ძებნის რეზულტატი:
ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გაძლებს
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს. „ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“. ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული მარაგები. ამასთან, ბელგრადი თბოელექტროსადგურებისთვის, დამატებით ქვანახშირის მომწოდებლებს მოძებნის. სერბეთში ელექტროენერგიის 2/3 თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. სერბეთი გეგმავს ქვანახშირი ჩინეთსა და ინდონეზიაში იყიდოს. სერბეთი საკმაოდ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე და იძულებული გახდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავისი პოლიტიკისთვის გადაეხედა. ქვეყანა ემზადება, რომ 2023 წლიდან, ახალი ინტერკონექტორის ამოქმედების შემდეგ, გაზი აზერბაიჯანისგან შეისყიდოს.
აშშ, საქართველო, სომხეთი, უკრაინა და კიდევ ექვსი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაში საფრთხის ერთობლივად შემცირებაში პარტნიორობის წვლილის შესახებ, ამერიკის შეერთებული შტატების, სომხეთის, საქართველოს, ერაყის, იორდანიის, ლიბერიის, ფილიპინების, სიერა ლეონეს, უგანდასა და უკრაინის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა. COVID19-ის პანდემიამ ხაზი გაუსვა ძლიერი ეროვნული შესაძლებლობების, ინფექციურ დაავადებათა ზედამხედველობის, დიაგნოსტიკისა და რეაგირების მნიშვნელობას. საერთაშორისო თანამშრომლობა და დახმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენი მთავრობები ღიად და გამჭვირვალედ თანამშრომლობდნენ ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი საფრთხის შემცირების პროგრამის ნაწილია. ეს პარტნიორობა ემსახურება მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს და მათ არაფერი აქვთ საერთო იარაღთან. ეს პარტნიორობა იცავს ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობას ჩვენს ქვეყნებში, მათ შორის ინფექციური დაავადებების პრევენციის, გამოვლენის, კონტროლის და ლაბორატორიული ბიოუსაფრთხოების გაძლიერების მინართულებით. როგორც ამ პროგრამის პარტნიორებმა, თითოეულ ჩვენგანს უშუალოდ ცოდნა გვაქვს საერთო მიზანთან მისი შესაბამისობის შესახებ, რაც გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების გასაძლიერებლად და ჩვენს საზოგადოებებზე ინფექციური დაავადებების ზემოქმედების შესამცირებლად თანამშრომლობას გულისხმობს. ჩვენი მთავრობები მტკიცედ ადასტურებენ საერთო შეხედულებას, რომ ასეთი თანამშრომლობა არ უნდა დაირღვეს, არამედ ხელი შეუწყოს და გაძლიერდეს. მეათე მუხლის თანახმად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, იმუშაონ ერთად, მათ შორის მომავალ მიმოხილვის კონფერენციაზე, ამ მიზნის მხარდასაჭერად, - აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქონება ჩამოართვა
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) ლვოვის ოლქის დეპარტამენტმა კრემლის მომხრე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლეს ქონება ჩამოართვა. საუბარია სამ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ღირებულებააც 55,000 აშშ დოლარია. მიწის საკუთრება მარჩენკოს სახელმწიფოსგან უკანონოდ 2009 წელს გადაეცა, აცხადებენ SBU-ში. სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მედვედჩუკი აპრილის შემდეგ პატიმრობაშია. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
CNN: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამსახველ სატელიტურ ფოტოებზე რუსული ჯავშანტრანსპორტიორები ჩანს
Maxar Technologies-ის ახალი სატელიტური სურათების მიხედვით, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის შენობის სახურავზე ოთხი ხვრელი გაჩნდა. რუსეთის მიერ „დანიშნულმა„ ხელმძღვანელმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ ეს ხვრელები კომპლექსზე უკრაინის სამხედრო დარტყმის შედეგია. როგოვმა ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც ერთ-ერთი ხვრელი ჩანს. CNN-მა დაადგინა და დაადასტურა ფოტოების ავთენტურობა, მაგრამ არ მტკიცდება, რომ ხვრელები უკრაინის სამხედრო დარტყმის შედეგი იყო. უკრაინის მთავრობამ არაერთხელ უარყო, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მათ განახორციელეს სამხედრო დარტყმები ქარხანაზე ან მის მახლობლად. CNN-ის ცნობით, სატელიტურ სურათებზე სულ მცირე სამი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი ჩანს. რუსეთი ამ დრომდე ამტკიცებდა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე „მძიმე შეიარაღება“ არ ჰყავთ. უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები 29 აგვისტოს გაემგზავრნენ. ისინი მისიის შესრულებას ამ კვირაში დაიწყებენ. გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დამცველები არ შეჩერდებიან, ვიდრე არ გაათავისუფლებენ ყველა ტერიტორიას, რომელიც უკრაინას ეკუთვნის
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა თავის ტერიტორიებს იბრუნებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, „ოკუპანტების ადგილი უკრაინის მიწაზე არ იქნება“. მისივე თქმით, „უკრაინის დამცველები არ შეჩერდებიან, ვიდრე არ გაათავისუფლებენ ყველა ტერიტორიას, რაც უკრაინას ეკუთვნის“. „უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, ჩვენი თავდაცვის ძალები თავის საქმეს აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, ყველას გესმით, რა ხდება, რისთვის ვიბრძვით და რისკენ ვისწრაფვით. ჩვენს მეომრებს არ სჭირდებათ რაიმე განცხადებები ან საინფორმაციო ტალღები. ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს. დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ყირიმს და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებს, ზმეინიდან ქერჩის ყურემდე. ეს ჩვენია, ასე ესმის ეს ჩვენს საზოგადოებას, მინდა, რომ ეს ესმოდეთ ოკუპანტებს. მათი ადგილი უკრაინის მიწაზე არ იქნება. უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი – CNN ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე გავყრით. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა. დამპყრობლებმა ეს კარგად იციან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პაკისტანის ხელისუფლება: ქვეყანაში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა
"პაკისტანში დამანგრეველმა წყალდიდობამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ზიანი მოგვაყენა", - ამის შესახებ პაკისტანის მინისტრმა დაგეგმარების საკითხებში, აჰსან იკბალიმ განაცხადა. პაკისტანში, მუსონური წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად, სულ მცირე 903 ადამიანი დაიღუპა „ვფიქრობ, ზარალი უზარმაზარი იქნება. ჯერჯერობით, წინასწარი შეფასებით, ის 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს, დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი და დაზიანებულია მილიონამდე სახლი“, - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, პაკისტანის ოცფიციალური პირები მსოფლიო საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. პაკისტანში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 300 ბავშვი დაიღუპა
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც ცნობილია, შედეგები 12:00 საათზე გახდება ცნობილი. „დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე). საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ISW: რუსული ძალები შეზღუდული სახმელეთო შეტევების წარმოებას ცდილობენ
ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, რუსმა სამხედროებმა სცადეს შეზღუდული თავდასხმა დონეცკის ქალაქ სივერსკის, სლოვიანსკის, ბახმუტისა და ჩრდილო-დასავლეთ ხერსონის ოლქის გარშემო, მაგრამ წინსვლა ვერ მოახერხეს. ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს ფარული მობილიზაციის მცდელობებს, რადგან ის იბრძვის საჭირო ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის. შეგახსენებთ, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება. მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს „ოპერაცია ღამით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის პოზიციებიდან და ზურგიდან მასირებული სროლებით დაიწყო“, - განუცხადა წყარომ CNN-ს. მედია ინფორმაციის წყაროს ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს „შეტევა ძირითადად პრავდინოს მიმართულებით განხორციელდა. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანში ხერსონია“, - აღნიშნავს წყარო. კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს
Washington Post: ირანმა უკრაინაში ომისთვის რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა
ირანმა რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია გაგზავნა. წერს Washington Post-ი. ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Mohajer-6 და Shahed თვითმფრინავები 19 აგვისტოს გაიგზავნა უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. როგორც გაზეთი, სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება, რუსი სამხედროები დრონების გამოყენების პირველი გამოცდის დროს, უპილოტო თვითმფრინავის გაუმართაობას არაერთხელ წააწყდნენ.
ერაყში შეტაკებებს სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს დაპირისპირება ბაღდადის ქუჩებში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დაშავებულია 350 ადამიანი. ამასთან, ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ცნობისთვის, ერაყში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონის რეგიონში რუსეთს დიდი ალბათობით, არასაკმარისი ქვედანაყოფები ჰყავს
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ხერსონის რეგიონში რუსეთის ქვედანაყოფების უმეტესობა დიდი ალბათობით, არასაკმარისია და სუსტი მომარაგების ხაზებს ეყრდნობა. მისივე განმარტებით, SMD და EMD დანაყოფების ინტეგრაცია უკრაინაში რუსეთის ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციას ადასტურებს. „არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გადაინაცვლა რამდენიმე, ნახევრად დამოუკიდებელი, ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციაზე, რამაც ხელი შეუწყო მის ცუდ ტაქტიკას შეჭრის დასაწყისში“, - ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ თუ უკრაინა ხერსონის მიმართულებით მდგრადი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას მოახერხებს, ხსენებული სტრუქტურის ერთიანობა, სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის მდგრადობისთვის. ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, რუსმა სამხედროებმა სცადეს შეზღუდული თავდასხმა დონეცკის ქალაქ სივერსკის, სლოვიანსკის, ბახმუტისა და ჩრდილო-დასავლეთ ხერსონის ოლქის გარშემო, მაგრამ წინსვლა ვერ მოახერხეს. ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს ფარული მობილიზაციის მცდელობებს, რადგან ის იბრძვის საჭირო ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის. შეგახსენებთ, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება. მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს „ოპერაცია ღამით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის პოზიციებიდან და ზურგიდან მასირებული სროლებით დაიწყო“, - განუცხადა წყარომ CNN-ს. მედია ინფორმაციის წყაროს ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს „შეტევა ძირითადად პრავდინოს მიმართულებით განხორციელდა. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანში ხერსონია“, - აღნიშნავს წყარო. კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს
უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა 47 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ომის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 47 550 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის დამცველები არ შეჩერდებიან, ვიდრე არ გაათავისუფლებენ ყველა ტერიტორიას, რომელიც უკრაინას ეკუთვნის „მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1954 ტანკს, 4294 ჯავშანმანქანას, 1079 საარტილერიო სისტემას, 282 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 151 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 204 ვერტმფრენს, 3217 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 847 უპილოტო საფრენ აპარატს, 103 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული მედია: ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტებმა 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს
ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტებმა თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქე მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. „ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს 485 მშვიდობიანი მოქალაქე, საიდანაც 207 მძევლად რჩება, 278 ადამიანი გათავისუფლებულია“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში. როგორც ცნობილია, ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი და დნეპროუდნის მერი ევგენ მატვეევი რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან. ამასთან, ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ფიქსირდება.
რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს
რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში Europetime-ს განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა ფიზიკური ანგარისწორების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ხობში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო
ხობში, სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში, 50 წლამდე კაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ტბაში მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მათივე ცნობით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ბანაობისას სავარაუდოდ გული გაუჩერდა. ამასთან, ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიციის თანამშრომლები.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში COVID19-ის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში COVID19-ის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. "ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში COVID19-ის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან. ამის შესახებ დღეს ბლოკის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს „ადგილზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზოგადი, საერთო პოლიტიკური შეთანხმება (საწვრთნელი მისიის შესახებ) არის ის, რაც, ვფიქრობ, დღეს უნდა მივიღოთ. იმედი მაქვს, ამ მისიისთვის გვექნება მწვანე შუქი. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა იწყება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ვიზების შეჩერებას რუსი ტურისტებისთვის.
2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77% გახდა სტუდენტი. „2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გასაფორმებლად. აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.
უკრაინაში სკოლები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხელახლა პირველად გაიხსნება
უკრაინის ბევრ სკოლაში სწავლა პირველ სექტემბერს განახლდება. ყველა ბავშვი ვერ შეძლებს სკოლაში დაბრუნებას და თანაკლასელებთან შეხვედრას. UNICEF-ის მონაცემებით, უკრაინაში ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, რუსეთის ომს სულ მცირე 379 ბავშვი შეეწირა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვები გაცილებით მაღალი იქნება, რადგან აქ არ არის გათვალისწინებული ოკუპირებულ ტერიტორიები ან ის ადგილები, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების თითქმის 20 პროცენტს მიაყენეს ზიანი, მაგრამ დაწესებულებები, რომლებსაც ხელახლა გახსნა შეუძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზებენ არჩევანს, განაგრძონ სწავლა დასწრებით ან ონლაინ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბიძინა კოლუმბეგოვი: საქართველოში, შესაძლოა, ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს
შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს - ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში COVID19-ის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა „ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ასევე სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარება მოუწოდონ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.