ძებნის რეზულტატი:

უკრაინის შეიარაღებული ძალები: მინუს 41 ოკუპანტი, ასევე განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი

მინუს 41 ოკუპანტი, ასევე განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი, “ურაგანის“ ტიპ უის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. „მინუს 41 ოკუპანტი. ასევე განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი, “ურაგანის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და „პანცირის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემა. ასევე, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Нона-С" და 6 ერთეული ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობაში. გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ხარკოვში დილიდან აფეთქებების ხმა ისმოდა

29 აგვისტოს დილიდან, ხარკოვში, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  ხერსონთან აფეთქებების ხმები ახლაც ისმის. თვითმხილველების თქმით, სამხედრო ობიექტზე იერიში განხორციელდა. გარდა ამისა, აფეთქებები დაფიქსირდა ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში. ამასთან, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა, განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. მისი თქმით, ოკუპანტებმა ქალაქზე იეერიში კასეტური ბომბებით მიიტანეს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ავჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლის ლიკვიდირებამდე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. როგორც ცნობილია, ცეცხლი ბუჩქებს, ბალახსა და ხეებს გაუჩნდა. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

ბრიტანეთის ყველაზე დიდმა სამხედრო ხომალდმა, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა

ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდმა HMS Prince of Wales-მა აშშ-ში გამგზავრებიდან მალევე, სამხრეთ სანაპიროსთან მართვა დაკარგა.  ბრიტანული ხომალდი, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ, სამხედრო მისიის ფარგლებში მიემართებოდა. სამხედრო ხომალდის გაჩერების მიზეზი, ტექნიკური პრობლემები გახდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუბარია მარჯვენა პროპელერის ლილვის დაზიანებაზე. სამხედრო ხომალდი ამჟამად კუნძულ უაითის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. HMS Prince of Wales -ი გადაზიდვების სიმძლავრით, სამეფო საზღვაო ძალების ორი ავიამზიდიდან, მეორეა. ხომალდის ღირებულება 3 მილიარდი ფუნტია.  

უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის 47 100 ჯარისკაცი მოკლეს

ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის 47 100 ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: მინუს 41 ოკუპანტი, განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი და “ურაგანის“ ტიპ უის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1947 ტანკს, 4269 ჯავშანმანქანას, 1060 საარტილერიო სისტემას, 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 149 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 203 ვერტმფრენს, 3188 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 828 უპილოტო საფრენ აპარატს, 101 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა, დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, (FSB) მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარია დუგინას მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე დაასახელა.  უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ეს არის უკრაინელი ბოგდან ციგანენკო, რომელიც ასევე უკრაინელ ნატალია ვოვკს ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა და ქალს ყალბი დოკუმენტები გადასცა. FSB-მ მკვლელობის დამნაშავედ ადრე ვოვკი დაასახელა. „დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს ჩავიდა და რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე დატოვა“, - ამის შესახებ დღეს FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (CSP) განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირის, რადიკალი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი აფეთქების შემდეგ, 20 აგვისტოს დაიღუპა. ვინ დგას პუტინის მოკავშირის შვილის ავტომობილის აფეთქების უკან - BBC-ს სტატია FSB-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და დამნაშავედ უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაასახელეს, რომელიც FSB-ს მტკიცებით, ესტონეთში გაიქცა. უკრაინა თავის მხრივ უარყოფს მკვლელობასთან კავშირს. დუგინის შვილის ავტომობილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა „მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - აცხადებს მუსელიანი. შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას    

NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები საქართველოში იმყოფებიან

NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. დელეგაცია საქართველოს NATO-ს მეორე დონის შეფასების მიზნით (NEL2) ეწვია. ინფორმაციას NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობა ავრცელებს. „საქართველო არის NATO-ს პრიორიტეტული პარტნიორი, რომლის ქვეითთა ასეულიც NATO-ს რეაგირების ძალების ნაწილია (NRF). ეს ვიზიტი LANDCOM-სა და საქართველოს სახმელეთო ძალებს შორის ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის ნაწილია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატი: უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილს დაარტყეს

უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, საბრძოლო მასალის საცავებსა და მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატზე, სერჰი ხლანზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: მინუს 41 ოკუპანტი, განადგურებულია ორი უპილოტო საფრენი აპარატი და “ურაგანის“ ტიპ უის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ ხერსონის ოლქში, საბრძოლო მასალის საცავებსა და მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილს დაარტყეს. წუხანდელი ღამე იოლი არ იყო. ბევრისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდა. „ჩამოფრენები“ საწყობებსა და რაშისტების სამხედრო ნაწილში“, - წერს ხლანი. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის 47 100 ჯარისკაცი მოკლეს გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს.    „ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების სრული აკრძალვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს გვიშველის და არა მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ბორელმა.  ამასთან, ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემის უფრო შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადახედოს მიდგომას  რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის ვიზების მიცემის თაობაზე. კერძოდ, არ მისცენ ვიზები რუს ოლიგარქებს“. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რის შესახებაც სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, 30-31 აგვისტოს, პრაღაში გაიმართება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

Noble Partner 22 იწყება

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე NATO-ს ძირითადი ჯგუფის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში - „ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და სხვა ქვეყნის 19 სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.  მისივე ცნობით, აშშ-დან მონაწილეობას მიიღებს მე-2 საკავალერიო პოლკი, მე-18 სამხედრო პოლიციის ბრიგადა, მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადა, მე-7 არმიის სასწავლო სარდლობა, 409-ე საკონტრაქტო მხარდაჭერის ბრიგადა, 598-ე სატრანსპორტო ბრიგადა და საქართველოს ეროვნული გვარდიის 122-ე ტაქტიკური მხარდაჭერის რაზმი. უსაფრთხოების ძალების 1-54- დამხმარე ბატალიონი და 1-214 საველე საარტილერიო ბატალიონი. ამერიკული მხარის განცხადებით, Noble Partner-ი რეგიონული მრავალეროვნულ სასწავლო გარემოში პარტნიორობის გაძლიერებას, ასევე, აშშ-ის მზადყოფნის და თავსებადობა გაზრდას ემსახურება. წვრთნები საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ჩაატარონ სიტუაციური წვრთნები, ცეცხლსასროლი იარაღით ვარჯიშები და ერთობლივი მექანიზებული მანევრები. ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის განცხადებით, ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა „ღირსეული პარტნიორი 2020“, აჩვენებს აშშ-ის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისადმი და ცხადყოფს, რომ NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უფრო ძლიერები არიან. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას - „ღირსეული პარტნიორი“ უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი, „ღირსეული პარტნიორი 2022-ის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები სწავლების დაწყებამდე ორი დღით ადრე აცხადებს, რომ  Noble Partner 22 (NP22) მისი მონაწილეების ურთიერთქმედების გაზრდას და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება. „მრავალეროვნულ წვრთნებს - Noble Partner 22 (NP22) (ღირსეული პარტნიორი) საქართველოს თავდაცვის ძალები და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია ერთობლივად უძღვებიან. წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთქმედების გაზრდას, რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.  სხვადასხვა შესაძლებლობის ერთდროულად განლაგების დახმარებით, ბრძოლის ველზე დინამიკური ყოფნის უზრუნველყოფის პარალელურად, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფის, სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF), აშშ -ს არმიის ძალების (აქტიური და ეროვნული გვარდიის) აშშ -ის საჰაერო ძალების (აქტიური და საჰაერო ეროვნული გვარდია),მოკავშირეებისა და პარტნიორების ტრენინგისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას. მონაწილე დანაყოფებს პრაქტიკაში ეძლევათ ურთიერთქმედების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთანაც. ისეთი სამხედრო წვრთნები, როგორიცაა, Noble Partner 22 (ღირსეული პარტნიორი 22) (NP22) აუმჯობესებს ჩვენს უნარს, ტაქტიკურ დონეზე უზრუნველვყოთ მრავალეროვნული მისიის მართვა და კონტროლი. Noble Partner 22 (NP22) ასევე იძლევა შესაძლებლობას, ოპერატიულად უზრუნველყოს ტრანსპორტირების, მხარდაჭერისა და სასწავლო ინფრასტრუქტურა მრავალეროვნული ოპერაციული სცენარის შემთხვევაში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს. წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ადვოკატი: უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს, არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა „ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, გოლდსმიტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ამ პერიოდში ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ჯანდაცვის სამინისტროდან ნებართვების მიღება. წესით, დღეს რაღაც პასუხი უნდა მოგვივიდეს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი

„ენერგოატომის“ ცნობით, 29 აგვისტოს 10:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი სამხედროები განაგრძობდნენ ენერგოდარისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაბომბვას. შედეგად, ენერგოდარის 10-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მათგან ოთხი ატომური ელექტროსადგურის მუშაა.  „ცხადია, ასე „შეამუშავეს“ რუსებმა თავიანთი სცენარი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს მისიის ჩასვლის წინა დღეს. მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის პირდაპირი საფრთხე არ აჩერებს ტერორისტებს“, - წერს ზაპოროჟიეს მერი დიმიტრი ორლოვი. რუსეთი თავის მხრივ დაჟინებით მტკიცებას განაგრძობს, რომ ეს დაბომბვები უკრაინულმა ჯარებმა განახორციელეს. საგამოძიებო კომიტეტმა  „უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ზაპოროჟიეს რაიონის ენერგოდარში საცხოვრებელი უბნების დაბომბვის ფაქტზე"სის. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.  ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს

"პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს", - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პურის ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს. „რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს. ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და ა.შ. ფასებში ფოკუსირდება, ამიტომ თუ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენ ყოველთვის წავალთ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს პურის ფასში ავსახოთ, მითუმეტეს ტენდენცია ისეთია, რომ დღეს ფქვილის ფასები დაბლა მოდის. მეწარმის სურვილი ყოველთვის არის, რომ მეტი პურის რეალიზაცია მოხდეს, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ფასის დაკლება დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს, “ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ. ამასთან, დოლიძის განცხადებით, წელს მოსავალი უკეთესია.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუხსა და სუსში განაღმვის პროცესის დაწყება გამოაცხადა. ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაჩინის და სოფლების ზაბუხისა და სუს ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან გაწმენდის სამუშაოები მაღალპროფესიულად მიმდინარეობს. „აზერბაიჯანის არმიის საინჟინრო-სამეურნეო დანაყოფები ახორციელებენ დავალებებს საინჟინრო მხარდაჭერისთვის ქალაქ ლაჩინში, სოფლებში ზაბუხსა და სუსში“, - აცხადებენ სამინისტროში. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას:  გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

საპენსიო სააგენტო განმარტავს, რატომ არ ჩანდა მოქალაქეების ინდივიდუალურ ანგარიშებზე დანაზოგი

განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია, – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში. „როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტ ბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია“,- აღნიშნულია განცხადებაში.  

IAEA ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისიის ნაწილის დატოვებას გეგმავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თავისი მისიიდან რამდენიმე ადამიანს მუდმივ რეჟიმში დატოვებს. ამის შესახებ რუსული მედია  მიხეილ ულიანოვზე დაყრდნობით წერს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში რუსეთის მუდმივი წარმოამდგენელია.  ენერგოატომი: ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურო ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. არსებობს წყალბადის გაჟონვის რისკი მან ასევე თქვა, რომ IAEA-ს სამდივნოს დაახლოებით ათეული თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ ბირთვულ უსაფრთხოებაში, იმყოფებიან მისიაში, რომელიც გაეროს თანამშრომლების დიდ გუნდთან ერთად, ლოჯისტიკასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. კვირას, ღამით და ორშაბათს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ენერგოდარს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა ათი ადამიანი, ორი კი რეანიმაციაშია. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში ადანაშაულებენ. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.  ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. ახალ გუბერნატორთან შეხვედრა დღეს პრემიერ-მინისტრმა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მთავრობის მეთაურმა კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი ესწრებოდნენ", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.  

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, მზის ელექტროსადგურების დაყენების მიმართ ინტერესი იზრდება.  სემეკ-ის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. „NATO აღრიცხვის სქემა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ძირითადი მიზეზია ორი გარემოება. ერთი არის სუფთა მწვანე ენერგია. სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება ამგვარი ენერგიის წყაროების ინსტალაცია. ძალიან მარტივია მისი დაყენება როგორც ოჯახში, ასევე კომერციულ ობიექტზე. ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო განვავითარეთ NATO აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმები. ცვლილებების მიხედვით, 100-დან 500 კილოვატამდე გაიზარდა ერთ აბონენტზე დადგმული სიმძლავრის მოცულობა. გარდა ამისა, შესაძლებელია, სადგური დაამონტაჟოთ სხვაგან და ენერგია სხვა ადგილას გამოიყენოთ. ქსელში გატარებაზეც არსებობს ქსელური ტიპის შეღავათები. ამდენად, ბოლო პერიოდში სისტემაში ბევრი სუბიექტი ჩაერთო. თუ 2016-2020 წლებში დადგმული სიმძლავრის მოცულობა 3,5 მეგავატს შეადგენდა, დღეს ეს რიცხვი 27 მეგავატს აჭარბებს. დადგმული სიმძლავრის 1/3 თბილისზე მოდის, დანარჩენი 2/3 რეგიონებზე“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.  

გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ.  ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. „ევროპაში პირველად გაერთიანდა ორი ქვეყანა და ასეთ მნიშვნელოვან ენერგოპროექტზე თანამშრომლობენ“, - განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.