ძებნის რეზულტატი:

„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო

„როსატომმა“ უნგრეთში, ორი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის უფლება მიიღო. ამის შესახებ ნებართვა უნგრეთის მთავრობამ, რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ გასცა.  ორი ატომური რეაქტორის პროექტის ღირებულება 12,5 მილიარდი ევროა და მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება, მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი ორგანოები პროექტს დაამტკიცებენ.    ბუდაპეშტთან, ატომურ ელექტროსადგურ „პაკშის“ ოთხი რექტორი მუშაობს. პროექტის ფარგლებში, კიდევ ორი რეაქტორის დამატება იგეგმება. პროექტის დიდ ნაწილს რუსეთი აფინანსებს.  შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ პროექტზე, რომელიც „როსატომს“ უნდა განეხორციელებინა ფინეთმა უარი თქვა.   

რუსეთი უკრაინაში მესამე არმიის კორპუსს გზავნის - Conflict Intelligence Team

რუსეთი უკრაინაში, ახლახან ფორმირებულ მესამე არმიის კორპუსს გზავნის, ამის შესახებ Conflict Intelligence Team იუწყება.   პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდაზე ბრძანებას მოაწერა ხელი ბოლო დღეებში, CIT-ის თანამშრომლებმა, აღმოაჩინეს ფოტოები, სადაც რუსული ტექნიკის რკინიგზით გადატანის პროცესი ჩანს. ტექნიკა რუსეთს ნიჟეგოროდსკის მხრიდან უკრაინის საზღვრისკენ, როსტოვის ოლქში გადააქვს.  პუტინი ცდილობს, თავი აარიდოს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას - ISW ჯერ ცნობილი არაა, სად გადააქვს რუსეთს შეიარაღება, თუმცა ბოლო პუნქტი, სადგური ნეკლინოვკაა, რომელიც როსტოვის ოლქის სამხრეთით მდებარეობს და ყველაზე ახლოსაა დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზთან.   CIT-ის წყაროები აცხადებენ, რომ მესამე არმიის კორპუსი დაკომპლექტებულია ტექნიკით, თუმცა მოხალისეებში საბრძოლო სულისკვეთება დაბალია.   

მედია: რუსეთს ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს

უკრაინული მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვთ. ტექნიკის გადაადგილება თვითმხილველებმა ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს. გავრცელებული კადრების მიხედვით, კოლონის შემადგენლობაში იყო T-72 და T-80 ტიპის ტანკები, თვითმავალი ჰაუბიცები, ჯავშანტრანსპორტიორები ქვეითთა საბრძოლო მანქანები.  გარდა ამისა, ოკუპანტებს ყირიმში სპეციალური აღჭურვილობაც შეაქვთ, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, საინჟინრო მანქანები და საწვავის ავზები.   

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ დააკავა

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ დააკავა. დღეს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პატიმარი გაიქცა.  როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, „ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, რომელმაც დროებითი მოთავსების იზოლატორი თვითნებურად დატოვა, ამჟამად დაკავებულია და პატიმრობაში იმყოფება“.  

აშშ, ისტორიაში პირველად არქტიკის რეგიონში ელჩს ნიშნავს

BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, არქტიკის რეგიონში ელჩის დანიშვნას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ს პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, ელჩი ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში დაინიშნება. აშშ-ის ახალი ელჩი ითანამშრომლებს არქტიკის საბჭოს სხვა 7 ქვეყანასთან, ესენია: კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი და რუსეთი.  გარდა ამისა დაგეგმილი თანამშრომლობა  ადგილობრივ ჯგუფებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს მეთაურმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონებში მოსალოდნელ საფრთხეებთან ერთად, შეშფოთება არქტიკაში ჩინეთის შეღწევაზე გამოთქვა.  

სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29 -ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა

სლოვაკეთის შეთანხმებამ ჩეხეთთან და პოლონეთთან, MIG29-ებს უკრაინისკენ გზა გაუხსნა, ამის შესახებ Reuters წერს. შაბათს, სლოვაკეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წევრი ქვეყნები ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს. სლოვაკეთი უკრაინაში MiG-29 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების და ტანკების გაგზავნას გეგმავს „სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრატისლავა მზადაა, უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს. არის პოლიტიკური ნება, რომ უკრაინას გაჭირვებაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ნედმა.   

ჯოზეფ ბორელი: სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას

სერბეთმა და კოსოვომ, ევროკავშირის შუამავლობით, ორი ქვეყნის მოქალაქეების, საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.  სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოსთან შეთანხმება შეუძლებელია „ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა-გასვლის დოკუმენტები პირებისთვის, რომლებსაც კოსოვოს საიდენტიფიკაციო მოწმობები აქვთ, ხოლო კოსოვომ თანხმობა განაცხადა ამგვარი დოკუმენტები არ შემოიღოს სერბეთის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მფლობელთათვის. კოსოვოელ სერბებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ კოსოვოსა და სერბეთს შორის თავისუფლად იმოგზაურონ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი ბარათებით. ევროკავშირმა ეს წუთია მიიღო ამის გარანტია [კოსოვოს] პრემიერ-მინისტრისგან, [ალბინ] კურტისგან", - წერს ბორელი Twitter-ზე.  კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

რუსეთმა კრეისერ „მოსკვას" ჩაძირვიდან ოთხი თვის შემდეგ, მეხუთე მეზღვაურის სიკვდილი დაადასტურა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვიდან ოთხი თვის შემდეგ, უფროსი მიჩმანის დიმიტრი ჩერმისკინის გარდაცვალება დაადასტურა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი „ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ“ გარდაცვლილის მეუღლის, ნადეჟდა მერზლიაკოვაზე დაყრდნობით იტყობინება.  „11 აგვისტოს მათ გარდაცვალების მოწმობა გადმომცეს“, - განაცხადა მიჩმანის მეუღლემ. მანამდე დიმიტრი ჩერმისკინი დაკარგულად ითვლებოდა,- ნათქვამია შეტყობინებაში. კრეისერ „მოსკვაზე“ ხანძრის შემდეგ 27 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ერთი კი დაიღუპა. ამის შესახებ, 22 აპრილს რუსულმა მედიმ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა.  18 აპრილს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია კრეისერ „მოსკვაზე“ ეკიპაჟის 40 წევრის დაღუპვისა და რამდენიმეს უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა.  რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. 15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მოგვიანებით, პენტაგონის მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა.  ასევე წაიკითხეთ მედია: „მოსკვაზე“ მყოფი წვევამდელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს მედია: კრეისერ „მოსკვაზე“ აფეთქებისას დაიღუპა 37 ადამიანი, დაშავებულია ეკიპაჟის 100-მდე წევრი როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრეისერ „მოსკვაზე“ ერთი ადამიანის დაღუპვაზე იუწყება

მედია: მოსკოვში გენერალური შტაბის მაღალჩინოსნის მანქანა დაიწვა

უკრაინაში, რუსეთის შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, მოსკოვში რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ევგენი სეკრეტარიევის მანქანა დაიწვა.  ავტომობილ BMV X6-ს ხანძარი მისი სახლის ეზოში, ლენინგრადის გზატკეცილზე გაუჩნდა. მანქანის უკანა ნაწილი მთლიანად დაიწვა.    გამოძიება არ გამორიცხავს, რომ სეკრეტარიევის ავტომობილი დაწყვეს.  ევგენი სეკრეტარიევი რუსეთის ფედერაციის გენშტაბის მე-8 განყოფილებაში მუშაობს, რომელიც სამხედრო ცენზურაზეა პასუხისმგებელი. განყოფილების თანამშრომლები „რუსეთის ჯარის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას“ აკონტროლებენ.  

რუსეთის ჯარმა ხარკოვის რეგიონი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსეთის ჯარებმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემით, ქალაქ ზოლოჩოვს, ბოგოდუხოვსკის რაიონში და ქალაქ დონეცს, იზიუმსკის ოლქში, ხარკოვის რეგიონში ცეცხლი გაუხსნეს. ზოლოჩოვში სროლის შედეგად 52 წლის ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე განაცხადა.  „მტერი განაგრძობს ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. დღეს  ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემით დამპყრობლებმა ბოგოდუხოვსკის რაიონის ქალაქ ზოლოჩოვსა და იზიუმსკის რაიონის სოფელ დონეცს ცეცხლი გაუხსნეს. ზოლოჩოვში ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. გარდაიცვალა 52 წლის ქალი“, - განაცხადა სინეგუბოვმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

აშშ უკრაინის დასახმარებლად HIMARS-ის წარმოებას გაზრდის - პენტაგონი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-7 თვეს, აშშ აცხადებს, რომ HIMARS -ის სარაკეტო სისტემების წარმობას გაზრდის, რათა უკრაინას დაეხმაროს. ამის შესახებ პენტაგონის პრეს-სამსახური იუწყება.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სარაკეტო ტერორს დავძლევთ, როცა აშშ-სგან NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მივიღებთ „ჩვენ უკვე მივიღეთ $400 მილიონი HIMARS-ებისა და GMLRS-ების მარაგების შესავსებად პენტაგონის საწყობში. ამის გარდა, დაგეგმილია $200 მილიონის გამოყოფა წარმოების გფართოებისა და დაჩქარების მიზნით,“ - განაცახდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიამ ლაპლანტმა.  აშშ უკრაინას, დამოუკიდებლობის დღეს $3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს - მედია

ყაზახეთმა სამხედრო ნაწარმის ექსპორტი შეაჩერა

ყაზახეთი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურმა გავრცელა. „გადაწყვეტილება თავდაცვის ინდუსტრიის საკითხთა კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ალიხან სმილოვი ხელმძღვანელობდა“, ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში. „მონაწილეებმა 2023 წლის აგვისტოს ბოლომდე, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს წინადადება იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების საკითხი განიხილეს. ამ წინადადებას მხარი კომისიის წევრებმა დაუჭირეს“, - ნათქვამია განცხადებაში.   

თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის

თურქმენეთში 2022 წლის იანვარ-ივლისში მოპოვებული გაზის მოცულობამ 5,96 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქმენეთში მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით მალაის, კერპიჩლის, ბოვრუდეშიკის გაზის საბადოებზე 18 ჭაბურღილი შეკეთდა. ამავდროულად, მაღალი წარმოების მაჩვენებლები მალაის საბადოზე გაზის კომპრესორული სადგურის ამოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომლის სიმძლავრე წელიწადში 30 მილიარდი კუბურ მეტრს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.  

ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების გასაცნობად შევა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ [IAEA] დააკომპლექტა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაათვალიერებენ.  მისია ზაპოროჟიეს ენერგოსადგურს მომავალ კვირას ეწვევა. რუსეთის მხრიდან, პერიოდული დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა ბირთვული ენერგიის ექსპერტის, ედვინ ლაიმანის განცხადებით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები შეამოწმებენ ყველა საგანგებო სისტემის მდგომარეობას, ასევე შეაფასებენ დიზელის საწვავის მარაგს და მის შესავსებად საჭორო ზომებს. ჯგუფის წევრია ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი და კიდევ 13 ექსპერტი. მათ შორის, არიან ექსპერტები პოლონეთიდან ლიეტუვადან, ჩინეთიდან და სერბეთიდან. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.  ასევე ექსპერტები არიან ალბანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იორდანიიდან, მექსიკიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები კრემლთან ურთიერთობას უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც ინარჩუნებენ.   ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არ ჩაერთნენ ექსპერტები აშშ-დან  და დიდი ბრიტანეთიდან, რადგან რუსეთი ორივე ქვეყანას „უსამართლოდ მიკერძოებულობაში" სდებს ბრალს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იმედოვნებდა, რომ გაანადგურებდა ჩვენს ავიაციას პირველივე საათებში, მაგრამ უკრაინის საჰაერო ძალები შენარჩუნებულია

ავიაციის დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ პილოტებს სიტყვით მიმართა.  საომარი მოქმედებების დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, 18-მა პილოტმა მიიღო უკრაინის გმირის წოდება, კიდევ ათეულს მიენიჭა სახელმწიფო ჯილდოები. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსეთი იმედოვნებდა, რომ გაანადგურა ჩვენი თვითმფრინავი სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე საათებში. და, რა თქმა უნდა, ამ მტერს ჰქონდა სრულიად გიჟური მიზანი, ისევე როგორც მრავალი სხვა მსგავსი მიზანი. უკრაინის საჰაერო ძალები შენარჩუნებულია და შეჭრის პირველივე დღიდან პილოტები საბრძოლო მისიებს პატივისცემით ასრულებენ. ექვსი თვის განმავლობაში 18 პილოტმა მიიღო უკრაინის გმირის წოდება. კიდევ ათეულმა მიიღო სახელმწიფო ჯილდო. მათი უნარები და საბრძოლო შედეგები ნამდვილ ლეგენდად იქცა და მე არაერთხელ მოვისმინე ჩვენი ავიაციის უმაღლესი ქება ჩვენი პარტნიორების არმიებისა და სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.  

ჯონსონი: დროა, დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა გააორმაგოს

თუ პუტინს მიეცემა საშუალება, ძალით შეცვალოს ევროპის საზღვრები, ის ამას ისევ გააკეთებს, სხვაგან, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა და მათი სამხედრო წარმატება კვლავაც გასაოცარია. ზელენსკიმ აჩვენა, რომ მისი ქვეყანა ფუნდამენტურად დაუმარცხებელია“, - აღნიშნავს ჯონსონი. ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, რომ სწორედ პუტინის „ბარბაროსულმა შემოჭრამ შეაშფოთა ენერგეტიკული ბაზრები“. ჯონსონმა ბრიტანელ ხალხს მოუწოდა, მოემზადონ ენერგეტიკული კრიზისის შედეგებისთვის. „ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის აგრესიას. მომდევნო რამდენიმე თვე რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთის დაბრუნებას „ოქროს ფასი“ ექნება. „ამ სასტიკ ბრძლაში უკრაინელ ხალხს შეუძლია და გაიმარჯვებს კიდეც. ბრიტანეთიც მასთან ერთად მოიგებს“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.  

ნიდერლანდებში, წვეულებაზე სატვირთო მანქანა შევარდა, არიან დაღუპულები

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ნიდერლანდების სამხრეთში, ქალაქ Nieuw Beijerland-ში, ქუჩის წვეულებაზე სატვირთო მანქანის შევარდნის შედეგად. პოლიციამ, რომელიც არ ასახელებს დაღუპულთა კონკრეტულ მონაცემებს, განაცხადა, რომ იძიებს ინციდენტს, რომელიც დაახლოებით საღამოს 7 საათზე მოხდა. (1700 GMT), ინციდენტი როტერდამიდან სამხრეთით, დაახლოებით 30 კმ-ში (19 მილი) მოხდა. სატვირთო მანქანა გზიდან გადავიდა და წვეულებაზე შევარდა“, - განუცხადა პოლიციის სპიკერმა.  

ოპერატიული სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ორი საბრძოლო საცავი გაანდაგურეს

უკრაინული მხარის განცხადებით, „გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 35 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, ასევე, 11 ერთეული მტრის ტექნიკა და ორი საბრძოლო საცავი“. „სამხრეთ რეგიონის საომარ ზონაში ვითარება კვლავ რთულია, თუმცა კონტროლირებადი. მტერი აგრძელებს საომარი მოქმედებების წარმოებას ოკუპირებული თავდაცვის ხაზების გასწვრივ. შეჭრილი ძალების შემადგენლობასა და პოზიციებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ხმელეთზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, რუსები აქტიურობდნენ საჰაერო დაზვერვით, ასევე სხვადასხვა საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენებით, ნათქვამია განცხადებაში. მიისვე თანახმად, მთელი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგე უპილოტო თვითმფრინავების, შვეულმფრენების და გამანადგურებელი ბომბდამშენის გამოყენებით ურტყამდა შეიარაღებული ძალების პოზიციებს. „საღამოს საათებში მტერმა ნიკოპოლის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მი-24 ვერტმფრენით გაშვებული უმართავი რაკეტებით შეუტია. დაინგრა ერთი შენობა; მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინის რეაქტიული საარტილერიო დანაყოფების მიერ მიყენებული რუსული დანაკარგები დადასტურებულია: 35 პერსონალი, ჰაუბიცა Msta-B, თვითმავალი საარტილერიო იარაღი ნონა, ცხრა ჯავშანმანქანა და სატვირთო მანქანა. საბრძოლო მასალის ორი საწყობი დუდჩანში და დავიდივ ბრიდში. ასევე, საველე მომარაგების პუნქტი ვოსკრესენსკში. „მტრის ფლოტის 11 კაციანი საზღვაო ჯგუფი რჩება ყირიმის სანაპიროსთან ახლოს, ხოლო სამი რაკეტამზიდი, რომელთაგან ერთი წყალქვეშა ნავია, მზადყოფნაში ინახავს 2 ათეულ კალიბრის ტიპის რაკეტას“, - აღნიშნავს სარდლობა. მისივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან 27 აგვისტომდე, 46 500 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს.

უკრაინის დაზვერვა: რუსეთს რაკეტების 45% დარჩა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთში მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე ზღვარზეა და თითქმის არ არის რეზერვები ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის. მისი განმარტებით, რთული ვითარებაა „კალიბრთან“, „ისკანდერთან“ და „კინჟალებთან“ დაკავშირებით, „ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ იმ რაკეტების 45%, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ „ისკანდერებთან“ დაკავშირებით. დაახლოებით იმის 20%-ი, შეიძლება ნაკლებიც დარჩათ, რაც ჰქონდათ. რთული სიტუაციაა "კალიბრებთან" დაკავშირებითაც, ეს საკმაოდ ეფექტური რაკეტაა, მაგრამ მათი რაოდენობა არც ისე დიდია. ისინი ახლა აქტიურად იყენებენ „ურაგანსა“ და „სმერჩს“ - ეს არის ის, რაც იძლევა დაბომბვის საშუალებას მცირე, 70-80 კმ, მანძილზე და მაქსიმუმ 100 კილომეტრამდე. რაც შეეხება „კინჟალებს“, ვრუსეთს ამ ტიპის სარაკეტო კომპლექსის მხოლოდ 30-40 ერთეული აქვს დარჩენილი“, აცხადეფბს ვადიმ სკიბიცკი.  

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს

სლოვიანსკის, ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლების წინსვლა შეაჩერეს და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს. მისივე თანახმად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ვოლინის, პოლისიისა და სივერსკის მიმართულებებით. გენშტაბის მონაცემებით, „მტერი ცდილობდა შეტევის განხორციელებას ვერშინას, კოდემის, სემიჰირიასა და ზაიცევის მიმართულებით, თუმცა უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს შეტევა და უკუაგდეს დამპყრობლები“. „ავდიევკის მიმართულებით მტერმა დაბომბა ნეველსკეს, ვოდიანეს, ორლივკას, ნოვო-ოლექსანდრივკას, ვესელეს, კრასნოჰორივკას, მარიინკასა და პერვომაისკეს ტერიტორიები. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ვალენტინივკასა და ვოდიანეს მახლობლად. მტრის შეტევა ლოზოვეს მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოგერიეს და შედეგად, რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს. ნოვოპავლივკას მიმართულებით, მტერმა განაგრძო სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით პავლივკას, ვუჰლედარის, ვოლოდიმირივკას, ბოჰოიავლენკას, ნოვოკრაინკასა და ნოვომიხაილივკას სიახლოვეს. შავი ზღვისა და აზოვის წყლებში სიტუაციას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. მტრის მიერ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე „კალიბრის“ ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების გასროლის საფრთხე რჩება.  როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან 27 აგვისტოს ჩათვლით გაანადგურეს 46 500 რუსი ჯარისკაცი“, - იუწყება გენშტაბი.