცნობ ჩემს მეუღლეს და ზუსტად ვიცი, ამას ვერ შეძლებდა. ვერაფრით ვერ შეძლებდა ღირსებაშელახულს ეცხოვრა. ეს მაგალითი დაუტოვა თავის შვილებსაც. ამიტომ, მამა სულ მათთანაა.. გზას უნათებს ლამპარივით და სწორ გეზს და მიმართულებას აძლევს მათ არჩევანსაც.. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ჩვენ ისევ გვიჭირს გაერთიანება იმ აზრის გარშემო, რომ რუსეთი ჩვენი დაუძინებელი მტერია.. რუსულ სიმღერებს ვუსმენთ და რუს ტურისტებზე ეკონომიკის აწყობას ვგეგმავთ ლამის. არ შეიძლება მათი ნდობა არაფერში. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, უფრო ზუსტად 2019 წელს, სწორედ ასე რუსულ ტურიზმზე ფსონდადებულ საქართველოს, რუსეთმა ეგრეთწოდებული სანქცია და ემბარგო დაუწესა. რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო ფრენები აკრძალა და რამდენიმე კომპანიას ქართული ღვინის რუსეთში შეტანის უფლება შეუჩერა. ივნისის ბოლოს, გაგანია ტურისტულ სეზონზე აუკრძალა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა. კარგად მახსოვს, მერე როგორ დარჩნენ დაზარალებულები რუს ტურისტებზე გადაწყობილი სასტუმროების მფლობელები.. მახსოვს მაშინ, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, თუ ნებას მომცემთ დავასახელებ, დიმიტრი აბდუშელიშვილმა, რუსეთის ამ ნაბიჯის საპასუხოდ, აგვისტოს ომის და NATO-ს მისიებში მონაწილე გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახები, მისივე დაფინანსებით, ამ მზაკვრული სანქციისგან დაზარალებულ სასტუმროებში დაგვასვენა. ეს ძალიან სიმბოლური ჟესტი იყო და თან ძალიან ამაღელვებელი. წლების მერე გავიგე, ვინ იყო ეს ბიზნესმენი. არასდროს მომცემია საშუალება, მადლობა გადამეხადა. ესეც სამაგალითო ნაბიჯი იყო. ასეთი ხალხისა და ასეთი საზოგადოების კონსოლიდირება გვჭირდება დღესაც და მოვერევით ამ დაქსაქსულობას, რუსეთის დეზინფორმაციას. ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ და ამისთვის მინიმუმ, მტერი და მოყვარე უნდა განვასხვავოთ“, - ამბობს თეა ტაბატაძე. უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდა და რუსმა ოკუპანტებმა სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ კი დახვრიტეს. „ბრძოლის ველზე დაჭრილი მეგობრის გამოსაყვანად შევიდა. მანამდე რამდენიმე გამოიყვანა კიდეც. ახლა კი... გადმოატრიალა მეგობარი და... ის მკვდარი იყო. თავზარდაცემული შმაგი მართლაც შმაგივით უმისამართოდ გავარდა. თანამებრძოლები გამოედევნენ... არავისი არაფერი ესმოდა. მირბოდა. ბიჭებმა მანამდე სდიეს, სანამ ცხრავე ერთად არ ჩაუვარდა ოსებს ტყვედ. მათგან მხოლოდ შვიდი მებრძოლის გამოხსნა მოხერხდა. შმაგი დახვრიტეს, ხელებზე შეუტყვიათ, ტანკისტი რომ იყო და დახვრიტეს. ის 24 წლის იყო”, - იხსნებდნენ მისი თანამებრძოლები. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის შემდეგ დახვრიტეს... - აგვისტოს ომის გმირებს მეუღლეები Europetime-თან იხსენებენ თითქოს ვხედავ, ზეციურ საქართველოში ჩვენი გმირების გამარჯვებულ სახეებს“, - აგვისტოს ომის გმირების მეუღლეები Europetime-თან სტრასბურგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ  

პენტაგონის შეფასებით, უკრაინაში რუსეთმა 80 ათასამდე სამხედრო დაკარგა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთმა დაახლოებით 70-80 ათასამდე სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ვფიქრობ, რომ დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან 6 თვიან ომში 70-80 ათას სამხედროს შეადგენს. დაღუპულთა და უგზო უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა ჯამში ამ ციფრს უტოლდება“, - განაცხადა კოლინ კალიმ.   პენტაგონის სპიკერმა დასძინა, რომ რუსული ჯარების მიერ დაღუპულთა რიცხვი საგანგაშოა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ჯარმა „ვლადიმერ პუტინის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია" მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეიჭრა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კელი დეგნანი: კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს, დავები მას მხოლოდ ეხმარება

საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თმით, კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს.  „ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, - განაცახდა დეგნანმა.   

კელი დეგნანი: საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება

შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.  მისი თქმით, აშშ-ს სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის.  „ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის საქართველოს ბედი. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რათა დავეხმაროთ იმ მოთხოვნების შესრულებაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის წევრობის ნაწილია. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაადასტუროს. ეს ძალიან მომთხოვნი პროცესია და მას სჭირდება ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკური ნება და დიდი ძალისხმევა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა. ამასთან დეგნანის განცახდებით, ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები იმისთვის, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს NATO-ს მოკავშირეებთან ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში. „დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას მიაღწევს და აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ გზაზე. საბოლოო ჯამში, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ დიდი სამუშაოს შესრულება“,- აღნიშნა დეგნანმა.  

კელი დეგნანი: პროპაგანდის კამპანიებს ვხედავთ, მიზანი ქართველი ხალხის დაბნევაა, ომში არ გითრევთ

პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე,-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.  აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვისაა გამიზნული. „[დეზინფორმაციილი კამპანიები] ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში“, - აღნიშნა დეგნანმა.   

კელი დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებსა და სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს მის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან, რომლის შესახებაც თავად მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ინფორმაცია გაავრცელა.  ბიძინა ივანიშვილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა „ცხადია, არ მსურს ბატონი ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩემი მხრიდან, შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც წესი არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს. იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ დიპლომატიისთვის არ არის მიღებული წესი ასე მოიქცეს. თუ კი მეორე მხარეს ურჩევნია, რომ არ გასაჯაროვდეს, მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე სადაც აშშ ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას. ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია და ამიტომ, ნორმალურია, რომ გვსურს მასთან შეხვედრა, როგორც საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქესთან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა. ჩვენი ამოცანაა შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში. ამ შეხვედრაზე ასევე გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა შეერთებული შტატების ერთგულებაზე საქართველოს მიმართ. ჩვენს ძალისხმევაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველყოთ საქართველოსთვის ჩვენი საქმიანობით“, - განაცახდა კელი დეგნანმა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ივანიშვილთან შეხვედრისას მისი პირადი ფინანსების საკითხი არ განუხილავს. „ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა, წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟის ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. შეხვედრისას საერთოდ არ ყოფილა ამ თემებზე საუბარი... როგორც ვთქვი, მე ვხვდები ბევრ სხვადასხვა ადამიანს საქართველოში - ძალიან გავლენიან წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებსა თუ მასწავლებლებს. ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ქართული ოცნებები და მისწრაფებები. მინდა გავიგო, როგორ შეუძლია აშშ-ის უკეთ დაეხმაროს საქართველოს",- თქვა ელჩმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.  

სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

ფინეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს „არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა. მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.      

აშშ-მა უკრაინას დამატებით $1 ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით $1მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. განცხადება პენტაგონში გააკეთეს. Reuters-ის ცნობით, უკრაინის მხარდაჭერის მორიგი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა  განკუთვნილ სHIMARS -ის საბრძოლო მასალას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემების ჭურვებს, 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო-სამედიცინო მანქანებს. აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ $9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ-ი პარტნიორებთან და მოკავშირეებთან იმუშავებს, რათა უკრაინას საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა გადასცეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ყაზახეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდისთვის პოტენციური მიმართულებები დასახელდა

ყაზახეთსა და საქართველოს აქვთ პოტენციალი გაზარდონ დამუშავებული ლითონისა და გადამამუშავებელი პროდუქციის ექსპორტი. ამის შეახებ აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სატრანზიტო ნაკადების გაზრდის მიზნით, ყაზახეთი და საქართველო ეკონომიკურ ურთიერთობებს აღრმავებენ. გაფორმდა შეთანხმება რკინიგზებს შორის ამასთან, ყაზახეთისა და საქართველოს მთავრობები შეთანხმდნენ, რომ 2023-2026 წლებში ნომენკლატურული ტვირთბრუნვა გაზარდონ. ყაზახეთი და საქართველო კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის სიებს გაცვლიან როგორც ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროში აცხადებენ, ყაზახეთსა და საქართველოს ტვირთბრუნვაში ძირითადი პროდუქტია ღუმელები, მინერალური წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ნავთობპროდუქტები, დეოდორანტები, აბაზანის აქსესუარები, ფეროშენადნობები და ბუნებრივი აირი. ყაზახეთის საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურა მეტად დივერსიფიცირებულია და შემდეგი პროდუქტებითაა წარმოდგენილი: ნავთობპროდუქტები (წილი 17,4%); საპარსი საშუალებები და დეოდორანტები, აბაზანის აქსესუარები (14,8%), ფეროშენადნობები (13,7%); პრიალა და არადაგლინული ლითონი (8,5%); ბუნებრივი აირი (3,7%); სატვირთო მანქანები (3,2%). ასევე ყაზახეთი საქართველოში ახდენს ელექტრო ტრანსფორმატორების, ქვანახშირის, მეტალოკონსტრუქციებისა და შავი ლითონების ფურცლების ექსპორტს. ამასთან ყაზახეთს შეუძლია საქართველოს კიდევ 40 დასახელების პროდუქტი მიაწოდოს, მათ შორის ნავთობქიმიური, ქიმიური, მეტალურგიული, მანქანათმშენებლობის, საკვებისა და სამშენებლო დარგებიდან.  

Reuters: სანქცირებულმა რუსულმა ავიაკომპანიებმა, თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყეს

რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი რუსული საავიაციო ინდუსტრიის ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს წყაროების თანახმად, „აეროფლოტმა“ უკვე დაშალა ორი რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 და Airbus A350 ნაწილებისთვის, რათა ეს ნაწილები იმავე მოდელების სხვა თვითმფრინავებისთვის გამოიყენოს. სააგენტოს ცნობით, Airbus A350-ის ტექნიკური მომსახურება მხოლოდ საზღვარგარეთ ხორციელდება, ამიტომ მათი შეკეთებისთვის სათადარიგო ნაწილების გამოყენება ყველაზე აქტუალურია. Reuters ეყრდნობა Flightradar24-ის თვითმფრინავის თვალთვალის მონაცემთა ბაზის ინფორმაციას. მათი თქმით, „აეროფლოტის“ ფლოტის ავიახაზების 15% ბოლო სამი თვის განმავლობაში არ აფრენილა. ამ რიცხვშია სამი Airbus A350 თვითმფრინავი. რუსული ავიახაზებისთვის ახალი სათადარიგო ნაწილების მიწოდება სანქციებით აკრძალულია. თუმცა, 21 ივლისს, ევროკავშირმა გადაწყვიტა ICAO-ს უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით, ამ მიმართულებით შეზრუდვა მოეხსნა. რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა აღიარა, რომ უცხოური ფლოტის ნაწილი შეიძლება დაიშალა სათადარიგო ნაწილებისთვის, რადგან თვითმფრინავები მოძველებულია.  

სამხრეთ კორეაში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.